„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი, გოჩა ენუქიძე
ნომერი
#07-3/286/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №2-ს „საგზაო მონიშვნა“ პირველ თავში (ჰორიზონტალური მონიშვნები) 1.23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.23. აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლის გამოსაყოფად დატანილი საგზაო მონიშვნა შესაძლებელია იყოს ყვითელი ფერის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, უკვე მრავლადაა ადგილები, სადაც გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის. ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა ხდება ადმინისტრაციული წესით დასჯადი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონში დაზუსტდეს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლის გამოსაყოფად დატანილი საგზაო მონიშვნა შესაძლებელია იყოს ყვითელი ფერისაც. ყვითელი ფერის შესაძლებლობა აპრობირებულია საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში. იმის გათვალისწინებით, რომ ყვითელი ფერის საგზაო მონიშვნა უფრო მკვეთრია და ხილვადი, შესაბამისად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონეს ამაღლებს, კანონპროექტი მიმართულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საგზაო მონიშვნის ფერი განისაზღვრება კანონით, შესაბამისად საგზაო მონიშვნის დამატებითი ფერის განსაზღვრისთვის აუცილებელია მასში ცვლილების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის გაუმჯობესება. მოსალოდნელი შედეგია საგზაო მოძრაობის შემდგომი ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კანონის დანართი №2-ის „საგზაო მონიშვნა“ პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნები) 1.23 პუნქტში და იგი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: 1.23. აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლის გამოსაყოფად დატანილი საგზაო მონიშვნა შესაძლებელია იყოს ყვითელი ფერის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ ვრცელდება. კანონის პროექტზე, განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ეს პროექტი არის საკანონმბდებლო პაკეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედის მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესახებ კანონპროექტიც, რომელიც ასევე ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ ის პროექტი ადგენს პასუხისმგებლობებს გარკვეული ქმედებებისათვის, რის გამოც მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. შესაბამისად ამ პროექტის ძალაში შესვლაც მიზანშეწონილია თანხვედრი იყოს დასახელებულ პროექტთან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ ხდება პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის ამოქმედება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ხორციელდება საგზაო ნიშნების და საგზაო მონიშვნების სისტემური განახლება, ცვლილება და შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით გარკვეული ვადის შემდეგ თავიდან დახაზვა. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით დედაქალაქის მერიამ უკვე შეისყიდა და კვლავაც აპირებს შეიძინოს ევროსტანდარტების შესატყვისი ავტობუსები, რის გამოც ბოლო პერიოდში უპირატესობა ენიჭება ავტობუსების სამოძრაო სპეციალური ზოლების გამოყოფას, რისი ნათელი მაგალითია ე.წ. BUS LANE-ები დედაქალაქის ცენტრალურ მაგისტრალებზე. რაც შეეხება საგზაო მონიშვნის დატანას ყვითელ და თეთრ ფერებში, დედაქალაქის მერიის მიერ საგზაო მონიშვნების დატანის შემსრულებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ორივე ფერით დახაზვას აქვს ერთი და იგივე ფასი და შესაბამისად ამ ცვლილებით მუნიციპალიტეტების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევა არ მოხდება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებთ არ ხდება ახალი ვალდებულებების შემოღება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმება, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება - არ არსებობს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი, გოჩა ენუქიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი, გოჩა ენუქიძე