„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს კანონში „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
2. 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნას.
3. 130-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე I და II კლასს
დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე,
რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია,
გამოიწვევს დაჯარიმებას ამავე მუხლის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის
ორმაგი ოდენობით.“.
4. 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის
თანასაკუთრების ობიექტია, - 25000 ლარით;“.
5. 136-ე მუხლი ამოღებულ იქნას.
6. დაემატოს შემდეგი შინაარსის 1391 მუხლი:
„მუხლი 1391. შენობა-ნაგებობის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიღების გარეშე
1. დაუშვებელია შენობა-ნაგებობის ფუნქციონირება, სანამ არ მოხდება ამ შენობა-ნაგებობის
ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის გამოცემა კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
2. დაუშვებელია ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით ექსპლუატაციაში მიუღებელი
შენობა-ნაგებობის მომარაგება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ელექტროენერგიით
და ბუნებრივი გაზით შენობა-ნაგებობის მომარაგებაზე სამშენებლო საქმიანობისათვის.“.
7. 141-ე მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნას;
ბ) მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„19. ამ კოდექსის მოქმედება, გარდა 131-ე და 1391 მუხლების, ამ მუხლის მე-20 ნაწილისა და 1411
– 1433 მუხლებისა, 2019 წლის 3 დეკემბრამდე არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე.“.
8. დაემატოს შემდეგი შინაარსის 1411-1413 მუხლები:
„მუხლი 1411. სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში
მიღების დროებითი წესი
1. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს
ექსპლუატაციაში საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა (შემდგომში - ობიექტი), მათ
შორის,
შენობა-ნაგებობების
კომპლექსის
დამოუკიდებლად
ფუნქციონირებადი
მშენებლობადამთავრებული
ობიექტი,
თუ
მშენებლობა
ნაწარმოებია
შეთანხმებული
არქიტექტურული პროექტის (რომელზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა) დარღვევით,
განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ცვლილებით, ფუნქციური ზონირების დარღვევით,
ასევე თუ მშენებლობა ნაწარმოებია - შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე.
2. ექსპლუატაციაში მიღება ეხება იმ ობიექტებს, რომლებზეც გაცემულია მშენებლობის ნებართვა
და 2019 წლის 15 მაისის მდგომარეობით მშენებლობადამთავრებულია.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, მშენებლობადამთავრებულად მიიჩნევა ობიექტი, რომლის
ძირითადი
კონსტრუქციული
სისტემისა
და
ექსტერიერის
სამშენებლო
სამუშაოები
დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.
4. დაინტერესებულმა პირმა, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, სამშენებლო
საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უნდა მიმართოს ამ მუხლის
ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში.
5. დაინტერესებული პირი, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, სამშენებლო
საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა
დაერთოს:
ა) არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფიული გეგმა;
ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი საექსპლუატაციო
ობიექტის ჩვენებით;
გ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი და არსებული სიტუაციის ამსახველი – ობიექტის
აზომვითი ნახაზი;
დ) ფოტოსურათები;
ე) მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა;
ვ) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნა;
ზ) ობიექტის შიდა გეგმარების ან მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოების
დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის პირთა თანხმობა;
თ) ავტოსადგომების სავალდებულო რაოდენობის (შეთანხმებული არქიტექტურული
პროექტით, ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში) არარსებობის შემთხვევაში, შესაბამის
პირთა თანხმობა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის, შესაბამის პირთა
თანხმობის საჭიროებას და ამ პირთა წრეს განსაზღვრავს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო
ზედამხედველობის ორგანო.
7. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოები განახორციელოს ამ
2
მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში, რაც არ საჭიროებს დამატებით მშენებლობის ნებართვის
აღებას. ამ პუნქტით განსახორციელებელი სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებული
არქიტექტურული პროექტის პრინციპებს და უნდა იქნას შეთანხმებული მუნიციპალიტეტთან.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ,
სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადასტურებს დარღვევით
განხორციელებულ
მშენებლობას
უკვე
განხორციელებული
სამშენებლო
სამუშაოების
(შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რომელზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა)
დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ცვლილება,
ფუნქციური ზონის დარღვევა, მშენებლობის არსებობა შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე)
გათვალისწინებით, რაც იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას.
9. ამ მუხლის შესაბამისად ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება არ ნიშნავს მიჯნის ზონის
დარღვევით განხორციელებული სამუშაოების დაკანონებას.
10. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე, ობიექტის უსაფრთხოების მიზნით ან კერძო და
საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირისაგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის
წარმოდგენა ან გარკვეული პირობების შესრულება. ამ პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი
დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა ან შესაბამისი პირობების შეუსრულებლობა, შეიძლება გახდეს
ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
11. ექსპლუატაციაში მიღება არ გულისხმობს დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლებას ან
სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის/საურავის ან
მისი ნაწილის სახით გადახდილი თანხის სამართალდამრღვევ სუბიექტისათვის უკან დაბრუნებას.
12. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობაზე;
ბ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უძრავ
ძეგლზე.
13. ამ მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირს შესაძლებელია წარმოადგენდეს
პირვანდელი მესაკუთრე/დამკვეთი, ასევე სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომლის
კანონიერი ინტერესი დასტურდება როგორც ინდივიდუალურად, ასევე საერთო/თანაზიარი
უფლების/ინტერესის სახით.
მუხლი 1412. დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო დროებითი
ღონისძიებები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
არსებული დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის დროულად დასრულების,
მუნიციპალიტეტის განვითარებისა და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, დაუმთავრებელი
მშენებლობის დასრულებისათვის გამოიყენოს კანონმდებლობით დადგენილი ხელშემწყობი
ღონისძიებები.
2. დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების სახით
შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების
ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე დადგენილი ქალაქთმშენებლობითი პირობებისაგან
(შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციურ ზონა და მისი რეგლამენტი,
დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება/განაშენიანების
რეგულირების გეგმა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, არქიტექტურულ3
სამშენებლო პროექტი, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობანაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა) განსხვავებული პირობებით
ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილების შეტანა.
3. ობიექტები, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნას დაუმთავრებელ მშენებლობად, აგრეთვე
დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების
წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.
4. დაინტერესებული პირი, დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისათვის ხელშემწყობი
ღონისძიებების გამოყენებისათვის,
მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს მიმართავს
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
მუხლი 1413. უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი
ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების
ლეგალიზება, ასევე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტების
დასრულებისთვის განსაზღვროს ვადა და განახორციელოს მათი შემდგომი ლეგალიზება.
2. უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების
ლეგალიზების წესსა და პირობებს, ასევე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი
ობიექტების დასრულებისათვის ვადას და მისი ლეგალიზების წესსა და პირობებს ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2.
ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე,
რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაიცა ამ კანონის ამოქმედებამდე.
მუხლი 3.
საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში დაამტკიცოს
უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების
ლეგალიზების წესი და პირობები, ასევე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი
ობიექტების დასრულებისათვის ვადა და მისი ლეგალიზების წესი და პირობები.
მუხლი 4.
1. ეს კანონი, გარდა პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-6 ნაწილები, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე8 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 1411 და 1412 მუხლები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-8 ნაწილით
გათვალისწინებული 1413 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
ფუნქციას წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება. აღნიშნულ
ფუნქციას მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ სხვადასხვა მეთოდის
საშუალებით, რაც ასევე გაწერილია კანონმდებლობაში. თავის მხრივ, სამშენებლო საქმიანობის
განხორციელების წესები გაწერილია, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით.
საგულისხმოა, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები წარიმართა იმგვარად, რომ
რიგ შემთხვევებში სამშენებლო საქმიანობა განხორციელებულია შესაბამისი წესების დაცვის გარეშე.
კერძოდ, მშენებლობის განმახორციელებელი პირების მიერ განხორციელებულია მშენებლობები,
სადაც გამოვლენილია ისეთი დარღვევები, რომელთა გამოც ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება
დაუშვებელია. განხორციელებულ მშენებლობებში ძირითადად დარღვეულია:
ა) განაშენიანების რეგულირების პარამეტრები (K1, K2, K3);
ბ) კონსტრუქცია;
გ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერი და ინტერიერი;
დ) მიჯნის ზონები;
ე) განაშენიანების რეგულირების ხაზები (წითელი ხაზები);
ვ) განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები (სხივი);
ზ) ფუნქციური ზონის პრინციპი;
თ) ავტოსადგომების შესაბამისი რაოდენობის არარსებობა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული დარღვევ(ებ)ით ნაწარმოებ მშენებლობებში
საკუთრების მოპოვება არ იზღუდება, არც ასეთი ობიექტების ფუნქციონირება, ანუ, ნებისმიერ პირს
შეუძლია ასეთ ობიექტებში შეიძინოს საკუთრება და გამოიყენოს იგი საცხოვრებლად თუ სხვა
დანიშნულებით. უფრო მეტიც, საკუთრების შემძენ პირებს არანაირი შეზღუდვა არ აქვთ გახდნენ
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის მომხმარებლები. კომუნალური
მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს არ აქვთ აკრძალვა, რომ აბონირება გაუკეთონ
მომხმარებლებს, მათ შორის ისეთ ობიექტებში, რომლებიც არ არიან ექსპლუატაციაში მიღებულები.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ დღევანდელი
მდგომარეობით
ძალიან
დიდია
იმ
ობიექტების
რაოდენობა,
რომლებიც
მშნებლობადამთავრებულია,
ფუნქციონირებს (საცხოვრებელი,
კომერციული თუ სხვა
დანიშნულებით), თუმცა ზემოაღნიშნულ სამშენებლო დარღვევ(ებ)ის გამო, არ არიან
ექსპლუატაციაში მიღებულები და ვერც მოხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება.
ამ ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება რომ განხორციელდეს, მშენებლობის
განმახორციელებლის მიერ უნდა მოხდეს იმ დარღვევების აღმოფხვრა, რაც განხორციელდა
სამშენებლო პროცესში. თუმცა, მთელ რიგ შემთხვევებში, ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან: 1.
ასეთ ობიექტებში არიან მესაკუთრეები, რომლებიც კეთილსინდისიერი შემძენები არიან.
შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია (სოციალური თუ სხვა ფაქტობრივი
1
გარემოებების გათვალისწინებით) მათ საკუთრებასთან მიმართებაში რაიმე კუთხით ჩარევა
(მაგალითად ამ ფართის დაკორექტირება, ღიობის ამოშენება ან პირიქით, დემონტაჟი და ა.შ.). 2. ასევე
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რიგ შემთხვევებში, პრაქტიკულად აღარ არსებობს მშენებლობის
განმახორციელებელი პირი. ეს პირი იურიდიული პირ(ებ)ის შემთხვევაში შეიძლება იყოს
ლიკვიდირებული, უფლებაუუნარო, გაკოტრების რეჟიმში, ან ფიზიკური პირ(ებ)ის შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული, საქართველოდან გასული და ა.შ. შესაბამისად, სახელმწიფო დგას იმ
ფაქტის
წინაშე,
რომ
სახეზეა
დარღვევით
ნაწარმოები
ფუნქციონირებადი
მშენებლობადამთავრებული ობიექტი, თუმცა არ არსებობს პასუხისმგებელი პირი.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, ახალი
მშენებლობების მიმართ საკმაოდ ამკაცრებს და უფრო ქმედითს ხდის რეგულაციებს, მართებული
იქნება, რომ განხორციელდეს აქამდე არსებული მშენებლობადამთავრებული ობიექტების
ექსპლუატაციაში მიღება შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში.
კანონპროექტის მიღების მიზეზს, ასევე წარმოადგენს „უნებართვოდ ან/და პროექტის
დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების
მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660-ე
ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა.
თუმცა, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტს აღარ გააჩნია
ზემოაღნიშნული საკითხის მოწესრიგების მიზნით ბრძანებულების გამოცემის უფლებამოსილება,
მიზანშეწონილია, აღნიშნული საკითხები დარეგულირდეს საქართველოს მთავრობის ნორმატიული
აქტით.
ამასთან, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი.
აღნიშნული კი არის კიდევ ერთი მიზეზი, რომ საკითხი დარეგულირდეს წარმოდგენილი პროექტის
მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნულ
ბრძანებულებას, დღევანდელი მდგომარეობით უკვე აღარ გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი.
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტში ხშირად ვხვდებით
დაწყებულ, მაგრამ დაუმთავრებელ მშენებლობებს. აღნიშნულის მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს,
მაგალითად: ა) დაიწყეს მშენებლობა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო, შემდგომ შეაჩერეს
პროცესი; ბ) დაიწყეს მშენებლობა და მშენებლობის პროცესში იმდენად გადაუხვიეს შეთანხმებულ
პირობებს/პროექტს, რომ მისი დასრულება შემდგომში ვეღარ შეძლეს და ა.შ.
სამწუხარო ისაა, რომ ასეთ შემთხვევების გამო, ვაწყდებით უამრავ მიტოვებულ შენობანაგებობას, გადათხრილ ტერიტორიებს, მოსახლეობის მიერ თვითნებურად შესახლებულ და
ყოველგვარი წესების დაცვით გაკეთებულ ბინებს/ფართებს. ხშირ შემთხვევებში, ეს ყველაფერი არის
ძალიან
დიდი
საფრთხის
შემცველი
მოსახლეობისათვის,
გარემოსათვის,
ახლოს
გამვლელებისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათი მდგრადობა თანდათან უარესდება, თანდათან
ბინძურდება ეს ტერიტორია, ჩნდება ქვეწარმავლების თუ სხვა ბინადართა თავშესაფრები ან ასეთის
არსებობის რისკი და ა.შ.
კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ ასეთ შემთხვევებში ძალიან ბევრი ადამიანი გახდა
დაზარალებული. ადამიანები, რომლებმაც, იმ იმედით, რომ გაეუმჯობესებინათ საცხოვრებელ
პირობები, მიიღეს გადაწყვეტილება, შეიტანეს დანაზოგები/აღებული სესხები სამშენებლო
კომპანიებში, თუმცა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით გაჩერებული მშენებლობების გამო,
გახდნენ დაზარალებულები. ასეთი ადამიანები ძალიან ბევრია და ყოველწუთიერად ელოდებიან იმ
დღეს, როცა მათი უფლებრივი მდგომარეობა აღდგება.
2
პროექტის მიზანი არის სწორედ ის, რომ ხელი შეეწყოთ ასეთ მშენებლობებს. მშენებლობებს,
რომლებიც წლების განმავლობაშია გაჩერებული და დაუსრულებელია. მშენებლობებს, რომელთა
დასრულებას უამრავი ადამიანი ელოდება, და რომელთა დასრულებით გარემო პირობების
უსაფრთხოების რისკებიც აღმოიფხვრება.
ზემოაღნიშნულის მიზნით, კანონს ემატება მუხლი, რომელიც იქნება დროებითი და იმ
ფარგლების განმსაზღვრელი, რითაც მუნიციპალიტეტს შეეძლება ხელი შეუწყოს ასეთი ტიპის
მშენებლობების დასრულებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების დარეგულირებისათვის აუცილებელია
საკანონმდებლო ცვლილებები, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი საკითხების რეგულირება
შეუძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო აქტით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღებით,
მოხდება
მშენებლობადამთავრებული
ობიექტების
ექსპლუატაციაში მიღება. ამ ობიექტის მესაკუთრეებს კი მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთი
საკუთრება უკვე დაარეგისტრირონ არა როგორც მშენებარე, დაუსრულებელი, არამედ როგორც
დამთავრებული მშენებლობა. გარდა ამისა, მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი
შეხედულებისამებრ განავითარონ თავიანთი საკუთრება კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად, მათ შორის, შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და გამოიყენონ
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
საქართველოს მთავრობას მიეცემა საკანონმდებლო საფუძველი, გამოსცეს დადგენილება,
რომლის მიხედვითაც განისაზღვრება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული
ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების წესი და პირობები, ასევე 2007 წლის 1 იანვრამდე
დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტების დასრულებისათვის ვადა და მისი ლეგალიზების წესი
და პირობები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით:
1. კანონის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ხდება „დ“ ქვეპუნქტის ამოღება.
წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში განიხილება „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც
სისხლის სამართლის დანაშაული ხდება სამშენებლო საქმიანობის განხორციელება შესაბამისი
ნებართვის ან თანხმობის გარეშე, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ
ტერიტორიაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის არსებობის
საჭიროება აღარ არის.
2. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული კანონპროექტი წარმოადგენს თანმდევ
კანონპროექტს და შეთავაზებული პაკეტი ითვალისწინებს „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში“ ცვლილებების შეტანას, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ხდება „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების
ამოღება, რადგან აღარ არსებობს კოდექსში ამ ქვეპუნქტების არსებობის აუცილებლობა.
3
3. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის ზომები
(ჯარიმების ოდენობა) უნებართვო მშენებლობისათვის.
წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში განიხილება ასევე „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, რომლის
მიხედვითაც სისხლის სამართლის დანაშაული ხდება სამშენებლო საქმიანობის განხორციელება
შესაბამისი ნებართვის გარეშე. თუმცა იქვეა გამონაკლისი, რომ სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს უძრავ ქონებაზე მშენებლობისას, თუ უძრავი ქონება კერძო,
სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია. ანუ, როცა შენობანაგებობის უნებართვო მშენებლობისას, შენობა-ნაგებობის ნაწილი ფიქსირდება სხვა პირის, მათ
შორის სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, არ დგება პირის სისხლის
სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამის გათვალისწინებით, კოდექსის 130-ე მუხლს ემატება
შენიშვნა, რომელიც ასეთი შემთხვევისათვის ამკაცრებს სანქციას, კერძოდ, მოხდება სანქციის
გაორმაგებული ოდენობით დაკისრება.
4. კოდექსის 131-ე მუხლის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს პასუხისმგებლობის
ზომებს (ჯარიმების ოდენობას) უნებართვო მშენებლობისას „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული
რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში განიხილება ასევე „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, რომლის
მიხედვითაც სისხლის სამართლის დანაშაული ხდება სამშენებლო საქმიანობის განხორციელება
შესაბამისი ნებართვის გარეშე. თუმცა იქვეა გამონაკლისი, რომ სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს უძრავ ქონებაზე მშენებლობისას, თუ უძრავი ქონება კერძო,
სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია. ანუ როცა შენობანაგებობის უნებართვო მშენებლობისას, შენობა-ნაგებობის ნაწილი ფიქსირდება სხვა პიროს, მათ
შორის სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, არ დგება პირის სისხლის
სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამის გათვალისწინებით, კოდექსის 131-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და ზუსტდება, რომ თუ უნებართვო
მშენებლობა ხორციელდება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი
ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა იქნება მაქსიმუმი - 25000
ლარი.
5. კოდექსიდან ხდება 136-ე მუხლის ამოღება. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით
გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის ზომები (ჯარიმების ოდენობა), როდესაც სამშენებლო
საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ
არ სრულდება შემდეგ ტერიტორიებზე: მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის
ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის
ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე,
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში ან/და ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქალაქში, დაბაში ან სოფელში.
აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი სამართალდამრღვევისთვის
გათვალისწინებულია ჯარიმის გაორმაგება.
4
წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში განიხილება „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც
სისხლის სამართლის დანაშაული ხდება მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე
საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში გათვალისწინებულია 136-ე მუხლის ამოღება, რადგან აღარ
არსებობს კოდექსში ამ მუხლის არსებობის აუცილებლობა.
6. კანონს ემატება „1391 მუხლი“. აღნიშნული მუხლი კრძალავს ობიექტის ფუნქციონირებას,
სანამ არ მოხდება ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის გამოცემა
კანონმდებლობით დადგენილი წესით. ანუ ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი იქნება ამ
ობიექტის ფუნქციონირება საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულებით.
გარდა ამისა, ლიცენზიატებს ეკრძალებათ, რომ მოამარაგონ ობიექტები ელექტროენერგიით
და ბუნებრივი გაზით მანამ, სანამ არ მოხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება. ანუ ლიცენზიატებმა
არ უნდა მოახდინონ ამ ობიექტების ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მიწოდება. თუმცა,
დასაშვები იქნება რომ ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი მიწოდებული იქნას მხოლოდ
სამშენებლო საქმიანობის მიზნებისათვის. ანუ მხოლოდ იმ მიზნით, რომ მშენებელმა
ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი გამოიყენოს მხოლოდ მშენებლობის განსახორციელებლად.
7.1 კოდექსის 141-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებული იქნება, რადგან 2007 წლის 1 იანვრამდე
უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების
ლეგალიზებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, კოდექსს ემატება ცალკე მუხლი (მუხლი 1413).
7.2 კოდექსის 141-ე მუხლის მე-19 ნაწილი ითვალისწინებს მოცემული კანონპროექტის
მოქმედების გავრცელებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ
2019 წლის 3 ივნისს ამოქმედდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსი და განისაზღვრა, რომ ეს კოდექსი, გარდა 141-ე მუხლის მე-20
ნაწილისა, 2019 წლის 3 დეკემბრამდე არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე,
მოცემული კანონპროექტის მიზნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტში
ჩამოყალიბებული ნორმები მიღებისთანავე გავრცელდეს მასზე. შესაბამისად, საჭირო გახდა
საგამონაკლისო ნორმების დამატება და მითითებული მუხლი ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ ამ
კოდექსის მოქმედება, გარდა 131-ე და 1391 მუხლების, ამ მუხლის მე-20 ნაწილისა და 1411 – 1433
მუხლებისა 2019 წლის 3 დეკემბრამდე არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე.
8.1 კოდექსს ემატება 1411 მუხლი - სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები
მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი.
აღნიშნული მუხლი ადგენს გარკვეულ პირობებს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სანებართვო
პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება. ამ მუხლის:
ა) პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ ექსპლუატაციაში მიღების საკითხს განიხილავს
სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო. ასევე განისაზღვრება, რომ
ექსპლუატაციაში შეიძლება მიღებული იქნას მხოლოდ საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობანაგებობები,
მაგალითად
ინდივიდუალური
საცხოვრებელი
სახლები,
მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლები, საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური შენობა5
ნაგებობები. ამასთანავე, თუ ნებართვა აღებული იყო რამდენიმე ბლოკის მშენებლობისათვის, მაგრამ
დასრულებული იქნება მხოლოდ რომელიმე ბლოკი, ექსპლუატაციას დაექვემდებარება ეს
დასრულებული ბლოკიც.
გარდა ამისა, პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ დარღვევებს, რის მიუხედავადაც
შესაძლებელი იქნება ობიექტი მიღებული იქნას ექსპლუატაციაში, კერძოდ, ობიექტი შესაძლებელი
იქნება მიღებული იქნას ექსპლუატაციაში თუ მშენებლობა ნაწარმოებია:
o შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რომელზეც გაცემული იყო მშენებლობის
ნებართვა) დარღვევით - მაგალითად, არ არის დაცული პროექტით გათვალისწინებული
მოთხოვნები/პარამეტრები;
o განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ცვლილებით - მაგალითად, დაარღვია K1, K2
ან/და K3 გათვალისწინებული პარამეტრები;
o ფუნქციური ზონირების დარღვევით - მაგალითად, ობიექტი აშენებულია იმ მიწის ნაკვეთზე,
სადაც ფუნქციური ზონირების მიხედვით არ შეიძლებოდა ამ ობიექტის მშენებლობა;
o შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე - მაგალითად, ობიექტი აშენდა გარკვეულ ფართზე (მაგალითად
1000 კვ.მ.), თუმცა მისი მშენებლობის შემდეგ, მოხდა ამ მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისება,
ვთქვათ 400 კვ.მ.-ის. ამ პროცესით კი დარჩენილი ფართი (600 კვ.მ.) შესაძლებელია აღმოჩნდეს
შეუსაბამო მიწის ნაკვეთი ამ უკვე განხორციელებული მშენებლობისათვის.
ბ) მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, თუ რომელ ობიექტებს შეეხება ექსპლუატაციაში მიღება.
აუცილებელი პირობა არის ის, რომ უნდა იყოს გაცემული მშენებლობის ნებართვა და ამასთანავე
2019 წლის 15 მაისის მდგომარეობით (15 მაისის ჩათვლით) ობიექტი უნდა იყოს
მშენებლობადამთავრებული. 15 მაისი აღებულია იმისათვის, რომ პირობის გავრცელებისათვის
აუცილებელია მოხდეს გარკვეული პერიოდზე გაჩერება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ პერიოდის
შემდეგ თუ იქნება რაიმე მშენებლობა განხორციელებული იმ დარღვევებით, რაც ამ პროექტით
ექსპლუატაციას დაექვემდებარება, მასზე ეს შეღავათი აღარ გავრცელდება. ამ პრინციპით პერიოდის
დათქმა საჭიროა იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მიმდინარე პროცესში ხელოვნურად
განხორციელებული დარღვევით ნაწარმოები მშენებლობები.
გ) მე-3 ნაწილი განსაზღვრავს მშენებლობადამთავრებული ობიექტის შინაარსს, კერძოდ, თუ
რომელი ობიექტი ჩაითვლება მშენებლობადამთავრებულად. ასეთ ობიექტებად მიიჩნევა ობიექტი,
რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები
დასრულებულია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კანონით არ იქნება ვალდებულება, რომ
მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებიც იყოს განხორციელებული. ანუ, თუ
მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოები არ იქნება ნაწარმოები, ობიექტი მაინც
ჩაითვლება მშენებლობადამთავრებულად.
დ) მე-4 ნაწილი მიუთითებს იმ ვადაზე, რა ვადაშიც დაინტერესებულ პირს აქვს უფლება
მიმართოს მუნიციპალიტეტს და მოითხოვოს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება დადგენილი
წესით.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს ღონისძიება არის დროებითი ხასიათის, ცხადია,
შეზღუდული უნდა იყოს გარკვეული დროით. შესაბამისად, გონივრულობის გათვალისწინებით,
დაინტერესებულ პირს ექნება უფლება სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანოს მიმართოს ამ რეგულაციის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში.
6
ე) მე-5 ნაწილი ეხება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებაზე დასართავ
დოკუმენტებს. კერძოდ, აღნიშნული ნაწილი აკეთებს ჩამონათვალს, თუ რა სავალდებულო
დოკუმენტები უნდა დაურთოს დაინტერესებულმა პირმა განცხადების წარდგენის დროს. ეს
დოკუმენტები არის:
ა) არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფიული გეგმა;
ბ) ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა,
ხოლო თუ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია ობიექტი ან მისი ნაწილი სხვა ფიზიკური
ან იურიდიული პირის, სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი
ხელშეკრულება;
გ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი და არსებული სიტუაციის ამსახველი – ობიექტის
აზომვითი ნახაზი;
დ) ფოტოსურათები;
ე) მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა;
ვ) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნა;
ზ) ობიექტის შიდა გეგმარების ან მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოების
დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის პირთა თანხმობა;
თ) ავტოსადგომების სავალდებულო რაოდენობის (შეთანხმებული არქიტექტურული
პროექტით, ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში) არარსებობის შემთხვევაში, შესაბამის
პირთა თანხმობა.
ვ) მე-6 ნაწილი ეხება სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანოსათვის
გარკვეული
დისკრეციული
უფლებამოსილების
მინიჭებას.
კერძოდ,
დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენ დოკუმენტაციაში არის ა) ობიექტის შიდა გეგმარების ან
მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის პირთა
თანხმობა და ბ) ავტოსადგომების სავალდებულო რაოდენობის (შეთანხმებული არქიტექტურული
პროექტით, ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში) არარსებობის შემთხვევაში, შესაბამის
პირთა თანხმობა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დარღვევების არსებობამ შესაძლებელია არ
იქონიოს ან შედარებით ნაკლებად იქონიოს გავლენა ამ ობიექტის სხვა მესაკუთრეთა ინტერესებზე,
ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ დარღვევების შემთხვევაში ყველა მესაკუთრის თანხმობის
მოპოვების ვალდებულება შესაძლებელია შეუსრულებელიც აღმოჩნდეს, მიზანშეწონილია, რომ
შესაბამის პირთა თანხმობის საჭიროება და ამ პირთა წრე განისაზღვროს თავად სამშენებლო
საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანომ, რომელიც გონივრულობის ფარგლებში
მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.
ზ) მე-7 ნაწილი.
შესაძლებელია არსებობდეს ასეთი შემთხვევა, მაგალითად, პირს დამთავრებული აქვს
მშენებლობა, თუმცა დარჩენილია მხოლოდ ობიექტის შიდა გეგმარების ან მოსაპირკეთებელი და
კეთილმოწყობის სამუშაოები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის განმახორციელებელ
პირს აქვს სურვილი, რომ დაასრულოს ეს სამუშაოებიც/ან მისი ნაწილი, იგი ვერ განახორციელებს ამ
ქმედებებს, იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობის ნებართვას უკვე გასული აქვს მოქმედების ვადა.
შესაბამისად, თუ ასეთი სურვილი იქნება, ამ პირს, ისე რომ მშენებლობის ნებართვა აღარ დასჭირდეს,
7
ექნება უფლება 1 წლის ვადაში განახორციელოს ეს სამუშაოები. ამასთან, აუცილებელი იქნება იმ
პრინციპის დაცვა, რომ ეს სამუშაოები უნდა იყოს შესაბამისობაში შეთანხმებული არქიტექტურული
პროექტის პრინციპებთან და ასევე უნდა იქნას შეთანხმებული მუნიციპალიტეტთან. ეს პროცესი
საჭიროა იმისათვის, რომ ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, არ მოხდეს შეთანხმებული
პროექტიდან საგრძნობლად გადახვევა.
თ) მე-8 ნაწილი ადგენს, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, სამშენებლო
საქმიანობაზე
სახელმწიფო
ზედამხედველობის
ორგანო
ადასტურებს
დარღვევით
განხორციელებულ
მშენებლობას
უკვე
განხორციელებული
სამშენებლო
სამუშაოების
(შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რომელზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა)
დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ცვლილება,
ფუნქციური ზონის დარღვევა, მშენებლობის არსებობა შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე)
გათვალისწინებით, რაც იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას.
ი) მე-9 ნაწილი ეხება მიჯნის ზონების საკითხს. კერძოდ, მშენებლობადამთავრებული
ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს, შესაძლებელია
იყოს ასეთი ფაქტობრივი გარემოება: შენობა-ნაგებობა აშენებულია უკვე ისეთ მდგომარეობაში, რომ
დარღვეულია მიჯნის ზონა. ასეთ შემთხვევაში, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო
ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილი იქნება, რომ მაინც მიიღოს გადაწყვეტილება მისი
ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, თუმცა, ეს გადაწყვეტილება, შესაბამის დაინტერესებულ პირს, არ
ართმევს უფლებას, რომ იდავოს (ან თუ მიმდინარეობს დავა - გააგრძელოს დავა) თავისი უფლების
დასაცავად (თუ ის თვლის, რომ დარღვეულია მისი უფლებები მიჯნის ზონების დაუცველობით).
კ) მე-10 ნაწილი ეხება მუნიციპალიტეტის დამატებით უფლებამოსილებას, კერძოდ:
ობიექტის უსაფრთხოების მიზნით ან კერძო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სამშენებლო
საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილი იქნება დაინტერესებული
პირისაგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა ან გარკვეული პირობების
შესრულება. იმ შემთხვევაში კი, თუ პირმა არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან არ
შეასრულა შესაბამისი პირობები, ეს შეიძლება გახდეს ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის
საფუძველი.
ლ) მე-11 ნაწილი აზუსტებს, რომ ექსპლუატაციაში მიღება არ გულისხმობს დაკისრებული
ჯარიმებისაგან გათავისუფლებას ან სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახელმწიფო
ბიუჯეტში ჯარიმის/საურავის ან მისი ნაწილის სახით გადახდილი თანხის სამართალდამრღვევ
სუბიექტისათვის უკან დაბრუნებას. ანუ თუ კონკრეტული ობიექტი მიღებული იქნება
ექსპლუატაციაში, და, ამასთანავე, მას სამშენებლო სამართალდარღვევებისათვის დაკისრებული აქვს
შესაბამისი ჯარიმა/საურავები, მას ეს ჯარიმა/საურავები არ მოეხსნება, მათი გადახდა უნდა
განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, თუ ეს ჯარიმა/საურავები ან მისი
ნაწილი პირს აქვს გადახდილი ბიუჯეტში, არც ამ შემთხვევაში მოხდება ამ გადახდილი
ჯარიმა/საურავების უკან დაბრუნება.
მ) მე-12 ნაწილი აზუსტებს, რომ პროექტით გათვალისწინებული ღონისძიება
(მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება) არ გავრცელდება მეხუთე კლასის
8
შენობა-ნაგებობაზე და ასევე „კულტურული
კანონით განსაზღვრულ უძრავ ძეგლზე.
მემკვიდრეობის
შესახებ“
საქართველოს
ნ) მე-13 ნაწილი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, თუ ვინ ჩაითვლება დაინტერესებულ პირად,
კერძოდ: ამ რეგულაციის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირს შესაძლებელია წარმოადგენდეს
პირვანდელი მესაკუთრე/დამკვეთი, ასევე სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომლის
კანონიერი ინტერესი დასტურდება როგორც ინდივიდუალურად, ასევე საერთო/თანაზიარი
უფლების/ინტერესის სახით.
8.2 კოდექსს ემატება მუხლი 1412 - დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისათვის
საჭირო დროებითი ღონისძიებები.
აღნიშნული მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს მუნიციპალიტეტს უფლებას აძლევს
მიიღოს გადაწყვეტილება და დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისათვის გამოიყენოს
ხელშემწყობი ღონისძიებები.
ბ) მე-2 ნაწილი ეხება იმის განსაზღვრას, თუ რომელი ობიექტები შეიძლება ჩაითვალოს
დაუმთავრებელ მშენებლობად. აღნიშნულის განსაზღვრა, დელეგირებული იქნება საქართველოს
მთავრობაზე. კერძოდ, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს, თუ რომელი ობიექტი შეიძლება
მიჩნეულ იქნას დაუმთავრებელ მშენებლობად.
გ) მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, თუ რა სახის ღონისძიებები შეიძლება გამოიყენოს
მუნიციპალიტეტმა დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების ხელშეწყობისათვის. ეს პუნქტი
აკეთებს ჩამონათვალს ამ ხელშემწყობი ღონისძიებების, თუმცა, ცხადია, ეს არ არის ვალდებულება,
რომ მუნიციპალიტეტი აუცილებლად გამოიყენებს ამ ღონისძიებებს, ეს არის მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილება და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების
ფარგლებში, მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მათი გამოყენების ან არ გამოყენების შესახებ,
ამასთანავე, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების სახით
შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების
ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე დადგენილი ქალაქთმშენებლობითი პირობებისაგან
(შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციურ ზონა და მისი რეგლამენტი,
დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება/განაშენიანების
რეგულირების გეგმა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, არქიტექტურულსამშენებლო პროექტი, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობანაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა) განსხვავებული პირობებით
ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილების შეტანა.
დ) მე-4 ნაწილის მიხედვით, დაინტერესებულ პირს ექნება უფლება მუნიციპალიტეტს
მიმართოს ამ რეგულაციის ამოქმედებიდან გარკვეულ ვადაში. თუმცა ამ ვადას (დაინტერესებული
პირის მიმართვის ვადა) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს
ღონისძიება არის დროებითი ხასიათის, ცხადია, გარკვეული დროით უნდა იყოს შეზღუდული.
9
8.3 კოდექსს ემატება მუხლი 1413 - უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული
ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია
განახორციელოს 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული
ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება, ასევე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და
დაუმთავრებელი ობიექტების დასრულებისთვის განსაზღვროს ვადა და განახორციელოს მათი
შემდგომი ლეგალიზება.
9. მე-2 მუხლი
კანონპროექტით კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც კრძალავს ობიექტის ფუნქციონირებას
ექსპლუატაციაში მიღების გარეშე, მათ შორის, დაუშვებელი ხდება ელექტროენერგიითა და
ბუნებრივი გაზით ექსპლუატაციაში მიუღებელი სამშენებლო ობიექტის მომარაგება.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს რეგულაცია სრულიად ცვლის სახელმწიფოს მხრიდან
სამშენებლო სფეროში მიდგომას ამ მიმართულებით, რომ აწესებს მაღალ სტანდარტს უსაფრთხოების
დაცვის კუთხით და რომ უკვე დაწყებულ მშენებლობებში ძალიან ხშირია საკუთრების გამოყენების
შემთხვევები, მიზანშეწონილია, რომ ეს შეზღუდვა გავრცელდეს ამ რეგულაციის ამოქმედების
შემდეგ გაცემულ ნებართვებზე.
10. მე-3 მუხლი
ამ მუხლით საქართველოს მთავრობას ევალება, რომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის
ვადაში დაამტკიცოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი
ნაწილების ლეგალიზების წესი და პირობები, ასევე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და
დაუმთავრებელი ობიექტების დასრულებისათვის ვადა და მისი ლეგალიზების წესი და პირობები.
11. მე-4 მუხლი
ეს მუხლი ეხება კანონის ამოქმედებას. საქართველოს მთავრობისათვის აქტის გამოცემის
ვალდებულების ნაწილში კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ხოლო რაც შეეხება
კანონის დანარჩენ ნაწილს - აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-6 ნაწილები, მე-7
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 1411 და 1412 მუხლები
ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ხოლო პირველი მუხლის მე-4 ნაწილი, მე-6 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტი, მე-7 ნაწილით გათვალისწინებული 1413 მუხლი და მე-2 მუხლი ამოქმედდება
გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას ევალება კანონქვემდებარე აქტების
მიღება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ აქტების მომზადება და მიღება საჭიროებს გარკვეულ დროს,
10
მიზანშეწონილია, რომ ეს კანონი ამ ნაწილში ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. სხვა ნაწილში
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ხარჯების გამოყოფა ადგილობრივი
ბიუჯეტიდან. პროექტის მიხედვით, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში
მიღება შესაძლებელია, თუ დაინტერესებული პირი შესაბამის ორგანოს მიმართავს კანონის
ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში. ასევე, დაინტერესებულმა პირმა, დაუმთავრებელი
მშენებლობის
დასრულებისათვის
ხელშემწყობი
ღონისძიებების
გამოყენებისათვის,
მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს უნდა მიმართოს საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრულ ვადაში. ცხადია, მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში გაიზრდება ამ განაცხადების
წარმოდგენა. ეს კი, თავის მხრივ, საჭიროებს შესაბამის ადამიანურ და მატერიალურ რესურსს, რათა
მოხდეს ამ განაცხადებზე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში რეაგირება. ამ ყველაფერს კი
დასჭირდება შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
თუმცა წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა ოდენობის ადამიანური თუ მატერიალური
რესურსი იქნება საჭირო, ეს შეუძლებელია.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
ერთი მხრივ, კანონპროექტის მიხედვით, ექსპლუატაციაში მიღება არ გულისხმობს
დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლებას ან სამშენებლო სამართალდარღვევის
ჩადენისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის/საურავის ან მისი ნაწილის სახით გადახდილი
თანხის სამართალდამრღვევ სუბიექტისათვის უკან დაბრუნებას. ამ ნაწილში კანონპროექტის
ამოქმედება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ასევე, კანონპროექტი
ითვალისწინებს მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის
ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობის შესახებ ნორმის კოდექსიდან ამოღებას. აღნიშნული
ქმედება დღეს მოქმედი კანონმდებლობით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას
და ამ სამართალდარღვევისათვის დაწესებულია სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა. ანუ, ამ ქმედების
ჩადენისათვის გამოიყენება ჯარიმები, როგორც პასუხისმგებლობის ზომა, და მიემართება
სახელმწიფო ბიუჯეტში. მიუხედავად იმისა, რომ ხდება ამ ნორმის ამოღება, სისხლის სამართლის
კოდექსში სანქციის ერთ-ერთ სახედ ისევ გათვალისწინებულია ჯარიმა, შესაბამისად, იგი კვლავ
გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და ეს აისახება კიდეც ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. ამ ეტაპზე წინასწარ და დაზუსტებით იმის თქმა, თუ რამდენ შემთხვევაში იქნება
გამოყენებული სანქციის სახედ ჯარიმა და რა რაოდენობით, შეუძლებელია. თუმცა, მეორე მხრივ,
კანონპროექტი ხელს უწყობს დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებას, პროცესის
გაგრძელებას, რაც, თავის მხრივ, ცხადია, გულისხმობს შესაბამისი ფინანსური რესურსების ხარჯვას
დაინტერესებული პირებისაგან, ეს პროცესი კი პირდაპირ კავშირშია საბიუჯეტო შემოსავლებთან.
11
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება იქონიოს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ხარჯების გამოყოფა ადგილობრივი
ბიუჯეტიდან. პროექტის მიხედვით, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში
მიღება შესაძლებელია, თუ დაინტერესებული პირი შესაბამის ორგანოს მიმართავს კანონის
ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში. ცხადია, მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში გაიზრდება ამ
განაცხადების წარმოდგენა. ეს კი, თავის მხრივ, საჭიროებს შესაბამის ადამიანურ და მატერიალურ
რესურსს, რათა მოხდეს ამ განაცხადებზე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში რეაგირება. ამ
ყველაფერს კი დასჭირდება შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფა ადგილობრივი
ბიუჯეტიდან.
თუმცა წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა ოდენობის ადამიანური თუ მატერიალური
რესურსი იქნება საჭირო, შეუძლებელია.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
კანონპროექტი ითვალისწინებს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში
მიღებას. კერძოდ, იმ ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას, რომელთა მშენებლობაც ნაწარმოებია
სხვადასხვა დარღვევით. ამ დარღვევების გამოსწორება კი მთელ რიგ შემთხვევებში დაკავშირებული
იქნება შესაბამის ფინანსურ რესურსთან. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოხდება ასეთი
ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, აღნიშნული ხარჯების გაღებას აღარ საჭიროებს, ეს კი,
რასაკვირველია, ამ ხარჯების გამღები პირის მიმართ ფინანსური თვალსაზრისით არის დადებითი
გავლენის მომხდენი.
გარდა ამისა, უკვე ექსპლუატაციაში მიღებულ ობიექტებში მესაკუთრეებს მიეცემათ
საშუალება, რომ თავიანთი საკუთრება დაარეგისტრირონ როგორც არა მშენებარე, დაუსრულებელი,
არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობა. გარდა ამისა, მესაკუთრეებს მიეცემათ
შესაძლებლობა
თავიანთი
შეხედულებისამებრ
განავითარონ
თავიანთი
საკუთრება
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის შექმნან ამხანაგობები და გამოიყენონ
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები. ეს
გარემოებებიც, ცხადია, ამ პირებზე დადებით გავლენას მოახდენს ფინანსური თვალსაზრისით.
კანონპროექტი ითვალისწინებს, აგრეთვე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების
ხელშეწყობას. ხელშეწყობა გულისხმობს გარკვეული შეღავათების დადგენას დაინტერესებული
პირისათვის, ეს კი იქონიებს გავლენას მის ფინანსურ მდგომარეობაზეც. გარდა ამისა, ამ პროცესით
ისარგებლებენ ის ადამიანები, ვისაც პირდაპირი ზიანი ადგებოდათ მშენებლობების
დაუსრულებლობით. ამ პროცესის დასრულებით კი მათ გაუჩნდებათ აქტივი, რომლის ღირებულება
გაცილებით მაღალი იქნება.
12
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიამ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
13
პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი,
გიორგი ვოლსკი, შოთა ხაბარელი, ბექა ოდიშარია, ლევან კობიაშვილი, სოფიო კილაძე, მარიამ ჯაში,
მიხეილ ყაველაშვილი.
14