„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი
მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმელის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის,
თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის
განკუთვნილი მოწყობილობის, აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის,
აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის,
ფარმაცევტული პროდუქტის, ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის და
ფასიანი ქაღალდების რეკლამის საკითხები, აგრეთვე რეკლამის წარმოების,
განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები
რეგულირდება ამ კანონით.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 მუხლი:
„მუხლი 83. აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული
თამაშობის ორგანიზატორის ან/და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ
რეკლამის გავრცელება და აბრის განთავსება
1. აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშობის
ორგანიზატორის ან/და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის
რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო
ქსელით, გავრცელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:
ა) აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება,
რომელზედაც აზარტული თამაშობა ან/და ტოტალიზატორი ეწყობა;
ბ) აღნიშნული რეკლამის გავრცელება სპორტული ღონისძიების, სპორტული
შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის
სანაცვლო პირობაა;
გ) აღნიშნული რეკლამა გარე რეკლამაა და იგი ზოგადსაგანმანათლებლო და
რელიგიური დაწესებულებებიდან არანაკლებ 100 მეტრის დაშორებით
განთავსებით ვრცელდება;
დ) აღნიშნული რეკლამა ვიზუალურად განთავსებულია იმ ობიექტზე, სადაც
აზარტული თამაშობა ან/და ტოტალიზატორი ეწყობა, ამასთანავე, ამ რეკლამის
განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება და იგი აზარტული
თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის ან/და
1
ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ ერთადერთი რეკლამაა აღნიშნულ
ობიექტზე.
2. დაუშვებელია იმ ობიექტზე, სადაც აზარტული თამაშობა ან/და
ტოტალიზატორი ეწყობა, აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული
თამაშობის ორგანიზატორის ან/და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ
ინფორმაციის შემცველი ერთზე მეტი აბრა განთავსდეს და ასეთ აბრას 10
კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი ჰქონდეს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
აზარტულ
თამაშობებში
ჩართულობა
მოსახლეობის
დიდი
ნაწილისთვის
მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თანდათანობით იზრდება ადამიანთა
დამოკიდებულება აზარტული თამაშობების ან/და ტოტალიზატორის მიმართ, რაც
სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წარმოქმნის ერთ-ერთ ძირითად
საფუძველს წარმოადგენს.1
ამასთან, ინტერნეტიზაციის კვალდაკვალ სულ უფრო მზარდია ტოტალიზატორში
ან/და აზარტულ თამაშობებში მონაწილე ადამიანთა რაოდენობა, განსაკუთრებით
გასათვალისწინებელია
არასრულწლოვანთა
მზარდი
ინტერესი,
რომელთა
დამოკიდებულების რისკი სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით უფრო
მაღალია. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილმა თამაშობებმა კი კიდევ
უფრო მარტივი გახადა არასრულწლოვანთა ჩართულობა.2
აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით განვითარებული ქვეყნების
უმრავლესობამ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა. მათ შორის აღსანიშნავია
აზარტული თამაშობების ან/და ტოტალიზატორის შესახებ რეკლამის შეზღუდვის
საკითხი,
რომელიც
ევროპის
ქვეყნების
კანონმდებლობის
მიხედვით
შემდეგნაირად გამოიყურება:
ბულგარეთში „აზარტული თამაშობების შესახებ“ კანონი კრძალავს პირდაპირ
რეკლამას
(პირდაპირი
რეკლამირებისას
შთაბეჭდილება
იქმნება,
თითქოს
მომხმარებელს თამაშის შედეგად შეუძლია გადაჭრას პირადი და ფინანსური
პრობლემები,
ასევე
მიაღწიოს
ფინანსურ
კეთილდღეობას),
მათ
შორის
არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილს, ასევე არამოთხოვნილი ელექტრონული
Problem Gambling in Europe Challenges, Prevention, and Interventions, Meyer, Gerhard/Hayer,
Tobias/Griffiths, Mark (ed.) ხელმისაწვდომია: http://www.jogoremoto.pt/docs/extra/U9z4CV.pdf
(უკანასკნელად ნანახია: 19.6.2019).
2 „აზარტული თამაშები საქართველოში“, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მეორე
ანგარიში,
2005
წ.,
ხელმისაწვდომია
http://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/azartuli_tamashebis_bazari_sakartveloshi_
meore_angarishi.pdf (უკანასკნელად ნანახია: 19.6.2019).
1
1
წერილების გაგზავნას განუსაზღვრელი რაოდენობის პირთათვის, რომლებიც
შეიცავენ აზარტული თამაშობების შესახებ ინფორმაციას.
გერმანიაში ლიცენზირებული ოპერატორების რეკლამა დაშვებულია, თუ რეკლამა
არაა მიმართული არასრულწლოვანებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე, ასევე თუ
შეცდომაში არ შეჰყავთ პირი, თამაშში შანსებთან დაკავშირებით ან იმ თანხასთან
დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მოიგოს. შეზღუდულია რეკლამა ასევე
ტელევიზიით,
ინტერნეტში
და
ტელეკომუნიკაციის
სხვა
ფორმებით.
გამონაკლისია ლიცენზირებული ლატარიები და სპორტული ფსონები, იმ
პირობით, რომ იქნება ნებართვა რეგიონული ხელისუფლებისგან.
ირლანდიაში აზარტული თამაშობების რეკლამა არასდროს არ უნდა იყოს
მიმართული ბავშვებისკენ და მოზარდებისკენ; ის არ უნდა ასოცირდებოდეს
ახალგაზრდული ცხოვრების სტილთან; რეკლამაში არ უნდა მონაწილეობდნენ
ცნობილი სახეები, რომლებიც ახალგაზრდების კერპები არიან; რეკლამაში არ უნდა
იყოს
ნაჩვენები,
რომ
აზარტული
თამაშობების
ფინანსური
პრობლემების
მოგვარების გზაა.
იტალიაში აკრძალულია ისეთი რეკლამა მასმედიის ნებისმიერი საშუალებით,
რომელიც იწვევს პირის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის წახალისებას ან სადაც
არაა ინფორმაცია თამაშის რისკებთან დაკავშირებით.
ლიტვასა და ლატვიაში აკრძალულია აზარტული თამაშობების რეკლამა სათამაშო
დაწესებულებების გარეთ.
პორტუგალიაში აზარტული თამაშობების რეკლამა ტრანსპორტზე, სარეკლამო
ბანერებზე და სახვა საშუალებებზე განთავსებული უნდა იყოს სასკოლო და
საბავშვო დაწესებულებებიდან 250 მეტრის დაშორებით.
ჩეხეთში აზარტული თამაშობების რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს სკოლებთან
ან სხვა საბავშვო დაწესებულებებთან. პირი, რომელიც მონაწილეობს რეკლამაში არ
უნდა იყოს 25 წელზე ნაკლების ან არ უნდა გამოიყურებოდეს ამ ასაკზე უფრო
ნაკლებად.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის
შეზღუდული ამგვარი თამაშობების რეკლამის გავრცელება და იგი თანაბრად
ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ ტიპის
თამაშობების
მიმართ
დამოკიდებულების
რისკს,
განსაკუთრებით
არასრულწლოვნებში. შესაბამისად, აუცილებელია ამ საკითხის საკანონმდებლო
დონეზე რეგულირება და იმ საფრთხეების გადაჭრა, რომლებიც აზარტული
თამაშობებიდან და ტოტალიზატორიდან გამომდინარეობს და ხელს უწყობს
საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.
2
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა აუცილებელია
საქართველოში აზარტული თამაშობებიდან და ტოტალიზატორიდან გამომდინარე
იმ საფრთხეების გადაჭრის უზრუნველსაყოფად, რომლებიც ხელს უწყობს
საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და
უარყოფითად მოქმედებს მათ სოციალურ სტატუსზე. შესაბამისად, აზარტული
თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის ან/და
ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელების წესის
ახლებურად რეგულირება (გავრცელების შეზღუდვა) სწორედ „რეკლამის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის გზით უნდა განხორციელდეს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეიზღუდება აზარტული თამაშობის,
ტოტლიზატორის,
აზარტული
თამაშობის
ტოტალიზატორის
ორგანიზატორის
შესახებ
ორგანიზატორის
რეკლამის
გავრცელება.
ან/და
ამით
შემცირდება პირთა, მათ შორის არასრულწლოვნების, ინტერესი აზარტული
თამაშობისა და ტოტალიზატორი მიმართ, რა შემთხვევაშიც იკლებს მოთამაშეთა
რიცხვი და იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ასეთი თამაშის შედეგად
ეკონომიკურად მძიმე მდგომაროებაში აღმოჩნდებიან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტში, რომლის თანახმადაც, კანონის მოქმედების
სფეროში ექცევა აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშობის
ორგანიზატორის ან/და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამასთან
დაკავშირებული საკითხები.
კანონს ემატება 83 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს აზარტული თამაშობის,
ტოტლიზატორის,
აზარტული
თამაშობის
ორგანიზატორის
ან/და
ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის საკითხს. კერძოდ,
აღნიშნული
მუხლის
თანახმად,
იკრძალება
აზარტული
თამაშობის,
ტოტლიზატორის,
აზარტული
თამაშობის
ორგანიზატორის
ან/და
ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება გარდა იმ
შემთხვევისა, თუ:
აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება,
რომელზედაც აზარტული თამაშობა ან/და ტოტალიზატორი ეწყობა;
3
აღნიშნული რეკლამის გავრცელება სპორტული ღონისძიების, სპორტული
შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის
სანაცვლო პირობაა;
აღნიშნული რეკლამა გარე რეკლამაა და იგი ზოგადსაგანმანათლებლო და
რელიგიური დაწესებულებებიდან არანაკლებ 100 მეტრის დაშორებით
განთავსებით ვრცელდება;
აღნიშნული რეკლამა ვიზუალურად განთავსებულია იმ ობიექტზე, სადაც
აზარტული თამაშობა ან/და ტოტალიზატორი ეწყობა, ამასთანავე, ამ
რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება და
იგი აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშობის
ორგანიზატორის ან/და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ
ერთადერთი რეკლამაა აღნიშნულ ობიექტზე.
ამავე მუხლით, დაუშვებელი იქნება იმ ობიექტზე, სადაც აზარტული თამაშობა
ან/და ტოტალიზატორი ეწყობა, აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის,
აზარტული
თამაშობის
ორგანიზატორის
ან/და
ტოტალიზატორის
ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციის შემცველი ერთზე მეტი აბრის განთავსება
და რომ ასეთ აბრას 10 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი ჰქონდეს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით
განსაზღვრული
ცვლილების
ამოქმედების
ვადად
განსაზღვრულია გამოქვეყნებიდან 45-ე დღე, ვინაიდან რეკლამის დამკვეთებს
უნდა მიეცეთ გონივრული ვადა უკვე დადებული სარეკლამო ხელშეკრულების
ცვლილების/გაუქმების
და
შესაბამისად
განთავსებული
რეკლამების
დემონტაჟისთვის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ასეთი მოთხოვნა არ არსებობს.
4
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
საშუალოვადიან
პერიოდში
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა აღსრულებაზე პასუხისმგებელი
უწყებებისთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
სახელმწიფო
ან/და
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს აღსრულებაზე პასუხისმგებელი
უწყებების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ცვლილების
ადმინისტრირებისთვის
საჭირო გახდება დამატებითი ხარჯების გამოყოფა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა შემოსავლებზე, რომლებიც
ახორციელებენ აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშობის
ორგანიზატორის ან/და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის
დამზადებასა და (უშუალოდ) გავრცელებას. გავლენის ზუსტი ოდენობა
დამოკიდებული იქნება რეკლამის ღირებულებასა და რაოდენობაზე.
5
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
6
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია, რატი იონათამიშვილი, გოგა
გულორდავა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია, რატი იონათამიშვილი, გოგა
გულორდავა.
7