„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.12.2018
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/302/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) 32-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები, გარდა ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები შეიძლება გადაეცეს ამ ადმინისტრაციულ ორგანოს. უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეების გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის გადაცემის შესაძლებლობის არარსებობა. ხაზგასასმელია ის საჭიროებები, რომლებიც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის აუცილებელი ნივთიერებების რაოდენობისა და ხარისხის კუთხით. სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო კვლევისათვის ვარგისი მასალის შეძენა დაკავშირებულია, როგორც თავად ხარისხიანი ნივთიერებების მოპოვების სირთულესთან, ასევე ამისათვის აუცილებელი ხარჯების გაწევასთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოსთვის უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის გადაცემის რეგულირების აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: გამოძიების ხარისხის ამაღლებისა და დანაშაულის პრევენციისათვის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს კინოლოგიური სამსახურებისთვის ნარკოტიკული ნივთიერებების გადაცემის შესაძლებლობის არსებობა. პროექტის მიღების შედეგად დაიზოგება კინოლოგიური სამსახურების ფინანსური ხარჯები. ამასთან, ეფექტიანობის თვალსაზრისით გაცილებით შედეგიანია წვრთნების დროს ნამდვილი ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება. მოცემული ცვლილებები აამაღლებს, როგორც დანაშაულის გამოძიებაში, ისე მის პრევენციაში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოების ეფექტიანობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად დადგინდა გამონაკლისი შემთხვევა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები განადგურების ნაცვლად შუამდგომლობის საფუძველზე გადაეცეს ადმინისტრაციულ ორგანოს სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით. ამასთან, უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეების გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რამდენადაც კანონი არ ითვალისწინებს არც ახალი ქმედების დასჯადობას, და არც პასუხისმგებლობის დამძიმებას, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი დაუკავშირდა გამოქვეყნებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსთვის სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო/კვლევითი მიზნებისათვის უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეების ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, უსასყიდლოდ გადაცემას. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს აღარ მოუწევთ შესაბამისი საკვლევი მასალების შეძენა, რაც დაზოგავს შესაბამის ორგანოების ხარჯებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას. მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსთვის (მაგ.: სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ა.შ.) სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო/კვლევითი მიზნებისათვის უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეების ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, უსასყიდლოდ გადაცემას. აღნიშნული პროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული პირების შემცირებას, რამდენადაც უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერებების განადგურებაზე პასუხისმგებელი ცალკე ერთეული არ არსებობს. აღნიშნული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან ხორციელდება სხვა ფუნქციებთან ერთად, შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში მოსამსახურეთა ფუნქციის შემცირება გავლენას არ მოახდენს ამ პირთა მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.