„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
19.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#07-3/378/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის ან/და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთ რეკლამას მაუწყებელი სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ ავრცელებს.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: აზარტულ თამაშობებში ჩართულობა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თანდათანობით იზრდება ადამიანთა დამოკიდებულება აზარტული თამაშობების ან/და ტოტალიზატორის მიმართ, რაც სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წარმოქმნის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს.1 ამასთან, ინტერნეტიზაციის კვალდაკვალ სულ უფრო მზარდია ტოტალიზატორში ან/და აზარტულ თამაშობებში მონაწილე ადამიანთა რაოდენობა, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია არასრულწლოვანთა მზარდი ინტერესი, რომელთა დამოკიდებულების რისკი სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით უფრო მაღალია. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილმა თამაშობებმა კი კიდევ უფრო მარტივი გახადა არასრულწლოვანთა ჩართულობა.2 აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით განვითარებული ქვეყნების უმრავლესობამ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა. მათ შორის აღსანიშნავია აზარტული თამაშობების ან/და ტოტალიზატორის შესახებ რეკლამის შეზღუდვის საკითხი, რომელიც ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: ბულგარეთში „აზარტული თამაშობების შესახებ“ კანონი კრძალავს პირდაპირ რეკლამას (პირდაპირი რეკლამირებისას შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მომხმარებელს თამაშის შედეგად შეუძლია გადაჭრას პირადი და ფინანსური პრობლემები, ასევე მიაღწიოს ფინანსურ კეთილდღეობას), მათ შორის არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილს, ასევე არამოთხოვნილი ელექტრონული წერილების გაგზავნას განუსაზღვრელი რაოდენობის პირთათვის, რომლებიც შეიცავენ აზარტული თამაშობების შესახებ ინფორმაციას. Problem Gambling in Europe  Challenges, Prevention, and Interventions, Meyer, Gerhard/Hayer, Tobias/Griffiths, Mark (ed.)  ხელმისაწვდომია: http://www.jogoremoto.pt/docs/extra/U9z4CV.pdf (უკანასკნელად ნანახია: 19.6.2019). 2 „აზარტული თამაშები საქართველოში“, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მეორე ანგარიში, 2005 წ., ხელმისაწვდომია  http://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/azartuli_tamashebis_bazari_sakartveloshi_ meore_angarishi.pdf (უკანასკნელად ნანახია: 19.6.2019). 1 1 გერმანიაში ლიცენზირებული ოპერატორების რეკლამა დაშვებულია, თუ რეკლამა არაა მიმართული არასრულწლოვანებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე, ასევე თუ შეცდომაში არ შეჰყავთ პირი, თამაშში შანსებთან დაკავშირებით ან იმ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მოიგოს. შეზღუდულია რეკლამა ასევე ტელევიზიით, ინტერნეტში და ტელეკომუნიკაციის სხვა ფორმებით. გამონაკლისია ლიცენზირებული ლატარიები და სპორტული ფსონები, იმ პირობით, რომ იქნება ნებართვა რეგიონული ხელისუფლებისგან. ირლანდიაში აზარტული თამაშობების რეკლამა არასდროს არ უნდა იყოს მიმართული ბავშვებისკენ და მოზარდებისკენ; ის არ უნდა ასოცირდებოდეს ახალგაზრდული ცხოვრების სტილთან; რეკლამაში არ უნდა მონაწილეობდნენ ცნობილი სახეები, რომლებიც ახალგაზრდების კერპები არიან; რეკლამაში არ უნდა იყოს ნაჩვენები, რომ აზარტული თამაშობების ფინანსური პრობლემების მოგვარების გზაა. იტალიაში აკრძალულია ისეთი რეკლამა მასმედიის ნებისმიერი საშუალებით, რომელიც იწვევს პირის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის წახალისებას ან სადაც არაა ინფორმაცია თამაშის რისკებთან დაკავშირებით. ლიტვასა და ლატვიაში აკრძალულია აზარტული თამაშობების რეკლამა სათამაშო დაწესებულებების გარეთ. პორტუგალიაში აზარტული თამაშობების რეკლამა ტრანსპორტზე, სარეკლამო ბანერებზე და სახვა საშუალებებზე განთავსებული უნდა იყოს სასკოლო და საბავშვო დაწესებულებებიდან 250 მეტრის დაშორებით. ჩეხეთში აზარტული თამაშობების რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს სკოლებთან ან სხვა საბავშვო დაწესებულებებთან. პირი, რომელიც მონაწილეობს რეკლამაში არ უნდა იყოს 25 წელზე ნაკლების ან არ უნდა გამოიყურებოდეს ამ ასაკზე უფრო ნაკლებად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის შეზღუდული ამგვარი თამაშობების რეკლამის გავრცელება და იგი თანაბრად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ ტიპის თამაშობების მიმართ დამოკიდებულების რისკს, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში. შესაბამისად, აუცილებელია ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე რეგულირება და იმ საფრთხეების გადაჭრა, რომლებიც აზარტული თამაშობებიდან და ტოტალიზატორიდან გამომდინარეობს და ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: 2 საქართველოში აზარტული და მომგებიანი თამაშობებიდან გამომდინარე სოციალური რისკების შემცირებისათვის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებულია აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის ან/და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელების წესის ახლებურად რეგულირება (გავრცელების შეზღუდვა), რომლის ეფექტიანი აღსრულებისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ცვლილების განხორციელება, მათ შორის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში განხორციელდება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცვლილების ეფექტიანი აღსრულება. კერძოდ, აიკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის ან/და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთ რეკლამას მაუწყებელი სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ ავრცელებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლს ემატება 22 პუნქტი, რომლის თანახმადაც, იკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის ან/და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთ რეკლამას მაუწყებელი სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ ავრცელებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია გამოქვეყნებიდან 45-ე დღე, რომელიც შეესაბამება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებული ცვლილების ძალაში შესვლის თარიღს. 3 ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი მოთხოვნა არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება საშუალოვადიან პერიოდში არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა დამოკიდებული იქნება იმ რეკლამების რაოდენობაზე, რომლებიც ექცევა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებული რეგულაციების ქვეშ. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა შემოსავლებზე, რომლებიც ახორციელებენ აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის ან/და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის დამზადებას ან/და მაუწყებლობის საშუალებით (უშუალოდ) გავრცელებას. გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება რეკლამის ღირებულებასა და რაოდენობაზე. 4 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს 5 დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია, რატი იონათამიშვილი, გოგა გულორდავა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია, რატი იონათამიშვილი, გოგა გულორდავა. 6