„სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-24
ბიუროს ნომერი 227
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
1
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3
მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 129-ე მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1.დამტკიცდეს „სამხედრო ფიცის ტექსტი“ (თან ერთვის).
2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 12 იანვრის
დადგენილება „სამხედრო ფიცის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, N3,
იანვარი,1993 წელი, მუხლი 4)
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
2
სამხედრო ფიცი
,,მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ სამხედრო სამსახურში და ვფიცავ:
პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე;
კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო
წინაპართა მხედრული ტრადიციები;
მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების
საფუძველთა საფუძველი;
შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების
ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება;
მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე
ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის.
თუ ამ ფიცს გავტეხ პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე.
გვფარავდეს ღმერთი“.
განმარტებითი ბარათი
1
განმარტებითი ბარათი
„სამხედრო ფიცის ტექსტის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების (№1324-რს 13.10.2017წ.)
შესაბამისად, ტერმინი „სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით „თავდაცვის ძალები“.
კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა მთელ რიგ
საკანონმდებლო აქტებში. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „სამხედრო სამსახურში
გაწვეული მოქალაქე დებს სამხედრო ფიცს, რომლის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
სამხედრო ფიცის ტექსტი დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 12 იანვრის
დადგენილებით „სამხედრო ფიცის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები ISSN 0203-2023;
N3-4-5, 1993). დადგენილების პროექტის მიღების მიზეზია სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცება
და საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 12 იანვრის დადგენილების „სამხედრო ფიცის შესახებ“
(საქართველოს პარლამენტის უწყებები ISSN 0203-2023; N3-4-5, 1993) ძალადაკარგულად
გამოცხადება.
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
დადგენილების პროექტის მიზანს წარმოადგენს სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ტერმინი
„სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით „თავდაცვის ძალები“. დადგენილების მიღების
აუცილებლობა განპირობებულია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც სამხედრო
სამსახურში გაწვეული მოქალაქე დებს სამხედრო ფიცს, რომლის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს
პარლამენტი.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები სამხედრო ფიცს დადებენ სამხედრო ფიცის ტექსტის
ახალი რედაქციის მიხედვით.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებული
ცვლილებებიდან
(№1324-რს
13.10.2017წ.) გამომდინარე ტერმინი „სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით „თავდაცვის ძალები“.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი დებს სამხედრო ფიცს,
ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამხედრო სავალდებულო
სამსახურის მოხდა შეიძლება როგორც თავდაცვის ძალებში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში −
2
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. შესაბამისად, ფიცის ტექსტში ტერმინი „შეიარაღებული
ძალები“ მიზანშეწონილია შეიცვალოს სამხედრო სამსახურით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული
კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან მიმართებაში.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილების
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში-აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი დადგენილების პროექტი
მიზნად ისახავს სამხედრო ფიცის ტექსტის
შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან. საქართველოს
კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდა 2019 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის
მიერ ფიცის დადებისთანავე. შესაბამისად, მიზანშეწონილია „სამხედრო ფიცის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილება ძალაში შევიდეს პარლამენტის მიერ
მიღებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან მიმართებაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება მასში აღინიშნება:
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
დადგენილების პროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილეზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფოს მიერ არ ხდება ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
დადგენილების მიღება ფინანსურ გავლენას არ მოახდენს იმ პირებზე, რომლებთან მიმართებაშიც
გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
დადგენილების პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრა.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
3
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება,-მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ)დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, რომლემაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი დადგენილებების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, როგორც სამხედრო სავალდებულო გაწვევის, ასევე,
პროფესიული და შერეული სამხედრო სამსახურის სისტემის მქონე ქვეყნებში, სამხედრო
სამსახურის დაწყებამდე პირი ვალდებულია დადოს სამხედრო ფიცი. უმეტეს ქვეყნებში სამხედრო
ფიცის ტექსტი გაწერილია საკანონმდებლო აქტებში, მაგალითად ესტონეთი (“Military Service Act)
პოლონეთი, ბულგარეთი (Defence and Armed Forces Act“). ქვეყნების ნაწილში სამხედრო
სამსახურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ვხვდებით მითითებით ნორმებს სამხედრო
ფიცის დამტკიცების თაობაზე. მაგალითად ფინეთი (“Conscript Act”) საკანონმდებლო აქტით
განსაზღვრულია, რომ სამხედრო ფიცი უნდა დაამტკიცოს მთავრობამ.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ირაკლი სესიაშვილი
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ირაკლი სესიაშვილი