„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-27
ბიუროს ნომერი 261
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) დაემატოს შემდეგი
შინაარსის 85 მუხლი:
„მუხლი 85 ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების
შენახვის ვადები
1. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია უფლებამოსილია ელექტრონული
კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეინახოს:
ა)
ელექტრონული
საკომუნიკაციო
მომსახურების
მიწოდების
თაობაზე
ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუმეტეს 4 წლისა: მომხმარებლის ვინაობა,
საკონტაქტო ინფორმაცია, ანგარიშისა და გადასახადების (მათ შორის მომსახურების
საფასური) შესახებ ინფორმაცია, დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის
ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ინფორმაცია, მომსახურების მიწოდების
მიზნით
მინიჭებული
სააბონენტო
ნომერი
და
მომხმარებელთან
დადებულ
ხელშეკრულებაში მითითებული სხვა მონაცემები;
ბ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წლისა:
ბ.ა) მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის
იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;
ბ.ბ)
კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისათვის
საჭირო მონაცემები;
ბ.გ)
კომუნიკაციის
თარიღის,
დროისა
და
ხანგრძლივობის
იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;
ბ.დ) კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;
გ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს ერთი წლისა:
გ.ა) კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;
გ.ბ)
მობილური
კომუნიკაციის
აღჭურვილობის
ადგილმდებარეობის
იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები.
2.
ელექტრონული
სამართლის
საპროცესო
კომპიუტერული
კომუნიკაციის
კოდექსის
მონაცემების
კომპანიაში
საქართველოს
სისხლის
136-ე
მუხლით
განსაზღვრული
გამოთხოვის
თაობაზე
მოთხოვნის
წესით
წარდგენის
შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემის ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
განსაზღვრული
შენახვის
ვადა
შესაძლებელია
გაიზარდოს, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი არ
გამოიყენება,
თუ
ელექტრონული
მონაცემების
გამოთხოვის
კომუნიკაციის
თაობაზე
მოთხოვნის
კომპანიაში
კომპიუტერული
წარდგენა
განხორციელდა
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემის შენახვისათვის ამ
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ.
3. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ამ მუხლის პირველი
და
მე-2
პუნქტებით
მაიდენტიფიცირებელი
განსაზღვრული
მონაცემების
ელექტრონული
შენახვის
ვადის
კომუნიკაციის
ამოწურვისთანავე
უზრუნველყოს ამ მონაცემების წაიშალა ან განადგურება ან შენახვა პირის
იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი ადგენს, რომ ადამიანის პირადი და
ოჯახური ცხოვრება, ისევე როგორც პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუვალია. ამ
უფლების შეზღუდვა კი დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ
საზოგადოებაში
აუცილებელი
სახელმწიფო
ან
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ მის მიერ 2016 წლის 14 აპრილს (საქმე №1/1/625, 640) მიღებული
გადაწყვეტილების
თანახმად,
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელი
მონაცემების შენახვა პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევად იქნა მიჩნეული. სასამართლო
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ
„მონაცემთა ერთობლიობა ქმნის შესაძლებლობას, უფლებამოსილ ორგანოებს ჰქონდეთ
საკმარისი
ინფორმაცია
აბონენტის
პირადი
ცხოვრების
ისეთი
სფეროების
შესახებ,
როგორებიცაა: მათი ყოველდღიური ჩვევები, დროებითი ან მუდმივი ადგილსამყოფელი,
ყოველწუთიერი გადაადგილება, საქმიანობა, სოციალური კავშირები, სოციალური გარემოცვა.
მაშასადამე, ეს მონაცემები იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას პირის პერსონალური და
გადაადგილების პროფილი, რაც ცალკეულ ან ხშირ შემთხვევაში საკმარისად ინფორმაციული
შეიძლება იყოს პირის პირადი სივრცის შესახებ და ინფორმაციულობის ხარისხით
მნიშვნელოვნად არ ჩამოუვარდებოდეს უშუალოდ ტელეკომუნიკაციის შედეგად გაცვლილ
ინფორმაციას. მაშასადამე, ეს ინფორმაცია შეიძლება იძლეოდეს საკმაოდ დეტალურ
წარმოდგენას ადამიანის პირადი სივრცის არაერთი ასპექტის თაობაზე. [...] შედეგად,
აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება, ფლობა ადამიანის პირად ცხოვრებაში საკმაოდ მკაცრ,
ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენს.“
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
ვინაიდან
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი
მონაცემების ფლობა შეფასდა პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევად, მნიშვნელოვანია, რომ
აღნიშნული ჩარევა აკმაყოფილებდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ
ადამიანის
ძირითად
უფლებაში
ჩარევის
1
ფორმალურ
კრიტერიუმებს.
კერძოდ,
მნიშვნელოვანია რომ უფლებაში ჩარევა განხორციელდეს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისად,
ყველაზე ნაკლებ მზღუდავი საშუალებით და თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით.
ამავდროულად,
ასევე
გასათვალისწინებელია,
რომ
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს პირთა
პერსონალურ მონაცემებს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ მონაცემთა
დამუშავებისას დაცულ იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპები, რომლის
თანახმად, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც
აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მიღწევისთვის. ამასთან, მონაცემები უნდა იყოს
მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევად მუშავდება ისინი.
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შინაარსისა და მათი
გამოყენების პრაქტიკის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნულ მონაცემთა ფლობა
შესაძლოა ემსახურებოდეს ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს, როგორსაც წარმოადგენს აბონენტსა და
ელექტრონული
კომუნიკაციის
განმახორციელებელ
კომპანიას
შორის
არსებული
სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სადავო საკითხების გადაწყვეტა და
ელექტრონული კომუნიკაციის განმახორციელებელი კომპანიების, როგორც გადასახადის
გადამხდელთა,
საგადასახადო
შემოწმების
უზრუნველყოფა.
პირველ
შემთხვევასთან
მიმართებით,
საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსის
მუხლი
ადგენს,
129-ე
რომ
სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მეორე
შემთხვევასთან
მიმართებით,
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის
მე-4
მუხლი
განსაზღვრავს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის
ვადას შეადგენს 3
წელს, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს 1 წლით, თუ მითითებული
ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა
საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ
შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა. აღნიშნულის
გათვალისწინებით, ცხადია, რომ ზემოთ მითითებული სახელშეკრულებო და საგადასახადო
მიზნების მიღწევისთვის, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების
ფლობის საჭიროება იკვეთება არაუმეტეს 4 წლისა.
რაც შეეხება, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების
ფლობის მესამე ლეგიტიმურ, დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის, მიზანს, აღნიშნულთან
მიმართებით საგულისხმოა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად,
სააგენტოს უფლება აქვს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები
შეინახოს არაუმეტეს 12 თვის ვადით, აღნიშნული ვადა კი შესაძლოა გაგრძელდეს მხოლოდ
ერთჯერადად 3 თვით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მითითებული სამართლებრივი
რეგულირების განსაზღვრის წინაპირობას წარმოადგენდა საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმე №1/1/625, 640), რომლის თანახმად, მიჩნეულ იქნა, რომ
2
დანაშაულის
გამოვლენისა
და
აღკვეთის
მიზნით
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა შენახვა ლეგიტიმურად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს მხოლოდ
2 წელზე ნაკლები ვადით. ამავე საკითხთან მიმართებით, ასევე გასათვალისწინებელია
ევროკავშირის 2006 წლის 15 მარტის 2006/24/EC დირექტივა, რომელიც დანაშაულის
გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი
მონაცემების შენახვას ითვალისწინებდა არანაკლებ 6 თვის და არაუმეტეს 2 წლის ვადით,
თუმცა, პროპორციულობის პრინციპთან შეუსაბამობისა და უფლებაში ჩარევის არასათანადო
გარანტიების გამო, ძალადაკარგულად იქნა მიჩნეული ევროპის მართლმსაჯულების
სასამართლოს 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე C-293/12; C-594/12).
აღნიშნული დირექტივის ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ, კი ევროკავშირის წევრმა
ქვეყნებმა
გარკვეული
ცვლილებები
განახორციელეს
შიდასახელმწიფოებრივ
კანონმდებლობებში ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების
შენახვის ვადების შემცირების მიზნით. მაგალითად, ბელგიაში მონაცემთა შენახვის
მაქსიმალურ ვადაა 12 თვე, საფრანგეთში 1 წელი, გერმანიაში 4 ან 10 კვირა მონაცემთა
კატეგორიის მიხედვით, იტალიაში 24 თვე, 12 თვე ან 30 დღე მონაცემთა კატეგორიების
მიხედვით, ესპანეთში 12 თვე, რომელიც შესაძლოა შემცირდეს 6 თვემდე ან გაიზარდოს 2
წლამდე ვადით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ დანაშაულის გამოძიებისა და
აღკვეთის მიზნით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების
ფლობა შესაძლოა ლეგიტიმურად მიჩნეულ იქნეს მხოლოდ მცირე პერიოდის განმავლობაში.
თუმცა, მნიშვნელოვანია აქვე ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად
იმისა, რომ არ არის მიზანშეწონილი განხორციელდეს დანაშაულის გამოძიებისა და აღკვეთის
მიზნით ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ხანგრძლივი
პერიოდით
ფლობა,
აღნიშნული
არ
გამორიცხავს
სამართალდამცავი
ორგანოების
უფლებამოსილებას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ საქართველოს სისხლის
სამართლის
საპროცესო
კომუნიკაციის
კოდექსის
მაიდენტიფიცირებელ
შესაბამისად,
იმ
წვდომა
მონაცემებზე,
იქონიონ
ელექტრონული
რომელსაც
ელექტრონული
კომუნიკაციის განმახორციელებელი კომპანიები შესაძლოა ფლობდნენ სხვა ლეგიტიმური,
სახელშეკრულებო თუ საგადასახადო, მიზნებისთვის. სწორედ აღნიშნული გარემოებით არის
განპირობებულ წინამდებარე კანონის პროექტის შესაბამისად საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი თანმდევი ცვლილებების შემუშავება,
რომელის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს ენიჭებათ უფლებამოსილება დანაშაულის
გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების,
ისევე როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1381 მუხლით
გათვალისწინებული
მიზნებისათვის
ელექტრონული
კომუნიკაციის
კომპანიიდან
გამოითხოვოს მხოლოდ ის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი,
რომელზეც გასული არ არის წინამდებარე კანონის პროექტის თანახმად მონაცემთა
შენახვისათვის დადგენილი ვადები. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ
ისეთ მონაცემებთან (კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები
3
და მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისათვის
საჭირო მონაცემები) მიმართებით კი, რომელთა ფლობა არ წარმოადგენს სახელშეკრულებო
და საგადასახადო მიზნების მიღწევისთვის აუცილებელ საშუალებას, კანონის პროექტის
თანახმად, მათი შენახვის ვადად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოს
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მე-15
მუხლის
გათვალისწინებით, განსაზღვრულ იქნა არაუმეტეს ერთი წლის პერიოდი.
ამასთან, გარდა უშუალოდ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი
მონაცემების შენახვის კონკრეტული ვადების განსაზღვრისა, პირადი ცხოვრების უფლებაში
ჩარევისას, ისევე როგორ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას, პროპორციულობის
პრინციპის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე მნიშვნელოვანია კანონმდებლობის
თანახმად, განისაზღვროს ელექტრონული კომუნიკაციის განმახორციელებელი კომპანიების
ვალდებულება
კანონის
პროექტით
უზრუნველყოს
აღნიშნულ
გათვალისწინებული
მონაცემთა
წაშლა,
ვადების
განადგურება
ამოწურვისთანავე
ან
შენახვა
პირის
იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, რაც ასევე გათვალისწინებულია წინამდებარე
კანონის პროექტის თანახმად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზოგადად, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ფლობა,
თავად მონაცემთა შინაარსის გათვალისწინებით, შესაძლოა ემსახურებოდეს სხვადასხვა, მათ
შორის
სახელშეკრულებო,
საგადასახადო,
დანაშაულის
გამოძიებისა
და
აღკვეთის,
ლეგიტიმურ მიზნებს. თუმცა, იმისათვის, რომ ნებისმიერ ლეგიტიმური მიზნით, ადამიანის
პირად
ცხოვრებაში
ჩარევა,
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელი
მონაცემების ფლობის გზით, მიჩნეულ იქნეს მართლზომიერად, აუცილებელია, რომ გარდა
ლეგიტიმური
მიზნის
არსებობისა,
უფლებაში
ჩარევა
აკმაყოფილებდეს
თანაზომიერების/პროპორციულობის პრინციპის მოთხოვნებს.
საგულისხმოა, რომ მოცემული მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობა არ
ითვალისწინებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის
ვადებს. შესაბამისად აღნიშნული წარმოადგენს პრაქტიკის რეგულირების საკითხს და
დამოკიდებულია სხვადასხვა ელექტრონული კომუნიკაციის განმახორციელებელ კომპანიათა
შიდაუწყებრივ
სამართლებრივ
რეგულირებას
თუ
პოლიტიკაზე,
რაც
წარმოშობს
არაერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბების და შესაბამისად, პირადი ცხოვრების
უფლებაში არამართლზომიერი ჩარევის რისკებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის გზით, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევისას
თანაზომიერების
პრინციპი
იქნება
უზრუნველყოფილი,
ერთგვაროვანი
პრაქტიკის
დამკვიდრების მიზნით, რითაც ერთი მხრივ დადგინდება ელექტრონული კომუნიკაციის
4
კომპანიათა მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების
შენახვის
ვადები,
ხოლო
მეორე
მხრივ
განისაზღვრება
კომპანიათა
ვალდებულება
მითითებული ვადის ამოწურვისთანავე უზრუნველყონ მონაცემთა წაშლა, განადგურება ან
შენახვა პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტის თანახმად, შემოთავაზებულია „ელექტრონული კომუნიკაციების
შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატოს 85 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 85 ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის
ვადები
1.
ელექტრონული
კომუნიკაციის
კომპანია
უფლებამოსილია
ელექტრონული
კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეინახოს:
ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულების
შეწყვეტიდან
არაუმეტეს 4 წლისა:
ხელშეკრულების
საფუძველზე მომხმარებლისთვის
მიწოდებული მომსახურების მომხმარებელთან დაკავშირებული მონაცემები (მომხმარებლის
ვინაობა, მისამართი, სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, ანგარიშისა და გადასახადების (მათ
შორის მომსახურების საფასური) შესახებ ინფორმაცია, დამონტაჟებული საკომუნიკაციო
აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ინფორმაცია, მომსახურების
მიწოდების მიზნით მინიჭებული სააბონენტო ნომერი, და სხვ.);
ბ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წლისა:
ბ.ა) მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის
იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;
ბ.ბ)
კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისათვის საჭირო
მონაცემები;
ბ.გ) კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისათვის
საჭირო მონაცემები;
ბ.დ) კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;
გ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს ერთი წლისა:
გ.ა) კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;
გ.ბ)
მობილური
კომუნიკაციის
აღჭურვილობის
ადგილმდებარეობის
იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები.
2. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიაკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების
5
შენახვისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვისთანავე უზრუნველყოს ამ მონაცემების
წაიშალა ან განადგურება ან შენახვა პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად შერჩეულია „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების თარიღი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება არ არსებობს.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი სამი წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით 2019-2022 წლებში ხარჯების გამოყოფის
საჭიროება არ არსებობს.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
6
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზეც
მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
დადგენილი
(ფულადი
შენატანის)
გადასახადის,
ოდენობა
მოსაკრებლის
შესაბამის
ან
ბიუჯეტში
სხვა
და
სახის
ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი
შენატანი) არ დგინდება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
7
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ცოტნე
ზურაბიანი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი
8