„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 125-ე მუხლის:
ა) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12-მე-15 ნაწილები:
„12.
ნებართვის
მქონე
ტაქსის
პარკირებისთვის
განკუთვნილ
ადგილზე
არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
13. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ
ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო
საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
14. ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა
სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა)
მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
15. წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები),
შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე,გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
ბ) შენიშვნის:
ბ.ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას,
კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის
დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა
დაუცველობისას,
აგრეთვე
ამ
კოდექსის
125-ე
მუხლის
მე-9–მე-11
ნაწილებით
გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება
სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული
ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას ან შეიძლება
შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, ან შეიძლება შექმნას საავარიო
ვითარება ან საცობი, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე
გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა
აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ, თუ
გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს. ადგილობრივი თვითმმართველობის
შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს
გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის „ცხელი
ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა.
სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის
ხარჯები
სამართალდამრღვევს
დაეკისრება.
სატრანსპორტო
საშუალება
მის
მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე
შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების
სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის, კანონმდებლობით
სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის და პირადობის
დოკუმენტის წარდგენისთანავე.“;
1
გათვალისწინებული
დამადასტურებელი
2
ბ.ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 და 1 ნაწილები:
1
„1 . ამ მუხლის მე-12-მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენისას გაჩერებული ან მდგომი სატრანსპორტო საშუალება დაუყონებლივ ექვემდებარება
სპეციალურ
დაცულ
სადგომზე
გადაყვანას.
სატრანსპორტო
საშუალება
მის
მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე
შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების
სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის, კანონმდებლობით გათვალისწინებული
სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის და პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარდგენისთანავე.
2
1 .
ამ
მუხლის
მე-15
ნაწილით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევაზე,
უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე
ნიშნის ან ნიშნების) შემთხვევაში ახდენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის
იდენტიფიცირებას, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული
პირით, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის
გაცემული, რომლის მიმართაც ადგენს საჯარიმო ქვითარს, ხოლო დროებითი სანომრე ნიშნის
მქონე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში საჯარიმო ქვითარს ადგენს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის მიმართ,
სატრანსპორტო საშუალება დაუყონებლივ ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე
გადაყვანას. თუ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე უფლებამოსილი პირის მიერ ვერ ხდება
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის
იდენტიფიცირება, სატრანსპორტო საშუალება დაუყონებლივ ექვემდებარება სპეციალურ დაცულ
სადგომზე გადაყვანას, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/დროებითი სანომრე
ნიშნით მოსარგებლე პირის იდენტიფიცირება და საჯარიმო ქვითრის შედგენა ხორციელდება
სპეციალურ დაცულ სადგომზე, რომელიც ბარდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან
დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს. სატრანსპორტო საშუალება მის
მესაკუთრეს/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს/მფლობელს დაუბრუნდება
ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან
მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. იმ
შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის
(სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“
ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყო მათი მოპარვით, სატრანსპორტო საშუალების
მესაკუთრე
ან
დროებითი
სანომრე
ნიშნით
მოსარგებლე
პირი
თავისუფლდება
ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და
სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯებისგან.“.
2. 1252 მუხლის:
ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-14 ნაწილები:
„11. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის
განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება,
-
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
12. დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო
საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო სამეწარმეო საქმიანობის
განმახორციელებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 1 საათისა, შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა.
13. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის 12 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი
წლის განმავლობაში იმავე სამართალდარღვევის მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო
ჩადენა იმავე ან სხვა პარკირების ადგილას, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო სამეწარმეო საქმიანობის
განმახორციელებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 1 საათისა, შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა.
14. დედაქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის დგომა სხვა
კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე,გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“;
ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
1. დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ
დადგენილი
სატრანსპორტო
საშუალების
პარკირების
წესებით
განსაზღვრული
ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების
ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში
ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს
სატრანსპორტო საშუალება გადაყავს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება
ახლავს პარკირების ნიშანს.
2. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება მის
მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის
ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების
სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის, კანონმდებლობით გათვალისწინებული
სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის და პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარდგენისთანავე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების
მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების
მესაკუთრეს.
4. ამ მუხლის 12 და 13 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამეწარმეო
საქმიანობის განმახორციელებელი პირის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, ხოლო საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმის
შემდგენელი
პირი,
დედაქალაქის
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს განსაზღვრულ
ზომებს აღნიშნული კანონდარღვევის აღსაკვეთად.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ
კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს
დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 11-14 ნაწილებით
გათვალისწინებულ შემთხვევაში - დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის
დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი
მძღოლის ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და
საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსით
განსაზღვრულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის
2901 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პირი.“.
3. 2093 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 555, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით
(პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 1072−1074 მუხლებით, 1142
მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-15 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე
მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე4 ნაწილებით, 150-ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523
მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 1539, 1561, 1583 და 1584
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ
უფლებამოსილი პირი.
4
2
2. ამ კოდექსის 107 მუხლით, 114 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-15
2
3
4
3
ნაწილებით, 125 მუხლით, 125 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 125 მუხლით, 135 მუხლის
1
მე-2 ნაწილითა და 146 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ჩადენისას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ
უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს
და სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე
შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5
1
2
4
2
„4. ამ კოდექსის 55 , 77 , 77 , 103-ე და 107 მუხლებით, 114 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე
2
3
4
მუხლის მე-8, მე-12-მე-15 ნაწილებით, 125 მუხლით, 125 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 125
4
1
მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−135 და 146 მუხლებით, 148-ე
2
3
1
მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150 და 150 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151 ,
2
3
6
9
3
4
151 და 152 მუხლებით, 153 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 153 , 158 და 158
მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის
შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის
პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.“.
4. 239 მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. ამ კოდექსის 555, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-15
ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354, 1461,
1501−1503, 1511, 1522 და 1523 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და
1539,
1561,
1583
და
1584
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი
სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“.
5. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8,
მე-12-მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე
მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354 მუხლებითა და 1536 მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს და
მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.
6. 242-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე14 ნაწილებით, 1252 მუხლით,1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1254 მუხლითა და 1353
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას,
ამ კოდექსის 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს
ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი,
რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. თუ
სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება,
საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ან, ელექტრონული ფორმით
შევსებული საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში, მისი ამონაბეჭდი განთავსდება სატრანსპორტო
საშუალების საქარე მინაზე, ხოლო საჯარიმო ქვითრის ერთი ეგზემპლარი ან საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი (ელექტრონული ფორმით შევსებული
საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში − მისი ამონაბეჭდი) ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების
მესაკუთრეს.“;
5
ბ) 44 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 ნაწილი:
5
„4 . ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისას,
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
მესაკუთრის
იდენტიფიცირების შემდეგ მის მიმართ გამოიწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც
იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ხოლო ერთი
ეგზემპლარი ან კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი (ელექტრონული ფორმით
შევსებული საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში - მისი ამონაბეჭდი) ეგზავნება ავტოსატრანსპორტო
საშუალების მესაკუთრეს.“;
გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2
5. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-15 ნაწილებით, 125 მუხლით, 130-ე მუხლის
მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს
ადგილზევე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,
რომელიც ივსება ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით.“.
1
7. 243-ე მუხლის 2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილებით
და 135-ე–1354, 1461, 1511, 1512 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა
შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების
დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო
ცნობები მის შესახებ.“.
1
8. 252-ე მუხლის 1 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
2
3
„1 . ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-15 ნაწილებით, 125 მუხლით, 125 მუხლის
4
3
მე-4 და მე-5 ნაწილებით, 125 მუხლითა და 135 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას პირს ადმინისტრაციული სახდელი
(ჯარიმა) შეიძლება შეეფარდოს მის დაუსწრებლადაც. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ
პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და
მოვალეობები წერილობით უნდა განემარტოს.“.
9. 290-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ
დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო
ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 და 45
ნაწილებით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
–
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
მესაკუთრისათვის რეგისტრაციის მისამართზე ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები
ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებიდან 30
დღის
ვადაში,
ხოლო
ამ
კოდექსის
208-ე
და 2082 მუხლებით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა საქმეებზე დაჯარიმებისას − დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის
მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება დადგენილების,
აგრეთვე ამ
კოდექსის
2341 მუხლით
განსაზღვრული
წესით
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების
ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის განუხილველად დატოვების თაობაზე
შეტყობინების ჩაბარებამდე, გარდა ამ მუხლის 15 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
ბ) 12-14 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 და 45 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
დამრღვევს საჯარიმო ქვითრის ასლი შესაძლოა ჩაბარდეს პირადად.
13. თუ ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 და 45 ნაწილებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე მისთვის საჯარიმო ქვითრის
ფოსტით ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი
სათანადო აღნიშვნას აკეთებს საფოსტო გზავნილზე, რომელიც უბრუნდება ადმინისტრაციული
სახდელის (ჯარიმის) შემფარდებელს. ასეთ შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის
ჩაბარებულად ითვლება.
1 4.
საჯარიმო
ქვითარი
ადრესატისათვის
ჩაბარებულად
ჩაითვლება,
თუ
ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის რეგისტრაციის მისამართზე მასთან მცხოვრები
ოჯახის ერთი და იგივე სრულწლოვანი წევრი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას
განმეორებით განაცხადებს უარს მის მიღებაზე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტის
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დედაქალაქის ტერიტორიაზე ხშირია პარკირების ადგილზე პარკირებული
სატრანსპორტო საშუალების გამოყენების შემთხვევები სამეწარმეო საქმიანობის მიზნით
და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაჯარიმებას ასეთი ქმედებისთვის.
დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არის ადგილები, სადაც აკრძალული
არ არის სატრანსპორტო საშუალებათა გაჩერება და მძღოლები ამ ადგილებს იყენებენ
სატვირთო ავტომობილების ან/და მისაბმელების გასაჩერებლად, რის გამოც ერთის მხრივ
გზებზე არის გარკვეული ქაოტური მოძრაობა, მეორეს მხრივ კი ხშირ შემთხვევაში
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არის გაუმართავ მდგომარეობაში, იღვრება
სამანქანო ზეთი, რაც აზიანებს დედაქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურას, იწვევს
ანტისანიტარიას, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო სივრცე არ ითვალისწინებს ამ
პრობლემების მოგვარებისათვის კონკრეტულ რეგულაციას.
ქვეყნის მსხვილ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემდგომი
განვითარების მიზნით ეტაპობრივად ინერგება სამარშრუტო სატრანსპორტო
საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის სპეციალური ზოლები (BUS LANE). ხშირია
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების
მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რაც იწვევს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების
გადაადგილების შეფერხებას.
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ზემოაღნიშნული ხარვეზების
აღმოფხვრას და ცვლილებების შეტანას კოდექსის 125-ე და 1252 მუხლებში და აქედან
გამომდინარე შესაბამისი ცვლილებების შეტანას კოდექსის 2093 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4
1
ნაწილებში, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილში, 240 მუხლის პირველ ნაწილში, 242-ე მუხლის მე-4 და მე1
1
5 ნაწილებში, 243-ე მუხლის 2 ნაწილში, 252-ე მუხლის 1 ნაწილში, 290-ე მუხლის პირველ, 12, 13
5
და 14 ნაწილებში, აგრეთვე 242-ე მუხლის 4 ნაწილის დამატებას.
კანონპროექტი
მიზნად
ისახავს
პარკირების
ადგილზე
პარკირებული
სატრანსპორტო საშუალების სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოყენების შემთხვევების
აკრძალვას; დედაქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის
დგომის მოწესრიგებას სხვა კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის
განკუთვნილ პარკირების ადგილებზე; სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის
განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო
საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, გაჩერების ან
დგომის აკრძალვას; წინასწარი შეცნობით რეგისტრაციის ნომრის შიდა ტრანზიტის,
ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე სატრანსპორტო საშუალების გზაზე
გაჩერების ან დგომის აკრძალვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოაღნიშნული ყველა პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში
შესაბამისი ცვლილებების შეტანით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიზანია საგზაო მოძრაობის შემდგომი გაუმჯობესება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
ძირითადი
არსია
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის დახვეწა, დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში
დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვა. კერძოდ, სამართალდარღვევად
განისაზრვრება და დგინდება ჯარიმები შემდეგი შემთხვევებისათვის:
ნებართვის
მქონე
ტაქსის
პარკირებისთვის
განკუთვნილ
ადგილზე
არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, ჯარიმა 50 ლარი.
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის
სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა
სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, –
ჯარიმა 100 ლარი.
წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი
და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე,ჯარიმა 100 ლარი.
ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის
განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო
საშუალების პარკირება, ჯარიმა 50 ლარი.
დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო
საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, –
ჯარიმა 200 ლარი. განმეორებით შემთხვევაზე 400 ლარი.
ამასთან
სამეწარმეო
საქმიანობის
განმახორციელებელი
ვალდებულია
დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა
უგვიანეს 1 საათისა, შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა.
დედაქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის დგომა
სხვა კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ პარკირების
ადგილებზე,ჯარიმა 500 ლარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
წარმოდგენილ კანონპროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ
ვრცელდება.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, გამომდინარე იქიდან,
რომ ეს პროექტი ადგენს პასუხისმგებლობებს გარკვეული ქმედებებისათვის. შესაბამისად,
მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
გაწევა ვინაიდან, სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის
შემთხვევაში, დაჯარიმებულს ეკისრება დამატებით სატრანსპორტო საშუალების
გადაყვანისა და შენახვის ხარჯები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედების შედეგად დამატებით შემოსავლებს მიიღებენ
სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, ვინაიდან ხდება ჯარიმის ახალი
სახეებისა და ოდენობების განსაზღვრა. კერძოდ, საქართველოს კანონის „საქართველოს
საბიუჯეტო კოდექსის“ დანართის 36.1.3 გრაფის შესაბამისად, პროექტით 1252 მუხლში
დასამატებელი 11-14 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების თანხების 100%
ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში, ხოლო იმავე კანონის
დანართის 36.2 გრაფის შესაბამისად, პროექტით 125-ე მუხლში დასამატებელი მე-12-მე-14
ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების თანხების 60% ჩაირიცხება ადგილობრივი
თვითმმართველობების ბიუჯეტებში, 40% კი - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
შემოსავლების ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს
ვალდებულებებს.
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება მოახდენს უარყოფით გავლენას იმ პირებზე, რომლებიც
ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს. გამომდინარე
იქიდან, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ მოუწევთ შესაბამისი ჯარიმების
გადახდა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის
შემთხვევაში - დამატებით სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის და შენახვის ხარჯების.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტის მიღებით სამართალდარღვევებად განისაზღვრება: ნებართვის
მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ
სატრანსპორტო საშუალების პარკირება; სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის
განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო
საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა;
წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და
ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე;
ელექტროძრავიანი
მექანიკური
სატრანსპორტო
საშუალების
პარკირებისთვის
განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების
პარკირება; დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული
სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით; იმ პირის მიერ,
რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სახდელი, სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის
განმავლობაში იმავე სამართალდარღვევის მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო
ჩადენა იმავე ან სხვა პარკირების ადგილას; დედაქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო
ავტომობილის ან/და მისაბმელის დგომა სხვა კატეგორიების სატრანსპორტო
საშუალებებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე. ყველა ზემოაღნიშნულ
სამართალდარღვევაზე პროექტი ითვალისწინებს შესაბამისი ოდენობის ჯარიმას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. აგრეთვე
ისეთი ხელშეკრულება/შეთანხმება რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება არ არსებობს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი
შემუშავებაში
მონაწილეობა
მიიღო
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიამ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი, გოჩა ენუქიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი, გოჩა ენუქიძე