„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 90 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 259-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 259. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა
1. ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება
გამოიწვია, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე,
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე
ან შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის მიღება განპირობებულია მოქმედი კანონმდებლობაში არსებული
ხარვეზით. ცხოველებისადმი სასტიკ, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული
სამართლებრივი
ნორმები
გათვალისწინებული
არაეფექტურია,
ქმედებების
და
რაც
გამოწვეულია
მათთვის
შესაბამისი
გათვალისწინებული
ნორმებით
სანქციების
არარელევანტურობით. ბოლო პერიოდში გახშირდა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის,
მათი წამების, სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები, რაც თავის მხრივ, განპირობებულია
ქვეყანაში კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულებრივი, მართლსაწინააღმდეგო
ქმედებისათვის გათვალისწინებული სანქციების არაადეკვატურობით, ასევე ცხოველების
მიმართ საზოგადოებაში არსებული მანკიერი ცნობიერებით.
კანონპროექტის მიზანია აღმოფხვრას მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზები,
დააზუსტოს და დახვეწოს შესაბამისი კანონის მუხლის შინაარსი, გამკაცრდეს სასჯელი
ცხოველებისადმი
ქმედებებისათვის,
სასტიკი მოპყრობის და
რაც უზრუნველყოფს ამ
ცხოველებისადმი სხვა არასათანადო
მიმართულებით ქვეყანაში არსებული
კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ცხოველებისადმი, როგორც
ცოცხალი, სულიერი არსებებისადმი დამოკიდებულების გაჯანსაღებას, საზოგადოებაში
არსებული
მანკიერი
მენტალიტეტის
შეცვლას
და
ცხოველებისადმი
ჰუმანური
დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული საკითხი დღეის მდგომარეობით რეგულირდება
საკანონმდებლო აქტით, ამისათვის აუცილებელია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები
ამ საკანონმდებლო აქტში, რაც უზრუნველყოფს პროექტით გათვალისწინებული მიზნის
მიღწევას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღებით, მოხდება არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა,
ამასთანავე პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის
შემთხვევების შემცირებას, რადგან ეს პროექტი, მისი შინაარსიდან გამომდინარე იქნება
ერთგვარად პრევენციული ღონისძიებაც.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში კვლევებმა და პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ
კანონმდებლობის გამკაცრებამ ცხოველების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რიცხვი
შეამცირა. გაუმჯობესდა ასევე ხალხის დამოკიდებულება ცხოველების მიმართ.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, გატარდეს კომპლექსური ღონისძიებები, რაც ასევე
გულისხმობს
შესაბამისი
კანონმდებლობის
გათვალისწინებული სანქციების გამკაცრებას.
მხედველობაშია მისაღები
გამოცდილება
და
მათი
და
დახვეწას
და
გასათვალისწინებელია
საკანონმდებლო
ბაზა.
ევროპის
კანონმდებლობით
ევროპის
ქვეყნების
ქვეყნების
ეროვნული
კანონმდებლობის მიხედვით ცხოველების წვალება, წამება, არასათანადო მოპყრობა,
და
მოკვლა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და შესაბამისი საფუძვლების
არსებობისას, ქართული კანონმდებლობისგან (იხ. სისხ.სამ.კოდექსის 259-ე მუხლის პირველი
ნაწილი) განსხვავებით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას - პატიმრობას
დამამძიმებელი გარემოებებისგან დამოუკიდებლად (ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სანქცია
შესაბამისად უფრო მკაცრია).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
ცხოველებისადმი
სასტიკი/არასათანადო
მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომების გამკაცრება. ასევე, პროექტით
განისაზღვრა და დაზუსტდა დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი და შემადგენლობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მოქმედი რედაქციის
თანახმად,
„1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია,
აგრეთვე ცხოველის წვალება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“
მიუხედავად ცხოველის ჯანმრთელობის და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული
ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებისა, ვერ ხერხდება
მსგავსი დანაშაულების პრევენცია. რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია საქართველოში
აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პრობლემით და ამ მხრივ საგამოძიებო პრაქტიკა
მეტად მწირია. პრობლემას ქმნის თავად სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის
დაუხვეწავობა. რაც ართულებს არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას და კანონის
შესაბამისი
ნორმის
შეფარდებას.
კერძოდ,
მუხლში
მითითებული
ჰიპოთეზა
ჩამოყალიბებულია დანაშაულებრივი ქმედების აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინებით. ამასთან,
იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ცოცხალ არსებასთან გვაქვს, რომელსაც განსაკუთრებული
დანიშნულება აქვს საზოგადოებაში და თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში ის უკვე
უფლებების მქონე სუბიეტად არის მიჩნეული, ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული
სანქცია არ არის ადეკვატური და მისით მოცემულ სფეროში კრიმინოგენული მდგომარეობის
გამოსწორება
ვერ
ხერხდება.
აუცილებელია,
რომ
სისხლის
სამართლის
კოდექსით
გათვალიწსინებული ნორმა იყოს ეფექტური. ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის თანახმად,
გამოყოფილია ცხოველის წინააღმდეგ მიმართული ქმედების ოთხი ძირითადი სახე:
1. ცხოველის მოკვლა;
2. ცხოველის წამება;
3. ცხოველისათვის ზიანის მიყენება;
4. ცხოველზე ძალადობა ანუ ადამიანური შესაძლებლობების ბოროტად გამოყენება.
ცხოველის მოკვლა გულისხმობს ცხოველის ნებისმიერი მეთოდით ან ნებისმიერი
ინსტრუმენტის გამოყენებით (მაგალითად: ცეცხლსასროლი/ცივი იარაღით, მოწამვლა და ა.შ.)
მართლსაწინააღმდეგო მოკვდინებას; ცხოველის წამება - გულისხმობს ცხოველზე ფიზიკური
ან ფსიქიკური ტკივილის მიყენებას, ტანჯვას. ზიანის მიყენება - რაიმე სახის სხეულის
დაზიანება, როგორიცაა ჭრილობა, ძვლების დაზიანება და ა.შ.; ცხოველზე ძალადობა ანუ
ადამიანური შესაძლებლობების ბოროტად გამოყენება კი გულისხმობს - ფიზიკური,
გონებრივი და სექსუალური ძალადობის ნებისმიერ ფორმას. ზოგიერთი ქვეყნის, მაგ.
უნგრეთის კანონმდებლობით ცხოველის უმართებულო მიტოვებაც ითვლება დანაშაულად.
ასევე
აღსანიშნავია
ის
გარემოებაც,
რომ
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვეთა კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის ანალოგიური დისპოზიცია ანუ ქმედების შინაარსი და
საფუძვლები, რაც იწვევს პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში მიცემას, რაც წარმოადგენს
ნონსენსს.
რადგან,
სისხლის
სამართლის
კოდექსი
სამართალდარღვევათა სფეროში მოქმედი კანონმდებლობა
და
ადმინისტრაციულ
ამა თუ იმ ქმედებისათვის
გათვალისწინებული სანქცია სხვადასხვა სიმძიმისაა და ქმედების ჩამდენ პირს სხავდასხვა
სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს, შესაბამისად, დაუშვებელია სამართლის ეს ორი
პრინციპულად განსხვავებული დარგი ითვალისწინებდეს ერთი და იმავე ქმედების
სანქცირებას. აღნიშნული ფაქტიც, მიუთითებს, რომ საქართველოში ცხოველების წინააღმდეგ
მიმართული დანაშაულების დაფიქსირება და პრევენცია ვერ ხორციელდება ეფექტურად.
მოცემულ შემთხვევაში, პრებლემურია ფაქტის დაფიქსირებისას მისი კვალიფიცირება,
ქმედების ჩამდენი პირის მიმართ გატარდეს სისხლისსამართლებრივი ღონისძიებები, თუ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
პროექტით
გათვალისწინებულია
,,საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის“ 104-ე მუხლის და ,,საქართველოს სიხლის სამართლის
კოდექსის“ 259-ე მუხლის გამიჯვნა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნული თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. გამომდინარე იქიდან, რომ
პროექტით გარკვეული შემთხვევებისათვის დგინდება/მკაცრდება პასუხისმგებლობის
ზომები, მიზანშეწონილია კანონპროექტი ამოქმედდეს სწორედ გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონის
დღეს
მოქმედი
რედაქცია
არ
ითვალისწინებდა
სასჯელის
სახით
შინაპატიმრობას, ხოლო თავისუფლების აღკვეთა გათვალისწინებული იყო 259-ე მუხლის მე2 ნაწილით და ისიც 2 წლამდე. პროექტი უკვე ითვალისწინებს როგორც შინაპატიმრობას, ასევე
თავისუფლების აღკვეთას არა მარტო 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შემთხვევაში, არამედ
მე-2 ნაწილის შემთხვევაშიც და იზრდება 2-დან 3 წლამდე. ამ ყველაფრისათვის, კი თუ გახდა
აუცილებელი, ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს შესაბამისი უწყებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, როგორც 2019 წელს,
ასევე საშუალოვადიან პერიოდში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებამ და ამოქმედებამ, შესაძლებელია გავლენა იქონიოს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, გამომდინარე იქიდან, რომ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა,
რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, აღარ დაისჯება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების მინიმალური
ოდენობით (40 ლარი), არამედ აღნიშნული სამართალდარღვევა ხდება მხოლოდ სისხლის
სამართლის წესით დასჯადი და შესაბამისად, თუ სასჯელის სახედ სასამართლოს მიერ მოხდა
ჯარიმის განსაზღვრა, შესაბამისად ამავე სასამართლოს მიერ დადგინდება ჯარიმის
ოდენობაც, რაც დიდი ალბათობით იქნება უფრო მაღალი.
აღსანიშნავია, რომ შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო
ცენტრში არსებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად,
სისხლის სამართლის
კოდექსის 259-ე მუხლის დარღვევისათვის გამოვლენილი დანაშაულის რაოდენობა წლების
მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
2015 წელი - 19 შემთხვევა
2016 წელი - 15 შემთხვევა
2017 წელი - 23 შემთხვევა
2018 წელი - 58 შემთხვევა
კანონპროექტის მიღების შედეგად, გარკვეულწილად, გაიზრდება შემოსულობები, ერთის
მხრივ სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
ბიუჯეტში, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან შინაპატიმრობის
ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით გამოყენების შემთხვევაში გადასახდელი
საფასურიდან (შინაპატიმრობაში მყოფ ერთ მსჯავრდებულზე 100 ლარი ყოველთვიურად)
სააგენტოს მიერ მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი დღგ-ს გადახდა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონის
დღეს
მოქმედი
რედაქცია
არ
ითვალისწინებდა
სასჯელის
სახით
შინაპატიმრობას, ხოლო თავისუფლების აღკვეთა გათვალისწინებული იყო 259-ე მუხლის მე2 ნაწილით და ისიც 2 წლამდე. პროექტი უკვე ითვალისწინებს როგორც შინაპატიმრობას, ასევე
თავისუფლების აღკვეთას არამარტო 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შემთხვევაში, არამედ
მე-2 ნაწილის შემთხვევაშიც იზრდება 2-დან 3 წლამდე. შესაბამისად, შინაპატიმრობის
შემოღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა
შინაპატიმრობის შემთხვევაში სპეციალური დამატებითი სამაჯურების საჭიროების კუთხით,
თანხების
გამოყოფა
შინაპატიმრობის
მოწყობილობის
შესაძენად
ხდება
სააგენტოს
კანონმდებლობით ნებადართული შემოსულობებიდან.
ასევე, თავისუფლების აღკვეთის ვადების გაზრდამ შესაძლებელია გამოიწვიოს
დამატებითი ხარჯების გაღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური
სამსახურის მიერ ერთ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე გაწეული საშუალო დღიური ხარჯი
2018 წელს წარმოადგენდა 33,46 ლარს, ხოლო 2019 წელს დღიური ხარჯი შეადგენს 33,78 ლარს.
თუმცა, გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება ამ სამართალდარღვევათა ჩადენის
სიმრავლეზე და ასევე სასჯელის სახედ ამ ზომების გამოყენების თაობაზე
გადაწყვეტილებების მიღებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შსს საინფორმაციო-ანალიტიკური
დეპარტამენტის
შესაბამისად,
საინფორმაციო
2015-2018
წლებში,
ცენტრში
არსებული
სისხლის
სტატისტიკური
სამართლის
კოდექსის
მონაცემების
259-ე
მუხლის
დარღვევისათვის გამოვლენილი დანაშაულის საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 29,
ჯარიმის ოდენობა უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენდა 40 ლარს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
იმ შემთხვევაში, თუ სასჯელის სახედ სასამართლოს მიერ მოხდა ჯარიმის განსაზღვრა,
შესაბამისად ამავე სასამართლოს მიერ დადგინდება ჯარიმის ოდენობაც, რაც დიდი
ალბათობით იქნება უფრო მაღალი, რაც თავის მხრივ ცხადია იქონიებს გავლენას იმ პირებზე,
ვინც ამ სამართალდარღვევას ჩაიდენს და ვის მიმართაც ეს ღონისძიება იქნება გამოყენებული.
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ასევე იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სასჯელის
სახედ გამოყენებული იქნება შინაპაპატიმრობა ელექტრონული ზედამხედველობის
საშუალებით და რომელიც გადაიხდის ამ საშუალების საფასურს, რომელიც შეადგენს 100
ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის,
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა,
აღარ დაისჯება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული
შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობით (40 ლარი), არამედ აღნიშნული
სამართალდარღვევა ხდება მხოლოდ სისხლის სამართლის წესით დასჯადი, თუ სასჯელის
სახედ სასამართლოს მიერ მოხდა ჯარიმის განსაზღვრა, შესაბამისად ამავე სასამართლოს მიერ
დადგინდება ჯარიმის ოდენობაც, ამავე კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში, მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორები
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ
კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი და გელა სამხარაული
ვ) კანონპროექტის ინიციატორები
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ
კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი და გელა სამხარაული