„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-03
ბიუროს ნომერი 267
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
1
პროექტი
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 29-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 291 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 291. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ
საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაცემის წესი“
ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისათვის წარსადგენი
დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების
პროცედურები, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი
კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილების
მიხედვით“.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე
უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა.
მუხლი 3. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი რიგი ლიცენზიის გაცემას ითვალისწინებს,
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს
სამხედრო-ტექნიკურ
საკითხთა
მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე. თუმცა,
სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი
დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების
პროცედურები, აგრეთვე, გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი
კრიტერიუმები კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, დღის
წესრიგში
დადგა
მითითებული
პროცედურის
განსაზღვრის
საჭიროება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილია კანონის პროექტი, რომლის თანახმად,
სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი
დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების
პროცედურები
და
გადაწყვეტილების
მიღებისას
გასათვალისწინებელი
კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
კანონპროექტის მიზანია შემუშავდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ რეკომენდაციის
გაცემის წესი, კერძოდ, განისაზღვროს კომისიისთვის წარსადგენი დოკუმენტების
ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, აგრეთვე,
განისაზღვროს გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები.
ამგვარი მიდგომაა განვითარებული ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების
პროდუქციის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა
მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის
მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, აგრეთვე, გადაწყვეტილების
მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები კანონმდებლობით არ არის
განსაზღვრული. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მითითებული პროცედურის
განისაზღვის საჭიროება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განისაზღვრება სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის
წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების
პროცედურები
და
გადაწყვეტილების
მიღებისას
გასათვალისწინებელი
კრიტერიუმები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
თანახმად,
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
განისაზღვრება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ
საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის წესი. კერძოდ,
კომისიისთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ
გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღებისას
გასათვალისწინებელი კრიტერიუმები;
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედებისათვის აუცილებელია გარკვეული ღონისძიებების
განხორციელება, შესაბამისად მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს
გამოქვეყნებისთანავე, ხოლო გარკვეული დებულებები 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს მის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას საქართველოს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე, როგორც 2019, ასევე 2020-2022 წლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, როგორც 2019, ასევე 2020-2022 წლებში.
კანონპროექტის
თანახმად,
წესდება
მუდმივმოქმედი
კომისიის
მიერ
გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები, რომლებიც
ბუნებრივია ლიცენზიის მაძიებელს დაავალდებულებს საბროკერო მომსახურება
აწარმოოს განსაზღვრული კრიტერიუმების ფარგლებში. საბროკერო მომსახურების
ლიცენზიის შემთხვევაში გავრცელდება მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის N372
დადგენილებით გათვალისწინებული კრიტერიუმები, რომლებიც შესაბამისობაშია
„იარაღით ვაჭრობის“ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან. კრიტერიუმების
დაწესების მიზანი სწორედ ისაა, რომ ლიცენზიის მფლობელის საქმიანობა
შესაბამისობაში იყოს „იარაღით ვაჭრობის“ საერთაშორისო ხელშეკრულებით
განსაზღვრულ გლობალური უსაფრთხოების ხელშემწყობ კრიტერიუმებთან.
შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება კრიტერიუმებთან
მიმართებით გავლენას არ მოახდენს გასაცემი ლიცენზიების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას საქართველოს სახელმწიფო
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, როგორც 2019, ასევე 20202022 წლებში.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის
თანახმად,
წესდება
მუდმივმოქმედი
კომისიის
მიერ
გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები, რომლებიც
ბუნებრივია ლიცენზიის მაძიებელს დაავალდებულებს საბროკერო მომსახურება
აწარმოოს განსაზღვრული კრიტერიუმების ფარგლებში. საბროკერო მომსახურების
ლიცენზიის შემთხვევაში გავრცელდება მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის N372
დადგენილებით გათვალისწინებული კრიტერიუმები, რომლებიც შესაბამისობაშია
„იარაღით ვაჭრობის“ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან. კრიტერიუმების
დაწესების მიზანი სწორედ ისაა, რომ ლიცენზიის მფლობელის საქმიანობა
შესაბამისობაში იყოს „იარაღით ვაჭრობის“ საერთაშორისო ხელშეკრულებით
განსაზღვრულ გლობალური უსაფრთხოების ხელშემწყობ კრიტერიუმებთან.
ამდენად, კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება როგორც 2019,
ასევე 2020-2022 წლებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
და
მიმართება
შეთანხმებებთან,
საქართველოს
აგრეთვე,
ორმხრივ
ისეთი
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ
დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი.