„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.05.2019
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/355/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა (1)
I მოსმენა (2)
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-03
ბიუროს ნომერი 267

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის „ლ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ.ბ1“ ქვეპუნქტი: „ლ.ბ1) მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი;“; 2. მე-4 მუხლის: ა) პირველ პუნქტის „წ“ და „წ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ) სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან/და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება, გირავნობის მოწმობის გაცემა, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; წ1) ლიზინგის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან/და რეგისტრაციის გაუქმება;“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სააგენტო უფლებამოსილია, პრაქტიკული გამოცდის შეფასების მიზნებისთვის, საგამოცდო ავტომობილებზე სათანადო გამაფრთხილებელი ნიშნის დატანის გზით, სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მსვლელობის, მათ შორის ქუჩაში, აუდიო და ვიდეო ჩაწერა.“; 3. მე-6 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ხ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) – 15 ლარი;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვება – 20 ლარი;“; გ) „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნას; დ) „ბ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ6“ - „ბ7“ ქვეპუნქტები: „ბ6) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის: ბ6.ა) პირველ ეტაპზე (გარდა ამ მუხლის „ძ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) ერთჯერადად დაშვება - 40 ლარი; ბ6.ბ) მეორე ეტაპზე (გარდა ამ მუხლის „ძ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ერთჯერადად დაშვება - 90 ლარი; „ბ7) „A“, „C“, „D“ „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის: ბ7.ა) პირველ ეტაპზე (გარდა ამ მუხლის „ძ” ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) ერთჯერადად დაშვება - 40 ლარი; ბ7.ბ) მეორე ეტაპზე (გარდა ამ მუხლის „ძ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ერთჯერადად დაშვება - 150 ლარი;“ ე) „კ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი: „კ2) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა 100 ლარი;“; ვ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია - 10 ლარი;“; ზ) „ფ4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ5“ ქვეპუნქტი: „ფ5) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა - 100 ლარი;“; თ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში, რომელიც შეადგენს თეორიული გამოცდის ჩაბარების დღიდან 1 კალენდარულ წელს (შემდეგში - თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების მოქმედების ვადა), დამატებით პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე პირის ვადაზე ადრე დაშვება, მაგრამ არაუგვიანეს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან მე-6 დღისა (დაჩქარებული მომსახურება), – 30 ლარი;“; ი) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი: „ძ1) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირის ვადაზე ადრე დაშვება, მაგრამ არაუგვიანეს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან მე-6 დღისა (დაჩქარებული მომსახურება) - 160 ლარი;“; კ) შენიშვნის: კ.ა) 91 - 92 პუნქტები ამოღებულ იქნას: კ.ბ) 93 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „93. აკრძალულია ერთი კალენდარული დღის განმავლობაში ამ მუხლის „ძ“ და „ძ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ერთზე მეტჯერ გაწევა.“; კ.გ) 94 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 95 და 96 პუნქტები: „95. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ან/და პრაქტიკული გამოცდის პირველი ან/და მეორე ეტაპის შედეგების გასაჩივრების ვადა შეადგენს 3 (სამი) სამუშაო დღეს. გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება დაინტერესებული პირისათვის გამოცდის შედეგების გაცნობის დღიდან. 96. პრაქტიკულ გამოცდაზე (როგორც პირველ, ასევე მეორე ეტაპზე) უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პირი ამავე კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ მორიგ პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველ ჯერზე დაიშვება შესაბამის პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან არაუადრეს მე-7 კალენდარული დღისა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით, გარდა ამ მუხლის „ძ“ და „ძ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისა.“; 4. მე-7 მუხლის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება – 5 სამუშაო დღე, ხოლო საგადასახადო გირავნობის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება – უფლებამოსილი პირის შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 სამუშაო დღე;“; ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებრივი შეზღუდვის (გარდა ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა) რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილება ან რეგისტრაციის გაუქმება – შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღე;“; 5. მე-8 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი (მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში) ამ კანონის მე-6 მუხლის „პ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებით სარგებლობისას;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მართვის უფლების არმქონე 17 წლის პირი: ზ.ა) პირველად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას, ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას; ზ.ბ) პირველად, სატრანსპორტო საშუალები მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვებისას ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ7“ ქვეპუნქტის „ბ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას, თუ პირმა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა პირველივე ჯერზე წარმატებით ჩააბა და შესაბამისი კატეგორია/ქვეკატეგორია თვალისწინებს სატრასნსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას; ზ.გ) პირველად, სატრასნსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვებისას, ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ7“ ქვეპუნქტის „ბ7.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას, თუ პირმა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩააბარა და შესაბამისი კატეგორია/ქვეკატეგორია თვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას.“; გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე „სტუდენტის“ სტატუსის მატარებელი პირი პირველად, AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას;“; დ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: 1. ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის პირის სტუდენტის სტატუსი უნდა დასტურდებოდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების შესაბამისად, რომლის შესაბამისი უწყებიდან ელექტრონულად გამოთხოვას და პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახდენს სააგენტო; 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დაწესდეს ამ კანონით დადგენილი საფასურების გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების სხვა პირობები.“; 6. მე-10 მუხლის: ა) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის 1 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი.“; ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 - მე-12 პუნქტები: „11. გირავნობის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია, განცხადების შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის ვადაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 50 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 100 ლარი. 12. ლიზინგის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია, განცხადების შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის ვადაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 50 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 100 ლარი.“; 7. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.“; 8. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდას ჩააბარებს (მიიღებს დადებით შეფასებას) 2019 წლის 1 ივლისამდე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მის მიმართ გავრცელდება ამ კანონის 2019 წლის 1 ივლისამდე არსებული რეგულაციები.“. მუხლი 2 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2019 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებით, რომელიც, თავის მხრივ, გამომდინარეობს „ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებით დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. კერძოდ, აღნიშნული შეთანხმებით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება შეასრულოს მართვის მოწმობების თაობაზე 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივის (შემდგომში - დირექტივა) II დანართის დებულებები, რომლის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისას სპეციალური მანევრები შეიძლება ჩატარდეს დახურულ მოედანზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ის ნაწილი, რომლის დროსაც ფასდება მძღოლობის კანდიდატის მოქმედება საგზაო მოძრაობისას, სადაც ეს შესაძლებელია, უნდა ჩატარდეს რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. კანონპროექტის მიღების მიზეზს ასევე წარმოადგენს სააგენტოს გარკვეული სერვისების დახვეწა-განვითარების საჭიროება და ახალი სერვისების დამატება, რომელიც უპასუხებს არსებულ მოთხოვნებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულების შესრულების, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემის დახვეწისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის შედეგად, შეიცვლება მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემა და დარეგულირდება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები, მათ შორის, შესაბამისი საფასურის ოდენობა. აღნიშნული ემსახურება დირექტივის II დანართის მოთხოვნების იმპლემენტაციას. გარდა ამისა, ცვლილებების შედეგად დაიხვეწება/გაუმჯობესდება სააგენტოს გარკვეული სერვისები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ორეტაპიანად გარდაქმნა და ახალი მეორე ეტაპის დამატება, იწვევს სააგენტოს მომსახურების სფეროს გაფართოებას და შესაბამისად ახალი საფასურის დადგენას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სააგენტოს გარკვეული სერვისების ოპტიმიზაციის შედეგად ხდება მომსახურების საფასურების გადახედვა-სისტემატიზაციაც. ამასთან, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორეტაპიანად გარდაქმნა იწვევს მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის გაზრდას, რადგანაც მეორე ეტაპის დამატება, გულისხმობს გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარებას, რაც ზრდის გამოცდის ხარჯს. დღეისათვის „B“ კატეგორიის ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების გარდა, ყველა სხვა კატეგორიის (მათ შორის „B“ კატეგორიის მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებასაც) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური 2007 წლიდან დღემდე შეადგენს 40 ლარს, რომელიც მოიცავს მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებას. კანდიდატს შესაძლებლობა აქვს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, თეორიული გამოცდის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, არანაკლებ 7 კალენდარულ დღეში ერთხელ, გავიდეს პრაქტიკულ გამოცდაზე. თუ კანდიდატმა აღნიშნულ პერიოდში ვერ ჩააბარა პრაქტიკული გამოცდა, მას ხელმეორედ უწევს თეორიული გამოცდის ჩაბარება, შესაბამისად, 40 ლარიანი საფასურის ხელმეორედ გადახდა. ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური დაწესდა 2013 წლიდან და შეადგენს 40 ლარს, რომელიც მოიცავს პირის მხოლოდ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებას, ხოლო პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველ ჯერზე დაშვების საფასური არის დამატებით 40 ლარი, ანუ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების (როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდაზე) საფასური დღეისათვის ჯამში შეადგენს 80 ლარს. ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ მოიცავს ამავე კატეგორიის მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას, მაშინ, როცა მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მოიცავს ამავე კატეგორიის ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მთელს მსოფლიოში მზარდია ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანების წილი მექანიკურ მართვის კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით. ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვების მსურველთა რიცხვი მზარდია საქართველოშიც, რაც ბოლო წლების სტატისტიკიდანაც ჩანს: გამოცდების რაოდენობა: 2015 წ.-20 275; 2016 წ.-29 193; 2017 წ.-39 400, 2018 წ - 41 988. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, გათანაბრდეს, როგორც საფასურის დაანგარიშების სისტემა, ასევე თავად საფასურიც. აღნიშნულის გამო ხდება კანონიდან მე-6 მუხლის „ბ2“ ქვეპუნქტის ამოღება, რომელიც ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე დაშვებისთვის ცალკე საფასურს ადგენდა. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით ხდება როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური ტიპის გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურების გათანაბრდება. იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკული გამოცდა ხდება ორეტაპიანი, ასევე ალოგიკურია, რომ თეორიული გამოცდის საფასური მოიცავდეს მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის საფასურს. ამიტომ მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს თეორიული გამოცდა და პრაქტიკული გამოცდის ორივე ეტაპი ერთმანეთისგან. ამ მიზნით ხდება მე-6 მუხლის შენიშვნის 92 პუნქტის ამოღება. კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ცვლილების შედეგად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საფასური ნაცვლად 40 ლარისა გახდება 20 ლარი, ხოლო მე-6 მუხლისათვის „ბ6“ და „ბ7“ ქვეპუნქტების დამატებით პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპისათვის დადგინდება დამოუკიდებელი საფასურები. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის მე-6 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა 30 დღიდან იზრდება 1 კალენდარულ წლამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დღემდე არსებული რედაქციით პირს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შეუძლია 30 დღის განმავლობაში, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ეს ვადა გაიზრდება 1 კალენდარულ წლამდე და მძღოლობის კანდიდატს უფლება ექნება 1 წლის განმავლობაში ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის პირველი ან/და მეორე ეტაპი ისე, რომ თავიდან არ მოუწევს თეორიული გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი საფასურის გადახდა (მაშინ, როცა დღეის მდგომარეობით, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ვერ ჩააბარებს პრაქტიკულ გამოცდას, მას თავიდან უწევს თეორიული გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი საფასურის გადახდა). კანონის მე-4 მუხლს ემატება 31 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ საგამოცდო მიზნებისთვის სათანადო გამაფრთხილებელი წარწერის მქონე საგამოცდო სატრანსპორტო საშუალებით შესაძლებელი ხდება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მიმდინარეობის (მათ შორის ქუჩაში) აუდიო-ვიდეო ჩაწერა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარკვეული მომსახურებების დამატებას. კერძოდ: ა) კანონის დღევანდელი რედაქციის თანახმად, სააგენტო ახდენს გირავნობისა და ლიზინგის მხოლოდ რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, თუმცა, პრაქტიკაში ხშირად გვხვდება რეგისტრაციაში ცვლილებებიც (მაგ. მოგირავნის/დამგირავებლის შეცვლა). აქედან გამომდინარე, ცვლილება შედის კანონის მე-4 მუხლის „წ“ და „წ1“ ქვეპუნქტებში და ემატება გირავნობაში/ლიზინგში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციაც. ამასთან, თუ დღეისათვის არსებობს გირავნობის/ლიზინგის რეგისტრაციის მხოლოდ სტანდარტული 5 დღიანი ვადა, ცვლილების მიხედვით, ემატება დაჩქარებული მომსახურებებიც. კერძოდ, კანონის მე-10 მუხლს ემატება მე-11 და მე-12 პუნქტები, რომლის თანახმადაც, როგორც გირავნობის, ასევე ლიზინგის რეგისტრაცია შესაძლებელი გახდება დაჩქარებული მომსახურების (კერძოდ კი 3 სამუშაო დღე ან 1 სამუშაო დღე) ვადაში, შესაბამისი საფასურის გადახდის გზით. ბ) მართვის მოწმობის აღება პირს დღეისათვის შეუძლია ან 7 სამუშაო დღის ვადაში (საფასური - 15 ლარი) ან დაჩქარებული მომსახურებით გამოცდის ჩაბარების დღესვე (საფასური - 50 ლარი), სხვა ალტერნატივა დღეისთვის არ არსებობს, რაც იწვევს მომხმარებლების უკმაყოფილებას, რადგან სურთ დაჩქარებული მომსახურების მიღება (შესაბამისი დამატებითი საფასურის გადახდით), თუმცა, რიგ შემთხვევებში გამოცდის ჩაბარების დღესვე ვერ ასწრებენ შესაბამისი საფასურის გადახდას. აქედან გამომდინარე, კანონპროექტით (კანონის მე-10 მუხლს ემატება 91 პუნქტი) გარკვეული საფასურის სანაცვლოდ (საფასური იქნება 40 ლარი) პირს უფლება ექნება ვადაზე ადრე, 1 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს მართვის მოწმობა, თუნდაც გამოცდის ჩაბარების მე-2, მე-3 ან შემდეგ დღეებში. გ) კანონპროექტით მე-6 მუხლს ემატება „ფ5“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ სააგენტო სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის ადგილზე დადამღვას განახორციელებს არა მხოლოდ მომსახურების ცენტრებში, არამედ ადგილზეც, რაც დამატებით კომფორტს შეუქმნის დაინტერესებულ პირებს. გ) კანონპროექტით ცვლილება შედის მე-11 მუხლში და ემატება მე-8 პუნქტი, რომლის თანახმადაც, შესაძლებელი ხდება მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით მიღება. დღეისათვის მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა ხდება 5 სამუშაო დღის ვადაში და საფასური არის 20 ლარი და ამ კუთხით არ არსებობს დაჩქარებული მომსახურება. წინამდებარე ცვლილებით კი აღნიშნული ცნობის გაცემა შესაძლებელი ხდება დაჩქარებული წესითაც და გაწერილია შესაბამისი საფასურები. დ) დღეისათვის მართვის უფლების მისაღები გამოცდის შედეგების გასაჩივრებისთვის კანონით სპეციალური ვადა არ არის დადგენილი, თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598-ე ბრძანების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გამოცდების შედეგებისთვის საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის (რაც არსებითად წარმოადგენს საჩივარს) ვადა არის 1 სამუშაო დღე დაინტერესებული პირის ინტერესების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილია, რომ 1 დღიანი ვადა გაიზარდოს 3 სამუშაო დღემდე და აღნიშნული დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე. ე) ცვლილება ეხება ასევე კანონის მე-7 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტსაც. აღნიშნული ქვეპუნქტის არსებული რედაქცია ადგენს სააგენტოში უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციას მხოლოდ საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის შეტყობინების საფუძველზე, რაც ერთი მხრივ, ვერ ასახავს პრაქტიკაში არსებულ რეალობას და მეორე მხრივ, სამართლებრივად არასწორია ამგვარი დათქმა. უფლებრივი შეზღუდვა კანონის მე-3 მუხლის „ჟ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტებულია, როგორც „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლების შეზღუდვის ან სხვა აკრძალვის შესახებ“ ანუ თავად ეს განმარტება უშვებს და ლოგიკურიც არის, რომ უფლებრივი შეზღუდვის შესახებ შეტყობინების (წერილი ან სხვა სახის დოკუმენტი) წარმდგენი იყოს არა მხოლოდ საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი, არამედ სხვა უფლებამოსილი (დაინტერესებული) პირიც. ამასთანავე, პრაქტიკაში ძალიან ხშირია, რომ ორ კერძო პირს შორის მიმდინარე დავის ფარგლებში ხდება სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის (მაგ. სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით ყადაღის დადება) დადება, რომელსაც სააგენტოში რეგისტრაციისთვის წარადგენს თავად დაინტერესებული პირი და არა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანო. აქედან გამომდინარე, ხდება კანონის მე-7 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის კორექტირება. ამასთანავე, მე-6 მუხლს ემატება „პ1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია ხდება ფასიანი (1 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე 10 ლარი). ვ) ცვლილება შედის კანონის მე-8 მუხლშიც. კერძოდ, საფასურისგან გათავისუფლების არსებულ საფუძვლებს ემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც, საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი თავისუფლდება უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მომსახურების საფასურის გადახდისგან. მე-8 მუხლში შესული ცვლილება ასევე ითვალისწინებს, რომ „სტუდენტი“-ს სტატუსის მქონე პირები სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურისგან გათავისუფლდებიან AM კატეგორიის (მოიცავს მოპედს და მსუბუქ კვადროციკლს) გამოცდის შემთხვევაში და შეღავათით ვერ ისარგებლებენ სხვა კატეგორიის/ქვეკატეგორიის შემთხვევაში. „A“ (მოტოციკლი) და „B“ (სატრანსპორტო საშუალება, რომლის წონა არ აღემატება 3 500 კგ-ს ანუ ე.წ. „მსუბუქი ავტომობილი“) კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად და სანაცვლოდ ვთავაზობთ AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღებისას შეღავათს. აღნიშნული კატეგორია მოიცავს მოპედებს და მსუბუქ კვადროციკლებს. აქედან გამომდინარე, სტუდენტის სტატუსის მქონე პირები გათავისუფლდებიან AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საფასურისგან. ამასთან, აღნიშნული კატეგორია საერთოდ არ ითვალისწინებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ანუ სტუდენტის სტატუსის მქონე პირები AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურისგან სრულად თავისუფლდებიან. ცვლილების თანახმად, პირის სტუდენტის სტატუსის დადასტურება მოხდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების შესაბამისად, რომლის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან გამოთხოვის უფლებაც მიენიჭება სააგენტოს. ზ) წინამდებარე კანონპროექტის მიხედვით მე-11 მუხლს ემატება მე-8 პუნქტი, რომელიც აწესებს დაჩქარებულ მომსახურებებს (3 სამუშაო დღე ან 1 სამუშაო დღე) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით, რაც ამ დრომდე არ არსებობს და სააგენტოს ამ მხრივ გააჩნია მხოლოდ სტანდარტული 5 დღიანი მომსახურება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი მიზნად ისახავს 2018-2020 სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - 5.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების აღსრულებას. კანონპროექტი თანხვედრაშია და მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა“ და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის №317 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის“ (მე-6 და მე-7 პუნქტები) შესრულებას. კანონპროექტის მიღება ასევე გამომდინარეობს „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტიდან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მეორე მუხლი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კანონპროექტის პირველი მუხლი ამოქმედდება 2019 წლის 1 ივლისიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება მოხდება სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტით. კანონპროექტი იწვევს სსიპ - შსს მომსახურების სააგენტოს ხარჯის ზრდას. კერძოდ, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ საგზაო პირობებში ჩატარებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი ღონისიძიებების ხარჯებმა 2016-2019 წლებში უკვე შეადგინა 8 060 000 ლარი. ამასთან, მომსახურების სახეების დამატება გამოიწვევს სსიპ - შსს მომსახურების სააგენტოს ფუნქციების ზრდას. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯების დაფინანსება ხორციელდება/განხორციელდება სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტით და აღნიშნული არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა 2019-2022 წლების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქონიოს გავლენა, ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილებებით პრაქტიკულ გამოცდას ემატება ახალი, მეორე ეტაპი, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია გარკვეული საფასურის გადახდასთან. ასევე, იცვლება გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების განაკვეთები, ხოლო არსებულ სერვისებს ემატება ახალი მომსახურებებიც. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვება ხდება 20 ლარი ნაცვლად 40 ლარისა, ამასთან, პრაქტიკული გამოცდა ხდება ორეტაპიანი, თითოეული ეტაპის საფასური დგინდება დამოუკიდებლად. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი. „A“, „C“, „D“ „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური - 150 ლარი. განსხვავებულად ყალიბდება არსებული სტუდენტური შეღავათები. კერძოდ, სტუდენტს შერავათი ექნება AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას. რამდენადაც აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩავარების საჭიროება არ არსებობს, სტუდენტი თავისუფლდება AM კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის საფასურის გადახდისგან. განსხვავებულად ყალიბდება 17 წლის ასაკს მიუღწეველი პირის შეღავათები. რამდენადაც 18 წლამდე ასაკის პირს აეკრძალება B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა, შესაბამისად, არსებული შეღავათი B კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად უქმდება 17 წლის ასაკის პირებისთვის. საფასურისგან გათავისუფლების არსებულ საფუძვლებს ემატება ახალი პუნქტი, რომლის თანახმადაც, საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი თავისუფლდება უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის ახლად შემოღებული დაჩქარებული მომსახურების საფასურის (10 ლარი) გადახდისგან. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული მომსახურებების დამატებას. კერძოდ: ა) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა - 100 ლარი; ბ) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია - 10 ლარი; გ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა - 100 ლარი; დ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირის ვადაზე ადრე დაშვება, მაგრამ არაუგვიანეს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან მე-6 დღისა - 160 ლარი. ე) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის 1 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურება - 40 ლარი. ვ) გირავნობის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია, განცხადების შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის ვადაში - 50 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი. ზ) ლიზინგის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია, განცხადების შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის ვადაში - 50 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი. თ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა: ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურება - 20 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურება - 50 ლარი. ზემოაღნიშნული შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება მომსახურების გაწევის მსურველი პირის რაოდენობაზე. ამასთან, მართვის უფლების მისაღების გამოცდების სტატისიკა წინა წლების მიხედვით არის შემდეგი: თეორიული გამოცდის სტატისტიკა: 2018 წელს თეორიულ გამოცდაზე გასვლის რაოდენობა 120 498 (გამოცდა ჩააბარა 66 305 პირმა), 2017 წელს გასვლის რაოდენობა 143 847 (გამოცდა ჩააბარა 80 652 პირმა), 2016 წელს - 129 360 (გამოცდა ჩააბარა - 73 254 პირმა), 2015 წელს - 102 696 (გამოცდა ჩააბარა - 56 999 პირმა). პრაქტიკული გამოცდის სტატისტიკა: 2018 წელს პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლის რაოდენობა - 222 196 (გამოცდა ჩააბარა - 63 848 პირმა), 2017 წელს - 245 053 (გამოცდა ჩააბარა - 74 877 პირმა), 2016 წელს - 221 195 (გამოცდა ჩააბარა - 67,887 პირმა), 2015 წელს - 188 313 (გამოცდა ჩააბარა - 60 226 პირმა). მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული საფასური წარმოადგენს სსიპ - შსს მომსახურების სააგენტოს საკუთარ შემოსავლებს, რომელთა ნაწილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად, მიღებული შემოსავლები გავლენას მოახდენს, როგორც სსიპ - შსს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტზე, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი იწვევს 2019-2022 წლების სსიპ - შსს მომსახურების სააგენტოს ხარჯის ზრდას. კერძოდ, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ საგზაო პირობებში ჩატარებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი ღონისიძიებების ხარჯებმა 2016-2019 წლებში უკვე შეადგინა 8 060 000 ლარი. აღნიშნული მოიცავს:  სატრანსპორტო საშუალებების (მსუბუქი, სატვირთო, სამგზავრო ტიპის სატრანსპორტო საშუალებები და მოტოციკლები) შეძენის ღირებულებას. ამასთან, ავტოპარკში მსუბუქი კატეგორიები საჭიროებს განახლებას 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო სამგზავრო და სატვირთო კატეგორიები 5 წელიწადში ერთხელ;  მსუბუქი და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროგრამულ უზრუნველყოფასა და კამერების შეძენას და ინსტალაციასთან დაკავშირებულ ხარჯს;  თანამშრომელთა გადამზადების ხარჯს;  სხვადასხვა აღჭურვილობის მოტოციკლეტებისთვის  და ხარჯს ა.შ.) (დამატებითი სატერფულები, ავტოსატრანსპორტო დამცავები საშუალებებისათვის და მოტოციკლებისთვის; საგამოცდო მოედნების მოწყობის ხარჯს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია:  სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯი (მაგ. სათადარიგო ნაწილები);  სატრანსპორტო საშუალების წლიური დაზღვევის ღირებულება;  სააგენტოს იმ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო, წელთა ნამსახურობის დანამატი), რომლებიც უზრუნველყოფენ გამოცდის ჩატარებას, ასევე, მათი უნიფორმით უზრუნველყოფა, მათი და მათი ოჯახის წევრების (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები) სამედიცინო დაზღვევა.  საწვავის ხარჯი, რომელიც დაიანგარიშება საგამოცდო მარშრუტების კილომეტრაჟისა და ავტომობილის წვის ნორმის გათვალისწინებით. ამასთან, მომსახურების სახეების დამატება გამოიწვევს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფუნქციების ზრდას. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯების დაფინანსება ხორციელდება/განხორციელდება სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტით და აღნიშნული არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებებით პრაქტიკულ გამოცდას ემატება მეორე ეტაპი, რომელიც დაკავშირებულია გარკვეული საფასურის გადახდასთან. ასევე, იცვლება გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების განაკვეთები, ხოლო არსებულ სერვისებს ემატება ახალი მომსახურებებიც. კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვება ხდება 20 ლარი ნაცვლად 40 ლარისა, ამასთან, პრაქტიკული გამოცდა ხდება ორეტაპიანი, თითოეული ეტაპის საფასური დგინდება დამოუკიდებლად. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი. „A“, „C“, „D“ „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 150 ლარი. განსხვავებულად ყალიბდება არსებული სტუდენტური შეღავათები. კერძოდ, სტუდენტს შეღავათი ექნება AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას. რამდენადაც აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საჭიროება არ არსებობს, სტუდენტი თავისუფლდება AM კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის საფასურის გადახდისგან. განსხვავებულად ყალიბდება 17 წლის ასაკს მიუღწეველი პირის შეღავათები. რამდენადაც 18 წლამდე ასაკის პირს აეკრძალება B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა, შესაბამისად, არსებული შეღავათი B კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად უქმდება 17 წლის ასაკის პირებისთვის. საფასურისგან გათავისუფლების არსებულ საფუძვლებს ემატება ახალი პუნქტი, რომლის თანახმადაც, საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი თავისუფლდება უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის ახლად შემოღებული დაჩქარებული მომსახურების საფასურის (10 ლარი) გადახდისგან. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული მომსახურებების დამატებას. კერძოდ: ა) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა - 100 ლარი; ბ) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია - 10 ლარი; გ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა - 100 ლარი; დ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირის ვადაზე ადრე დაშვება, მაგრამ არაუგვიანეს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან მე-6 დღისა - 160 ლარი. ე) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის 1 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურება - 40 ლარი. ვ) გირავნობის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია, განცხადების შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის ვადაში - 50 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი. ზ) ლიზინგის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია, განცხადების შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის ვადაში - 50 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი. თ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა: ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურება - 20 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურება - 50 ლარი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი ცვლილებებით პრაქტიკულ გამოცდას ემატება მეორე ეტაპი, რომელიც დაკავშირებულია საფასურის გადახდასთან. ასევე, იცვლება გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების განაკვეთები, ხოლო არსებულ სერვისებს ემატება ახალი მომსახურებებიც. კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვება ხდება 20 ლარი ნაცვლად 40 ლარისა. პრაქტიკული გამოცდა ხდება ორეტაპიანი, თითოეული ეტაპის საფასური დგინდება დამოუკიდებლად. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი. „A“, „C“, „D“ „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 150 ლარი. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული მომსახურებების დამატებას, კერძოდ: ა) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა - 100 ლარი; ბ) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია - 10 ლარი; გ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა - 100 ლარი; დ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირის ვადაზე ადრე დაშვება, მაგრამ არაუგვიანეს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან მე-6 დღისა - 160 ლარი. ე) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის 1 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურება - 40 ლარი. ვ) გირავნობის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია, განცხადების შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის ვადაში - 50 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი. ზ) ლიზინგის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია, განცხადების შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის ვადაში - 50 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი. თ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა: ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურება - 20 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურება - 50 ლარი. აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობებთან დაკავშირებით ამჟამად მოქმედი მომსახურების საფასურის ცვლილება არ მომხდარა 2007 წლიდან. ამ პერიოდის მანძილზე რამდენჯერმე განახლდა საგამოცდო ავტოპარკი, მოედნების მიმდებარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და პერიოდულად ასევე ტერიტორიაზე ახლდება ჩატარდა საგამოცდო სატრანპორტო საშუალებების ტექნიკა. საფასურის დაანგარიშებისას აღნიშნული ფაქტორიც გათვალისწინებულია. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს: დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.