„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
19.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#07-3/378/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს „საგადახდო კანონის სისტემისა (საქართველოს და საგადახდო საკანონმდებლო მომსახურების მაცნე შესახებ“ (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) 131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 131. საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ნებადართული საქმიანობა 1. საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების გარდა, განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: ა) საგადახდო მომსახურებების მომსახურების გაწევა, განხორციელებასთან როგორიცაა ვალუტის მჭიდროდ გადაცვლა, დაკავშირებული გადახდის ოპერაციის შესრულების დადასტურება, მონაცემების შენახვა და დამუშავება; ბ) საგადახდო სისტემის მართვა, ამ კანონის 51 მუხლის გათვალისწინებით; გ) ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების გაწევისას სესხის გაცემა შემდეგი პირობების დაცვის შემთხვევაში: გ.ა) სესხის გაცემა არ არის ძირითადი საქმიანობა და სესხი მხოლოდ გადახდის ოპერაციის შესრულებისათვის გაიცემა; გ.ბ) გადახდის ოპერაციის შესრულებისათვის გაცემული სესხი უნდა დაიფაროს არაუგვიანეს 12 თვისა; გ.გ) სესხი არ გაიცემა მომხმარებლის ფულადი სახსრებით; გ.დ) გაცემული სესხების ჯამური ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ნორმებს. 2. საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არა აქვს მოსახლეობის ფართო მასებისგან თანხების მოზიდვის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 1 3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არა აქვს უფლება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. 4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 180-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: აზარტულ თამაშობებში ჩართულობა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თანდათანობით იზრდება ადამიანთა დამოკიდებულება აზარტული თამაშობების ან/და ტოტალიზატორის მიმართ, რაც სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წარმოქმნის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს.1 ამასთან, ინტერნეტიზაციის კვალდაკვალ სულ უფრო მზარდია ტოტალიზატორში ან/და აზარტულ თამაშობებში მონაწილე ადამიანთა რაოდენობა, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია არასრულწლოვანთა მზარდი ინტერესი, რომელთა დამოკიდებულების რისკი სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით უფრო მაღალია. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილმა თამაშობებმა კი კიდევ უფრო მარტივი გახადა არასრულწლოვანთა ჩართულობა.2 აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით განვითარებული ქვეყნების უმრავლესობამ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა. მათ შორის აღსანიშნავია აზარტული თამაშობების ან/და ტოტალიზატორის შესახებ რეკლამის შეზღუდვის საკითხი, რომელიც ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: ბულგარეთში „აზარტული თამაშობების შესახებ“ კანონი კრძალავს პირდაპირ რეკლამას (პირდაპირი რეკლამირებისას შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მომხმარებელს თამაშის შედეგად შეუძლია გადაჭრას პირადი და ფინანსური Problem Gambling in Europe  Challenges, Prevention, and Interventions, Meyer, Gerhard/Hayer, Tobias/Griffiths, Mark (ed.)  ხელმისაწვდომია: http://www.jogoremoto.pt/docs/extra/U9z4CV.pdf (უკანასკნელად ნანახია: 19.6.2019). 2 „აზარტული თამაშები საქართველოში“, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მეორე ანგარიში, 2005 წ., ხელმისაწვდომია  http://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/azartuli_tamashebis_bazari_sakartveloshi_meo re_angarishi.pdf (უკანასკნელად ნანახია: 19.6.2019). 1 1 პრობლემები, ასევე მიაღწიოს ფინანსურ კეთილდღეობას), მათ შორის არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილს, ასევე არამოთხოვნილი ელექტრონული წერილების გაგზავნას განუსაზღვრელი რაოდენობის პირთათვის, რომლებიც შეიცავენ აზარტული თამაშობების შესახებ ინფორმაციას. გერმანიაში ლიცენზირებული ოპერატორების რეკლამა დაშვებულია, თუ რეკლამა არაა მიმართული არასრულწლოვანებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე, ასევე თუ შეცდომაში არ შეჰყავთ პირი, თამაშში შანსებთან დაკავშირებით ან იმ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მოიგოს. შეზღუდულია რეკლამა ასევე ტელევიზიით, ინტერნეტში და ტელეკომუნიკაციის სხვა ფორმებით. გამონაკლისია ლიცენზირებული ლატარიები და სპორტული ფსონები, იმ პირობით, რომ იქნება ნებართვა რეგიონული ხელისუფლებისგან. ირლანდიაში აზარტული თამაშობების რეკლამა არასდროს არ უნდა იყოს მიმართული ბავშვებისკენ და მოზარდებისკენ; ის არ უნდა ასოცირდებოდეს ახალგაზრდული ცხოვრების სტილთან; რეკლამაში არ უნდა მონაწილეობდნენ ცნობილი სახეები, რომლებიც ახალგაზრდების კერპები არიან; რეკლამაში არ უნდა იყოს ნაჩვენები, რომ აზარტული თამაშობების ფინანსური პრობლემების მოგვარების გზაა. იტალიაში აკრძალულია ისეთი რეკლამა მასმედიის ნებისმიერი საშუალებით, რომელიც იწვევს პირის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის წახალისებას ან სადაც არაა ინფორმაცია თამაშის რისკებთან დაკავშირებით. ლიტვასა და ლატვიაში აკრძალულია აზარტული თამაშობების რეკლამა სათამაშო დაწესებულებების გარეთ. პორტუგალიაში აზარტული თამაშობების რეკლამა ტრანსპორტზე, სარეკლამო ბანერებზე და სახვა საშუალებებზე განთავსებული უნდა იყოს სასკოლო და საბავშვო დაწესებულებებიდან 250 მეტრის დაშორებით. ჩეხეთში აზარტული თამაშობების რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს სკოლებთან ან სხვა საბავშვო დაწესებულებებთან. პირი, რომელიც მონაწილეობს რეკლამაში არ უნდა იყოს 25 წელზე ნაკლების ან არ უნდა გამოიყურებოდეს ამ ასაკზე უფრო ნაკლებად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის შეზღუდული ამგვარი თამაშობების რეკლამის გავრცელება და იგი თანაბრად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ ტიპის თამაშობების მიმართ დამოკიდებულების რისკს, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში. შესაბამისად, აუცილებელია ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე რეგულირება და იმ საფრთხეების გადაჭრა, რომლებიც აზარტული 2 თამაშობებიდან და ტოტალიზატორიდან გამომდინარეობს და ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიზანია, აიკრძალოს ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნობრიობით ონლაინ გადახდების განხორციელება, ადამიანების რაც ხელს შემცირებას. რეგულებისათვის შეუწყობს აღნიშნული აუცილებელია აზარტული თამაშობებში ჩართული საკითხის საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი ცვლილების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში განხორციელდება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცვლილების ეფექტიანი აღსრულება. კერძოდ, აიკრძალება ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნობრიობით ონლაინ გადახდების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს აზარტული თამაშობებში ჩართული ადამიანების შემცირებას და ამით გამოწვეული სოციალური პრობლემების აღმოფხვრას. ასევე, შემცირდება საქართველოდან საზღვარგარეთის ონლაინ აზარტული თამაშობების კომპანიებში ფულადი კაპიტალის გადინება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, 131 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში ზუსტდება, რომ ამ პუნქტებით დაწესებული რეგულაციის სუბიექტები არიან საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ხოლო მე-3 და მე-4 პუნქტების სახით 131 მუხლს ემატება ახალი ნორმები, რომელთა თანახმადაც, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს (ყველა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს (მათ შორის კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს) და არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრირებულ სუბიექტებს) აეკრძალება, ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. 3 აგრეთვე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს დაეკისრება ვალდებულება, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი განხორციელება კომპანიის საბარათე სასარგებლოდ სქემის მიერ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული განსაზღვრულია „გამოქვეყნებიდან ცვლილების 180-ე დღეს“, ამოქმედების ვინაიდან ვადად წარმოდგენილი საკითხების უზრუნველყოფა საჭიროებს გონივრულ დროს, რათა საფრთხე არ შეექმნას მის ეფექტიან აღსრულებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი მოთხოვნა არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. 4 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, დამოკიდებული იქნება საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დამყარებული ურთიერთობისა და საგადახდო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელების რაოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: 5 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: 6 პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია, რატი იონათამიშვილი, გოგა გულორდავა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია, რატი იონათამიშვილი, გოგა გულორდავა. 7