„მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი, საქართველოს კონკურენციის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, შოთა ხაბარელი, ზაზა ხუციშვილი, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე, გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი, აკაკი ზოიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ენძელა მაჭავარიანი, დიმიტრი ხუნდაძე, არჩილ თალაკვაძე
ნომერი
#07-3/368/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)

🏛️ კომიტეტები

  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის მიზნები ამ კანონის მიზანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად მომხმარებლის უფლებების სახელმწიფო პოლიტიკისა და სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა, დაცვის სამართლებრივი მექანიზმის დადგენა და მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის განვითარების ხელშეწყობა. მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგად პრინციპებს, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობაში შედის მოვაჭრესთან მისი პროდუქტის, უპირატესად, პირადი ან საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის გამოყენების მიზნით. 2. კანონი, ასევე, გავრცელდება ისეთი შერეული მიზნის ხელშეკრულებებზე, რომელშიც სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო და პროფესიული საქმიანობის ინტერესზე უპირატესი, პირადი ან საყოფაცხოვრებო მოხმარების ინტერესია. ხელშეკრულების ინტერესის უპირატესობასთან დაკავშირებული ბუნდოვანება უნდა გადაწყდეს მომხმარებლის სასარგებლოდ. 3. მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. მომხმარებლის უფლებების დასაცავად უპირატესობა ენიჭება იმ სპეციალურ კანონს და სპეციალური კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელიც მომხმარებლის უფლებების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს. ეს დათქმა არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ ერთი და იმავე დარღვევისთვის სხვადასხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სანქციების დუბლირება გამოიწვიოს. 4. მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგადი ნორმები მოქმედებს მათი შინაარსის გათვალისწინებით. დაუშვებელია ცალკეულ სფეროზე დაცვის მიზანთან არათავსებადი სტანდარტის გავრცელება. 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ხელშეკრულებებზე, რომლითაც მოვაჭრე მოქმედებს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მინიჭებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, გარდა 1 პროექტი იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრე მომხმარებელთან დებს ხელშეკრულებას, რომელშიც მოვაჭრის სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო და პროფესიული საქმიანობის ინტერესი უპირატესია. მუხლი 3. მომხმარებლის ზოგადი უფლებები 1. მომხმარებლის უფლებაა, მოითხოვოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების, მათ შორის უსაფრთხოების, ინფორმაციის მიღების, არჩევანის, ზიანის ანაზღაურების, ჯანსაღ და მდგრად გარემოში ცხოვრების უფლების დაცვა, ასევე, უფლებისა - მოუსმინონ. 2. მომხმარებელს უფლება აქვს, მისი უფლების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს დარღვევის აღკვეთა ან/და საქმის ეფექტიანი და სწრაფი განხილვა და შესაბამისი რეაგირება, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მუხლი 4. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის ტერმინები გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით: ა) განმცხადებელი – ნებისმიერი პირი, რომელიც უფლებამოსილ ორგანოს მიმართავს მომხმარებლის უფლების დარღვევის ან/და სავარაუდო დარღვევის შესახებ, მიუხედავად იმისა დარღვეულია თუ არა უშუალოდ მისი ინტერესი. ბ) ერთეულის ფასი - პროდუქტის საბოლოო ფასი, დღგ-სა და სხვა გადასახადების ჩათვლით, შემდეგი ერთეულებისთვის: ერთი კილოგრამი, ერთი ლიტრი, ერთი მეტრი, ერთი კვადრატული მეტრი, ერთი კუბური მეტრი ან სხვა ერთეულებისთვის, რომელიც, როგორც წესი, საქართველოში გამოიყენება საზომად; გ) კანონისმიერი გარანტია - მე-17 - მე-19 მუხლებით გარანტირებული მომხმარებლის უფლებები; დ) კომერციული გარანტია - მოვაჭრის ან მწარმოებლის (გარანტიის გამცემის) მიერ კანონისმიერი გარანტიის გარდა მომხმარებლის სასარგებლოდ დამატებით და უსასყიდლოდ ნაკისრი ვალდებულებები; ე) კომერციული პრაქტიკა - მოვაჭრის ნებისმიერი მოქმედება, უმოქმედობა, ქცევა ან ახსნა-განმარტება, კომერციული კომუნიკაცია, მათ შორის, რეკლამა და მარკეტინგი, რაც უშუალოდ დაკავშირებულია მომხმარებლისთვის პროდუქტის მიყიდვასთან ან მიწოდებასთან, ან პროდუქტის გაყიდვის ხელშეწყობასთან; ვ) მოვაჭრე - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, ასევე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოქმედებს მოვაჭრის სახელით ან დავალებით; ზ) მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც იძენს ან შემდგომ იყენებს პროდუქტს, უპირატესად, პირადი ან 2 პროექტი საყოფაცხოვრებო მოხმარების და არა სავაჭრო სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის მიზნით. თ) პროდუქტი - ნებისმიერი მომსახურება ან მოძრავი ნივთი, ასევე, მასში განთავსებული ან/და ელექტრონული ფორმით გავრცელებული ქონებრივი სიკეთე; ი) სარეწი - ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ობიექტი, სადაც მოვაჭრე ჩვეულებრივ ეწევა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო და პროფესიულ საქმიანობას; კ) საჯარო აუქციონი - გაყიდვის მეთოდი, რომლის დროსაც პროდუქტი მოვაჭრის მიერ შეთავაზებულია კონკურენტული და გამჭვირვალე განაცხადების გაკეთების მეშვეობით იმ მომხმარებლისთვის, რომელიც პირადად ესწრება აუქციონს და სადაც ყველაზე მაღალი ფასის განმცხადებელი ვალდებულია შეიძინოს პროდუქტი; ლ) ფინანსური მომსახურება - ფინანსურ ინსტრუმენტებთან ან/და ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურება; მ) ციფრული შინაარსი - მონაცემები, რომლებიც წარმოებული ან მიწოდებულია ციფრული ფორმით; ნ) ხანგრძლივი მატარებელი - ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხანგრძლივ შენახვასა და უცვლელ რეპროდუცირებას, ამ ინფორმაციის გამოყენებისთვის საჭირო დროის განმავლობაში. თავი II მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები მუხლი 5. ინფორმირების ძირითადი ვალდებულება 1. ხელშეკრულების დადებამდე, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, მიაწოდოს შემდეგი უტყუარი და სრული ინფორმაცია, თუ ეს ინფორმაცია ისედაც ცხადი არ არის: ა) პროდუქტის დასახელების, მწარმოებლის და პროდუქტის შესაბამისი არსებითი მახასიათებლების შესახებ, ინფორმაციის მატარებლის სპეციფიკის (მათ შორის ზომის, შესაძლებლობების) გათვალისწინებით. ბ) მოვაჭრის ვინაობის (სახელწოდების) და მისამართის (იურიდიული მისამართის) შესახებ, ასევე, საკონტაქტო მონაცემები, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება მოვაჭრესთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია, ასევე, იმ მოვაჭრის საკონტაქტო მონაცემებს, რომლის სახელითაც მოქმედებს პირი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. გ) პროდუქტის შეცვლის, შეკეთების და ტექნიკური მომსახურების ობიექტის დასახელებისა და მისამართის შესახებ, თუ აღნიშნული განსხვავდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მისამართისაგან; დ) პროდუქტის სრული ფასის შესახებ, ძირითადი და დამატებითი (მათ შორის ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟის და სხვ.) ხარჯების მითითებით. ასევე, თუ პროდუქტის ბუნებიდან გამომდინარე ასეთი ფასის 3 პროექტი წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია, მისი გამოთვლის წესი და ინფორმაცია, რომ დამატებითი ხარჯი შეიძლება წარმოიშვას. ე) არსებობის შემთხვევაში გადახდის, პროდუქტის მიწოდებისა და ვალდებულების შესრულების პირობების შესახებ და მოვაჭრის მიერ მომხმარებლის მოთხოვნის განხილვის წესის შესახებ; ვ) კანონისმიერი გარანტიის და არსებობის შემთხვევაში - კომერციული გარანტიის შესახებ, ასევე, მომხმარებლის შემდგომი მომსახურების პირობების შესახებ; ზ) არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ, ხოლო თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის დადებული ან ავტომატურად განგრძობადია, ასეთ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების შესახებ; თ) არსებობის შემთხვევაში მომხმარებლის ვალდებულებების და მათი შესრულების მინიმალური ვადის/მოქმედების ხანგრძლივობის შესახებ; ი) ციფრული შინაარსის პროდუქტის ფუნქციური მახასიათებლების, მათ შორის მისი დაცვისთვის გამოყენებული ტექნიკური საშუალებების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნებისმიერი ინფორმაცია ციფრული შინაარსის აპარატულ ან პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადობის შესახებ, რომელიც მოვაჭრემ იცის ან უნდა სცოდნოდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კ) ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. საჯარო აუქციონის შემთხვევაში, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ნაცვლად მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია აუქციონის ორგანიზატორის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის დადებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ყოველდღიური საჭიროების წვრილმან ყოფით გარიგებებზე, თუ მისი შესრულება ხდება ხელშეკრულების დადებისთანავე. 5. მე-5, მე-6, მე-7, მე-9, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებით დადგენილი ინფორმირების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს. 6. თუ მოვაჭრე დაარღვევს მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით, მე-11 მუხლის „გ“ და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მომხმარებელს არ დაეკისრება შესაბამისი დამატებითი ხარჯის გადახდა. მუხლი 6. ინფორმაცია პროდუქტის ფასის შესახებ 1. მოვაჭრე ვალდებულია მკაფიო და გასაგები ფორმით უზრუნველყოს პროდუქტზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მითითება. ერთეულის ფასის მითითება არ არის აუცილებელი, თუ იგი გასაყიდი ფასის იდენტურია. 4 პროექტი 2. ფასის მითითება არ არის აუცილებელი, თუ: ა) საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია; ბ) საქონელი იყიდება საჯარო აუქციონზე; გ) გასაყიდად წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუში ან ანტიკვარული ნივთი. 3. საქონელზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და აიწონება ან აიზომება მომხმარებლის თვალწინ, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება. 4. რეკლამაში, სადაც მითითებულია პროდუქტის გასაყიდი ფასი, ასევე, უნდა მიეთითოს ერთეულის ფასი. მუხლი 7. საქონლის მიწოდება 1. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, თუ მხარეები სხვა ვადებზე არ შეთანხმდნენ. 2. თუ მოვაჭრემ არ შეასრულა ვალდებულება მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, მომხმარებელმა მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა შესრულებისთვის. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის სავალდებულო მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება დაუკავშირა საქონლის დროულ მიღებას. 4. თუ საქონლის მიწოდება არ ხდება, იმის გამო, რომ იგი არ არის ხელმისაწვდომი, მოვაჭრე ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს. მუხლი 8. საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი 1. გაყიდული საქონლის გადაცემასთან ერთად მომხმარებელზე გადადის საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. 2. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საქონლის მომხმარებლისთვის გაგზავნა, საქონლის დაღუპვის ან გაფუჭების რისკი გადადის მომხმარებელზე იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მესამე პირი (გარდა გადამზიდავისა) მოიპოვებს ფაქტობრივ მფლობელობას საქონელზე. 3. თუ გაყიდულ საქონელს გადამზიდავი აგზავნის მომხმარებლის დავალებით, საქონლის დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის საქონლის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან. 5 პროექტი მუხლი 9. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები 1. მოვაჭრეს ეკრძალება, გადახდის ელექტრონული საშუალების გამოყენებისთვის, მომხმარებელს გადაახდევინოს იმაზე მეტი საფასური ვიდრე თვითონ იხდის. 2. თუ მოვაჭრეს საკონტაქტოდ მითითებული აქვს ტელეფონის ნომერი, მასთან დაკავშრებისთვის მომხმარებელს არ უნდა გადაახდევინოს კომუნიკაციისთვის დადგენილ ტარიფზე მეტი. აღნიშნული არ გამორიცხავს სატელეკომუნიკაციო მომსახურების გამწევის უფლებას ასეთი მომსახურებისთვის დააწესოს საფასური. 3. ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრემ მომხმარებლისგან უნდა მიიღოს თანხმობა, ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულებისთვის დადგენილი ფასის გარდა, დამატებითი ხარჯების გადახდაზე. თუ მოვაჭრეს არ მიუღია მომხმარებლის მკაფიოდ გამოხატული თანხმობა, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მიუხედავად იმისა, რომ მას უარი არ უთქვამს (არ უარუყვია ნაგულისხმევი პარამეტრები) დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაზე. თავი III დისტანციური და სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებები მუხლი 10. დისტანციური და სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებების ცნება და გამონაკლისი 1. სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულება გულისხმობს მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის დადებულ ნებისმიერ ხელშეკრულებას, რომელიც: ა) იდება მოვაჭრის სარეწს გარეთ და მოითხოვს მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკურ თანყოფას; ბ) იდება მოვაჭრის სარეწში ან დისტანციური კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, მაგრამ დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა ხელშეკრულების დადების თაობაზე ინდივიდუალური შეთავაზება უშუალოდ მიიღო მოვაჭრის სარეწის გარეთ, მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკური თანყოფისას; გ) იდება ექსკურსიის დროს, რომელიც მოვაჭრის მიერ ორგანიზებული იყო პროდუქტის გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით ან იწვევს ასეთ შედეგს. 2. დისტანციური ხელშეკრულება იდება მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების 6 პროექტი ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს მომხმარებლისა და მოვაჭრის ფიზიკურ თანყოფას. 3. დაკავშირებული ხელშეკრულებით მოვაჭრე იძენს პროდუქტს, რომელიც ურთიერთდაკავშირებულია დისტანციურ ან სარეწს გარეთ დადებულ ხელშეკრულებასთან და თუ პროდუქტი მიწოდებულია მოვაჭრის ან მესამე პირის მიერ, მოვაჭრესა და მესამე პირს შორის შეთანხმების საფუძველზე. 4. ამ თავით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება პროდუქტზე, რომლის ფასი არ აღემატება 30 ლარს. მუხლი 11. ინფორმირების ვალდებულება დისტანციური და სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებების შემთხვევაში 1. დისტანციური და სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებამდე, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს, მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად დამატებით, მკაფიოდ და გასაგებად, მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მოვაჭრის ფაქტობრივი მისამართი (საწარმოს ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), თუ ის განსხვავდება მოვაჭრის ადგილმდებარეობისაგან (საწარმოს იურიდიული მისამართისაგან), ასევე, მოვაჭრის ელ-ფოსტის მისამართი ფაქსისა და ტელეფონის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელზე კომუნიკაციაც შეეძლება მომხმარებელს სწრაფად და ეფექტიანად და იმ მოვაჭრის ფაქტობრივი მისამართი და ვინაობა ვისი სახელითაც იგი მოქმედებს; ბ) განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, განვადებით ნასყიდობისას ან პროდუქტის გამოწერით მიღებისას პროდუქტის სრული ფასი, რაც მოიცავს სრულ ხარჯებს გადახდის თითოეული პერიოდისათვის, ხოლო, თუ სრული ფასის გამოთვლა წინასწარ შეუძლებელია, მისი გამოთვლის წესი. თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ფიქსირებული გადასახადი, სრული ფასი უნდა აღნიშნავდეს, ყოველთვიურ სრულ გადასახადს; გ) ხელშეკრულების დადების დროს გამოყენებული დისტანციური კომუნიკაციის ხარჯი, თუ ხარჯი არ შედის ძირითად ფასში; დ) იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელია ხელშეკრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები, ვადები, წესი და ინფორმაციის შესავსები ფორმა დანართ №1-ის მიხედვით; ე) თუ მე-16 მუხლის შესაბამისად, შეუძლებელია ხელშეკრულებაზე უარის თქმა, ინფორმაცია რომ მომხმარებელი ვერ იტყვის ხელშეკრულებაზე უარს; ვ) ინფორმაცია, რომ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გაწიოს პროდუქტის უკან დაბრუნების ხარჯი, თუ პროდუქტის ბუნებიდან გამომდინარე მისი უკან დაბრუნება ფოსტით შეუძლებელია; ზ) ინფორმაცია, ქცევის კოდექსის არსებობის და მისი ხელმისაწვდომობის შესახებ; თ) მოვაჭრის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ წარსადგენი ან გადასახდელი ფინანსური უზრუნველყოფის პირობების შესახებ. 7 პროექტი ი) სადაც შესაძლებელია, ინფორმაცია, სასამართლოს გარეშე გასაჩივრების წესისა და ანაზღაურების მიღების შესახებ. 2. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და არ შეიძლება შეიცვალოს, გარდა იმ შემთხვევისა თუ მხარეები აშკარად გამოხატული ფორმით სხვაგვარად არ შეთანხმდნენ. მუხლი 12. მოთხოვნები სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებისთვის 1. სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, მოვაჭრემ მე-11 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიაწოდოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, წერილობით, მკაფიოდ და გასაგებად, ქაღალდზე ან მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სხვა ხანგრძლივ მატარებელზე. 2. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ხელშეკრულების ხელმოწერილი ასლი ან ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი ქაღალდზე ან მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სხვა ხანგრძლივ მატარებელზე. 3. თუ მომხმარებელი ითხოვს მომსახურების გაწევას მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების ვადის გასვლამდე, მან ასეთი მოთხოვნა მოვაჭრეს ინფორმაციის ხანგრძლივი მატარებლის საშუალებით უნდა მიაწოდოს. მუხლი 13. მოთხოვნები დისტანციური ხელშეკრულებისთვის 1. დისტანციური ხელშეკრულების შემთხვევაში, მოვაჭრემ მე-11 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიაწოდოს დისტანციური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მკაფიო და გასაგები ფორმით. თუ ეს ინფორმაცია მიწოდებულია ხანგრძლივ მატარებელზე, ინფორმაცია უნდა იყოს აღქმადი. 2. თუ დისტანციური ხელშეკრულება იდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს, რომ მომხმარებელს შეკვეთის განთავსებისას ერთმნიშვნელოვნად გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ შეკვეთის განთავსება წარმოშობს მომხმარებლისთვის საფასურის გადახდის ვალდებულებას. თუ მოვაჭრემ არ უზრუნველყო ეს პირობა, მომხმარებელს საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა. 3. სავაჭრო ვებგვერდებზე მკაფიოდ და გასაგებად, არაუგვიანეს შეკვეთის პროცესის დაწყებისა, განთავსებული უნდა იყოს ინფორმაცია მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ასევე - ინფორმაცია გადახდის საშუალების თაობაზე. 4. თუ ხელშეკრულება იდება დისტანციური საშუალებების გამოყენებით, რომელიც არ იძლევა საკმარის დროსა და ადგილს, რომ მოვაჭრემ მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია, მოვაჭრე ვალდებულია ხელშეკრულების დადებამდე მომხმარებელს მიაწოდოს, სულ მცირე, ინფორმაცია მოვაჭრის ვინაობის (სახელწოდების) შესახებ და მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ 8 პროექტი ქვეპუნქტებით, და მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია. დისტანციური ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია მოვაჭრემ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს მე11 მუხლის შესაბამისად. 5. სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დისტანციური ხელშეკრულების დადებისას, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს, სატელეფონო კომუნიკაციის დაწყებისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული ინფორმაციისა, მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი ვინაობის (სახელწოდების) ან იმ პირის ვინაობის შესახებ, ვისი სახელითაც მოქმედებს და სატელეფონო კომუნიკაციის კომერციული მიზნის თაობაზე. 6. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს დაუდასტუროს ხელშეკრულების დადება ხანგრძლივ მატარებელზე, ხელშეკრულების დადებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს პროდუქტის მიწოდებისას ან უშუალოდ მომსახურების დაწყებამდე. ასეთი დასტური უნდა შეიცავდეს: ა) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ - „თ“, ქვეპუნქტებით და მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ მომხმარებელს დისტანციური ხელშეკრულების დადებამდე აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიაწოდა ხანგრძლივ მატარებელზე; ბ) ასეთის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლის წინასწარ თანხმობას და დასტურს, რომ მას მიეწოდა მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 7. როდესაც მომხმარებელს სურს, რომ მომსახურების უზრუნველყოფა მოხდეს მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელების ვადაში, მან მოვაჭრეს ასეთი მოთხოვნა უნდა მიაწოდოს ცხადად. მუხლი 14. დისტანციურ და სარეწს გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება 1. მე-16 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას დისტანციურ ან/და სარეწს გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე პროდუქტის მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) მფლობელობაში მიღებიდან, რეგულარული (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების შემთხვევაში ნივთის მფლობელობაში პირველად მიღების მომენტიდან, ხოლო პროდუქტის ნაწილ-ნაწილ გაყიდვისას - ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან ან მომსახურების ხელშეკრულების დადებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. 2. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოხმარებელს არ დაეკისრება რაიმე ხარჯის (მათ შორის მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა აირჩია მოვაჭრის მიერ შეთავაზებულ სტანდარტულ მიწოდებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება ან თუ პროდუქტის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რაც არ არის დაკავშირებული პროდუქტის ბუნების, მახასიათებლების და ფუნქციონირების 9 პროექტი დადგენასთან. პროდუქტის ფასის შემცირების შედეგად სხვაობის გადახდის ვალდებულება არ დაეკისრება მომხმარებელს თუ მოვაჭრემ ამ კანონით გათვალისწინებული, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობაზე სრული ინფორმაცია არ მიაწოდა მას. 3. მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა, ავტომატურად იწვევს მასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებიდან გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. 4. მომხმარებელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, მოვაჭრეს გაუგზავნოს დანართ №1-ში მოცემული, შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას პროდუქტის უკან დაბრუნების შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს. 5. მოვაჭრეს არ აქვს უფლება ხელშეკრულებაზე უარის თქმის განსახორციელებლად მომხმარებელს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე მეტი. 6. მოვაჭრე უფლებამოსილია, დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმა ჩაიბაროს ელექტრონულად, ჩაბარების თაობაზე მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდება დაუყოვნებლივ, ხანგრძლივ მატარებელზე; 7. მომხმარებელს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენება შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში თუ შეტყობინება ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ მოვაჭრეს გაუგზავნა ამ ვადის ამოწურვამდე. 8. იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრე მომხმარებელს არ მიაწვდის ინფორმაციას ამ კანონით გათვალისწინებული პროდუქტის უკან დაბრუნების უფლების შესახებ, პროდუქტის უკან დაბრუნების ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლის პერიოდიდან 12 თვის განმავლობაში. 9. იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრემ მომხმარებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლის პერიოდიდან 12 თვის ვადაში მიაწოდა ინფორმაცია ამ კანონით გათვალისწინებული პროდუქტის უკან დაბრუნების უფლების შესახებ, პროდუქტის უკან დაბრუნების ვადა აითვლება ინფორმაციის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. მუხლი 15. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები 1. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეთა მიერ დისტანციური ან სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მიღებული შესრულება მხარეებს უკან უბრუნდებათ. 2. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია: ა) სრულად დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიწოდების ხარჯი გაჭიანურების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში. მოვაჭრე არ არის ვალდებული 10 პროექტი მომხმარებელს დაუბრუნოს დამატებითი ხარჯი, რაც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ მიწოდების არასტანდარტული ან უფრო ძვირი მომსახურების არჩევასთან, ვიდრე ეს შეთავაზებული იყო მოვაჭრის მიერ; ბ) თანხა უნდა ანაზღაურდეს გადახდის იმავე საშუალებებით, რაც გამოყენებული იყო მომხმარებლის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი თანხმობას განაცხადებს გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე და თუ მოხმარებელს არ წარმოეშობა დამატებითი ხარჯი. 3. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის უკან დაბრუნებაზე მანამ, სანამ არ დაიბრუნებს პროდუქტს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს პროდუქტის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა პროდუქტის უკან წაღება. 4. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია: ა) მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს პროდუქტი ხელშეკრულებაზე უარის თქმის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა პროდუქტის უკან წაღება; ბ) დაფაროს მხოლოდ პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია, რომ პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში ამგვარი ხარჯი წარმოიშობოდა. სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც პროდუქტი მოხმარებელს მიეწოდება სახლში, მოვაჭრე ვალდებულია პროდუქტი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ პროდუქტის ბუნების გამო შეუძლებელია მისი ფოსტით გაგზავნა. მუხლი 16. ხელშეკრულებაზე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისები 1. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება არ ვრცელდება საფინანსო და სადაზღვევო სფეროში დადებულ ხელშეკრულებაზე, გარდა სარეწს გარეთ დადებული, ქონებით უზრუნველყოფილი საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებისა. 2. მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ: ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად იქნა გაწეული, თუ მოვაჭრემ მომსახურების გაწევა დაიწყო მომხმარებლის წინასწარი თანხმობით და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას; ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული პროდუქტის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებებზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც წარმოიშვა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში; 11 პროექტი გ) მიწოდებული პროდუქტი დამზადებულია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით ან აშკარად მორგებულია მის პირად საჭიროებებს; დ) მიწოდებული პროდუქტი მალფუჭებადია ან აქვს მოკლე ვარგისიანობის ვადა; ე) მიწოდებულია ჰერმეტულად დაცული პროდუქტი, რომლის ჰერმეტულობა დარღვეულია მიწოდების შემდეგ და ამდენად, მისი დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო; ვ) მიწოდებულია პროდუქტი, რომელიც მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს; ზ) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა მოვაჭრე გამოიძახა გადაუდებელი სარემონტო/ტექნიკური მომსახურების გაწევის მიზნით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ვიზიტის ფარგლებში მომსახურების მიღმა გაწეულ დამატებით მომსახურებაზე; თ) მიწოდებულია დალუქული აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი ან დალუქული პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის ლუქი დაირღვა მიწოდების შემდეგ; ი) მიწოდებულია ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწოდება ხორციელდება სააბონენტო ხელშეკრულების საფუძველზე; კ) ხელშეკრულება დადებულია საჯარო აუქციონის შედეგად; ლ) ხელშეკრულება დადებულია უძრავი ქონების გადაცემაზე (არასაცხოვრებელი მიზნით), პროდუქტის გადაზიდვაზე, სატრანსპორტო საშუალების ქირავნობაზე, კვების ორგანიზებაზე ან დასვენებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე და რომელშიც შესრულების განსაზღვრული თარიღი ან პერიოდია მითითებული; მ) ციფრული შინაარსი მიწოდებულია არამყარი მატარებლით, რომლის შესრულებაც დაიწყო მომხმარებლის წინასწარი თანხმობით და მომხმარებელმა იცოდა, რომ ამით ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას დაკარგავდა. ნ) იგი ითვალისწინებს ალკოჰოლური სასმელების მიწოდებას, რომელთა ფასი შეთანხმებულია ხელშეკრულების დადების მომენტში, ხოლო მიწოდება ხდება 30 დღის შემდეგ და რომლის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ მერყეობაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს. თავი IV სამომხმარებლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული გარანტიები მუხლი 17. მოვაჭრის ვალდებულებები სამომხმარებლო ნასყიდობისას 1. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი. 2. ივარაუდება, რომ საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისია, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: 12 პროექტი ა) შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და აქვს იგივე თვისებები, რაც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა; ბ) ვარგისია იმგვარი სარგებლობისთვის, რომლისთვისაც ჩვეულებრივ გამოიყენება; გ) გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზეც მომხმარებელმა მოვაჭრეს ხელშეკრულების დადებისას აცნობა და მოვაჭრე დაეთანხმა; დ) აქვს ის თვისებები და ფუნქციონირებს იმგვარად, როგორც ამ სახეობის საქონლისთვის არის დამახასიათებელი და რისი გონივრული მოლოდინიც მომხმარებელს შეიძლება ჰქონოდა საქონლის ბუნებიდან და იმ საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გაკეთდა მოვაჭრის, მწარმოებლის, მისი წარმომადგენლის ან ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ, მათ შორის რეკლამისა ან/და ეტიკეტის საშუალებით. 3. მოვაჭრის მიერ ან მისი პასუხისმგებლობით, საქონლის არასწორი დამონტაჟების შედეგად წარმოქმნილი ნაკლი უთანაბრდება ხელშეკრულების პირობებთან საქონლის შეუსაბამობას, თუ საქონლის მონტაჟი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. ეს წესი, ასევე, ვრცელდება საქონელზე, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლის მიერ ასაწყობად ან დასამონტაჟებლად და საქონელზე თანდართული ინსტრუქციის ნაკლოვანების გამო აწყობა ან მონტაჟი არასწორად განხორციელდა. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის, საქონელი არ ჩაითვლება ნაკლის მქონედ, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, მომხმარებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ საქონელს ჰქონდა ნაკლი ან თუ ნაკლი განპირობებულია მომხმარებლის მიერ მიწოდებული მასალით. 5. მოვაჭრე არ ეკისრება პასუხისმგებლობა პროდუქტის შესახებ საჯარო განცხადებისთვის იმ შემთხვევაში თუ: ა) დაამტკიცებს, რომ არ იყო ან ვერ იქნებოდა ინფორმირებული განცხადების თაობაზე; ბ) დაამტკიცებს, რომ ხელშეკრულების დადებამდე პროდუქტის შესახებ საჯარო განცხადებაში მოცემული ინფორმაცია შეიცვალა; გ) დაამტკიცებს, რომ განცხადება ვერ მოახდენდა გავლენას, მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეძენაზე. მუხლი 18. მომხმარებლის უფლებები ნასყიდობის ხელშეკრულებისას 1. თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა - საქონლის უსასყიდლოდ შეცვლა ან შეკეთება, ფასის შემცირება ან უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან. 2. საქონლის შეცვლა ან შეკეთება მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს შეუძლებელია საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, ან მოითხოვს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს. 13 პროექტი 3. საქონლის შეკეთება ან შეცვლა უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადაში და იმგვარად, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება, საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რისთვისაც შეიძინა მომხმარებელმა საქონელი. 4. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის გაწევას, რაც საჭიროა საქონლის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალის და მასალების ხარჯს. 5. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ: ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შეუძლებელია, ან; ბ) მოვაჭრემ არ შეაკეთა ან არ შეცვალა საქონელი გონივრულ ვადაში და მომხმარებელმა შესრულების მიმართ ინტერესი დაკარგა, ან; გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს შეუქმნის მნიშვნელოვან შეფერხებას. 6. მომხმარებელს უფლება აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. მოხმარებელს უფლება არა აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა. 8. იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერი ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: ა) პროდუქტის ღირებულება ხელშეკრულების პირობებთან მისი შესაბამისობის შემთხვევაში; ბ) შეუსაბამობის ხარისხი; გ) ნაკლის აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე; მუხლი 19. მომხმარებლის უფლებები მომსახურების ხელშეკრულებისას 1. მომსახურების გამწევი ვალდებულია მომხმარებელს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისი მომსახურება გაუწიოს. 2. მომხმარებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გადაცილების, აგრეთვე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომსახურების გამწევს უნდა დაუდგინოს მომსახურების გაწევისა და ნაკლის აღმოფხვრის გონივრული ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს შეუძლებელია მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, ან მოითხოვს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს. არათანაზომიერი ან შეუსაბამოდ დიდი ხარჯი განისაზღვრება მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით. 3. დამატებით განსაზღვრული გონივრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს: ა) მომსახურების გაწევა/ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს, მომსახურების გამწევის ხარჯით; 14 პროექტი ბ) მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება; გ) უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის სავალდებულო თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოყვება ან თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება დაუკავშირა მომსახურების დროულ მიღებას. 5. თუ მომსახურების გამწევი დროულად არ შეუდგა მომსახურების გაწევას ან პროცესი ჭიანურდება, რაც შეუძლებელს ხდის დათქმულ ვადაში მომსახურების გაწევას, მომსახურების გამწევს არ აქვს უფლება მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ასევე, უკვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ ნაწილობრივი შესრულებისადმი მომხმარებელმა დაკარგა ინტერესი. მუხლი 20. კომერციული გარანტია 1. მოვაჭრისთვის სავალდებულოა მის მიერ გაცემული კომერციული გარანტიის, მათ შორის რეკლამაში აღწერილი პირობების დაცვა. 2. კომერციული გარანტია უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კომერციული გარანტია არ ზღუდავს კანონისმიერი გარანტიის პირობებს; ბ) მკაფიოდ გაწერილ საგარანტიო პირობებს, მათ შორის გარანტიის ხანგრძლივობასა და მისი მოქმედების ტერიტორიას და გასაჩივრებისთვის საჭირო ინფორმაციას, როგორიცაა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, მოვაჭრის სახელი და მისამართი. 3. მომხმარებლის მოთხოვნით, გარანტია უნდა მიაწოდონ წერილობით ან სხვა მისთვის მისაღები ფორმით. 4. ამ მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, გავლენას ვერ იქონიებს კომერციული გარანტიის ნამდვილობაზე. 5. ბათილია გარანტიის პირობა, რომელიც ზღუდავს მომხმარებლის კანონით გათვალისწინებულ უფლებებს. მუხლი 21. გარანტიის ვადები 1. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი აღმოაჩინა საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ ასეთი რამ შესაძლებელია საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეზეა. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი აღმოაჩინა საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ, მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას ეკისრება მომხმარებელს. 15 პროექტი 2. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს მე-17, მე-18 და მე-19 მუხლებით დადგენილი უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი აღმოჩენილია საქონლის მომხმარებლისთვის გადაცემიდან ორი წლის განმავლობაში, ხოლო კომერციული გარანტიის არსებობის შემთხვევაში - მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში. 3. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება მეორეული საქონლის ნასყიდობაზე. თავი V ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობები მუხლი 22. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ნამდვილობა 1. ხელშეკრულების სტანდარტული პირობა არის მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის დადგენილი, წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნული პირობა, რომლის გაცნობის შესაძლებლობა მომხმარებელს ჰქონდა. 2. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ხელშეკრულების პირობა მხარეთა მიერ ინდივიდუალურად იქნა შეთანხმებული, ეკისრება მოვაჭრეს. 3. მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით შეთავაზებული პირობები უნდა ჩამოყალიბდეს მარტივ და გასაგებ ენაზე. პირობა, რომელიც იძლევა მისი ორაზროვნად განმარტების საშუალებას, განიმარტება მომხმარებლის სასარგებლოდ. მუხლი 23. ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობების ბათილობა 1. ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობები, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, ბათილია, თუ ეწინააღმდეგება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და იწვევს მომხმარებლის საზიანოდ სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობების გაუმართლებელ დისბალანსს, მათ შორის მისი ბუნდოვანი ფორმულირების გამო. მხოლოდ ხელშეკრულების საგნის რაობა ან მისი შესაბამისობა საპასუხო შესრულებასთან, არ ჩაითვლება ასეთ შეუსაბამობად. 2. ბათილია, ხელშეკრულების შემდეგი უსამართლო სტანდარტული პირობები: ა) დებულება, რომელიც გამორიცხავს ან ზღუდავს მოვაჭრის პასუხისმგებლობას მომხმარებლის გარდაცვალების, ჯანმრთელობის დაზიანების ან მისთვის უხეში გაუფრთხილებლობით სხვა სახის ზიანის მიყენების გამო, თუ ეს გარემოება დადგა მოვაჭრის მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად; ბ) დებულება, რომელიც უსამართლოდ ზღუდავს ან გამორიცხავს მომხმარებლის მიერ მოვაჭრის ან მესამე პირის მიმართ მოთხოვნის წარდგენას მოვაჭრის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად ან 16 პროექტი ნაწილობრივ შეუსრულებლობის, ასევე, ნაკლიანი შესრულების გამო. ასევე, დებულება, რომელიც გამორიცხავს მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შესაძლებლობას; გ) დებულება, რომლითაც მომხმარებელი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულების პირობა, მაშინ როდესაც მოვაჭრის მიერ ვალდებულების შესრულება განპირობებულია მხოლოდ მის ნებაზე დამოკიდებული პირობის დადგომით; დ) დებულება, რომლითაც მოვაჭრეს უფლება ეძლევა დააკავოს მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, როდესაც მომხმარებელი უარს ამბობს ხელშეკრულების დადებაზე ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება მოვაჭრის ინიციატივით და მომხმარებელი არ იღებს თანხის შესაბამის შესრულებას; ე) დებულება, რომლითაც მოვაჭრე თავისუფლდება ვალდებულებისგან, დაუწესოს მომხმარებელს დამატებითი ვადა თავისი ვალდებულების შესასრულებლად. ვ) დებულება, რომელიც მომხმარებელს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აკისრებს ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის გადახდის ვალდებულებას ან მოვაჭრეს ანიჭებს უფლებას მომხმარებელს მოსთხოვოს გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება; ზ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს ანიჭებს უფლებას გაუმართლებლად და ხელშეკრულებაში მითითებული საფუძვლის გარეშე ცალმხრივად თქვას უარი ხელშეკრულებაზე, ან მოვაჭრის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლებას აძლევს მას, დააკავოს თანხა იმ მომსახურებისთვის, რომელიც არ გაუწევია; თ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს ანიჭებს უფლებას, უარი თქვას განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებაზე, მომხმარებლისთვის გონივრულ ვადაში გაგზავნილი წინასწარი შეტყობინების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ხელშეკრულებაზე უარის თქმის მნიშვნელოვანი საფუძველი; ი) დებულება, რომლითაც ავტომატურად გრძელდება განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება მომხმარებლის თანხმობის გარეშე ან როდესაც მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ან გაგრძელების თაობაზე ნების გამოვლენისთვის დადგენილია არაგონივრულად მცირე ვადა; კ) დებულება, რომლითაც მოვაჭრე უწესებს მომხმარებელს ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისთვის შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან აშკარად მცირე ვადას ან რომლითაც მოვაჭრე აწესებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად კანონით დადგენილი ნორმებისგან განსხვავებულ, შეუსაბამოდ ხანგრძლივ ვადებს ან რომლითაც ვადები ფორმულირებულია ბუნდოვნად; ლ) დებულება, რომელიც მომხმარებელს ბოჭავს იმ პირობებით, რომელთა გაცნობის რეალური შესაძლებლობა მომხმარებელს ხელშეკრულების დადებამდე არ ჰქონდა; მ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს ანიჭებს უფლებას, ხელშეკრულებაში განსაზღვრული საფუძვლიანი მიზეზის გარეშე ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება 17 პროექტი დადებულია განუსაზღვრელი ვადით და მოვაჭრე ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ მომხმარებელს გაუგზავნის შეტყობინებას გონივრულ ვადაში, ხოლო მომხმარებელს უფლება ექნება უარი თქვას ხელშეკრულებაზე; ნ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს ანიჭებს უფლებას, ყოველგვარი მნიშვნელოვანი საფუძვლის გარეშე ცალმხრივად შეცვალოს პროდუქტის თვისებები; ო) დებულება, რომელიც მოვაჭრეს ანიჭებს უფლებას, პროდუქტის მიწოდების მომენტში დაადგინოს პროდუქტის ფასი ან გაზარდოს ფასი ისე, რომ მომხმარებელს არ მიეცეს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობა, თუ პროდუქტის საბოლოო ფასი მნიშვნელოვნად აღემატება ხელშეკრულების დადების მომენტში დადგენილ ფასს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფასის ინდექსირება კანონით ნებადართულია და ხდება წინასწარ დადგენილი მეთოდოლოგიით; პ) დებულება, რომელიც მოვაჭრეს ანიჭებს უფლებას, განსაზღვროს შეესაბამება თუ არა პროდუქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ან ცალმხრივად განმარტოს ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა; ჟ) დებულება, რომელიც ზღუდავს მოვაჭრის ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი წარმომადგენლის მიერ აღებული ვალდებულების შესრულება ან ნაკისრი ვალდებულებები დაუქვემდებაროს ფორმალურ მოთხოვნებს; რ) დებულება, რომელიც მომხმარებელს ავალებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, იმის მიუხედავად, ასრულებს თუ არა მოვაჭრე მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომხმარებელი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა ან დებულება, რომელიც მომხმარებელს უზღუდავს კანონით მინიჭებულ უფლებას უარი თქვას შესრულებაზე სხვა საფუძვლით; ს) დებულება, რომლითაც მოვაჭრე ხელშეკრულებით ნაკისრ უფლებებსა და მოვალეობებს გადასცემს სხვა პირს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ხელშეკრულების პირობების გაუარესება და რაზეც მომხმარებელს არ მიუცია თანხმობა; ტ) დებულება, რომელიც ზღუდავს ან გამორიცხავს მომხმარებლის სამართლებრივი დაცვის უფლებას, მათ შორის დებულება, რომელიც ავალდებულებს მომხმარებელს, მისი უფლებების დაცვა განახორციელოს მხოლოდ არბიტრაჟში ან ზღუდავს მომხმარებლის შესაძლებლობას, მოიპოვოს მტკიცებულებები ან მომხმარებელს აკისრებს მტკიცების ტვირთს, მაშინ როდესაც კანონის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრება ხელშეკრულების მეორე მხარეს. 3. ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობების ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ უსამართლო სტანდარტული პირობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას და თუ სავარაუდოა, რომ ხელშეკრულება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშე. 18 პროექტი 24. სტანდარტული პირობების ბათილობასთან დაკავშირებული გამონაკლისები 1. განუსაზღვრელი ვადით დადებული ფინანსური მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დებულება არ ჩაითვლება ბათილად თუ არსებობს ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლიანი მიზეზი და მოვაჭრე დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე მომხმარებელს. 2. ფინანსური მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში, ბათილად არ ჩაითვლება ისეთი სტანდარტული პირობა, რომლის მიხედვით საფუძვლიანი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მოვაჭრე ინარჩუნებს უფლებას, მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გარეშე, შეცვალოს ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთი ან საკომისიოს ოდენობა, თუ იგი პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობებს ამის თაობაზე მომხმარებელს, ხოლო მომხმარებელს უფლება ექნება დაუყოვნებლივ უარი თქვას ხელშეკრულებაზე; 3. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „მ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დებულებები არ ჩაითვლება ბათილად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვა ისეთი პროდუქტის თაობაზე დადებულ გარიგებაში, სადაც ფასი დაკავშირებულია საფონდო ბირჟაზე დადგენილი კოტირების ან ინდექსების ცვალებადობაზე ან ფინანსური ბაზრის განაკვეთზე, რასაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს, ასევე - უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე, სამგზავრო ჩეკზე ან უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ საერთაშორისო ფულად გზავნილზე. თავი VI უსამართლო კომერციული პრაქტიკა მუხლი 25. უსამართლო კომერციული პრაქტიკის აკრძალვა 1. აკრძალულია უსამართლო კომერციული პრაქტიკა. 2. უსამართლოა კომერციული პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების მოთხოვნებს და არსებითად უარყოფითად ცვლის ან შესაძლოა შეცვალოს საშუალო მომხმარებლის ეკონომიკური ქცევა პროდუქტთან მიმართებით, რომელიც მას მიაწოდეს ან მისთვის არის განკუთვნილი ან არსებით უარყოფით ზეგავლენას ახდენს ან შესაძლოა მოახდინოს მომხმარებელთა ჯგუფის საშუალო წევრის ეკონომიკურ ქცევაზე, როდესაც კომერციული პრაქტიკის ადრესატია მომხმარებლის განსაზღვრული ჯგუფი. 3. კომერციული პრაქტიკის უსამართლოდ მიჩნევისთვის, რომელმაც შესაძლოა არსებითად უარყოფითად შეცვალოს მომხმარებლის მხოლოდ იმ ჯგუფის ეკონომიკური ქცევა, რომელიც საკუთარი გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობის, ან/და ასაკის გამო განსაკუთრებით მოწყვლადია, მხედველობაში მიიღება ჯგუფის საშუალო წევრის ქცევა. კომერციული პრაქტიკა უსამართლოდ 19 პროექტი არ მიიჩნევა თუ რეკლამაში გადმოცემული ინფორმაცია გაზვიადებულია ან პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა ყოფილიყო გაგებული. 4. უსამართლო კომერციულ პრაქტიკად, მიიჩნევა შეცდომაში შემყვანი ან აგრესიული კომერციული პრაქტიკა. მუხლი 26. მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული პრაქტიკა 1. შეცდომაში შემყვან კომერციულ პრაქტიკად, რაც გამოხატულია მოვაჭრის მოქმედებით, მიიჩნევა მომხმარებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება ან ინფორმაციის იმგვარად მიწოდება, მაშინაც კი თუ ინფორმაცია ფაქტობრივად სწორია, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება და რის გამოც მომხმარებელმა დადო ან შესაძლოა დადოს გარიგება, რომელსაც სხვაგვარად არ დადებდა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოიცავს: ა) პროდუქტის არსს და ძირითად მახასიათებლებს, როგორიცაა ხელმისაწვდომობა, სარგებელი, რისკები, გამოყენება, შემადგენლობა, აქსესუარები, გაყიდვის შემდგომი მომსახურება, საჩივრის განხილვის წესთან დაკავშირებული პროცედურები, წარმოების ადგილი, თარიღი და მეთოდი, მიწოდება, მიზნისადმი შესაბამისობა, რაოდენობა, ზომა, წონა, მახასიათებლები გეოგრაფიული ან კომერციული წარმომავლობა, გადაზიდვის და შენახვის პირობები, გამოყენების მოსალოდნელი შედეგები, ასევე, პროდუქტის შემოწმებისა და ტესტირების შედეგები და მის საფუძველზე გამოვლენილი არსებითი გარემოებები; ბ) მოვაჭრის პასუხისმგებლობის ფარგლებს, რომელიც ეხება კომერციული პრაქტიკის მოტივს და გაყიდვის პროცესის თავისებურებას, ასევე, ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რაც უკავშირდება მოვაჭრის მიერ პროდუქტის პირდაპირ ან არაპირდაპირ სპონსორობას; გ) ფასს ან ფასის გაანგარიშების სათანადო მეთოდს, ან მითითებას სპეციალურ ფასზე, ასევე პროდუქტის მიწოდების პირობებს; დ) პროდუქტთან დაკავშირებულ მომსახურებას, პროდუქტის ნაწილის შეცვლის ან შეკეთების საჭიროებას; ე) მოვაჭრის ან წარმომადგენლის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, სტატუსს, თანხმობას, კვალიფიკაციას, საწარმოო, კომერციული და ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ან მათთან კავშირს, ასევე, წარმოებასთან ან კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებებს; ვ) მომხმარებლის უფლებების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების, შეცვლის და შეკეთების, ასევე, პრეტენზიის წარდგენის შესაძლებლობისა და ფორმის და მოსალოდნელი რისკის შესახებ. 3. შეცდომაში შემყვან კომერციულ პრაქტიკად, ასევე, მიიჩნევა პროდუქტის იმგვარი მარკეტინგი, მათ შორის შედარებითი რეკლამა, რომელიც იწვევს 20 პროექტი გაურკვევლობას კონკურენტის სასაქონლო ნიშანთან, სახელსა (სახელწოდებას) და სხვა განმასხვავებელ ნიშანთან მიმართებაში. 4. მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანია კომერციული პრაქტიკა, როდესაც მოვაჭრე აცხადებს, რომ ქცევის კოდექსის ხელმომწერია და არღვევს ქცევის კოდექსით გათვალისწინებულ სავალდებულო ქცევის წესებს. მუხლი 27. უმოქმედობით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული პრაქტიკა 1. შეცდომაში შემყვანია მოვაჭრის უმოქმედობით გამოხატული კომერციული პრაქტიკა, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში, ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და საკომუნიკაციო საშუალების მახასიათებლების შეზღუდულობის გათვალისწინებით, ინფორმაციის ფაქტობრივი შინაარსი არ შეიცავს არსებითი ხასიათის ინფორმაციას, რომელიც საჭიროა საშუალო მომხმარებლისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად და რის შედეგადაც მომხმარებელმა დადო ან შესაძლოა დადოს გარიგება, რომელსაც ამ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში არ დადებდა. 2. შეცდომაში შემყვანია უმოქმედობით გამოხატული კომერციული პრაქტიკა, როდესაც მოვაჭრე 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ არსებით ინფორმაციას მომხმარებელს აწვდის ბუნდოვნად, გაურკვევლად ან უდროოდ ან კომერციულ პრაქტიკაში არ იკვეთება და გარემოებებიც არ ცხადყოფს კომერციულ მიზანს, შედეგად კი მომხმარებელმა დადო ან შესაძლოა დადოს გარიგება, რომელსაც არ დადებდა. 3. თუ კომერციული პრაქტიკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისთვის გამოყენებული საკომუნიკაციო მატარებელი შეზღუდულია ინფორმაციის განთავსებისთვის საჭირო სივრცით ან დროით, იმის დასადგენად, მოვაჭრის უმოქმედობამ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა თუ არა, მხედველობაში მიიღება ყველა გარემოება, რაც დაკავშირებულია მოვაჭრის მცდელობასთან, მომხმარებლისთვის სხვა ნებისმიერი საშუალებით მიეწოდებინა ინფორმაცია. 4. პროდუქტის შესაძენად შეთავაზების შემთხვევაში შემდეგი ინფორმაცია ჩაითვლება არსებით ინფორმაციად, თუ ის ისედაც აშკარად არ გამომდინარეობს შინაარსიდან: ა) პროდუქტის არსებითი მახასიათებლები პროდუქტისა და ინფორმაციის მატარებლის თავისებურებების გათვალისწინებით; ბ) მოვაჭრის ვინაობა (სახელწოდება), ფაქტობრივი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები, ასევე მოვაჭრის წარმომადგენლის სახელი (სახელწოდება), ფაქტობრივი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები; გ) პროდუქტის სრული ფასი, ძირითადი და დამატებითი (მათ შორის ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟის და სხვ.) ხარჯების მითითებით. თუ პროდუქტის ბუნებიდან გამომდინარე მისი ძირითადი ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია, მისი გამოთვლის წესი. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ხარჯების წინასწარ გაანგარიშება შეუძლებელია, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამგვარი ხარჯების დაფარვის ვალდებულება წარმოიშობა; 21 პროექტი დ) ინფორმაცია გადახდის, პროდუქტის მიწოდებისა და ვალდებულების შესრულების პირობების შესახებ და მოვაჭრის მიერ მომხმარებლის საჩივრის განხილვის წესის შესახებ; ე) ინფორმაცია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 5. მე-5, მე-6, მე-9, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლებით დადგენილი ინფორმირების ვალდებულებების დარღვევა, ასევე, ჩაითვლება უმოქმედობით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ პრაქტიკად. მუხლი 28. აგრესიული კომერციული პრაქტიკა 1. აგრესიულია კომერციული პრაქტიკა, როდესაც მისი შინაარსი, ყველა გარემოების გათვალისწინებით, შევიწროების, იძულების, მათ შორის ფიზიკური ძალის გამოყენების ან გავლენის ბოროტად გამოყენების გზით, მნიშვნელოვნად ხელყოფს ან შესაძლოა ხელყოს საშუალო მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის უფლება ან ცვლის ან/და შესაძლოა შეცვალოს მისი ქცევა პროდუქტთან მიმართებაში და რის გამოც მომხმარებელმა დადო ან შესაძლოა დადოს გარიგება, რომელსაც სხვაგვარად არ დადებდა. 2. იმის დასადგენად, კომერციული პრაქტიკისას განხორციელებული იყო თუ არა შევიწროება, იძულება, მათ შორის ფიზიკური ძალის ან გავლენის ბოროტად გამოყენება, გათვალისიწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: ა) დროის მონაკვეთი, ადგილი, არსი, ხასიათი და ინტენსივობა; ბ) მუქარის შემცველი ან შეურაცხმყოფელი ენის გამოყენება ან ამგვარი ქცევა; გ) მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მიზნით, მოვაჭრის მიერ, კონკრეტული უბედური შემთხვევის, სტიქიური უბედურების ან მსგავსი გარემოების ბოროტად გამოყენება, რაც ართმევს მომხმარებელს შესაძლებლობას, საღად განსაჯოს და მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტთან დაკავშირებით; დ) წინააღმდეგობების ხელოვნურად შექმნა, რაც არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და რითაც მოვაჭრე ცდილობს ხელი შეუშალოს მომხმარებლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებას, მათ შორის, მომხმარებლის უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან აირჩიოს სხვა პროდუქტი ან მოვაჭრე; ე) უკანონო მოქმედების განხორციელების ნებისმიერი მუქარა. მუხლი 29. კომერციული პრაქტიკა, რომელიც ყველა შემთხვევაში მიიჩნევა უსამართლოდ 1. ამ მუხლით გათვალისწინებული კომერციული პრაქტიკა ყველა შემთხვევაში მიიჩნევა უსამართლოდ და შესაბამისად, აკრძალულ საქმიანობად. 2 . შეცდომაში შემყვანად მიიჩნევა შემდეგი საქმიანობა: ა) სანდოობის ნიშნის, ხარისხის ნიშნის ან სხვა მსგავსი ნიშნის განთავსება, კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების მიღების გარეშე; 22 პროექტი ბ) ცრუ მითითება, რომ მოვაჭრე, რომელიმე ქცევის კოდექსის მონაწილეა/ხელმომწერია. გ) მტკიცება იმისა, რომ მოვაჭრეს (მის კომერციულ პრაქტიკას) ან პროდუქტს საჯარო ორგანოს ან კერძო პირისგან მიღებული აქვს ნებართვა, ლიცენზია, ავტორიზაცია, აკრედიტაცია და ა. შ., ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ან მტკიცება იმისა, რომ თანხმობის, ნებართვის, ლიცენზიის, ავტორიზაციის, აკრედიტაციის და ა. შ. მიღებისთვის სავალდებულო პირობები შესრულებულია, მაშინ როდესაც პირობები არ არის შესრულებული; დ) პროდუქტის სპეციალურ ფასად შეძენის შეთავაზება იმ მნიშნელოვანი საფუძვლის გამჟღავნების გარეშე, რომელიც მოვაჭრეს ავარაუდებინებს, რომ თავად ან სხვა მოვაჭრის საშუალებით ვერ შეძლებს ამ პროდუქტის ან მსგავსი პროდუქტის იმ დროში, რაოდენობითა და იმ ფასად მიწოდებას, რაც ამ პროდუქტიდან, რეკლამირების მასშტაბიდან და შეთავაზებული ფასიდან გამომდინარეობს (შეცდომაში შემყვანი რეკლამა). ე) შეთავაზების გაკეთება პროდუქტის სპეციალურ ფასად შეძენის თაობაზე და შემდეგ, უარის თქმა მომხმარებლისთვის რეკლამირებული პროდუქტის ჩვენებაზე ან შეკვეთის მიღებაზე ან პროდუქტის გონივრულ ვადაში მიწოდებაზე, ან/და პროდუქტის ნაკლის მქონე ნიმუშის დემონსტრირება, იმ განზრახვით, რომ მოხდეს სხვა პროდუქტის გაყიდვის ხელშეწყობა; ვ) ცრუ განაცხადის გაკეთება, რომ პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ან/და განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში, იმ მიზნით, რომ მომხმარებელმა მიიღოს მყისიერი გადაწყვეტილება და მას არ მიეცეს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისთვის საკმარისი დრო და შესაძლებლობა; ზ) განაცხადის გაკეთება ან შთაბეჭდილების შექმნა, რომ შეიძლება კანონით აკრძალული პროდუქტის გაყიდვა; თ) მომხმარებლისთვის კანონით მინიჭებული უფლების განხორციელების შესაძლებლობის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ეს მოვაჭრის კეთილი ნება და შეთავაზების განსაკუთრებული პირობაა; ი) ცრუ მტკიცება, იმ რისკის სახეობისა და მასშტაბის თაობაზე, რაც დაკავშირებულია მომხმარებლის ან მისი ოჯახის პირად უსაფრთხოებასთან, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პროდუქტს არ შეიძენს; კ) ისეთი პირამიდული სქემის ჩამოყალიბება, მართვა ან მისი განვითარების ხელშეწყობა, სადაც მომხმარებელს უჩნდება მოლოდინი, რომ სარგებლის უმეტეს წილს მიიღებს არა პროდუქტის გაყიდვიდან ან მოხმარებიდან, არამედ პირამიდულ სქემაში სხვა მომხმარებლების ჩართვის ხარჯზე; ლ) განაცხადის გაკეთება, თითქოს მოვაჭრე აპირებს ვაჭრობის შეწყვეტას ან ადგილმდებარეობის შეცვლას, თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება; მ) მცდარი მტკიცება, თითქოს პროდუქტს შეუძლია დაავადებისგან, დისფუნქციის ან განვითარების ნაკლისგან განკურნება; ნ) არსებითად არასწორი ინფორმაციის გავრცელება ბაზრის პირობების ან პროდუქტის მოძიების შესაძლებლობის შესახებ იმ მიზნით, რომ დაიყოლიოს მომხმარებელი, შეიძინოს პროდუქტი ბაზრის პირობებთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი პირობით; 23 პროექტი ო) კონკურსის გამოცხადება ან ჯილდოს საჯაროდ დაპირება, ჯილდოს ან მისი გონივრული ექვივალენტის შემდგომში გადაცემის გარეშე; პ) განაცხადის გაკეთება, რომ პროდუქტი შეთავაზებულია უსასყიდლოდ, მაშინ, როდესაც მომხმარებელს იმ აუცილებელი ხარჯების გარდა, რომელიც საჭიროა პროდუქტის მისაღებად ან მისი ტრანსპორტირებისთვის, დამატებით უწევს თანხის გადახდა; ჟ) მარკეტინგულ მასალაში ანგარიშფაქტურის/ზედნადების ან სხვა გადახდის დამავალდებულებელი დოკუმენტის ჩადება, რაც მომხმარებელს შეუქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს პროდუქტი შეუკვეთა, მაშინ როდესაც არ შეუკვეთავს; რ) ცრუ განაცხადის გაკეთება ან შთაბეჭდილების შექმნა, რომ მოვაჭრე არ მოქმედებს სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან პროფესიული მიზნებით, ან საკუთარი თავის მომხმარებლად გასაღება. ს) მომხმარებლისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა იმის თაობაზე, რომ შესყიდვის შემდგომი მომსახურება ხელმისაწვდომია სხვა ქვეყანაში; ტ) მედიაში, მოვაჭრის დაკვეთით, პროდუქტის იმგვარი რეკლამირება, სადაც რეკლამის შინაარსით, გამოსახულებებით ან ხმით მომხმარებლისთვის შეუძლებელია სარეკლამო მიზნის ამოცნობა. უ) მწარმოებლის მიერ, სხვა მწარმოებლის მსგავსი პროდუქტის რეკლამირება განზრახ იმგვარად, თითქოს ეს პროდუქტი იგივე მწარმოებლის მიერაა წარმოებული, რასაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი; ფ) მტკიცება, რომ პროდუქტმა შესაძლოა აზარტული თამაშისას მომხმარებელს მოუტანოს მოგება; ქ) ნასყიდობის შემდგომი სამომხმარებლო მომსახურების გაწევა გარიგებამდე გამოყენებული ენისგან განსხვავებულ ენაზე, რომელიც არ არის სახელმწიფო ენა, მომხმარებლისთვის ამის შესახებ ნასყიდობის გარიგების დადებამდე ინფორმაციის გარკვევით მიწოდების გარეშე. 3. აგრესიულ კომერციულ პრაქტიკად მიიჩნევა: ა) შთაბეჭდილების შექმნა, რომ მომხმარებელი ვერ შეძლებს სარეწის ტერიტორიის დატოვებას, სანამ არ გააფორმებს ხელშეკრულებას; ბ) მომხმარებლის ნების საწინააღმდეგოდ მოვაჭრის მიერ უარის თქმა მისი საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის საცხოვრებელ ადგილას ყოფნა აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად; გ) მომხმარებლისთვის სისტემატურად არასასურველი შეთავაზებების გაკეთება ტელეფონით, ან სხვა დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად; დ) რეკლამაში ბავშვის მიმართ პირდაპირი მოწოდების გაკეთება შეიძინოს რეკლამირებული პროდუქტი ან დაარწმუნოს მშობლები ან სხვა სრულწლოვანი პირები შეიძინონ მისთვის რეკლამირებული პროდუქტი; ე) მომხმარებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, რომ თუ არ შეიძენს პროდუქტს, მოვაჭრის საქმიანობას ან სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება; 24 პროექტი ვ) მცდარი შთაბეჭდილების შექმნა, რომ მომხმარებელმა მოიგო, მოიგებს ან გარკვეული მოქმედების შესრულების შედეგად მოიგებს პრიზს ან მიიღებს სხვა მსგავს სარგებელს, მაშინ როდესაც არ არის დაწესებული პრიზი ან სხვა მსგავსი სარგებელი ან მოქმედების შესრულების მოთხოვნა, რომლის შედეგად მომხმარებელმა შესაძლოა მოიგოს ჯილდო ან მიიღოს სხვა მსგავსი სარგებელი, თუმცა მოქმედების შესრულება დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ ფულის გადახდასთან ან სხვა დამატებითი ხარჯის გაწევასთან; ზ) მომხმარებლისგან, რომელსაც სურს მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება, მოითხოვოს ისეთი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც არ არის აუცილებელი მოთხოვნის უფლების არსებობის დასადგენად, ან მომხმარებლის მიმოწერის რეაგირების გარეშე დატოვება, მისი უფლების შეზღუდვის მიზნით; თ) მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქტის მიწოდება, რომელიც მას არ შეუკვეთავს და ამისთვის პროდუქტის საფასურის მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ ანაზღაურების მოთხოვნა ან მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მისი შეკვეთისგან განსხვავებული პროდუქტის მიწოდება ამ პროდუქტის მოვაჭრის ხარჯით, პირვანდელი მდგომარეობით დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე. თავი VII მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები მუხლი 30. მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები 1. ამ კანონის დარღვევის თაობაზე მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს კონკურენციის სააგენტოს ან შესაბამისი სფეროს უფლებამოსილ მარეგულირებელს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების არსებობა მომხმარებელს არ ართმევს სასამართლოსთვის მიმართვის ან/და დავის მედიაციის გზით გადაწყვეტის უფლებას. მუხლი 31. კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილება მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში 1. საქართველოს ტერიტორიაზე ამ კანონით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობას, დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ შესაბამის რეაგირებას ახორციელებს დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კონკურენციის სააგენტო (შემდგომ - სააგენტო) და შესაბამისი სფეროს უფლებამოსილი მარეგულირებელი. 2. სააგენტოს უფლებამოსილება არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „კომერციული ბანკების 25 პროექტი საქმიანობის შესახებ“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ სფეროებზე, აგრეთვე, იმ სფეროებზე, სადაც მომხმარებლის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო. 3. თუ სააგენტოს წარედგინა განცხადება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სფეროებში მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტო ამ განცხადებას გადაუგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს და ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს. 4. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სააგენტო: ა) შეისწავლის ამ კანონით განსაზღვრულ მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევის ისეთ ფაქტს, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებების დარღვევა; ბ) საქმის განხილვის მიზნით განმცხადებლის ან/და მოვაჭრისაგან გამოითხოვს ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურს), რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის; გ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე; დ) იწვევს მხარეებს/დაინტერესებულ პირებს ახსნა-განმარტების მისაღებად; ე) საჭიროების შემთხვევაში, მართავს საკონსულტაციო შეხვედრებს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან ან/და სხვა პირებთან; ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე; ზ) საქმის შესწავლის შედეგად, მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვეული უფლების აღსადგენად ან/და მოსთხოვს, დადგენილ ვადაში, დარღვევად მიჩნეული ან/და ამ კანონით აკრძალული ქმედების შეწყვეტას; თ) საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს აკისრებს ჯარიმას; ი) ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უსამართლოდ მიჩნევის, შემთხვევაში უფლებამოსილია იმავე ეკონომიკურ სექტორში მოქმედ მოვაჭრეებს ან მათ გაერთიანებებს აუკრძალოს მსგავსი უსამართლო სტანდარტული პირობების გამოყენება ან რეკომენდაციის გაცემა, რომ ასეთი პირობები გამოიყენონ. კ) აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია დანიშნოს ექსპერტიზა; ლ) ახორციელებს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს; 26 პროექტი მ) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ; ნ) ახორციელებს ღონისძიებებს მომხმარებლის უფლებების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად; ო) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე თანამშრომლობს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან; მუხლი 32. სააგენტოს მიერ მომხმარებლის დარღვევის ფაქტების შესწავლის საფუძველი უფლებების სავარაუდო 1. განმცხადებელს უფლება აქვს სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე. 2. სააგენტო იწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას, როდესაც მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირის/პირთა ქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები. 3. შესწავლის დაწყების საფუძველია გონივრული ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისას ზიანი ადგება ან შესაძლოა მიადგეს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესს. მუხლი 33. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურა 1. განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო განმცხადებელს აცნობებს განცხადებაზე რეაგირების თაობაზე ან 32-ე მუხლის მე2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არ არსებობის შესახებ. 2. სააგენტო საქმის შესწავლას ახორციელებს საქმის შესწავლის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. 3. საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა. 4. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ან/და საქმის შესწავლის ვადის დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ან/და ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში. 5. საქმის შესწავლის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო შესაბამის ინფორმაციას აწვდის მოვაჭრეს და განუსაზღვრავს მას არანაკლებ 5 სამუშაო დღეს სავარაუდო დარღვევის თაობაზე პოზიციის წარმოსადგენად. 6. საქმის შესწავლის პროცესში სააგენტოს შეუძლია მხარე/დაინტერესებული პირი მოიწვიოს ახსნა-განმარტების მისაღებად, ასევე, გამართოს საკონსულტაციო შეხვედრა. 7. სააგენტო უფლებამოსილია, საქმის შესწავლის პროცესში, აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება ექსპერტიზის ჩატარების 27 პროექტი თაობაზე, თუ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე ვერ მოხდება საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. 8. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლისას, თუ იგი დაკავშირებულია უსამართლო კომერციულ პრაქტიკასთან და არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, სააგენტოს შეუძლია მიმართოს სასამართლოს მოვაჭრის ქმედების დროებითი შეჩერების შესახებ შუამდგომლობით და დასაბუთებით, რომ ასეთი ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საქმის შესწავლას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოვაჭრისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. მუხლი 34. სააგენტოს გადაწყვეტილება 1. საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტო გამოსცემს გადაწყვეტილებას მომხმარებელთა ჯგუფის უფლებების დარღვევის დადასტურების ან არ დადასტურების თაობაზე 33-ე მუხლით დადგენილ ვადებში. 2. მომხმარებელთა ჯგუფის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მიღებული გადაწყვეტილებით მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს: ა) დარღვეული უფლების აღდგენას ან/და ბ) ამ კანონით განსაზღვრული აკრძალული ქმედების შეწყვეტას. 3. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მოვაჭრეს. 4. მოვაჭრე ვალდებულია, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ დარღვეული უფლების აღდგენასთან ან ქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და დადგენილ ვადებში სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს აკისრებს ჯარიმას 35-ე მუხლის შესაბამისად. 6. სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს: ა) მოვაჭრის რეკვიზიტებს, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა საქმის შესწავლა; ბ) ფაქტების აღწერას; გ) საქმესთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებულ და დამუშავებულ ინფორმაციას; დ) სააგენტოს დასაბუთებულ შეფასებას; ე) მოვაჭრის მიერ დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის, დარღვეული უფლების აღდგენის ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტის მიზნით განსახორციელებელ ქმედებებს, შესაბამისი ვადის მითითებით. 7. გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო ვალდებულია სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს გადაწყვეტილების სრული 28 პროექტი ტექსტი, დასაბუთების ჩათვლით, გარდა კანონით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა. 8. საქმის შესწავლის წესსა და პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. მუხლი 35. ჯარიმა 1. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მისი გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. 2. იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმდება მოვაჭრე, რომელიც ისეთ დროს არის დაფუძნებული, რომ შეუძლებელია მისი წინა ფინანსური წლის ბრუნვის დაანგარიშება, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მოვაჭრის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე არსებული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან. 3. ჯარიმის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნას დარღვევის ხასიათი, სიმძიმე და ხანგრძლივობა. 4. დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა. 5. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან. 6. მოვაჭრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრებიდან ერთი თვის ვადაში. 7. ჯარიმა გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. 8. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იგი მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მუხლი 36. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში. 2. დარღვევის დადგენის შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააგენტოს არ ართმევს უფლებას, განახორციელოს 34-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება და მოვაჭრეს დააკისროს შესაბამისი ჯარიმა. მუხლი 37. სააგენტოსთვის მიმართვის ვადა 1. ამ კანონის დარღვევის თაობაზე სააგენტოსთვის მიმართვის ვადაა დარღვევის ჩადენიდან არა უმეტეს 2 წელი. 29 პროექტი 2. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის დაწყება შეჩერების საფუძველია. ამ ვადის დინების მუხლი 38. წლიური ანგარიში სააგენტო ყოველწლიურად, არაუგვიანეს პირველი მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგენს მომხმარებლის უფლებების სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც საჯაროა და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. თავი VIII საზოგადოებრივი დაცვა მუხლი 39. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებაში, მათ შორის: ა) მონაწილეობა მიიღონ ამ კანონით დადგენილი მომხმარებელთა ჯგუფის უფლებების დარღვევის შემთხვევაში განცხადების მომზადებაში; ბ) ითანამშრომლონ მეწარმეთა გაერთიანებებთან და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან მომხმარებელთა ჯგუფების უფლებების დასაცავად; გ) ხელი შეუწყონ დავის მედიაციის საშუალებით გადაწყვეტას; დ) მონაწილეობა მიიღონ მომხმარებლის ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიებისა და საგანმანათლებო პროგრამების განხორციელებაში. თავი IX გარდამავალი დებულებები მუხლი 40. კანონის ამოქმედება 1. 2019 წლის 1 დეკემბრამდე სექტემბრამდე სააგენტომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი. 3. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული დებულება, რომ მომხმარებელს აქვს დავის მედიაციის გზით გადაწყვეტის უფლება და 39-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე. 4. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, 2019 წელი 30 პროექტი დანართი №1 ხელშეკრულებაზე უარის თქმის ფორმა (თუ გსურთ ხელშეკრულებაზე უარის თქმა, შეავსეთ და დააბრუნეთ ეს ფორმა) — მოვაჭრის მიერ მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა: — მინდა შემდეგი ხელშეკრულებაზე უარის თქმა: პროდუქტის ნასყიდობის/მომსახურების — შეკვეთის თარიღი: — მიღების თარიღი: — მომხმარებლის სახელი: — მომხმარებლის მისამართი: — მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა შევსებულია ქაღალდზე): — თარიღი: 31
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სამომხმარებლო ურთიერთობებს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს განპირობებულია იმ საკითხებისა და ურთიერთობების ინტენსიურობითა და არეალით, რასაც სამომხმარებლო სფერო მოიცავს. სწორედ ამიტომ, მომხმარებელთა უფლებების დაცვა ფუნდამენტური და პრიორიტეტული საკითხია ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოსთვის. მომხმარებლის უფლებების დაცვა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ერთერთი პრიორიტეტული სფეროა ევროკავშირშიც და ამ მიმართულებით გატარებული პოლიტიკა ემსახურება შემდეგ მიზნებს: ა) დაიცვას მომხმარებელი ისეთი სერიოზული რისკის შემცველი ფაქტორებისა და საფრთხისგან, რომლის არიდებასაც იგი თავად ვერ შეძლებს; ბ) მისცეს მომხმარებელს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა, რომელიც უტყუარ და ნათელ ინფორმაციაზე იქნება დაყრდნობილი; გ) დაიცვას მომხმარებლის უფლებები იმით, რომ მომხმარებელს თვითონ შეეძლოს მოვაჭრესთან პრობლემის სწრაფად და ეფექტურად მოგვარება და დ) უზრუნველყოს მუდმივად ცვალებად სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების შესაბამისობაში მოყვანა. უკანასკნელ პერიოდში საქართველოში სამომხმარებლო სფეროს დერეგულირებამ გამოიწვია სამომხმარებლო ურთიერთობის სუსტი მხარის - მომხმარებლის, მოვაჭრესთან არათანაბარ სამართლებრივ მდგომარეობაში ჩაყენება. 2012 წელს გაუქმდა კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, რათა შემუშავებულიყო უკეთესი სამართლებრივი აქტი. 1996 წლის კანონი არ ითვალისწინებდა მომხმარებელთა სხვადასხვა ტიპებს და იყენებდა მხოლოდ ერთ ტერმინს - „მომხმარებელი“. ამავე დროს, აღნიშნული კანონი პირდაპირ არ არეგულირებდა აგრესიულ კომერციულ პრაქტიკას. ამ სფეროში დღეს მოქმედი კანონმდებლობა, ასევე, მოძველებულია და ვეღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. იგი მომხმარებლის ინფორმაციაზე წვდომის უფლებების სფეროში, მომხმარებლის დაცვის მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ სპეციალურად მოწესრიგებულ სფეროს, როგორიცაა მაგალითად, ტელეკომუნიკაციები, ენერგეტიკა ან ტურისტული მომსახურება. საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“ მთავარი სამართლებრივი საფუძველია მომხმარებლისთვის, რათა საკუთარი უფლებები დაიცვას. თუმცა მასში მოცემული დებულებები, ევროკავშირის თანამედროვე კანონმდებლობის 1 სტანდარტებს ჩამორჩება. მასში სრულყოფილად არ არის დარეგულირებული „სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებებისა“ და განსაკუთრებით „დისტანციური ხელშეკრულებებთან“ დაკავშირებული საკითხები. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ წარმოშვა ციფრულ სფეროში ახალი რეგულაციების მიღების აუცილებლობა, რათა მომხმარებელი დაცული იყოს უსამართლობისგან და ადვილად შეეძლოს მისი უფლებების დაცვა. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს ონლაინ დადებული კონტრაქტებისგან დასაბუთების გარეშე გასვლის უფლებას. ამ მხრივ ერთადერთი რეგულირება მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 336-ე მუხლში, რომელიც განსაზღვრავს, რომ ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია ქუჩაში, სახლის წინ ან მსგავს ადგილებში ნამდვილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ერთი კვირის ვადაში წერილობით არ უარყოფს ხელშეკრულებას. თუმცა, წინამდებარე მუხლი დაკავშირებულია მხოლოდ იმ მოვაჭრეებთან გაფორმებულ კონტრაქტებთან, რომლებსაც აქვთ სავაჭრო ადგილები საქონლის ჩვეულებრივი რეალიზაციისთვის და შესაბამისად, სრულად არ ფარავს დისტანციურ გაყიდვებს. მართალია მომხმარებლისთვის სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების წესი და ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსებისა და მისი ეტიკეტირების წესები „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ არის დარეგულირებული და ეს კანონმდებლობა შესაბამისია ევროკავშირის სტანდარტებთან, ამ კანონებით მოწესრიგებული სფეროების მიღმა სამომხმარებლო ურთიერთობების სფეროში სხვა საკითხებიც არსებობს, რომლებიც სამართლებრივი რეგულაციების გარეშე რჩება. თითქმის მთლიანად დაურეგულირებელია უსამართლო კომერციული პრაქტიკა, რომლის მარეგულირებელი დირექტივა ევროკავშირში, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მთავარ მიღწევად მიიჩნევა. არ არსებობს ორგანო, რომელიც მოახდენს მომხმარებლის უფლებების დარღვევის პრევენციასა და დამრღვევის დაჯარიმებას. ნებისმიერ შემთხვევაში მომხმარებელმა მისი უფლებების აღსადგენად უნდა მიმართოს სასამართლოს, რაც ხარჯიანი, რთული და დროში გაწელილი, შესაბამისად არაეფექტური პროცესია, მითუმეტეს, რომ კანონით სავალდებულო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მტკიცების ტვირთის საკანონმდებლო რეგულირება არ არსებობს. მომხმარებლის უფლებების დაცვის რთულმა მექანიზმმა, გამოიწვია მომხმარებლის ინტერესის დაკარგვა მისი უფლებების დაცვის პროცესის მიმართ და დროთა განმავლობაში იმდენად დაეცა მომხმარებლის ცნობიერება მისი უფლებების შესახებ, რომ ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, იგი მოწყვლად მომხმარებელთა კატეგორიას გაუტოლა. ევროკავშირის პრინციპების თანახმად, სახელმწიფომ მომხმარებელი უნდა უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვისთვის მოქნილი და სწრაფი მექანიზმით. მომხმარებლის უფლებების დაცვა გამართული საკანონმდებლო მექანიზმის მეშვეობით, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ეკონომიკური ინტერესების ეფექტიან 2 დაცვას და მომხმარებლის დაინტერესებას, იცოდეს, საკუთარი უფლებები და მოითხოვოს მათი დაცვა. იგი საფუძველს შექმნის ჯანსაღი კონკურენციის განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. კანონპროექტი თავს უყრის მომხმარებლის უფლებების დაცვის დებულებებს ერთ საკანონმდებლო აქტში, რაც როგორც მომხმარებლისთვის, ასევე, მოვაჭრისთვისაც მარტივად აღქმადი და მოსახერხებელია. იგი ერთგვარი ჩარჩო კანონის ფუნქციას შეასრულებს მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში და იქნება ამ სფეროს ძირითადი პრინციპების განმსაზღვრელი საკანონმდებლო აქტი. იგი საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ მომხმარებლის დასაცავად გამოყენებული იყოს ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც მომხმარებლის დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს. კანონპროექტი აერთიანებს ევროკავშირის შემდეგ საკანონმდებლო აქტებს: 1. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011 წლის 25 ოქტომბრის დირექტივა მომხმარებლის უფლებების შესახებ, რომელიც ცვლის საბჭოს 92/13 და ევროპარლამენტის 1999/44 დირექტივებს და ევროპარლამენტისა და საბჭოს 97/7 დირექტივას; 2. 1998 წლის 16 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 98/6/EC დირექტივა მომხმარებელთა დაცვის შესახებ მომხმარებელთათვის შეთავაზებულ პროდუქტებზე ფასების მითითებისას; 3. 2005 წლის 11 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/29/EC დირექტივა, შიდა ბაზარზე კომპანიასა და მომხმარებელს შორის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის შესახებ („დირექტივა უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის შესახებ”); 4. ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999 წლის 25 მაისის დირექტივა 1999/44/EC სამომხმარებლო საქონლის რეალიზაციის გარკვეული ასპექტებისა და მათთან დაკავშირებული გარანტიების შესახებ; 5. საბჭოს 1993 წლის 5 აპრილის დირექტივა 93/13/EEC სამომხმარებლო ხელშეკრულებების უსამართლო პირობების შესახებ; 6. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 23 აპრილის დირექტივა 2009/22/EC „მომხმარებლის ინტერესების დამცავი ღონისძიებების შესახებ“; 7. 2004 წლის 27 ოქტომბრის რეგულაცია მომხმარებლის დაცვის შესახებ კანონების აღსრულებაზე პასუხისმგებელ ეროვნულ ორგანოებს შორის თანამშრომლობის შეახებ (რეგულაცია მომხმარებლის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ) - დაახლოება უნდა მოხდეს შემდეგ მუხლებთან: 3 (c); 4(3) – (7); 13 (3); 13(4). ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოში არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც მომხმარებლის უფლებების დაცვას და აღსრულების მექანიზმის ფუნქციონირების 3 წესს დაარეგულირებს. მომხმარებლის უფლებებისა და მოვაჭრის ვალდებულებების შესახებ ნორმები მიმოფანტულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში. კანონპროექტი კი ქმნის ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოს და აწესებს ზოგად პრინციპებს მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში. რადგან საქართველოში დღეს არსებული ვითარება მოითხოვს მომხმარებლის უფლებების დაცვის ახალი საკანონმდებლო გარანტიების შექმნას, რათა მომხმარებელს შეეძლოს საკუთარი უფლების ეფექტიანად განხორციელება და დაცვა. სახელმწიფოს მიზანს აღნიშნული პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. კანონპროექტის მიზანია მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლისთვის საფუძვლის შექმნა, რომ მას პროდუქტის თაობაზე მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს. იგი ითვალისწინებს ახალ რეგულაციებს, რომლებიც მოხმარებელს დაიცავს ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობებისა და უსამართლო კომერციული პრაქტიკისგან, განსაზღვრავს პროდუქტის შეძენისა და მომსახურების მიღებისას მომხმარებლისთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, არეგულირებს სარეწს გარეთ დადებული და დისტანციური ხელშეკრულების პირობებს და განსაზღვრავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. მომხმარებელს აძლევს უფლებას სარეწს გარეთ დადებულ და დისტანციურ ხელშეკრულებებზე უპირობოდ თქვას უარი 14 დღის განმავლობაში, აყალიბებს სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის უფლებების უფრო მაღალი სტანდარტით დაცვას. იქმნება მომხმარებლის უფლებების დაცვის სწრაფი და ეფექტიანი მექანიზმი. საქართველოს კონკურენციის სააგენტო მოახდენს მომხმარებლის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობასა და რეაგირებას დარღვეული უფლებების აღსადგენად. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ქვეყანაში უზრუნველყოს მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონე და მომხმარებელთა დაცვის ქართული სისტემა დაუახლოოს ევროკავშირში არსებულს. ეს პროცესი ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან, მათ შორის, სამომხმარებლო სფეროში არსებულ დირექტივებთან, რეგულაციებსა და რეკომენდაციებთან დაახლოების ვალდებულებას გულისხმობს, რომელთა შესრულების ვადაც 2019 წლის 1 სექტემბერია. ამრიგად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის. მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის საკანონმდებლო საფუძვლის შესაქმნელად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ეყრდნობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ევროკავშირის კანონმდებლობას. 4 ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:  კანონპროექტი შექმნის მომხმარებლის უფლებების დაცვის ძირითად საკანონმდებლო საფუძველს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მიახლოებული. იგი ქართველ მოვაჭრეებს, დროთა განმავლობაში გადაიყვანს ევროპულ სტანდარტზე, აღნიშნული, თავის მხრივ, მოვაჭრეებს შორის კონკურენციის ზრდასა და ქართული სამომხმარებლო ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს. მოვაჭრისთვის მომხმარებლის სათანადოდ ინფორმირების ვალდებულების დაკისრებით, მოხდება მომხმარებლის უპირატესად ეკონომიკური ინტერესების დაცვა. მას შესაძლებლობა ექნება მიიღოს კარგად ინფორმირებული გადაწყვეტილება, რაც მას თავის მხრივ, კარგად ინფორმირებული, სათანადო არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს და დაიცავს მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებისგან. შედეგად, შემცირდება ყალბი და უხარისხო საქონელი ბაზარზე. კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანი იქნება განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, წარმოადგენენ აგრესიული მარკეტინგული კამპანიების სამიზნეებს. მომხმარებლისთვის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების მინიჭება და არასასურველი პროდუქტის უკან დაბრუნების შესაძლებლობის არსებობა გაზრდის მომხმარებლის აქტივობას ონლაინ ვაჭრობაში, რაც დადებითად აისახება ონლაინ ვაჭრობის მოცულობის ზრდაზე. თავის მხრივ იგი სარგებელს მოუტანს ბიზნესსაც. თუ ონლაინ გაყიდვები გარკვეული სექტორის ვაჭრობის პრიორიტეტულ არხად იქცევა, ბიზნესმა შესაძლოა გაზარდოს ფოკუსი ონლაინ გაყიდვებზე, რაც სარეწში ვაჭრობის და ტრადიციული გაყიდვების ხაზების მართვასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას, და საბოლოო ჯამში ბიზნესის საერთო ხარჯების შემცირებას გამოიწვევს. გარდა ამისა, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ მოვაჭრეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მომხმარებლის უფლებებს და მათი აღსრულების მექანიზმებს.  სასამართლო საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადებული, თანამედროვე სტანდარტების კანონპროექტით იხელმძღვანელებს, რაც მომხმარებლის უფლებების დაცვის უფრო მაღალ ეფექტს უზრუნველყოფს. მას არ მოუწევს, როგორც მოსარჩელეს, ყველაფრის თავად მტკიცება. არსებული გამოცდილება დღესდღეობით მომხმარებელს, როგორც ურთიერთობის სუსტ მხარეს, მოვაჭრესთან შედარებით არამომგებ პოზიციაში აყენებს. კანონპროექტით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიუხედავად იმისა რომელი მხარე იქნება მოსარჩელე, მტკიცების ტვირთი იქნება მოვაჭრეზე;  კანონპროექტის მიღებით ჩამოყალიბდება მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ბაზარზე მომხმარებლის უფლებების დარღვევის პრევენციას, დაცვასა და უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვრას. კანონპროექტის მიხედვით ასეთი უფლებამოსილებით აღიჭურვება საქართველოს კონკურენციის სააგენტო, რომელიც მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეისწავლის და მოვაჭრეებს გამოსწორების საშუალებას მისცემს, 5 ხოლო მისი მითითებებისა და გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში დააჯარიმებს. აღნიშნული პრაქტიკის დამკვიდრება თავისთავად აამაღლებს მომხმარებლის გათვითცნობიერებას საკუთარ უფლებებში, რაც გაააქტიურებს მომხმარებელს საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნის მიმართულებით და შესაბამისად დადებით გავლენას იქონიებს მოვაჭრეების ქცევაზე. ინფორმაციის საჯაროობა კი ხელს შეუწყობს ნორმების აღსრულებას და დაეხმარება მხარეებს ახალ რეალობასთან ადაპტირებაში.  საქართველო შეასრულებს მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს დაუახლოვოს ამ სფეროს მარეგულირებელი ნორმები ევროკავშირის სამართალს, კერძოდ, XXIX დანართში მოცემულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიზანია მომხმარებლის უფლებების დარღვევის პრევენცია და დარღვეული უფლებების აღდგენის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, რაც არა დამრღვევის დასჯაზე, არამედ უპირველეს ყოვლისა სწორი პრაქტიკის წახალისებაზე და პრევენციაზეა ორიენტირებული. იგი არეგულირებს მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს, ფიზიკური პირის უფლებების დაცვის ზოგად პრინციპებს, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის მოვაჭრესთან მისი პროდუქტის პირადი მოხმარებისთვის გამოყენების მიზნით, არეგულირებს ეკონომიკური ინტერესების დაცვის, სამომხმარებლო განათლებისა და დაინტერესებული ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკას. კანონპროექტი ეფუძნება საერთაშორისო, კერძოდ, ევროპულ გამოცდილებასა და კანონმდებლობას მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში. მომხმარებლის უფლებების დაცვა არ ხდება მოვაჭრის ინტერესების დაკნინების ხარჯზე, კანონპროექტი უზრუნველყოფს მოვაჭრის ინტერესების დაცვასაც წინასწარ დადგენილი ნორმების კანონში გაწერით, განჭვრეტადობით და სამართლიანი ბიზნეს გარემოს ხელშეწყობით. კანონპროექტით მოწესრიგებულია სხვადასხვა სამომხმარებლო სფერო, მათ შორის: დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით დადებული ხელშეკრულებები, სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებები, შეცდომაში შემყვანი რეკლამა და შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა და ხელშეკრულების უსამართლო პირობები. კანონპროექტის I თავი განსაზღვრავს მომხმარებლის ზოგად უფლებებს და მათი დაცვის ზოგად პრინციპებს, რეგულირების სფეროს და გამონაკლისებს და მასში განმარტებულია ყველა შესაბამისი ტერმინი, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებით განსაზღვრულ განმარტებებს. კანონპროექტის I თავის მიხედვით მომხმარებლის უფლებების დასაცავად უპირატესობა ენიჭება იმ სპეციალურ კანონს და სპეციალური კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელიც მომხმარებლის 6 უფლებების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს. კერძოდ, როდესაც მომხმარებლის უფლებების დასაცავად ერთზე მეტი ნორმა შეიძლება იყოს გამოყენებული, გამოიყენება ის ნორმა, რომელიც უფრო ეფექტური და სწრაფია მომხმარებლის უფლებების დასაცავად. ხოლო აღსრულების თვალსაზრისით კანონპროექტი ადგენს, რომ ერთი და იმავე დარღვევისთვის სხვადასხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება დაუშვებელია, რომ არ მოხდეს სანქციების დუბლირება. რეგულირების სფეროდან გამონაკლისია ისეთი ხელშეკრულება, რომლითაც მოვაჭრე მოქმედებს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მინიჭებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრე მომხმარებელთან დებს ხელშეკრულებას, რომელშიც მოვაჭრის სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო და პროფესიული საქმიანობის ინტერესი უპირატესია. ასეთ შემთხვევებში, ხელშეკრულება მოიაზრება ჩვეულებრივ სამომხმარებლო ხელშეკრულებად. კანონპროექტის II თავი განსაზღვრავს მომხმარებლის უფლებებსა და ვალდებულებებს, კონკრეტულად, ინფორმირებასთან, საქონლის მიწოდებასთან, შემთხვევით დაღუპვას, გაფუჭებასა და დამატებით ხარჯებთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს. კერძოდ, კანონის პროექტით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომხმარებლისთვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. კანონპროექტის მე-5 მუხლის მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს, ხოლო მოვაჭრე ვალდებულია გასცეს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, მოვაჭრის ვინაობის, პრეტენზიის განხილვის პირობების, პროდუქტის დამზადების თარიღის, ვარგისიანობის, პროდუქტის სრული ფასის, გადახდის, მიწოდებისა და საგარანტიო პირობების, პროდუქტის გამოყენების წესების, ხელშეკრულების ვადის, ციფრული შინაარსის ფუნქციური მახასიათებლებისა და მისი დაცვის, ტექნიკური პასპორტისა და შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ. ხოლო ინფორმაციის გაცემის მთავარი პრინციპია, რომ იგი იყოს მკაფიო და გასაგები. ევროპის მომხმარებელთა ორგანიზაციის (BEUC) მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებელთა დატვირთვა დიდი ინფორმაციით, მისი გაგებისა და გაანალიზებისთვის სათანადო საშუალებების მიცემის გარეშე არის არა ეფექტური და „წარმოშობს დაცულობისა და ნდობის ყალბ შეგრძნებას“. უფრო მეტიც, BEUC-ს კვლევამ აჩვენა, რომ ინფორმაციის სათანადო კომუნიკაციისთვის საჭირო ზომების მიღების გარეშე, ინფორმაციაზე წვდომის ზრდა შესაძლებელია კონტრპროდუქტიულიც კი იყოს. გერმანიის მომხმარებელთა ორგანიზაციის ფედერაციის 2017 წლის კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ საშუალო მომხმარებელს არ აქვს საშუალება გაიგოს და აღიქვას გრძელი და კომპლექსური ინფორმაცია. ამის გამო, კვლევამ წარმოაჩინა საჭიროება, რომ განისაზღვროს ინფორმაციის სხვადასხვა ეტაპებზე მიწოდების ვალდებულება: რეკლამის, წინა-სახელშეკრულებო, ხელშეკრულების გაფორმებამდე, 7 ხელშეკრულების გაფორმების დროს და ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ეტაპებზე. ევროკავშირის კომისიის მანდატით „მომხმარებელთა, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და კვების სააგენტომ“ განახორციელა მომხმარებლის დამოკიდებულების კვლევა სტანდარტული პირობების მიმართ და შეაფასა, რომ ინფორმაციის გაცემისას გათვალისწინებული უნდა იყოს, ინფორმაციის მიღების სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებები, მაგალითად, სხვადასხვა ელექტრონული აღჭურვილობა (პერსონალური კომპიუტერი, ტაბლეტი, ტელეფონი), რომელსაც აქვს ინფორმაციის მიწოდებისა და აღქმის განსხვავებული შესაძლებლობა. შესაბამისად, შესაძლებელია იყოს შემთხვევა, რომ მოვაჭრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია უფრო აღქმადია პერსონალური კომპიუტერით ვებ-გვერდის გახსნის დროს, ვიდრე მობილური ტელეფონით შესაბამისი გვერდის ვიზიტისას. კანონპროექტის მე-6 მუხლით განსაზღვრულია პროდუქტის გასაყიდი და ერთეული ფასი და მოვაჭრის ვალდებულებები ფასის მითითებისას. მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილია გარემოებები, რომლის დროსაც ფასის მითითება არ არის აუცილებელი და როდის არის მხოლოდ ერთეული ფასის მითითება საკმარისი. ხოლო მე-4 პუნქტში განსაზღვრულია ფასის მითითების წესი პროდუქტის რეკლამირებისას. კანონპროეტის III თავით რეგულირდება სარეწს გარეთ დადებულ და დისტანციურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ინფორმირების ვალდებულებები და ხელშეკრულებაზე უარის თქმის წესი და შედეგები, ასევე, გამონაკლისი ხელშეკრულებები, რომლებზეც უარის თქმის უფლება არ ვრცელდება. გარდა კანონპროექტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა, ხელშეკრულების დისტანციურად და ქუჩაში დადების დროს, კანონპროექტის მე-10 მუხლის მიხედვით მოვაჭრემ მომხმარებელს დამატებით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კომუნიკაციის ხარჯების, საჩივრით მიმართვის უფლების, ვალდებულებების შესრულების მინიმალური ვადის და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პროდუქტის უკან დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვის შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, ხელშეკრულების შესაბამისი პროდუქტის მიღების დროს, მომხმარებელს უფლება აქვს, პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან 14 დღის განმავლობაში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურება გაწეულია სრულად, პროდუქტი დამზადებულია ინდივიდუალური შეკვეთით, მიწოდებულია მალფუჭებადი პროდუქტი, დარღვეულია ჰერმეტულობა ან პროდუქტი განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს, მომხმარებლისთვის მიწოდებულია ჟურნალ-გაზეთები, ხელშეკრულება დადებულია საჯარო აუქციონის შედეგად, საქონელს დაკარგული აქვს სასაქონლო სახე და ა. შ. ევროკავშირში ჩატარებული, 2015 წლის მომხმარებელთა დამოკიდებულების კვლევის მიხედვით მომხმარებლებმა მოვაჭრეთა მხრიდან დარღვევების ერთ-ერთ გავრცელებულ შემთხვევად აღნიშნეს ონლაინ შესყიდულთან შედარებით განსხვავებული ან დეფექტიანი საქონლის მიღების ფაქტები. დეფექტური პროდუქციის დაბრუნებაზე უარი მომხმარებელთა უკმაყოფილების მთავარ მიზეზად იქნა წარმოჩენილი. 8 კანონპროექტის IV თავი აწესრიგებს სამომხმარებლო ნასყიდობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ გარანტიებს, კერძოდ, რა შემთხვევაში ჩაითვლება ან არ ჩაითვლება პროდუქტი ხელშეკრულების შესაბამისად, მოვაჭრისა და მომხმარებლის უფლებებს და პასუხისმგებლობას, ასევე, ადგენს პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებს, საგარანტიო ვადებს, მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგებს. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქონლის არასწორი დამონტაჟება უთანაბრდება ხელშეკრულების პირობებთან საქონლის შეუსაბამობას თუ საქონლის მონტაჟი ხელშეკრულების ნაწილს შეადგენდა. მე-18 მუხლი განსაზღვრავს მომხმარებლის უფლებებს შეძენილი საქონლის ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში და მოვაჭრის უფლებას, უარი თქვას ნაკლის გამოსწორებასა და საქონლის შეცვლაზე თუ ეს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. კანონპროექტის მე-19, მე-20 და 21-ე მუხლებში მოცემულია მომსახურების გაწევისა და საგარანტიო პირობები და მომსახურებაში ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებლის უფლებები და ვადები. სამომხმარებლო ნასყიდობის შესახებ დირექტივით განსაზღვრული მინიმალური სტანდარტი მოქმედებს ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში, მეტიც, ზოგიერთი ქვეყანა არ დასჯერდა სავალდებულო მინიმუმს და შიდა კანონმდებლობით გაითვალისწინა მომხმარებლის უფლების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი. ევროკავშირში ჩატარებული კვლევის შედეგად შეფასდა ის შესაძლო გავლენა, რომელიც ორ წლიანი გარანტიის ვადის მეტად გაზრდას შეიძლება მოჰყვეს. წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა, ამ შესაძლებლობას მომხმარებლის უფლებების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტზე გადასვლად აფასებს. კვლევის თანახმად, მთელი რიგი დაინტერესებული მხარეები - ჰოლანდიის როგორც მომხმარებლის უფლებების დაცვის, ისე ხელისუფლების ორგანოები, ბულგარეთის სამომხმარებლო ასოციაცია, ასევე საბერძნეთსა და ხორვატიის ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზგასმით აღინიშნავენ, რომ ჰარმონიზებული წესები ხელს შეუწყობს გამჭვირვალობის მომხმარებელთა ნდობას ზრდას და აქედან გამომდინარე, ფასდება როგორც დადებითი - სარგებლის მომტანი მოვლენა. მიუხედავად წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული კულტურული თუ ენობრივი განსხვავებებისა, საკონსულტაციო პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეების უმრავლესობა, საბოლოო ჯამში თანხმდება, რომ გარანტიის ორ წლიანი პერიოდი ხელს უწყობს ე. წ. სამართლიანი ბალანსის დაცვას" მომხმარებელთა და ბიზნესის ინტერესებს შორის“. კანონპროექტის V თავი განსაზღვრავს ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტულ პირობებს, ასეთი პირობების ბათილობის წესსა და მტკიცების ტვირთს, კერძოდ, კანონპროექტის 22-ე მუხლი ადგენს თუ ხელშეკრულების რომელი პირობაა სტანდარტული და ხელშეკრულების, რომელი სტანდარტული პირობა ითვლება უსამართლოდ და შესაბამისად ბათილად. ამ მუხლის მიხედვით მტკიცების ტვირთი, წარმოადგენდა თუ არა ხელშეკრულების სტანდარტული პირობა მხარეთა ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანს, ეკისრება მოვაჭრეს, ხოლო ხელშეკრულების ბუნდოვანი პირობები განიმარტება მომხმარებლის სასარგებლოდ. 9 ხელშეკრულების სტანდარტული პირობები საქართველოს „სამოქალაქო კოდექსიდან“ არის გადმოტანილი, თუმცა უფრო ფართოდაა განვრცობილი და ამავდროულად დაახლოებულია ევროკავშირის შესაბამის დირექტივასთან. 2013 წელს ევროკავშირის კომისიის მანდატით ჩატარებულმა „მომხმარებელთა, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და კვების სააგენტოს“ კვლევამ ცხადყო, რომ ზოგადად ძალიან დაბალია სტანდარტული პირობების, მომხმარებლის მიერ წაკითხვადობა. აღნიშნული კვლევა მითითებას აკეთებს დიდი ბრიტანეთის მომხმარებელთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ, სიტყვების დათვლის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ზოგიერთი სტანდარტული პირობების დოკუმენტში სიტყვების რაოდენობა აჭარბებს 35,000 სიტყვას. სტანდარტული ხელშეკრულებების ასეთი კომპლექსური და მოცულობითი ბუნება განაპირობებს არსებულ მდგომარეობას, რომელშიც მომხმარებელთა უმრავლესობა მოკლებულია რეალურ შესაძლებლობას გაეცნონ და სათანადოდ აღიქვან იმ პოტენციურად მათთვის არახელსაყრელი პირობების შინაარსი, რომელსაც ისინი თანხმდებიან. ევროკავშირის კომისიის სამომხმარებლო ხელშეკრულებების უსამართლო პირობების შესახებ დირექტივა 93/13/EEC-ის აღსრულების ანგარიშში ხაზი გაესვა, რომ დირექტივის ინტეგრირება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სირთულეების გარეშე განხორციელდა, ვინაიდან საქართველოს მსგავსად მათ უმეტესობას უკვე გააჩნდა უსამართლო სტანდარტული პირობების მარეგულირებელი გარკვეული კანონმდებლობა. ევროკავშირის მასშტაბით დირექტივით შემოტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე უსამართლო სტანდარტული პირობების ბათილობის, როგორც სამართლებრივი შედეგის, განსაზღვრა და სანქციების შემოღება იყო. ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები განსაზღვრულია კანონპროექტის VI თავში. მასში მოცემულია დებულებები, რომელიც ადგენს უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის სახეებს, კერძოდ შეცდომაში შემყვან და აგრესიულ სავაჭრო პრაქტიკას. ამავე თავშია ჩამონათვალი იმ აგრესიული სავაჭრო პრაქტიკისა, რომელიც ყველა შემთხვევაში მიიჩნევა უსამართლოდ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ორგანოები და სასამართლოები ითვალისწინებენ ყველა გარემოებას განსახილველი საქმის შესახებ, როდესაც საქმე ეხება აგრესიულ კომერციულ პრაქტიკას. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ დონეზე, აგრესიული კომერციული პრაქტიკის დეფინიცია უფრო ყოვლისმომცველი და სრულყოფილია ევროკავშირის დეფინიციასთან შედარებით, რადგან აგრესიული კომერციული პრაქტიკის განხორციელების შემთხვევაში უფლებადარღვეულთა უმრავლესობა მოწყვლადი მომხმარებელია. კანონპროექტის VII თავით განისაზღვრება აღმასრულებლის - კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებები, სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის პროცედურა, ვადები და საზღვრები, რომლებიც სააგენტოს აქვს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დაცვის სფეროში, ასევე, გადაწყვეტილების მიღების და მისი გამოქვეყნების წესი, სანქციები ამ კანონის დარღვევისთვის, სააგენტოს 10 გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, სააგენტოს საქმიანობის ანგარიშგება და სხვა საკითხები. იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილება მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით უნდა იყოს პირველ რიგში პრევენციული და არა სადამსჯელო ხასიათის, კანონპროექტის მიხედვით სანქცია იქნება ორსაფეხურიანი. იგი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გააფრთხილებს მოვაჭრეს და მისცემს ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის. მხოლოდ სააგენტოს მოთხოვნისა და მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს ექნება მოვაჭრის დაჯარიმების უფლება. ევროკავშირში სანქციები მერყეობს 9000 ევროდან (ლიტვა) 6,5 მილიონამდე (უნგრეთი). ევროპული კავშირის 8 წევრი ქვეყანა ჯარიმას განსაზღვრავს გამყიდველის, მოვაჭრის წლიური შემოსავლიდან. ლიტვაში ჯარიმა განისაზღვრება წლიური შემოსავლის 3%ით, ხოლო 10%-ს წარმოადგენს საფრანგეთში, პოლონეთში, ნიდერლანდებში, ლატვიაში და შვედეთში. ზოგიერთ ქვეყანაში განსაზღვრულია სანქციის მაქსიმალური ზღვარი. კანონპროექტის VIII თავი მოიცავს მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებაში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების უფლებამოსილებებს. ევროკავშირში ევროპის მომხმარებელთა ორგანიზაცია, რომელიც 43 ევროპულ ორგანიზაციას აერთიანებს, 1962 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მიღწევებს მიეკუთვნება: „გმო“ მარკირების შემოღება და სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ფტალატის შემცველი საქონლის აკრძალვა. ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანას ჰყავს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც მომხმარებლის უფლებებს იცავენ. ხორვატიის „მომხმარებლის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით მთავრობის წარდგინებით პარლამენტი იღებს მომხმარებლის უფლებების დაცვის ეროვნულ პროგრამას, რომელიც განსაზღვრავს დაფინანსებას მომხმარებელთა ასოციაციების განვითარებისა და ღონისძიებების გააქტიურების წახალისებისთვის. თავის მხრივ მსგავსი ასოციაციები ქმნიან საკონსულტაციო ცენტრებს მომხმარებლებისთვის. ესტონეთში მომხმარებლის დაცვასთან დაკავშირებით ღონისძიებებს ახორციელებს მომხმარებლის კოლექტიური უფლებების დაცვის ასოციაციის ან ასოციაციების ფედერაცია. ესტონეთის საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, ისინი შეიძლება დაფინანსდეს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. პოლონეთის მომხმარებელთა ფედერაციის ექსპერტები ეწევიან მომხმარებელთა კონსულტაციას და იურიდიულ დახმარებას, ასევე, პოლონეთის ფინანსური განათლების გაძლიერების ასოციაცია ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, რომელიც მომხმარებლის ვალაუვალობასა და სხვა ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. დანიაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „დანიის მომხმარებელთა საბჭო“ ქვეყანაში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით ყველაზე დიდი ორგანიზაციაა და მისი საქმიანობის 65% სახელმწიფო გრანტით ფინანსდება. საბჭომ 11 მონაწილეობა მიიღო გაეროს მომხმარებელთა დაცვის სახელმძღვანელოს განახლებაში. შვედეთში მომხმარებელთა ომბუდსმენი უზრუნველყოფს ამ სფეროში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, ხოლო ფინეთში ფუნქციონირებს მომხმარებელთა დაცვის გაერთიანებული ორგანიზაცია. კანონპროექტის ბოლო, IX თავი, განსაზღვრავს კანონპროექტის ზოგიერთი ნორმის ეტაპობრივი ამოქმედების ვადებს და კონკურენციის სააგენტოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი კანონპროექტთან მიმართებაში არ გამოიყენება ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ აღებულ ვალდებულებებს, რომელთა შესრულების ვადა 2019 წლის 1 სექტემბერია. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ვინაიდან დეპარტამენტის შექმნა დაგეგმილია 2020 წლიდან, კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ხარჯების გამოყოფას მიმდინარე წელს. რაც შეეხება შემდგომ საშუალოვადიან პერიოდს (2020 - 2022 წლები) დაფინანსების წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი. კერძოდ, ვინაიდან კონკურენციის სააგენტოს ეკისრება სრულიად ახალი და მისი მოქმედი უფლებამოსილებისგან განცალკევებული ფუნქციის განხორციელების ვალდებულება, ხოლო ამ უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, სააგენტოში უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელი იქნება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე. 12 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გადახდილი ჯარიმების სახით. კერძოდ, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მისი გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ასევე, დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე 2021-2022 წლებში გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება, ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობასა და სააგენტოს მიერ განსაზღვრული ჯარიმის ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კონკურენციის სააგენტოში უნდა მოხდეს ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა, თანამშრომლების დასაქმება, მათთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ა.შ, რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, 2020 წელს ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნისთვის (20 საშტატო ერთეული) საჭირო იქნება დაახლოებით 630 000 ლარის გამოყოფა. მათ შორის, შრომის ანაზღაურებისთვის 520 000 ლარი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის 110 000 ლარი. რაც შეეხება შემდგომ 2021-2022 წლებს, დეპარტამენტის ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება წელიწადში საშუალოდ 550 000 ლარი (დააკლდება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯი). რაც შეეხება სასამართლოში ახალი საქმეების რაოდენობას, სასამართლოს მიერ მათი განხილვა მოხდება მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს რაიმე ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს მოვაჭრის ხარჯების გაზრდას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმების გადახდის გამო. კერძოდ, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მისი გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების 13 შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ასევე, დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა. ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი ვალდებულებები მოვაჭრეებისთვის, შესაძლოა იყოს დაკავშირებული შესაბამის ფინანსურ შედეგებთან. კერძოდ, წინასწარი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, გასაყიდი და ერთეული ფასის მითითების ვალდებულება, დისტანციური და სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებების შემთხვევაში მომხმარებლისთვის პროდუქტის უპირობოდ უკან დაბრუნების უფლების მინიჭება და სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის გადასახდელი სასამართლო ბაჟი, გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზეც. მომხმარებლისთვის ფინანსური შედეგი იქნება პოზიტიური, რადგან მას შეეძლება საკუთარი ეკონომიკური ინტერესის უკეთ დაცვა, ხოლო რიგ შემთხვევებში ფინანსური ზარალის ანაზღაურების მიღება ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისად, მარტივად და სწრაფად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის შესაბამისად სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მისი გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ასევე, დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება საქართველოს წევრობასთან საერთაშორისო ორგანიზაციებში. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, 14 ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ VI კარის მე-13 თავის 345-ე, 346-ე და 347-ე მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებიდან, რომლის მიხედვით; „მხარეები ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყონ მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონე და მიაღწიონ თავსებადობას მომხმარებელთა დაცვის თავიანთ სისტემებს შორის“. მე-13 თავის 346-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს: „მომხმარებელთა შესახებ კანონმდებლობის დაახლოებას სავაჭრო ბარიერების თავიდან აცილების პარალელურად;". ხოლო, 347-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების მიხედვით: „საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XXIX დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.“ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: 1. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011 წლის 25 ოქტომბრის დირექტივა 2011/83/EC მომხმარებელთა უფლებების, საბჭოს დირექტივასა 93/13/EEC და ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივაში 1999/44/EC შესწორებების შეტანის და საბჭოს დირექტივისა 85/577/EEC და ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის 97/7/EC გაუქმების შესახებ; 2. ევროპარლამენტისა და საბჭოს 1998 წლის 16 თებერვლის 98/6/EC დირექტივა მომხმარებელთა დაცვის შესახებ მომხმარებელთათვის შეთავაზებული პროდუქტების ფასების მითითებისას; 3. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 11 მაისის 2005/29/EC დირექტივა, შიდა ბაზარზე კომპანიასა და მომხმარებელს შორის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის შესახებ („დირექტივა უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის შესახებ”); 4. ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999 წლის 25 მაისის 1999/44/EC დირექტივა სამომხმარებლო საქონლის გაყიდვისა და მასთან დაკავშირებული გარანტიების ზოგიერთი ასპექტის შესახებ; 5. საბჭოს 1993 წლის 5 აპრილის 93/13/EEC დირექტივა მომხმარებელთა კონტრაქტებში უსამართლო პირობების შესახებ; 6. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 23 აპრილის დირექტივა 2009/22/EC „მომხმარებლის ინტერესების დამცავი ღონისძიებების შესახებ“; 7. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 27 ოქტომბრის (EC) N 2006/2004 რეგულაცია მომხმარებლის დაცვის შესახებ კანონების აღსრულებაზე პასუხისმგებელ ეროვნულ ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ (რეგულაცია მომხმარებლის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ) (საქართველოს კანონმდებლობის 15 დაახლოება მოხდება ამ რეგულაციის მხოლოდ შემდეგ მუხლებთან: მუხლი 3(c); 4(3)დან (7)-მდე; 13(3); და 13(4)). დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსამართლეებმა, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, მომხმარებელთა უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ბიზნესის წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა. კანონპროექტის მომზადების პროცესში, კომიტეტს, საორგანიზაციო და ექსპერტული დახმარება გაუწია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ). ამასთან, სამუშაო ჯგუფთან იმუშავეს ევროკავშირის ექსერტებმაც. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, გაიმართა 13 სამუშაო შეხვედრა და მონაწილეებს შორის ინფორმაცის გაცვლა მიმდინარეობდა უწყვეტ რეჟიმში. ჯგუფის მონაწილეების მიერ გაანალიზდა საქართველოს კანონმდებლობა და მომხმარებლის უფლებების დარგში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა. პროფესორმა ჰანს-ვოლფგანგ მიკლიცმა წარმოადგინა ექსპერტული შეფასება კანონპროექტის პირვანდელ და საბოლოო ვერსიებზე. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის ექსპერტმა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროექტის ექსპერტმა, პროფესორმა ადამ ლაზოვსკიმ მოამზადა ევროკავშირის იმ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებული ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი, რომლებთან შესაბამისობაში მოდის კანონპროექტი. 2018 წლის იანვარში, კანონპროექტის შესახებ ევროკავშირის TAIEX პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ დარგის ექსპერტები მ. ჩაპლინსკი, პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მრჩეველი და რ.სარგენტი, დიდი ბრიტანეთის დასავლეთ სასექსის რეგიონის საბჭოს ჯგუფის ხელმძღვანელი, ევროკავშირის ექსპერტი მომხმარებლის უფლებების დარგში. ექსპერტებმა საქართველოს პარლამენტის წევრებმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ კონკურენციის სააგენტოსთან ერთად განიხილეს კანონპროექტის დებულებები და შეადარეს ევროკავშირის კანონმდებლობას. 2018 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, აკადემიური წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით კანონპროექტის შესახებ მომზადდა რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი კანონპროექტიდან გამომდინარე წინასწარ განსაზღვრულ პრობლემურ საკითხებზე. 16 კანონპროექტის შემუშავებაში, საქართველოს პარლამენტის წევრების და აპარატის წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობა მიიღეს შემდეგი სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 3. საქართველოს კონკურენციის სააგენტო; 4. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; 5. კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრი; 6. ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესი“; 7. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია; 8. თამარ ლაკერბაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 9. ზაზა მარტიაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 10. თამარ ხაჟომია - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 11. ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი; 12. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია; 13. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება. 14. ამერიკის სავაჭრო პალატა; 15. ჰანს-ვოლფგანგ მიკლიცი, ეკონომიკის სამართლის პროფესორი - ფლორენციის ევროპის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ექსპერტი მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში; 16. მერაბ ნარმანია - UNDP პროგრამის ექსპერტი 17. დავით კერესელიძე - პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით; 18. ადამ ლაზოვსკი - პროფესორი, ვესტმინსტერის სამართლის სკოლა, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი; ევროკავშირი-გაეროს განვითარების საპარლამენტო პროექტის, ევროკავშირის სამართლის ექსპერტი; 19. მ. ჩაპლინსკი, პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მრჩეველი და რ. სარგენტი, დიდი ბრიტანეთის დასავლეთ სასექსის რეგიონის საბჭოს ჯგუფის ხელმძღვანელი, ევროკავშირის ექსპერტი მომხმარებლის უფლებების დარგში - TAIEX პროგრამის ფარგლებში, მოწვეული ექსპერტთა მისია. 20. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჯგუფი: ქეთი გუჯარაიძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; დავით მაისურაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ირაკლი შაკიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჯაბა გველებიანი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; 17 ლიანა ახობაძე - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამა; ანა ხურციძე - საქართველოს უნივერსიტეტი; ნატა სტურუა - საქართველოს უნივერსიტეტი; გაიოზ ჯაფარიძე - საქართველოს უნივერსიტეტი; ჰანს-ვოლფგანგ მიკლიცი, ეკონომიკის სამართლის პროფესორი - ფლორენციის ევროპის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ექსპერტი მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში; ლორენცო ალიო, დოქტორი - საერთაშორისო ექსპერტი რეგულირების ზეგავლენის შეფასების სფეროში; ჯულია კერხერი, საერთაშორისო ექსპერტი „დღის წესრიგი - 2030“-ის სფეროში; გიორგი გაფრინდაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი; დემეტრე ეგნატაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გიორგი ხიშტოვანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მაია ამაშუკელი - საქართველოს უნივერსიტეტი; ირაკლი თედორაძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; ნესტან გაფრინდაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; გიორგი სვანაძე - თავისუფალი უნივერსიტეტი; ვახტანგ ბარამიძე - თავისუფალი უნივერსიტეტი. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 1. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით მომზადებული „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება. 2. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, ფლორენციის ევროპის უნივერსიტეტის, ეკონომიკის სამართლის პროფესორის, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო ექსპერტის ჰანს-ვოლფგანგ მიკლიცის მიერ მომზადებული დასკვნა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ კანონპროექტზე. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილია რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტში და თან ერთვის კანონპროექტს. 18 ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, შოთა ხაბარელი, ზაზა ხუციშვილი, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე, გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი, აკაკი ზოიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ენძელა მაჭავარიანი, დიმიტრი ხუნდაძე, არჩილ თალაკვაძე. 19