„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.05.2019
ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი
ნომერი
#07-3/353/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-27
ბიუროს ნომერი 261

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე16 მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი“; 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 9014 მუხლი: „მუხლი 9014. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი 1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად მიაქცევს სახელმწიფო ინსპექტორი. სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივ აქტში ზუსტად განსაზღვრება, თუ რა მოქმედების განხორციელება ევალება პირს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ნებაყოფლობით უნდა აღსრულდეს იმავე აქტით განსაზღვრულ ვადაში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის იძულებით აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო იწყებს დამრღვევის მიერ აქტით განსაზღვრულ ვადაში ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემდეგ, რის შესახებაც ბიურო აფრთხილებს დამრღვევს და აძლევს დამატებით 10 დღიან ვადას აქტის ნებაყოფლობითი შესრულების მიზნით. 4. აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება დამრღვევ პირს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვროს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ განისაზღვროს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი, კერძოდ, განისაზღვროს ნებაყოფლობითი და იძულებითი აღსრულების პირობები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, იგი შესაბამისობაში იქნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონთან, ასევე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან. გარდა ამისა, დადგინდება სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტის აღსრულების წესი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის მე16 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად მიაქცევს სახელმწიფო ინსპექტორი. სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივ აქტში ზუსტად განსაზღვრება, თუ რა მოქმედების განხორციელება ევალება პირს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის. სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ნებაყოფლობით უნდა აღსრულდეს იმავე აქტით განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის იძულებით აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო იწყებს დამრღვევის მიერ აქტით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემდეგ, რის შესახებაც ბიურო აფრთხილებს დამრღვევს და აძლევს დამატებით 10 დღიან ვადას აქტის ნებაყოფლობითი 1 შესრულების მიზნით. კანონპროექტით, აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება დამრღვევ პირს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად შერჩეულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების თარიღი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი სამი წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით 2019-2022 წლებში ხარჯების გამოყოფის საჭიროება არ არსებობს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. 2 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზეც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის დადგენილი (ფულადი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ან ბიუჯეტში სხვა და სახის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი) არ დგინდება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები 3 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი 4