„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი, საქართველოს კონკურენციის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, შოთა ხაბარელი, ზაზა ხუციშვილი, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე, გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი, აკაკი ზოიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ენძელა მაჭავარიანი, დიმიტრი ხუნდაძე, არჩილ თალაკვაძე
ნომერი
#07-3/368/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (1997 წლის 26 ივნისი N786 - IIს) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ამოღებულ იქნეს მუხლი 336 2. ამოღებულ იქნეს მუხლი 347 და მუხლი 348. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სამომხმარებლო ურთიერთობათა სფეროს სამართლებრივი დარეგულირების მიზნით შემუშავდა კანონის პროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგად პრინციპებს, ადგენს მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან და საგარანტიო ვადებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, აწესრიგებს სხვადასხვა სამომხმარებლო სფეროს, მათ შორის: დისტანციური და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით და ქუჩაში დადებული ხელშეკრულებებს, ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტულ პირობებსა და მათ ბათილობას. აღნიშნული კანონის პროექტის რეგულაციებმა გამოიწვია ცვლილებების აუცილებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აუცილებელია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის პროექტით დარეგულირებული სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებებისა და ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობების მუხლები გაუქმდეს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“, რომ არ მოხდეს დუბლირება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ცვლილება უზრუნველყოფს დუბლირების თავიდან აცილებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „საქართველო სამოქალაქო კოდექსიდან“ ამოღებული იქნება 336-ე, 347-ე, და 348-ე მუხლები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი კანონპროექტთან მიმართებაში არ გამოიყენება ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ აღებულ ვალდებულებებს, რომელთა შესრულების ვადა 2019 წლის 1 სექტემბერია. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ასეთი არ არსებობს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპრექტის მიღებით სახელმწიფოს არ წარმოეშობა ახალ ფინანსურ ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კანონპროექტის მიღებას ფინანსური ზეგავლენა არ გააჩნია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი გამომდინარეობს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტიდან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 1. თამარ ლაკერბაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2. ზაზა მარტიაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 3. თამარ ხაჟომია - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 4. დავით კერესელიძე - პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული შეფასება არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილია რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტში და თან ერთვის კანონპროექტს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, შოთა ხაბარელი, ზაზა ხუციშვილი, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე, გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი, აკაკი ზოიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ენძელა მაჭავარიანი, დიმიტრი ხუნდაძე, არჩილ თალაკვაძე.