„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი
ნომერი
#07-3/303/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. წვევამდელს, რომელიც ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად სარგებლობს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით და გამოთქვამს სურვილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში-დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება საკონტრაქტო სამსახურის სახით, უფლება აქვს გამოიყენოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შეღავათები. მას ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადით საკონტრაქტო სამსახური ჩაეთვლება სამხედრო ვალდებულების მოხდად. ამ პუნქტით გათვალისწინებული საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გასავლელად ჩარიცხულ პირთა ფულადი სარგოს ოდენობას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
1 განმარტებითი ბარათი “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე სარგებლობს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით. წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტების ინტერესების ხელშესაწყობად, რომლებსაც აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გადავადების უფლება და გამოთქვამენ სურვილს სწავლის პარალელურად ნებაყოფლობით მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საკონტრაქტო წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირშიდაცვის პოლიციის დეპარტამენტში. მათ უფლება ექნებათ, ისარგებლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შეღავათებით. ამასთანავე, სამსახურის მოხდის პერიოდში და სწავლის პარალელურად მათ ყოველთვიურად დაერიცხებათ 250 ლარი. (გასაცემი თანხა 200 ლარი) საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ პირთა მაქსიმალური რაოდენობა იქნება 1000 კაცი. კანონპროექტით გათვალისწინებული მეორე ცვლილების განხორციელების მიზეზია სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძვლების დაზუსტება. კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირები რომლებიც არიან მღვდელთმსახურები ან სწავლობენ სასულიერო სასწავლებელში სარგებლობენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით. დღეისათვის ამ ნორმასთან მიმართებაში გამოიკვეთა ხარვეზები და პრობლემური საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს. პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად. კანონპროექტი მიზნად ისახავს, საკანონმდებლო დონეზე წვევამდელებისთვის გარკვეული გარანტიების დაწესებით ხელი შეუწყოს წვევამდელების სამხედრო სავალდებულო სამსახურით დაინტერესებას და ამ კუთხით მოტივაციის ამაღლებას. ამასთანავე, კანონპროექტით ზუსტდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძვლები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სამხედრო სამსახურის სახეებს და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძვლებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესს. შესაბამისად, ამავე კანონში ცვლილების შეტანის გზით საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ 2 საჯარო სამართლის იურიდიულ პირში-დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სტუდენტების მიერ ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხები და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძვლები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: პირები, რომლებიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად სარგებლობენ გადავადების უფლებით და გამოთქვამენ სურვილს სწავლის პარალელურად ნებაყოფლობით მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საკონტრაქტო წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში-დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. მათ უფლება ექნებათ, ისარგებლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შეღავათებით. ამასთანავე, სამსახურის მოხდის პერიოდში და სწავლის პარალელურად მიიღებენ ფულადი სარგოს 250 ლარის ოდენობით. (დარიცხული თანხა 200 ლარი) პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად წვევამდელი, რომელიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად სარგებლობს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გადავადების უფლებით და გამოთქვამს სურვილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახური საკონტრაქტო სამსახურის სახით, უფლება აქვს ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შეღავათებით. საკონტრაქტო სამსახურის გავლის დაფინანსების წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით. გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო 30-ე მუხლის პირველი პუნქტით სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძვლებიდან ამოღებული იქნება „ლ“ ქვეპუნქტი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონპროექტის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში-აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით წარმოდგენილი მიზნის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) არ არის მოთხოვნა დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: 3 დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირი-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთარი შემოსულობები. ბ.ბ)კანონპპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილეზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმის გათვალისწინებით, რომსაკონტრაქტო სამსახურსი ჩარიცხულ პირთა მაქსიმალური ოდენობა იქნება 1000 კაცი, ხოლო ერთ პირზე დარიცხული გასაცემლის ოდენობა შეადგენს 250 ლარს, ამ მიამრთულებით საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტზე გავლენის წლიური ოდენობა დაახლოებით შეადგენს 600 000 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთარი შემოსულობებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ პირთა მაქსიმალური რაოდენობა იქნება 1000 კაცი, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სამხედრო სამსახურის ვადა 12 თვეა, ხოლო ერთ პირზე დარიცხული გასაცემლის ოდენობა შეადგენს 250 ლარს. აღნიშნული მიმართულებით დაფინანსების საჭირო ოდენობა წლიურად შეადგენს დაახლოებით 3 000 000 მლნ. ლარს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს მიერ არ ხდება ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: საკონტრაქტო სახით სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირიდაცვის პოლიციის დეპარტამენტში ჩარიცხულ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გადავადების უფლების მქონე პირებს დაერიცხებათ ანაზღაურება თვეში 250 ლარის ოდენობით. (გასაცემი თანხა 200 ლარი.) ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება,-მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. 4 გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლემაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ფინეთის, დანიის, ესტონეთის და ლიეტუვას მაგალითზე შესწავლილი იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული რეგულაციები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის საგამონაკლისო ნორმებთან მიმართებაში. ფინეთი: სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ექვემდებარება 18-დან 30 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი. (Conscription Act (1438/2007) Ministry of Defence This Act enters into force 1 January 2008, section) სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლების საფუძვლები:       წვევამდელი რომელიც დაასაბუთებს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური ეწინააღმდეგება მის რელიგიურ/ეთიკურ რწმენას თავისუფლდება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან და ირიცხება ალტერნატიულ არასამხედრო სამსახურში; 1987 წლიდან 2018 წლამდე იეჰოვას მოწმეები თავისუფლდებოდნენ, როგორც სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან, ასევე, ალტერნატიული არასამხედრო სამსახურიდან 3 წლის ვადით # 645/1985 აქტის საფუძველზე. (Act on the exemption of Jehovah’s witnesses from military service under certain conditions (645/1985). 2018 წლის თებერვალში ფინეთის სასამართლომ აღნიშნული აქტი ცნო დისკრიმინაციულად. რელიგიურ/ეთიკურ რწმენის საფუძველზე სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლება და ალტერნატიულ არასამხედრო სამსახურში ჩარიცხვის მოთხოვნის უფლება, ასევე, გააჩნია მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს; სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამხედრო ვალდებული გადის სპეციალურ სამხედრო მომზადებას. სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდება პირი, თუ მას სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი აქვს უცხო ქვეყანაში სულ მცირე 4 თვის ვადით. დანიის სამეფო: 5 სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ექვემდებარება 18-დან 30 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი.   წვევამდელი რომელიც დაასაბუთებს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური ეწინააღმდეგება მის რელიგიურ/ეთიკურ რწმენას თავისუფლდება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან და ირიცხება ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში, 2006 National Service Law and the 2006 Civil Service Act (Militærnægterloven, 226/2006)5. Art. 1 of the Civil Service Act. წვევამდელს, ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური შეუძლია მოიხადოს სოციალურ და კულტურულ ინსტიტუტებში, გაეროს სამშვიდობო მოძრაობებში, ეკლესიებში, გარემოს დაცვით ორგანიზაციებში. ესტონეთი: სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი. (Military Service Act Passed 13.06.2012 RT I, 10.07.2012, 1 Entry into force 01.04.2013) ესტონეთის კონსტიტუციის 124-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, ესტონეთის ყველა მოქალაქე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ეროვნულ თავდაცვაში. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების თანახმად. კონსტიტუციის იგივე 124-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, პირი რომელიც რელიგიურ ან მორალური რწმენის საფუძველზე უარს იტყვის თავდაცვის ძალებში სამსახურზე, ვალდებული არიან გაიარონ ალტერნატიული სამსახური.     ალტერნატიული სამსახური სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის ვინც რელიგიური ან ეთიკური რწმენის საფუძველზე უარს იტყვის თავდაცვის ძალებში სამსახურზე. რელიგიური ან მორალური რწმენის საფუძველზე, თავდაცვის ძალებში სამსახურზე უარი არ ათავისუფლებს პირს თავდაცვის ძალებში სამსახურისგან. ალტერნატიულ სამსახურში პირის ჩარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს თავდაცვის ძალების სააგენტო კეთილსინდისიერი პროტესტის თაობაზე შეტანილი განაცხადების დასაბუთებულობის საფუძველზე. დამატებითი მტკიცებულებისათვის შესაძლებელია ჩაინიშნოს გასაუბრება. ალტერნატიულ სამსახურში ჩარიცხული პირი სამსახურს გადის მთავრობის მიერ წინასწარ განსაზღვრულ სტრუქტურულ ერთეულებში შინაგან საქმეთა და სოციალურ საკითხთა სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებულ სამაშველო, სოციალურ და საგანგებო სამსახურებში. ალტერნატიული სამსახურის ხანგრძლივობა შეადგენს 16 თვეს რაც თავდაცვის სამსახურში მსახურების პერიოდს აღემატება ორჯერ. თავდაცვის ძალებში სამსახურის ნაცვლად, ალტერნატიულ სამსახურის გავლის მსურველების სტატისტიკა 1995-დან 2001 წლამდე სულ, 11 პირი დაფიქსირდა. 2006 წელს 2 პირი, 2007 წელს 11 პირი. ლიეტუვა: „სამხედრო ვალდებულების შესახებ“ ლიეტუვას კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ლიეტუვას სამხედრო ვალდებული მოქალაქე (19-დან 26-წლამდე სამხედრო ვალდებული პირი), სამხედრო 6 სამსახურს გაივლის (წარმოეშვება ვალდებულება/უფლება) აქტიურ სამხედრო სამსახურში ან ეროვნული თავდაცვის ალტერნატიულ სამსახურში. იმავე „სამხედრო ვალდებულების შესახებ“ ლიეტუვას კანონის მე-8 მუხლის თანახმად: აქტიური სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებია:     ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე წინასწარ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხის შესაბამისად. რელიგიური და პაციფისტური რწმენის გამო, განცხადების საფუძველზე, თავდაცვის ალტერნატიულ სამსახურში ჩარიცხული პირები. სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში ბრალდებულად ცნობა. უნივერსიტეტის და კოლეჯის სტუდენტი (ლიეტუვას სამხედრო აკადემიის გარდა) რომელიც, სასწავლო დაწესებულების კურიკულუმიდან გამომდინარე ზაფხულის განმავლობაში გადის 90 დღემდე სამხედრო ტრენინგებს. 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ლოეტუვას საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა ქვეყანაში ოფიციალურად აღიარებული რელიგიური გაერთიანებების მღვდელმსახურების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი და დაადგინა, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 29-ე და 139-ე მუხლის მე-2 პარაგრაფებს, რომელთა მიხედვითაც ლიეტუვის რესპუბლიკის ნებისმიერი მოქალაქე თანასწორუფლებიანია და ვალდებულია დაიცვას საკუთარი ქვეყანა საგარეო შეიარაღებული თავდასხმებისაგან, რისთვისაც მან უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო ან ალტერნატიული სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. https://www.lrkt.lt/en/court-acts/search/170/ta1748/summary ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ირაკლი სესიაშვილი ვ)კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ირაკლი სესიაშვილი