„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.05.2019
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/355/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა (1)
I მოსმენა (2)
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-03
ბიუროს ნომერი 267

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი: „მუხლი 221. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას ჩადენილი ცალკეული სამართალდაღვევებისთვის პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ამ კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 119-ე მუხლით (გარდა მე-8 ნაწილისა), 120-ე მუხლით (გარდა მე-4 ნაწილისა), 121-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით, 122-ე მუხლით და 125-ე მუხლით (გარდა მე-2, მე-5, 61, მე-10 და მე-11 ნაწილებისა) გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაშვებული იქნა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და ამ გამოცდის მიმდინარეობისას მართავს სატრანსპორტო საშუალებას.“; 2. 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ შეიძლება შეუჩერდეს იმ პირს, რომელიც აღნიშნული საშუალებით სარგებლობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს.“; 3. 116-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის“; ბ) 12 ნაწილი ამოღებულ იქნას; გ) 52 ნაწილი ამოღებულ იქნას; დ) შენიშვნის: დ.ა) პირველი ნაწილი ამოღებულ იქნას; დ.ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“; დ.გ) მე-11 ნაწილი ამოღებულ იქნეს; 4. 1183 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1183. მოპედით, მსუბუქი კვადროციკლით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა მოპედით, მსუბუქი კვადროციკლით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 3. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით.“; 5. 119-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებად ჩაითვლება ყველა სახეობის ავტომობილი, ტრაქტორი და სხვა თვითმავალი მანქანა, ტრამვაი და ტროლეიბუსი, აგრეთვე მოტოციკლი და სხვა, ძრავით მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებით და წარმოადგენს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თანახმად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ხდება ორ ეტაპიანი, მეორე ეტაპი გულისხმობს მძღოლობის კანდიდატის გამოცდას რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. რამდენადაც პირი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) მიერ დაშვებული იქნა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მიიჩნევა მძღოლად, იგი ასევე ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (ასკ) გათვალისწინებულ იმ პოტენციურ სამართალდარღვევათა სუბიექტად, რომელიც შესაძლოა გამოცდის მიმდინარეობისას ჩადენილი იქნას. იქედან გამომდინარე, რომ მძღოლობის კანდიდატი არ წარმოადგენს საგამოცდო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს (მფლობელს), მიზანშეუწონელია, რომ მას (როგორც მძღოლს) დაეკისროს პასუხისმგებლობა ისეთი სამართალდარღვევისათვის, როგორიცაა, გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია (მაგ. მუხლი 118, 122), ასევე პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ისეთი სამართალდარღვევებისთვის (მაგ. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა - მუხ. 125), რომლისთვისაც მძღოლს გამოცდის მიმდინარეობისას ეკისრება საჯარიმო ქულები. კანონპროექტის მიღება განპირობებულია აგრეთვე იმ გარემოებითაც, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები მოექცევიან მეკანიკური სატრანსპორტო საშუალების ცნების ქვეშ, დაექვემდებარებიან სააგენტოში რეგისტრაციას და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებადართული გახდება მხოლოდ შესაბამისი AM კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირების მიერ. ასკ-ის 116-ე მუხლის მიხედვით, მოპედის ალკოჰოლური, ნაროტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის მოპედის მძღოლებს ეკისრებათ ჯარიმა, მაშინ როცა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის უჩერდებათ მართვის უფლება, ხოლო ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის კი ეკისრებათ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებიდან გამომდინარე, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის მიმართ განსხვავებული რეგულაციების ქონა აზრს კარგავს და შესაბამისად, საჭიროა ამ მიმართულებითაც განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მოპედის მძღოლი მოექცეს იმავე სამართლებრივ რეჟიმში, რაც გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროება არსებობს, რათა ასკ-ის ცალკეული მუხლებით დადგენილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ პირები, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაშვებული იქნენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და ამ გამოცდის მიმდინარეობისას მართავენ სატრანსპორტო საშუალებას. ამასთან,რამდენადაც მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ექცევიან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ცნების ქვეშ, საჭიროა მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის მძღოლები დაექვემდებარონ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებისთვის დადგენილ საერთო წესებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის საშუალების მიღების მართვის მიმდინარეობისას შედეგად, უფლების გამოცდაზე ერთი მხრივ, დარეგულირდება მისაღები პრაქტიკული დაშვებული პირის გამოცდის როგორც სატრანსპორტო მეორე ეტაპის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, ასევე პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი სამართალდარღვევათა კოდექსს მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრაციულ ემატება 22 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ცალკეულ 1 შემთხვევებში პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაშვებული იქნა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და ამ გამოცდის მიმდინარეობისას მართავს სატრანსპორტო საშუალებას. ამასთანავე, რამდენადაც ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების დეფინიცია თავის თავში გააერთიანებს მოპედსაც, ასკ-ის 116-ე მუხლის 11 ნაწილის ამოღებით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მოპედის მართვისათვის მოპედის მძღოლის მიმართ დადგინდება მართვის უფლების შეჩერება, მსგავსად სხვა სატრანსპორტო საშუალებებისა, ხოლო 116-ე მუხლის 52 ნაწილის ამოღების შედეგად მოპედის მართვა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ გახდება სისხლისსამართლის წესით დასჯადი ქმედება, მსგავსად სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მართვის შემთხვევისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი თანხვედრაშია და მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა“ და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის №317 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის“ (მე-6 და მე-7 პუნქტები) შესრულებას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის, გარდა პირველი მუხლის მე-3 ნაწილისა, ამოქმედების თარიღია 2019 წლის 1 ივლისი, ხოლო კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2019-2022 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც კანონპროექტით მოპედების და მსუბუქი კვადროციკლის მძღოლები გათანაბრდებიან სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებთან. მათზე იგივე რეჟიმით და მოცულობით/ოდენობით გავრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ დადგენილი სახდელები, მათ შორის, ჯარიმები. გარდა ამისა, ასკ-ის 1183 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა - დასჯადი ქმედება ხდება მსუბუქი კვადროციკლის მძღოლის შემთხვევაშიც. აღნიშნული სამართალდარღვეა ითვალისწინებს 100 ლარის ოდენობის ჯარიმას. ამასთან, აღნიშნული შემოსავლების მიღება დამოკიდებულია სამართალდარღვევის რაოდენობაზე და ცალკეულ შემთხვევაში სახდელის შემფარდებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ჯარიმის ოდენობაზე. დისკრეციის არსებობის შემთხვევაში სახდელის შემფარდებელი ორგანო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის დროს ითვალისწინებს სამართალდამრღვევის პიროვნებას, დარღვევის ხასიათსა და მისგან მომდინარე საშიშროების ხარისხს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს 2019-2022 წლების სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სახელმწიფო უწყებები ამ პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენას, რეაგირებასა და აღსრულებას განახორციელებენ მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც კანონპროექტით მოპედების და მსუბუქი კვადროციკლის მძღოლები გათანაბრდებიან სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებთან. მათზე იგივე რეჟიმით და მოცულობით გავრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ დადგენილი სახდელები, მათ შორის, ჯარიმები. გარდა ამისა, ასკ-ის 1183 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა - დასჯადი ქმედება ხდება მსუბუქი კვადროციკლის მძღოლის შემთხვევაშიც. აღნიშნული სამართალდარღვეა ითვალისწინებს 100 ლარის ოდენობის ჯარიმას. ამასთან, აღნიშნული ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის რაოდენობაზე და ცალკეულ შემთხვევაში სახდელის შემფარდებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ჯარიმის ოდენობაზე. დისკრეციის არსებობის შემთხვევაში სახდელის შემფარდებელი ორგანო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის დროს ითვალისწინებს სამართალდამრღვევის პიროვნებას, დარღვევის ხასიათსა და მისგან მომდინარე საშიშროების ხარისხს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას. კერძოდ, ასკ-ის 1183 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა - დასჯადი ქმედება ხდება მსუბუქი კვადროციკლის მძღოლის შემთხვევაშიც. აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს 100 ლარის ოდენობის ჯარიმას. გარდა ამისა, კანონპროექტით მოპედების და მსუბუქი კვადროციკლის მძღოლები გათანაბრდებიან სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებთან, მათზე იგივე რეჟიმით და მოცულობით/ოდენობით გავრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ჯარიმები, როგორც სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.