„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საკონტროლო შესყიდვა – ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულსამძებრო ორგანოს მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგნის, ნივთიერების
შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე), ასევე
მომსახურების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა, აგრეთვე საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 1431 - 1432 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის გამოვლენის
მიზნით, ადამიანის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება ან
განხორციელების სიტუაციის შექმნა.
ე) კონტროლირებადი მიწოდება – დანაშაულის სათანადო გამოძიებისა და დანაშაულის
ჩამდენი პირის გამოვლენის მიზნით, საქართველოს ფარგლებში (ხოლო საერთაშორისო
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს ფარგლებს გარეთაც),
საქართველოს ფარგლებს გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით შესაძლო
ნივთიერი მტკიცებულების კონტროლირებადი გადაადგილება;“;
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას შესაძლო ნივთიერი მტკიცებულება
შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლებული იქნას წინასწარ ნიშანდებული ან/და
ყალბი (სიმულაციური) საგნით, დოკუმენტით, ნივთიერებით, ან სხვა ობიექტით. ამ
მიზნებისთვის დასაშვებია ყალბი (სიმულაციური) საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების, ან სხვა
ობიექტის სპეციალური დამზადება, რის შესახებაც დგება ოქმი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
პროექტის შემუშავების მიზეზია საკანონმდებლო ნორმების დახვეწის აუცილებლობა,
რათა უფრო ეფექტიანი და ქმედითი გახდეს ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის,
ნარკოტიკული დანაშაულის, ტრეფიკინგის, კიბერდანაშაულისა და სხვა მძიმე
დანაშაულების წინააღმდეგ. სამართალდამცავი ორგანოების წინაშე არსებული
გამოწვევები
მოითხოვს
მათ
დასაძლევად
ადეკვატური
სამართლებრივი
ინსტრუმენტების ჩამოყალიბების აუცილებლობას, რათა ხელი შეეწყოს ქვეყანაში
სრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებას.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმთან
ერთად, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას
წარმოადგენს სახელმწიფოებისთვის. ორგანიზებული დანაშაულის განსაკუთრებულ
საშიშროებას განაპირობებს რამდენიმე გარემოება, მათ შორის, მისი ორგანიზებული
ხასიათი,
ჩამოყალიბებული
სტრუქტურა
და
მასშტაბურობა.
მაგალითად,
ნარკობიზნესში, იარაღით ან სხვა კანონით აკრძალული ნივთებით ვაჭრობაში
ჩართულები არიან მსხვილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები. აღნიშნული
საქმიანობა ხორციელდება არა შემთხვევითი პირების მიერ, არამედ პროფესიონალების
მიერ,
რომლებიც
მუდმივად
ცდილობენ
თავიანთი
უკანონო
საქმიანობის
გაფართოებას. ამასთან, ნარკოტიკული დანაშაული, იარაღით ან სხვა კანონით
აკრძალული ნივთებით ვაჭრობა მოიცავს დანაშაულებრივ მოქმედებათა მთლიან
ჯაჭვს: კანონით აკრძალული საშუალებების/ნივთების დამზადებას, შეძენას, შენახვას,
გადაზიდვას, გასაღებას. როგორც წესი, დანაშაულის კონკრეტულ ეპიზოდში
ჩართული პირები მჭიდრო კავშირში არიან ორგანიზებული დაჯგუფებების მთელ
ქსელთან.
ზემოაღნიშნული
მიზეზებიდან
გამომდინარე,
ორგანიზებული
დანაშაულის
ეფექტიანი გამოძიება წარმოადგენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის
მნიშვნელოვან გამოწვევას, რამდენადაც დაკავშირებულია მთელ რიგ სირთულეებთან
და მოითხოვს არაერთი პირის მიმართ პარალელური გამოძიებების წარმართვას, მათ
შორის,
სხვადასხვა
ქვეყანაში,
სხვადასხვა
განსხვავებული
კანონმდებლობის
მოქმედებების
განხორციელებას.
სახელმწიფო
პირობებში,
გამოძიების
სტრუქტურის
საგამოძიებო
და
ეფექტიანობა
მიერ
საპროცესო
მეტწილად
დამოკიდებულია
სწორედ
კანონმდებლობაში
საერთაშორისო
ქმედითი
თანამშრომლობასა
ინსტრუმენტების
და
არსებობაზე.
ეროვნულ
საერთაშორისო
თანამშრომლობა აუცილებელია, რათა გამოვლინდეს ნარკოტიკების/იარაღის უკანონო
დამზადების, ტრანზიტისა და საბოლოო დანიშნულების ქვეყნები. ამასთან, ეროვნულ
დონეზე უნდა არსებობდეს იმგვარი კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის
არა მხოლოდ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული ერთი კონკრეტული პირის
პასუხისგებაში მიცემას, არამედ მთელი ჯგუფის (დანაშაულის ორგანიზატორი,
ამსრულებელი,
დამხმარე)
იდენტიფიცირებასა
და
მათ
მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ
დანაშაულებთან მიმართებით, მისი მხოლოდ ერთი ნაწილის გამოვლენის
შემთხვევაში, ხშირად შეუძლებელი ხდება სრული სქემის აღქმა და დანაშაულზე
პასუხისმგებელი მთავარი სუბიექტების დასჯა.
საერთაშორისო
პრაქტიკის
გათვალისწინებით,
ორგანიზებულ
დანაშაულთან
ბრძოლის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოდგენს კონტროლირებადი მიწოდება.
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე
ითვალისწინებს კონტროლირებადი მიწოდების ღონისძიებას. აღნიშნული კანონის
თანხმად, ეს ღონისძიება გულისხმობს დანაშაულის გასახსნელად, დანაშაულის
ჩამდენი პირის გამოსავლენად საქართველოს ფარგლებში საქართველოს ფარგლებს
გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით ნივთიერი მტკიცებულების ან
საგნის კონტროლირებად გადაადგილებას, რომლის თავისუფალი რეალიზება
კანონით აკრძალული ან შეზღუდულია. ეს ღონისძიება თავისი არსით ემსახურება არა
დანაშაულზე წასწრებული კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემას, არამედ
ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირთა ქსელის სრული მოცულობით აღმოჩენას.
შესაბამისად, კონტროლირებადი მიწოდების შედეგად შესაძლებელია დადგინდეს
აკრძალული ნივთიერების/საგნის გადაადგილების სრული მარშრუტი, საბოლოო
დანიშნულების ადგილი და ყველა ის პირი, რომელიც რაიმე ფორმით ხელს უწყობს
დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებას.
ამასთან,
აღნიშნული
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიების
ეფექტიანი
გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია, არსებობდეს შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების
მთლიანად ან ნაწილობრივ ყალბი (სიმულაციური) საშუალებით ჩანაცვლება, ასევე
მისი წინასწარ ნიშანდება. კონტროლირებადი მიწოდების დროს შესაძლო ნივთიერი
მტკიცებულების
ჩანაცვლების
ღონისძიების
განხორციელება
სახელმწიფოს
შესაძლებლობას აძლევს, ერთი მხრივ, გამოავლინოს დანაშაულში ჩართული სრული
ქსელი, ხოლო მეორე მხრივ, აღკვეთოს ნარკოტიკული ნივთიერებების ან სხვა
კანონსაწინააღმდეგო საგნების უკანონო ბრუნვის საფრთხე.
კონტროლირებადი მიწოდების დროს ჩანაცვლების განხორციელების საერთაშორისო
სამართლებრივ
საფუძვლებს
წარმოადგენს
2000
წლის
ორგანიზებული
დანაშაულის
წინააღმდეგ“
და
1988
,,ტრანსნაციონალური
წლის
,,ნარკოტიკული
საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ გაეროს კონვენციები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დანაწესი გვხვდება
ასევე ევროპის არაერთი ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში (დანია, უნგრეთი, რუმინეთი,
ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო).
უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების ჩანაცვლების ან/და
წინასწარ
ნიშანდების
შესაძლებლობას
საქართველოს
კანონმდებლობა
საზღვარგარეთის ქვეყნებისგან განსხვავებით არ ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანი
დანაკლისია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კონტექსტში.
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს ასევე წარმოადგენს ისეთი ოპერატიულსამძებრო ღონისძიების დეფინიციის დახვეწის საჭიროება, როგორიცაა, საკონტროლო
შესყიდვა. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის
პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკონტროლო
შესყიდვის ცნება ითვალისწინებს მხოლოდ საგნის ან ნივთიერების შეძენას, თუმცა,
პრაქტიკაში დანაშაულის გამოვლენის მიზნით აუცილებელია ასევე მომსახურების
შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 1431 - 1432 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის გამოვლენის
მიზნით, ადამიანის შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა. აღნიშნული ხელს
შეუწყობს
სამართალდამცავი
ორგანოების
შესაძლებლობების
გაძლიერებას
დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის კუთხით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
კიბერდანაშაულის, ასევე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. აღნიშნული
შესაძლებლობას
იძლევა
კანონით
აკრძალული
ქმედებები
(ტრეფიკინგი,
პროსტიტუცია, ინტერნეტ სივრცეში პორნოგრაფიული ნაწარმის გავრცელება)
პროაქტიულ რეჟიმში იქნეს გამოვლენილი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სამართალდამცავი
სისტემის
წინაშე
სამართალდამცავი
ორგანოებისთვის
არსებული
ორგანიზებულ
გამოწვევები
მოითხოვს
დანაშაულთან
ბრძოლის
ეფექტიანი მექანიზმების შექმნის საჭიროებას.
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სირთულე და სპეციფიკურობა განაპირობებს
საზღვარგარეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების აუცილებლობას და
საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფილად იმპლემენტაციის
საჭიროებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღება
გაზრდის
სამართალდამცავთა
შესაძლებლობებს
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კონტექსტში. კონტროლირებადი მიწოდების
ღონისძიების დროს ჩანაცვლების ან წინასწარ ნიშანდების კომპეტენციის მინიჭების
შედეგად მოსალოდნელია ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირთა ქსელის
აღმოჩენა. შესაბამისად, კონტროლირებადი მიწოდების შედეგად შესაძლებელია
დადგინდეს აკრძალული ნივთიერების/საგნის გადაადგილების სრული მარშრუტი,
საბოლოო დანიშნულების ადგილი და ყველა ის პირი, რომელიც რაიმე ფორმით ხელს
უწყობს დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებას. ამასთან, ცვლილების
შედეგად, ეს ღონისძიება შესაძლებელი იქნება იმგვარად ჩატარდეს, რომ მინიმუმამდე
იქნეს დაყვანილი ღონისძიების ჩატარების ყველა თანმდევი რისკი.
პროექტით წარმოდგენილი ღონისძიების რეგლამენტირება ასევე მნიშვნელოვნად
ხელს შეუწყობს ქვეყნაში სასაზღვრო უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესებას,
ტრანსსასაზღვრო ორგანიზებულ დანაშაულთან, ადამიანებით ვაჭრობასთან,
იარაღით, ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და პრეკურსორებით,
ორმაგი დანიშნულების საქონლის უკანონო ბრუნვასთან ბრძოლას ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
მნიშვნელოვან
სიახლეს
წარმოადგენს
ის
გარემოება,
რომ
სამართალდამცავ ორგანოებს მიენიჭათ უფლებამოსილება კონტროლირებადი
მიწოდების დროს განახორციელონ შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების სრულად ან
ნაწილობრივ ჩანაცვლება წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური)
საგნით, დოკუმენტით, ნივთიერებით ან ობიექტით. გარდა ამისა, კონტროლირებადი
მიწოდების ცნება დაუახლოვდა ,,ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის
წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციაში არსებულ განმარტებას. პროექტის მიხედვით
შესაძლებელია ნებისმიერი შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების კონტროლირებადი
მიწოდება. აუცილებელი არ არის აღნიშნულის თავისუფალი რეალიზება კანონით
აკრძალული ან შეზღუდული იყოს.
ასევე პროექტის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლებლობა ეძლევათ
საკონტროლო შესყიდვის დროს განახორციელონ მომსახურების შეძენა ან შეძენის
სიტუაციის შექმნა, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 - 1432
მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ადამიანის ყიდვა
ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება ან განხორციელების
სიტუაციის შექმნა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
რამდენადაც კანონი არ ითვალისწინებს არც ახალი ქმედების დასჯადობას, და არც
პასუხისმგებლობის დამძიმებას, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი დაუკავშირდა
გამოქვეყნებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
პროექტით
გათვალისწინებული
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების
განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები დაფინანსდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელი ორგანოებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
პროექტით
გათვალისწინებული
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების
განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები დაფინანსდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელი ორგანოებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული შესაძლო
ნივთიერი მტკიცებულების სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლების მიზნით შესაბამისი
კონტრაქტის საფუძველზე ყალბი (სიმულაციური) საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების, ან სხვა
ობიექტის დამზადებისთვის დამამზადებელი მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ამასთან, დანიის, უნგრეთის, რუმინეთის, ესპანეთის,
შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობა ითვალისწინებს კონტროლირებადი
მიწოდების დროს საქონლის სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლების შესაძლებლობას.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.