„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი, გელა სამხარაული
ნომერი
#07-3/280/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 104. ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.“; 2. 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება არასრულწლოვნის აღზრდის, სწავლების, საცხოვრებლით, საკვებით და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო ან/და სასტიკი მოპყრობით, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ალკოჰოლიანი სასმელის სმით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენებით, − გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის მიღება განპირობებულია მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზით. ცხოველებისადმი სასტიკ, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები არაეფექტურია, რაც გამოწვეულია შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული ქმედებების და მათთვის გათვალისწინებული სანქციების არარელევანტურობით. ბოლო პერიოდში გახშირდა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის, მათი წამების, სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები, რაც თავის მხრივ, განპირობებულია ქვეყანაში კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულებრივი, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის გათვალისწინებული სანქციების არაადეკვატურობით, ასევე ცხოველების მიმართ საზოგადოებაში არსებული მანკიერი ცნობიერებით. ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 104-ე მუხლის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა იდენტურია ,,საქართველოს სისხლის სამრთლის კოდექსის“ 259-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობისა. შესაბამისად აუცილებელი გახდა ამ ორი სხვადასხვა სფეროს მარეგულირებელი ნორმის შინაარსის დიფერენცირება და აღნიშნული კანონის მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების განსხვავებული რედაქციით ჩამოყალიბება. კანონპროექტის დააზუსტოს და მიზანია დახვეწოს აღმოფხვრას შესაბამისი მოქმედი კანონის კანონმდებლობის მუხლის შინაარსი, ხარვეზები, გამკაცრდეს ადმინისტრაციული სახდელი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის და ცხოველებისადმი სხვა არასათანადო ქმედებებისათვის, რაც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასასურველი ვითარების გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ცხოველებისადმი, როგორც ცოცხალი, სულიერი არსებებისადმი დამოკიდებულების გაჯანსაღებას, საზოგადოებაში არსებული მანკიერი მენტალიტეტის შეცვლას და ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ საკითხი დღეის მდგომარეობით რეგულირდება საკანონმდებლო აქტით, ამისათვის აუცილებელია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები ამ საკანონმდებლო აქტში, რაც უზრუნველყოფს პროექტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში კვლევებმა და პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ კანონმდებლობის გამკაცრებამ ცხოველების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების და გადაცდომების რიცხვი შეამცირა. გაუმჯობესდა ასევე ხალხის დამოკიდებულება ცხოველების მიმართ. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, გატარდეს კომპლექსური ღონისძიებები, რაც ასევე გულისხმობს შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწას და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების გამკაცრებას. მხედველობაშია მისაღები გამოცდილება და მათი და გასათვალისწინებელია საკანონმდებლო ბაზა. ევროპის ევროპის ქვეყნების ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით ცხოველების წვალება, წამება, არასათანადო მოპყრობა, და მოკვლა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ხოლო ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში გათვალისწინებული გაცილებით მკაცრი სახდელი ვიდრე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღებით, მოხდება არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა, ამასთანავე პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევების შემცირებას, რადგან ეს პროექტი, მისი შინაარსიდან გამომდინარე იქნება ერთგვარად პრევენციული ღონისძიებაც. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი: კანონპროექტით გათვალისწინებულია ცხოველებისადმი სასტიკი/არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომების გამკაცრება. ასევე, პროექტით განისაზღვრა და დაზუსტდა ადმინისტრაციულ გადაცდომათა ჩამონათვალი. კოდექსის 104-ე მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად: „,ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, აგრეთვე ცხოველებისა და ფრინველების წვალება, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.“ ხოლო პროექტის თანხმად: ,,ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.“; პროექტის თანახმად, ცხოველის მოკვდინების შემთხვევა ჩაითვლება საქართველოს სისხლის სამართლის 259-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებად და აღნიშნული ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 104-ე მუხლით გათვალისწინებული აღარ იქნება. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის დისპოზიცია, ანუ ქმედების შინაარსი და საფუძვლები, რაც იწვევს პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში მიცემას, რაც წარმოადგენს ნონსენსს. რადგან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი სამართალდარღვევათა სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და ადმინისტრაციულ ამა თუ იმ ქმედებისათვის გათვალისწინებული სანქცია სხვადასხვა სიმძიმისაა და ქმედების ჩამდენ პირს სხავდასხვა სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს, შესაბამისად, დაუშვებელია სამართლის ეს ორი პრინციპულად განსხვავებული დარგი ითვალისწინებდეს ერთი და იმავე ქმედების სანქცირებას. აღნიშნული ფაქტიც, მიუთითებს, რომ საქართველოში ცხოველების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაფიქსირება და პრევენცია ვერ ხორციელდება ეფექტურად. მოცემულ შემთხვევაში, პრობლემურია ფაქტის დაფიქსირებისას მისი კვალიფიცირება, ქმედების ჩამდენი პირის მიმართ გატარდეს სისხლისსამართლებრივი ღონისძიებები, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები. ამდენად, პროექტით გათვალისწინებულია ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 104-ე მუხლით და ,,საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის“ 259-ე მუხლის გამიჯვნა. 2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი: პროექტის მიხედვით, იცვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლის შინაარსიც, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილს, სადაც განსაზღვრულია მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობა შეუსრულებლობისათვის სახდელები, დაემატა მშობლის პასუხისმგებლობა არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობით, გამოხატული ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო ან/და სასტიკი მოპყრობით.“ აღნიშნული ცვლილება ემსახურება ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევების და მათდამი არაჰუმანური დამოკიდებულების პრევენციას, რაც ხშირ შემთხვევებში სწორედ პირი ადრეულ ასაკში განცდილი მენტალური და ფსიქოლოგიური ტრავმით არის განპირობებული. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნული თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტით გარკვეული შემთხვევებისათვის დგინდება პასუხისმგებლობის მიზანშეწონილია კანონპროექტი ამოქმედდეს სწორედ გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ზომები, ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით არ განიხილება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯების გაღებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, საგულისხმოა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ადმინისტრირება განხორციელდება არსებული რესურსით და ამ ეტაპზე არ იგეგმება არანაირი ადამიანური რესურსის მატება ამ მიზნით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება და ამოქმედება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იმდენად, რამდენადაც სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმების შემთხვევაში, სახდელს გადაიხდიან ბიუჯეტში. საგულისხმოა რომ, დღეის მდგომარეობით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობისათვის ჯარიმის ოდენობა იყო შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობა (40 ლარი), პროექტის მიხედვით ჯარიმის ოდენობა იზრდება და ხდება 100-დან 500 ლარამდე. აღსანიშნავია, რომ შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული სტატისტიკური სამართალდარღვევათა კოდექსის მონაცემების 104-ე შესაბამისად, მუხლის ადმინისტრაციულ დარღვევისათვის გამოვლენილი სამართალდარღვევათა რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 2015 წელი - 2 შემთხვევა 2016 წელი - 0 2017 წელი -0 2018 წელი -3 შემთხვევა სამწუხაროდ, ამ მონაცემებიდან ვერ დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენი შემთხვევა იყო ისეთი, რომელსაც მოჰყვა ცხოველის სიკვდილი ან დასახიჩრება, ან საერთოდ იყო თუ არა ასეთი სამართალდარღვევა. გარდა ამისა, შესაძლოა სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები გაიზარდოს არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში. ეს დამოკიდებული იქნება გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე და ჯარიმის ოდენობაზე. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ახალ სახეს, რომლის მიხედვით შესაძლოა დაჯარიმდეს მშობელი ან მისი შემცვლელი 100-დან 300 ლარამდე, რასაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი. აქამდე არ ითვალისწინებდა ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. პროექტი არ არის დაკავშირებული საბიუჯეტო ხარჯების ზრდასთან. ამასთან, საგულისხმოა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ადმინისტრირება განხორციელდება არსებული რესურსით და ამ ეტაპზე არ იგეგმება არანაირი ადამიანური რესურსის მატება ამ მიზნით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, ვისზეც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ფულადი ვალდებულება, რაც გავლენას მოახდენს მის ფინანსურ მდგომარეობაზე. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობისათვის ჯარიმის ოდენობა იყო შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობა (40 ლარი), პროექტის მიხედვით ჯარიმის ოდენობა იზრდება და ხდება 100-დან 500 ლარამდე. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ახალ სახეს, რომლის მიხედვით შესაძლოა დაჯარიმდეს მშობელი ან მისი შემცვლელი 100-დან 300 ლარამდე. ამდენად, ყოველივე ეს არის საფუძველი იმისა, რომ შესაძლებელია კანონის მიღებამ გავლენა მოახდინოს ამ პირებზე ფინანსური თვალსაზრისით თუ ისინი ჩაიდენენ ამ სამართალდარღვევებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) მოსაკრებლის ან სხვა სახის კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების ოდენობის გაზრდას შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობიდან (40 ლარი) 100-დან 500 ლარამდე, ხოლო არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, რომლის მიხედვით შესაძლოა დაჯარიმდეს მშობელი ან მისი შემცვლელი, ამაზე ჯარიმა არ იყო დადგენილი და ახლა დგინდება 100-დან 300 ლარამდე. თუმცა, რაიმე ზუსტი მეთოდოლოგია ჯარიმის ოდენობის განსაზღვრაზე არ არსებობს, იგი დადგენილია კოდექსით გათვალისწინებული პრინციპების სამართალდარღვევების ხასიათიდან გამომდინარე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან და კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში, მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორები კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი და გელა სამხარაული ვ) კანონპროექტის ინიციატორები კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი და გელა სამხარაული