„არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/290/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს არაგვის დაცული ტერიტორიის - არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის სფეროში. 2. არაგვის დაცულ ტერიტორიას მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე, ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს არაგვის დაცული ტერიტორიის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს არაგვის დაცული ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი მექანიზმი; გ) დაადგინოს არაგვის დაცული ტერიტორიის მართვის სისტემა; დ) მოაწესრიგოს არაგვის დაცული ტერიტორიის მართვის მექანიზმები. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია, არაგვის დაცული ტერიტორიის ფარგლებში: ა) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების: გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს არაგვის დაცულ ტერიტორიაზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის, დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვა და შენარჩუნება; დ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. მუხლი 3. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები 1. არაგვის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივკულტურული ლანდშაფტის დაცვის, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის. 2. დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების: გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის ბიოლოგიური, ლანდშაფტური, კულტურული მრავალფეროვნებისა და მაღალი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებების შენარჩუნების მიზნით ამ ხეობებში მდებარე ტერიტორიებს ენიჭება დაცული ლანდშაფტის სტატუსი და ეწოდება არაგვის დაცული ლანდშაფტი. 3. არაგვის დაცული ტერიტორიის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება ემყარება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საფუძვლებს. 4. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია: ა) უნიკალური ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარება-დაღუპვისაგან დაცვა; ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლების და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება; გ) მაღალმთიანი ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ რესურსებზე მზარდი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა; დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნება და განვითარება; ე) ბუნებასა და კულტურას შორის ურთიერთქმედების დაბალანსება ბუნების აქტიური დაცვისა და ადგილობრივი ტრადიციული საქმიანობების შენარჩუნების გზით. 5. ამ კანონით განსაზღვრული არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დგინდება არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით. მუხლი 4. არაგვის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი 1. არაგვის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში და მოიცავს მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვის და ხევსურეთის არაგვის ხეობებს. 2. არაგვის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობია 99 802 ჰექტარი და მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: # X Y 1 502479.9 4713145 2 496865.9 3 # X Y # X Y # X Y 79 502814.1 4695338 157 481856.7 4679133 235 484554.2 4710995 4716794 80 502243.2 4695684 158 481592.1 4679752 236 484922 4711400 498084.4 4716241 81 501614.9 4695860 159 480982.1 4680057 237 485287.1 4711588 4 498668.9 4716565 82 501061.2 4695841 160 480612 4680286 238 485893 4712924 5 499295.5 4716325 83 500641.3 4695476 161 481071.5 4681129 239 486213.1 4713556 6 499980.2 4716232 84 500326.3 4694947 162 481287.1 4681786 240 486488.7 4713892 7 500652.4 4716273 85 500008.2 4694341 163 481430.1 4682465 241 486957 4714384 8 501233.8 4716159 86 499636.5 4693779 164 481602.6 4683120 242 487395.2 4714918 9 501639.8 4715443 87 499415.6 4693162 165 481184.7 4683676 243 487917.5 4715351 10 501573.1 4714992 88 499384 4692603 166 480793.2 4684243 244 488592.6 4715447 11 501897.3 4714397 89 500057.5 4692576 167 480978 4684916 245 489261.3 4715324 12 501942.2 4713941 90 500524 4692074 168 481005.2 4685606 246 489920.1 4715185 13 502476.7 4713580 91 501207.5 4691978 169 480991.6 4686453 247 490553.1 4714983 14 502606.6 4712752 92 501651 4691458 170 481448.1 4686720 248 491035.1 4715410 15 502614.7 4712095 93 501890.4 4690830 171 481990.5 4687343 249 491666.5 4715647 16 502534.8 4711434 94 502282.9 4690474 172 481558.4 4687746 250 492339.6 4715708 17 502375.4 4710977 95 502867.8 4690516 173 481856.2 4688408 251 493641.2 4716302 18 503091.1 4710579 96 503400.7 4690229 174 481350.5 4688585 252 493479.3 4715792 19 503568.6 4710412 97 502774.5 4690336 175 480968.2 4689166 253 493992 4716812 20 503839.3 4709554 98 502439.3 4689722 176 480639.9 4689564 254 496162.6 4716522 21 504259.8 4708989 99 502202.3 4689076 177 479811 4689762 255 495072.1 4716619 22 504462.6 4708511 100 501748.4 4688543 178 479251.9 4690143 256 495753.2 4716651 23 504576.4 4707854 101 501236.3 4688089 179 478580.5 4690301 257 496225.7 4716709 24 504608.7 4707237 102 500839.6 4687555 180 477910.1 4690457 258 489415.6 4711878 25 504447 4706381 103 500334.8 4687204 181 477332.4 4690827 259 489518.8 4711756 26 504629.4 4706017 104 500264.4 4686515 182 477081.4 4691465 260 488796.1 4711832 27 505039.9 4705572 105 499935.6 4685978 183 477100.2 4692150 261 488937.7 4711457 28 505633 4705281 106 499469.4 4685458 184 476851.3 4692796 262 489374.7 4711133 29 506271 4705451 107 499114.4 4684859 185 476625.5 4693458 263 489979.9 4710840 30 506732.7 4705344 108 498698.6 4684317 186 476466.1 4693831 264 490587.3 4710544 31 507240.2 4704926 109 498351.9 4683712 187 476752 4694319 265 491108.9 4710284 32 507812.2 4704917 110 498159.3 4683044 188 476314 4695320 266 490911.8 4710637 33 508455.8 4704822 111 497877.3 4682405 189 476006.8 4695946 267 490474.2 4711133 34 509087.6 4704732 112 497585.5 4681779 190 475564 4696455 268 489883.6 4711467 35 509173.9 4703996 113 496982.6 4681451 191 474656.3 4696831 269 489262.1 4711742 36 509498.5 4703520 114 496311.6 4681447 192 474688.5 4697221 270 504702.9 4707561 37 509949.7 4703155 115 495641.2 4681647 193 474548.4 4697899 271 506591.3 4705610 38 510583.7 4703080 116 495221.4 4682186 194 474675.9 4698581 272 507382.9 4704832 39 511235.8 4702937 117 494702.4 4681899 195 474545.2 4699262 273 507580.9 4704987 40 511629.8 4702533 118 494740.5 4681203 196 473961.1 4699635 274 505880.2 4705259 41 511763.8 4701924 119 494429.2 4680590 197 473408.9 4700051 275 511433.8 4702971 42 511811 4701264 120 494085.4 4680003 198 472796.6 4700365 276 511817.8 4702265 43 512241.3 4700979 121 493699.8 4679427 199 472276.3 4700831 277 511855.7 4700972 44 512834.1 4700698 122 493363.3 4678838 200 471958 4701445 278 513131.6 4700735 45 513347.4 4700426 123 493082.5 4678232 201 471495.8 4701969 279 509708 4703200 46 513888.4 4700265 124 492812.5 4677591 202 471124.4 4702560 280 509296.3 4703552 47 514504 4700502 125 492490.7 4676991 203 470601.4 4703023 281 513628.8 4700153 48 515179 4700456 126 492100.9 4676413 204 470432.2 4703678 282 512047.1 4700933 49 515386.5 4699836 127 491702.5 4675866 205 470540.6 4704369 283 512478 4700890 50 515484.7 4699187 128 491231.2 4675371 206 470868.7 4704950 284 511007.2 4702895 51 516137.6 4699018 129 490660.4 4674976 207 471180.5 4705545 285 516324.6 4698807 52 516112.8 4698483 130 489980.9 4674811 208 471323.6 4706199 286 516062.3 4697361 53 516014.5 4697839 131 489454.4 4674366 209 471653.5 4706783 287 516051 4697653 54 515924.3 4697358 132 488991.1 4673849 210 472178.9 4707204 288 516110.3 4698194 55 515269.9 4697346 133 488903 4673160 211 472724.9 4707531 289 514174.7 4695658 56 514680.8 4697102 134 488809 4672477 212 472921.6 4707989 290 514146.1 4696243 57 514363.8 4696521 135 488832.3 4671693 213 473491.7 4707390 291 514488.1 4696822 58 514177.6 4695939 136 488444.2 4672148 214 474025.4 4706997 292 513621.2 4695055 59 513867.5 4695399 137 487823.9 4672446 215 474640.1 4706841 293 509687.8 4695058 60 513405.6 4694893 138 487260 4672806 216 475313.3 4706880 294 499221.1 4692736 61 512913 4694421 139 486924.4 4673420 217 475818.1 4706031 295 502549.2 4690593 62 512285.1 4694159 140 486477.6 4673943 218 475851.7 4706355 296 501326.5 4696031 63 511655.2 4694286 141 485859 4673790 219 476325.5 4706785 297 500941.1 4695666 64 511090 4694493 142 485559 4673170 220 476681.9 4707382 298 488607.6 4711768 65 510456.2 4694610 143 485303.7 4672527 221 477079.7 4707957 299 489280.3 4711114 66 509959.6 4694988 144 484873.5 4672065 222 477397.4 4708455 300 491277.4 4710326 67 509338.2 4694943 145 484427.5 4672587 223 478398.2 4707938 301 490979.6 4710631 68 508716.6 4695188 146 483924.2 4673059 224 478605.9 4708119 302 490528.9 4710975 69 508108.3 4695432 147 483502.6 4673616 225 479289.2 4708092 303 489671.4 4710988 70 507544.1 4695536 148 483099.5 4674186 226 479940.6 4708118 304 489180.6 4711819 71 506914.7 4695753 149 482521.9 4674575 227 480559.8 4708253 305 489495.9 4711706 72 506320.5 4695878 150 481933.5 4674992 228 481116.8 4708630 306 489268.5 4711880 73 505824.2 4695645 151 481433.3 4675217 229 481916.3 4709178 307 489532.9 4711828 74 505352.4 4695398 152 481667.9 4675958 230 482309.1 4709134 308 489018.2 4711817 75 504826.5 4695365 153 482050.6 4676517 231 483046.1 4709720 309 490278.8 4711282 76 504287.5 4695713 154 482236.4 4677192 232 483033.8 4710122 310 490496.8 4710637 77 503768.2 4695858 155 482255 4677887 233 483196.9 4710527 311 490937.9 4710222 78 503342.2 4695628 156 482230.4 4678563 234 484056.5 4710890 მუხლი 5. არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი 1. არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად. 2. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია გარემოს, ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა, მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა, ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია და აღდგენა, რეკრეაციულ-ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობა, მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, მათ შორის, მხოლოდ არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მშენებლობის მიზნით, არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქალის ქვა) სარგებლობა, ტურიზმის და დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით დაშვებული სხვა საქმიანობა. მუხლი 6. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილი ორგანოები 1. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიას, გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა, სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, მართავს დუშეთის მუნიციპალიტეტი, რისთვისაც გამოყოფილი იქნება შესაბამისი ფინანსური რესურსი. 3. არაგვის დაცული ლანდშაფტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიას მართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო. 4. დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მოვლა-პატრონობა, შენარჩუნება, აღდგენა დაცვა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფა; ბ)კომპეტენციის ფარგლებში, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება; გ) მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; დ) რეგულარული მოხსენებების მომზადება არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ; ე) არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა) ორგანიზება; ზ) არაგვის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მონაწილეობის მიღება შესაბამის პროგრამებში; თ) თანამშრომლობა სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ი) თანამშრომლობა საზოგადოების ფართო ფენებთან; კ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ტარიფების განსაზღვრა; ლ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის 44 ნაწილით განსაზღვრული მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენა; მ) საქართველოს კანონმდებლობით და არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი ეს კანონი არ ვრცელდება არაგვის დაცული ლანდშაფტის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით); ბ) სასარგებლო წიაღისეულით, ხე–ტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე და „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე; გ) მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მუხლი 8. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და დუშეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური ხელშწყობით. 2016 წლის ივნისში, ბათუმში გამართული მერვე გარემოს ევროპული მინისტერიალის კონფერენციაზე გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) მიემხრო დუშეთის მუნიციპალიტეტის და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივას, დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორიის დაარსებასთან დაკავშირებით და სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით, „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ პროგრამის ფარგლებში, გამოყო თანხა ისტორიულგეოგრაფიული მხარეების: გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიის დაარსების მიზნით. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით, „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ ფარგლებში, გერმანიის მთავრობის მიერ გამოიყო გრანტი - 8 250 000 ევრო, რომლის დაფინანსებაც ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მიერ. აღნიშნული საგრანტო თანხაგამოყენებულია კინტრიშის დაცული ტერიტორიების, ყაზბეგის ეროვნული პარკის, ფშავ-ხევსურთის დაცული ტერიტორიების და ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიების შესწავლის, ადმინისტრაციების მართვის გაუმჯობესების, მათთვის აღჭურვილობის შეძენის, ტურისტული და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის და სხვ. „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ ფარგლებში 2017 წელს მოხდა ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების: გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესწავლა და დაცული ტერიტორიის დაარსებისთვის შესატყვისი კატეგორიის შეთავაზება. კვლევის საფუძველზე შემუშავდა აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს არაგვის დაცული ლანდშაფტის დაარსებას. არაგვის დაცული ლანდშაფტის დაარსების საკითხი შეთანხმდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირთან დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან არსებულ სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოსთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ახალი დაცული ტერიტორიის - არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს გუდამაყარში, ფშავსა და პირაქეთა ხევსურეთში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას, კერძოდ, კანონპროექტის მიზანია: ა) კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში (ისტორიული ფშავ-ხევსურეთი) არსებული აღმოსავლეთ კავკასიონის ტერიტორიის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდობების, მდინარეების - ასას, არღუნის, ანდაქისწყალის, ხევსურეთის არაგვის და ფშავის არაგვის ხეობების არსებული ეკოსისტემების მთა-ტყის, სუბალპური ტყე-მდელოების, ალპური მდელოების, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტების პირვანდელი სახისა და ბუნებრივეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება და დაცვა; ბ) უზრუნველყოს არაგვის დაცულ ლანდშაფტში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის, დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; დ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ასევე, კანონპროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს აღნიშნული რეგიონის ისტორიულგეოგრაფიული მხარეების: გუდამაყრის, პირაქეთა ხევსურეთისა და ფშავის ტერიტორიებზე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისებას, რაც შესაბამისად, უახლოეს მომავალში, მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს როგორც საბიუჯეტო შემოსავლების სახით, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდის თვალსაზრისითაც. აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის პირობებში, რაც შესაბამისად, იწვევს გარემოზე ზეწოლის გარდაუვალ ზრდას, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება დაცულ ტერიტორიებს, საქართველოს ბუნებრივი მრავალფეროვნებისა და მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შედგება რვა მუხლისგან. კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო. მე-2 მუხლი განსაზღვრავს კანონის ძირითად მიზნებს და ამოცანებს. მე-3 მუხლში ასახულია არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის საკითხები და აღნიშნული დაცული ტერიტორიის შექმნის მიზნები. მე-4 მუხლში მოცემულია არაგვის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები (კოორდინატები). მე-5 მუხლი აწესრიგებს არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმს (მათ შორის, ტერიტორიაზე დაშვებულ საქმიანობებს). მე-6 მუხლით რეგულირდება არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის საკითხი, კერძოდ, დაცული ლანდშაფტის მართვა, სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, „დაცული ტერიტორიების სისტემის“ საქართველოს კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ. აქვე აღსანიშნავია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტს მართვაში გადაეცემა არაგვის დაცული ლანდშაფტის ტყით დაუფარავი ტერიტორია, რაც შეეხება არაგვის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში არსებულ ტყის ფონდს, მის მართვას, კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო. ამავე მუხლით გათვალისწინებულია კონკრეტული უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელების უფლებაც ექნება მუნიციპალიტეტს დაცული ლანდშაფტის მართვისას (მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; საერთაშორისო თანამშრომლობა; არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ტარიფების განსაზღვრა (რაც დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის შეიძლება გახდეს დამატებითი შემოსავლის წყარო); „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენა და სხვ.). ამასთან, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მე-7 მუხლში მოცემულია კანონის გარდამავალი დებულებები, რომლითაც რეგულირდება არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: არაგვის დაცული ლანდშაფტის (99 802 ჰა) მართვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად გამოსაყოფი თანხაა 439160 ლარი. აღნიშნული თანხის გამოყოფა უნდა განხორციელდეს დაცული ლანდშაფტის დაარსების შემდეგ, დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის შექმნის მიზნით. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტო აწარმოებს პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს, რომლის თანახმად, არაგვის დაცული ლანდშაფტის დაარსებისთანავე, ჩეხეთის განვითარების სააგენტო ჩაერთვება და მხარს დაუჭერს ახალ დაცულ ტერიტორიას, როგორც მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესში ასევე თანხის ნაწილი მიმართული იქნება არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანოსათვის გარკვეული აღჭურვილობის შესაძენად (საოფისე ხარჯი, აღჭურვილობა და სხვა.). ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან დაცული ტერიტორიის დაარსება და შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა/განვითარება ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდას და გაზრდის აღნიშნული სფეროდან მიღებულ შემოსავლებს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შედეგად, არაგვის დაცული ლანდშაფტის დაარსების შემდეგ, შესაბამისი მართვის ორგანოს სრულფასოვნად ამუშავებისთვის, 2019 წელს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, უნდა გამოეყოს 439160 ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, როგორც მიზნობრივი ტრანსფერს, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, გადაურიცხავს დუშეთის მუნიციპალიტეტს, მის მიერ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნული თანხიდან 335200 ლარი დარჩება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და 103960 ლარი გადაერიცხება დუშეთის მუნიციპალიტეტს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს შორის, გადანაწილდება შემდეგი პროპორციით (ცხრ. №1- ცხრ. №4) ცხრილი №1 სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო სულ ლარი 335200 შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება (ზამთარ-ზაფხულის უნიფორმა, ზამთარ- 295200 40 000 ზაფხულის ფეხსაცმელი, ცეცხლსასროლი იარაღი, სამკერდე კამერები და სხვა სპეციფიკური აღჭურვილობა) სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს არაგვის დაცული ლანდშაფტის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვას განახორციელებს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, რისთვისაც ადმინისტრაციას უნდა დაემატოს 26 საშტატო ერთეული (ცხრ. №2) ცხრილი №2 სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისთვის საჭირო საშტატო ერთეულები და მათი დაფინანსება (ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადინისტრაცია) თანამდებობა 1 2 3 ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის დირექტორის მოადგილე (დაცული ლანდშაფტის მართვის საკითხებში) დაცვის განყოფილების უფროსის მოადგილე (დაცული ლანდშაფტის დაცვისა და რესურსების მართვის საკითხებში) ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი რაოდენობა თანამდებობრივი ხელფასი სარგო (თვე/ლარი) ხელფასი (წლიურად/ ლარი) 1 1600 1600 19200 1 1100 1100 13200 1 900 900 10800 4 უფროსი რეინჯერი 3 1000 3000 36000 5 რეინჯერი სულ 20 26 900 18000 216000 295200 დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოყოფილი თანხა გადანაწილდება შემდეგნაირად: ცხრილი №3 დუშეთის მუნიციპალიტეტი ლარი სულ შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება (საოფისე ხარჯი) 103 960 93 960 10 000 დუშეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთვის გამოსაყოფი თანხა - 93 960 ლარი შრომის ანაზღაურების მუხლში, რისთვისაც მათ მიერ აყვანილი უნდა იქნას 11 საშტატო ერთეული(ცხრ. №3) და 10 000 ლარი სხვა საქონელი და მომსახურებაში: ცხრილი №4 დუშეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის მართვისათვის საჭირო საშტატო ერთეული და დაფინანსება 1 2 3 4 5 6 7 8 9 თანამდებობრივი ხელფასი ხელფასი სარგო (თვე/ლარი) (წლიურად/ლარი) თანამდებობა რაოდენობა განყოფილების უფროსი ტურიზმის სპეციალისტი ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი ეკოგანათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი რესურსების მართვის სპეციალისტი ბუღალტერი ინფრასტრუქტურის სპეციალისტი კონტროლის სამსახურის თანამშრომელი სულ 1 1000 1000 12000 2 700 1400 16800 1 660 660 7920 1 660 660 7920 1 700 700 8400 1 610 610 7320 1 700 700 8400 3 700 2100 25200 11 93960 დღეის მდგომარეობით 2019 წლის სახემწიფო ბუიჯეტში არაა გათვალისწინებული აღნიშნული კანონპროექტით მოთხოვნილი თანხა და შტატების ოდენობა, თუმცა კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღების და ძალაში შესვლის შემდგომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მოხდება შესაბამისი საშტატო ერთეულებისა და საჭირო დაფინანსების მოძიება და სააგენტოს ბიუჯეტში მისი ასახვა, რაზეც ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გამოთქმულია თანხმობა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი იქონიებს გავლენას იმ 37 პირის მიმართ, რომლებიც დასაქმდებიან ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში და დუშეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის მიზნით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის შესაბამისობაშია საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. ამასთან, იგი თანხვედრაშია იმ ზოგად ვალდებულებებთან, რომლებიც საქართველოს, როგორც წევრ ქვეყანას (2009 წლიდან) გააჩნია „ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის“ (IUCN) მიმართ. ასევე, კანონპროექტი ეხმიანება იმ ვალდებულებებსაც, რაც საქართველოს აქვს საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში („კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „კონვენცია მიგრირებადი სახეობების შესახებ“, „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების კონვენცია“ (ე.წ. „ბერნის კონვენცია“), „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია“ და ა.შ. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მცხეთა–მთიანეთის რეგიონის განვითარების სააგენტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მცხეთა-თიანეთის რეგიონში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.