„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
25.05.2012,
სარეგისტრაციო
კოდი:
240110000.05.001.016708) 51-ე მუხლი ამოღებულ იქნას.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ფიზიკური თუ იურიდიული პირები
მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანოს დადგენილებას არ ასრულებენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქმედება დღეს
მოქმედი კანონმდებლობით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და
„პროდუქტის
უსაფრთხოებისა
და
თავისუფალი
მიმოქცევის
კოდექსით“
ამ
სამართალდარღვევისათვის დაწესებულია სხვადასხვა ოდენობის ჯარიმები.
არსებულმა პრაქტიკამ ერთმნიშვნელოვნად აჩვენა, რომ ეს მიდგომა და ასევე
ადმინისტრირების
გამკაცრება,
არ
აღმოჩნდა
ამ
სამართალდარღვევების
შემცირების/აღმოფხვრის საფუძველი. არსებული რეგულაციების ფონზე, ეს პირები არ
ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს და სხვა ადმინისტრაციული მექანიზმების გამოყენებას.
დამრღვევ პირთა მხრიდან, ხშირია შემთხვევები, როცა ისინი იხდიან დადგენილ ჯარიმებს,
ხოლო შემდგომ კი კვლავ აგრძელებენ მშენებლობის პროცესს. როგორც აღმოჩნდა, ამ ქმედების
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევა საკმარისი ბერკეტი არ არის დამრღვევ
პირთათვის.
ეს ყველაფერი კი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ხელს უშლის საკუთარი
უფლებამოსილების განხორციელებაში. პრაქტიკაში ასევე ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა
სამშენებლო
საქმიანობის
წარმოება
მიმდინარეობს
ისეთი
სანებართვო
პირობების
დარღვევით, რომლითაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს როგორც მომიჯნავე თუ
სხვა დაინტერესებულ პირს, ასევე თავად სახელმწიფო ინტერესს, რომელიც დაფუძნებულია
კერძო და საჯარო ინტერესების დაცვაზე.
ასეთი დარღვევები შეიძლება იყოს განაშენიანების რეგულირების პარამეტრების,
მიჯნის ზონების, განაშენიანების რეგულირების ხაზების ან განაშენიანების სიმაღლის
რეგულირების
ხაზების
დარღვევა.
აღნიშნულთან
დაკავშირებით
სახელმწიფო
ზედამხედველობის ორგანოს აქვს უფლება გამოსცეს დადგენილება მშენებლობის შეჩერების
შესახებ, დადგენილების შესრულება კი არსებითად მნიშვნელოვანია მშენებლობასთან
დაკავშირებით პროცესების უხარვეზოდ და გამართულად წარმართვის მიზნით.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილების შეუსრულებლობისთვის
გათვალისწინებული სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა ხშირად დამრღვევი პირისთვის
შემაფერხებელი
ფაქტორი
არ
არის
დარღვევის
აღსაკვეთად
და
სახელმწიფო
ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შესასრულებლად, საჭიროა დღეს არსებული
რეგულაციების გამკაცრება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული საკითხების დარეგულირებისათვის
აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები. მიმდინარე კანონპროექტი წარმოადგენს
თანმდევ კანონპროექტს და რადგან აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით
დასჯადი ხდება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ამ
ნორმის მითითება აღარ არის აუცილებელი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღება
ხელს
შეუწყობს
აღნიშნულ
სამართალდარღვევათა
რაოდენობის შემცირებას. გამომდინარე იქიდან, რომ საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს
ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯადობას, ეს იქნება ერთგვარი პრევენციული
ხასიათის მატარებელიც.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით:
კოდექსიდან ხდება 51-ე მუხლის ამოღება.
კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის
ზომები (ჯარიმების ოდენობა), როდესაც სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო
ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ არ სრულდება
შემდეგ ტერიტორიებზე:
მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში,
სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის
ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე,
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და
ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, თვითმმართველ ქალაქში, მუნიციპალიტეტის დასახლებაში
– ქალაქსა და დაბაში ან სოფელში.
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
პაკეტში
განიხილება
„საქართველოს
სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, რომლის
მიხედვითაც სისხლის სამართლის დანაშაული ხდება მშენებლობის შეჩერების შესახებ
სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების
შეუსრულებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსში გათვალისწინებულია 51-ე მუხლის ამოღება, რადგან აღარ არსებობს
კოდექსში ამ მუხლის არსებობის საჭიროება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ
საკანონმდებლო პაკეტი, ასევე ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება ამ ეტაპზე არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედებამ შეიძლება იქონიოს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
აღნიშნული
ქმედება
დღეს
მოქმედი
კანონმდებლობით
წარმოადგენს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსით“ ამ სამართალდარღვევისათვის დაწესებულია სხვადასხვა ოდენობის
ჯარიმა. ანუ, ამ ქმედების ჩადენისათვის გამოიყენება ჯარიმები, როგორც პასუხისმგებლობის
ზომა, და მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. მიუხედავად იმისა, რომ ხდება ამ ნორმის
ამოღება,
სისხლის
სამართლის
კოდექსში
სანქციის
ერთ-ერთ
სახედ
ისევ
გათვალისწინებულია ჯარიმა, შესაბამისად , იგი კვლავ გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტის
სასარგებლოდ და ეს აისახება კიდეც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
თუმცა ამ ეტაპზე წინასწარ და დაზუსტებით იმის თქმა, თუ რამდენ შემთხვევაში
იქნება გამოყენებული სანქციის სახედ ჯარიმა და რა რაოდენობით, შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა არ იქონიოს
და არც ხარჯების გამოყოფა გამოიწვიოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ამ ეტაპზე ადამიანური რესურსის მატება ან აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით
მათთვის კვალიფიკაციის ამაღლება არ იგეგმება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით აღნიშნული ქმედება ხდება სისხლის
სამართლის წესით დასჯადი, ცხადია, ამ ქმედების ჩამდენზე ამ კანონპროექტის მიღება
მოახდენს ფინანსურ გავლენას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობა
მიიღო
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიამ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი,
გიორგი ვოლსკი, შოთა ხაბარელი, ბექა ოდიშარია, ლევან კობიაშვილი, სოფიო კილაძე,
მარიამ ჯაში, მიხეილ ყაველაშვილი.