„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი, საქართველოს კონკურენციის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, შოთა ხაბარელი, ზაზა ხუციშვილი, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე, გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი, აკაკი ზოიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ენძელა მაჭავარიანი, დიმიტრი ხუნდაძე, არჩილ თალაკვაძე
ნომერი
#07-3/368/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016710) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1.მე-16 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს მიზნები, ამოცანები, უფლებამოსილებები და ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ამ კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით.“ ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. სააგენტო ასევე ახორციელებს მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკას საქართველოში. კერძოდ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობას, დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ შესაბამის რეაგირებას.“ გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, ამ კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით და პასუხისმგებელია საკუთარი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.“ 2.მე-172 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;“ 3.მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სააგენტოს დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავდა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მოხმარებლის საქართველოს უფლებების კანონის დაცვის პროექტი. პროექტის ინსტიტუციურ მიხედვით, უზრუნველყოფას განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კონკურენციის სააგენტო (შემდგომ - სააგენტო). სააგენტო შექმნილია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ახორციელებს ხსენებული კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. გამომდინარე იქედან, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს სააგენტოსათვის ახალი ფუნქციების დაკისრებას, საჭიროა შესაბამისი ცვლილებები იქნას შეტანილი ასევე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აუცილებელია მოხდეს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა თავსებადობის უზრუნველყოფა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ცვლილებები უზრუნველყოფს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, ახალი ფუნქციების განსახორციელებლად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „მოხმარებლის შესაბამისობაში უფლებების მოყვანის დაცვის მიზნით, შესახებ“ საქართველოს კანონთან საქართველოს კონკურენციის კანონში ხორციელდება შემდეგი ცვლილებები: 1) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვარავს სააგენტოს მიზნების, ამოცანების, უფლებამოსილებებისა და ორგანიზაციული საკითხების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით და ამჟამად არსებულ სამართლებრივ საფუძვლებს დაემატება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. 2) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს სააგენტოს ძირითად ამოცანებს კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით. რადგან მომხმარებლის უფლებების კუთხით, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო იქნება სააგენტო, მისი მიზნები და ამოცანები უნდა მიემართებოდეს მომხმარებლის უფლებების დაცვასაც. ამიტომ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლს დაემატება 41 პუნქტი, სადაც გაწერილი იქნება სააგენტოს ძირითადი ამოცანები მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით. 3) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი განსაზღვრავს იმ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომლებზე დაყრდნობითაც სააგენტო ახორციელებს საქმიანობას. აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, გამომდინარე იქედან, რომ სააგენტომ ასევე უნდა იხელმძღვანელოს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. 4) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-172 მუხლი შეიცავს სააგენტოს ფუნქციების ჩამონათვალს. გამომდინარე იქედან, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით სააგენტოს ემატება ახალი ფუნქციები, საჭიროა მოხდეს მათზე მითითება კანონში, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს ფუნქციონირების ძირითად ნორმატიულ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-172 ბაზას. შესაბამისად, უნდა დაემატოს „თ1“ პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სააგენტო უზრუნველყოფს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 5) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი წარმოადგენს სააგენტოს უფლებამოსილებების ჩამონათვალს. მოცემული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სააგენტოს დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. გამომდინარე იქედან, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი სააგენტოს აკისრებს არსებითად ახალ უფლებამოსილებებს, აღნიშნულ პუნქტში მოხდება სააგენტოს უფლებამოსილებების ახალი წყაროს, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მითითება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი კანონპროექტთან მიმართებაში არ გამოიყენება ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ აღებულ ვალდებულებებს, რომელთა შესრულების ვადა 2019 წლის 1 სექტემბერია. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ვინაიდან დეპარტამენტის შექმნა დაგეგმილია 2020 წლიდან, კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ხარჯების გამოყოფას მიმდინარე წელს. რაც შეეხება შემდგომ საშუალოვადიან პერიოდს (2020 - 2022 წლები) დაფინანსების წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი. კერძოდ, ვინაიდან კონკურენციის სააგენტოს ეკისრება სრულიად ახალი და მისი მოქმედი უფლებამოსილებისგან განცალკევებული ფუნქციის განხორციელების ვალდებულება, ხოლო ამ უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, სააგენტოში უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელი იქნება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებები არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კონკურენციის სააგენტოში უნდა მოხდეს ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა, თანამშრომლების დასაქმება, მათთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ა.შ, რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, 2020 წელს ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნისთვის (20 საშტატო ერთეული) საჭირო იქნება დაახლოებით 630 000 ლარის გამოყოფა. მათ შორის, შრომის ანაზღაურებისთვის 520 000 ლარი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის - 110 000 ლარი. რაც შეეხება შემდგომ 2021-2022 წლებს, დეპარტამენტის ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება წელიწადში საშუალოდ 550 000 ლარი (დააკლდება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯი). რაც შეეხება სასამართლოში ახალი საქმეების რაოდენობას, სასამართლოს მიერ მათი განხილვა მოხდება მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს კანონრპოექტიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი, განსაზღვრული არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს და გამომდინარეობს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტიდან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი გამომდინარეობს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონრპოექტიდან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს კონკურენციის სააგენტო ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, შოთა ხაბარელი, ზაზა ხუციშვილი, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე, გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი, აკაკი ზოიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ენძელა მაჭავარიანი, დიმიტრი ხუნდაძე, არჩილ თალაკვაძე.