„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა (2)
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-03
ბიუროს ნომერი 267
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის:
ა) 27-ე პუნქტი ჩამყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. კვადროციკლი − მსუბუქი კვადროციკლისაგან განსხვავებული ოთხთვლიანი მექანიკური
სატრანსპორტო საშუალება, რომლის მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25
კმ/სთ-ს და რომლის ძრავას სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს, ხოლო დაუტვირთავი მასა 400
კგ-ს ან 550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად. ელექტროსატრანსპორტო
საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ
ითვლება.“;
ბ) 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„35. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი (თვითმავალი) სატრანსპორტო
საშუალება,
გარდა
კიდულძრავიანი
ველოსიპედისა,
ორბორბლიანი
ელექტროთვითმგორავისა,
სალიანდაგო
სატრანსპორტო
საშუალებისა
და
სხვა
სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.“;
გ) 42-ე - 44-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„42. მოპედი – ორ - ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის
კონსტრუქციული სიჩქარე არ უნდა იყოს 25 კმ/სთ-ზე ნაკლები და 45 კმ/სთ-ზე მეტი. ამასთან
ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა
მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3-ს, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში
მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს. სამთვლიანი სატრანსპორტო
საშუალების შემთხვევაში შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა არ უნდა
აღემატებოდეს 50 სმ3-ს, ნაპერწლური ანთების ძრავის შემთხვევაში, სხვა შიგაწვის ძრავის
შემთხვევაში მაქსიმალური გამომავალი სიმძლავრე - 4 კვტ-ს, ხოლო ელექტროძრავას
შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს.
43. მოტორიზებული ტრიციკლი − სიმეტრიულად განლაგებული სამი ბორბლის მქონე
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავას (თუ მას აქვს შიგაწვის
ძრავა) ცილინდრის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ3-ს ან/და კონსტრუქციული სიჩქარე − 45
კმ/სთ-ს.
44. მოტოციკლი − ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ეტლით ან მის გარეშე,
რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია ან/და კონსტრუქციული
სიჩქარე აღემატება 45 კმ/სთ-ს.“;
დ) 46-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„46. მსუბუქი ავტომობილი − არაუმეტეს 3 500 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე
ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა), რომლის დასასხდომი ადგილების
რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.”;
ე) 47-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„47. მსუბუქი კვადროციკლი − ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის
კონსტრუქციული სიჩქარე არ უნდა იყოს 25 კმ/სთ-ზე ნაკლები და 45 კმ/სთ-ზე მეტი და
შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ნაპერწლური ანთების
ძრავის შემთხვევაში, სხვა შიგაწვის ძრავის შემთხვევაში მაქსიმალური გამომავალი სიმძლავრე
- 4 კვტ-ს, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე −
4 კვტ-სდა რომლის დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში −
აკუმულატორის მასის ჩაუთვლელად) არ აღემატება 350 კგ-ს.“;
ვ) 49-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„49. მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. მძღოლთან
გათანაბრებულია მეხრე. სასწავლო სვლის განხორციელებისას მძღოლთან გათანაბრებულია
ინსტრუქტორ-მასწავლებელიც. მძღოლად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ დაშვებული იქნა სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, ამ გამოცდის
მიმდინარეობისას.“;
ზ) 70-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 701 პუნქტი:
„701. საგამოცდო მარშრუტი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
დატკიცებული სვლაგეზი, სადაც ტარდება
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე
ეტაპი.“;
თ) 82-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
2. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების
შეუძლებლობის შემთხვევაში ქვეითს შეუძლია გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე. თუ
არსებობს ველობილიკი და მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა, ქვეითს
უფლება აქვს, გადაადგილდეს მასზე, თუმცა მან არ უნდა გაართულოს ველოსიპედებისა და
ველობილიკზე მოძრაობის უფლების მქონე სხვა სატრანსპორტო საშუალებების
(კიდულძრავიანი ველოსიპედი, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი, ველოსიპედი და
სხვა უძრავო სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე, ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის
კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს) მოძრაობა.“;
3. 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:
„7. ველობილიკსა და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მოძრავმა ველოსიპედისტმა და მასზე
მოძრავმა სხვა სატრანსპორტო საშუალების (რომელსაც აქვს ველობილიკსა და ველოსიპედის
მოძრაობის ზოლზე მოძრაობის უფლება) მძღოლებმა ამ გზის სავალ ნაწილთან გადაკვეთაზე
უნდა იხელმძღვანელონ ველოსიპედის მოძრაობის რეგულირებისათვის განკუთვნილი
შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალებით. ველოსიპედის მოძრაობის რეგულირებისათვის
გამოიყენება ვერტიკალურად განლაგებული ორი ან სამი მრგვალი ფერადი მაშუქი სიგნალის
მქონე შუქნიშანი. ფერადი მაშუქი სიგნალები განლაგებულია შემდეგი თანამიმდევრობით:
ზევით − წითელი, შუაში − ყვითელი (მისი არსებობის შემთხვევაში), ქვევით − მწვანე.
ველოსიპედისტის
მოძრაობის
რეგულირებისათვის
შეიძლება
გამოყენებულ
იქნეს
შემცირებული ზომის მრგვალსიგნალიანი შუქნიშანი სწორკუთხოვანი (200X200 მმ) თეთრი
დამატებითი დაფით, რომელზედაც აღბეჭდილია შავი ველოსიპედის გამოსახულება. გზის
სავალ ნაწილთან გადაკვეთაზე ამ ტიპების შუქნიშნების არარსებობის შემთხვევაში
აღნიშნულმა საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ ქვეითისათვის ამ
მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.“;
4. 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
გარდა
ამ
კანონით
განსაზღვრული
შემთხვევებისა,
ორბორბლიანი
ელექტროთვითმგორავის და იმ სატრაპორტო საშუალების, რომლის კონსტრუქციული
სიჩქარე არ აღემატება 25კმ/სთ-ს, აგრეთვე, კიდულძრავიანი ველოსიპედის, ველოსიპედის ან
სხვა უძრავო სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს, მათთვის განკუთვნილი მოძრაობის
ზოლის ან ბილიკის არარსებობის შემთხვევაში, შეუძლიათ ისარგებლონ მოძრაობის
მიმართულებით არსებული ნებისმიერი ამისთვის ვარგისი გზისპირით, თუ ეს არ
დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.“;
5. 32-ე მუხლების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე
მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს,
ველოსიპედისტს, კიდულძრავიანი ველოსიპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა
და იმ სატრაპორტო საშუალების, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25კმ/სთ-ს,
მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.“;
6. 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“, „A2“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით;“;
7. 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, კიდულძრავიანი ველოსიპედის მოძრაობა ყველა
გზაზე, სადაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს
45 კმ/სთ სიჩქარით;“;
8. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკმარისი ადგილის არსებობისას ველოსიპედისტს და კიდულძრავიანი ველოსიპედის
მძღოლს შეუძლია გაჩერებულ ან დაბალი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს
მარჯვენა მხრიდან შემოუაროს.“;
9. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, კიდულძრავიანი ველოსპედის,
მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა
და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა,
აგრეთვე იმ ავტომობილის (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული
სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო
საშუალებაზე,
რომელიც
ავტომაგისტრალზე
მოძრაობს
უფლებამოსილ
ორგანოსთან
(უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ
შეთანხმების პირობების შესაბამისად);“;
10. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43. ველოსიპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის,
ველოსიპედის,
მოპედის,
მსუბუქი
კვადროციკლის,
მოტოციკლის,
კიდულძრავიანი
თოვლმავლის,
მოტოციგის და სხვა სატრანსპორტო საშუალების, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ
აღემატება 25 კმ/სთ-ს, მძღოლებთან დაკავშირებული სპეციალური წესები
1. გზაზე ველოსიპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა და სხვა სატრანსპორტო
საშუალების, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს, მართვა
ნებადართულია
არანაკლებ
14
წლის
ასაკის
პირისთვის,
ხოლო
კიდულძრავიანი
ველოსიპედის, თოვლმავლისა და მოტოციგის მართვა – 16 წლის ასაკის პირისთვის, მხოლოდ
შესაბამისი სპეციალური ჩაფხუტით.
2. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკის, თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის
არსებობისას ველოსიპედის, კიდულძრავიანი ველოსიპედის, თოვლმავლისა და მოტოციგის
მძღოლებს ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის,
ველობილიკისა და თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის მიღმა გადაადგილება. ველოსიპედის
და თოვლმავლის/მოტოციგის გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ
გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს
არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე
(ტრასაზე) თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, გარდა
თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) უფლებამოსილი პირების მიერ
სამაშველო,
სარეაბილიტაციო,
საპოლიციო
და
სხვა
მიზნებით
გადაადგილების
შემთხვევებისა, რომელთა თოვლმავალი/მოტოციგა აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 1,5
მეტრის სიმაღლეზე (თოვლმავლის შემთხვევაში – კაბინაზე, ხოლო მოტოციგისა და სხვა
შემთხვევაში – სპეციალურ ჭოკზე) განთავსებული ციმციმათი.
3. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას,
ამასთანავე, თუ გზის სავალ ნაწილზე გართულებულია მოძრაობა, დასაშვებია ველოსიპედით
ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ არ შეფერხდება ქვეითთა მოძრაობა.
4. ველოსიპედისტებისათვის და კიდულძრავიანი ველოსიპედის მძღოლებისათვის,
დასაშვებია კოლონად გადაადგილება. ველოსიპედების კოლონების გზის სავალ ნაწილზე
მოძრაობის შემთხვევაში ისინი უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 ერთეულისა
თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100
მეტრი.
5. ველოსიპედისტებს და კიდულძრავიანი ველოსიპედის მძღოლებს ეკრძალებათ მარცხნივ
მოხვევა ან გზაზე მობრუნება იქ, სადაც ტრამვაის ლიანდაგია, აგრეთვე იმ გზაზე,
რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ერთზე მეტი
ზოლია.
6. გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე
ველოსიპედისა და კიდულძრავიანი ველოსიპედის მძღოლებმა გზა უნდა დაუთმონ ამ გზაზე
მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს.
7. ველოსიპედის, კიდულძრავიანი ველოსიპედის,თოვლმავლის, მოტოციგისა და მსუბუქი
კვადროციკლის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ
უჭირავთ. აკრძალულია ველოსიპედის, კიდულძრავიანი ველოსიპედის,თოვლმავლის,
მოტოციგის, მსუბუქი კვადროციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის და სხვა
სატრანსპორტო საშუალების, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს,
ბუქსირება, ან აღნიშნული ტრანსპორტით სხვა სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება
(გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ან იმ ტვირთის
გადაზიდვა, რომელიც გაბარიტების გარეთ სიგანეზე ან სიგრძეზე 0,5 მეტრზე მეტადაა
გადმოშვერილი, ან ისეთი საგნის გადატანა/მიწოლა, რომელსაც შეუძლია მძღოლს ხელი
შეუშალოს მართვაში ან საფრთხე შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ეს წესი
გამოიყენება მოტოციკლისა და ორთვლიანი მოპედის მძღოლთა მიმართაც, მაგრამ,
ამასთანავე, მათ საჭე ორივე ხელით უნდა ეჭიროთ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა
აუცილებელია ამ კანონით განსაზღვრული მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული
სიგნალების ხელით მიცემა.
8. დასაშვებია ველოსიპედით, კიდულძრავიანი ველოსიპედით, თოვლმავლით, მოტოციგით,
ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით, უეტლო მოტოციკლით იმ მისაბმელის ბუქსირება,
რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ ტრანსპორტთან ერთად ექსპლუატაციისათვის.
9. ველოსიპედის და კიდულძრავიანი ველოსიპედის
მძღოლებს ეკრძალებათ მგზავრის
გადაყვანა (გარდა 7 წლამდე ბავშვისა, თუ აღნიშნული ტრანსპორტი საიმედო საფეხურებითა
და
დამატებითი
დასაჯდომითაა
აღჭურვილი).
მოტოციკლის,
მოპედის,
მსუბუქი
კვადროციკლის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ
მხოლოდ ეტლით (თუ ასეთი არსებობს) ან/და მძღოლის უკან მოწყობილი დამატებითი
დასაჯდომით,
მხოლოდ
შესაბამისი
სპეციალური
ელექტროთვითმგორავით მგზავრის გადაყვანა აკრძალულია.
ჩაფხუტით.
ორბორბლიანი
10.
გადაადგილებისას
მოტოციკლის,
მოპედის,
კიდულძრავიანი
ველოსიპედის,
კვადროციკლის, მსუბუქი კვადროციკლის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებმა და
მათმა მგზავრებმა შესაბამისი სპეციალური ჩაფხუტები უნდა გამოიყენონ.
11. ველოსიპედს უნდა ჰქონდეს გამართული მუხრუჭი, საჭე და ხმოვანი სიგნალი. ის უნდა
აღიჭურვოს: წინ – შუქამრეკლითა და თეთრი ფარნით ან ფარით (დღე-ღამის ბნელ დროს ან
არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისათვის), უკან – შუქამრეკლით ან წითელი
ფარით, ორივე გვერდითი მხრიდან – ნარინჯისფერი ან წითელი შუქამრეკლით.
12.
ორბორბლიანი
ელექტროთვითმგორავით,
თოვლმავლით,
მოტოციგით
და
სხვა
სატრანსპორტო საშუალების, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს,
მოძრაობა დასაშვებია გვერდულაზე, ტროტუარზე, ქვეითთა ბილიკზე, ქვეითთა ზონაში,
საცხოვრებელ ზონაში, ველობილიკსა და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე. იმ ადგილას,
სადაც ქვეითები მოძრაობენ, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით, მოტოციგით და სხვა
სატრანსპორტო საშუალებით, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს,
მოძრავებმა გზა უნდა დაუთმონ ქვეითებს, არ უნდა შეაფერხონ ისინი და საფრთხე არ უნდა
შეუქმნან მათ მოძრაობას.
13. იმ ადგილას, სადაც ქვეითები მოძრაობენ, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის,
თოვლმავლის, მოტოციგის და სხვა სატრანსპორტო საშუალების, რომლის კონსტრუქციული
სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მართებული სიახლოვითა
და ქვეითის ჩვეულებრივი სიჩქარით (5 კმ/სთ-ით). ქვეითთა არარსებობის შემთხვევაში
ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლის, მოტოციგის და სხვა სატრანსპორტო
საშუალების, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს, სიჩქარე 20 კმ/სთ-ს
არ უნდა აღემატებოდეს.
14. გვერდულას, ტროტუარის, ქვეითთა ბილიკის, ველობილიკის, ველოსიპედის მოძრაობის
ზოლის,
თოვლმავლის/მოტოციგის
ბილიკის
არარსებობის
შემთხვევაში
დასაშვებია
ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავითა და მოტოციგით გზის სავალი ნაწილის კიდესთან
მოძრაობა, თუ მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა. ამ პუნქტით განსაზღვრულ
შემთხვევებში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლისა და მოტოციგის
მძღოლებმა
ველოსიპედით
გზის
სავალ
ნაწილზე
მოძრაობის
წესებით
უნდა
იხელმძღვანელონ.
15. არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე, აგრეთვე სავალ ნაწილზე არსებული იმ
ადგილის გადაკვეთისას, რომელიც შესაბამისი საგზაო ნიშნით ან ჰორიზონტალური საგზაო
მონიშვნით არ არის აღნიშნული, როგორც გადასასვლელი, ველოსიპედის, კიდულძრავიანი
ველოსიპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლის, მოტოციგის და სხვა
სატრანსპორტო საშუალების, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთს,მძღოლებს აქვთ:
ა) ვალდებულება, გზა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა
მძღოლებს (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
ბ) უპირატესობა იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც ამ სავალ ნაწილზე შესასვლელად
მოხვევის მანევრს ასრულებენ.“;
11. 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“
ქვეპუნქტი:
„დ1) ორთვლიანი მოპედით ან/და ორთვლიანი მოპედის ბუქსირება;“;
12. 49-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:
„1. დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ
სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარი/ფარები
და უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხოლო მისაბმელზე – წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ
მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა
საგაბარიტო სინათლე.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე
ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს შორი ან ახლო განათების ფარებთან ან წინა
ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად.“;
13. 53-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტის „ბ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი.“;
ბ) მე-6-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებათა, მათი
ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების
რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს, რეგისტრაციის მოწმობას,
რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს ან ნიშნებს), ტექნიკურ ტალონს, სხვა
სახის
სარეგისტრაციო
ნიშნებს
გასცემს,
აგრეთვე
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალებათა ნებადართულ
მაქსიმალურ მასასა და დაუტვირთავ მასას განსაზღვრავს (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა) სააგენტო.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია მისი კუთვნილი, ამ მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნომრიანი
აგრეგატების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება განახორციელოს თავად ან
სააგენტოში.”;
14. 54-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) რომელიც სააგენტოს მიერ დაშვებული იქნა სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, აღნიშნული გამოცდის
მიმდინარეობისას (ჩაბარებისას).“;
ბ) მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის
უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) „AM“- მოპედი ან მსუბუქი კვადროციკლი;
ბ) „A“ − მოტოციკლი, ასევე მოტორიზებული ტრიციკლი, რომლის სიმძლავრე აღემატება 15
კვტ-ს;
გ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება
„AM“ ან „A“ კატეგორიას ან „A1“, „A2“, ქვეკატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური
მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, მძღოლის
ადგილის გამოკლებით, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული
მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B“
კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური
მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი
შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს. ასევე „B“
კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური
მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი
შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს. ამ
უკანასკნელ შემთხვევაში „B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა
ბარდება სპეციალური წესით, ხოლო მართვის მოწმობაში კეთდება სათანადო აღნიშვნა
სპეციალური კოდის მეშვეობით;
დ) „C“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება
„D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა
აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, მძღოლის ადგილის
გამოკლებით, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული
მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
ე) „D“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის
დასასხდომი ადგილების რაოდენობა, მძღოლის ადგილის გამოკლებით, 8-ს აღემატება,
აგრეთვე „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული
მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
ვ) „BE“ − „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი მისაბმელის
ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს;
ზ) „CE“ − „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული
მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
თ) „DE“ − „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული
მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
ი) „T“ – სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო
საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
კ) „S“ − სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური
სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
ლ) ტრამვაი.
3. „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო
საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების
მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:
ა) „A1“ − მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, მაქსიმალური
სიმძლავრე − 11 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი 0,1 კვტ/კგ-ს (მსუბუქი
მოტოციკლი), ასევე მოტორიზებული ტრიციკლი, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს;
ბ) „A2“ - მოტოციკლი, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის
კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს;
გ) „B1“ − კვადროციკლი;
დ) „C1“ − ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“
ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3
500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა,
მძღოლის ადგილის გამოკლებით, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიის
ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ
აღემატება 750 კგ-ს;
ე) „D1“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, რომლის
დასასხდომი ადგილების რაოდენობა, მძღოლის ადგილის გამოკლებით, აღემატება 8-ს, მაგრამ
არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის
ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ
აღემატება 750 კგ-ს;
ვ) „C1E“ – „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის
ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო
ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს, ასევე „B” კატეგორიის
ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა
აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ ასეთი შემადგენლობის საერთო მასა არ აღემაღება 12 000 კგ-ს;
ზ) „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის
განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა
აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას.“;
15. 55-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის
54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო
საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა
შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდა (თეორიული ან/და პრაქტიკული).
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა შედგება
ორი ეტაპისგან.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „B“, „A1“, „AM“, „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას პირი, რომელსაც არ გაუვლია სათანადო
მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში, თუ ის არის სულ მცირე 18 წლის. ამ
პუნქტით განსაზღვრული წესი აგრეთვე ვრცელდება 22 წლის ასაკს მიღწეული პირის „A“
კატეგორიის
სატრანსპორტო
საშუალების
მართვის
უფლების
მისაღებ
გამოცდაზე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებისას.“;
გ) მე-4 პუნქტის:
გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის - 16 წელი;
გ.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:
„ა1) „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 18 წელი;“;
ა2) „A2” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის - 20 წელი;“;
გ.გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის:
ბ.ა) 22 წელი - მოტოციკლის შემთხვევაში, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს
„A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ.ბ) 24 წელი, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება;
ბ.გ) 21 წელი - მოტორიზებული ტრიციკლის შემთხვევაში;“;
გ.დ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 18 წელი;“;
გ.ე) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
16. 56-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „A“, „B“, „C“ ან „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს
აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „A1“, „A2“,
„B1“, „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ და „62“ პუნქტები:
„61. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის
მფლობელი პირი ასევე უფლებამოსილია მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო
საშუალება;
62. „A2“ ქვეკატეგორიის მფლობელი პირი ასევე უფლებამოსილია მართოს „A1“ ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო საშუალება;“;
17. 57-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „AM”, „T“ და ,„B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების მისაღებ გამოცდაზე 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის დაშვებისათვის
სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა. ამ
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს ენიჭება
შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მას
ეძლევა მართვის მოწმობა.“;
ბ) მე-2-მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
18. 58-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის
უფლების
მინიჭებასა
და
გაუქმებას,
შეჩერებული,
ჩამორთმეული
ან
შეწყვეტილი
(გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას, აგრეთვე მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის
მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემას (მათ შორის, შეცვლასა და აღდგენას)
და გაუქმებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტო.
2. პირისათვის „AM”, „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“,„A2“,
„B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მინიჭება დასტურდება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის (შემდგომ − მართვის
მოწმობა) გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება − ტრამვაის მართვის
მოწმობის გაცემით, ამასთანავე:
ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მინიჭების თარიღად ითვლება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის
გაცემის თარიღი;
ბ) „AM“, „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“,„A2“ და „B1“ კატეგორიების/ქვეკატეგორიების
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების
ვადაა:
ბ.ა) 15 წელი (გარდა ამ მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
ბ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის
მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში −
დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის
განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა;
გ) „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების/ქვეკატეგორიების
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების
ვადაა:
გ.ა) 5 წელი (გარდა ამ მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
გ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის
მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში −
დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის
განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა;
დ) ტრამვაის მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:
დ.ა) 5 წელი (გარდა ამ მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
დ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის
მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში −
დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის
განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა.“;
ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.“;
19. 59-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„გ) პირისათვის მინიჭებული „AM”, „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ „A1“, „A2“, „B1“,
„C1“, „D1“, „C1E“ ან „D1E“ კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლებისათვის
მართვის
მოწმობის
მოქმედების
ვადის
ამოწურვა
(მხოლოდ
ამ
კატეგორიისათვის ან/და ქვეკატეგორიისათვის);“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირს
ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის
საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე, გარდა ამ კანონის 54-ე
მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. სატრანსპორტო
საშუალების შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა ხორციელდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
საფუძვლებით
მართვის
უფლების
შეჩერებიდან
ამ
უფლების
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით აღდგენამდე უფლებაშეჩერებული პირი მართვის
უფლების არმქონედ ითვლება, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“;
20. 61-ე მუხლის:
ა) მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა)
ნებადართულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დახურულ
მოედანსა და ავტოდრომზე, აგრეთვე იმ გზებზე, რომელთა სიასაც დადგენილი წესით
ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. საგამოცდო მარშუტებზე
სასწავლო სვლა დაუშვებელია.
3. სასწავლო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხდება პრაქტიკული მართვის სწავლება
(სასწავლო სვლა), უნდა აღიჭურვოს ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი
გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით.
ასეთ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“
ქვეპუნქტით დადგენილი წესით უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი. თუ სასწავლო სვლა ხდება
ორთვლიანი ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ აღნიშნული
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და პირი, რომელიც მართავს მას, აღჭურვილი უნდა
იყოს უსაფრთხოების აუცილებელი საშუალებებით.“;
ბ) მე-6-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება სპეციალიზებულ
თვითმავალ მანქანასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანაზე.
7. სპეციალიზებული თვითმავალი მანქანითა და სასოფლო-სამეურნეო მანქანით სასწავლო
სვლა ნებადართულია მხოლოდ დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2019 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი
ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.
3. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა
იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული
არ აქვს მართვის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს.
4. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ფლობს
„AM“
კატეგორიის
სატრანსპორტო
საშუალებას,
ვალდებულია
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში
2020 წლის 1 იანვრამდე დაარეგისტრიროს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება. 2020
წლის 1 იანვრის შემდეგ საგზაო მოძრაობაში არ დაიშვება „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო
საშუალება,
რომელიც
სააგენტოში
რეგისტრირებული
არ
არის
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებული მართვის უფლება იურიდიულ ძალას ინარჩუნებს
იმ სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, რომელთა მართვის უფლებასაც მოიცავდა
აღნიშნული კატეგორია/ქვეკატეგორია.
6. პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ
გამოცდას ჩააბარებს (მიღებს დადებით შეფასებას) 2019 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ
გავრცელდება 2019 წლის 1 ივლისამდე არსებული რეგულაციები.
7. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2019 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს
„სატრანსპორტო
საშუალებათა
მართვის
მოწმობის
ფორმის
დამტკიცების
შესახებ“
ნორმატიული აქტის მიღება.
8. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს 2019 წლის 1 ივლისამდე
უზრუნველყოს საგამოცდო მარშრუტების განსაზღვრა.
9. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ
იურიდიულ ძალას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ,
ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებით,
დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. კერძოდ, აღნიშნული
შეთანხმების XXIV დანართით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება შეასრულოს
„მართვის მოწმობების თაობაზე“ 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს
2006/126/EC დირექტივის (შემდგომში - დირექტივა) მე-4 - მე-7 მუხლები და II და III
დანართების დებულებები. ამასთან, დირექტივის მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებისა და III
დანართის
ცალკეული
დებულებები
უკვე
იმპლემენტირებულია
საქართველოს
კანონმდებლობაში, ხოლო ნაწილის იმპლემენტირება მოხდება კანონქვემდებარე აქტებით,
კერძოდ -
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითა და
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
წინამდებარე კანონპროექტით ხდება უშუალოდ დირექტივის მე-4 მუხლისა და II დანართის
დებულებების ჰარმონიზაცია. კერძოდ დირექტივის II დანართის თანახმად სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისას სპეციალური მანევრები
შეიძლება ჩატარდეს დახურულ მოედანზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების მისაღები გამოცდის ის ნაწილი, რომლის დროსაც ფასდება მძღოლობის
კანდიდატის მოქმედება საგზაო მოძრაობისას, სადაც ეს შესაძლებელია, უნდა ჩატარდეს
რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
რაც შეეხება დირექტივის მე-4 მუხლს, იგი ეხება სატრანსპორტო საშუალებათა მართვის
მოწმობების კატეგორიებს, დეფინიციებს და მინიმალური ასაკს, რომელთანაც „საგზაო
მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომში - კანონი) სრულად არ არის
შესაბამისობაში, რის გამოც საჭიროა
კანონში რიგი ცვლილებების შეტანა. კერძოდ,
დირექტივისგან განსხვავებით კანონი არ იცნობს „AM“ კატეგორიის სატანსპორტო
საშუალებებს და შესაბამისად, ამ კატეგორიის მართვის მოწმობას. კანონი ასევე არ იცნობს „A2”
ქვეკატეგორიის მართვის მოწმობას. ასევე არსებობს გარკვეული შეუსაბამობები სხვა
კატეგორიების/ქვეკატეგორიების განმსაზღვრელ კრიტერიუმებს შორის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულების
შესრულების, საქართველოს კანონმდებლობის დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის,
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემის დახვეწისა და
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნებისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის შედეგად, შეიცვლება მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემა და
პრაქტიკული გამოცდის ერთ-ერთი კომპონენტი შესრულდება რეალური საგზაო მოძრაობის
პირობებში, რითაც მოხდება დირექტივის II დანართის მოთხოვნების იმპლემენტაცია.
ამასთან, პროექტით დადგინდება სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორიები (AM და
A2) და აგრეთვე არსებული სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები შესაბამისობაში მოვა
ზემოთ მითითებულ დირექტივის მე-4 მუხლთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი
ხდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი
(სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ
საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება), ხოლო მისი წარმატებით
ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში,
წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ
მარშრუტებზე.
გამოცდების რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება წარმოადგენს, როგორც
დირექტივის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ასევე საგზაო უსაფრთხოების
უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრევენციულ ინსტრუმენტს, რათა შემცირდეს
სატრანსპორტო შემთხვევები და ამაღლდეს საგზაო უსაფრთხოების ცოდნის დონე.
საგზაო-
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ამჟამად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად
გარდაცვლილთა რაოდენობა სავალალოა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საგზაოსატრანსპორტო შემთხვევებისა და მისგან გამოწვეული შედეგების შემცირება და პრევენცია
ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
სატრანსპორტო
საშუალების
მართვის
უფლების
მისაღები
გამოცდის
ორეტაპიანად
გარდაქმნა, თავისთავად წარმოშობს სხვა ცვლილებების აუცილებლობასაც. კანონპროექტით
ცვლილება შედის კანონის 59-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში, ხოლო 54-ე მუხლის პირველ
პუნქტს ემატება „გ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ცვლილებების შედეგად პირს, რომელიც საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ დაშვებული იქნა სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, აღნიშნული გამოცდის
მიმდინარეობისას (ჩაბარებისას) უფლება ექნება მართოს სატრანსპორტო საშუალება და იგი
ჩაითვლება მძღოლად. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გამოცდის მიმდინარეობისას მის
მიმართ არ იქნება გამოყენებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდვები და
აკრძალვები,
რომელიც
ეხება
მართვის
უფლების
არმქონე
ან
მართვის
უფლება
შეჩერებული/ჩამორთმეული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვას. ამასთან,
აღნიშნულ გამოცდაზე პირის დაშვება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ
განსაზღვრული წესით.
პრაქტიკული
წარმოშობს
გამოცდისთვის
იმის
რეალური
აუცილებლობას,
რომ
საგზაო
მოძრაობის
კომპონენტის
მოტოციკლით/მოტორიზებული
დამატება
ტრიციკლით
სასწავლო სვლა დაშვებულ იქნას ქუჩებშიც, სასწავლო სვლისთვის გამოყოფილ სპეციალურ
მარშრუტებზე (რაც დღეისათვის აკრძალულია). ამასთან, სასწავლო სვლის დროს, როგორც
მოტოციკლი/მოტორიზებული ტრიციკლი, ასევე პირი, რომელიც მართავს მას, აუცილებლად
უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოებისთვის საჭირო შესაბამისი საშუალებებით. აღნიშნულს
ითვალისწინებს კანონის 61-ე მუხლის მე-3 და მე-6-მე-7 პუნქტებში განსახორციელებელი
ცვლილებები.
კანონპროექტი, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის მეორე ეტაპის
დამატების გარდა, მიზნად ისახავს დირექტივის მე-4 მუხლის სრულად იმპლემენტაციასაც და
ამ მიზნით კანონში შედის რამდენიმე ცვლილება, კერძოდ:
კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია „AM“,
რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. სატრანსპორტო საშუალების
არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება „A2“ ქვეკატეგორიაც, რომელიც მოიცავს მოტოციკლს,
რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება
0,2 კვტ/კგ-ს.
„A1“
ქვეკატეგორიის
და
„B“
კატეგორიის
სატრანსპორტო
საშუალებების
მართვის
უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, ხდება 18
წელი. ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დიდ უმრავლესობაში „B“ კატეგორიის
მართვის მოწმობის უფლების მინიჭება ხდება 18 წლიდან. იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული
კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი, საგზაო უსაფრთხოების ნორმები
გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში. მიუხედავად საქართველოში
დღეისათვის მოქმედი ქულათა სისტემის, უკონტაქტო პატრულირებისა და ტექნიკური
ინსპექტირების რეგულაციებისა, საგზაო უსაფრთხოება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად
რჩება. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებაც ემსახურება საგზაო უსაფრთხოების დონის
გაუმჯობესებას.
B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად დადგენილი ასაკის
17 დან 18 წლამდე გაზრდით არის განპირობებული კანონის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3
პუნქტების ამოღებაც. აღნიშნული პუნქტების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის მართვის
უფლების მქონე პირებს ეკრძალებოდათ შემოსავლის მიღების მიზნით მგზავრთა გადაყვანა
და შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა. თუმცა, წარმოდგენილი
ცვლილებების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი),
T
(ტრაქტორი)
და
B1
(კვადროციკლი)
კატეგორიის/ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლება. მიზანშეწონილი არ არის, რომ 18 წლამდე ასაკის პირებს
შეეზღუდოთ შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა ამ კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალებებით, დასახელებული სატრანსპორტო საშუალებით შემოსავლის
მისაღებად მგზავრთა გადაყვანა კი შეუძლებელია. დღეისათვის მოპედის მეშვეობით
ადგილზე მიტანის სერვისში ძალიან ბევრი 18 წლამდე ასაკის პირია დასაქმებული. აქედან
გამომდინარე, კანონის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები არარელევანტურია და
შესაბამისად ხდება მათი ამოღება.
კანონპროექტის
მიხედვით
ხდება
კატეგორიების/ქვეკატეგორიების
სატრანსპორტო
დეფინიციების,
ასევე
საშუალებათა
ამა
თუ
იმ
კატეგორიისთვის/ქვეკატეგორიისთვის დადგენილი მინიმალური ასაკობრივი ზღვარის
დირექტივასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა.
წინამდებარე კანოპროექტის თანახმად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, რაც მათ საგზაო მოძრაობის
ჩვეულებრივ
მონაწილეებად
საშუალებების
მიმართ
გათვალისწინებით).
აქცევს
არსებული
ამასთანავე,
და
მათზე
გავრცელდება
რეგულაციები
მოპედები
და
სხვა
(გარკვეული
მსუბუქი
სატრანსპორტო
თავისებურებების
კვადროციკლები,
როგორც
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება სააგენტოში რეგისტრაციას,
ხოლო ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის საჭირო გახდება AM
კატეგორიის მართვის მოწმობა.
კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას, რომ პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების
მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდას ჩააბარებს (მიიღებს დადებით შეფასებას)
2019 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ გავრცელდება ამ კანონის 2019 წლის 1 ივლისამდე
არსებული რეგულაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პირები პრაქტიკულ გამოცდასაც
ჩააბარებენ წინამდებარე ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული წესით.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარკვეული გარდამავალი პერიოდის დაწესებასაც
(კანონის ამოქმედებიდან 2020 წლის 1 იანვრამდე), რომლის განმავლობაშიც AM კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალების (მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი) მართვა დასაშვები იქნება
მართვის მოწმობის გარეშეც (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს).
გარდამავალ პერიოდში,
ასევე დასაშვებია AM
კატეგორიის ისეთი სატრანსპორტო
საშუალების მართვაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სააგენტოში. გარდამავალი
პერიოდის დაწესება განპირობებულია იმით, რომ დაინტერესებულ პირებს მიეცეთ
გარკვეული დრო, რათა მოახდინონ ახალ რეგულაციებთან ადაპტაცია, ჩააბარონ შესაბამისი
თეორიული გამოცდა, მიიღონ შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლება და მათ მფლობელობაში არსებული AM კატეგორიის (მოპედი, მსუბუქი
კვადროციკლი) სატრანსპორტო საშუალებები დაარეგისტრირონ სააგენტოში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი მიზნად ისახავს 2018-2020 სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი
განვითარება,
კეთილდღეობა“
-
5.2
პუნქტით
გათვალისწინებული
ვალდებულების
აღსრულებას.
კანონპროექტი თანხვედრაშია და მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11
ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების
ეროვნული სტრატეგიისა“ და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის №317
განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული
სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის“ (მე-6 და მე-7 პუნქტები) შესრულებას.
კანონპროექტის მიღება ასევე გამომდინარეობს „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ,
საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს
შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო
გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტიდან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-20 პუნქტებისა, ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-20 პუნქტები
ამოქმედდება 2019 წლის 1 ივლისიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2019-2022 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების
განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება მოხდება სსიპ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტით. კანონპროექტი იწვევს
სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს ხარჯის ზრდას. კერძოდ, მართვის მოწმობის გამოცდის
რეალურ საგზაო პირობებში ჩატარებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი ღონისძიებების
ხარჯებმა 2016-2019 წლებში უკვე შეადგინა 8 060 000 ლარი.
გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებათა ახალი კატეგორიების (AM, A2) დამატება, ასევე
მოტოციკლისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციის შემოღება დაკავშირებულია სსიპ
შსს მომსახურების სააგანტოსთვის მომსახურების ახალი სახეების დამატებასთან, რაც იწვევს
მისი ფუნქციების ზრდას.
ზემოაღნიშნული
ხარჯების
დაფინანსება
ხორციელდება/განხორციელდება
სსიპ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტით და
აღნიშნული არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს 2019-2022 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილებებით პრაქტიკულ გამოცდას
ემატება ახალი, სავალდებულო მეორე ეტაპი, რომელიც, დაკავშირებულია გარკვეული
საფასურის გადახდასთან. სატრანსპორტო საშუალებათა ახალი კატეგორიების (AM, A2)
დამატება, ასევე მოტოციკლისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციის შემოღება
დაკავშირებულია ახალი მომსახურების გაწევასთან, რაც ფასიან მომსახურებას წარმოადგენს.
ამასთან, შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება მომსახურების გაწევის მსურველი
პირების რაოდენობაზე.
მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული საფასური წარმოადგენს სსიპ შსს მომსახურების
სააგენტოს საკუთარ შემოსავლებს, რომელთა ნაწილი საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
მიემართება
სახელმწიფო
ბიუჯეტში.
შესაბამისად,
მიღებული
შემოსავლები გავლენას მოახდენს, როგორც სსიპ - შსს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტზე,
ისე სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი იწვევს 2019-2022 წლებში სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს ხარჯის ზრდას.
კერძოდ, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ საგზაო პირობებში ჩატარებასთან
დაკავშირებით მოსამზადებელი ღონისძიებების ხარჯებმა 2016-2019 წლებში უკვე შეადგინა
8 060 000 ლარი. აღნიშნული მოიცავს:
სატრანსპორტო
საშუალებების
(მსუბუქი,
სატვირთო,
სამგზავრო
ტიპის
სატრანსპორტო საშუალებები და მოტოციკლები) შეძენის ღირებულებას. ამასთან,
ავტოპარკში მსუბუქი კატეგორიები საჭიროებს განახლებას 4 წელიწადში ერთხელ,
ხოლო სამგზავრო და სატვირთო კატეგორიები 5 წელიწადში ერთხელ;
მსუბუქი
და
სატვირთო
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
პროგრამულ
უზრუნველყოფასა და კამერების შეძენას და ინსტალაციასთან დაკავშირებულ ხარჯს;
თანამშრომელთა გადამზადების ხარჯს;
სხვადასხვა
აღჭურვილობის
მოტოციკლეტებისთვის
მოტოციკლებისთვის;
და
ხარჯს
ა.შ.)
(დამატებითი
სატერფულები,
ავტოსატრანსპორტო
დამცავები
საშუალებებისათვის
და
საგამოცდო მოედნების მოწყობის ხარჯს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია:
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯი (მაგ.
სათადარიგო ნაწილები);
სატრანსპორტო საშუალების წლიური დაზღვევის ღირებულება;
სააგენტოს იმ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი და
წოდებრივი სარგო, წელთა ნამსახურობის დანამატი), რომლებიც უზრუნველყოფენ
გამოცდის ჩატარებას, ასევე, მათი უნიფორმით უზრუნველყოფა, მათი და მათი ოჯახის
წევრების (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები) სამედიცინო დაზღვევა.
საწვავის ხარჯი, რომელიც დაიანგარიშება საგამოცდო მარშრუტების კილომეტრაჟისა
და ავტომობილის წვის ნორმის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებათა ახალი კატეგორიების (AM, A2) დამატება, ასევე
მოტოციკლისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციის შემოღება დაკავშირებულია სსიპ
შსს მომსახურების სააგანტოსთვის მომსახურების ახალი სახეების დამატებასთან, რაც იწვევს
მისი ფუნქციების ზრდას.
ზემოაღნიშნული
ხარჯების
დაფინანსება
ხორციელდება/განხორციელდება
სსიპ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტით და
აღნიშნული არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, იქედან გამომდინარე, რომ მართვის
უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ხდება ორეტაპიანი, განისაზღვრება შესაბამისი
საფასური პრაქტიკული გამოცდის მე-2 ეტაპისთვის. გარდა ამისა, სატრანსპორტო
საშუალებათა ახალი კატეგორიების („AM“, „A2“) დამატება დაკავშირებულია ამ კატეგორიის
მართვის უფლების მიღების მსურველი პირების მიერ შესაბამისი მომსახურების საფასურების
გადახდასთან. მართვის მოწმობის ასაღებად საჭიროა ჯანმრთელობის მდობარეობის შესახებ
ცნობების წარდგენა, ცალკეულ
შემთხვევაში
კი სამედიცინო
დაწესებულების
დიაგნოსტირების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დასტურდება
ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი. აღნიშნული დაკავშირებულია ფინანსურ
ხარჯებთან, რაც ზეგავლენას მოახდენს პირებზე. ამასთან, მოპედისა და მსუბუქი
კვადროციკლის რეგისტრაციისთვის დადგინდება შესაბამისი საფასური.
კანონპროექტი პირებზე გავლენას იქონიებს იმ კუთხითაც, რომ თუ სასწავლო სვლა ხდება
ორთვლიანი
ან
სამთვლიანი
მექანიკური
სატრანსპორტო
საშუალებით,
აღნიშნული
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და პირი, რომელიც მართავს მას, აღჭურვილი უნდა
იყოს უსაფრთხოების აუცილებელი საშუალებებით, რაც დაკავშირებულია შესაბამის
ხარჯებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს და გამომდინარეობს მართვის
მოწმობების თაობაზე 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC
დირექტივიდან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
მიერ
საერთაშორისო
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
კანონპროექტის მომზადება უკავშირდება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ 296-ე მუხლსა და XXIV დანართს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტის მომზადება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული „მართვის მოწმობების
თაობაზე 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივის
იმლემენტაციის ვალდებულებიდან.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა CIECA-ს (The Internation Commission for
Driver Testing) რეკომენდაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.