„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.05.2019
ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი
ნომერი
#07-3/353/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-27
ბიუროს ნომერი 261

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 42) 181 მუხლის მე-3 და მე4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, სკოლას მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორება, განახლება, შევსება ან დაბლოკვა, აგრეთვე მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის მსმენელის მოთხოვნის წარდგენა, მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17-მე-19 მუხლებით დადგენილი წესებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს იუსტიციის მსმენელის უფლებას მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება ან დამატება, თუ არსებობს შესაბამისი საფუძვლები. ხოლო მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ აღნიშნული უფლების რეალიზება უნდა მოხდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლებით დადგენილი წესებით, რომლებითაც დადგენილია მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლისა და განადგურების პროცედურა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტი ადგენს მონაცემთა სუბიექტის უფლებას, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოითხოვოს მისი მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, აგრეთვე მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. ასევე დადგენილია ამ უფლებების რეალიზების პროცედურები. აღნიშნული უფლებები და პროცედურები გაწერილია კანონპროექტის მე-17-მე-19 მუხლებში. ამდენად, „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-3 პუნქტი საჭიროებს კორექტირებას, რათა სრულად იყოს მითითებული იუსტიციის მსმენელის ყველა უფლება და უფლებების წარმოშობის საფუძვლები, ხოლო ამავე მუხლის მე4 პუნქტით მითითება უნდა გაკეთდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17-მე-19 მუხლებზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; წარმოდგენილი კანონის მიღება აუცილებელია „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტის მე-17-მე-19 მუხლებთან. 1 ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილ იქნება „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის შესაბამისობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტის მე-17-მე-19 მუხლებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის 181 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების ჩამოყალიბება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, სკოლას მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორება, განახლება, შევსება ან დაბლოკვა, აგრეთვე მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არსებობს შესაბამისი საფუძვლები. აგრეთვე, იუსტიციის მსმენელის მოთხოვნის წარდგენა, მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17-მე-19 მუხლებით დადგენილი წესებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ, რაც თანხვედრაშია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების თარიღთან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება არ არსებობს ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი სამი წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით 2019-2022 წლებში ხარჯების გამოყოფის საჭიროება არ არსებობს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო საშემოსავლო ნაწილზე: 2 ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზეც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ან ბიუჯეტში სხვა და სახის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი) არ დგინდება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: 3 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი 4