„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
12.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი
ნომერი
#07-3/303/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 14 პუნქტები: „13. სტუდენტს, რომელიც გამოთქვამს სურვილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირშიდაცვის პოლიციის დეპარტამენტში ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახური საკონტრაქტო სამსახურის სახით, უფლება აქვს ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაწესებული შეღავათებით. 14. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სამხედრო ვალდებულების მოხდის პერიოდში ამ მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტებს შეუქმნას შესაბამისი პირობები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით წარმოდგენილი ცვლილება. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე სარგებლობს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით. წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტების ინტერესების ხელშესაწყობად, რომლებსაც აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გადავადების უფლება და გამოთქვამენ სურვილს სწავლის პარალელურად ნებაყოფლობით მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საკონტრაქტო სამსახურის სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში-დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. მათ უფლება ექნებათ, ისარგებლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი არაფინანსური ხასიათის შეღავათებით. შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდში სტუდენტებს სასწავლო პროცესში შეუწყოს ხელი. კანონპროექტი მიზნად ისახავს, საკანონმდებლო დომეზე წვევამდელებისთვის გარკვეული გარანტიების დაწესებით ხელი შეუწყოს წვევამდელების სამხედრო სავალდებულო სამსახურით დაინტერესებას და ამ კუთხით მოტივაციის ამაღლებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს სტუდენტთა უფლებებს. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პუნქტებს უნდა დაემატოს ნორმა, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შექმნის სამართლებრივ საფუძველს დააწესონ არაფინანსური ხასიათის შეღავათები და შესაბამისი პირობები შეუქმნან იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პარალელურად ნებაყოფლობით სავალდებულო სამსახურს საქართველოს შინაგან საქმეთა გაივლიან სამხედრო სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში-დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: პირები, რომლებიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად სარგებლობენ გადავადების უფლებით და გამოთქვამენ სურვილს სწავლის პარალელურად ნებაყოფლობით მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საკონტრაქტო სამსახურის სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში-დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, უფლება ექნებათ, ისარგებლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი არაფინანსური ხასიათის შეღავათებით. ამასთანავე, სამსახურის მოხდის პერიოდში და სწავლის პარალელურად მიიღებენ ფულადი სარგოს 250 ლარის ოდენობით.(გასაცემი თანხა 200 ლარი) ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, სტუდენტს, რომელიც გამოთქვამს სურვილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახური საკონტრაქტო სამსახურის სახით, უფლება აქვს ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაწესებული არაფინანსური ხასიათის შეღავათებით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება სამხედრო ვალდებულების მოხდის პერიოდში სტუდენტებს ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონპროექტის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში-აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) არ არის მოთხოვნა დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილეზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს მიერ არ ხდება ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ მოახდენს გავლენას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება,-მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლემაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ირაკლი სესიაშვილი ვ)კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ირაკლი სესიაშვილი