„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი
ნომერი
#07-3/356/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-03
ბიუროს ნომერი 267

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს ცვლილება: 1. 91 მუხლის შემდეგ დაემატოს 92 მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 92. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემი ორგანო და გაცემის საფუძველი 1. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიას გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 2. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის მაძიებელი და მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული რეზიდენტი. 3. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა ამავე კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.”. 2. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს 161 მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 161. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაცემის წესი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3.კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 371 პუნქტი განსაზღვრავს ლიცენზიის ერთ-ერთ სახეს სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიას. თუმცა არ არის დარეგულირებული სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემი ორგანო, მისი გაცემის საფუძველი და რეკომენდაციის გაცემის წესი. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს ზემოაღნიშნული ლიცენზიის გაცემცემი ორგანო, გაცემის საფუძვლები და რეკომენდაციის გაცემის წესი. კანონპროექტის მიღების მიზანია სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემი ორგანოს, მისი გაცემის საფუძველების და რეკომენდაციის გაცემის წესის განსაზღვრა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის დარეგულირებული სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემი ორგანო, მისი გაცემის საფუძველი და რეკომენდაციის გაცემის წესი. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს ზემოაღნიშნული ლიცენზიის გაცემცემი ორგანო, გაცემის საფუძვლები და რეკომენდაციის გაცემის წესი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად განისაზღვრება სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემი ორგანო და ლიცენზიის გაცემის საფუძველი. ასევე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი წარმოადგენს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტის თანამდევ პროექტს. კანონპროექტის მიხედვით კანონს ემატება: ,,მუხლი 92. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემი ორგანო და მისი გაცემის საფუძველი“, რომელიც სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემ ორგანოდ განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ადგენს სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გაცემის საფუძველს, - ,,მუხლი 161 . საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაცემის წესი“, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქიდან რომ კანონპროექტის ამოქმედებისათვის გარკვეული ღონისძიებების განხორციელება არის აუცილებელი მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო გარკვეული დებულებები 2019 წლის 1 ოქტომბრიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს მის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე 2019-2022 წლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის თანახმად, წესდება მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები, რომლებიც ბუნებრივია ლიცენზიის მაძიებელს დაავალდებულებს საბროკერო მომსახურება აწარმოოს განსაზღვრული კრიტერიუმების ფარგლებში. საბროკერო მომსახურების ლიცენზიის შემთხვევაში გავრცელდება მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის N372 დადგენილებით გათვალისწინებული კრიტერიუმები, რომლებიც შესაბამისობაშია „იარაღით ვაჭრობის“ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან. კრიტერიუმების დაწესების მიზანი სწორედ ისაა, რომ ლიცენზიის მფლობელის საქმიანობა შესაბამისობაში იყოს „იარაღით ვაჭრობის“ საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრულ გლობალური უსაფრთხოების ხელშემწყობ კრიტერიუმებთან. აქედან გამომდინარე, კანონპროექტში აღნიშნული ცვლილება გავლენას არ იქონიებს ლიცენზიების გაცემის რაოდენობაზე. ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ რეკომენდაცის გაცემა არ საჭიროებს რაიმე სახის საფასურის გადახდას. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, როგორც 2019, ასევე 2020-2022 წლებში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. კომისია დაკომპლექტებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრობლებით (თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალური ინსპექციის იურიდიული და სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტების უფროსები), მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია არ საჭიროებს რაიმე სახის საფასურის გადახდას. აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებები (კომისისი წევრთა შრომის ანაზღაურება). შესაბამისად, კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე 2019-2022 წლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის თანახმად, წესდება მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები, რომლებიც ბუნებრივია ლიცენზიის მაძიებელს დაავალდებულებს საბროკერო მომსახურება აწარმოოს განსაზღვრული კრიტერიუმების ფარგლებში. საბროკერო მომსახურების ლიცენზიის შემთხვევაში გავრცელდება მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის N372 დადგენილებით გათვალისწინებული კრიტერიუმები, რომლებიც შესაბამისობაშია „იარაღით ვაჭრობის“ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან. კრიტერიუმების დაწესების მიზანი სწორედ ისაა, რომ ლიცენზიის მფლობელის საქმიანობა შესაბამისობაში იყოს „იარაღით ვაჭრობის“ საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრულ გლობალური უსაფრთხოების ხელშემწყობ კრიტერიუმებთან. ამდენად, კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი.