„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი, გოჩა ენუქიძე
ნომერი
#07-3/286/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-16790/19 30-09-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტში, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილისა და გოჩა ენუქიძის საკანონმდებლო ინიციატივა: საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-3/286; 19.02.2019) კანონპროექტი მნიშვნელოვნად გადამუშავდა პირველი მოსმენით განსახილველად წარდგენამდე. კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა, რომ აღარ დგას საჭიროება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების განხორციელებისა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად ვითხოვთ პირველად ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან გამოთხოვილ იქნას საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია პარლამენტის წევრი კობა ლურსმანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება; პარკირების საფასურის და პარკირების ადგილებზე უფასო პარკირების დროის განსაზღვრა;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს წარმოადგენს მათ შორის, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ჩამონათვალს დაემატება შემდეგი უფლებამოსილება: პარკირების საფასურის და პარკირების ადგილებზე უფასო პარკირების დროის განსაზღვრა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს შორის არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: როდესაც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებში ცვლილება შეგვაქვს, აუცილებელია საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დარეგულირდეს ეს საკითხი, ვინაიდან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა ჩამონათვალი სწორედ ამ კოდექსშია გაწერილი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: მუნიციპალიტეტებს მიეცემა უფლებამოსილება განსაზღვროს პარკირების საფასური და პარკირების ადგილებზე უფასო პარკირების დრო. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტს ემატება ფრაზა: პარკირების საფასურისა და პარკირების ადგილებზე უფასო პარკირების დროის განსაზღვრა; ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება აღნიშნულ კანონპროექტზე. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ეს პროექტი არის საკანონმბდებლო პაკეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედის მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესახებ კანონპროექტიც, რომელიც ასევე ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ ის პროექტი ადგენს პასუხისმგებლობებს გარკვეული ქმედებებისათვის, რის გამოც მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. შესაბამისად ამ პროექტის ძალაში შესვლაც მიზანშეწონილია თანხვედრი იყოს დასახელებულ პროექტთან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან, ვინაიდან საკრებულო სხვა უფლებამოსილებებთან ერთად გადაწყვეტს ამ საკითხსაც და ამისთვის დამატებითი რესურსის გამოყოფა საჭირო არ იქნება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ეს დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ასპექტზე: თუ რომელი მუნიციპალიტეტი რამდენს განსაზღვრავს პარკირების ღირებულებას, რამდენი ისარგებლებს აღნიშნული სერვისით და ა.შ. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებებს. ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის განსაზღვრა. საფასურის დადგენის უფლებამოსილება მუნიციპალიტეტებს, ისედაც აქვთ მოქმედი კანონმდებლობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: კობა ლურსმანაშვილი, ზაზა გაბუნია, გოჩა ენუქიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: კობა ლურსმანაშვილი, ზაზა გაბუნია, გოჩა ენუქიძე