„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი
ნომერი
#07-3/356/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-03
ბიუროს ნომერი 267

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (სსმ, 26, 05/09/2003 სარეგისტრაციო კოდი 210.020.100.05.001.001.364) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლელება: 1. მე-6 მუხლს დაემატოს 92 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „92. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზია - 700 ლარი.“; 2. მე-7 მუხლს დაემატოს 131 და 132 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „131. სამხედრო პროდუქციის საბროკერო მომსახურების ნებართვა - 700 ლარი; 132. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საბროკერო მომსახურების ნებართვა 700 ლარი.“. მუხლი 2. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
1 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება სამი ძირითადი მიზეზით არის განპირობებული. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს: - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 371 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების სალიცენზიო მოსაკრებელს; 4 - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 17 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის გაცემის მოსაკრებელს; 3 - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 27 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის გაცემის მოსაკრებელს. კანონპროექტის მიღების მიზანია შესაბამისობაში მოვიდეს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონთან. ამასთან, საბროკერო მომსახურების ლიცენზიის და ნებართვის გაცემისათვის შემოღებულ იქნეს მოსაკრებელი, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული კონტროლის მექანიზმის სრულყოფას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები შესაბამისობაში მოვა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონთან. აგრეთვე, განისაზღვრება საბროკერო მომსახურების ლიცენზიის და ნებართვის გაცემისათვის მოსაკრებელი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი წარმოადგენს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტის თანამდევ პროექტს, რომლის მიხედვით: - მე-6 მუხლს 93 ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც - სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზია განისაზღვრება 700 ლარით; - მე-7 მუხლს ემატება 131 და 132 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც სამხედრო პროდუქციის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, საბროკერო მომსახურების ნებართვის მისაღებად მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 700 ლარით. 2 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანინში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების თანმდევ კანონპროექტს და ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტების გარკვეული დებულებები ძალაში შედის 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, მიზანშეწონილია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით 2019 წლის 1 ოქტომბერი განისაზღვროს კანონის ძალაში შესვლის თარიღად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს მის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე ხარჯების გაღების ნაწილში, როგორც 2019, ასევე 2020-2022 წლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე 2019-2022 წლებში. სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების დაწესების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს შემოსავალს მოსაკრებლის სახით. გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დამოკიდებული იქნება ლიცენზიის მიმღებთა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტის თანახმად განისაზღვრება სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის, სამხედრო პროდუქციის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის და საბროკერო მომსახურების ნებართვის მოსაკრებელი. კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე ხარჯების გაღების ნაწილში, როგორც 2019, ასევე 20202022 წლებში, ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული კანონით დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებას არსებული ადამიანური რესურსის ფარგლებში. 3 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, ვის მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის, სამხედრო პროდუქციის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის და საბროკერო მომსახურების ნებართვის მოსაკრებელის საფასური თითოეულ მათგანზე განისაზღვრა 700 ლარით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; პროექტის თანახმად განისაზღრება სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის, სამხედრო პროდუქციის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის და საბროკერო მომსახურების ნებართვის მოსაკრებელი. თითოეულ მათგანზე მოსაკრებელის საფასური შეადგენს 700 ლარს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 4 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი. გამოყენებული კანონპროექტის