„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
19.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, შოთა ხაბარელი, ბექა ოდიშარია, ლევან კობიაშვილი, სოფიო კილაძე, მარიამ ჯაში, მიხეილ ყაველაშვილი
ნომერი
#07-3/376/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1923 მუხლი: „მუხლი 1923. მშენებლობა შესაბამისი ნებართვის გარეშე 1. შესაბამისი ნებართვის გარეშე I ან II კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აგრეთვე III, IV ან V კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე III კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, აგრეთვე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე I და II კლასის შენობა-ნაგებობის ან III კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციაზე (მათ შორის, მიშენებაზე ან/და დაშენებაზე), აგრეთვე ექსპლუატაციაში მიღებულ შენობა-ნაგებობაში ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში წარმოებულ მშენებლობაზე (გარდა დაშენებისა). 2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება უძრავ ქონებაზე მშენებლობას, თუ უძრავი ქონება კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1924 მუხლი: „მუხლი 1924. მშენებლობის წარმოება სანებართვო პირობების დარღვევით 1. მშენებლობის წარმოება სანებართვო პირობების - განაშენიანების რეგულირების პარამეტრების (K1 და K2 კოეფიციენტების), ან მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების მაქსიმალური სიმაღლის დარღვევით, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; 1 ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული K1 კოეფიციენტის დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, თუ მშენებლობის შედეგად მოხდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის გადამეტება 5%-ზე მეტით ან 20 კვადრატულ მეტრზე მეტით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული K2 კოეფიციენტის დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, თუ მშენებლობის შედეგად მოხდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება 5%-ზე მეტით ან 100 კვადრატულ მეტრზე მეტით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების მაქსიმალური სიმაღლის დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც შენობანაგებობის სიმაღლე გადააჭარბებს შესაბამისი ნებართვით განსაზღვრულ მაჩვენებელს 10%-ზე მეტით ან 2 მეტრზე მეტით. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს I და II კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სამშენებლო საქმიანობისას. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3601 მუხლი: „მუხლი 3601. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა,ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“. მუხლი 2. 1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევებზე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ფიზიკური თუ იურიდიული პირები ახორციელებენ სამშენებლო საქმიანობას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის ან თანხმობის გარეშე. აღნიშნული ქმედება დღეს მოქმედი კანონმდებლობით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ ამ სამართალდარღვევისათვის დაწესებულია სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა. არსებულმა პრაქტიკამ ერთმნიშვნელოვნად აჩვენა, რომ ეს მიდგომა და ასევე ადმინისტრირების გამკაცრება, არ აღმოჩნდა ამ სამართალდარღვევების შემცირების/აღმოფხვრის საფუძველი. არსებული რეგულაციების ფონზე, ეს პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს და სხვა ადმინისტრაციული მექანიზმების გამოყენებას. დამრღვევ პირთა მხრიდან, ხშირია შემთხვევები, როცა სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შემდეგ, სოციალური თუ სხვა კერძო ინტერესებიდან გამომდინარე ყველანაირ საშუალებას მიმართავენ რომ არ დათმონ ეს ტერიტორია და დაეუფლონ კანონსაწინააღმდეგოდ. ეს ყველაფერი კი სახელმწიფოს უზღუდავს საკუთრების კონსტიტუციით აღიარებული უფლების რეალიზებას. სახელმწიფოს ეზღუდება უფლება მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიები გამოიყენოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. პრაქტიკაში ასევე ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა სამშენებლო საქმიანობის წარმოება მიმდინარეობს ისეთი სანებართვო პირობების დარღვევით, რომლითაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს როგორც მომიჯნავე თუ სხვა დაინტერესებულ პირს, ასევე თავად სახელმწიფო ინტერესს, რომელიც დაფუძნებულია კერძო და საჯარო ინტერესების დაცვაზე. ასეთი დარღვევები შეიძლება იყოს განაშენიანების რეგულირების პარამეტრების (K1 და K2 კოეფიციენტების), ან მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების მაქსიმალური სიმაღლის დარღვევა. აღნიშნული ქმედება დღეს მოქმედი კანონმდებლობით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ ამ სამართალდარღვევისათვის დაწესებულია სხვადასხვა ოდენობის ჯარიმები. ხშირად ვაწყდებით ასევე ისეთ შემთხვევებს, როცა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სამშენებლო დარღვევების გამო, ხდება მშენებლობის შეჩერება (მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების გამოცემით). შეჩერების შემდეგ ნებისმიერი სახით მშენებლობის გაგრძელება იწვევს დაჯარიმებას საკმაოდ მაღალი ოდენობით. თუმცა, მიუხედავად ამისა, მშენებლობის განმახორციელებელი პირები არ ერიდებიან ასეთ მაღალ საჯარიმო სანქციებს და თვითნებურად მაინც აგრძელებენ მშენებლობას. ამდენად, არსებულმა პრაქტიკამ ერთმნიშვნელოვნად აჩვენა, რომ ეს მიდგომა და ასევე ადმინისტრირების გამკაცრება, არც ამ მიმართულებით არ აღმოჩნდა ამ სამართალდარღვევების შემცირების/აღმოფხვრის საფუძველი. არსებული რეგულაციების ფონზე, პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს და სხვა ადმინისტრაციული მექანიზმების გამოყენებას. დამრღვევ პირთა მხრიდან, აქაც ხშირია შემთხვევები, როცა ნებართვის მფლობელები, თავიანთი პირადი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით ძალიან ხშირად არღვევენ სანებართვო პირობებს, შეჩერების შესახებ დადგენილებას, რაც უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია კერძო და საჯარო ინტერესებისათვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების დარეგულირებისათვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული დარღვევები, როგორც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებები, აუცილებლად უნდა აისახოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აღნიშნულ სამართალდარღვევათა რაოდენობის შემცირებას. გამომდინარე იქიდან, რომ ქმედება გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი, ეს იქნება ერთგვარი პრევენციული ხასიათის მატარებელიც. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით: 1. კოდექსს ემატება 1923 მუხლი (მშენებლობა შესაბამისი ნებართვის გარეშე). ამასთან ეს მუხლი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, მოქცეული იქნება სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებათა თავში. ამ დანაშაულის მოქცევა ამ თავში, განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული ქმედების ჩადენის მთავარი მიზანი, თითქმის ყველა შემთხვევაში, არის სწორედ დარღვევით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა. ამ მუხლის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება შემდეგი ქმედება: შესაბამისი ნებართვის გარეშე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე I ან II კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა და III, IV ან V კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა. ამ ქმედებისათვის გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა, არის იგივე, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობისათვისაა გათვალისწინებული - ჯარიმა ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე. დანაშაული, მისი შემადგენლობიდან მაკვალიფიცირებელ ნიშნებსაც. გამომდინარე, ითვალისწინებს ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ხშირია ამ სამართალდარღვევის ჩადენა იურიდიული პირები მიერ, ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელს იურიდიული პირებისთვისაც: ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა. აღნიშნული მუხლი აქვე ადგენს გამონაკლის შემთხვევებს, რა დროსაც არ მოხდება პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა ამ დარღვევების გამო პირს ჩვეულებრივად მაინც დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმები. კერძოდ, პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება შემდეგ შემთხვევებში: ა) მის მიერ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნაწარმოებია I და II კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა; ბ) მის მიერ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნაწარმოებია III კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა; გ) მის მიერ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე I და II კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობაზე ან კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე III კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულია ნებისმიერი მშენებლობა, მათ შორის, რეკონსტრუქცია, დემონტაჟი, მიშენება, დაშენება; დ) ექსპლუატაციაში მიღებულ მრავალბინიან შენობებში, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში განხორციელებულია სამშენებლო საქმიანობა (გარდა დაშენებისა). თუ შენობა-ნაგებობა უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში, ანუ არ არის შენობა-ნაგებობა მშენებარეს სტატუსით, და ამ შენობა-ნაგებობაში პირს აქვს საკუთრება საცხოვრებელი დანიშნულების, ფუნქციის, მასზე განხორციელებული ნებისმიერი მშენებლობა არ იქნება სისხლის სამართლის წესით დასჯადი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მან არ განახორციელა დაშენება, ანუ სართულის დამატება, ან არასრული სართულის დამატება და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, მრავალბინიან შენობაში იგულისხმება ერთზე მეტი ბინის არსებობის შემთხვევა, ანუ ამ შენობაში არის ორი ან მეტი ბინა, ან შეიძლება ბინებთან ერთად იყოს სხვა დანიშნულების ფართები, მაგალითად, კომერციული ფართი, საოფისე ფართი და ა.შ. ანუ აქ იგულისხმება ნებისმიერი ასეთი შენობა, თუმცა, ცხადია, ამ შენობაში პირს აუცილებლად საკუთრებაში უნდა გააჩნდეს საცხოვრებელი დანიშნულების ფართი. ე) თუ მშენებლობა განხორციელდა უძრავ ქონებაზე და თუ ეს უძრავი ქონება კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია. ასეთ შემთხვევაში, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მიხედვით ჯარიმების ოდენობები იქნება უფრო მკაცრი. 2. კოდექსს ემატება 1924 მუხლი (მშენებლობის წარმოება სანებართვო პირობების დარღვევით). ამასთან, ეს მუხლიც, მისი შინაარსიდან გამომდინარე, მოქცეული იქნება სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებათა თავში. ამ დანაშაულის მოქცევა ამ თავში, განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული ქმედების ჩადენის მთავარი მიზანი, თითქმის ყველა შემთხვევაში, არის სწორედ დარღვევით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა. ამ მუხლის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება მშენებლობის წარმოება სანებართვო პირობების - განაშენიანების რეგულირების პარამეტრების (K1 და K2 კოეფიციენტების), ან მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების მაქსიმალური სიმაღლის დარღვევით. ამ ქმედებისათვის გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომაც, არის იგივე, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობისათვისაა გათვალისწინებული - ჯარიმა ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე. დანაშაული, მისი შემადგენლობიდან მაკვალიფიცირებელ ნიშნებსაც. გამომდინარე, ითვალისწინებს ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ხშირია ამ სამართალდარღვევის ჩადენა იურიდიული პირები მიერ, ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელს იურიდიული პირებისთვისაც: ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა. აღნიშნული მუხლი აქვე ადგენს გამონაკლის შემთხვევებს, რა დროსაც არ მოხდება პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა ამ დარღვევების გამო პირს ჩვეულებრივად მაინც დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმები. კერძოდ, პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მშენებლობის შედეგად მოხდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის K1 გადამეტება 5%-მდე ან არაუმეტეს 20 კვადრატულ მეტრისა. ანუ, თუ შენობა-ნაგებობა უნდა განთავსებულიყო პირობითად 500 კვადრატულ მეტრზე, მაგრამ იგი განთავსდა 522 კვადრატზე. ეს უკვე იქნება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება, რადგან, მართალია, 5%-ზე მეტად არ გადაუჭარბებია (500-ის 5% არის 25), თუმცა გადააჭარბა 20 კვადრატს, და ამ კუთხით დაარღვია პრინციპი. ან მეორე შემთხვევა: თუ შენობა-ნაგებობა უნდა განთავსებულიყო 200 კვადრატულ მეტრზე და განთავსდა 215 კვადრატულზე. ესეც უკვე იქნება სისხლის სამართლის წესით დასჯადი, რადგან, მართალია, 20 კვადრატულზე მეტით არ გადაუჭარბებია, მაგრამ გადააჭარბა 5%-იან ზღვარს, რადგან 200-ის 5% არის 10 კვადრატული მეტრი. ბ) თუ მშენებლობის შედეგად მოხდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის - K2 გადამეტება 5%-მდე ან არაუმეტეს 100 კვადრატულ მეტრისა. ანუ, პირობითად, თუ უნდა აშენებულიყო 1000 კვადრატული მეტრის მოცულობის შენობა-ნაგებობა და აშენდა 1070. ესე უკვე იქნება სისხლის სამართლის წესით დასჯადი, რადგან, მართალია, 100 კვადრატულზე მეტით არ გადაუჭარბებია, მაგრამ გადააჭარბა 5%-იან ზღვარს, რადგან 1000-ის 5% არის 50 კვადრატული მეტრი. ან მეორე შემთხვევა, თუ უნდა აშენებულიყო 5000 კვადრატული მეტრის მოცულობის შენობა-ნაგებობა და აშენდა 5200. ესეც უკვე იქნება სისხლის სამართლის წესით დასჯადი, რადგან, მართალია, 5%-ზე მეტად არ გადაუჭარბებია (5000-ის 5% არის 250), თუმცა გადააჭარბა 100 კვადრატს, და ამ კუთხით დაარღვია პრინციპი. გ) თუ მშენებლობის შედეგად მოხდა მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების მაქსიმალური სიმაღლის გადამეტება 10%-მდე ან არაუმეტეს 2 მეტრით. ანუ, პირობითად, თუ უნდა აშენებულიყო 40 მეტრის სიმაღლის შენობა-ნაგებობა და აშენდა 33 მეტრი. ესე უკვე იქნება სისხლის სამართლის წესით დასჯადი, რადგან, მართალია, 10%-ზე მეტით არ გადაუჭარბებია (40-ის 10% არის 4 მეტრი), თუმცა გადააჭარბა 2 მეტრიან ზღვარს და ამ კუთხით დაარღვია პრინციპი. ან მეორე შემთხვევა, თუ უნდა აშენებულიყო 15 მეტრის სიმაღლის შენობა-ნაგებობა და აშენდა 17 მეტრი. ესეც უკვე იქნება სისხლის სამართლის წესით დასჯადი, რადგან, მართალია, 2 მეტრზე მეტით არ გადაუჭარბებია, მაგრამ გადააჭარბა 10%-იან ზღვარს, რადგან 15 მეტრის 10% არის 1,5 მეტრი. დ) თუ განხორციელდა I და II კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სამშენებლო საქმიანობა. 3. კოდექსს ემატება 3601 მუხლი (მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა), რომლის მიხედვითაც მშენებლობის შეჩერების შესახებ სახელმწიფოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა გახდება პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. ამ ქმედებისათვის გათვალისწინებულია სასჯელის სახე და ზომა და პირი ქმედების ჩადენის შემთხვევაში დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქმედება დღეს მოქმედი კანონმდებლობით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ამ სამართალდარღვევისათვის დაწესებულია სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა, არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს მიდგომა და ასევე ადმინისტრირების გამკაცრება, არ აღმოჩნდა ამ სამართალდარღვევების შემცირების/აღმოფხვრის საფუძველი. არსებული რეგულაციების ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს და სხვა ადმინისტრაციული მექანიზმების გამოყენებას. მათი მხრიდან ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი იხდიან დადგენილ ჯარიმებს, ხოლო შემდგომ კი კვლავ აგრძელებენ მშენებლობის პროცესს. როგორც აღმოჩნდა, ამ ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევა საკმარისი ბერკეტი არ არის დამრღვევ პირთათვის და საჭირო გახდა დღეს არსებული რეგულაციების გამკაცრება და ამ ქმედების განხორციელების შემთხვევაში პირის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯა. 4. მე-2 მუხლი აზუსტებს თუ რა შემთხვევებზე არ გავრცელდება ეს კანონი. კერძოდ, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კოდექსის 1924 მუხლი (მშენებლობის წარმოება სანებართვო პირობების დარღვევით) არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევებზე. ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კოდექსის 3601 მუხლი (მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა) არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევებზე. 5. მე-3 მუხლი ეხება კანონის ამოქმედებას. კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე15 დღეს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ხარჯების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რადგან გარკვეული ქმედებები ხდება დასჯადი, და ამასთან ამ ქმედებებისათვის სასჯელის სახედ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა, ცხადია, ეს დაკავშირებული იქნება გარკვეული ფინანსური რესურსის გაღებასთან სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამ ეტაპზე იმის განსაზღვრა, თუ რა ოდენობის ფინანსურ რესურსზე შეიძლება იყოს საუბარი, ცხადია, შეუძლებელია. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის ამოქმედებამ შეიძლება იქონიოს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. წარმოდგენილი კანონპროექტით, აღნიშნული ქმედებებისათვის გათვალისწინებულია ჯარიმაც, როგორც სასჯელის სახე. ცხადია, ამ სახის გამოყენების შემთხვევაში, ეს ჯარიმები გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და ეს აისახება კიდეც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ პროექტით გათვალისწინებული ქმედებები დღეს მოქმედი კანონმდებლობით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ ამ სამართალდარღვევისათვის დაწესებულია სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა. ანუ, ამ ქმედების ჩადენისათვის დღესაც გამოიყენება ჯარიმები, როგორც პასუხისმგებლობის ზომა, და ისიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად, თუ რა გავლენას მოახდენს ეს კანონპროექტი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე (დადებითს თუ უარყოფითს), ამ ეტაპზე ამის თქმა შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა იქონიოს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რადგან გარკვეული ქმედებები ხდება დასჯადი, და ამასთან ამ ქმედებებისათვის სასჯელის სახედ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა, ცხადია, ეს დაკავშირებული იქნება გარკვეული ფინანსური რესურსის გაღებასთან სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამ ეტაპზე იმის განსაზღვრა, თუ რა ოდენობის ფინანსურ რესურსზე შეიძლება იყოს საუბარი, ცხადია, შეუძლებელია. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. რადგან კანონპროექტით, გარკვეული ქმედებები ხდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი, ცხადია, ამ ქმედების ჩამდენზე ამ კანონპროექტის მიღება მოახდენს ფინანსურ გავლენას. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ან ბიუჯეტში სხვა და სახის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, შოთა ხაბარელი, ბექა ოდიშარია, ლევან კობიაშვილი, სოფიო კილაძე, მარიამ ჯაში, მიხეილ ყაველაშვილი.