საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-2834/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-2834/19 22-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს გიგზავნით, ანგარიშს საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. დანართი: 43 ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში 2018 წელს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში 2018 წელს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში თბილისი 2019 შინაარსი კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტები, მიმართულებები და ზოგადი სტატისტიკა...................................................................................................................................4 კომისიები და სამუშაო ჯგუფები..................................................................................5 კანონშემოქმედებითი საქმიანობა.................................................................................7 კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა.............................................16 საბიუჯეტო საქმიანობა................................................................................................16 საზედამხედველო უფლებამოსილება სპეციალური (თემატური) ანგარიშები...................................................................................................................................21 საბიუჯეტო კონტროლი..............................................................................................21 სხვა საკონტროლო საქმიანობა...................................................................................23 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების შემსწავლელი კომიტეტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობა .....................................................................................25 მიღებულ კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხედველობა.........................................................................................................26 კომიტეტის სხვა საქმიანობა.........................................................................................27 საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.............................................29 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ უფლება - მოვალეობათა ფარგლებში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის განმავლობაში ჩაატარა 41 კომიტეტის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა 149 საკითხი, მათ შორის, 96 საკითხზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 51 საკითხზე - სავალდებულო. კომიტეტის მიერ მოსმენილ იქნა პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანოების 15 სხვადასხვა სახის ანგარიში, განხილული იქნა 5 საბიუჯეტო განაცხადი. (დიაგრამა N1) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის განმავლობაში ჩაატარა 41 კომიტეტის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა 149 საკითხი, მათ შორის, 96 საკითხზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 51 საკითხზე - სავალდებულო. კომიტეტის მიერ მოსმენილ იქნა პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანოების 15 სხვადასხვა სახის ანგარიში, განხილული იქნა 5 საბიუჯეტო განაცხადი. (დიაგრამა N1) კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში განხილული იქნა 40 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია, რომელთა უმეტესობაში კომიტეტი იყო წამყვანი. კერძოდ, წამყვანი იყო 35 საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმებაზე, სავალდებულო - 5-ზე. განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები და კონვენციები უშუალოდ ეხებოდა კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, როგორიცაა სესხის მიღების პირობები და პროცენტები, გრანტები, ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხები და ა.შ. დიაგრამა N1 დიაგრამა N1 დიაგრამა N2 დიაგრამა N2 2018 წელს კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა 104 განცხადება, 235 სხვადასხვა საქმიანი წერილი ორგანიზაციებიდან და მოხდა მათზე სათანადო რეაგირება. 2018 წელს ჩატარებული საკომიტეტო სხდომების რაოდენობა თვეების მიხედით 2017 წელს ჩატარებულ სხდომებთან შედარებით შემდეგნაირად გამოიყურება (იხ. დიაგრამა N3). დიაგრამა N3 დიაგრამა N3 კომისიები და სამუშაო ჯგუფები საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე კომიტეტმა უზრუნველყო: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტის მიზნით კომიტეტმა უზრუნველყო საქართველოს ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიის შექმნისთვის პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება, კომისიის ფუნქციონირება ("KPMG", "Deloitte Touche Tohmatsu", "Ernst & Young", "PriceWaterhouseCoopers"), სექტემბრის თვეში კომისიის მიერ გამოვლენილ იქნა გამარჯვებული აუდიტორული ფირმა (KPMG) რომელიც 2 წლის განმავლობაში მოემსახურება საქართველოს ეროვნულ ბანკს. კომისიის მიერ შემუშავებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელიც მიღებულ იქნა პარლამენტის სესიაზე. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ რეგლამენტში ასახულ იქნა კომიტეტის წინადადება რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტიც განხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მსგავსად მსოფლიოს ოთხი ყველაზე დიდი აუდიტორული ფირმის მიერ. აქედან გამომდინარე, კომიტეტმა მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო. 2018 წლის დეკემბრის თვეში გაიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018–2019 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე, ამავდროულად  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე  უძღვებოდა. სხდომაზე დამტკიცდა საკონკურსო კომისიის დებულება, რომელიც წარედგინა პარლამენტის ბიუროს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018–2019 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის მდივნად არჩეულ იქნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე . კომისიამ შეიმუშავა საქართველოს პარლამენტის სახელით გამოსაცხადებელი განცხადების პროექტი და გადაწყდა, რომ კონკურსი გამოცხადდება 28 დეკემბრიდან 2019 წლის 8 თებერვლამდე. კომისიამ ამავე სხდომაზე შეიმუშავა აუდიტორულ ფირმებში გასაგზავნი წერილის პროექტი, დაამტკიცა კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი განცხადების ფორმა, ასევე დაადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ საკონკურსო კომისიის მიერ აუდიტორული ფირმების მხრიდან წარმოსადგენი წინადადებების შეფასების ტექნიკური და ფინანსური კრიტერიუმები. საკონკურსო კომისიამ ტექნიკური წინადადებების გახსნის თარიღად 11 თებერვალი განსაზღვრა. კანონშემოქმედებითი საქმიანობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო ინიციატივისა და საკანონდებლო საკითხების წინასწარ მომზადების კუთხით განხორციელდა შემდეგი საქმიანობა: აღსანიშნავია ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კანოპროექტები: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და გამომდინარე კანონპროექტები კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით შეიქმნა მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო ეფექტიანად და მოქნილად იმოქმედოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით. ეროვნული ბანკის შესახებ კანონის ცვლილებით განისაზღვრა „საბანკო ჯგუფის ცნება“, რითაც გაძლიერდა კონსოლიდირებულ ზედამხედველობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის უფლებამოსილება ზედამხედველობის კუთხით. კერძოდ, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს საბანკო ჯგუფს, რომლის წევრები არიან, ისეთი იურიდიული პირებისაგან შემდგარი ჯგუფის იმ წევრების ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგენენ კომერციულ ბანკს, მის სათავო საწარმო(ებ)ს, კომერციული ბანკისა და მისი სათავო საწარმო(ები)ს შვილობილ, ასოცირებულ და ერთობლივ საწარმოებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და რომლებიც იმავდროულად არიან ფინანსური ინსტიტუტები ან/და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირები ან/და საბანკო ჰოლდინგი, რომელიც წარმოადგენს ისეთ იურიდიულ პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ან აკონტროლებს კომერციულ ბანკს. რეგულაციის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი ხდება საბანკო ჯგუფში შემავალი ბანკის (ბანკების) ან/და საბანკო ჯგუფის ნებისმიერი წევრის ან/და კონსოლიდირებულად საბანკო ჯგუფის რამდენიმე წევრის მიმართ დაადგინოს: კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნები, ლიკვიდობის მოთხოვნები, მსხვილი რისკების შესაბამისი მოთხოვნები, სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა, ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება, კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ანგარიშგების და აუდიტის მოთხოვნები, შესაფერისობის კრიტერიუმები ადმინისტრატორთა მიმართ. ზედამხედველობის მიზანია საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი ბანკის ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა. განხორციელებული ცვლილებებით კომერციულ ბანკს ეკრძალება პირდაპირ ან არაპირდაპირ ნებისმიერი ოდენობით ფლობდეს წილს იმ იურიდიული პირის კაპიტალში, რომელიც არ არის ფინანსური ინსტიტუტი ან მისი საქმიანობა არ არის დაკავშირებული საბანკო საქმიანობასთან ან ბანკის სოციალურ პროექტებთან. ამასთან, ცვლილებიდან გამომდინარე, ბანკის ადმინისტრატორს და მაკონტროლებელ პირებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა ბანკიდან მიღებული ინფორმაცია გამოიყენონ თავიანთი პირადი ბიზნეს ინტერესებისათვის. კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლის მიზანი იყო - მცირე ბიზნესის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება, ორგანიზაციებისათვის მოგების გადასახადით დაბეგვრის მექანიზმების ცვლილება, ცალკეულ დასაბეგრ ოპერაციებზე საგადასახადო შეღავათების დაწესება, ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელთათვის დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, საგადასახადო სანქციების შემსუბუქება, აგრეთვე გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ნორმის დაზუსტება და სხვა. მათ შორის: - მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით შეიცვალა რეგულაციები. კერძოდ, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5% და -3% -ისა; ამასთანავე, 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე გაიზარდა მცირე ბიზნესის სტატუსის განმსაზღვრელი ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა; ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მისი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი. ცვლილებები ამოქმედდა 2018 წლის 1 ივლისიდან. აქტიური საკომიტეტო მუშაობის შედეგად კიდევ უფრო გაუმჯობესდა, დაიხვეწა და დაზუსტდა მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ისეთი რეგულაციები, როგორიც არის: მცირე ბიზნესის მიერ გაცემული ხელფასების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულების არქონა გარკვეულ შემთხვევებში, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საკითხი 500 000 ლარიანი ზღვრის გადაჭარბებისას და სხვა. - 2019 წლის 1 იანვრიდან ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები (ა(ა)იპ, სსიპ და სხვა ორგანიზაციები) მოგების გადასახადით დაიბეგრებიან ახალი მოდელის პრინციპით, ე.წ. განაწილებული მოგების გადასახადით, რომელსაც 2017 წლის 1 იანვრიდან იხდიან საწარმოები იმ შემთხვევაში, თუ გაანაწილებენ მოგებას ან გასწევენ ისეთი სახის ხარჯებს, რაც დაკავშირებული არ არის მათ ეკონომიკურ საქმიანობასთან. მოგების გადასახადის აღნიშნულ მოდელზე ამ ორგანიზაციების გადასვლა ფაქტობრივად გულისხმობს მათ გათავისუფლებას მოგების გადასახადისგან, რადგან ისინი მოგებას არ ანაწილებენ. - ერთიანი საგადასახადო დოკუმენტი - განხორციელებული ცვლილებებით საგადასახადო კოდექსს დაემატა ერთიანი საგადასახადო დოკუმენტებთან დაკავშირებული დებულებები, რაც გულისხმობს 5 სხვადასხვა დოკუმენტის ჩანაცვლებას ერთი გაერთიანებული დოკუმენტით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. - პირებს მიეცათ შესაძლებლობა დაიბრუნონ მსუბუქ მანქანებსა და მოტოციკლეტებზე გადახდილი აქციზი 100%-ის ოდენობით, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ექსპორტი განხორციელდება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი გამოყენებისათვის იმპორტული სპეციალური სატრანსპორტო საშუალება გათავისუფლდა აქციზის გადასახადისაგან. აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლება პირს ეძლევა მხოლოდ 3 წელიწადში ერთხელ. - გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარების მიზნით საგადასახადო კოდექსში განხორცილებული ცვლილების თანახმად, 2019 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ გადამხდელის სპეციალური სტატუსით (სპეციალური საწარმოს სტატუსით) ან გადამხდელის სპეციალური სტატუსის მინიჭების გარეშე დარეგისტრირდნენ ჩვეულებრივ გადამხდელებად. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირები ისარგებლებენ დაბეგვრის შეღავათიანი წესებით და ცალკეული დასაბეგრი ოპერაციები გათავისუფლდებიან საშემოსავლო, მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისაგან. - გადასახადის გადამხდელებს სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ მათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ აქტივობები არ უფიქსირდებათ. ცვლილებამდე არსებული რედაქციის თანახმად, გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებოდათ, ჩამოეწერებათ: 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, აგრეთვე, 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული სანქციები, ძირითადი თანხის გადახდის შემთხვევაში. 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით გადასახადის 10 690 გადამხდელს ჯამურად 325 147 262.40 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. - ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების იმპორტისა და მათი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით საგადასახადო კოდექსში განხორცილებული ცვლილებით ელექტროძრავიანი ავტობუსების (მათ შორის, მიკროავტობუსების) იმპორტი და მიწოდება გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისაგან. - დაწესდა შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებისათვის, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეებთან ერთად საშემოსავლო გადასახადით აგრეთვე არ დაიბეგრება სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. - 3 წლით გაიზარდა დაუსრულებელი მშენებლობებისათვის დაწესებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების ვადა. მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადად განისაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბერი, შეღავათები შეეხება 2008 წლის 8 აგვისტოს ომისა და ფინანსური კრიზისის გამო შეჩერებულ მშენებლობებს, რომელთაც წარმოეშობათ მშენებლობის და მიწოდებისას დღგ-ის გადახდის ვალდებულება, თუ ასეთი მშენებარე ობიექტი დააკმაყოფილებს შესაბამის ნუსხაში შეყვანის კრიტერიუმებს, მათზე გავრცელდება დღგ‐ში დაწესებული საგადასახადო შეღავათები. - კომერციული ბანკის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ფიზიკურ პირებზე უიმედო სესხების პატიების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ცვლილებები განხორციელდა საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, თუ კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ განხორციელდება ფიზიკურ პირზე 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხის, აგრეთვე ამ სესხზე დარიცხული პროცენტისა და ჯარიმის პატიება, არც ერთ მხარეს დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა, ასეთ შემთხვევაში, პატიების შედეგად ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, აგრეთვე კომერციული ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან. ცვლილებამდე არსებული რედაქციით შესაძლებელი იყო საგადასახადო შეღავათები გავცელებულიყო კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შიდა პროცედურების, ანალიზისა და შეფასების გათვალისწინებით 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უიმედო სესხად კლასიფიცირებული სასესხო ვალდებულების ფიზიკურ პირზე პატიების (ჩამოწერის) შემთხვევაში. განხორციელდა საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაცია. ასე მაგალითად: ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას შესაძლებელი გახდა სანქციის სახით ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება; განისაზღვრა ვადა საურავის დარიცხვაზე, კერძოდ, გადაუხდელი გადასახადის თანხაზე საურავის დარიცხვა გაგრძელდება არაუმეტეს 3 წლისა; შემსუბუქდა ჯარიმა დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის; პირის მიერ დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის ჯარიმის შეფარდება განხორციელდება გადასახადის სამართალდარღვევის სიმძიმის ხარისხის მიხედვით; დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის ვერ შეეფარდება ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადების თანხაზე მეტი ოდენობის ჯარიმა. ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით - „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ქვეყნის წინაშე მწვავედ დადგა ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელსაც უარყოფითი ეფექტი აქვს სოციალური და მაკროეკონომიკური თვალსაზრისით. ჭარბვალიანობა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აყენებს 500 000-ზე მეტ მოქალაქეს. მათი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ზოგჯერ 75%-იც კი, სესხების მომსახურებაზე მიდის. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჭარბვალიანობა საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წელს ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები. ცვლილებები იმოქმედებს მოსახლეობის ფართო ფენებზე. მსესხებელს შესაძლებლობა ექნება აიღოს იმ რაოდენობის სესხი, რის მომსახურებასაც შეძლებს. ის გარემოება, რომ მსესხებელი თავისი შემოსავლებით და ლიკვიდური აქტივებით მოემსახურება სესხს, უზრუნველყოფს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შექმნას, დადებით ზეგავლენას იქონიებს მაკროეკონომიკური თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. განხორციელებული ცვლილებებით დარეგულირდა ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, შეიზღუდა ეროვნული ბანკის რეგულაციის გარეთ მყოფი პირების მიერ ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) უძრავი ქონების და ავტომობილის იპოთეკით/გირავნობით დატვირთული სესხების გაცემა. აგრეთვე მოწესრიგდა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის შემთხვევაში მოთხოვნის გირავნობის და იპოთეკის საგნიდან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული საკითხები, შესაბამისად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება მაშინაც როდესაც, თანხა მთლიანად არ ფარავს მოთხოვნის ოდენობას. გარდა აღნიშნულისა, შემცირდება სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი 100 %-დან 50 %-მდე. ჯარიმების წლიური ლიმიტი 150 %-დან მცირდება 98.55 %-მდე (დღეში 0.27 %). გარდა ამისა, ჯარიმების დარიცხვაზე დაწესდა ზედა ზღვარი, კერძოდ, სესხის ვადაგადაცილებისას, ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი ვადაგადაცილებისას ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების სრულფასოვნად ამოქმედების უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნულმა ბანკის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი წესების შემუშავება და მიღება, რაც შეამცირებს ფინანსური შოკების (რყევების) ალბათობას. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი. 2018 წელს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციური პროექტის განხილვაში, კერძოდ, კონსტიტუციის მეშვიდე თავთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო ფინანსებსა და კონტროლს ეხება. განხილულ იქნა ბიუჯეტსა და საბიუჯეტო პროცესთან, გადასახადებსა და მოსაკრებლებთან, ეკონომიკურ პოლიტიკასთან, ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დაკავშირებული ნორმები. საკომიტეტო განხილვისას კონსტიტუციური კანონის პროექტი წარადგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები ფაქტობრივად სრულად იქნა გაზიარებული მომხსენებლის მხრიდან და შესაბამისად აისახა კონსტიტუციურ კანონში. გათვალისწინებულ იქნა კომიტეტის შენიშვნები საბიუჯეტო პროცესთან, ეროვნულ ბანკთან, ტერმინოლოგიებთან დაკავშიებით და სხვა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის მიზნით, თავისი პროფილიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს საკანონმდებლო ინიციატივის წესით მოახდინა შემდეგი კანონპროექტების ინიცირება: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონპროექტი; ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის კანონპროექტი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონპროექტი; ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი და შესაბამისად აღნიშნული კანონპროექტებიდან სხვა გამომდინარე კანონპროექტები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის 19 ივნისს და შემდეგ 13 ივლისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს კონსტიტუციის მე-811 მუხლის შესაბამისად ნდობის მისაღებად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა". საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 2018 წლის ივლისში კომიტეტმა განიხილა და შეითანხმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტი „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიზანი იყო პროგრამული ბიუჯეტირების პროცესის დახვეწა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აქტიურად იმუშავა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ რეგლამენტის პროექტით შემოთავაზებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შემუშავებასა და საბიუჯეტო პროცესში პარლამენტის ჩართულობის თვისობრივი და ხარისხობრივი ზრდა, კომიტეტის მიერ მომზადებულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები. გარდა ამისა, კომიტეტის მიერ საკომიტეტო განხილვის შემდგომ ინიციატორისთვის მიწოდებულ იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი მუხლების რედაქციები, რომლებიც უზრუნველყოფს რეგლამენტის პროექტის შესაბამისობას გაცხადებულ მიზნებთან და ამოცანებთან. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის შენიშვნები ავტორების მხრიდან სრულად იქნა გაზიარებული. ასე მაგალითად, ახალი რეგლამენტით სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უხელმძღვანელებს. კომიტეტის მიერ მოხდება პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნების განხილვა, შეფასება და საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც წარედგინება მთავრობას. დარეგულირებულ და სისტემატიზებულ იქნა აღნიშნული პროცესის ვადები და პროცედურები. ახალმა რეგლამენტმა სტრუქტურულად ერთ ლოგიკურ სისტემაში მოაქცია ბიუჯეტის ფორმირების და შესრულების კონტროლის პროცესი. რაც ფაქტიურად გამორიცხავს რეგლამენტის ნორმების ბუნდოვანებას, პროცესის ვადების გადაფარვის ან მათი ხელოვნურად ფორსირების შესაძლებლობას. ამოქმედებული მექანიზმი უზრუნველყოფს პარლამენტის გაძლიერებას, მის უფრო მეტ ჩართულობას სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესებში, სრულიად ახალ ეტაპზე გადავა პარლამენტისა და მთავრობის თანამშრომლობა ბიუჯეტის ფორმირების, დაგეგმვის, შესრულებისა და შესრულებაზე ზედამხედველობის მიმართულებით. კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული სამუშაოს მნიშვნელობიდან გამომდინარე, ახალ რეგლამენტში აისახა კომიტეტის წინადადებები აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მნიშვნელოვან როლთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომიტეტთან შეიქმნება აუდიტის ჯგუფი, რომელსაც პარლამენტის რეგლამენტით მიენიჭა მუდმივმოქმედი სტატუსი, რაც დამატებით აქცენტირებას აკეთებს აუდიტის ჯგუფის მნიშვნელობაზე და ამავე დროს აფართოებს და აძლიერებს მისი საქმიანობის საფუძვლებს. ამასთანავე, რეგლამენტში გაიწერა აუდიტის სახელმწიფო სამსახურიდან ანგარიშების წარმოდგენის პერიოდულობა, პროცედურები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეგლამენტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს აგრეთვე წერილობით ინფორმაციას ამ ანგარიშებიდან სამსახურის აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ აუდიტის ჯგუფის მიერ მომზადებული და კომიტეტის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები შეიძლება აისახოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში და სწორედ ეს ჯგუფია პასუხიმგებელი იმაზე, რომ კომიტეტთან ერთად თვალი მიადევნოს ამ ანგარიშების თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების შესრულებას. კომიტეტმა აქტიური მუშაობა განახორციელა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. კერძოდ, კომიტეტში „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონპრექტთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი შეხვედრა დაინტერესებულ უწყებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კომიტეტის მიერ შემუშავებულ და საკომიტეტო განხილვებისას დაფიქსირებულ იქნა რიგი შენიშვნებისა, რომლებიც შემდგომში ასახულ იქნა კანონპროექტში. საბაჟო კანონმდებლობის რეფორმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო აქტიური მუშაობა საბაჟო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით. მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული იყო კანონპროექტების პაკეტი, რომლითაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან დაახლოება და საბაჟო და საგადასახადო სფეროს მარეგულირებელი დებულებების გამიჯვნა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ გაფორმებული შეთანხმების XIII დანართის შესაბამისად საქართველომ აიღო ვალდებულება შეთანხმების ხელმოწერიდან 4 წლის ვადაში მოახდინოს საბაჟო კანონმდებლობის მიახლოება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა საბიუჯეტო საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომიტეტმა შეისწავლა და გააანალიზა 2018 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების 2018-2021 წლებისათვის“ დოკუმენტის დაზუსტებული ვარიანტი და შესაბამისი მასალები წარუდგინა კომიტეტის ხელმძღვანელობას. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (2019-2022 წლებისათვის). კომიტეტმა, როგორც საბიუჯეტო პროცესებზე ზედამხედველმა ორგანომ, დაგეგმა პარლამენტის კომიტეტებში ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვა და სხვადასხვა კომიტეტის მიერ გამოთქმული წინადადებები და რეკომენდაციები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნასთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს მთავრობას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2018 წლის ოქტომბერში კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალების - დოკუმენტის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენების „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტების: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საპარლამენტო განხილვებს პარლამენტის კომიტეტებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა აღნიშნული დოკუმენტები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება და დასკვნა, ასევე, ეროვნული ბანკის დასკვნა. კომიტეტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა, კომიტეტში შემოსული სხვა კომიტეტების დასკვნები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის, ასევე პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები გადაუგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტები: დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად განსახილველად პარლამენტში წარმოდგენილი იყო ცვლილებები საბიუჯეტო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, შეიცვალა მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა, კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის აღარ იარსებებს გათანაბრებითი ტრანსფერი, ასევე საშემოსავლო გადასახადის სხვადასხვა სახეებიდან მიღებული შემოსავლები მთლიანად მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, მათ ნაცვლად მუნიციპალიტეტების დასაფინანსებლად მიიმართება დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19%. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ ეკონომიკის ზრდის პარალელურად მუდმივად მზარდი იქნება მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ დამოუკიდებლობას. გარდა აღნიშნული ცვლილებებისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროეტის სახით წარმოდგენილი იყო აგრეთვე „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი. ცვლილებით დაზუსტდა ფისკალური წესების გამოყენების პირობები, გამკაცრდა მათი დაცვის ვალდებულება და დარღვევის შემთხვევაში რეაგირების საკითხი. კერძოდ, ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-თან შეფარდებით 3%-იან ნიშნულზე შეზღუდვა გავრცელდება არა მხოლოდ ნაერთ ბიუჯეტზე (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ჯამი), არამედ მთლიანად სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტზე, რომელიც ნაერთ ბიუჯეტთან ერთად მოიცავს ყველა დონის ბიუჯეტსა და იმ საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტებს, რომლებიც იღებენ კანონმდებლობით ნებადართულ შემოსავლებს (სსიპები, ა(ა)იპები). ასევე, ამოღებულ იქნა ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდაზე დადგენილი 30 %-იანი ზღვარი, დაზუსტდა მთავრობის ვალის დეფინიცია და სხვა. საკომიტეტო განხილვების შედეგად მნიშვნელოვნად დაიხვეწა წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტებით წარმოდგენილი რეგულაციები. კერძოდ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედეგად საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფის უზრუნველყოფის მიზნით ამოღებულ იქნა „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტიდან ის დროებითი რეგულაცია, რომელიც საქართველოს მთავრობას აძლევდა უფლებას გარკვეულ შემთხვევაში არ დაეცვა კანონით დადგენილი ფისკალური ზღვრები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს მუშაობა ბიუჯეტის დეფიციტის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დახვეწის მიმართულებით. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ბიუჯეტის დეფიციტის გაანგარიშების მეთოდოლოგია არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიასთან, რაც განპირობებულია დეფიციტის გაანგარიშებაში მონაწილე საბიუჯეტო კომპონენტების არაერთგვაროვნებით. აღნიშნულთან დაკავშირებით 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანმდევი კანონპროექტების განხილვისას კომიტეტის წინადადება იყო, რომ დაზუსტებულიყო დეფიციტის დაანგარიშების წესი. საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინადადების გათვალისწინებით მიმდინარე წლის დასაწყისში წარმოდგენილია დეფიციტის გაანგარიშების ახალი წესი, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებულ მეთოდოლოგიასთან. კომიტეტი აქტიურად მუშაობს და გააგრძელებს მხარდაჭერას საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფის მიზნით სამართლებრივი საკითხების დარეგულირებაზე. კომიტეტმა ნოემბერ-დეკემბერში განიხილა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტისა და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“ დოკუმენტის გადამუშავებული და საბოლოო ვარიანტები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თავისი დასკვნა, კომიტეტში შემოსული სხვა კომიტეტების, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის დასკვნები გადაუგზავნა პარლამენტს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. 2018 წლის თებერვალში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის განხილვებს საქართველოს პარლამენტში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა, კომიტეტში შემოსული სხვა კომიტეტების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის დასკვნები გადაეგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. კომიტეტმა განიხილა აღნიშნული კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტიც და შესაბამისი დასკვნა გადაუგზავნა პარლამენტს. 2018 წლის დეკემბერში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის განხილვებს პარლამენტის კომიტეტებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში. აღნიშნულ კანონპროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა, კომიტეტში შემოსული სხვა კომიტეტების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის დასკვნები გადაეგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. ასევე, 2018 წლის დეკემბერში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი. აღნიშნულ კანონპროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა, კომიტეტში შემოსული სხვა კომიტეტების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის დასკვნები გადაეგზავნა პარლამენტს. საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის ივნისში განიხილა საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების საბიუჯეტო განაცხადები და მოამზადა შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებები. კერძოდ, კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა: საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საბიუჯეტო განაცხადი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2019 წლის საბიუჯეტო განაცხადი; საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2019 წლის საბიუჯეტო განაცხადი; ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის საბიუჯეტო განაცხადი. ეროვნული ბიბლიოთეკა ჰერალდიკის საბჭო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მთავრობას „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში გასათვალისწინებლად პარლამენტი ცესკო აუდიტის სამსახური პლენარული სხდომა ეროვნული ბიბლიოთეკა ჰერალდიკის საბჭო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მთავრობას „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში გასათვალისწინებლად პარლამენტი ცესკო აუდიტის სამსახური პლენარული სხდომა საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბიუჯეტო განაცხადებზე კომიტეტის დასკვნები და შესაბამისი დადგენილებების პროექტები გადაეგზავნა პარლამენტს სესიაზე განსახილველად. საქართველოს პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების - ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჰერალდიკის საბჭოს საბიუჯეტო განაცხადების პროექტებზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებები შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად გადაეგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. კომიტეტი განაგრძობს მუშაობას საბიუჯეტო პროცესის დახვეწის მიმართულებით. საზედამხედველო უფლებამოსილება სპეციალური (თემატური) ანგარიშების მოსმენები. საბიუჯეტო კონტროლი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მუდმივად ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგს, კერძოდ: ყოველთვიურად, თვეში ერთხელ (ნაზარდი ჯამით) სახაზინო სამსახური საქართველოს პარლამენტში წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სრულ ანგარიშს შემოსულობების, გადასახდელების, დეფიციტისა და მისი დაფინანსების წყაროების ჩვენებით და დეტალურ ინფორმაციას მის ერთიან ანგარიშზე განთავსებული სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების შესახებ სახეებისა და წყაროების მიხედვით. ყოველი კვარტლის დასრულებიდან 1 თვეში ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით. გარდა ამისა, კომიტეტს ელექტრონული ფოსტით სახაზინო სამსახურიდან გადმოეცემა ყოველდღიური მოკლე საბალანსო ინფორმაცია შემოსულობებისა და გადასახდელების, აგრეთვე ნაშთის შესახებ. ხორციელდება კომიტეტში შემოსული ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაციის შესწავლა, დინამიკაში დაკვირვება, ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2018 წლის ივნისში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის” განხილვას პარლამენტის კომიტეტებში, უმრავლესობასა და უმცირესობაში. კომიტეტმა განიხილა „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში”, მოისმინა აუდიტის სამსახურის მოხსენება აღნიშნული ანგარიშის თაობაზე, მოამზადა დასკვნა და შესაბამისი პარლამენტის დადგენილების პროექტი, რის შემდეგაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შემოსული დასკვნები კომიტეტის დასკვნასთან ერთად წარედგინა პარლამენტის პლენარულ სხდომას. აღსანიშნავია, რომ პირველად, კომიტეტის დასკვნაში ასახულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული ის რეკომენდაციები, რომელსაც დაეთანხმა კომიტეტი. „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში” განხილულ და შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებულ იქნა პარლამენტის სხდომაზე. კომიტეტმა დაგეგმა და კოორდინაცია გაუწია საქართველოს პარლამენტში ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3, 6 და 9 თვის მიმოხილვების“ განხილვას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სხვა კომიტეტების დასკვნები გადაეგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს. კომიტეტი საპარლამენტო კონტროლს სამი მიმართულებით ახორციელებს: ფისკალური პოლიტიკა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და კონტროლი საბიუჯეტო თანხების სწორ ხარჯვაზე. შესაბამისად, კომიტეტი მუდმივ კონტაქტშია ფინანსთა სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აღნიშნული მიმართულებებით მუშაობას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. „2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ პროექტი. ძირითადი მიმართულებების დოკუმენტი მოიცავს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, რომლიც 2019-2021 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს, აგრეთვე მონეტარული პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტებს, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად და შესაძლო რისკების მიმოხილვას ძირითადი მიმართულებების მიხედვით, როგორიც არის ნავთობისა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. წინა წლებში ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყო მხოლოდ დადგენილების პროექტის სახით. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინადადებიდან გამომდინარე ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტში წარმოდგენილ აღნიშნული დოკუმენტის პროექტს უკვე მეორე წელია დაემატა განმარტებითი ბარათი, რომელშიც დეტალურად არის ახსნილი, თუ როგორ და რა ფაქტორებზე დაყრდნობითაა გაანგარიშებული ინფლაციის ოპტიმალური დონე, აგრეთვე, წარმოდგენილი და მიმოხილულია შესაძლო სცენარები და მოსალოდნელი ეგზოგენური რისკები. შესაბამისად, მსგავსი ფორმატით წარმოდგენა და განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, საქართველოს პარლამენტსა და ეროვნული ბანკს შორის თანამშრომლობის კარგი ტრადიციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით წარმოდგენილ პროექტს და შესაბამისი დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი გადაუგზავნა პარლამენტს. სხვა საკონტროლო საქმიანობა 2018 წლის 28 მაისის სხდომაზე კომიტეტმა მოისმინა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში“ ანგარიში წარმოადგინა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. საკომიტეტო მოსმენაში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია. უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ეროვნულ ბანკში მიმდინარეობს მუშაობა საკრედიტო სტანდარტების წესების შემუშავებაზე, რომელიც საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და ჭარბვალიანობის კუთხით მდგომარეობას გააუმჯობესებს. კომიტეტი, ისევე როგორც გასულ წლებში, აქტიურად გააგრძელებს მხარდაჭერას ისეთი საკითხების სამართლებრივ დარეგულირებაზე, რომლის მიზანიც არის ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაზრდა, საზედამხედველო უფლებამოსილების გაძლიერება, კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სხვა მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უზრუნველყოფს საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობას, მის მდგრად განვითარებას და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვას. საკომიტეტო მოსმენისას აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიერ კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისა და წლიური ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან (თარგეთთან) მაქსიმალური დაახლოებისათვის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. აგრეთვე, საფინანსო სექტორის რეგულირება-ზედამხედველობის გაძლიერებისათვის ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სისტემის მდგრადობა და ხელი არ შეეშალოს ეკონომიკის ზრდას. ეროვნული ბანკის ანგარიშის დამტკიცებასთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა პარლამენტის დადგენილების პროექტი. პარლამენტის სხდომაზე განხილულ იქნა ეროვნული ბანკის ანგარიში და დამტკიცდა კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი. გარდა ზემოაღნიშნულისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მხრიდან სისტემატური ხასიათი აქვს სამუშაო ფორმატში საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრებს. 2018 წლის 22 ივნისის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში“. ანგარიშში ვრცლად არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული აუდიტორული საქმიანობის და მისი შედეგების კლასიფიკაციის, შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების თანხობრივი ოდენობის და სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებული სახსრების შესახებ, შესაბამისად, კომიტეტის სხდომაზე დაფიქსირდა მოსაზრება აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის სამომავლოდ წარმოსადგენ ფორმატთან დაკავშირებით. კომიტეტისა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობა შეთანხმდა, რომ აუდიტის სამსახურის საქმიანობის სამომავლოდ წარმოსადგენ ანგარიშებში აღნიშნული მოსაზრება გათვალისწინებულ იქნება, რაც ანგარიშის მომხმარებლებს გაუმარტივებს ინფორმაციის აღქმას. კომიტეტმა განხილვის შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავა დასკვნა, რომლის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 28 ივნისის №2747-IIს დადგენილებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში მიღებულ იქნა ცნობად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ფინანსური აუდიტის განხორციელების მიზნით კომიტეტის მიერ განხილულ იქნა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის“ შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი. პარლამენტის მიერ მოწონებულ იქნა კომიტეტის აღნიშნული წინადადება და პარლამენტის 2018 წლის 7 მარტის №2069-IIს დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია. კომისიამ დადგენილ ვადებში დაასრულა დაკისრებული მოვალეობის შესრულება. კომისიის მიერ შემუშავებულ იქნა დასკვნა, რომელიც წარედგინა პლენარულ სხდომას და პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის საქამიანობა: საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტთან ფუნქციონირებდა კომიტეტის მიერ შექმნილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებიდან დაკომპლექტებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებს და შესაბამის რეკომენდაციების პროექტს წარუდგენდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. 2018 წელს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ოფიციალურად მიიღო 68 დამტკიცებული აუდიტის ანგარიში: კომიტეტის აპარატის მიერ სრულად იქნა შესწავლილი წარმოდგენილი ანგარიშები, რომელთაგან, საკითხების მნიშვნელობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე კომიტეტის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სხვა კომიტეტების ჩართულობით განხილულ იქნა აუდიტის 8 ანგარიში. აღნიშნულ განხილვებს ესწრებოდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები, აუდიტის ობიექტების პასუხისმგებელი პირები და შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების შესაბამისი თანამდებობის პირები. აქტიური განხილვების შედეგად, სამუშაო ჯგუფის მიერ კომიტეტისთვის მოწოდებულ იქნა გადაწყვეტილებების პროექტები შესაბამისი რეკომენდაციებით. სამუშაო ჯგუფის მიერ დამუშავებული აუდიტის ანგარიშები განიხილა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საკომიტეტო სხდომებზე, რის შედეგადაც სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებს გადაეგზავნა აუდიტის სამსახურის მიერ ანგარიშებში წარმოდგენილი და კომიტეტის მიერ გაზიარებული რეკომენდაციები, ხოლო ზედამხედველობის მიზნით მათ დაევალათ დადგენილ ვადებში აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა. აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი სრულდება ან შესრულების პროცესშია და ამ მიმართულებით კომიტეტი აქტიურად ახორციელებს მონიტორინგს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მიერ 2018 წლის განმავლობაში განხილული ანგარიშები: ინკლუზიური სწავლების ეფექტიანობის აუდიტი (57/36); სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის (შემდგომი რეაგირების) ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (62/36); საირიგაციო სისტემების მართვის (შემდგომი რეაგირების) ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (65/36); ქალაქ თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებები (16/36); საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებები - ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (20/36); საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებები - ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (28/36). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (10/36); სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროს გარემოსდაცვითი მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (18/36). მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხედველობა რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება (Ex-Post RIA) მოგების გადასახადით დაბეგვრის რეფორმა საქართველოში 2017 წლის 1 იანვარს საქართველოში მოგების გადასახადის რეფორმა განხორციელდა, რაც გულისხმობს მოგების გადასახადის ახალ მოდელზე, კერძოდ, განაწილებული მოგების გადასახადის სისტემაზე გადასვლას. აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, ბიზნესის წამოწყებისა და წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი GIZ, PWC-სა და ISET-თან თანამშრომლობით ახორციელებს რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასებას (Ex-Post RIA) საქართველოში განხორციელებულ მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა RIA-ს დოკუმენტზე მუშაობა 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო. Ex-Post RIA-ს დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, პირველი ეტაპი მოიცავდა GIZ-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და შეხვედრებში მონაწილეობას, მეორე ეტაპი შედგებოდა რეფორმის უშუალოდ რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზით, ხოლო მესამე ეტაპია რეგულირების ზეგავლენის შეფასების საბოლოო ანგარიშის წარდგენა და საჯარო ღონისძიების ჩატარება ანგარიშის წარდგენის მიზნით. კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული კვლევით პროცესებში და მონაწილეობას იღებდა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში, შედეგად გაიმართა შეხვედრები და ჩატარდა ინტერვიუები, როგორც კერძო (ბიზნეს ასოციაცია, საბანკო ასოციაცია, დამსაქმებელთა ასოციაცია, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო პალატა, კერძო კომპანიები და ა.შ), ისე საჯარო სექტორის (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი) წარმომადგენლებთან. ამასთან, საქართველოში მოქმედ კერძო კომპანიებს დაეგზავნათ სპეციალური კითხვარი, რომლის მიხედვითაც ისინი აფასებდნენ რეფორმის მიმდინარეობასა და დამდგარ შედეგებს. მოცემული ეტაპისთვის იგეგმება საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან, 2019 წლის იანვრის ბოლოს კი ჩატარდება შემაჯამებელი შეხვედრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კომიტეტის სხვა საქმიანობა კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განათავსა 2018 წლის საქმიანობის გეგმა ქართულ და ინგლისურ ენებზე“. კომიტეტი სხდომების ჩანაწერებს საჯაროდ განათავსებს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. მათ შორის youtube-ზე არსებულ კომიტეტის არხზე (Parliament of Georgia Budget and Finance Committee), რომელზეც სისტემატურად იტვირთება ინფორმაცია კომიტეტის სხდომების შესახებ და ნებისმიერი მსურველისათვის შესაძლებელია მათი ნახვა. 2018 წლის დასაწყისიდან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში პროექტის ხელშეწყობით შეიმუშავა 2018-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიზანია განსაზღვროს კომიტეტის სტრატეგიული მიზნები, ამოცანები და ღონისძიებები 2018-2020 წლებში კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განხორციელებისა და საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. ზემოაღნიშნული გეგმის შემუშავების პარალელურად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ჩართული იყო ასევე კომიტეტის 2018-2020 წლებისთვის კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს: კომიტეტის საქმიანობასა და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებზე კომუნიკაციის პროცესის სისტემატიზაცია და გაუმჯობესება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რეფორმებისა და ცვლილებების თაობაზე, კომუნიკაციის პროცესის სისტემატიზაცია და გაუმჯობესება. კომიტეტის სამუშაო გეგმის და სტრატეგიის შემუშავების პროცესში შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა კომიტეტის ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სხვა სტრუქტურების წამომადგენლებთან. ინტერვიუების საშუალებით მოხდა როგორც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აზრის გათვალისწინება. შეხვედრები მოეწყო ბიზნეს ასოციაციის, საბანკო და სადაზღვევო ასოციაციების, საფონდო ბირჟის, ბიზნესომბუდსმენის და საფინანსო სექტორთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 2018 წლის 8 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ თბილისში“ გაიმართა ზემოაღნიშნული გეგმების შემუშავების პირველადი შედეგების პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. მოხდა პარლამენტის წევრების მოსაზრებების და შენიშვნების დაფიქსირება, რომლებიც შემდგომში აისახა კომიტეტის და სამუშაო გეგმის საბოლოო ვარიანტში. 2018 წლის 7 დეკემბერს კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომაზე განიხილა და მოიწონა კომიტეტის 3 წლიანი სტრატეგიისა და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა. კომიტეტის სხდომაზე მოწვეული იყვნენ და ესწრებოდნენ პარლამენტის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა UNDP- ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის 2018-2020 წლების კომიტეტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშრებით. გარდა ამისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა UNDP-ის მხარდაჭერით შეიმუშავა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კომიტეტის სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისათვის. აღნიშნული გეგმის მიზანია: კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა (ევროკავშირის და საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არაპირდაპირი დაბეგვრის და აუდიტის და აღრიცხვის ვალდებულებებით განსაზღვრული აქტივობების შესრულების პროცესის საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება ფინანსთა სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან და ბიზნესთან კოორდინაციით), კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესება (ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არაპირდაპირი დაბეგვრის და აუდიტის და აღრიცხვის დირექტივების, რეგულაციების და რეკომენდაციების ჰარმონიზებასთან დაკავშირებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესება ფინანსთა სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან, პარლამენტის კომიტეტებთან და ბიზნესთან თანამშრომლობით). საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აქტიურად არის ჩართული პარლამენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების ხელშეწყობასა და მონიტორინგში. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარემ, აპარატის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო 4-5 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ეხებოდა „ინიციატივა მდგარდი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის“. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ჩართულია საქართველოს ღია მმართველობის (OGP) მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობაში. კომიტეტს, საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის მიხედვით, აქვს გარკვეული ვალდებულებები აღებული, რაც პირველ რიგში ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას გულისხმობს. 2018 წელს ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის თვალსაზრისით (OGP-ის მე-2 ვალდებულება) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სამი ღონისძიება ჰქონდა გასატარებელი: ღონისძიება N1, N3 და N7. აღნიშნული ღონისძიებიდან მხოლოდ ღონისძიება N1, რომელიც ეხება საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პოლიტიკისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაზიარებას, კომიტეტის დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, GIZ-ის ექსპერტის დახმარებით განხორციელდება 2019 წლის დასაწყისში. დარჩენილი ორი ღონისძიება, კერძოდ, ღონისძიება N3 და N7 წარმატებით არის შესრულებული და ინფორმაცია განთავსებულია პარლამენტის ვებ გვერდზე. ღონისძიება N3: „სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის და სახელმწიფო საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი წლიური ანგარიშის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ“. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის 12 ივნისს (სხდომის ოქმი N18) განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ  წარმოდგენილი  „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/220, 28.05.2018). აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გენერალური აუდიტორი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. აღნიშნული სხდომა, კომიტეტის სხვა სხდომების მსგავსად, იყო ღია და გამჭირვალე. დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, რომ დასწრებოდნენ მას, დაესვათ შეკითხვა და დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია. სხდომა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში პარლამენტის ვებ გვერდზე, შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მისთვის თვალყურის მიდევნება. პარლამენტის ვებ გვერდზე შესაძლებელია სხდომის დღის წესრიგის ნახვა, დასკვნებით და აუდიო ჩანაწერით. ღონისძიება N7: „პარლამენტის რეკომენდაციების დოკუმენტის შემუშავება და გამოქვეყნება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ“. როგორც ზემოთ აღინიშნა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის 12 ივნისს განიხილა საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური ანგარიში, რომელიც გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში. პარლამენტის ვებ გვერდზე შესაძლებელია სხდომის დღის წესრიგის ნახვა, დასკვნებით და აუდიო ჩანაწერით. აღსანიშნავია, რომ პირველად კომიტეტის დასკვნაში ასახულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული ის რეკომენდაციები, რომელსაც დაეთანხმა კომიტეტი. საქართველოს პარალმენტის რეგლამენტის ახალი პროექტის შემუშავებისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აქტიური საგნობრივ-ანალიტიკური მხარდაჭერა მიიღო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხრიდან. PFM/PEFA საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აქტიურად მონაწილეობს PFM (საჯარო ფინანსების მენეჯმენტი) რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს სხდომებში. კვარტალში ერთხელ იმართება სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეხება ოთხწლიან „საჯარო ფინანსების მართვის რეფორმას საქართველოში“. შეხვედრაზე კომიტეტი აკეთებს მოხსენებას თავისი ვალდებულებების შესრულების შესახებ. 2018 წელს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მუშაობის შედეგად, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის შემფასებელთა მისიის ანგარიშში - საჯარო ფინანსების ხარჯვა და ანგარიშვალდებულებები (PEFA _ Public Expenditure and Financial Accountability) საქართველოს პარლამენტის შეფასება სამი დონით გაუმჯობესდა და D-დან C+ -მდე გაიზარდა. ანგარიში სამ სრულ ფისკალურ წელს მოიცავდა (2014-2016 წ.წ.) და საქართველოს პარლამენტი 4 მიმართულებით შეფასდა: აუდიტის ანგარიშების განხილვის დროულობა; აუდიტის დასკვნების მოსმენა; საკანონმდებლო ორგანოს რეკომენდაციები აუდიტის ანგარიშებზე; საკანონმდებლო ორგანოს მიერ აუდიტის ანგარიშების განხილვის გამჭირვალეობა. ოთხი მიმართულებიდან 3 კომპონენტში საქართველოს პარლამენტმა C შეფასება მიიღო, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს მიერ აუდიტის ანგარიშების განხილვის გამჭირვალეობის მიმართულებით უმაღლესი - A შეფასება დაიმსახურა. ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს, აღნიშნული ჯგუფის საქმიანობის პროცესში 2018 წლის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: 18 ივლისი "ღია მმართველობის'' გლობალური სამიტის ფარგლებში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, როგორც ბელარუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბელარუსის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციაში ბელარუსის პარლამენტის საკანონმდებლო და სახელმწიფო მშენებლობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვიქტორ ჩაიჩიცი, ევროპის საბჭოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ბელარუსში, ლარისა ლუკინა და ბელარუსის ელჩი, მიხაილ მიატლიკოვი შედიოდნენ. შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. 26 სექტემბერი ირაკლი კოვზანაძემ ბელარუსის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც ბელარუსის ეროვნული კრების დეპუტატები, ვიტალი მისევცევი და ივან კორჟი, აგრეთვე, ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვი ესწრებოდნენ, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ვაჭრობის მოცულობამ გასულ წელს 94 მილიონ დოლარს მიაღწია. უცხოელმა სტუმრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბელარუს ტურისტებს შორის საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის ზრდაზე. 17 დეკემბერი ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, მარიანა სჩიოტკინას შეხვდა. შეხვედრას ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვიც ესწრებოდა.  ბელარუსის პარლამენტის ვიცე-სპიკერი საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასწრების მიზნით ესტუმრა. კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში ქრონოლოგიურად შეიძლება გამოიყოს შემდეგი ღონისძიებები: იანვარი 13 იანვარი ირაკლი კოვზანაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა. საფინანსო-საბიუჯეტოკომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წარმომადგენელს კომიტეტის საქმიანობა და ფუნქციები გააცნო. მხარეებმა კომიტეტის ეროვნულ ბანკთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ირაკლი კოვზანაძემ იანოშ ჰერმანს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან კომიტეტის თანამშრომლობის პრაქტიკა და სამომავლო გეგმებიც გააცნო. 22 იანვარი  ირაკლი კოვზანაძე აუდიტორული კომპანია KPMG-ის წარმომადგენლებს შეხვდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტოკომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG-ის მმართველ პარტნიორს ენდრიუ კოქსშელს, აუდიტის დირექტორს კარენ საფარიანს და კომპანიის წარმომადგენელს გიორგი გიკაშვილს, შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ეროვნულ ბანკში ამჟამად მიმდინარე აუდიტსა და მასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე, რომელსაც პარლამენტის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG ახორციელებს. ირაკლი კოვზანაძემ და აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე იმსჯელეს ორმხრივი კომუნიკაციის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. 24 იანვარი  ირაკლი კოვზანაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებს შეხვდა საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.  საპარლამენტო ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში შედგა, რომლის მიზანიც საქართველოსა და სომხეთში საბიუჯეტო პროცესის ძირითად მონაწილე ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაზიარება იყო. ირაკლი კოვზანაძემ და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საფინანსო-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ გაგიკ მინასიანმა მათ ქვეყნებში არსებულ საბიუჯეტო პროცესებზე, ფულად-საკრედიტო და საგადასახადო პოლიტიკაზე, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასა და ამ პროცესში საპარლამენტო ზედამხედველობაზე ისაუბრეს. სომხური მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლობის საკითხებით, ასევე კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აქტებისა და დასკვნების განმხილველი სამუშაო ჯგუფის საქმიანობით. შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საფინანსო-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხების კომიტეტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე, კომიტეტის წევრი გოგი მეშველიანი, GIZ-ის პროგრამის PFM-ის მრჩევლები - ინგა სინჯიკაშვილი და ჰოვანეს მარგარიანცი ესწრებოდნენ. თებერვალი 9 თებერვალი  ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ვერა მერსედეს მარტინს, საქართველოში ფონდის მუდმივ წარმომადგენელს ფრანსუა პეშოს და ფონდის უფროს ეკონომისტ სერხიო როდრიგესს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში, ხელისუფლების გეგმები, საბიუჯეტო პარამეტრები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და 2018-2019 წლების პროგნოზები. ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს მიაწოდა საკუთარი ხედვები საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკის თაობაზე, საპენსიო რეფორმის, კაპიტალის ბაზრის რეფორმის და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების გეგმებთან დაკავშირებით. 15 თებერვალი  ირაკლი კოვზანაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოჰანეს დუმას შეხვდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დუმას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობას შეეხო. გარდა აღნიშნულისა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებსა და მონიტორინგის პროცესზე, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად სახელმწიფო ინსტიტუტების - ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ ახორციელებს. ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, კომიტეტის თავმჯდომარისგან მიიღო ინფორმაცია ინფლაციასთან, მონეტარულ და საგადასახადო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. 27-28 თებერვალი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში. ვიზიტის მიზანი იყო ევროპარლამენტის საპარლამენტო ზედამხედველობის გაცნობა. მარტი 13 მარტი   საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ბიზნესის ინტეგრაციის საკითხებზე მიძღვნილ EBRD/OECD-ის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.  კონფერენციის მუშაობაში, რომელიც თბილისში, სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, 13-14 მარტს გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, მოლდოვის, უკრაინის და ბელარუსის ხელისუფლების და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები. კონფერენცია ჩატარდა EBRD-ის და OECD-ის ორგანიზებით და UNDP-ის და ირაკლი კოვზანაძის მხარდაჭერით. ირაკლი კოვზანაძე, 2007-2008 წლებში, იყო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარებისა ბანკის (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ბანკების კორპორაციული მართვის კომისიის თავმჯდომარე ევრაზიის ქვეყნებში. 26 -28 მარტი ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევის ევროპის ცენტრის მოწვევით სამუშაო ვიზიტით საქართველოს პარლამენტიდან დეპუტატები იმყოფებოდნენ გერმანიაში, კერძოდ, გარმიშ-პართენქირხეში გაიმართა სემინარი უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით. 31 მარტი  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ეფექტიანი კომუნიკაციისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა, განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებისა და ეფექტიანობის აუდიტის საკითხები. სამუშაო შეხვედრას დაესწრო ევროკავშირის პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციონალური გაძლიერება“ - ჯგუფის უფროსი ფერდინანდ პოტი. ღონისძიება გაიმართა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“(GIZ-ის) მხარდაჭერით. აპრილი 12 აპრილი  ირაკლი კოვზანაძემ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან რეფორმების მიმდინარეობა განიხილა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელშიც სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, აღინიშნა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიურია, რაც გამოიხატებოდა ყოველთვიური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდად ტენდენციაში. მხარეებმა განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებიც და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებშია ჩამოსული. 15-21 აპრილი 2018 წლის 15 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით ევროკავშირისა და GIZ-ის ორგანიზებით საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კოვზანაძის, პაატა კვიჟინაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, რომან გოცირიძის, გია ბენაშვილის და ლელა ქებურიას შემადგენლობით ოფიციალური მოწვევით იმყოფებოდნენ ჰააგაში (ჰოლანდია) და ბრიუსელში (ბელგია). როგორც ჰოლანდიაში, ასევე ბელგიაში შეხვედრები გაიმართა აუდიტის სამსახურში და პარლამენტში, მათ შორის ორივე ქვეყნის საბიუჯეტო კომიტეტებში. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი ნიდერლანდების აუდიტის უმაღლესი ორგანოს პრეზიდენტს, არნო ვისერს შეხვდნენ. შეხვედრა ჰააგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ქართული დელეგაცია ნიდერლანდებსა და ბელგიაში გაემგზავრა, სადაც აღნიშნული ქვეყნების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასა და პარლამენტთან ურთიერთობის პრაქტიკას გაეცნო.  30 აპრილი The FINANCIAL-ის ორგანიზებით გაიმართა საბანკო ფორუმი. ღონისძიებაში მონაწილეობას „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, მურთაზ კიკორია და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლები იღებდნენ. მაისი 5 მაისი ირაკლი კოვზანაძე მაროკოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაცია, რომელიც საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობით დაინტერესდა, უცხოელ სტუმრებს კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და კომიტეტის წევრი გრიგოლ მიქელაძე შეხვდნენ. ირაკლი კოვზანაძემ მაროკოელ კოლეგებს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისა და შესრულების კონტროლის მექანიზმი, აგრეთვე ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, კერძოდ, დეპოზიტების დაზღვევის, საპენსიო და კაპიტალის ბაზრის რეფორმები. 17-18 მაისი პარლამენტში საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის“ (ECPRD) მხარდაჭერით გაიმართა სემინარი - „სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება და რეგულირების ზეგავლენის შეფასება“. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, ასევე ავსტრიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, პორტუგალიისა და იტალიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ სემინარზე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 2013 წლის სამთავრობო პროგრამაში ჩაიდო ვალდებულება RIA-ს სისტემის შემუშავებაზე, რომლის მიზანია ახალი და არსებული საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება ბიზნესგარემოსა და ეკონომიკაზე. 22-24 მაისი 2018 წლის 22 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან პარტნიორობით ირაკლი კოვზანაძე პარლამენტის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ვენაში, ავსტრიაში. შეხვედრები გაიმართა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნულ საბჭოში (პარლამენტი), ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის სამსახურსა და ავსტრიის რესპუბლიკის კონტროლის პალატაში. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე  ვენაში ავსტრიის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს კარლ ჰაინცკოფვსა და კომიტეტის სხვა წევრებს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით მშობლიური ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ავსტრიაში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 28-29 მაისი ირაკლი კოვზანაძე იმყოფებოდა ლონდონში, სადაც შეხვედრები გაიმართა ლონდონის საფონდო ბირჟაზე და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტთან ბატონ ალან პილუსთან. ივნისი 4 ივნისი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია“ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის“. როგორც კონფერენციაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი საქართველოს მთავრობამ 2015 წლიდან დაიწყო და წარმატებით ახორციელებს. მისივე თქმით, 17 მიზანი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ 2030 წლის დღის წესრიგში დააყენა, თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 2016-2020 წლების ოთხპუნქტიან გეგმასთან. ივლისი 8-14 ივლისი 2018 წლის 8 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ორგანიზებით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ირაკლი კოვზანაძე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, ინგლისში. შეხვედრები გაიმართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში და აუდიტის სამსახურში. კომიტეტის თავმჯდომარე ბრიტანეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეწვია, სადაც მასპინძელმა მხარემ თავდაცვისა და უშიშროების მიმართულებით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე სახელმწიფო კონტროლის ინგლისური გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია გამართა. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აგრეთვე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. 20 ივლისი ირაკლი კოვზანაძე ევროპელ ექსპერტებს შეხვდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე  ირაკლი კოვზანაძე ევროკავშირის პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების” ხელმძღვანელს ფერდინანდ პოტსა და ექსპერტს მარტინ სინკლერს შეხვდა. მარტინ სინკლერს წლების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.  შეხვედრაზე უცხოელმა ექსპერტებმა ირაკლი კოვზანაძეს გააცნეს რეკომენდაციები პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფისთვის, რომლებიც მათ მიერ მომზადებულ შეფასების ანგარიშში აისახება. აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა სექტემბერში დასრულდება. ირაკლი კოვზანაძემ უცხოელ ექსპერტებს ამ მიმართულებით საკუთარი ხედვა და წინადადებები გაუზიარა.  26-27 ივლისი ირაკლი კოვზანაძემ მონაწილეობა მიიღო რეგიონულ კონფერენციაში „ფული პოლიტიკაში“. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმასპინძლა მესამე რეგიონულ კონფერენციას თემაზე: „ფული პოლიტიკაში“. კონფერენციის მიზანი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური პარტიების მონიტორინგისა და ანტიკორუფციული სამსახურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და გამოცდილების გაზიარება, ასევე არსებული ხარვეზებისა და მონიტორინგის გაუმჯობესების კუთხით საკითხების განხილვა. გაიმართა რეგიონული კონფერენცია, რომელშიც მონაწილებდნენ: სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭო (CoE), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი (International IDEA), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო და მულტიპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი (EECMD). აგვისტო 24 აგვისტო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა-მარტინს შეხვდა. შეხვედრის განსახილველი მიზანი იყო საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პარამეტრების, აგრეთვე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებთან და ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. როგორც ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილი წლიური 5%-ის ნაცვლად 5.7% - ით გაიზარდა, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით კიდევ უფრო შემცირდა, მნიშვნელოვნად იზრდება როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე შემოსავლები ტურიზმიდან, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ოქტომბერი 24 ოქტომბერი 2018   ირაკლი კოვზანაძემ სავალუტო ფონდის მისიასთან 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები განიხილა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინსა და საქართველოში სსფ-ის მუდმივ წარმომადგენელს, ფრანსუა პეშოს შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ სავალუტო ფონდის მისიასთან 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები, საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, საბანკო და საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა და საქართველოში სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილი 4,5%-ის ნაცვლად 4,8% -ით გაიზარდა, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით კიდევ უფრო შემცირდა. მისი თქმით, ცხრა თვის მონაცემებით, მნიშვნელოვნად, 25,7%-ით გაიზარდა საქონლის ექსპორტი, ასევე შემოსავლები ტურიზმიდან და ფულადი გადმორიცხვების მოცულობა უცხოეთიდან, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ნოემბერი 15-18 ნოემბერი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე 2018 წლის 15 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქ. დუბლინში (ირლანდია), სადაც საქართველოს საელჩოს ინიციატივით ირლანდიაში უკვე მესამედ გაიმართა ღონისძიება საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე, სახელწოდებით „Georgia’s European Way”. აღნიშნული ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, აკადემიური წრეების, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ინფორმირება ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეული შთამბეჭდავი შედეგების, მთავრობის პრიორიტეტებისა და ხედვების თაობაზე, ასევე საბიუჯეტო საკითხებზე. გაიმართა სხვადასხვა ოფიციალური შეხვედრა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან ბატონ შონ ოფერგჰაილთან და ეკონომიკური და მონეტარული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან რაიან ჰეიესთან.