საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშებთან (N1-6104/19; 27/03/2019) დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-07-01
ბიუროს ნომერი 279
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-12063/19
28-06-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
წარმოდგენილ
2018
ანგარიშზე
წლის
მიერ
ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს
მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების
აღსრულების მდგომარეობის შესახებ (N6104; 27.03.2019)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 14 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2018 წლის ანგარიში ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს
მიერ
საქართველოს
მიმართ
გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობა განხილულია ორ
ძირითად ნაწილად - დასრულებულ საქმეებზე და მიმდინარე საქმეებზე.
1. დასრულებული საქმეები
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ანგარიშის ამ ნაწილში წარმოადგინა
ინფორმაცია იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც 2018 წელს ევროპის საბჭოს
მინისტრთა კომიტეტის
მიერ მიღებულია საბოლოო რეზოლუციები. კერძოდ,
საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ინდივიდუალური და ზოგადი
ღონისძიებების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო
საბოლოო რეზოლუციები და აღსრულებულად გამოაცხადა 5 საქმე (3 განჩინება და 1
გადაწყვეტილება. ასევე ერთი გადაწყვეტილება დაიხურა ფინალური რეზოლუციით,
მიმდინარე
წელს).
აღსანიშნავია,
ინდივიდუალური/ზოგადი
რომ
ღონისძიებების
სახელმწიფოს
შედეგად
მიერ
გატარებული
საანგარიშო
პერიოდში
აღსრულდა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე
გამოტანილი 7 განჩინება, რომლებიც არ ექვემდებარებოდა მინისტრთა კომიტეტის
ზედამხედველობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სულ საანგარიშო პერიოდში (2019
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წლის მარტის მდგომარეობით) აღსრულებულია 12 საქმე (10 განჩინება და 2
გადაწყვეტილება).
1.1. საბოლოო რეზოლუციის საფუძველზე დახურული საქმეები, რომლებიც
ექვემდებარებოდა მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას
ანგარიშის ამ ნაწილში განხილულია 5 საქმე, რომლებზეც ევროპის საბჭოს
მინისტრტა კომიტეტს მიღებული ჰქონდა საბოლოო რეზოლუცია და რომლის
აღსრულებაც დასრულდა საანგარიშო პერიოდში.
1.1.1.
„ურუშაძეები საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №37395/09,
2018 წლის 13 თებერვლის განჩინება
აღნიშული საქმე ეხებოდა ნაირა ურუშაძის (პირველი მომჩივანი) მიმართ ციხეში
სამედიცინო მკურნალობის არარსებობას და ნაირა ურუშაძისა და აკაკი ურუშაძის
(მეორე
მომჩივანი)
მიმართ
ნარკოტიკულ
დანაშაულებთან
განხორციელებული
სისხლის
სამართალწარმოების
დაკავშირებით
უკანონობას.
მომჩივნები
დავობდნენ კონვენციის მე-3 მუხლისა და მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების
დარღვევაზე.
მხარეთა შორის მიღწეული იქნა მორიგება, რომლითაც მთავრობამ აიღო
ვალდებულება, მომჩივანთათვის ერთობლივად ex gratia 6 000 ევროს გადახდის
თაობაზე.
2018 წლის 13 თებერვალს ევროპულმა სასამართლომ კონვენციის 39-ე
მუხლის საფუძველზე საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. მთავრობის
მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა დადგენილ ვადაში, 2018 წლის 18 აპრილს.
2018 წლის 5 სექტემბერს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია
ევროპული სასამართლოს მიერ 2018 წლის 13 თებერვალს გამოტანილ განჩინებაზე „ურუშაძეები საქართველოს წინააღმდეგ“ და საქმე აღსრულებულად მიიჩნია.
1.1.2. „სურმანიძე და ართმელაძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი
№11323/08, 2014 წლის 24 ივნისის განჩინება
აღნიშნული საქმე ეხებოდა 2006 წლის 12 იანვარს ბ-ნი რომან სურმანიძის და
მარად ართმელაძის, აგრეთვე, მესამე ახალგაზრდა მამაკაცის თბილისში, ნავთლუღის
ავტოსადგურის
მიმდებარე
ტერიტორიაზე
ლიკვიდაციას
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების
მიერ. ოფიციალური ცნობით, გასროლა განხორციელდა სპეცოპერაციის ფარგლებში
და მიზნად ისახავდა სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებიც გეგმავდნენ ციხიდან
მასობრივი
გაქცევის
ორგანიზების
მიზნით
აღნიშნულ
დაწესებულებაზე
შეიარაღებულ თავდასხმას. მომჩივნები დავობდნენ კონვენციის მე-2 მუხლის
დარღვევაზე.
აღნიშნულ ფაქტზე 2006 წლის 18 ივნისს თბილისის პროკურატურამ აღძრა მეორე
სისხლის სამართლის საქმე პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც 2006
წლის 12 იანვრის ოპერაციაში მონაწილეობდნენ, სისხლის სამართლის კოდექსის 114ე
მუხლის
საფუძველზე
−
მკვლელობა
დამნაშავის
შეპყრობისათვის
აუცილებელი ზომის
გადაცილებით.
გარდაცვლილი
ახალგაზრდების
ოჯახის
წევრებისთვის გამოძიების ფარგლებში დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება შეწყდა 2007 წლის 25 ივნისს.
2014 წლის 29 აპრილს მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს, რომ სურდა საქმის
მორიგებით დასრულება და წარადგინა დეკლარაცია, რომლითაც აღიარა ევროპული
კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა და მომჩივნებს
ერთობლივად შესთავაზა, კომპენსაციის სახით, 20 000 ევროს გადახდა. 2014 წლის 23
მაისს მომჩივნები დაეთანხმნენ შეთავაზებულ პირობებს, რის საფუძველზეც,
საჩივარი ამოირიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
მთავრობამ აღნიშნულ საქმეზე გაატარა ინდივიდუალური ღონისძიებები,
კერძოდ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2014 წლის 1 სექტემბერს მომჩივნებს
ჩაურიცხა სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა, ასევე ჩატარდა ხელახალი,
ეფექტიანი
გამოძიება,
რომლის
შედეგად
რამდენიმე
პირი
მიეცა
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დამნაშავედ იქნენ
ცნობილნი: ბაჩანა ახალაია, გ. მ., ლ. ქ., მეგის ქარდავა, დავით ახალაია და გიორგი
დგებუაძე.
2018 წლის 20 სექტემბერს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია
საქმეზე
„სურმანიძე
და
ართმელაძე
საქართველოს
წინააღმდეგ“
და
საქმე
აღსრულებულად მიიჩნია.
1.1.3. „ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №15256/05, 2016
წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
აღნიშნული
საქმე
შეეხებოდა
სამოქალაქო
ავიაციის
სააგენტოს
ყოფილ
თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ ჭანკოტაძეს, რომლის წინააღმდეგ 2004 წლის 16 მარტს
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის
ბოროტად გამოყენებისათვის.
ევროპულმა
სასამართლომ
დაადგინა,
რომ
მომჩივანი
2004
წლის
16
სექტემბრიდან 2005 წლის 16 მარტამდე პერიოდში სასამართლო განჩინების გარეშე
იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში. ასევე, ეროვნული სასამართლოების მიერ
გაუგებრად და თვითნებურად განიმარტა მომჩივნის საზიანოდ მისთვის ბრალად
წარდგენილი
სსკ-ის
332-ე
მუხლით
განსაზღვრული
სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დანაშაულის ფარგლები, რითაც დაირღვა
მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ევროპული სასამართლოს მიერ
საქმეში
დადგინდა
კონვენციის
მე-5(§1)
და
მე-6(§1)
მუხლების
დარღვევა.
სასამართლომ მომჩივანს მიაკუთვნა 20 000 ევრო მორალური ზიანის და 15 000 ევრო
ხარჯების ანაზღაურებისთვის (ჯამში 35 000 ევრო).
ვინაიდან მომჩივანი გარდაიცვალა 2013 წლის 6 იანვარს, მთავრობის მიერ
ინდივიდუალური ღონისძიების სახით 35 000 ევრო 2016 წლის 4 ნოემბერს
გადაერიცხა მის მემკვიდრეს. სახელმწიფოს მიერ ასევე განხორციელდა ზოგადი
ღონისძიები სასამართლოს გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის სტანდარტის
ამაღლების მიმართულებით.
2018 წლის 14 ნოემბერს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია
საქმეზე - „ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და საქმე აღსრულებულად მიიჩნია.
1.1.4. „გივი ვაშაკიძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №41359/08,
2014 წლის 28 იანვრის განჩინება
აღნიშნული საქმე ეხებოდა 2007 წლის 20 მარტს, თბილისში, გივი ვაშაკიძის
დანით დაჭრასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების
არაეფექტიანობას და მოსარჩელის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის
საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას.
საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 25 ოქტომბერს ევროპულ სასამართლოს
წარუდგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რითაც აღიარა ევროპული კონვენციის მე-6
მუხლის დარღვევა ეროვნული სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის საქმის
შესწავლის პროცესში გარკვეული ნაკლოვანებების არსებობის გამო, ასევე კონვენციის
მე-3 მუხლის დარღვევა გამოძიების არაეფექტიანობის გამო - მომჩივნის დანით
დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით.
მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა მომჩივნისათვის 4 000 ევროს გადახდის
თაობაზე. დამატებით, მთავრობამ დეკლარაციაში მიუთითა მომჩივნის უფლებაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად,
მიემართა ეროვნული სასამართლოსთვის სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვის
მოთხოვნით ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
2013 წლის 13 დეკემბრის მომჩივანი დაეთანხმა დეკლარაციის პირობებს, რის
საფუძველზეც ევროპულმა სასამართლომ მომჩივნის თანხმობა მიიჩნია, როგორც
მორიგება მხარეებს შორის და 2014 წლის 28 იანვარს საჩივარი ამორიცხა განსახილველ
საქმეთა ნუსხიდან.
მომჩივანს კომპენსაციის თანხა (4 000 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ
დადგენილ ვადაში, 2014 წლის 25 მარტს. რაც შეეხება საქმის ეროვნულ დონეზე
ხელახალ განხილვას, ბატონმა გივი ვაშაკიძემ 2015 წლის 21 იანვარს მიმართა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით ახლად გამოვლენილ
გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. სამართალწარმოების ყველა
ინსტანციის
სასამართლოში
დასრულების
შემდეგ,
საქმეზე
თავდაპირველად
მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
2018 წლის 6 დეკემბერს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია
საქმეზე „გივი ვაშაკიძე საქართველოს წინააღმდეგ“ და საქმე აღსრულებულად
მიიჩნია.
1.1.5. „რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №48099/08, 2018 წლის
31 მაისის გადაწყვეტილება
აღნიშნული საქმე ეხებოდა მსჯავრდებულ შალვა რამიშვილს, რომელსაც 2008
წლის 21 მაისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში არ ჰქონდა ხმის მიცემის
უფლება იმ დროს საქართველოს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში არსებული
ზოგადი აკრძალვის გამო, რომელიც ვრცელდებოდა ყველა მსჯავრდებულ პირზე,
მიუხედავად მათი სასჯელის ხანგრძლივობისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა.
განსახილველ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის
დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევა (თავისუფალი არჩევნების უფლება).
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვევის დადგენა წარმოადგენდა
მომჩივნისთვის
მიყენებული
მორალური
ზიანის
საკმარის
სამართლიან
დაკმაყოფილებას. რაც შეეხება ზოგადი ღონისძიებების გატარებას, 2011 წლის 27
დეკემბერს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც არჩევნებსა და
რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება მიენიჭა მოქალაქეს, რომელიც ნაკლებად
მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის სასამართლოს განაჩენით იმყოფებოდა
სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალი
საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლებიც ძალაში 2018 წლის 16 დეკემბერს შევიდა,
არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება ჩამორთმეული აქვს მხოლოდ
განსაკუთრებით
მძიმე
დანაშაულისათვის
ნასამართლევ
პირს,
რომელიც
სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.
2019 წლის 14 მარტს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებაზე
-
„რამიშვილი
საქართველოს
წინააღმდეგ“ და საქმე აღსრულებულად მიიჩნია.
1.2. დახურული საქმეები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა მინისტრთა
კომიტეტის ზედამხედველობას (ევროპული კონვენციის 37-ე მუხლი)
ანგარიშის ამ ნაწილში განხილულია 7 საქმე, რომლებიც დაიხურა საანგარიშო
პერიოდში და რომელთა აღსრულებაც არ ექვემდებარებოდა მინისტრთა კომიტეტის
ზედამხედველობას.
1.2.1.„ჩიჩუა საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №65150/14, 2017 წლის
10 ოქტომბრის განჩინება
აღნიშნული საქმე ეხება თბილისის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
მყოფ პატიმარს, რომელიც აცხადებდა, რომ დაუზუსტებელ თარიღებში 2012 წლის 25
მარტიდან
23
დაწესებულების
აგვისტომდე
არსებულ
თანამშრომლების
პერიოდში,
მხრიდან
მის
№8
სასჯელაღსრულების
მიმართ
განხორციელდა
არაადამიანური მოპყრობა.
ევროპულმა სასამართლომ უარყო კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის
საფუძველზე შეტანილი საჩივარი. რაც შეეხება კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებით
გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას, ამ საკითხთან
დაკავშირებით წარდგენილ ცალმხრივ დეკლარაციაში, მთავრობამ აღიარა კონვენციის
მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, ასევე მე-13 მუხლის დარღვევა
მომჩივნის არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის
საქმის გამოძიების გამო და აიღო ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება.
ასევე, მთავრობამ აიღო ვალდებულება გადაეხადა მომჩივნისთვის 3 000 ევრო.
მთავრობის მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე, საჩივარი ამოირიცხა
განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
ინდივიდუალური ღონისძიების აღსრულების მიზნით, მთავრობამ 2018 წლის 9
აგვისტოს მომჩივანს ჩაურიცხა სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა. რაც შეეხება
ეფექტიანი
გამოძიების
ჩატარების
ვალდებულებას,
საქართველოს
მთავარი
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა ჩაატარა გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით.
2017
დაზარალებულად
წლის
და
მის
25
დეკემბერს
მიმართ
დავით
ჩიჩუა
განხორციელებულ
ცნობილი
იქნა
არაადამიანურ
და
დამამცირებელ ფაქტზე ბრალდებულად პასუხისგებაში მიეცა №8 დაწესებულების
ყოფილი თანამშრომელი დ. ხ., დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის
1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით.
2018 წლის 11 იანვარს №074210717801 საქმე დ. ხ.-სა და სხვათა მიმართ
არსებითად განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო
2018 წლის 12 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა
გამამტყუნებელი განაჩენი.
1.2.2. „ოგბაიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №36298/12,
2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება
აღნიშნული საქმე ეხებოდა 2011 წლის 26 მაისს პოლიტიკური-საპროტესტო
აქციის დარბევას პოლიციის სპეციალური დანაყოფების მიერ. თერთმეტი მომჩივანი
აცხადებდა, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან არასათანადო
მოპყრობას.
ასევე,
მათ
აღნიშნეს,
რომ
ამ
საკითხთან
დაკავშირებით
არ
განხორციელებულა სისხლის სამართლის ეფექტიანი გამოძიება.
მთავრობამ 2016 წლის 3 მაისს სასამართლოს წარუდგინა დეკლარაცია,
რამდენიმე მომჩივანთან მიმართებით, ხოლო ზოგიერთი მომჩივნების საჩივრის
მისაღებობასთან და არსებით მხარესთან დაკავშირებით წარადგინა სამთავრობო
მიმოხილვა.
მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა
მომჩივანთა ნაწილის (ბ-ნი ლ. ოგბაიძე, ბ-ნი ნ. სამხარაძე, ბ-ნი პ. აბულაძე, ქ-ნი მ.
გუჯეჯიანი, ქ-ნი დ. გაბუნია, ბ-ნი ი. ცაავა, ბ-ნი კ. ბოლქვაძე და ქ-ნი ზ. მიქატაძე)
წინააღმდეგ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის გამო. მთავრობამ, ასევე,
აღიარა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა ზემოხსენებულ რვა მომჩივანთან
მიმართებით და ასევე, დამატებით პირველ მომჩივანთან (ბ-ნი გ. ოგბაიძე)
მიმართებით.
დეკლარაციაში, მთავრობამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საგამოძიებო
ორგანოები
მოქმედებდნენ
კონვენციის
მე-3
მუხლით
გათვალისწინებული
პროცედურული ვალდებულებების შესაბამისად. ეროვნულ დონეზე ჩატარებული
სისხლის სამართლის გამოძიების შედეგად სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნებისმიმართ (მათ შორის, თავად
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის) მათ მიერ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო
აქციის ძალადობრივი დარბევის გამო.
დამატებით, მთავრობამ აიღო ვალდებულება გადაეხადა შემდეგი თანხები:
-
3 500 ევრო თითოეული (ბ-ნი ლ. ოგბაიძე, ბ-ნი ნ. სამხარაძე, ქ-ნი მ.
გუჯეჯიანი, ქ-ნი დ. გაბუნია და ბ-ნი კ. ბოლქვაძე) მომჩივნისთვის;
-
2 500 ევრო მე-5 მომჩივნისთვის (ბ-ნი პ. აბულაძე);
-
2 000 ევრო თითოეული (ბ-ნი გ. ოგბაიძე, ბ-ნი ი. ცაავა და ქ-ნი ზ.
მიქატაძე) მომჩივნისთვის.
მე-4 და მე-10 მომჩივნების (ქ-ნი მ. მაზიაშვილი და ბ-ნი ა. თედიაშვილი)
საჩივრების მისაღებობასთან და არსებით მხარესთან დაკავშირებულ მიმოხილვაში,
მთავრობამ
გამოთქვა
პრეტენზია,
რომ
სხვა
დანარჩენი
ცხრა
მომჩივნისგან
განსხვავებით, ამ ორ მომჩივანს არც ეროვნულ დონეზე და არც სასამართლოს წინაშე
არ
წარმოუდგენია
2011
წლის
26
მაისის
აქციაში
მათი
მონაწილეობის
დამადასტურებელი მტკიცებულება. აქედან გამომდინარე, მთავრობამ განაცხადა, რომ
მათი საჩივარი კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლების შესაბამისად აშკარად უსაფუძვლო
იყო.
2017 წლის 17 მარტით დათარიღებული დეკლარაციით, მომჩივნების ნაწილმა
სასამართლოს აცნობა, რომ ისინი მზად იყვნენ მთავრობის 2016 წლის 3 მაისს
წარდგენილი შეთავაზების მისაღებად.
რაც შეეხება მე-4 და მე-10 მომჩივნებს, 2016 წლის 7 ივლისს სასამართლოს მიერ
საჩივრის განსახილველ საქმეთა ნუსხიდან შესაძლო ამორიცხვის შესახებ გაგზავნილი
გაფრთხილების მიუხედავად, მათ უპასუხოდ დატოვეს მისაღებობასთან და არსებით
მხარესთან დაკავშირებული სამთავრო მიმოხილვა.
ზემოთ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ
დაადგინა, რომ მომჩივნების (ბ-ნი გ. ოგბაიძე, ბ-ნი. ლ. ოგბაიძე, ბ-ნი ნ. სამხარაძე, ბ-ნი
პ. აბულაძე, ქ-ნი მ. გუჯეჯიანი, ქ-ნი დ. გაბუნია, ბ-ნი ი. ცაავა, ბ-ნი კ. ბოლქვაძე და ქნი ზ. მიქატაძე), საკითხი მოგვარებულად ითვლება კონვენციის 37-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
სხვა მომჩივნებთან (ქ-ნი მ. მაზიაშვილი და ბ-ნი ა. თედიაშვილი) დაკავშირებით,
სასამართლომ
მიიღო
გადაწყვეტილება,
რომ
შესაბამისი
გარემოებების
გათვალისწინებით, ამ ორ მომჩივანს აღარ აქვს განზრახული ბოლომდე მისდიოს
საჩივარს, კონვენციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
აქედან გამომდინარე, საქმე ამოირიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
ინდივიდუალური ღონისძიების აღსრულების მიზნით, მთავრობამ მომჩივნებს
კომპენსაციის თანხა გადაუხადა დადგენილ ვადაში, 2017 წლის 27 დეკემბერს.
მომჩივანმა - გიორგი ოგბაიძემ, რეკვიზიტები წარმოადგინა 2018 წლის 15 მარტს და
შესაბამისად, ჩარიცხვა განხორციელდა 2018 წლის 18 აპრილს.
1.2.3. „ციცინო ბოჭორიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივრები
№42293/09 და №8443/12, 2018 წლის 12 ივნისის განჩინება
განსახილველ საქმეში მომჩივანი, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის
(საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) შესაბამისად, ასაჩივრებდა სასამართლოს
ხელმისაწვდომობის
უფლებაში
ჩარევას.
მთავრობამ
აღიარა,
რომ
დაირღვა
კონვენციის მე-6 მუხლი, რამდენადაც ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს
მომჩივნისათვის
დაესაბუთებინათ
უარი
სახელმწიფო
ბაჟის
გადავადების
მოთხოვნაზე, მომჩივნის ხანდაზმულობის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და
ყოველთვიური შემოსავლის გათვალისწინებით. მთავრობამ აიღო ვალდებულება,
მომჩივნისთვის გადაეხადა 2 000 ევრო სასამართლო ხარჯების სანაცვლოდ. მომჩივანი
დაეთანხმა მორიგების პირობებს.
ინდივიდუალური ღონისძიების აღსრულების მიზნით მთავრობამ მომჩივანს
კომპენსაციის თანხა გადაუხადა დადგენილ ვადაში, 2018 წლის 20 აგვისტოს.
1.2.4. „ილიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №22715/07, 2018 წლის 9
ოქტომბრის განჩინება
წინამდებარე საქმეში მომჩივანი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი
პუნქტის (როგორც სამოქალაქო, ასევე, სისხლის სამართლებრივი ნაწილი) და მე-7
მუხლის საფუძველზე დავობდა, რომ დისციპლინური სამართალწარმოება მის
წინააღმდეგ
იყო
უსამართლო,
ვინაიდან
მისი
დისციპლინური
წესით
სასამართლოდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი (იმ დროს მოქმედი
საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
დისციპლინური
პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-2
მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) არ იყო საკმარისად ზუსტი, ცხადი და
განჭვრეტადი.
მთავრობამ წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რითაც აღიარა კონვენციის მე-6
მუხლის სამოქალაქო ნაწილის დარღვევა და აიღო მომჩივნისთვის მატერიალური და
მორალური ზიანის, ასევე, ხარჯების ანაზღაურების სახით, 5 000 ევროს გადახდის
ვალდებულება.
ამ
ნაწილში
ევროპულმა
სასამართლომ
საჩივარი
ამორიცხა
განსახილველ საქმეთა ნუსხიდან 37-ე მუხლის საფუძველზე.
რაც შეეხება საჩივრის დარჩენილ ნაწილს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი
პუნქტის სისხლის სამართლებრივ ნაწილთან და მე-7 მუხლთან დაკავშირებით, იგი
უარყოფილ იქნა და გამოცხადდა მიუღებლად.
ინდივიდუალური
ღონისძიების
აღსრულების
მიზნით,
მთავრობამ
კომპენსაციის თანხა მომჩივანს დადგენილ ვადაში, 2018 წლის 21 დეკემბერს
გადაურიცხა.
1.2.5. „ალასანია და ბარდაველიძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი
№12611/08, 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
აღნიშნულ საქმეში მომჩივნები (თბილისის საოლქო სასამართლოს ყოფილი
მოსამართლეები) ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის (როგორც
სამოქალაქო, ასევე, სისხლის სამართლებრივი ნაწილი) საფუძველზე დავობდნენ, რომ
დისციპლინური სამართალწარმოება მათ წინააღმდეგ იყო უსამართლო, ვინაიდან
მათი დისციპლინური წესით სასამართლოდან გათავისუფლების სამართლებრივი
საფუძველი
(საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების
შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) არ იყო საკმარისად ზუსტი,
ცხადი და განჭვრეტადი.
მთავრობამ ორივე მომჩივნის მიმართ წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია,
რითაც აღიარა კონვენციის მე-6 მუხლის სამოქალაქო ნაწილის დარღვევა და აიღო
თითოეულისთვის
მატერიალური
და
მორალური
ზიანის,
ასევე,
ხარჯების
ანაზღაურების სახით, 4 000 ევროს გადახდის ვალდებულება. ამ ნაწილში ევროპულმა
სასამართლომ საჩივრები ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან 37-ე მუხლის
საფუძველზე.
რაც შეეხება საჩივრის დარჩენილ ნაწილს, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი
პუნქტთან
დაკავშირებით
(სისხლის
სამართლებრივი
ნაწილი),
აღნიშნული
ღონისძიების
აღსრულების
მიზნით,
მთავრობამ
გამოცხადდა მიუღებლად.
ინდივიდუალური
კომპენსაციის თანხა მომჩივნებს დადგენილ ვადაში, 2018 წლის 21 დეკემბერს
გადაურიცხა.
1.2.6. „ლალიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №8710/07 და
„ტურავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №7607/07, 2018 წლის
27 ნოემბრის განჩინება
აღნიშნული საჩივრები, რომლებიც ეხება 2005-2006 წლების ფაქტებს, ევროპულმა
სასამართლომ
გააერთიანა
და
რიგ
მომჩივნებთან
მიმართებით
ამორიცხა
განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
რაც შეეხება დანარჩენ ორ მომჩივანს (თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი),
მთავრობამ წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რითაც მათ მიმართ აღიარა
კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სამოქალაქო ნაწილის დარღვევა და აიღო
თითოეულისთვის 10 000 ევროს გადახდის ვალდებულება.
ინდივიდუალური
ღონისძიების
აღსრულების
მიზნით,
მთავრობამ
კომპენსაციის თანხა მომჩივნებს დადგენილ ვადაში, 2019 წლის 26 თებერვალს
გადაურიცხა.
მოსამართლეების საქმეებში მთავრობის მიერ აღიარებულ დარღვევებთან
დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ
„საერთო სასამართლოების მოსამართლეთა
დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების
შესახებ“ კანონში (რომლის რეგულაციები 2018 წლის 20 აპრილის საკანონმდებლო
ცვლილებებით XIII1 თავის სახით ამჟამად ასახულია „საერთო სასამართლოების
შესახებ“
ორგანულ
კანონში)
განხორციელებული
ცვლილებების
შედეგად,
აღმოიფხვრა ის სადავო საკითხები, რასაც ადგილი ჰქონდა ამ საქმეებში.
1.2.7. „ქოქაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №51902/10, 2017
წლის 27 ივნისის განჩინება
2017 წლის 27 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ
გამოიტანა განჩინება საქმეზე - „ქოქაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც
საბოლოო გახდა 2017 წლის 20 ივლისს. აღნიშნული განჩინებით სასამართლომ
საჩივარი განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა მთავრობის მიერ 2016 წლის 25
ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე, რასაც დაეთანხმა მომჩივანიც.
მთავრობამ წარდგენილი დეკლარაციით აღიარა მომჩივნის მიმართ ევროპული
კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის ფაქტი და აიღო ვალდებულება, მომჩივნისთვის
- ბორის ქოქაშვილისთვის გადაეხადა 3 000 ევრო.
ინდივიდუალური ღონისძიების აღსრულების მიზნით, 2019 წლის 22 მარტს
მომჩივანს ჩაერიცხა სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა.
2. მიმდინარე საქმეები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მეორე
ნაწილში, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ
საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების
მიმდინარეობას,
მოცემულია
ინფორმაცია
სასამართლოს
მიერ
გამოტანილი
გადაწყვეტილებებისა და განჩინებების არსრულების მდგომარეობის შესახებ.
2.1. გადაწყვეტილებები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ
გამოტანილი გადაწყვეტილებების ნაწილში საქმეები დაჯგუფებულია შემდეგნაირად:
„ცინცაბაძის
ჯგუფის“
მოსამართლეთა
საქმეები,
გადაწყვეტილებები,
ბავშვებთან
დისკრიმინაციის
დაკავშირებული
საქმეები
საქმეები,
და
სხვა
გადაწყვეტილებები.
2.1.1. „ცინცაბაძის ჯგუფის“ გადაწყვეტილებები
„ცინცაბაძის ჯგუფი“ აერთიანებს იმ საქმეებს, რომლებშიც დაირღვა ევროპული
კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლები (წამების აკრძალვა) 2012
წლის 1 ოქტომბრამდე მომხდარი ფაქტების გამო. ამ ეტაპზე, მითითებულ ჯგუფში
გაერთიანებულია
5
გადაწყვეტილება,
რომელშიც
ევროპულმა
სასამართლომ
დაადგინა, სხვებს შორის, ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევა და 10 განჩინება,
რომელიც გამოტანილია მხარეთა შორის მიღწეული მორიგების ან მთავრობის მიერ
წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის შედეგად.
აღსანიშნავია, რომ წინამდებარე ჯგუფში გაერთიანებული სამი სხვა საქმე უკვე
დაიხურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ (ღარიბაშვილი საქართველოს
წინააღმდეგ, ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, სურმანიძე და
სხვები საქართველოს წინააღმდეგ). ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს
მთავარი პროკურატურის მიერ 2017-2018 წლებში ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების/განჩინებების
(რომლებიც
უკავშირდებოდა
დაკავებულთა/პატიმართა უფლებების დარღვევებს (მე-2 და მე-3 მუხლები))
საფუძველზე
განხორციელებული
ეფექტიანი
გამოძიების
შედეგად,
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 13 პირის მიმართ 5 სხვადასხვა სისხლის
სამართლის
საქმეზე
და
12
პირი
დამნაშავედ
იქნა
ცნობილი
ეროვნული
სასამართლოების მიერ (გეგენავას და სხვების საქმეზე - 6 პირი; ჩიჩუას საქმეზე - 1
პირი; ჩქოტუა და არქანიას საქმეზე - 1 პირი; ენუქიძე და გირგვლიანის საქმეზე - 2
პირი; დვალიშვილის საქმეზე - 2 პირი). შესაბამისად, მიმდინარეა საქმეები 3 პირის
მიმართ (მიქიაშვილის საქმე).
2.1.1.1. ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №35403/06, 2011
წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, ევროპულმა სასამართლომ
დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა და მომჩივანს 19 047 ევრო მიაკუთვნა.
სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა გადახდილია დადგენილ ვადაში.
მთავარი პროკურატურის მიერ ცინცაბაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
გამოძიება განახლდა 2011 წლის მარტის თვეში. მომჩივანი (გარდაცვლილის დედა)
დაზარალებულად არის ცნობილი და მას მიეწოდა ინფორმაცია გამოძიების
მიმდინარეობის შესახებ. განახლებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა ყველა
მნიშვნელოვანი მოწმე და ასევე, ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედება.
2017
წლის
ივლისში
საგამოძიებო
ორგანომ
სხვადასხვა
სახელმწიფო
დაწესებულებიდან გამოითხოვა საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ
შორის, ზ. ცინცაბაძის ხელწერის ექსპერტიზისთვის საჭირო მასალები. მიღებული
დოკუმენტაციის საფუძველზე, საქმეზე დამატებით დაინიშნა და ჩატარდა ხელწერისა
და ხელმოწერის გრაფიკული ექსპერტიზა.
2018 წელს წარმოებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული იქნა არაერთი
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით დაიკითხნენ
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი N9 დაწესებულების ის პატიმრები,
რომლებიც ზ. ცინცაბაძის გარდაცვალების დროისათვის სასჯელს იხდიდნენ
ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში - ბ. ა., გ. ხ., ზ. ბ., ვ. მ., ვ. ს., ა. დ., ა. კ., ი. ს., გ. ს., რ. ჭ.,
დ. ხ., ზ. ბ., ზ. ლ., შ. ბ., მ. კ..
2018 წლის ივლისში საგამოძიებო ორგანომ სისხლის სამართლის საქმის
მასალები (6 ტომი) გააცნო დაზარალებულის (მომჩივნის) - სვეტლანა ცინცაბაძის
ინტერესების დამცველ ადვოკატს.
საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, დაზარალებულის ინტერესების დამცველმა
ადვოკატმა
გამოძიების
წინაშე
დააყენა
შუამდგომლობა
რიგი
საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდება საგამოძიებო უწყების
მიერ. ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება.
2.1.1.2. მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18996/06, 2012
წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება მოიცავს ორ ეპიზოდს)
2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ევროპულმა სასამართლომ პირველ
ეპიზოდთან მიმართებით დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის
დარღვევა პოლიციის მხრიდან მომჩივნის არასათანადო მოპყრობის გამო, აგრეთვე,
ამავე მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა არასათანადო მოპყრობის
ეფექტიანი გამოძიების არარსებობის გამო. ხოლო, მეორე ეპიზოდთან მიმართებით
დაადგინა მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა მომჩივნის არასათანადო
მოპყრობის ფაქტის არაეფექტიანი გამოძიების გამო და მომჩივანს კომპენსაციის სახით
მიანიჭა 12 000 ევრო, რაც გადახდილია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
გამოძიება განახლდა ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი
პროკურატურის 2013 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით. მომჩივანი ჩართული
იყო გამოძიების პროცესში და პერიოდულად მიეწოდებოდა ინფორმაცია გამოძიების
მსვლელობის შესახებ, ამასთან ჩატარებულ იქნა ყველა შესაძლო საგამოძიებო
მოქმედება.
პირველ ეპიზოდთად დაკავშირებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მომჩივანს
ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიადგა დაკავებისას და
დროებითი მოთავსების იზოლატორში ცემის შედეგად. აღნიშნულ ფაქტზე, 2018 წლის
26 მარტს შს სამინისტროს სამ ყოფილ თანამშრომელს წარედგინათ ბრალდება და
აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო.
მოცემული ეტაპისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს
საქმის არსებითი განხილვა, კერძოდ ბრალდების მხარე, სამივე ბრალდებულთან
მიმართებით იკვლევს სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებს.
2.1.1.3. დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №19634/07,
2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება
ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 18 დეკემბერს დაადგინა კონვენციის მე-3
მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა მომჩივნის მიმართ განხორციელებული
არასათანადო მოპყრობის გამო და მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა
ეფექტიანი
გამოძიების
არარსებობის
გამო
და
მომჩივანს
სამართლიანი
დაკმაყოფილების სახით 12000 ევრო მიაკუთვნა, რაც გადახდილია დადგენილ ვადაში.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საქმეზე გამოძიება განახლდა 2013
წლის ივნისის თვეში. მომჩივანი ჩართული იყო გამოძიების პროცესში და
პერიოდულად მიეწოდებოდა ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ.
გამოძიების
პროცესში
აღსანიშნავია,
რომ
ჩატარდა
2017
ყველა
წლის
შესაძლო
განმავლობაში
საგამოძიებო
მოქმედება.
გამოიკითხნენ
საქმისთვის
მნიშვნელოვანი მოწმეები და ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რის
შედეგადაც დადგინდა ახალი გარემოებები.
2018 წლის 2 აპრილს სისხლის სამართლის №4106810 საქმეზე, რევაზ
დვალიშვილის
დაკავებისას
გადამეტებისათვის,
სსკ-ის
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
ძალადობით
333-ე
მე-3
ქვეპუნქტით
მუხლის
ნაწილის
„ბ“
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, პასუხისგებაში იქნენ
მიცემული წყალტუბოს შს სამმართველოს თანამშრომლები ბ. ღ. და მ. მ..
2018 წლის 9 მაისს სისხლის სამართლის №4106810 საქმეს ცალკე წარმოებად
გამოეყო სისხლის სამართლის №010090518801 საქმე, წყალტუბოს რაიონის შს
სამმართველოს თანამშრომლების ბ.ღ.-ს და მ.მ.-ს მიმართ, რევაზ დვალიშვილის
დაკავებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე,
დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,
რომელიც
წარიმართა
თბილისის
საქალაქო
სასამართლოში
არსებითად
განსახილველად. 2019 წლის 22 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ
ზემოაღნიშნულ საქმეზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ბრალდებულები
ბ.ღ. და მ.მ. ცნობილ იქნენ დამნაშავედ.
2.1.1.4. ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი
№25091/07, 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, ევროპულმა სასამართლომ სანდრო
გირგვლიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 2006 წლის იანვარში მისი
მკვლელობის ეფექტიანი გამოძიების არარსებობის გამო, დაადგინა კონვენციის მე-2
მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა. სასამართლომ მომჩივანს მორალური
ზიანისთვის მიანიჭა 50 000 ევრო.
სასამართლოს მიერ კომპენსაციის სახით
მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა გადახდილია დადგენილ ვადაში.
განსახილველ საქმეში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა – “სასამართლო
გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა
განშტოებები - შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით;
პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით;
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ
მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულყოფილი სასამართლო განხილვებითა
და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი,
მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით; და ა.შ. -
ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი
მკვლელობის საქმეზე, როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.”
(გადაწყვეტილება - §276).
აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ, ასევე, დაადგინა ევროპული
კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა, ვინაიდან სასამართლოს მიერ მოთხოვნილი რიგი
მტკიცებულებები მთავრობამ დაგვიანებით ან საერთოდ არ წარადგინა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოძიება განახლდა 2012 წლის 26
ნოემბერს ერთ-ერთი იმ პირის ჩვენების საფუძველზე, რომელიც მსჯავრდებული იყო
აღნიშნულ საქმეზე. ახალი გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 200-მდე მოწმე,
ჩატარდა 8 საგამოძიებო ექსპერიმენტი (ჩვენების ადგილზე შემოწმება), დაინიშნა
კომისიური სასამართლო-სამედიცინო, ვიდეოტექნიკური და ხელმოწერა-ხელწერის
განმსაზღვრელი გრაფიკული ექსპერტიზები. სასამართლოს, შსს-სა და შსს-ს
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან ამოღებულ იქნა და საქმეზე
დამაგრდა მნიშვნელოვანი ხასიათის დოკუმენტური მასალა.
განახლებული გამოძიებით დადგინდა, რომ წინა გამოძიების ფარგლებში
ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს. კერძოდ, გამოძიებით სრულიად იქნა
დადასტურებული,
რომ
საქართველოს
მაშინდელმა
პრეზიდენტმა
მიხეილ
სააკაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ახალაიამ, სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის დირექტორმა ბაჩანა ახალაიამ, შსს-სა და პროკურატურის სხვა
თანამდებობის
პირებთან
ერთად,
საკუთარი
პოლიტიკური/თანამდებობრივი
პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, პირადი მოტივით, ერთობლივად
დაგეგმეს და განახორციელეს სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და თავისუფლების
წინააღმდეგ
ჩადენილი
დანაშაულის
გარემოებების
შესახებ
არსებული
და
მოპოვებული მონაცემების წინასწარი განზრახვით დაფარვა, შეცვლა და მათი იმგვარი
საპროცესო
დამაგრება,
შემსრულებლებისათვის
სამართლის
რამაც
გამოიწვია
გარდაუვალი,
პასუხისმგებლობის
დანაშაულის
კანონიერი
თავიდან
და
არიდება,
შემკვეთებისა
და
ადეკვატური
სისხლის
რასაც
ერთვოდა
თან
საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
განახლებული გამოძიებით დადგინდა, რომ სწორედ მ. სააკაშვილის, ი.
მერაბიშვილის,
დ.
კოორდინირებული
ახალაიას
და
ქმედებებით
ბ.
ახალაიას
განხორციელდა
ურთიერთშეთანმხებული
გირგვლიანის
და
წინააღმდეგ
ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ინსცენირება, რომლის მიზანი იყო, ერთი მხრივ,
დაფარულიყო დანაშაულის ჩამდენი უფრო მაღალი თანამდებობის პირები და მათთან
შემხებლობაში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე და მისი შესაძლო
მონაწილეობა დანაშაულში, ხოლო, მეორე მხრივ, მოხერხებულიყო დანაშაულში
მსჯავრდებული პირების (გ. ა., ა. ა., ა. ღ., მ. ბ.) სისხლის სამართლის პასუხისგებაში
მიცემა
და
მსჯავრდება
ჩადენილზე
უფრო
მსუბუქი
დანაშაულისათვის
მოსალოდნელი
სასჯელის
ვადისა
და
პირობების
წინასწარ
შეპირებული
გარანტიებით.
განახლებული გამოძიების ფარგლებში მოცემულ საქმეზე პასუხისგებაში იქნა
მიცემული 9 პირი (ივანე მერაბიშვილი, ო.მ., დ.ქ., თ.ტ., მ.გ., ბაჩანა ახალაია, დ.ჩ.,
მიხეილ
სააკაშვილი,
დავით
ახალაია),
რომელთა
მიმართაც
დამდგარია
გამამტყუნებელი განაჩენი.
„ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების (მათ შორის გირგვლიანის საქმის)
ეფექტიანად აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობამ განახორციელა
კომპლექსური ზოგადი ღონისძიებები, რის თაობაზეც, მინისტრთა კომიტეტს
პერიოდულად
წარედგინება
ინფორმაცია,
აღსრულების
სამოქმედო
გეგმების/ანგარიშების სახით. მინისტრთა კომიტეტის 2017 წლის ყოველწლიურ
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში გაუმჯობესდა გადამეტებული
ძალის, პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის (მათ შორის, პატიმრობის
დროს) შესახებ პრეტენზიების გამოძიების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა.
2018 წლის 13 ივლისს მინისტრთა კომიტეტში მთავრობის მიერ გაგზავნილი
იქნა ინფორმცია აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით.
„ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე გატარებული ზოგადი ღონისძიებებიდან
შეიძლება გამოიყოს:
წამების წინააღმდეგ ბრძოლა
წამებისა
და
არასათანადო
მოპყრობის
წინააღმდეგ
ბრძოლა
ადამიანის
უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (ისევე როგორც შესაბამისი სამოქმედო
გეგმების - 2014-2015, 2016-2017, 2018-2020) ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.
2019 წლის 7 თებერვალს შსს-მ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის
დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც დროებითი
მოთავსების იზოლატორებში 2018 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება
განხორციელდა. კერძოდ, განახლდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, გაუმჯობესდა
სამედიცინო მომსახურება და დაკავებულთა პირობები, ამაღლდა თანამშრომელთა
კვალიფიკაცია.
2018 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად,
დროებითი მოთავსების 8 იზოლატორში დაემატა სამედიცინო პუნქტი (მცხეთა,
საგარეჯო, ყვარელი, ფოთი, ზესტაფონი, ხაშური, ჩხოროწყუ და ახალციხე); ახალმა და
მოქმედმა ექიმებმა კი სპეციალურად მათთვის ორგანიზებული ტრენინგები გაიარეს.
გარდა
ამისა,
გასულ
წელს
გადამზადდა
დროებითი
მოთავსების
იზოლატორების ყველა თანამშრომელი, 6 იზოლატორში სრულად განახლდა და
გაიმართა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. 2019 წლის ბოლომდე ვიდეოკამერები
შეიცვლება
დარჩენილ
ვიდეოჩაწერა
ყველა
23
იზოლატორშიც.
იზოლატორში
დღევანდელი
ხორციელდება
მინიმალური ვადა 24 საათიდან 120 საათამდე გაიზარდა.
და
მდგომარეობით,
ჩანაწერის
შენახვის
სახალხო დამცვლის მიერ 2018 წლის ივნისში გაკეთებული განცხადების
მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში წამების პრევენციის კუთხით ვითარება
გაუმჯობესებულია.
2013
საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობა
წლის
მაისში
განხორციელებული
ცვლილებებით,
საქართველოს
იუსტიციის მინისტრს ჩამოცილდა საპროკურორო უფლებამოსილება.
2018 წლის 16 დეკემბერს ამოქმედდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რის
შედეგადაც პროკურატურა გახდა ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო.
არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება
საქართველოს
პროკურატურას
შემუშავებული
აქვს
2017-2021
წლების
სტრატეგია, რომელშიც, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წამებისა და არასათანადო
მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას.
არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოძიებასთან მიმართებით,
საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაუმჯობესებულია სტატისტიკის მოდული,
რაც გულისხმობს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი
დევნის მონაცემების სრულყოფილ სტატისტიკურ აღრიცხვას.
საქართველოს მთავარი პროკურორის 2018 წლის 6 თებერვლის ანგარიშის
თანახმად,
2013-2016
წლების
მონაცემებით,
პენიტენციური
დაწესებულების
თანამშრომლებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან
განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი
დევნა დაიწყო 127 პირის მიმართ. 2017 წელს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
17 პირის მიმართ. კერძოდ, პოლიციის 3 (1 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლით და 2
პირის მიმართ სსკ-ის 1443 მუხლით) და პენიტენციური დეპარტამენტის 14
თანამშრომლის მიმართ (აქედან, 2 პირის მიმართ სსკ-ის 1441 და 1443 მუხლებით, 10
პირის მიმართ სსკ-ის 1443 მუხლით, 2 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლით). ხოლო,
2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 15 პირის მიმართ. კერძოდ,
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პოლიციის 12 (სსკ-ის 333-ე მუხლით) და
პენიტენციური დეპარტამენტის 3 თანამშრომლის მიმართ (სსკ-ის 1443 მუხლით).
მიმდინარე
წლიდან
გაფართოვდა
შსს-ს
ადამიანის
უფლებათა
დაცვის
დეპარტამენტის მანდატი და კერძოდ, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან,
დისკრიმინაციული ნიშნით სიძულვილის მოტივით, არასრულწლოვანთა მიერ და
მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ტრეფიკინგთან ერთად, დეპარტამენტი
განახორციელებს
დანაშაულთა,
სიცოცხლისა
ასევე,
სისხლის
და
ჯანმრთელობის
სამართლის
წინააღმდეგ
პოლიტიკის
მიმართულ
პრიორიტეტების
გათვალისწინებით, სხვა დანაშაულთა გამოძიების ხარისხის მონიტორინგს მთელი
საქართველოს მასშტაბით.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა
პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შესახებ“, რომელიც ძალაში 2019 წლის 1 ივლისიდან შევა. სახელმწიფო
ინსპექტორი გამოიძიებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ შემთხვევებს,
რომლებიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი;
გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე,
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას. სახელმწიფო
ინსპექტორს აირჩევს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ არ აირჩევა.
სახელმწიფო ინსპექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის
წინაშე. იგი საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს;
ასევე, წელიწადში ერთხელ პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული პარლამენტის
კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წინაშე წარდგება ანგარიშით ფარული საგამოძიებო
მოქმედებების შესახებ.
დაზარალებულთა ჩართულობა გამოძიების მიმდინარეობისას
დაზარალებულთა
„საქართველოს
უფლებების
სისხლის
განხორციელებული
გაზრდის
სამართლის
ცვლილებები,
კონტექსტში
საპროცესო
რომლითაც
აღსანიშნავია
კოდექსში“
მნიშვნელოვნად
2014
წელს
გაიზარდა
დაზარალებულის უფლებები სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების პროცესში.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ სსსკ-ში 2018 წლის 21 ივლისს შეტანილი
ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე
დანაშაულებზე დაზარალებულს მიენიჭა უფლება სასამართლოში გაასაჩივროს
პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობაზე უარის, დაზარალებულის
სტატუსის გაუქმების, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის ან
გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
2018
წლის
4
მაისს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსში
განხორციელებული ცვლილებებით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი
გახდა სამართალწარმოების პროცესის მონაწილე
და აღიჭურვა მნიშვნელოვანი
ფუნქციებით, მათ შორის, მოწმის ან დაზარალებულის მონაწილეობით მიმდინარე
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე დასწრებისა და ამ მოქმედებების
განმავლობაში, მათი ემოციური მხარდაჭერის ფუნქციით.
ტრენინგები/ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები
2017 წელს საქართველოს პროკურატურაში განხორციელდა 162 სასწავლო
აქტივობა, რომელთა ფარგლებში გადამზადება გაიარა 2300 პირმა. ტრენინგები
ჩატარდა, სხვებს შორის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხებზე.
2017 წელს, ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, წამებისა
და არასათანადო მოპყრობის თემაზე ტრენინგი გაიარა 39-მა პროკურორმა და
გამომძიებელმა. სწავლება შეეხებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის
მე-3 მუხლს და მის განმარტებებს, არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის
პრობლემებს, წამების აკრძალვის კომიტეტის (CPT) სტანდარტებს.
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2018
წელს ჩატარდა 2 ტრენინგი წამებისა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის
თემაზე. სასწავლო კურსის შედეგად გადამზადება გაიარა 45-მა პროკურორმა და
პროკურატურის გამომძიებელმა.
შსს-ს აკადემიაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხები 2016 წელს
გაიარა 889 მსმენელმა, ხოლო 2017 წელს - 575 მსმენელმა. 2018 წლის 1 იანვრიდან
წამების,
არასათანადო
მოპყრობის
აკრძალვის
სწავლების
კუთხით
მომზადება/გადამზადება გაიარა შსს-ს მოქმედმა თანამშრომლებმა და ასევე,
სამოქალაქო პირებმა - სულ 1345 მსმენელი.
2018 წლის ივლისში საქართველოს იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროების შერწყმის შემდგომ, 2019 წლის 22 თებერვალს იუსტიციის
მინისტრის მიერ დამტკიცდა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების
განვითარების სტრატეგია და მისი 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული
სტრატეგიული დოკუმენტის ერთ-ერთ პრინციპს წარმოადგენს სათანადო სწავლების
უზრუნველყოფის გზით პენიტენციური, პრობაციის და დანაშაულის პრევენციის
სისტემების ადამიანური რესურსების განვითარება.
პენიტენციური სისტემის მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადების ყველა
ძირითადი სასწავლო პროგრამა მოიცავს სწავლებას წამების, არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის შესახებ და ასევე ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმირებას ევროპული
კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით.
2017 წელს პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს ჩაუტარდა ტრენინგი
თემაზე „შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა
პენიტენციურ დაწესებულებებში“, რომელსაც დაესწრო 51 მოსამსახურე.
2017-2018 წლებში ევროკავშირის პროექტის და USAID/PROLoG-ის მიერ,
საქართველოს
უზენაესი
საერთაშორისო
და
სასამართლოს
ადგილობრივი
მწერალი
სასამართლო
თანაშემწეებისთვის,
პრაქტიკის
ასევე
განზოგადების
განყოფილების თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრენინგების ციკლი ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო სამართლის საკითხებზე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა და სასამართლოს
სხვა მოხელეთა გადამზადების 2017 წლის პროგრამის ფარგლებში, ადამიანის
უფლებების თემებზე ჩატარდა შემდეგი ტრენინგები: 2 ტრენინგი - ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
პრეცედენტულ
გადაწყვეტილებებზე;
4
ტრენინგი - ადამიანის უფლებათა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებზე
(ზოგადი კურსი); 3 ტრენინგი - ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა
და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვის თემაზე. ასევე, 2018 წელს არაერთი
ტრენინგი ჩატარდა მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეებისთვის
ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის,
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი
მოპყრობის აკრძალვის საკითხზე.
მთავრობის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე,
მინისტრთა კომიტეტმა 2018 წლის 18-20 სექტემბერს გამართულ 1324-ე შეხვედრაზე
„ცინცაბაძის
ჯგუფთან”
ინტერესით
აღინიშნა
დაკავშირებით
მიწოდებული
მიიღო
გადაწყვეტილება,რომელშიც
ინფორმაცია,
განახლებული
გამოძიების
ფარგლებში, განხორციელებული ძალისხმევის შესახებ და მოუწოდა ხელისუფლებას
მისი გაგრძელება; ასევე, ინტერესით აღინიშნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შექმნის მიზნით, სახალხო დამცველთან, სხვა ეროვნულ და საერთაშორისო
დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ, 2018 წლის 21 ივლისს
შესაბამისი კანონის მიღება; ინტერესით აღინიშნა, აგრეთვე, სხვა ღონისძიებები,
კერძოდ, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შექმნა
პროკურატურის სისტემაში, დაკავებისას და პოლიციის მიერ თავისუფლების
აღკვეთის პერიოდში არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით ტრენინგებისა და
სხვა ღონისძიებების ჩატარება; სასამართლოებში საქმეთა ავტომატური დანაწილების
ახალი პრინციპი. მინისტრთა კომიტეტი მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებების
მიღებას,
რამაც
გააძლიერა
პროკურატურის
დამოუკიდებლობა.
ამასთანავე,
კომიტეტმა აღნიშნა, რომ დამატებითი ზოგადი ღონისძიებების საჭიროება აღარ
არსებობს
ევროპული
კონვენციის
მე-5
და
38-ე
მუხლების
დარღვევებთან
დაკავშირებით ამ ჯგუფის ორ საქმეში - მე-5 მუხლთან დაკავშირებით უკვე მიღებული
ღონისძიებების გათვალისწინებით
და ხელისუფლების მიერ წარდგენილი მყარი
გარანტიებით, შეასრულონ 38-ე მუხლიდან გამომდინარე ვალდებულებები.
მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების
განხილვა განაახლოს 2019 წლის დეკემბრის სხდომაზე.
2.1.1.5. მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი
№21571/05, 2017 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილება
საქმე ეხება წინა ხელისუფლების მიერ მომჩივნების, დავით მინდაძისა და
ვალერიან ნემსიწვერიძის, მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა უკანონო ქმედებას,
მათ შორის, წამებასა და უკანონო პატიმრობას. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა
კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა, რომელიც ეხება 2004 წლის 13
მაისს მომჩივან დავით მინდაძის წამებას პოლიციელების მიერ, რაც გამოიხატებოდა
სასტიკ ცემასა და მის მიმართ ელექტროშოკის გამოყენებაში. მე-3 მუხლის დარღვევა
დადგინდა,
აგრეთვე
წამების
ფაქტის
გამოძიების
არაეფექტიანობის
გამო.
სასამართლომ ასევე დაადგინა მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და მე-6
მუხლის დარღვევა.
სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა 28 000 ევროს გადახდა მინდაძის და 16 000
ევროს გადახდა ნემსიწვერიძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების
სახით. 2017 წლის 31 ოქტომბერს დავით მინდაძეს გადაერიცხა კომპენსაციის სახით
მისთვის მიკუთვნებული თანხა, ხოლო ვალერიან ნემსიწვერიძემ რეკვიზიტები
წარმოადგინა დაგვიანებით, 2018 წლის 20 დეკემბერს, შესაბამისად, მას თანხა
ჩაერიცხა 2019 წლის 26 თებერვალს.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ყოველმხრივი,
დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით, დავით მინდაძის
საჩივრის საფუძველზე 2005 წლის 24 თებერვალს დაწყებული სისხლის სამართლის
საქმე 2017 წლის 17 ოქტომბერს გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. პროკურატურისთვის საქმის გადაცემის
შემდეგ, ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა საქმისთვის
მნიშვნელოვანი
ინფორმაციის
მქონე
რამდენიმე
პირი,
მათ
შორის,
ექიმ-
ტრავმატოლოგი გ. ჭ. და მისი კოლეგები. გამოძიებამ ასევე დაგეგმა მინდაძის პირადი
ჩხრეკის ოქმში მითითებული პიროვნებების გამოკითხვა, თუმცა მათი ნაწილის
გამოკითხვა
ობიექტური
მიზეზების
გამო
(გარდაცვალება,
ჯანმრთელობის
მდგომარეობა) ვერ მოხერხდა.
საქმეზე გრძელდება დაგეგმილი საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება.
რაც შეეხება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გასატარებელ ზოგად
ღონისძიებებებს, უნდა აღინიშნოს, რომ მე-3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით,
ზოგადი ღონისძიებები იგივეა, რაც აღინიშნა ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების
აღსრულების საკითხის განხილვისას.
მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გატარებული
ზოგადი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია სსსკ-ში 2018 წლის 21 ივლისს შეტანილი
ცვლილებები, რომლიც თანახმად, თუ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ
სტადიაზე მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან
თუ ამის შესახებ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა განუცხადა სასამართლოს,
მოსამართლე
რეაგირებისათვის
მიმართავს
შესაბამის
გამოძიების
ორგანოს.
ამასთანავე, ზემოაღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში
მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე
ემუქრება,
ან/და
თუ
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
განხორციელდეს
წამება,
მოსამართლეს
მიმართ
დამამცირებელი
გაუჩნდა
განხორციელდა
ან/და
ეჭვი,
რომ
ან
შესაძლოა
არაადამიანური
მოპყრობა,
მოსამართლე უფლებამოსილია განჩინებით დაავალოს იუსტიციის სამინისტროს
სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
გენერალურ
დირექტორს
ასეთი
ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი
განსაკუთრებული ზომების მიღება. ზემოთ მითითებული დებულებები ამოქმედდება
2019 წლის პირველი ივლისიდან.
მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხებზე ეროვნული სასამართლოების
გადაწყვეტილებების
ევროპული
სასამართლოს
პრაქტიკასთან
შესაბამისობის
საილუსტრაციოდ, აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016
წლის
22
აპრილის
№1გ/730-16
განჩინების
მიხედვით,
„მტკიცებულებათა
დასაშვებობის თაობაზე მხარეთა შუამდგომლობების განხილვისას, წინასასამართლო
სხდომის მოსამართლე მიუხედავად იმისა მეორე მხარე ხდის თუ არა სადაოდ
რომელიმე მტკიცებულებას, არ არის შეზღუდული და უფრო მეტიც - სამართლიანი
სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულია, სრულყოფილად შეამოწმოს
მხარეთა მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება და ისე მიიღოს გადაწყვეტილება
მათი დასაშვებად თუ დაუშვებლად ცნობის შესახებ.“
სასამართლო პრაქტიკის ანალიზით ასევე ირკვევა, რომ სასამართლოები
პრიორიტეტს არ ანიჭებენ მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას, როგორც მტკიცებულებას,
განაჩენის გამოტანისას. სასამართლოები პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებების
შემთხვევაში, განიხილავენ გამოძიების ხარისხს და ეჭვქვეშ აყენებენ, ხომ არ არის
გამოძიება ზედაპირული ან მიკერძოებული.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
ზოგადი
ღონისძიებების
ნაწილში
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებების აღსრულების შესწავლისა და შეფასების მიზნით, ასევე,
სამართალდამცავთა
ეფექტიანობის
მიერ
შეფასების
ჩადენილი
კონტექსტში,
შესაძლო
დანაშაულების
კომიტეტს
გამოძიების
მნიშვნელოვნად
მიაჩნია
განიხილოს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გაკეთებულ დამოუკიდებელ
მექანიზმთა შეფასებები, ისევე, როგორც ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი
სტანდარტი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ.
კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვის შვიდწლიანი სტრატეგიის მე-6 სტრატეგიულ
მიმართულებას წარმოადგენს ადამიანის წამებისა და არასათანადო მოპყრობის
წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების განხორციელება გამჭირვალე და დამოუკიდებელი
გამოძიების წარმოების ჩათვლით, ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც
უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ფაქტების დროულ, სრულყოფილ და ეფექტიან
გამოძიებას, წარმოადგენს სტრატეგიული მიმართულების უპირველეს ამოცანას.1
1 „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2014-2020 წლებისთვის)“
დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის
დადგენილების მე-6 სტრატეგიული მიმართულება.
2014
წლის
30
აპრილის
N2315-IIს
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო
სამოქმედო გეგმის2 თანახმად, ერთ-ერთ პრიორიტეტად კვლავ რჩება ადამიანთა
წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან
დასჯის წინააღმდეგ ბრძოლა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სამთავრობო
სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს შემდეგი აქტივობების განხორციელებას:
არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი,
პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება;
წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირება
სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად;
გამოძიების დამოუკიდებლობის, ეფექტანობისა და გამჭვირვალობის
ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა.
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი
მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის
მიხედვით,
გათვალისწინებულია სხვადასხვა აქტივობები შემდეგი მიზნების
მისაღწევად:
არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი,
პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება;
არასათანადო
მოპყრობის
ეფექტიანი
გამოვლენა
და
საჩივრების/ბრალდებების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;
არასათანადო
მოპყრობის
მსხვერპლთა
მოპყრობის
შესახებ
დაცვა,
კომპენსაცია
და
რეაბილიტაცია;
არასათანადო
სწავლებისა
და
შესაბამისი
შესაძლებლობების გაძლიერება, ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოებრივი
ცნობიერების ამაღლება.
ზემოაღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ადამიანთა წამების,
არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის
წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო არ შემოიფარგლება არასათანადო მოპყრობის
წინააღმდეგ
ღონისძიებებს
ბრძოლის
დეკლარირებირებით
სამართალდამცავი
უწყების
და
ახორციელებს
თანამშრომლების
მთელ
მიერ
რიგ
ჩადენილ
დანაშაულებებზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის
მიზნით. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში 2014 წელს
განხორციელებული ვიზიტის დროს, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების
შემლახავი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტმა (CPT)
მითითება გააკეთა საქართველოს მთავრობის მიერ დამოუკიდებელი საგამოძიებო
მექანიზმის შექმნის მზაობაზე. საქართველოში მომდევნო გეგმიური ვიზიტის
2 იხ.
http://myrights.gov.ge/ka/plan/Action%20Plan%202020
(10/09/2018 - 21/09/2018) მომენტისთვის საქართველოს უკვე მიღებული ჰქონდა კანონი
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“. კანონით შეიქმნა ინსტიტუციური
და სამართლებრივი გარანტიები სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის,
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების
წინააღმდეგ
ჩადენილი
დანაშაულის
მიუკერძოებელი
და
სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად. კანონის მიღება ასევე მნიშვნელოვანი იყო
ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულების შესრულების კუთხით.
არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწრაფი გამოძიების მნიშვნელობაზე
არაერთხელ აქვს ნამსჯელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. საქმეზე
„მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ
დაგვიანებით დაწყებული გამოძიება შეუთავსებელია გამოძიების დროულად
ჩატარების ვალდებულებასთან, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ დროსთან ერთად
არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული სამხილები გაქრება და დაზიანებები
მოშუშდება. საქმეზე „ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, სასამართლომ
ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, არასათანადო მოპყრობის
ფაქტებთან დაკავშირებით, სწრაფი გამოძიების აუცილებლობაზე. გადაწყვეტილებაში
ნათქვამია, რომ გამოძიება უნდა იყოს სწრაფი და შესაბამისმა ორგანოებმა სათანადო
დროში უნდა მოახდინონ რეაგირება წამოყენებულ საჩივრებთან მიმართებით. ასევე,
საქმეზე „ენუქიძე-გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, ევროპის ადამიანის
უფლებათა სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიება უნდა წარიმართოს ეფექტიანად,
რაც ნიშნავს, რომ მის საფუძველზე შესაძლებელი უნდა გახდეს შესაბამისი ფაქტების
დადგენა, დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა .
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი დადებითად აფასებს
საქართველოს
მთავრობის
მიერ
„ცინცაბაძის
ჯგუფის“
გადაწყვეტილებების
აღსრულების მიზნით განხორციელებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს
და ამასთანავე გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:
საქართველოს მთავრობამ, მინისტრთა კომიტეტის მომდევნო განხილვაზე
წარადგინოს დეტალური ინფორმაცია მოცემული ჯგუფის საქმეებზე
განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შესახებ;
საქართველოს
პროკურატურამ,
მტკიცებულებათა
დაკარგვისა
და
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადების
გასვლის რისკის გათვალისწინებით, უზრუნველყოს მოცემული ჯგუფის
საქმეებზე მიმდინარე გამოძიებების დროულად და ეფექტიანად წარმართვა
პასუხისმგებელი
პირების
გამოვლენისა
და
შემაჯამებელი
გადაწყვეტილებების მიღების მიზნით;
საქართველოს პროკურატურამ, გააძლიეროს და განავითაროს მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, მათ შორის გეოგრაფიული
ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით;
საქართველოს
მთავრობამ
უზრუნველყოს
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის ამოქმედებისა და გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო
ღონისძიებების დროულად განხორციელება;
საქართველოს მთავრობამ, მინისტრთა კომიტეტის მომდევნო განხილვაზე
წარადგინოს
დეტალური
ინფორმაცია
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის სტატუსის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ;
საქართველოს მთავრობამ, მინისტრთა კომიტეტის მომდევნო განხილვაზე
წარადგინოს დეტალური ინფორმაცია მინდაძე და ნემსიწვერიძის საქმეში
დადგენილი
სამართლიანის
სასამართლოს
უფლების
დარღვევის
ადამიანის
უფლებათა
აღმოფხვრის თაობაზე.
2.1.2. დისკრიმინაციის საქმეები
დისკრიმინაციის
საქმეების
ჯგუფი
აერთიანებს
ევროპული სასამართლოს გადწყვეტილებებს შემდეგ საქმეებზე: „იდენტობა და სხვები
საქართველოს წინააღმდეგ“, „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი
საქართველოს წინააღმდეგ“,
„ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“,
„ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
2.1.2.1. „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
საქმე ეხება 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის
აღსანიშნავად
გამართული
დემონსტრაციის
დროს
ხელისუფლების
წარმომადგენლების მიერ მომჩივნების, „ლგბტ“ აქტივისტების, არასათანადო დაცვას
კონტრდემონსტრანტების
ძალადობისგან.
ევროპული
მე-11
კონვენციის
მუხლის
საქმეში
დარღვევა
სასამართლომ
მე-14
მუხლთან
დაადგინა
ერთად,
სახელისუფლებო ორგანოების მიერ მათი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, უზრუნველეყოთ მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარება. სასამართლომ ასევე
დაადგინა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო ადეკვატური გამოძიების ჩატარება აქციის
მონაწილეთა
არასათანადო
მოპყრობის
ფაქტებზე.
არამატერიალურ
ზიანთან
მიმართებით, საქართველოს მთავრობას დაევალა მომჩივანთათვის 1 500-4 000 ევროს
გადახდა, რაც სახელმწიფომ გადაიხადა დადგენილ ვადაში.
2016 წლის 7 ივლისს, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით, საქმე გადაეცა
საქართველოს
მთავარი
პროკურატურის
საგამოძიებო
ნაწილს.
განახლებული
გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა მრავალი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება −
დაიკითხნენ მოწმეები, განხორციელდა დოკუმენტებისა და ვიდეოჩანაწერების
დათვალიერება და სხვა. 2017 წლის 16 თებერვლის დადგენილების საფუძველზე,
„იდენტობის“ საქმის მომჩივნების ცნობილ იქნენ დაზარალებულებად.
გამოძიებით დადგინდა, რომ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული,
რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სპეციალურ ნორმას და სრულად მოიცავს
შემდეგ ქმედებებს - ძალადობას, ძალადობის მუქარას. ამასთან, გამოძიებით არ
დადასტურდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა რომელიმე
ქმედების ჩადენის ფაქტი.
ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი
ნაწილის
,,ა“
ქვეპუნქტის
შესაბამისად,
პირი
თავისუფლდება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ორი წელი იმ
დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან
მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი
წლით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გათვალისწინებული
მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას,
ბრალდეული პირების ქმედებები ამ ეტაპისათვის არის ხანდაზმული., რის გამოც
საგამოძიებო
უწყება
მოკლებულია
შესაძლებლობას,
დაიწყოს
სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ.
2.1.2.2. „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს
წინააღმდეგ“
საქმე
ეხება
ბასილ
მკალავიშვილის
(მამა
ბასილი)
ხელმძღვანელობით
მართლმადიდებელ მორწმუნეთა ჯგუფის მიერ თეატრის შენობაში შეკრებილი
იეჰოვას მოწმეთა 120 წევრზე თავდასხმის ფაქტს. 1999 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის
ნოემბრამდე იეჰოვას მოწმეებზე სულ განხორციელდა 138 სასტიკი თავდასხმა,
კომპეტენტურ ორგანოებში შევიდა 784 საჩივარი. არცერთ საჩივარზე არ ჩატარებულა
ეფექტიანი გამოძიება. აღნიშნულის გათვალისწინებთ, გლდანის კონგრეგაციის
საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლების
დარღვევა, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში და
მომჩივნებს სამართლიანი დაკმაყოფილების სახით, საერთო ჯამში, მიაკუთვნა 42 123
ევრო. თანხა ჩაერიცხა ყველა მომჩივნს, ვინც წარადგინა საბანკო რეკვიზიტები.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის
საგამოძიებო ნაწილში 2016 წლის 30 ნოემბერს დაიწყო წინასაგამოძიებო საქმის
წარმოება. იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული ინციდენტებიდან გასულია
დაახლოებით 20 წელი, დღეის მდგომარეობით ყველა სავარაუდო დანაშაულთან
მიმართებით გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი
სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, ბრალდების მხარე
მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, გამოძიება აწარმოოს და სისხლის
სასართლებრივი დევნა დაიწყოს ხანდაზმულ ფაქტებზე.
2.1.2.3. „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
საქმე ეხება 2000-2001 წლებში იეჰოვას მოწმეების მიმართ ძალის გამოყენებასა და
თავდასხმებთან
დაკავშირებულ
ოცდაათ
საქმეს.
ზემოაღნიშნულ
ფაქტებზე
მომჩივნებმა, დაახლოებით, 160 საჩივარი წარადგინეს საგამოძიებო ორგანოებში,
თუმცა, კონკრეტული შედეგი არცერთ საჩივარს არ მოჰყოლია. ბეღელურის საქმეში
სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლების დარღვევა,
როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში. სასამართლოს
დააკისრა სახელმწიფოს თითოეული მომჩივნის მიმართ, რომელთა მიმართაც
დადგინდა დარღვევა, 350 ევროს გადახდა მორალური ზიანისთვის და, ჯამში, 15 000
ევროს გადახდა ყველა მომჩივნისთვის ხარჯების ასანაზღაურებლად. თანხა ჩაერიცხა
ყველა მომჩივნს, ვინც წარადგინა საბანკო რეკვიზიტები.
იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული ინციდენტებიდან გასულია
დაახლოებით 18 წელი, დღეის მდგომარეობით ყველა სავარაუდო დანაშაულთან
მიმართებით გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი
სისხლისსამართლებრივი
დევნის ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, ბრალდების
მხარე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, გამოძიება აწარმოოს და სისხლის
სასართლებრივი დევნა დაიწყოს ხანდაზმულ ფაქტებზე.
2.1.2.4. „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
საქმე ეხება 13 ქართველი იეჰოვას მოწმის მიმართ განხორციელებული
სავარაუდო ძალის გამოყენებასა და თავდასხმებთან დაკავშირებულ 5 საქმეს.
სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა ცალკე და მე-14
მუხლთან
ერთობლიობაში,
რამდენადაც
ჩათვალა,
რომ
სასამართლოს
მიერ
მომჩივანთა საჩივრების განხილვა იყო უმეტესად ზედაპირული და მიკერძოებული.
სასამართლომ მომჩივნებს მთლიანობაში მიაკუთვნა 21 000 ევრო მატერიალური და
მორალური ზიანის, ასევე ხარჯების ანაზღაურების სახით. თანხა ჩაერიცხა ყველა
მომჩივნს, ვინც წარადგინა საბანკო რეკვიზიტები.
იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული ინციდენტებიდან გასულია
დაახლოებით 18 წელი, დღეის მდგომარეობით ყველა სავარაუდო დანაშაულთან
მიმართებით გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი
სისხლისსამართლებრივი
დევნის ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, ბრალდების
მხარე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, გამოძიება აწარმოოს და სისხლის
სასართლებრივი დევნა დაიწყოს ხანდაზმულ ფაქტებზე.
ზოგადი ღონისძიებები დისკრიმინაციი საქმეებთან დაკავშირებით:
2014 წლის 2 მაისს მიღებული იქნა საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის
ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც ქმნის ნებისმიერი პირისთვის
კანონით
გათვალისწინებული
უფლებებით
თანასწორად
სარგებლობისთვის
მნიშვნელოვან საფუძველს, აბსოლუტურად ყველა სფეროში; ასევე, 2014 წელს
მიღებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც მიზნად
ისახავს
ძლიერი,
ეფექტიანი
და
სტაბილური
სახელმწიფო
ინსტიტუტების
მშენებლობას და ამკვიდრებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და
სისხლისსამართლებრივი
დევნის
კუთხით
უნდა
აღინიშნოს
პროკურატურის
სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე
სულ შესწავლილია 359 სისხლის სამართლის საქმე - 2016 წელს - 63 საქმე, 2017 წელს
86, ხოლო 2018 წელს 210.
2018 წელს შესწავლილი 210 საქმიდან, სხვებს შორის, სქესის/გენდერის ნიშანს
ეხებოდა 112 საქმე, გენდერულ იდენტობას - 29, სექსუალურ ორიენტაციას 28, ხოლო
რელიგიას - 23.
2016-2018 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 239 პირის მიმართ 2016 წელს 44, 2017 წელს - 44, ხოლო 2018 წელს 151 პირის მიმართ. 2018 წელს
სისხლისსამართლებრივი დევნა, სხვებს შორის, სქესის/გენდერის ნიშნით დაიწყო 111
პირის მიმართ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით - 15 პირის მიმართ, გენდერული
იდენტობის ნიშნით 12 პირის მიმართ, რელიგიური ნიშნით - 2 პირის მიმართ. რაც
შეეხება განაჩენთა რაოდენობას, ამ კატეგორიის საქმეებზე, 2018 წელს სულ გამოვიდა
81 განაჩენი - საიდანაც გამამტყუნებელი იყო 88%, ხოლო გამამართლებელი - 12%.
ზემოხსენებული
2018
წლის
განაჩენებიდან
სსკ-ის
531
მუხლი
(სასჯელის
დამამძიმებელი გარემოებები) გამოყენებულ იქნა საქმეთა 35%-ში.
პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში შემუშავდა
რეკომენდაცია, რომელიც ეხება რელიგიურ შეუწყნარებლობასთან დაკავშირებით
საქართველოს
სისხლის
სამართლის
განმარტებას,
რელიგიურ
კანონმდებლობაში
შენობა-ნაგებობათა
არსებული
დაზიანებას,
ნორმების
ვერბალური
შეურაცხყოფის მიყენების სამართლებრივ კვალიფიკაციასა და სხვა მნიშვნელოვან
საკითხებს.
საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. სიძულვილით
მოტივირებული დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ საზოგადოების პროაქტიული
ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, როგორც 2017, აგრეთვე 2018
წელს
საქართველოს
პროკურატურის
ვებ-გვერდზე
აქტიურად
ქვეყნდებოდა
ინფორმაცია სექსუალური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ
ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების
თაობაზე, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირებასა
და ცნობიერების ამაღლებას.
2018 წელს საქართველოს პროკურატურაში განხორციელდა სპეციალიზაცია,
შეირჩნენ პროკურორები, რომლებმაც გადამზადების ინტენსიური კურსები გაიარეს
და
სიძულვილით
მოტივირებულ
დანაშაულებზე
იმუშავებენ.
პროკურორთა
სპეციალიზაცია 2019 წელსაც გაგრძელდება და საქართველოს ყველა ტერიტორიულ
დანაყოფს მოიცავს.
შინაგან
საქმეთა
სამინისტროში
გაიზარდა
გამომძიებელთა
ცნობიერება
სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების შესახებ და დაიხვეწა გამოძიების
პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა.
ევროპის საბჭოს კვლევის თანახმად, რომელიც პროექტის „დისკრიმინაციის,
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ
ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში 2018 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში
ჩატარდა, დისკრიმინაციის შემთხვევებზე პოლიციისადმი ნდობა მაღალია. კერძოდ,
კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარმა იცის, რომ სიძულვილით
მოტივირებული დანაშაულის ან სიძულვილის ენის მსხვერპლს შეუძლია მიმართოს
პოლიციას, სასამართლოს და სახალხო დამცველის ოფისს. აღნიშნული კვლევის
შედეგებით დგინდება, რომ გამოკითხულთა ყველაზე მეტი (62%) ნდობას პოლიციას
უცხადებს.
რაც შეეხება საქალაქო/რაიონული სასამართლოების მიერ რელიგიური და
სქესობრივი ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით განხილულ
საქმეებს, საქალაქო/რაიონული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში
სსკ-ის
531-ე
მუხლით
(ცვლილებამდე
53-ე
მუხლის
მე-31
ნაწილით)
გათვალისწინებული შეუწყნარებლობის მოტივი, როგორც სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება 2018 წელს გამოყენებულ იქნა 58
შემთხვევაში,
აქედან
შეუწყნარებლობას,
2
საქმე
ერთი
ეხებოდა
საქმე
-
გენდერული
სქესობრივი
იდენტობის
ნიშნით
ორიენტაციის
ნიშნით
შეუწყნარებლობას, ერთი საქმე - სქესის ნიშნით შეუწყნარებლობას არასრულწლოვანი
ქალის მიმართ, ერთი საქმე სხვა ნიშნით შეუწყნარებლობას (განსხვავებული ჩაცმის
სტილი, შეხედულებები და ა.შ.) ოჯახში ძალადობის დროს; 29 საქმე ეხებოდა ოჯახის
ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენას, ხოლო 24
საქმე
-
სქესობრივი
ან
გენდერული
ნიშნით
შეუწყნარებლობას
ოჯახური
დანაშაულის/ოჯახში ძალადობის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული
დანაშაულების
მიმართულებით
სასამართლო
თუ
საგამოძიებო
ორგანოების
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა აქტიურად გრძელდება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს საქმეების აღსრულების მიზნით, საქართველოს
მთავრობის მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს.
ამადროულად, კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
უზრუნველყოს მინისტრთა კომიტეტის მიერ აღნიშნული ჯგუფის საქმეების
გამოძიებასთან
დაკავშირებით
მოთხოვნილი
ინფორმაციის
დადგენილ
ვადაში წარდგენა;
უზრუნველყოს
მინისტრთა
კომიტეტისთვის
სიძულვილით
მოტივირებული
დანაშაულების
დისკრიმინაციისა
გამოძიების
სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა.
და
შესახებ
2.1.3. მოსამართლეთა საქმეები
მოსამართლეთა
საქმეები
მოიცავს
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს ორ გადაწყვეტილებას, რომლებიც შეეხება მოსამართლეების მიმართ
წარმართულ დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს.
2.1.3.1. სტურუა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №45729/05, 2017 წლის
28 მარტის გადაწყვეტილება
საქმე ეხება მიტროფანე სტურუას საჩივარს, რომელიც 1999 წელს დაინიშნა აბაშის
რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ 10 წლის ვადით და რომლის მიმართ
დისციპლინური დევნა აღიძრა საქმის უსაფუძვლო გაჭიანურების მოტივით.
ევროპულმა სასამარლომ დაადგინა დისციპლინური სამართალწარმოების დროს
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა, რადგან ამ სამართალწარმოების
პროცესში საჩივრის განმხილველი 8 წევრისაგან შემდგარი სადიციპლინო საბჭოს 4
წევრი ასევე მონაწილეობდა მისი გათავისუფლების პროცესში სადისციპლინო
კოლეგიის (პირველი ინსტანციის) ფორმატში.
სასამართლომ მომჩივნის სასარგებლოდ საქართველოს მთავრობას დააკისრა 3
500 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ და 3 380 ევრო ხარჯების
ასანაზღაურებლად, რაც გადახდილია დადგენილ ვადაში.
2.1.3.2. გაბაიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №13723/06, 2017 წლის 12
ოქტომბრის გადაწყვეტილება
საქმე შეეხება ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის საჩივარს,
რომლის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო დისციპლინური
სამართალწარმოება მსჯავრდებულის თოთხმეტი დღის განმავლობაში უკანონო
პატიმრობაში დატოვების გამო. სადიციპლინო საბჭომ დაადგინა, რომ მომჩივანმა
ჩაიდინა „კანონის უხეში დარღვევა“. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, რადგან დისციპლინური სახდელის
საკითხის განხილვა მოხდა სადისციპლინო საბჭოს ერთი და იმავე წევრების მიერ,
ორივე - პირველი და სააპელაციო წესით.
სასამართლომ მომჩივნის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 3 500 ევრო
მორალური ზიანის სანაცვლოდ და 2 140 ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც
სახელმწიფომ გადაიხადა დადგენილ ვადაში.
ზოგადი ღონისძიებები მოსამართლეების საქმეებთან დაკავშირებით:
ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები ეხებოდა 2004-2005
წლებს და იმ დროინდელი საკანონმდებლო რეგულაციები დღეს უკვე აღარ
მოქმედებს.
დღეს
დისციპლინური
მოქმედი
მექანიზმი
სამართალწარმოების
გამორიცხავს
თვითნებურად
მოსამართლის
მიმართ
დაწყებას,
საქმის
ასევე
თვითნებურ შესწავლას/გამოკვლევას, სახდელის დაკისრებასა და ერთი და იგივე
პირების მონაწილეობას დისციპლინური სამართალწარმოების სხვადასხა ეტაპებზე,
რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ საქმეებში, რაც უზრუნველყოფს მომავალში
მსგავსი დარღვევების პრევენციას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მოსამართლეთა საქმეების გადაწყვეტილებებზე
ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს.
ამავდროულად, კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
უზრუნველყოს მინისტრთა კომიტეტის მიერ აღნიშნული ჯგუფის საქმეებზე
მოთხოვნილი ინდივიდუალური ღონისძიებების შესახებ
ინფორმაციის
დადგენილ ვადაში წარდგენა.
2.1.4. ბავშვებთან/მშობლის უფლებებთან დაკავშირებული საქმეები
აღნიშნული ჯგუფი აერთიანებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებებს შემდეგ საქმეებზე: „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, „ნ.წ. და
სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“.
2.1.4.1. „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“
საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის
დარღვევა, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ გაითვალისწინეს
სოციალური მუშაკების/ფსიქოლოგების დასკვნები ბავშვის რთულ ფსიქოლოგიურ
მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოში, რასაც ის განიცდიდა მშობლებთან
კონტაქტის არქონის გამო. სასამართლოებმა ვერ მოახერხეს ბავშვის საუკეთესო
ინტერესების განსაზღვრა, საქმის სპეციფიკური გარემოებებიდან გამომდინარე.
სასამართლომ მომჩივანს სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 9 100 ევრო
მიაკუთვნა. კერძოდ, 300 ევრო − მატერიალური ზიანის, 8 000 ევრო − მორალური
ზიანის და 800 ევრო − ხარჯების სახით. მთავრობამ აღნიშნული თანხა გადაიხადა
სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.
2.1.4.2. „ნ. წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
საქმეში სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, რაც
განპირობებული იყო იმით, რომ განსახილველ საქმეში სოციალური მომსახურების
სააგენტო სამართალწარმოებაში ჩაერთო ფორმალურად, მხოლოდ სააპელაციო
სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპიდან „დაინტერესებული პირის“ სტატუსით.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ
ითვალისწინებს რაიმე დებულებას „დაინტერესებული პირის“ სტატუსისა და მისი
საპროცესო უფლებების შესახებ. აქედან გამომდინარე, ევროპული სასამართლოსთვის
გაურკვეველი იყო, რამდენად შეძლო სოციალური მომსახურების სააგენტომ,
ეფექტურად წარმოედგინა ბავშვების ინტერესები, მაშინ, როცა მას არ გააჩნდა
ფორმალური პროცესუალური სტატუსი. აგრეთვე, სოციალური მომსახურების
სააგენტოს მიერ შედგა მხოლოდ რამდენიმე ანგარიში და მას არ ჰქონია ბავშვებთან
რეგულარული და ხშირი კონტაქტი. ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვები
არ იყვნენ სათანადოდ ჩართულნი სამართალწარმოებაში ეროვნულ დონეზე და
ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების
სათანადო შეფასება.
სასამართლომ მომჩივნებს მიაკუთვნა 10 000 ევრო მორალური ზიანის
ასანაზღაურებლად, ხოლო 900 ევრო − ეროვნულ სამართალწარმოებაში გაწეული
ხარჯებისათვის, რაც მთავრობამ გადაიხადა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
ზოგადი ღონისძიებები
2018 წლის 17 აპრილს დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო
სამოქმედო გეგმა (2018-2020 წლებისთვის), რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი
ეთმობა ბავშვთა უფლებებს. კერძოდ, სამოქმედო გეგმის მიზანია ბავშვზე მორგებული
მართლმსაჯულების
სისტემის
შექმნა
და
თანაბარი
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა; ბავშვთა დაცვის საკითხებზე უწყებათაშორისი თანამშრომლობის
გაძლიერება; შიდა მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესება და სხვა.
2019 წლის 13 თებერვალს მოხდა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის
ინიცირება საქართველოს პარლემენტში. კოდექსის მიზანია, შექმნას ერთიანი
სამართლებრივი
საფუძველი
,,ბავშვის
უფლებების
შესახებ”
კონვენციით
აღიარებული ბავშვის უფლებების რეალიზაციისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტით დადგენილია
ბავშვის უფლება, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას
უპირატესობა მის საუკეთესო ინტერესებს მიენიჭოს, რაც უნდა განისაზღვროს
ინდივიდუალურად,
თითოეულ
ბავშვთან
მიმართებით
ბავშვის
უფლებათა
კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის,
მისი დამატებითი ოქმების და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
კოდექსით
დადგენილი
ბავშვის
საუკეთესო
ინტერესების
უპირატესად
გათვალისწინება სავალდებულოა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო
ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულებების და იურიდიული და
ფიზიკური პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების
მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას.
სამოქალაქო
საქმეებზე
არასრულწლოვანთათვის
სასამართლოს
ხელმისაწვდომობის უფლების უზრუნველყოფის კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ
თბილისის
საქალაქო
სასამართლოს
საოჯახო-სამართლებრივი
დავების
განმხილველი მოსამართლეები განთავსდნენ ბავშვზე მორგებულ გარემოში, ცალკე
შენობაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი შენობის ბაზაზე მოეწყო
და აღიჭურვა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ბავშვზე მორგებული
გარემო შეიქმნა ასევე რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
იუსტიციის
უმაღლესმა
საბჭომ
2018
წლის
25
ივნისს
მიიღო
№1/215
გადაწყვეტილება ბავშვის უფლებების სფეროში მოსამართლის სპეციალიზაციის
სტანდარტის დამტკიცების შესახებ. ბავშვის უფლებების სფეროში მოსამართლის
სპეციალიზაციის სტანდარტი ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან.
ზოგადი ღონისძიებები „ნ.წ. და სხვების” საქმეზე
ნ.წ. და სხვების საქმის აღსრულებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ
2018 წლის 13 ივნისს პარლამენტმა მიიღო კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“.
კანონით
განსაზღვრულია
სოციალური
მუშაკის
სოციალური
მუშაობის
ძირითადი
პრინციპები,
სამართლებრივი
სტატუსი,
სოციალური
გარანტიები,
ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები, ასევე, სოციალური მუშაკის მიერ
განსახორციელებელი ღონისძიებები.
შედეგად,
შეიქმნა
სოციალური
მუშაობის
ერთიანი
სისტემა,
რომელიც
უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის უფლებების დაცულობას, რომელიც
სახელმწიფოს მხრიდან გვერდით დგომას საჭიროებს, ასევე თითოეული სოციალური
მუშაკისთვის გარანტიების შექმნას იმისათვის, რომ მან პირნათლად შეასრულოს
მისთვის დაკისრებული მოვალეობა და უზრუნველყოს თითოეული ბენეფიციარის
უფლებების რეალიზება.
კანონით ერთმანეთისგან გამიჯნულია სოციალური მუშაკის ძირითადი და
სპეციალური ფუნქციები, რათა სოციალურმა მუშაკმა კვალიფიციურად შეძლოს
თავისი ფუნქციების შესრულება, მისთვის ნათელი და მკაფიო იყოს საკუთარი
უფლებამოსილებები. პრევენციული სოციალური მუშაობა განსაზღვრულია, როგორც
სოციალური მუშაკის უმთავრესი ფუნქცია.
კანონით განსაზღვრულია სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაცია.
კანონი სოციალური მუშაკის პროფესიისათვის აყალიბებს ძირითად მოთხოვნებს და
ადგენს, თუ რა კომპეტენციებს უნდა ფლობდეს სოციალური მუშაკი. მათ შორის,
სწორედ აღნიშნული რეგულაცია იწვევს ამ პროფესიის რეგულირებად პროფესიად
ქცევას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოციალური მუშაკის კვალიფიკაციის
ამაღლებას
და
ხარისხიანი
სოციალური
მუშაობის
სისტემის
ჩამოყალიბებას
საქართველოში.
აღნიშნული კანონი ასევე ითვალისწინებს სოციალურ მუშაობას ბავშვსა და
ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის სფეროში, რაც
გულისხმობს ბავშვის მხარდაჭერას, მისი საუკეთესო ინტერესის დაცვას, მის
მეურვეობას, მზრუნველობას და საპროცესო წარმომადგენლობას. „სოციალური
მუშაობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ეს რეგულაცია პასუხობს ნ.წ. და
სხვების საქმეში დადგენილ დარღვევებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა 2018 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე იმსჯელა და დაამტკიცა „სოციალური
მუშაობის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონის აღსრულების
სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმაში დეტალურად გაიწერა ყველა ის მიმართულება
და საკითხი, რაც კანონის სრულყოფილი იმპლემენტაციისთვისაა აუცილებელი. მათ
შორის,
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტები,
სოციალური
მუშაკების
სერტიფიცირებასთან და მათ რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხები.
რაც შეეხება ეროვნული სასამართლოების პრაქტიკას, აღსანიშნავია, რომ
ბავშვთან დაკავშირებულ დავებში სასამართლოები ბავშვს რთავენ თანამოპასუხედ და
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელს ნიშნავენ ბავშვის
საპროცესო წარმომადგენლად, რა დროსაც მითითებას აკეთებენ ნ.წ. და სხვების
გადაწყვეტილებაზე.
2018 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოიცა სახელმძღვანელო „ბავშვის
მეურვეობის
საკითხები
ფსიქოლოგიური
და
სამოქალაქო
სამართლებრივი
სამართალწარმოებაში
ასპექტი)“.
ნაშრომი
(ზოგიერთი
მოიცავს,
როგორც
ფსიქოლოგიურ, ასევე სამართლებრივ ასპექტებს, ყურადღებაა გამახვილებული
სასამართლოში ბავშვის მოსაზრების მოსმენისას არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური
თავისებურებების გათვალისწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც
ეხმარება მოსამართლეს სწორად შეაფასოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
ზოგადი ღონისძიებები „გ. ს.“-ს საქმეზე
მითითებული საქმის აღსრულების ზოგად ღონისძიებებთან დაკავშირებით,
აღსანიშნავია
მთავრობის
მიერ
გადადგმული
ნაბიჯები
ჰააგის
კონვენციის
იმპლემენტაციის თაობაზე. ასევე, გაიზარდა საქართველოს ცენტრალური ორგანოს
როლი და განისაზღვრა შესაბამისი პროცედურა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას
არამართლზომიერად
უსაფრთხო
გადაადგილებულ
დაბრუნების
მიზნით
ან
და
დაკავებულ
ბავშვთა
დადგინდა
ახალი
სწრაფი
და
რეგულაციები
არასრულწლოვანთა საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით.
2018
წელს,
სამინისტროს
ბავშვთა
საერთაშორისო
ინიციატივით
და
გატაცების
მონაწილეობით
საქმეებზე
მომზადდა
იუსტიციის
პრაქტიკული
სახელმძღვანელო, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ჰააგის კონვენციის ეფექტიან
იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. სახელმძღვანელო
უმთავრესად
გამიზნულია
მოსამართლეების,
პრაქტიკოსებისა
და
სხვა
დაინტერესებული პირებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ ბავშვთა საერთაშორისო
არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეების განხილვის პროცესში.
რაც
შეეხება
ბავშვთა
საერთაშორისო
გატაცების
საკითხზე
გამართულ
ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს, საილუსტრაციოდ აღსანიშნავია, რომ 2017
წლის 5-8 ოქტომბერს ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების
შესახებ
1980
წლის
ჰააგის
კონვენციის
შესახებ
მოსამართლეებისთვის,
ხოლო,
2018
8-9
წლის
ჩატარდა
დეკემბერს
ტრენინგი
სასამართლოს
მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო სიტუაციებში მყოფ
ბავშვთა დაცვა (ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ
ჰააგის 1980 წლისა და მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების
შესრულებასთან
დაკავშირებით
იურისდიქციის,
გამოსაყენებელი
სამართლის,
აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის თაობაზე 1996 წლის კონვენციები)“.
2.1.4.3. „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“
აღნიშნულ საქმეში სასამართლომ მომჩივნის სათანადოდ ინფორმირებულობასა
და
მისი
მონაწილეობით
საქმის
ხელახლა
განხილვის
შესაძლებლობაზე
მსჯელობასთან დაკავშირებით, დაადგინა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის
პირველი პუნქტის დარღვევა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვერ შეძლო მომჩივნის სათანადოდ დაბარება და
ორი დაუსწრებელ სამართალწარმოებაში მისიმონაწილეობის უზრუნველყოფა.
სასამართლომ მომჩივანს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 500 ევრო
მიაკუთვნა, რაც გადახდილია დადგენილ ვადაში. მომჩივანს არ მიუმართავს
სასამართლოებისთვის საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გატარდა ზოგადი ღონისძიებები.
კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესული ცვლილების
თანახმად,
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში,
მოსარჩელე
ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით,
სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული
ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა,
სარჩელში სხვა საკითხებთან ერთად, უნდა აღინიშნოს მოპასუხის ძირითადი
მისამართი და ასევე მისი ალტერნატიული მისამართი. აღნიშნული რეგულაციები კი
იძლევა მოპასუხისათვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების სათანადოდ
ჩაბარების შესაძლებლობას.
ასევე აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა პრაქტიკული
სახელმძღვანელო
სამოქალაქო
ურთიერთდახმარების
საქმეებზე
თაობაზე.
საერთაშორისო
სახელმძღვანელოში
სამართლებრივი
განმარტებულია
ისეთი
საკითხები, როგორებიცაა მინსკის კონვენციის, სამართლებრივი დახმარების სფეროში
გაფორმებული 12-მდე ორმხრივი შეთანხმებებისა და საერთაშორისო კერძო
სამართლის
შესახებ
კანონის
ნორმები,
ასევე
პრაქტიკული
რეკომენდაციები
სამართლებრივი დახმარებით მიმართვის, შუამდგომლობის მომზადების და სხვა
საკთხებზე.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ
დამუშავდა და გამოქვეყნდა გზამკვლევი ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6
მუხლთან
-
სამართლიანი
სასამართლო
განხილვის
უფლება
(სამოქალაქო
სამართლებრივი ასპექტები), დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
აღსანიშნავია, რომ ადამაინის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის ინიციატივით შემუშავდა და საქართველოს პარლამენტს განსახილველად
წარედგინა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტი.
შეუწყოს
კოდექსის მიზანია ხელი
ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინებას, მისი
ღირსების,
სიცოცხლის,
ჯანმრთელობის,
უსაფრთხოების,
კეთილდღეობის,
განათლების, განვითარების და სხვა ინტერესების რეალიზებას და დაცვას. კოდექსის
შემუშავების ერთ-ერთ მიზანს ასევე წარმოადგენს სამართლებრივი საფუძლის შექმნა
ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემის და ბავშვის მხარდაჭერის ეროვნული სისტემის
შექმნისა
და
ეროვნული
ფუნქციონირებისათვის.
სისტემა“
კოდექსის
პროექტში
როგორც
კანონმდებლობა,
განმარტებულია,
„ბავშვის
დაცვის
პოლიტიკა,
რეგულაციები და მომსახურებები სოციალური კეთილდღეობის, განათლების,
ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სისტემებში, რაც ემსახურება
ბავშვის დაცვასთან დაკავშირებული რისკების პრევენციასა და აღმოფხვრას. ბავშვთა
დაცვის სისტემა მხარს უჭერს და აძლიერებს ბავშვს და მის აღზრდაზე პასუხისმგებელ
პირებს, რათა ხელი შეუწყოს სოციალურ ინკლუზიას და მაქსიმალურად შეამციროს
ოჯახიდან ბავშვის განცალკევების რისკები. ბავშვთა დაცვის სისტემა ემსახურება
ოჯახში, განათლების, ჯანდაცვის, მართლმსაჯულების სისტემაში და სხვა ნებისმიერ
ადგილას ბავშვთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის, მათ შორის, ფიზიკური
დასჯის, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ექსპლუატაციის,
ტრეფიკინგის, ბავშვით ვაჭრობის, ზიანისშემცველი ტრადიციების პრევენციასა და
აღმოფხვრას. „ბავშვის მხარდაჭერის ეროვნული სისტემა“ კი განმარტებულია,
როგორც სახელმწიფოს მიერ საკანონმდებლო, სოციალური, საგანმანათლებლო და
სხვა ზომების ერთობლიობა, რომელიც ემსახურება ბავშვის შესაძლებლობების
გაძლიერებას
მისი
ყველა
უფლებისა
და
თავისუფლებების
მის
მიერვე
დამოუკიდებლად განხორციელების მიზნით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების
უპირატესი გათვალისწინებით, ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობით, მისი
მოსაზრებების მოსმენითა და მონაწილეობის უზრუნველყოფით, დისკრიმინაციის
გარეშე. კოდექსის შექმნის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აღმასრულებელი
და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში არსებული
საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მოწვეული
ექსპერტები.
ასევე უნდა აღინიშნოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტის
ინიციატივით
დაწყებული
სოციალური
მუშაკის
ინსტიტუციონალური რეფორმა. 2018 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა
მიიღო კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“, რომლითაც შეიქმნა სოციალური
მუშაკის ინსტიტუტის საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩო და უზრუნველყოფილი
იქნა მისი მდგრადი განვითარების გარანტიები. სოციალური მუშაკის რეფორმაზე
მუშაობის
პროცესში
აღმასრულებელი
საერთაშორისო
აქტიურად
იყვნენ
ხელისუფლების
ორგანიზაციები
და
ჩართული
წარმომადგენლები,
მოწვეული
საკანონმდებლო
და
ადგილობრივი
და
ექსპერტები.
საქართველოს
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტმა შეიმუშავა და 2018 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე დაამტკიცა აღნიშნული
კანონის აღსრულების სამოქმედო გეგმა, ხოლო 2019 წლის 29 მარტს, კანონის
დებულებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით ამავე კომიტთან შექმნა
სამუშაო ჯგუფი.
კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული
საქმეების აღსრულების მიზნით მიღებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს
და მის აქტიურ მონაწილეობას საკანონმდებლო პროცესში. კომიტეტი ასევე
მიესალმება ბავშვებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს
უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმძღვანელოების
გამოცემას და მიაჩნია, რომ აღნიშნული
უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია
არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ამავდროულად, კომიტეტი
გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:
საქართველოს
მთავრობამ
აქტიურად
მიიღოს
მონაწილეობა
„ბავშვის
უფლებათა კოდექსის“ პროექტის განხილვის პროცესში;
საქართველოს მთავრობამ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა „სოციალური
მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სამოქმედო გეგმის განხორციელების
პროცესში;
საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ანგარიშში მითითებული უწყებების
წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი პრაქტიკული ხასიათის
შეხვედრების
პერმანენტულად გამართვა და გადამზადების კურსების
ჩატარება.
2.1.5. სხვა გადაწყვეტილებები
2.1.5.1. შამაევი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ, საჩივარი
№36378/02, 2005 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება
საქმე ეხება საქართველოში 13 მომჩივნის უკანონო დაკავებას და მათ
საექსტრადიციო პატიმრობას, რის გამოც დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 და
მე-5 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების დარღვევა
გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ მომჩივნებს არ მიუღიათ არანაირი ინფორმაცია მათ
საექსტრადიციო პატიმრობასთან დაკავშირებით. შესაბამისმა უფლებამოსილმა
პირებმა არ უზრუნველყვეს ინფორმაციის მიწოდება მომჩივნებისთვის და მათთვის
შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა, რის შედეგადაც მომჩივნებს წაერთვათ მათი
პატიმრობის გასაჩივრების უფლება.
სასამართლომ
მომჩივნისთვის
საქართველოს
ერთობლივად
დააკისრა
84
ასანაზღაურებლად
500
ევროს
როგორც
გადახდა
ყველა
არამატერიალური
ზიანის, ისე, ყველა სხვა ხარჯისა და დანახარჯის ანაზღაურების მიზნით, რაც
გადახდილია.
აღსრულების მიზნით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წლის 8
აგვისტოს
დაიწყო
გამოძიება
მომჩივანთა
მიმართ
სამსახურებრივი
უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე. განახლებული გამოძიების
პირობებში ჩატარდა ყველა ის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლებიც
მიზნად ისახავდა ინციდენტის ყოველმხრივ და სრულ გამოძიებას. ფაქტის ახალი
გამოძიება იყო მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და შედგებოდა ყველა იმ
გონივრული ნაბიჯისგან, რომლებიც საჭირო იყო მტკიცებულებების მოპოვების
უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ საკმარისად დიდი დრო იყო
გასული განსახილველი ფაქტის შემდეგ. გამოძიებამ გამოიჩინა საკმარისი ძალისხმევა
საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწრაფად დასადგენად. გამოძიების პროცესში
მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები შეფასდა სრულად და ობიექტურად.
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის
333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. აღნიშნული
მუხლი განეკუთვნება სამოხელეო დანაშაულთა კატეგორიას, რომელზედაც სსკ-ის 71ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 15 წლით. ვინაიდან
მითითებულ ინციდენტი მოხდა 2002 წლის 3-4 ოქტომბერს, სავარაუდოდ მომხდარ
დანაშაულზე, ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა - 2017 წლის 4 ოქტომბერს.
რაც შეეხება საქმეზე გატარებულ ზოგად ღონისძიებებს, 2010 წლის 21 ივლისს
მიღებული
იქნა
კანონი
თანამშრომლობის
„სისხლის
შესახებ“,
სამართლის
რომელიც
სფეროში
დეტალურად
საერთაშორისო
აწესრიგებს
პირის
ექსტრადირების საკითხს, განსაზღვრავს მესამე სახელმწიფოსთვის პირის გადაცემის
წესს, გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ექსტრადიცია დაუშვებელია.
კანონი,
ასევე,
მკაფიოდ
ადგენს
წინასაექსტრადიციო
და
ექსტრადიციის
პროცედურათა რეგულაციებს. ამასთან, კანონი ითვალისწინებს ექსტრადიციას
დაქვემდებარებული
პირისთვის
აღკვეთის
ღონისძიების
შეფარდების
წესს,
ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დეტალურ რეგულაციას და
გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმს.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ კანონში 2018 წელს განხორციელდა
მნიშვნელოვანი
ცვლილებები.
ცვლილებებით
საქართველოს
კანონმდებლობა
შესაბამისობაში მოვიდა „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე
დამატებითი ოქმთან“ და ევროპულ კონვენციასთან „დანაშაულებრივი გზით
მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და
ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“. ცვლილებებით ახლებურად დარეგულირდა
საექსტრადიციო
ინსტიტუტი;
პროცედურები:
გამარტივდა
შემოვიდა
სახელმწიფოს
გამარტივებული
ექსტრადიციის
ტერიტორიაზე
მყოფი
პირის
დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოკითხვა და უცხო
სახელმწიფოს ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარება; დაიხვეწა საერთაშორისო
თანამშრომლობა ქონების ჩამორთმევის პროცესში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს საქმის აღსრულების მიზნით, საქართველოს
მთავრობის მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს.
2.1.5.2. მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი
№35254/07, 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება
აღნიშნულ საქმეში მომჩივანი დაავადებული იყო ტუბერკულოზით და დააკავეს
2006 წლის მარტში ნარკოტიკების შენახვისა და კანონიერი ქურდობის ბრალდებით.
მან გაასაჩივრა დაპატიმრება იმ საფუძვლით, რომ, პატიმრობის პირობებიდან და მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული წარმოადგენდა
არაპროპორციულად მკაცრ ღონისძიებას, თუმცა, მისი საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა მოითხოვა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ციხეში შესაბამისი
მედიკამენტების არარსებობის გამო, რაც არ დაკმაყოფილდა 2008 წლის ივლისში.
პატიმრობის პერიოდში მომჩივანმა ორჯერ გამოაცხადა შიმშილობა. მომჩივნის
მდგომარეობა გაუარესდა და იგი 2009 წლის იანვარში გარდაიცვალა. სასამართლომ
დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, რაც რამდენიმე ასპექტს მოიცავდა.
კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივნისთვის ჩატარებული მკურნალობა არ
იყო
ადაპტირებული
მულტირეზისტენტულ
ტუბერკულოზთან,
რამაც
მისი
გარდაცვალება გამოიწვია. აგრეთვე, მომჩივანი გარდაიცვალა ციხის საავადმყოფოში,
სახელმწიფო
პასუხისმგებლობის
ქვეშ
მყოფ
დაწესებულებაში.
აღნიშნულის
გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა
მეორე მომჩივნის (გარდაცვლილის მეუღლის) სასარგებლოდ 15 000 ევროს გადახდა
მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, რაც მთავრობამ გადაიხადა
დადგენილ ვადაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველმხრივი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი
გამოძიების ჩატარების მიზნით სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა
თბილისის პროკურატურას. განახლებული გამოძიების ფარგლებში შესრულდა ყველა
საგამოძიებო
მოქმედება,
რაც
აუცილებელი
იყო
ობიექტური
გამოძიების
ჩასატარებლად და ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა
მითითება, აღნიშნული ინციდენტის გამოძიების შესახებ არის პუნქტობრივად
შესრულებული, თუმცა საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული
ობიექტური მტკიცებულებები, რომ სასჯელაღსრულების სამედიცინო პერსონალის
მხრიდან ჩადენილი იქნა დანაშაული.
2.1.5.3. მესხიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №55506/08, 2017 წლის 21
დეკემბრის გადაწყვეტილება
მომჩივანი
ევროპულ
სასამართლოში
ჩიოდა
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა 2007-2008 წლებში
მომჩივნისთვის განგრენასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
გაწეული არასათანადო მკურნალობის გამო. სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა
150 ევროს გადახდა მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით და 4 500 ევროს
გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, რაც მთავრობამ გადაიხადა
დადგენილ ვადაში.
2.1.5.4. მირზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №26657/07, 2017 წლის
7 სექტემბრის გადაწყვეტილება
საქმეში სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა
მომჩივანის პატიმრობისას მისი არასათანადო სამედიცინო მკურნალობის ფაქტის
გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა 333 ევრო
მატერიალური ზიანისთვის და 4 500 ევრო - მორალური ზიანის ანაზღაურების სახით,
რაც მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში.
გადაწყვეტილებების აღსრულების ფარგლებში, სასჯელაღსრულების სისტემაში
გატარდა
ფუნდამენტური
რეფორმები,
რაც
დღეისათვის
აუცილებელი
ინფრასტრუქტურის პირობებში კვალიფიციური პერსონალის მიერ ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2014 წლის 12
ნოემბერს დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ მსგავსი გადაწყვეტილებების
აღსრულების მიზნით 2013-2014 წლებში სასჯელაღსრულებისა სისტემაში და,
კერძოდ,
პენიტენციური
ჯანდაცვის
სფეროში
გატარებული
ფუნდამენტური
რეფორმები და ეს საქმეები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ საბოლოო
რეზოლუციის მიღებით დახურულად გამოცხადდა.
ზოგადი ღონისძიებები საქმეებზე:
„მახარაძე
და
სიხარულიძე
საქართველოს წინააღმდეგ“, „მესხიძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „მირზაშვილი
საქართველოს წინააღმდეგ“.
დღეის
მდგომარეობით
დამტკიცებულია
პენიტენციური
ჯანდაცვის
სტანდარტი, რომელშიც გაწერილია ის მომსახურებები, რომელსაც სახელმწიფო
მიაწვდის
პატიმრობაში
მყოფ
სტანდარტი შემუშავდა ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად
პირს.
და მასში
გათვალისწინებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და
„ციხის ევროპულ წესებში” ასახული პრინციპები.
პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილია სამედიცინო პერსონალის 24
საათიანი ხელმისაწვდომობა. ყველა დაწესებულებაში დანერგილია პირველადი
ჯანდაცვის მოდელი და დამატებით, სისტემაში ფუნქციონირებს ორი სამედიცინო
დაწესებულება - ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი და
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
ყველა
პენიტენციურ
ორთოპედიული
და
ულტრასონოგრაფიული,
დაწესებულებაში
ქირურგიული
ხელმისაწვდომია,
სტომატოლოგიური
ელექტროკარდიოგრაფიული
და
თერაპიული,
მომსახურება,
რენტგენოლოგიური
გამოკვლევები, ფიზიოთერაპიული პროცედურები. აფთიაქები მარაგდება 500-მდე
დასახელების სხვადასხვა ჯგუფის სამკურნალო საშუალებით.
ტუბერკულოზის მართვა სისტემაში სამოქალაქო სექტორის სამედიცინო
მომსახურების
ეკვივალენტურია
და
საგრძნობლად
შემცირებულია
ახალი
შემთხვევების რაოდენობა (2013 წელი – 59 პირი; 2018 წელი – 44 პირი)
პენიტენციურ სისტემაში, დაცულია აივ/შიდსზე კონსულტირების, ტესტირებისა
და მკურნალობის მხრივ, უნივერსალური ხელმისაწვდომობა. ასევე, ხელმისაწვდომია
C
ჰეპატიტის
ანტივირუსული
მკურნალობა,
უახლესი
თაობის
სამკურნალო
საშუალებებით. 2014 წლიდან დღემდე 3600-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო
ანტივირუსული მკურნალობა, 2018 წელს პროგრამაში ჩაერთო 908 პაციენტი.
პენიტენციურ
დაწესებულებებში
სახელმწიფო
პროგრამის
,,დაავადებათა
ადრეული გამოვლენა და სკრინინგის’’ ფარგლებში პერიოდულად ხორცილდება
სკრინინგული გამოკვლევები შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში.
2019 წლის 22 თებერვალს მიღებულ იქნა პენიტენციური და დანაშაულის
პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო
გეგმა.
სამოქმედო
გეგმაში
სხვა
საკითხებთან
ერთად
გათვალისწინებულია:
პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის ბიუროებში ჯანსაღი გარემოს შექმნა
გადამდები დაავადებების პრევენციის და შემცირების გზით, ასევე სუიციდის და
თვითდაზიანების პრევენციის ზომების და ფსიქიური ჯანმრთელობის სერვისების
გაუმჯობესება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი
დადებითად
აფასებს
საქმეებზე:
„მახარაძე
და
სიხარულიძე
საქართველოს წინააღმდეგ“, „მესხიძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „მირზაშვილი
საქართველოს
წინააღმდეგ“,
გადაწყვეტილებების
აღსრულების
მიზნით,
საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ და ზოგად
ღონისძიებებს. ამასთანავე, კომიტეტმა გასცა შემდეგი რეკომენდაცია:
საქართველოს
პროკურატურამ,
საქმეზე
„მახარაძე
და
სიხარულიძე
საქართველოს წინააღმდეგ“, შეაფასოს ჩატარებული გამოძიების შედეგები და
დროულად მიიღოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
2.1.5.5. ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №38342/05, 2017
წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
საქმეში სასამართლომ დაადგინა მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრების
დაცულობის უფლების დარღვევა მათ საცხოვრებელ ადგილას არსებული გარემოს
დაბინძურების გამო (კონვენციის მე-8 მუხლი). ევროპულმა სასამართლომ მორალური
ზიანისა და ხარჯებისა ანაზღაურების სახით მომჩივნებს მთლიანობაში მიაკუთვნა 12
848 ევრო, რაც მომჩივნებს გადაერიცხათ დადგენილ ვადაში.
საქმეზე
გასატარებელ
ინდივიდუალურ
ღონისძიებებთან
დაკავშირებით,
გასათვალისწინებელია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიის - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის წარმომადგენლები 2019 წლის 14 თებერვალს იმყოფებოდნენ ქ.
თბილისში უზნაძის ქ. №4-ის მიმდებარედ ყოფილი თბოელექტროსადგურის
ტერიტორიაზე. ტერიტორიაზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მიმდინარეობს იქ
არსებული შენობა/ნაგებობების დემონტაჟი და გაწმენდითი სამუშაოები.
ზოგადი ღონისძიებებთან დაკავშირებით აღსანიშნავია „გარემოს დაცვის
შესახებ„ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად
საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელია
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. 2017 წლის ივნისში აღნიშნულ მუხლში შევიდა
ცვლილებები და დაემატა მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც „გარემოზე შესაძლო
ზემოქმედების
გამოვლენისა
და
შესწავლის
მიზნით
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების გაცემამდე „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად
ხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა“.
ასევე არსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული
ასოცირების შეთანხმებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, გატაროს რეფორმები
და
უზრუნველყოს
ქვეყნის
კანონმდებლობის
დაახლოება
ევროკავშირის
სამართლებრივ აქტებთან, მათ შორის, გარემოს დაცვის სფეროში.
2017 წელს შემუშავდა ახალი საკანონმდებლო აქტი - „გარემოსცადვითი
შეფასების კოდექსი“. კოდექსის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას
დაექვემდებარა ყველა ის საქმიანობა (მასშტაბისა და კატეგორიის მიხედვით),
რომელიც
მნიშვნელოვან
ზემოქმედებას
ახდენს
გარემოზე
და
ადამიანის
პრემიერ-მინისტრმა
წარადგინა
ჯანმრთელობაზე.
2018
წლის
27
ივლისს
საქართველოს
გარემოსდაცვითი კონცეფცია - „მწვანე ეკონომიკა“. ამ მიმართულების ორი ძირითადი
პრიორიტეტია: გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრა და არსებული
ბუნებრივი რესურსების დაცვა.
2018 წლის 27 ივლისს მიღებულ იქნა ტექნიკური რეგლამენტი - ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების შესახებ, რომელიც საშუალებას იძლევა
ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე
ევროპული სტანდარტების გამოყენებით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ მოცემული გადაწყვეტილების
აღსრულების მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს.
2.1.5.6. მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №72508/13, 2017 წლის
28 ნოემბრის გადაწყვეტილება
აღნიშნულ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება,
ასევე წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის
თებერვლამდე, იყო კანონიერი. სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი
განხილვის საგანს ამ საჩივრის ფარგლებში არ წარმოადგენდა ივანე მერაბიშვილის
გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პატიმრობის კანონიერების განხილვა.
ამავე საქმეში სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 5.3.
მუხლი, რადგან მოსამართლემ ივანე მერაბიშვილის შუამდგომლობა წინასწარი
პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე უარყო
ზეპირად და დასაბუთების გარეშე. ასევე, სასამართლომ 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ
დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი 2013 წლის 14 დეკემბრის
ინციდენტიდან გამომდინარე (ივანე მერაბიშვილის ღამით საკნიდან გაყვანის
ეპიზოდი).
2018 წლის 12 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი
პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა
დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ,
საკნიდან მომჩივნის შესაძლო გაყვანის ეპიზოდზე (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი
ნაწილი).
მოცემულ
სისხლის
სამართლის
საქმეზე
ჩატარდა
და
ამჟამადაც
მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. აღნიშნული
სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი,
მათ შორის, ი. მერაბიშვილი. აგრეთვე, მას მიეცა წვდომა სისხლის სამართლის საქმის
მასალებზე.ხაზგასასმელია, რომ საკნიდან მომჩივნის შესაძლო გაყვანის ფაქტის
გამოძიების
ფარგლებში,
საგამოძიებო
უწყება,
კანონის
დებულებებიდან
გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მობილური ოპერატორებისგან
გამოეთხოვა
ელექტრონული
ინფორმაცია
ცალკეული
პირების
სატელეფონო
კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ, რაც, ევროპული სასამართლოს დიდი
პალატის აზრით, უნდა გაკეთებულიყო. საგამოძიებო უწყება განახლებული
გამოძიების ფარგლებშიც მოკლებული იყო ამგვარი საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრომ
მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა
სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვალის გაფართოვებას,
რომელიც მითითებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში. პარლამენტმა დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ
შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ფარული
და
კომპიუტერულ
მონაცემთან
დაკავშირებული
საგამოძიებო
მოქმედებების
ჩატარების შესაძლებლობას სამოხელეო დანაშაულებზე. აღნიშნული მუხლების
ჩამონათვალს დაემატა სამოხელეო დანაშაულების მთლიანი თავი (თავი XXXIX), რაც
ხელს შეუწყობს ამ კატეგორიის დანაშაულების ეფექტიან გამოძიებასა და კორუფციის
წინააღმდეგ ბრძოლას.
შესაბამისად,
მოცემული
საქმის
აღსრულების
ზოგადი
ღონისძიებების
თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან
დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმის
არსებობასა და მომავალში ევროპული სასამართლოს მიერ მსგავსი დარღვევების
დადგენის თავიდან აცილებას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 16 დეკემბერს კონსტიტუციის
ახალი
რედაქციის
ამოქმედების
შედეგად,
პროკურატურის
ინსტიტუციურად
დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბება.
ხაზგასასმელია,
რომ
„ვიზუალური
ან/და
ელექტრონული
საშუალებით
მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა
და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში, ამავე მინისტრის 2017
წლის 20 მარტის N19 ბრძანებით შეიცვალა გადაღებული მასალის შენახვის ვადა და 24
საათის ნაცვლად განისაზღვრა არანაკლებ 120 საათი. დამატებით, იუსტიციის
მინისტრის 2019 წლის 13 მაისის ბრძანების შესაბამისად, 2019 წლიდან პენიტენციურ
დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით − 30 დღით გახდება შესაძლებელი; ამ
ბრძანების 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იმპლემენტაციის პროცესი დაიწყება
2019 წლის 1 ივლისს და დასრულდება 2021 წლის 1 იანვრამდე;
2018
წლის
საქართველოს
4
დეკემბერს
მთავრობის
მინისტრთა
კომიტეტმა
აღნიშნული
საქმის
მიერ
პირველად
შეაფასა
აღსრულების
საკითხი.
მინისტრთა კომიტეტისა და მისი სამდივნოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებში
ნათქვამია, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის მთავრობისთვის ივანე
მერაბიშვილის
ციხიდან
გათავისუფლების
მოთხოვნა.
აღნიშნულის
დასასაბუთებლად კომიტეტმა გაიზიარა ზემოხსენებული სამოქმედო გეგმებით
წარდგენილი (2018 წლის ივნისი და ოქტომბერი) მთავრობის არგუმენტები და
მოიწონა განხორციელებული ღონისძიებები.
მერაბიშვილის საქმის აღსრულების საკითხი 2019 წლის 5 ივნისს ევროპის საბჭოს
მინისტრთა კომიტეტმა კვლავ განიხილა და განმეორებით მოიწონა ის ღონისძიებები,
რომელთაც
საქართველოს
მთავრობა
გადაწყვეტილების აღსასრულებლად.
ატარებს
სტრასბურგის
სასამართლოს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების
აღსრულების მიზნით განხორციელებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს.
ამასთანავე, კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
გაატაროს ყველა ღონისძიება, რომელიც აუცილებელი იქნება სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულებისა და მომჩივანის უფლებების აღდგენის მიზნით;
უზრუნველყოს
მინისტრთა
კომიტეტისთვის
აღნიშნულ
საქმესთან
დაკავშირებით მოთხოვნილი სრული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარდგენა.
2.1.5.7. ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №17716/08, 2018
წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება
აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წელს
მსჯავრდებულ გიორგი ქართველიშვილისათვის თანამესაკნეების დაკითხვაზე უარის
თქმით ქართულმა სასამართლოებმა მის მიმართ დაარღვიეს საქმის სამართლიანი
განხილვის უფლება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დაცვის
მხარის მოწმეების დაკითხვაზე უარმა სასამართლო პროცესი გახადა უსამართლო,
რამაც გამოიწვია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტების
დარღვევა.
ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის
სასარგებლოდ 2 500 ევროს გადახდა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, ხოლო
ხარჯების ანაზღაურების მიზნით − 300 ევროს გადახდა, რაც მთავრობამ გადაიხადა
დადგენილ ვადაში.
2.1.5.8. ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №31536/07, 2018 წლის
28 ივნისის გადაწყვეტილება
ევროპულმა
სასამართლომ
განხორციელებული
ფარული
დაადგინა,
მოქმედების
რომ
მომჩივნის
მომწესრიგებელი
მიმართ
სათანადო
სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობის, ფარული აგენტის (აგენტ-პროვოკატორის)
მხრიდან პასიურობის პრინციპის არასათანადოდ განხორციელების, პროკურატურის
მიერ მათზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის არასათანადო შესრულების,
პროვოკაციის შესახებ მომჩივნის დასაბუთებული პრეტენზიების სასამართლოს მიერ
არასაკმარისად განხილვისა და მნიშვნელოვანი მოწმის არდაკითხვის გამო, მომჩივნის
მიმართ სასამართლო პროცესი გახდა უსამართლო, რამაც გამოიწვია ევროპული
კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა.
ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის
სასარგებლოდ 2 500 ევროს გადახდა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, რაც
მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში.
ზოგადი
ღონისძიებები
საქმეებზე:
„ქართველიშვილი
საქართველოს
წინააღმდეგ“ და „ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ“
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის
ფარგლებში ჩატარდა კვლევა - „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის
შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“, რომელშიც, სხვებს შორის,
მიმოხილულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის საკითხი და გამოკვეთილია, რომ
შიდა სასამართლოების მიდგომა მიზნად ისახავს შეჯიბრებითი სასამართლო
განხილვებისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპების დაცვას. კვლევამ ასევე აჩვენა
განაჩენის დასაბუთების კუთხით არსებული მნიშნელოვანი პროგრესი.
მტკიცებულებათა
დასაშვებობის
საკითხთან
დაკავშირებით,
ეროვნული
სასამართლეობის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სასამართლოები პრიორიტეტს არ
ანიჭებენ მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას, როგორც მტკიცებულებას, განაჩენის
გამოტანისას, არამედ განიხილავენ გამოძიების ხარისხს.
რაც
შეეხება
ფარული
ოპერაციის
ჩატარების
საკითხის
სამართლებრივ
რეგლამენტაციას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის
ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, მინისტრთა კომიტეტთან შესაბამისი
კონსულტაციების გავლის შემდგომ, შეიძლება დაიგეგმოს შემდგომი ღონისძიებები.
დამატებით აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა
გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა და ეს ტენდენცია მზარდია. კერძოდ, 2017
წელს პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილული საქმეებიდან
გამართლებულია - 235 პირი, ხოლო 2018 წელს, გამართლდა 477 პირი. მსგავსი
მზარდი ტენდენცია შეინიშნება ნაწილობრივ გამართლებული პირების მიმართაც:
2017 წელს ნაწილობრივ გამართლდა 126 პირი, ხოლო 2018 წელს - 192 პირი.
გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის ზრდის ტენდენცია კიდევ უფრო კარგად
ჩანს ზემოაღნიშნული მონაცემების გასული წლების სტატისტიკასთან შედარების
შედეგად. მაგალითად, 2010-2011 წლებში, პირველი ინსტანციის სასამართლოების
მიერ სულ გამართლდა მხოლოდ 64 პირი, ხოლო ნაწილობრივ გამართლდა 81 პირი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს საქმეების: „ქართველიშვილი საქართველოს
წინააღმდეგ“ და „ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ აღსრულების მიზნით,
საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ და ზოგად
ღონისძიებებს.
2.1.5.9. სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №58240/08,
2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდაცვლილის ექიმებს არ გააჩნდათ სათანადო
ლიცენზიები და რომ საავადმყოფო ახორციელებდა სხვადასხვა სამედიცინო
საქმიანობას აუცილებელი ნებართვების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე,
სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა დაცული პაციენტის უსაფრთხოება, შესაბამისად, არ
მოხდა კონვენციით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებების შესრულება
- მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტური ფუნქციონირება.
მომჩივანს
არ
მოუთხოვია
სამართლიანი
დაკმაყოფილება
ევროპული
სასამართლოს წინაშე. რაც შეეხება სხვა ინდივიდუალურ ღონისძიებებს, 2018 წლის 18
ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს წარედგინა განცხადება ახლადაღმოჩენილ
გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. 2018 წლის 9 ნოემბრის
განჩინებით გ. სარიშვილის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ
მიღებულ იქნა წარმოებაში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს საქმის აღსრულების მიზნით, საქართველოს
მთავრობის მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე,
კომიტეტი
მოუწოდებს
საქართველოს
მთავრობას
უზრუნველყოს
ზოგადი
ღონისძიებების თაობაზე აღსრულების სამოქმედო გეგმის/ანგარიშის მინისტრთა
კომიტეტისთვის დროულად წარდგენა.
2.1.5.10. ბართაია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №10978/06, 2018 წლის 26
ივლისის გადაწყვეტილება
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი
პუნქტის დარღვევა ვინაიდან მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ სამართალწარმოებაში
ეფექტურად მონაწილეობისა და მხარეთა თანასწორობის უფლების შეზღუდვა,
შეუთავსებელი იყო კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი საქმის სამართლიანი
განხილვის პრინციპთან. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანს
ადეკვატურად და გასაგები ფორმით არ ეცნობა მისი ქმედების, კერძოდ ადვოკატის
გამოუცხადებლობის გამო პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმის, შესაძლო
შედეგების შესახებ.
სასამართლომ სახელმწიფოს მომჩივნის მიმართ დააკისრა მორალური ზიანის
სახით - 1 500 ევროს და სასამართლო ხარჯების სახით - 1 000 ევროს გადახდა, რაც
მომჩივანს გადაერიცხა დადგენილ ვადაში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს საქმის აღსრულების მიზნით, საქართველოს
მთავრობის მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე,
კომიტეტი
მოუწოდებს
საქართველოს
მთავრობას
უზრუნველყოს
ზოგადი
ღონისძიებების თაობაზე აღსრულების სამოქმედო გეგმის/ანგარიშის მინისტრთა
კომიტეტისთვის დროულად წარდგენა.
2.1.5.11. ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18925/09, 2018 წლის
20 სექტემბრის გადაწყვეტილება
აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ ევროპული
კონვენცია არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ პირს დაევალოს მის მიმართ
თანამდებობის პირის მიერ გაჟღერებული დანაშაულებრივი ქცევის შესახებ მძიმე
ბრალდებების თმენა, როდესაც, აღნიშნული ბრალდება არ არის გამყარებული
ფაქტობრივი მტკიცებულებებით.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ
შეძლეს მინისტრის გამოხატვის თავისუფლებასა და მომჩივნის რეპუტაციის დაცვის
უფლებას შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ევროპულმა
სასამართლომ ამ საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.
ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის
სასარგებლოდ 1 500 ევროს გადახდა - მორალური ზიანის ანაზღაურების სახით და 1
833 ევროს გადახდა ხარჯების ანაზღაურების სახით, რაც მთავრობამ გადაიხადა
დადგენილ ვადაში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს საქმის აღსრულების მიზნით, საქართველოს
მთავრობის მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ ღონისძიებას. ამასთანავე,
კომიტეტი
მოუწოდებს
საქართველოს
მთავრობას
უზრუნველყოს
ზოგადი
ღონისძიებების თაობაზე აღსრულების სამოქმედო გეგმის/ანგარიშის მინისტრთა
კომიტეტისთვის დროულად წარდგენა.
2.1.5.12. როსტომაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №13185/07, 2018
წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება
ევროპულმა სასამართლომ საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი
პუნქტის დარღვევა, ვინაიდან შიდა სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას
ვერ უზრუნველყვეს საქმის სამართლიანი მოსმენის ერთ-ერთი მოთხოვნის გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთების, დაკმაყოფილება.
სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის სასარგებლოდ 3
600 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, რაც მთავრობამ
გადაიხადა დადგენილ ვადაში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს საქმის აღსრულების მიზნით, საქართველოს
მთავრობის მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ ღონისძიებას. ამასთანავე,
კომიტეტი
მოუწოდებს
საქართველოს
მთავრობას
უზრუნველყოს
ზოგადი
ღონისძიებების თაობაზე აღსრულების სამოქმედო გეგმის/ანგარიშის მინისტრთა
კომიტეტისთვის დროულად წარდგენა.
2.1.5.13. მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №44973/09, 2018 წლის
20 დეკემბრის გადაწყვეტილება
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელისუფლების ორგანოებმა ვერ
შეასრულეს კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის დაცვის
პოზიტიური ვალდებულება. რაც შეეხება მომჩივნის შვილის გარდაცვალებასთან
დაკავშირებით ჩატარებულ გამოძიებას, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არ
შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული მიზეზების გამო, ევროპულმა
სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის არსებითი და პროცედურული ნაწილების
დარღვევა. საქმეზე სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ 15 000 ევროს გადახდა
დაეკისრა, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, რაც მთავრობამ გადაიხადა
დადგენილ ვადაში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს საქმის აღსრულების მიზნით, საქართველოს
მთავრობის მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ ღონისძიებას. ამასთანავე,
კომიტეტი
მოუწოდებს
საქართველოს
მთავრობას
უზრუნველყოს
ზოგადი
ღონისძიებების თაობაზე აღსრულების სამოქმედო გეგმის/ანგარიშის მინისტრთა
კომიტეტისთვის დროულად წარდგენა.
2.1.5.14. კიკალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №51772/08, 2018
წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა)
დარღვევა დაადგინა 2006-2008 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
მომჩივნის
ოფთალმოლოგიური
მკურნალობის
გამო.
კერძოდ,
პრობლემების
არაადეკვატური
ევროპულმა
სასამართლომ
სამედიცინო
აღნიშნა,
რომ
ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მომჩივნის კატარაქტას სამედიცინო მკურნალობა.
საქმეზე
სახელმწიფოს
მომჩივნის
სასარგებლოდ
მორალური
ზიანის
ანაზღაურების სახით 4 500 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა, რაც მთავრობამ
გადაიხადა დადგენილ ვადაში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს საქმის აღსრულების მიზნით, საქართველოს
მთავრობის მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ ღონისძიებას. ამასთანავე,
კომიტეტი
მოუწოდებს
საქართველოს
მთავრობას
უზრუნველყოს
ზოგადი
ღონისძიებების თაობაზე აღსრულების სამოქმედო გეგმის/ანგარიშის მინისტრთა
კომიტეტისთვის დროულად წარდგენა.
2.1.5.15. ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №49284/09, 2019 წლის 17
იანვრის გადაწყვეტილება
აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა საქმის სამართლიანი
განხილვის უფლების (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტი) დარღვევა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა თანასწორობის
პრინციპის
შესაბამისად,
მომჩივანს
უნდა
ჰქონოდა
შესაძლებლობა,
შიდა
სასამართლოების წინაშე წარედგინა მტკიცებულება (მოწმეთა დაკითხვის სახით),
რასაც მისი უდანაშაულობის დამტკიცება შეეძლო.
საქმეზე სასამართლომ მომჩივანს კომპენსაცია არ მიაკუთვნა და მიუთითა, რომ
დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენს მომჩივნისთვის მიყენებული ზიანის
საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს ზოგადი
ღონისძიებების თაობაზე აღსრულების სამოქმედო გეგმის/ანგარიშის მინისტრთა
კომიტეტისთვის დროულად წარდგენა.
2.1.5.16. კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2316/09, 2019 წლის 17
იანვრის გადაწყვეტილება
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პოლიციელების მიერ ძალის
გამოყენების
გადამეტების
შედეგად
მომჩივანმა
მიიღო
დაზიანებები,
რაც
უტოლდებოდა არაადამიანურ მოპყრობას. ფაქტზე არ ჩატარებულა სრულყოფილი,
ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება. მოცემულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ
დაადგინა მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) არსებითი და პროცედურული ნაწილების
დარღვევა.
მომჩივანს
არ
მოუთხოვია
სამართლიანი
დაკმაყოფილება
ევროპული
სასამართლოს წინაშე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს ზოგადი
ღონისძიებების თაობაზე აღსრულების სამოქმედო გეგმის/ანგარიშის მინისტრთა
კომიტეტისთვის დროულად წარდგენა.
2.2. განჩინებები
2.2.1. „ცინცაბაძის ჯგუფის“ განჩინებები
2.2.1.1. ბაღაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №5168/06, 2014 წლის 18
მარტის განჩინება
აღნიშნულ საქმეში მთავრობამ წარდგენილი დეკლარაციით აღიარა კონვენციის
მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, იმის გათვალისწინებით, რომ არ
იქნა უზრუნველყოფილი ეფექტიანი გამოძიების ჩატარება მომჩივნის შვილის მიმართ
ძალის
გადამეტების
ფაქტზე.
ამასთანავე,
მთავრობამ
აიღო
ვალდებულება,
ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება ზვიად ბაღაშვილის მიმართ ძალის გადამეტების
ფაქტზე და მომჩივნისთვის გადაეხადა 10 000 ევრო. მომჩივანი დაეთანხმა მთავრობის
დეკლარაციას, რის საფუძველზეც ევროპულმა სასამართლომ საქმე ამორიცხა
განსახილველ საქმეთა სიიდან, ხოლო თანხა მთავრობამ გადაიხადა დადგენილ
ვადაში.
ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ზვიად ბაღაშვილის მიმართ
ძალის სავარაუდოდ გადამეტების ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე
გაუქმდა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების შეწყვეტის
შესახებ და განახლდა გამოძიება, რის შედეგადაც ჩატარდა ხელახალი ეფექტიანი
გამოძიება. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური
მტკიცებულებები,
რომლებიც
შესაბამისი
სტანდარტით
დაადასტურებდა
დანაშაულის ჩადენას. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სამართლებრივი
ანალიზის შემდგომ, მისაღებია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
2.2.1.2. კიზირია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №4728/08, 2014 წლის 11
მარტის განჩინება
აღნიშნულ
საქმე
შეეხებოდა
მომჩივანის
შვილის
მკვლელობას
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ და ამ ფაქტის არაეფექტიან
გამოძიებას. საქმის სრულყოფილი შესწავლის შედეგად, 2013 წლის 25 ოქტომბერს
მთავრობამ აცნობა სასამართლოს, რომ სურდა საქმის მორიგებით დასრულება.
მთავრობამ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე,
აღიარა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა. მთავრობამ
იკისრა ვალდებულება, განახორციელოს ეფექტიანი გამოძიება ბუთხუზ კიზირიას
მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე და გადაიხადოს 10 000 ევრო. მომჩივანი
დაეთანხმა მთავრობის მიერ შეთავაზებულ პირობებს, რის საფუძველზეც ევროპულმა
სასამართლომ ამორიცხა საქმე განსახილველ საქმეთა სიიდან. თანხა მომჩივანს
ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი, ეფექტიანი გამოძიება, რის თაობაზეც
ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია მომჩივანს. 2017-2018 წლებში გამოიკითხა
მრავალი პირი საქმის გარემოებების თაობაზე დაჩატარდა სხვა საგამოძიებო
მოქმედებები.
მიუხედავად
საქმეში
არსებული
სირთულეებისა,
გამოძიება
ყოველმხრივ ცდილობს მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, რის გამოც მოხდა ყველა იმ
პირის დაკითხვა/გამოკითხვა, რომელსაც შესაძლოა შეხება ჰქონოდათ მომხდარ
ინციდენტთან.
მიუხედავად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა, ამ ეტაპზე, საქმეზე ვერ
იქნა მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა ბრალეულობის
დასამტკიცებლად. საქმეზე გრძელდება გამოძიება.
2.2.1.3. მზექალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8177/12, 2015
წლის 10 თებერვლის განჩინება
განსახილველ
საქმეზე
მთავრობამ
აღიარა
კონვენციის
მე-3
მუხლის
პროცედურული ნაწილის დარღვევა და აიღო კომპენსაციის (4 500 ევროს) გადახდისა
და
ეფექტიანი
გამოძიების
ჩატარების
ვალდებულება.
მომჩივანი
დაეთანხმა
მთავრობის მიერ შეთავაზებულ მორიგების პირობებს. შესაბამისად, საქმე მიჩნეულ
იქნა მორიგებად და ევროპული სასამართლოს მიერ ამოირიცხა განსახილველ საქმეთა
სიიდან. საკომპენსაციო თანხა მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამოძიება განახლდა 2015 წლის 30
მარტს. გამოძიების პროცესში დაიკითხა ყველა ის პირი, ვისაც რაიმე ფორმით
შემხებლობა ჰქონდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან, ასევე გამოვლენილი
და დაკითხული იქნენ სხვა პირებიც. თუმცა, ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა
მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც შესაბამისი სტანდარტით
დაადასტურებდა კონკრეტულ პირთა ბრალეულობას და მისცემდა გამოძიებას მ.
მზექალიშვილის მიერ დასახელებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი
დევნის დაწყების სამართლებრივ საფუძველს.
2.2.1.4. მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №39726/04, 2014 წლის
30 სექტემბრის განჩინება
საქმე შეეხება კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან
მოლაშვილის
საჩივარს
წამებისა
და
არასათანადო
მოპყრობის
ფაქტებთან
დაკავშირებით. საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის შედეგად მთავრობამ
ევროპულ სასამართლოს წარუდგინა დეკლარაცია, რომლის მიხედვით, საქართველოს
მთავრობამ აღიარა, რომ აღნიშნულ საქმეში დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3
მუხლით, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 და მე-4
პუნქტებით, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე, მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“
და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-14 მუხლით გათვალისწინებული უფლებები.
მთავრობამ აიღო ვალდებულება, ეფექტიანად გამოიძიოს მომჩივნის არასათანადო
მოპყრობასთან
დაკავშირებული
საჩივარი,
ევროპული
სასამართლოს
მიერ
დადგენილი პრინციპების შესაბამისად. მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, გადაეხადა
მომჩივნისათვის 20 000 ევრო ნებისმიერი მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე,
ხარჯებისა ასანაზღაურებლად, რაც გადახდილია დადგენილ ვადაში.
2014 წლის 31 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო სულხან მოლაშვილის მიმართ
სამართალდამცავი
ორგანოების
წარმომადგენელთა
მხრიდან
ძალადობის
გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. საქმეზე სრულყოფილი,
ობიექტური
და
მიუკერძოებელი
გარკვეული
ნაბიჯები.
გამოძიება
გამოძიების
ჩასატარებლად
ყოველმხრივ
შეეცადა
გადადგმულია
მოეძიებინა
საჭირო
ინფორმაცია, რის გამოც მოხდა ყველა იმ პირის დაკითხვა/გამოკითხვა, რომელსაც
შესაძლოა
შეხება
ჰქონოდათ
სულხან
მოლაშვილთან
ანდა
მის
მიმართ
განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან. მიუხედავად აღნიშნულისა, ამ
ეტაპზე, საქმეზე ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები კონკრეტულ
პირთა ბრალეულობის დასამტკიცებლად, თუმცა გამოძიება გრძელდება აქტიურად.
2018-2019 წლებში დაიკითხა არაერთი მოწმე. რაც შეეხება მომჩივნისთვის უკანოდ
ჩამორთმელული
ქონების
საკითხს,
საქართველოს
მთავარი
პროკურატურის
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის
გადაწყვეტილებით, 2016 წლის ნოემბერში სულხან მოლაშვილის ოჯახს დაუბრუნდა
სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი.
2.2.1.5. კოპაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №58228/09, 2015 წლის 10
მარტის განჩინება
მომჩივნის
მიერ
წარდგენილი
საჩივარი
ეხებოდა
მის
მიმართ
სასჯელაღსრულების №15 (ყოფილი №7) დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო
მოპყრობის ფაქტსა და ამ ფაქტის არასათანადო გამოძიებას. მთავრობამ აღიარა
კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა და აიღო კომპენსაციის
(3 500 ევროს) გადახდისა და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება.
მომჩივანი დაეთანხმა მთავრობის მიერ შეთავაზებულ მორიგების პირობებს.
შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა მორიგებად და ევროპული სასამართლოს მიერ
ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან, ხოლო კომპენსაციის თანხა მომჩივანს
ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. ამ დროისთვის, მომჩივანი აღარ
იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
2015 წლის 21 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო ახალი
გამოძიება განსახილველ საქმეზე და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიების პროცესში დაიკითხნენ ის პატიმრები, რომლებიც იმყოფებოდნენ
მომჩივანთან ერთად განსახილველი ფაქტების დროს და რომლებმაც დაადასტურეს
მომჩივნისა და სხვა პატიმრების არასათანადო მოპყრობის ფაქტი.
ამ ეტაპზე მთლიანობაში გამოკითხული/დაკითხულია რამდენიმე ათეული
მოწმე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დაწესებულების ის თანამშრომლები,
რომლებსაც
მომჩივანი
ამხელს
ძალადობაში,
ცალსახად
უარყოფენ
მსჯავრდებულების ცემის ფაქტს და აღნიშნავენ, რომ თავად გახდნენ პატიმრების
მხრიდან თავდასხმის მსხვერპლნი და არიან დაზარალებულები, რაზედაც არსებობს
სასამართლოს გამამტყუნებელი ორი ინსტანციის განაჩენი.
გამოძიებას აბრკოლებს ის გარემოება, რომ 2009 წლის თებერვალ-მარტის
პერიოდში სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში განთავსებული იყო ე.წ.
ბარაკული ტიპის საცხოვრებლები, სადაც მსჯავრდებულები მათი სურვილისამებრ
დაახლოებით 6-8 პირისგან შემდგარ ჯგუფებად ცხოვრობდნენ, რომლებიც ხშირად
იშლებოდნენ და ნაწილდებოდნენ ახლად შექმნილ სხვადასხვა ჯგუფში, რის
აღრიცხვასაც მაშინდელი ციხის ადმინისტრაცია არ აწარმოებდა. შესაბამისად,
ოფიციალურად ვერ დადგინდა იმ მსჯავრდებულთა ვინაობა, რომლებიც 2009 წლის 3
მარტს მომჩივანთან ერთად ბარაკში ცხოვრობდნენ. გამოძიებამ შეძლო, მხოლოდ
ერთი მსჯავრდებულის (გ. ჯ.) დადგენა, რომელიც განსახილველი ფაქტის უშუალო
შემსწრე და თვითმხილველი იყო, მაგრამ აღნიშნული პიროვნება გარდაცვლილია.
2.2.1.6. ლანჩავა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28103/11, 2015 წლის 23
ივნისის განჩინება
მომჩივნის მიერ ევროპულ სასამართლოში 2011 წლის 13 აპრილს წარდგენილი
საჩივარი ეხებოდა ქუთაისის №2 დაწესებულებაში 2009 წლის 6 ივლისს მომხდარი
ინციდენტის დროს მომჩივნის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო
მოპყრობის ფაქტს და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას მის
წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას. მთავრობამ აღიარა, რომ
მომჩივნის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული
ნაწილის დარღვევას, აგრეთვე აღიარა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის
პირველი პუნქტი და მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი სასამართლო პროცესზე მომჩივნის
დასწრების გაუმართლებელი შეზღუდვით.
მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ უზრუნველეყო გამოძიების ჩატარება
ქუთაისის №2 საპყრობილეში 2009 წლის 6 ივლისს მომხდარი ინციდენტის დროს
მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და
მომჩივნისათვის გადაეხადა 4 500 ევრო, რაც მას ჩაერიცხა სასამართლოს მიერ
დადგენილ ვადაში.
2016 წლის 15 აპრილს საქმეზე განახლდა გამოძიება და საქმე გამოსაძიებლად
გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, რომლის
ფარგლებში, საგამოძიებო ორგანოებმა შეაგროვეს ყველა საჭირო მასალა და მოწმის
სახით გამოკითხეს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე პირები. გამოძიებას აბრკოლებს
რიგი
ობიექტური
გარემოებები,
კერძოდ,
მოწმის
სახით
გამოკითხულთა
უმრავლესობა წარსულში წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს კრიმინალურ
სამყაროსთან დაახლოებულ პირებს (მათი ნაწილი ამჟამადაც სასჯელს იხდის), რის
გამოც ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. თავად მომჩივანმა ლაშა ლანჩავამ
(რომელიც არის კრიმინალური სამყაროს მიმდევარი) და სასჯელს იხდის უკარაინაში,
უარი განაცხადა დაკითხვასა და ინფორმაციის მოწოდებაზე.
2.2.1.7. გეგენავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №65128/10, 2015
წლის 20 ოქტომბრის განჩინება
საქმე შეეხებოდა ევროპულ სასამართლოში სამი მომჩივნის მიერ წარდგენილ
საჩივარს, რომელშიც საუბარი იყო სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში
მომჩივნების არასათანადო მოპყრობასა და პატიმრობის არასათანადო პირობებზე.
მთავრობამ ევროპულ სასამართლოში წარადგინა შეთავაზება მორიგების შესახებ,
რითაც
მთავრობამ
აღიარა
მომჩივნების
უფლებების
დარღვევა,
ევროპული
კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად, მათი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის
ფაქტებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების არაეფექტიანი გამოძიების გამო.
მთავრობამ
აიღო
ვალდებულება,
უზრუნველეყო
სისხლის
სამართლის
ზემოაღნიშნული საქმეების ეფექტიანი და სწრაფი გამოძიება, ასევე ბატონი ვაჟა
გეგენავასთვის − 2 000 ევროს, ბატონი იმედა ბუთხუზისთვის − 3 000 ევროს, ხოლო
ბატონი რუდიკ ოვაკიმიანისთვის 3 500 ევროს გადახდის თაობაზე. აღნიშნული თანხა
მომჩივნებს ჩაერიცხათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
ახალი გამოძიების ფარგლებში შეგროვდა შესაბამისი ინფორმაცია 2006 წლის
სექტემბერში რუსთავის №6 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
მეორე მომჩივნის (იმედა ბუთხუზის) პრეტენზიებთან დაკავშირებით დგინდება, რომ
იგი რუსთავის №6 ციხეში გადაიყვანეს 2008 წელს, სადაც მიაყენეს სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა. 2016 წლის 12 იანვარს ხელახლა დაიწყო გამოძიება
რუსთავის №1 ციხიდან რუსთავის №2 ციხეში ეტაპირების დროს მეორე (იმედა
ბუთხუზის) და მესამე (რუდიკ ოვაკიმიანის) მომჩივნების მიმართ სავარაუდოდ
განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. მესამე მომჩივნის განცხადებით,
ის არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა 2011 წლის 15 აპრილს ციხის
საავადმყოფოში. შესაბამისად, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ამ კუთხით,
დაიკითხნენ მოწმეები, გამოთხოვილ იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია.
არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში
დაიკითხა
ათეულობით
რუსთავის
№6
მსჯავრდებული,
დაწესებულებაში.
საქმეზე
რომლებიც
განთავსებული
მოპოვებული
იყვნენ
მტკიცებულებების
საფუძველზე, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის
ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო რუსთავის №6 დაწესებულების
სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების 3 თანამშრომლის მიმართ, ხოლო საქმე
არსებითი განხილვის მიზნით წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში სადაც
სამივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
წარმოებული გამოძიების ფარგლებში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და
არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
რუსთავის №6 დაწესებულების დირექტორ, ამ უკანასკნელის მოადგილის (რეჟიმისა
და უშიშროების დარგში) და სამართლებრივი რეჟიმის სამსახურის უფროსის მიმართ.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა მათი ბრალდებულების სახით
დაკავება, რის შემდგომაც საქმე არსებითი განხილვის მიზნით წარიმართა თბილისის
საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სსკ-ის
25, 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ იქნენ ცნობილნი ს.
ხ.(დირექტორი), ლ. ბ. (დირექტორის მოადგილე) და რ. ჯ. (სამართლებრივი რეჟიმის
სამსახურის უფროსი).
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი
დადებითად
აფასებს
„ცინცაბაძის
ჯგუფის“
განჩინებებზე
ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. კომიტეტი
იზიარებს
იმ
რეკომენდაციებს,
გადაწყვეტილებებთან
რომლებიც
დაკავშირებით
და
გაიცა
„ცინცაბაძის
ამავდროულად,
ჯგუფის“
საქართველოს
პროკურატურას მოუწოდებს, ზემოაღნიშნული განჩინებების დროული აღსრულების
მიზნით, უზრუნველყოს ეფექტიანი
გამოძიების მაქსიმალურად მოკლე ვადებში
ჩატარება.
2.2.2. 2009 წლის 6 მაისის აქციის საქმეები
2009 წლის 6 მაისის საღამოს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ
იმართებოდა სპონტანური საპროტესტო აქცია, სადაც ასობით ადამიანი იმყოფებოდა,
მათ შორის, მომჩივნები − ბატონი ზვიად ძიძიგური, ბატონი დავით ჩანტლაძე და
ბატონი ბესარიონ ბოჭორიშვილი. სიტუაცია დაიძაბა, როდესაც ერთ-ერთი მონაწილე
პოლიციის შენობის ღობეზე გადაძვრა და პასუხად სამართალდამცველებმა,
რომლებიც მობილიზებული იყვნენ ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს
ტერიტორიის დასაცავად, ბუნტის ჩასახშობი იარაღის გამოყენება დაიწყეს აქციის
მონაწილეთა
წინააღმდეგ.
შედეგად,
მრავალმა
მომიტინგემ,
მათ
შორის,
ზემოხსენებულმა მომჩივნებმა, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.
აღნიშნულ ფაქტებზე 2009 წლის 7 მაისს და 2009 წლის 9 ივნისს (ბესარიონ
ბოჭორიშვილის მიმართ პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების
გადამეტების ფაქტზე) გამოძიება დაიწყო, თუმცა, მას არავითარი შედეგი არ
მოჰყოლია.
მომჩივანთა მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრები ეხებოდა ამ
უკანასკნელთა
განცხადებებს,
რომ
მათ
მიმართ
დაირღვა
კონვენციით
გარანტირებული უფლებები. კერძოდ, ბატონი ბოჭორიშვილი აცხადებდა, რომ მის
მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი, ხოლო ბატონი ძიძიგურისა და ბატონი
ჩანტლაძის განცხადებით, მათ მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლები.
2.2.2.1. ჩანტლაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60864/10, 2015 წლის 30
ივნისის განჩინება
აღნიშნულ საქმეში მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლების
დარღვევა და აიღო ვალდებულება, ეფექტიანად გამოეძიებინა მომჩივნის საქმე და
მისთვის მორალური ან მატერიალური ზიანის, ასევე, ყველა ხარჯისა და დანახარჯის
ასანაზღაურებლად გადაეხადა 6 000 ევრო. მომჩივანი დაეთანხმა დეკლარაციის
პირობებს, რის გამოც საქმე მიჩნეულ იქნა, როგორც მორიგებულად და ევროპულმა
სასამართლომ ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. მომჩივანს თანხა ჩაერიცხა
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
2.2.2.2. ძიძიგური საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60814/10, 2015 წლის 30
ივნისის განჩინება
აღნიშნულ საქმეში მომჩივანმა და მთავრობამ შეატყობინეს სასამართლოს
მხარეთა შორის მიღწეული მორიგების შესახებ. ამ მიზნით მათ სასამართლოს
წარუდგინეს
ორმხრივად
კონკრეტულ
პირობებს
ხელმოწერილი
შეიცავდა.
დეკლარაცია,
კერძოდ,
რომელიც
მომჩივანმა
უარი
მორიგების
თქვა
ყველა
პრეტენზიაზე მოპასუხე მთავრობის მიმართ კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლებით
გარანტირებული
უფლებების
დარღვევასთან
დაკავშირებით.
დარღვევების
გამოსასწორებლად მთავრობამ 2009 წლის 6 მაისის ინციდენტის გამოძიების
ვალდებულება აიღო ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპების
სრული დაცვით. საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის
საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას.
2.2.2.3. ბოჭორიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №652/10, 2015 წლის
30 ივნისის განჩინება
აღნიშნულ საქმეში მთავრობამ აღიარა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის
დარღვევა,
2009
წლის
6
მაისს
მომჩივნისთვის
მიყენებულ
დაზიანებებთან
დაკავშირებით საქმის არაეფექტიანი გამოძიების გამო და აიღო ვალდებულება
მომჩივნისთვის
3
500
ევროს
გადახდისა
და
სისხლის
სამართლის
საქმის
სრულყოფილად გამოძიების თაობაზე. ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა
მთავრობის
ცალმხრივ
დეკლარაციაში
მითითებული
აღიარებები,
ასევე,
შეთავაზებული კომპენსაციის თანხის ოდენობა და საჩივარი ამორიცხა განსახილველ
საქმეთა სიიდან ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ
ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას.
ხელახალი გამოძიება 2009 წლის 6 მაისის აქციის საქმეებზე:
აღნიშნულ საქმეებზე ევროპული სასამართლოს მიერ განჩინებების გამოტანის
შემდეგ აქციის დროს პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების
შესაძლო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 2016 წლის 15 აპრილს
გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო
ნაწილს. განახლებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და
საპროცესო მოქმედება. გამოძიების მსვლელობას აბრკოლებს რამდენიმე ობიექტური
გარემოება, კერძოდ იმის გამო, რომ არალეტალური იარაღის მსროლელები
იმყოფებოდნენ შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ეზოს უკანა ნაწილში,
აქციის მონაწილეების მხრიდან ვერ ხერხდება მათი იდენტიფიცირება, ასევე არ
არსებობს მსროლელების ფოტო ან ვიდეო მასალა.
2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის აგვისტოს პერიოდში გამოიკითხნენ 2009
წლის 6 მაისის მდგომარეობით შსს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი
სამმართველოს
თბილისის
განსაკუთრებულ
დავალებათა
სამმართველოს
თანამშრომლები, მთლიანობაში 27 მოწმე. გამოკითხულთაგან მცირე ნაწილმა
დაადასტურა 2009 წლის 6 მაისს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს
ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი, მაგრამ კატეგორიულად უარყო მომიტინგეებთან
დაპირისპირებაში და მათთვის დაზიანებების მიყენებაში მონაწილეობა.
მიუხედავად დასახელებული გარემოებებისა, საქმეზე გრძელდება გამოძიება და
უახლოეს მომავალში ჩატარდება ყველა სხვა დაგეგმილი საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ 2009 წლის 6 მაისის აქციის
საქმეებზე
მიღებული
განჩინებების
აღსრულების
მიზნით
გატარებულ
ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე, კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს
პროკურატურას ზემოაღნიშნული განჩინებების დროული აღსრულების მიზნით,
უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარება.
2.2.3. 2009 წლის 15 ივნისის აქციის საქმეები
2009 წლის 15 ივნისის დილას ოპოზიციური ჯგუფის წევრები და მხარდამჭერები
შეიკრიბნენ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან, რათა
გაეპროტესტებინათ ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრება, რომელიც რამდენიმე
დღით
ადრე
მოხდა.
პოლიციამ
ძალისმიერი
მეთოდებით
დაშალა
აქციის
მონაწილეები.
2.2.3.1. შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი
№22318/10, 2015 წლის 30 ივნისის განჩინება
საქმის გარემოებების თანახმად, მეორე (თეონა ლალიაშვილი), მესამე (შოთა
კაპანაძე) და მეოთხე (ნესტან ინასარიძე) მომჩივნებს უნდა გაეშუქებინათ 2009 წლის 15
ივნისის დემონსტრაცია. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ
დემონსტრაციის დაწყებისთანავე მომჩივნები გახდნენ მოწმეები, თუ როგორ დაიწყო
პოლიციამ დემონსტრანტების დევნა და განურჩევლად მათი ცემა ხელკეტებითა და
ჯოხებით. მას შემდეგ, რაც მესამე (შოთა კაპანაძე) და მეოთხე (ნესტან ინასარიძე)
მომჩივნებმა დაიწყეს ვიდეო და ფოტოგადაღება დემონსტრაციის აღსაწერად,
რამდენიმე პოლიციელმა ცალკეულ ჯგუფებად შემოარტყა მათ ალყა და ძალის
გამოყენებით წაართვა კამერები.
რაც შეეხება პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას,
მესამე მომჩივნის (შოთა კაპანაძე) დაზიანებები არ იყო სერიოზული და მას არ
მოუთხოვია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეოთხე მომჩივანი (ნესტან ინასარიძე)
ჰოსპიტალიზებულ იქნა მარჯვენა ხელის კონტუზიის დიაგნოზით და დაედო
თაბაშირი. სამედიცინო ცნობაში, ასევე, იქნა მითითებული, რომ მას ჰქონდა
დაჟეჟილობები ზურგის მიდამოში.
აღნიშნულ საქმეში მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა,
მეოთხე მომჩივნის (ქალბატონი ნ. ინასარიძის) მიმართ მიყენებულ ფიზიკურ
დაზიანებებზე ეფექტიანი გამოძიების არარსებობის გამო, ასევე, კონვენციის მე-10
მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს მეორე (თეონა ლალიაშვილი), მესამე (შოთა
კაპანაძე) და მეოთხე (ნესტან ინასარიძე) მომჩივნების ჟურნალისტურ საქმიანობაში
ხელშეშლას 2009 წლის 15 ივნისის
დემონსტრაციის დროს. დასახელებული
დარღვევების საფუძველზე, მთავრობამ აიღო ეფექტიანი გამოძიების ჩატარების
ვალდებულება. ასევე, მატერიალური და მორალური ზიანის და ხარჯებისა და
დანახარჯების ასანაზღაურებლად, მთავრობამ იკისრა ვალდებულება ქალბატონ თ.
ლალიაშვილს და ბატონ შ. კაპანაძეს გადაუხადოს 1500 ევრო, ქალბატონ ნ. ინასარიძეს
− 4500 ევრო. მომჩივნები დაეთანხმნენ მთავრობის მიერ შეთავაზებულ პირობებს და
უარი განაცხადეს სხვა მოთხოვნებზე. შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა, როგორც
მორიგებული, და ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 ივნისს ამოირიცხა
განსახილველ
საქმეთა
სიიდან.
მომჩივნებს
საკომპენსაცო
თანხა
ჩაერიცხათ
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
2.2.3.2. ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №312/10, 2015
წლის 15 სექტემბრის განჩინება
მომჩივნებმა 2009 წლის 15 ივნისის დემონსტრაციის დაშლისას პოლიციელების
მხრიდან მიიღეს რამდენიმე ძალისმიერი დარტყმა ხელკეტით ხერხემლის, თავისა და
ხელების არეში. დემონსტრაციის დაშლის შემდეგ რამდენიმე პირი, მათ შორის, 5
მომჩივანი, დააკავეს და პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიყვანეს. შემდგომ,
მომჩივნები
თბილისის
საქალაქო
სასამართლომ
ცნო
ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევებად და, შედეგად, 3 მათგანს შეუფარდა პატიმრობა 30 დღის
ვადით, ხოლო ორ მომჩივანს − ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. მთავრობამ აღიარა
მომჩივნების მიმართ კონვენციის მე-3, მე-6 და მე-11 მუხლების დარღვევა. ამასთან,
მთავრობამ აიღო ვალდებულება, ეფექტიანად გამოეძიებინა ზემოაღნიშნული
ინციდენტი და მომჩივნებისთვის გადაეხადა კონკრეტული ოდენობის კომპენსაციები
დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ საქმე
2015 წლის 15 სექტემბერს ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. მომჩივნებს
საკომპენსაცო თანხა ჩაერიცხათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
2.2.3.3. ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №65969/09, 2015 წლის 15
სექტემბრის განჩინება
მომჩივანის
ძალისმიერი
განცხადებით,
დარტყმა
მან
ხელკეტით
მიიღო
ხერხემლის,
პოლიციელებისგან
თავისა
და
რამდენიმე
ხელების
არეში.
დემონსტრაციის დაშლის შემდეგ რამდენიმე მონაწილე, სხვებს შორის, მომჩივანი,
დააკავეს და პოლიციის სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს. იგი თბილისის
საქალაქო
სასამართლომ
ცნო
ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად
და
შეუფარდა 30 დღით პატიმრობა.
აღნიშნულ საქმეში მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა 2009
წლის 15 ივნისს ბ-ნი ცაგურიას მიმართ მიყენებულ სხეულის დაზიანებებზე
გამოძიების არაეფექტიანობის გამო. ასევე, მთავრობამ აღიარა შინაგან საქმეთა
სამინისტროს №2 იზოლატორში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის და პირადი
ჰიგიენის დაცვის უზრუნველყოფის ნაკლოვანებები; აგრეთვე, კონვენციის მე-6
მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების დარღვევა, რადგან ადმინისტრაციული საქმის
განხილვისას მომჩივანს არ მიეცა ადეკვატური დრო და საშუალება თავის დასაცავად.
მთავრობამ
აღიარა
კონვენციის
მე-11
მუხლის
დარღვევა
იმის
გამო,
რომ
ადმინისტრაციული სახდელი − 30-დღიანი პატიმრობა არ იყო პროპორციული
სანქცია. შესაბამისად, მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ ჩაეტარებინა სწრაფი და
ეფექტიანი გამოძიება 2009 წლის 15 ივნისს მომჩივნის სავარაუდო არასათანადო
მოპყრობის ფაქტზე და მისთვის გადაეხადა 3500 ევრო ყველა მატერიალური და
მორალური ზიანის, ასევე, ყველა ხარჯისა და დანახარჯის დასაფარად.
მხარეთა
შორის მორიგების გამო, სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბერს ამოირიცხა
განსახილველ საქმეთა სიიდან ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც
არ
ექვემდებარება
მინისტრთა
კომიტეტის
ზედამხედველობას.
მომჩივანს
საკომპენსაცო თანხა ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
2.2.3.4. მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №4731/10, 2015 წლის 13
ოქტომბრის განჩინება.
მომჩივნის განცხადებით, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დაშლაში მონაწილე
პოლიციელებმა
მას
ხერხემლის,
თავისა
და
ხელების
არეში
ხელკეტებით
რამდენჯერმე დაარტყეს. საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ რამდენიმე მონაწილე,
მათ შორის, მომჩივანი, პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს და
მოათავსეს საკანში. თუმცა, თხუთმეტი წუთის შემდეგ იგი გაათავისუფლეს და
განუმარტეს, რომ ის შეცდომით დააკავეს.
აღნიშნულ საქმეში მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული
ნაწილის დარღვევა, 2009 წლის 15 ივნისის დემონსტრაციის მიმდინარეობისას
მომჩივნისათვის სავარაუდოდ მიყენებული დაზიანებების ფაქტთან დაკავშირებით
გამოძიების არაეფექტიანობის გამო. აგრეთვე, მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-5
მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დარღვევა მომჩივნის თავისუფლების
აღკვეთის გამო. მთავრობამ აიღო სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების
ვალდებულება 2009 წლის 15 ივნისის დემონსტრაციის მიმდინარეობისას მომჩივნის
სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, მთავრობამ
აიღო ვალდებულება, მომჩივნისთვის კომპენსაციის, 4500 ევროს გადახდის თაობაზე
ყველა მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე ყველა ხარჯისა და დანახარჯის
დასაფარად. ამდენად, 2015 წლის 13 ოქტომბერს, საჩივარი ამორიცხა განსახილველ
საქმეთა სიიდან ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ
ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას. მომჩივანს საკომპენსაცო
თანხა ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
გამოძიება 2009 წლის 15 ივნისის აქციის საქმეებზე
იმის გამო, რომ 2009-2012 წლებში სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო
მოქმედებები ფაქტობრივად არ ჩატარებულა, 2013 წლიდან გამოძიების ფარგლებში
დაიკითხა არაერთი მოწმე და ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება.
2018 წლის 15 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა
შუამდგომლობა
სისხლის
სამართლის
№010098141
საქმეზე
სამართლებრივი
დახმარების გაწევის თაობაზე. კერძოდ, მედიაკომპანია „ტომპსონ როიტერსიდან“
გამოთხოვილ იქნა 2009 წლის 15 ივნისის აქციის დაშლის ამსახველი ფოტო-ვიდეო
მასალა.
საქმეზე
მიმდინარე
ობიექტური
ინტენსიური
ხელისშემშლელი
შემაჯამებელი
გამოძიების
გარემოებები,
გადაწყვეტილების
მიღებას.
პირობებში
გამოიკვეთა
რომლებიც
აფერხებს
კერძოდ,
აქციის
საქმეზე
დაშლისას
სამართალდამცავებმა მასმედიის წარმომადგენლების ძირითად ნაწილს ჩამოართვეს
აპარატურა და წაშალეს მათ მიერ გადაღებული მასალა. შესაბამისად, მწირი ფოტოვიდეო მასალის არსებობის პირობებში გართულდა იმ სამართალდამცავების
იდენტიფიცირების
პროცესი,
რომლებმაც
სავარაუდოდ
გადაამეტეს
საკუთარ
უფლებამოსილებას. აქვე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქციის დაშლაში მონაწილე
სამართალდამცავების ნაწილს აქციის დაშლისას სახეზე ეკეთათ ნიღბები, რაც
საგრძნობლად ამცირებს გამოძიების მიერ მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
მწირი
ფოტო-ვიდეო
მასალის
არსებობის
პირობებში
გაჭიანურდა
ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზებზე დასკვნების მიღება, რის გამოც გამოძიების
ფარგლებში სხვადასხვა წყაროდან დამატებით მოძიებულ იქნა გარკვეული მასალა,
რაც 2018 წლის 21 თებერვალს დამატებით გადაეგზავნა სსიპ ლ. სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
2018 წელს აქტიურად მიმდინარეობდა მოწმეთა დაკითხვა. გამოძიებამ დაკითხა
აქციის მონაწილეები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის
ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც სამსახურებრივად ჰქონდათ შეხება ან
ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
პარლამენტისთვის წინა წლის ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ, სისხლის
სამართლის №010098141 საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი 2009 წლის 15
ივნისის აქციის მონაწილე 37 პირი, რომელთაც აქციის დაშლის შედეგად მიადგათ
ფიზიკური და მორალური ზიანი.
გამოძიება გრძელდება საქმეზე სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, რაც
საბოლოოდ გახდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ 2009 წლის 15 ივნისის აქციის
საქმეებზე
მიღებული
განჩინებების
აღსრულების
მიზნით
გატარებულ
ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე, კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს
პროკურატურას ზემოაღნიშნული განჩინებების დროული აღსრულების მიზნით,
უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარება.
2.2.4. 2009 წლის 25 აპრილის აქციის საქმე
2.2.4.1. ბერიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28297/10, 2015 წლის 15
სექტემბრის განჩინება
მომჩივანმა თენგიზ ბერიძემ საჩივრით მიმართა ევროპულ სასამართლოს 2009
წლის 25 აპრილის საპროტესტო აქციების დროს სხეულის დაზიანების ფაქტზე
დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობის თაობაზე. მთავრობამ აღიარა კონვენციის
მე-3 და მე-11 მუხლების დარღვევა, მომჩივნის სხეულის დაზიანების ფაქტზე
დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობის გამო. მთავრობამ დეკლარაციით აიღო
გამოძიების
ჩატარების
ვალდებულება.
გარდა
ამისა,
მთავრობამ
გამოთქვა
მზადყოფნა, რომ მომჩივანს გადაუხადოს 4500 ევრო მორალური და მატერიალური
ზიანის, ასევე, ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების მიზნით. ევროპულმა
სასამართლომ საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან 2015 წლის 15
სექტემბერს ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება
მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას. მომჩივანს საკომპენსაცო თანხა ჩაერიცხა
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება საქმის გამოძიებას, 2016 წლის 2 აგვისტოს სისხლის სამართლის
საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და საქმე გადაკვალიფიცირდა „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის“ 118-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამავე კოდექსის
333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
გამოძიების ფარგლებში დათვალიერდა მოწმე ნ. ს.-ის მიერ წარმოდგენილი
ვიდეოფირი, რომელიც ასახავს მომხდარი ინციდენტის გარკვეულ დეტალებს და
მოხდა ვიდეოფირში ასახული სამართალდამცავთა ნაწილის იდენტიფიცირება.
2018 წელს დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი,
რომლებსაც
შეიძლება
ჰქონოდათ
ინფორმაცია
საქმისათვის
მნიშვნელოვანი
გარემოებების შესახებ.
გამოძიება გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ყველა შემხვედრი
საგამოძიებო
და
საპროცესო
მოქმედება,
რის
შემდეგაც
მიღებული
იქნება
შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების
აღსრულების მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს.
2.2.5. სხვა განჩინებები
2.2.5.1. თაბაგარი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივრები №70820/10 და №60870/11,
2013 წლის 18 ივნისის განჩინება
ბატონი
საჩივრები,
ნუგზარ
თაბაგარის
სხვებს
შორის,
მიერ
ევროპულ
ეხებოდა
სასამართლოში
სასჯელაღსრულების
შეტანილი
სხვადასხვა
დაწესებულებაში მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს,
ამ კუთხით ეფექტიანი გამოძიების არარსებობას და ციხეში ადეკვატური სამედიცინო
მკურნალობის ვერ უზრუნველყოფას, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე;
აგრეთვე, კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე მომჩივნის პრეტენზია ეხებოდა 2008
წლის 12 აგვისტოს ციხიდან გაქცევის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმის
განხილვისას სასამართლო პროცესებზე მისი დასწრების ვერ უზრუნველყოფას.
საქმის
მასალების
შესწავლის
შედეგად
მთავრობამ
აღიარა
მომჩივნის
ფსიქოლოგიური პრობლემებისა და პატიმრობის პერიოდში მისთვის ჩატარებული
მკურნალობისას დაშვებული ხარვეზები. მთავრობამ აღიარა სისხლის სამართლის
მეორე საქმეში მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით გამოძიების
ხარვეზები, აგრეთვე, სისხლის სამართლის მესამე საქმეში ციხის თანამშრომელთა
მიმართ გამოხატული აგრესიული ქმედების თაობაზე, გამოძიებისა და სასამართლო
პროცესების
დროს
დაშვებულ
ნაკლოვანებები
და
გაითვალისწინა
სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალიწინებული მომჩივნის
უფლება, შიდა სასამართლოსთვის სისხლის სამართლის მესამე საქმის გადასინჯვის
მოთხოვნით მიმართვის თაობაზე; დამატებით, მხედველობაში მიიღო სისხლის
სამართლის
მეოთხე
საქმის
არაეფექტიანი
გამოძიება.
აგრეთვე,
მთავრობამ
გაითვალისწინა მომჩივნისათვის დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მეორე და
მეოთხე სისხლის სამართლის საქმეებში, რის გამოც მას წაერთვა შესაძლებლობა,
გამოეყენებინა
ეროვნულ
დონეზე
არსებული
მიმართვის
ეფექტიანი
შიდა
სამართლებრივი საშუალება, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-13 მუხლი.
ამასთან, მთავრობამ გაითვალისწინა ხონის №9 ციხიდან გაქცევის ფაქტზე აღძრულ
სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესებზე მომჩივნის
დასწრების
ვერ
უზრუნველყოფა
კონვენციის
მე-6
მუხლის
მოთხოვნების
საწინააღმდეგოდ.
აღნიშნული დარღვევების საფუძველზე, მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა,
გაუწიოს ბ-ნ თაბაგარს მისი ფსიქიკური პრობლემებისა და სხვა ჩივილების
ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯით. ასევე, მთავრობამ
აიღო ვალდებულება, რომ ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება მომჩივნის არასათანადო
მოპყრობასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
10 000 (ათი ათასი) ევრო მთავრობის მიერ მომჩივანს გადაერიცხა განჩინებით
დადგენილ
ვადაში.
აღსანიშნავია,
რომ
სასჯელაღსრულების
სისტემაში
განხორციელდა მომჩივნის ადეკვატური და დროული სამედიცინო მკურნალობა
სახელმწიფოს ხარჯით. რაც შეეხება ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებას, სისხლის
სამართლის ორივე საქმეზე განახლდა გამოძიება და ამჟამად მიმდინარეობს
საგამოძიებო ღონისძიებები. ხელახალი გამოძიების ფარგლებში მომჩივანს მიენიჭა
დაზარალებულის სტატუსი, დაიკითხნენ მოწმეები და განხორციელდა სხვა
საგამოძიებო მოქმედებები.
მოწმის სახით გამოკითხულთა უმრავლესობა წარსულში წარმოადგენდა და
ამჟამადაც წარმოადგენს კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულ პირებს (მათი
ნაწილი დღესაც სასჯელს იხდის), რის გამოც ისინი არ თანამშრომლობენ
გამოძიებასთან. დასაკითხი პირების ნაწილს დატოვებული აქვს ქვეყანა, ნაწილი კი
ძებნაში იმყოფება, ამდენად ვერ ხერხდება ამ პირთა გამოკითხვა და მათგან
ინფორმაციის მიღება. ასევე, სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან დიდი დროის
გასვლის გამო, მოწმეებს უჭირთ დეტალების გახსენება.
მიუხედავად დასახელებული ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებებისა,
2018 წლის 4 აპრილიდან 19 მაისამდე პერიოდში გამოიკითხნენ ნუგზარ თაბაგარის
თანამესაკნე, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 და №15
დაწესებულების მუშაკები მომჩივნის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ.
გამოძიების მიერ დაკითხულ მოწმეთა განმარტებით, მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ ნ.
თაბაგარის ცემა-წამების ან მისდამი სხვა უკანონო მოპყრობის ფაქტებზე, შესაბამისად,
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქმისთვის მნიშვნელობის მქონე
ინფორმაცია ვერ იქნა მოპოვებული.
2018 წლის 16 ივლისიდან 20 დეკემბრამდე ჩატარდა გამოძიებისათვის
საინტერესო ინფორმაციის გამოთხოვა და დათვალიერებები, რისი ამსახველი
ოქმებიც დართულია საქმეზე.
მოცემული ეტაპისთვის გრძელდება გამოძიება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების
აღსრულების მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე,
კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას ჩაატაროს ყველა შესაძლო
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და გამოძიების პროცესში განიხილოს, მათ
შორის, მოწმეთა დისტანციურად დაკითხვის შესაძლებლობა.
2.2.5.2. ჩქოტუა და არქანია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60909/08, 2014
წლის 20 მაისის განჩინება
ბატონი თენგიზ ჩქოტუა (პირველი მომჩივანი) დააპატიმრეს 2006 წლის 16
ნოემბერს, რომელიც 2009 წლის 26 დეკემბერს არასათანადო მკურნალობის გამო
გარდაიცვალა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2010 წლის 5 მარტს ბატონი
ჩქოტუას მეუღლემ, ქალბატონმა ელისო არქანიამ (მეორე მომჩივანი), ევროპულ
სასამართლოს შეატყობინა მისი მეუღლის გარდაიცვალების თაობაზე ციხეში
მკურნალობის არარსებობის გამო. განსახილველ საქმეში მთავრობამ აღიარა
კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა სამედიცინო დახმარების ნაკლოვანებებისა და
პირველი მომჩივნის გარდაცვალების ფაქტის არაეფექტიანი გამოძიების გამო.
მთავრობამ მეორე მომჩივანს შესთავაზა მორიგება, რომლითაც აიღო ვალდებულება,
მისთვის გადაეხადა 10000 ევრო ყველა ზიანისა და ხარჯის ასანაზღაურებლად, ასევე,
ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება პირველი მომჩივნის გარდაცვალების ფაქტთან
დაკავშირებით. მომჩივანი დაეთანხმა მორიგების პირობებს და შესაბამისად,
ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. მთავრობამ მეორე მომჩივანს კომპენსაციის
თანხა გადაუხადა დადგენილ ვადაში.
შესაბამისად, პირველი მომჩივნის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება განახლდა
2014 წლის 7 ოქტომბერს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის მიერ.
გამოძიების
პროცესში
დაზარალებულის
მონაწილეობისა
და
ჩართულობის
უზრუნველსაყოფად მეორე მომჩივნის ადვოკატს მიეწოდა ინფორმაცია გამოძიების
პროგრესის თაობაზე და მიეცა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა.
საქმეზე
ჩატარებული
სასჯელაღსრულების
განახლებული
დეპარტამენტის
გამოძიების
ქსნის
№7
შედეგად,
დადგინდა
დაწესებულების
ყოფილი
დირექტორი რ.ა.-ს ბრალეულობა, რის საფუძველზეც 2009 წელს ჩადენილი
სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ეს უკანასკნელი სისხლის სამართლის
პასუხისგებაში
მიეცა.
სასჯელაღსრულების
დაწესებულების
ყოფილ
დირექტორის
დეპარტამენტის
ბრალდების
საქმე
ქსნის
№7
განსახილველად
გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რის შედეგადაც 2018 წლის 14
მარტს დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების
აღსრულების მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს.
2.2.5.3. მჭედლიშვილი საქართველოს წინააღდეგ, საჩივარი №43174/08, 2014 წლის
23 სექტემბრის განჩინება
საქმე ეხება 2011 წლის 29 მაისს ციხის სამედიცინო დაწესებულებაში
არასათანადო მკურნალობის გამო მომჩივნის გარდაცვალების ფაქტს. 2011 წლის 7
ივნისს მომჩივნის წარმომადგენელმა ევროპულ სასამართლოს აცნობა, რომ მისი
დაცვის ქვეშ მყოფი გარდაიცვალა 2010 წლის 25 ივნისს ტუბერკულოზით
გამოწვეული გართულებების შედეგად.
მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-2 (დამოუკიდებელი და კომპლექსური
გამოძიების არარსებობა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად) და მე-3 მუხლების
(სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნიკოლოზ მჭედლიშვილის არასათანადო
მკურნალობა) დარღვევა და დეკლარაციით იკისრა ვალდებულება, ჩაატაროს
ხელახალი გამოძიება მომჩივნის გარდაცვალების ფაქტზე და ამასთან, შიდა
სასამართლოს
მიერ
მიკუთვნებულ
10
000
ლარზე
დამატებით,
მომჩივნის
უფლებამონაცვლეს (მეუღლეს) გადაუხადოს 4500 ევრო მორალური და მატერიალური
ზიანის, ასევე, ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად. აღნიშნულიდან
გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა
ნუსხიდან ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება
მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას. მომჩივანს კომპენსაციის თანხა ჩაერიცხა
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
ევროპული სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის შემდეგ, 2015 წლის 6
თებერვალს, დაიწყო ახალი გამოძიება და სისხლის სამართლის საქმე გადაეგზავნა ქ.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. ჩატარებული გამოძიებით და
დაკითხულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჩვენებებით ვერ იქნა მოპოვებული
ობიექტური მტკიცებულებები, რომ სასჯელაღსრულების სამედიცინო პერსონალის
მხრიდან
ჩადენილია
დანაშაული.
საქმეზე
მოპოვებული
მტკიცებულებების
სამართლებრივი ანალიზის შემდგომ, მისაღებია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების
აღსრულების მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე,
კომიტეტი
მოუწოდებს
საქართველოს
პროკურატურას
უზრუნველყოს
გარდაცვლილი მომჩივნის უფლებამონაცვლის ჩართულობა გამოძიების პროცესში,
მისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის
მასალების გაცნობა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღება.
2.2.5.4. თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი
№64987/14, 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინება
საქმე ეხება 2011 წლის 30 აპრილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
მომჩივნის
სავარაუდო
თვითმკვლელობის
ფაქტზე
დაწყებული
გამოძიების
არაეფექტიანობას.
2015
წლის
3
აპრილს
მთავრობამ
აღიარა
კონვენციის
მე-2
მუხლის
პროცედურული ნაწილის დარღვევა და დეკლარაციით აიღო ვალდებულება,
ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება ბატონი კახაბერ თედლიაშვილის გარდაცვალების
ფაქტზე, ასევე, დაზარალებულის უფლებამონაცვლეებს გადაუხადოს 10 000 ევრო
მორალური
და
მატერიალური
ზიანის,
ხარჯებისა
და
დანახარჯების
ასანაზღაურებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ
საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან კონვენციის 37-ე მუხლის
საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას.
მთავრობამ კომპენსაციის თანხა გადაიხადა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
ევროპული სასამართლოს მიერ განჩინების მიღების შემდგომ, 2016 წლის 12
იანვარს, სისხლის სამართლის №042090913801 საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო
№042120116801 საქმე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების
თანამშრომლების მიერ ამავე დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის, კახაბერ
თედლიაშვილის, მიმართ განხორციელებული ცემა-წამების ფაქტზე „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის“ 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და საქართველოს
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დადგენილებით საქმე შემდგომი
გამოძიების ჩასატარებლად დაექვემდებარა საქართველოს მთავარი პროკურატურის
საგამოძიებო ნაწილს. 2016 წლის 24 თებერვალს პროკურორის მიერ გამოტანილ იქნა
დადგენილება
კვალიფიკაციის
შეცვლის
შესახებ
და
სისხლის
სამართლის
№042120116801 საქმეზე გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის
„ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 115-ე მუხლით. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი
საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებისა.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა შემდეგი:
-
დოკუმენტების
ხელწერისა
და
ტექნიკო-კრიმინალისტიკური
ექსპერტიზის 2017 წლის დასკვნის თანახმად, სამარტოო საკანში მოთავსების
თხოვნით, კ. თელიაშვილის სახელით შედგენილი განცხადებები შესრულებულია
კ.
თედლიაშვილის
ხელით
და
ორივე
ეგზემპლარი
დედან
დოკუმენტს
წარმოადგენს;
-
ბიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის დასკვნის
თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დოლბანდის მასალაზე მხოლოდ კ.
თედლიაშვილის „დნმ“ ნიმუშების კვალი აღინიშნება. ხოლო თავად ,,დოლბანდი“,
გარდა
მისთვის
დამახასიათებელი
მასალების
შემცველობისა,
შეიცავს
თოკისათვის დამახასიათებელი ბოჭკოვან მასალას.
მოწმის სახით 2018 წელს გამოკითხნენ შემდეგი პირები:
-
დამოუკიდებელი
სასამართლო
სამედიცინო
ექსპერტიზის
ცენტრ
,,ვექტორის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ა. გ. (კ. თედლიაშვილის
სხეულის დათვალიერების შედეგად გაცემული დასკვნის ირგვლივ);
-
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების სამედიცინო
ნაწილის ექთანი ლ. გ. (კ. თედლიაშვილისათვის შესაბამისი ფსიქოტროპული
მედიკამენტების მიწოდების საკითხთან დაკავშირებით);
-
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების ყოფილი
დირექტორი დ. მ (კ. თედლიაშვილის მიერ სამარტოო საკანში მოთავსებისა და მისი
გვამის აღმოჩენის გარემოებების საკითხებთან დაკავშირებით);
-
დამატებით
გამოიკითხა
დეპარტამენტის
N6
დაწესებულების
სამედიცინო ნაწილის ექიმ-ფსიქიატრი მ. გ. (კ. თედლიაშვილისათვის დასმული
დიაგნოზისა და შესაბამისი ფსიქოტროპიული მედიკამენტების დანიშვნის
გარემოებების თაობასთან დაკავშირებით);
ასევე, 2018 წელს კ. თედლიაშვილის ყოფილ ადვოკატს თ.კ.-ს ოფიციალურად
ჩაბარდა მოწმის სახით გამოკითხვაზე დაბარების უწყება, თუმცა, არ გამოცხადებულა.
ამჟამად, საქმეზე გრძელდება გამოძიება. დაგეგმილია და უახლოეს პერიოდში
განხორციელდება №6 დაწესებულების სამეურნეო სამსახურში რიცხული პირებისა და
სამარტოო საკანში მოთავსებული პატიმრების მოწმის სახით გამოკითხვა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების
აღსრულების მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე,
კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დროულად ჩაატაროს ყველა
შესაძლო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, უზრუნველყოს
პროცესში
დაზარალებულის
უფლებამონაცვლის
ჩართულობა
გამოძიების
და
მისთვის,
კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის მასალების
გაცნობა.
2.2.5.5. გამცემლიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2228/10,
2014 წლის 1 აპრილის განჩინება
საქმე ეხება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ 2008 წლის 8 მაისს
მომჩივნების
ოჯახის
წევრის
-
გიორგი
გამცემლიძის
გაუფრთხილებლობით
სიცოცხლის მოსპობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული
თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს.
განსახილველ საქმეზე, 2013 წლის 11 მარტს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-2
მუხლის
არსებითი
და
პროცედურული
ნაწილების
დარღვევა
ევროპული
სასამართლოს წინაშე და დეკლარაციით იკისრა ვალდებულება, ჩაატაროს ხელახალი
გამოძიება გარდაცვლილის მიმართ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტზე.
ასევე, მომჩივნებს გადაუხადოს 20 000 ევრო მორალური და მატერიალური ზიანის,
ასევე, ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად. ევროპულმა სასამართლომ
გაითვალისწინა დეკლარაციის პირობები და 2014 წლის 1 აპრილს საჩივარი ამორიცხა
განსახილველ
საქმეთა
ნუსხიდან.
მომჩივანს
კომპენსაციის
თანხა
ჩაერიცხა
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
2014 წლის 23 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო
ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N074230614802 საქმეზე შსს-ს
ცალკეული
თანამშრომლების
მიერ
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე
მუხლის პირველი ნაწილით. ახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარდა მრავალი
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
მოპოვებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის შემდგომ, გამოძიება
იმსჯელებს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების
აღსრულების მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე,
კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დროულად ჩაატაროს ყველა
შესაძლო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, უზრუნველყოს
პროცესში
დაზარალებულის
უფლებამონაცვლის
ჩართულობა
გამოძიების
და
მისთვის,
კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის მასალების
გაცნობა.
2.2.5.6. ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №67813/11, 2014 წლის 9
სექტემბრის განჩინება
მომჩივანმა,
მიმართა
ევროპულ
სასამართლოს
კერძო
სამედიცინო
დაწესებულებაში (შპს „სამკურნალო კომბინატში“) 2005 წლის 9 აპრილს მისი შვილის
გარდაცვალების თაობაზე.
მომჩივანი კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე
პრეტენზიას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ
უზრუნველყო შესაბამისი კერძო სამედიცინო დაწესებულების სათანადო და
უსაფრთხო ფუნქციონირება და არ ჩატარდა იმ საექიმო შეცდომების სრულყოფილი
გამოძიება, რომლებმაც მომჩივნის შვილის გარდაცვალება გამოიწვია.
მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-2 მუხლით სახელმწიფოსთვის დაკისრებული
პოზიტიური ვალდებულებების დარღვევის ფაქტი და გამოთქვა მზადყოფნა,
მომჩივნისთვის გადაეხადა 7000 (შვიდი ათასი) ევრო. მომჩივანი მიესალმა მთავრობის
აღიარებას, კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების
დარღვევის თაობაზე და მიუთითა, რომ იგი მზად იყო, დათანხმებოდა მთავრობის
დეკლარაციას, თუ ტექსტიდან ამოღებული იქნებოდა პირობა 7000 ევროს გადახდის
შესახებ. მომჩივანმა განმარტა, რომ ფულადი კომპენსაცია ვერ აუნაზღაურებდა მას
შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტანჯვას და კატეგორიული უარი განაცხადა
მთავრობისგან ნებისმიერი ფულადი შეთავაზების მიღების თაობაზე.
შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ ფულადი
კომპენსაციის გადახდის პირობა უნდა იქნეს უარყოფილი. ევროპულმა სასამართლომ
საკმარისად მიიჩნია მთავრობის მიერ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის აღიარება
და 2014 წლის 9 სექტემბერს საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან.
რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებულ გამოძიებას, აღსანიშნავია, რომ
2005 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრული სისხლის სამართლის საქმე 2016
წლის 11 მარტს გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო
ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა
სსკ-ის 116-ე
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2016 წლის
11 მარტს საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სსკ-ის 342-ე
მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეზე
გამოკითხულია
შესაბამისი
მოწმეები,
ასევე
ოთხჯერ
ჩატარდა
კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც დაევალა გადაეწყვიტა
საკითხი თუ რამდენად სწორად და კვალიფიციურად მიმდინარეობდა გიორგი
ძებნიაურის მკურნალობა (ოპერაციები) და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზია პანკრეოტიტი - კუჭის უკანა ჯირკვლის ანთება, რაც ნაღვლის ბუშტის მწვავე
ანთებითმა პროცესმა გამოიწვია. დასკვნებში აღნიშნულია, რომ გიორგი ძებნიაურს
ოპერაციის ჩატარებამდე დიაგნოზი სწორად დაესვა და ჩატარებულ მკურნალობაში
შეცდომები დაშვებული არ ყოფილა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების
აღსრულების მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე,
კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დროულად ჩაატაროს ყველა
შესაძლო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, უზრუნველყოს
პროცესში
დაზარალებულის
უფლებამონაცვლის
ჩართულობა
გამოძიების
და
მისთვის,
კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის მასალების
გაცნობა.
2.2.5.7. ასათიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №42174/11, 2017
წლის 4 აპრილის განჩინება
საჩივარი ეხებოდა პოლიციის მიერ 2011 წლის 3 იანვრის ქუჩის მჯდომარე
საპროტესტო აქციის დარბევას. მომჩივნებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ აქციაში,
განაცხადეს,
რომ
მათ
მიმართ
ადგილი
ჰქონდა
პოლიციის
მხრიდან
უფლებამოსილებების გადამეტებას, რითაც დაირღვა კონვენციის მე-3 და მე-11
მუხლები. ამ საჩივრების შესახებ მთავრობას ეცნობა 2015 წლის 28 სექტემბერს.
2016 წლის 3 მაისსა და 3 ივნისს სასამართლომ მიიღო ორივე მხარის მიერ
ხელმოწერილი დეკლარაციები, რომლის მიხედვით მომჩივნები დათანხმდნენ
განსახილველ
საქმეთა
ნუსხიდან
საჩივრის
ამორიცხვას
მთავრობის
მიერ
გამოთქმული აღიარებებისა და აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით.
კერძოდ, მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა №4, №5 და №7 (ბ-ნი
თოფურია, ბ-ნი რევიშვილი და ბ-ნი იამანიძე) მომჩივნებთან მიმართებით პოლიციის
მხრიდან, მათ წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტების საფუძველზე და აიღო
ვალდებულება, რომ გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი. ამასთანავე, მთავრობამ
აღიარა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა ათივე მომჩივნის მიმართ.
ასევე, მთავრობამ აიღო შემდეგი თანხების გადახდის ვალდებულება:
-
2 500 ევრო თითოეული მომჩივნის სასარგებლოდ (ბ-ნი თოფურია, ბ-ნი
რევიშვილი და ბ-ნი იამანიძე);
-
2 000 ევრო თითოეული მომჩივნის სასარგებლოდ (ბ-ნი ასათიანი, ბ-ნი
ასატრიანი, ბ-ნი ჩიღოშვილი, ბ-ნი ზღუდაძე, ბ-ნი ძებისაშვილი, ბ-ნი ელისაშვილი
და ბ-ნი ჩხაიძე).
2017
წლის
4
აპრილს
ევროპულმა
სასამართლომ
საჩივარი
ამორიცხა
განსახილველი საქმეთა ნუსხიდან.
ყოველმხრივი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით,
2016 წლის 6 იანვრის დადგენილებით, სისხლის სამართლის №074118003 საქმე
გამოსაძიებლად
გადაეცა
საქართველოს
მთავარი
პროკურატურის
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს.
ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლითა
და 341-ე მუხლით, ვინაიდან იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განზრახ უკანონო დაკავების ნიშნები.
გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულია მრავალი მოწმე (სულ სისხლის სამართლის
საქმეში გამოკითხულია 62 მოწმე), საქართველოს საზოგადოებრივი არხის არქივიდან
გამოთხოვილი იქნა აუდიო-ვიდეო ფაილი, სადაც ასახულია აქციის დარბევის კადრი.
2018 წლის 21 თებერვალს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დამატებით გადაიგზავნა საზოგადოებრივი
მაუწყებლიდან გამოთხოვილი მასალა და გამოტანილ იქნა ახალი დადგენილება
ექსპერტიზის მიერ დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით.
2018
წლის
17
სექტემბერს
სისხლის
სამართლის
საქმეზე
გამოიკითხა
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი რ. ნ. 2011
წლის 3 იანვრის აქციის დაშლასთან დაკავშირებით.
2019 წლის თებერვალში დამატებით იქნა მოძიებული და საქმეზე დამაგრებული
ინტერნეტსივრცეში, ვეტერანების დარბევის ამსახველი სხვადასხვა კადრი.
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეს ერთვის არაერთი აუდიოვიდეო მასალა, ისინი ძირითადად გამოუსადეგარია საექსპერტო კვლევისთვის
დაბალი ხარისხიდან გამომდინარე.
საქმეზე დანიშნულია კომპლექსური ჰაბიტოსკოპური და ფონოსკოპური
ექსპერტიზები აქციის დაშლაში სავარაუდოდ მონაწილე სამართალდამცავების
იდენტიფიცირების მიზნით (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის
თანამშრომლები), რაც ამ ეტაპზე მიღებული არ არის. ექსპერტიზის დასკვნების
მიღების შემდგომ დაიგეგმება დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ მოცემული განჩინების
აღსრულების მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე,
კომიტეტი
მოუწოდებს
საქართველოს
პროკურატურას,
სავარაუდო
სამართალდამრღვევ
პირთა
იდენციფიცირებისა
და
პასუხისგებაში
მიცემის
მიზნითდროულად დროულად ჩაატაროს ყველა შესაძლო საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედება.
2.2.5.8. გაბუნია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №37276/05, 2017
წლის 19 სექტემბრის განჩინება
მომჩივნები კონვენციის მე-9 და მე-14 მუხლების საფუძველზე აცხადებდნენ, რომ
დაირღვა
მათი
რელიგიის
თავისუფლების
უფლება
2001
წელს
მომხდარი
ინციდენტების გამო.
საქმის
მორიგებით
დასრულებასთან
დაკავშირებული
მოლაპარაკებების
წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მთავრობამ 2017 წლის 2 ივნისის წერილით
წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია მორიგების პირობებით, კონვენციის მე-9
მუხლით, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში დარღვევასთან და მომჩივნებისთვის
კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით. მომჩივნები დაეთანხმნენ მთავრობის
დეკლარაციის
პირობებს
(800
ევრო
თითოეული
მომჩივანისათვის
ყველა
მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, ასევე, 2 000 ევრო
ერთობლივად ყველა ხარჯის ანაზღაურების სახით), რის გამოც სასამართლომ საქმე
განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა. მთავრობამ მომჩივნებს კომპენსაციის
თანხა გადაუხადა დადგენილ ვადაში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ მოცემული განჩინების
აღსრულების მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს.
2.2.5.9. ზურაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №52168/12, 2017 წლის
19 სექტემბრის განჩინება
მომჩივანი, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე აცხადებდა, რომ 2011 წლის 26
მაისს პოლიციის მიერ მისი დაკავებისას ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას და
რომ, შესაბამისმა ორგანოებმა ვერ შეძლეს ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის
სამართლის საქმის გამოძიება.
მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი და პროცედურული
ნაწილების დარღვევა 2011 წლის 26 მაისის ინციდენტთან მიმართებით და მან აიღო
ვალდებულება, რომ უზრუნველეყო მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის
ფაქტის გამოძიება და გადაეხადა მისთვის 5 000 ევრო ყველა მატერიალური და
მორალური ზიანის, ასევე ყველა ხარჯისა და დანახარჯის დასაფარად. სასამართლომ
განიხილა დეკლარაციის პირობები მისი პრეცედენტული სამართლის მიხედვით და
ამორიცხა საჩივარი კონვენციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის
საფუძველზე. მთავრობამ მომჩივანს კომპენსაციის თანხა გადაუხადა დადგენილ
ვადაში.
საქმე ყოველმხრივი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების
მიზნით, 2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული სისხლის
სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა მთავარ პროკურატურას.
საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას გამოკითხულია შაქრია ზურაშვილი და
საქმესთან
შემხებლობაში
მყოფი
მრავალი
პირი
(მათ
შორის,
შემთხვევის
თვითმხილველი). ასევე, პოლიციის თანამშრომლები (საქმის გამომძიებლები),
აგრეთვე, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები.
გამოძიების
ფარგლებში,
მოპოვებულია
შაქრია
ზურაშვილის
დაკავების
დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აგრეთვე, შაქრია ზურაშვილის ჯანმრთელობის
მდგომარეობის ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაცია. ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული და
ჩატარებული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის 2018 წლის 25
ივნისის დასკვნის მიხედვით, შაქრია ზურაშვილისათვის მიყენებული დაზიანებები
მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
2018 წლის 1 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმეზე შეიცვალა დანაშაულის
კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“,
„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით. იმავე დღეს დაზარალებულად იქნა ცნობილი შაქრია
ზურაშვილი, რაც ეცნობა მას და განემარტა მისი უფლება-მოვალეობები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენ პირთა დადგენისა და მათ
მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების
აღსრულების მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე,
კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დროულად ჩაატაროს ყველა
შესაძლო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, უზრუნველყოს გამოძიების
პროცესში
დაზარალებულის
ჩართულობა
და
მისთვის,
კანონმდებლობით
დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა.
2.2.5.10. მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2146/10, 2019 წლის 31
იანვრის განჩინება
აღნიშნული საქმე ეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2008 წელს
მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას. საქმეზე საქართველოს
მთავრობამ წარადგინა დეკლარაცია, რითაც აღიარა მომჩივნის მიმართ კონვენციის მე3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა 2008 წლის 18 იანვარს მომჩივნის
სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების
ჩაუტარებლობის გამო. მთავრობამ, ასევე, აღიარა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა
შიდასამართლებრივი გასაჩივრების ქმედითი საშუალების არარსებობის გამო
კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ საჩივრებზე.
მთავრობამ იკისრა ვალდებულება, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის 18
იანვარს მომხდარ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით და
დაკითხოს ყველა მოწმე, ასევე გადაუხადოს მომჩივანს 3 500 ევრო კომპენსაციის
სახით.
მომჩივანი დაეთანხმა მთავრობის მიერ შეთავაზებულ პირობებს, ხოლო, სხვა
მოთხოვნებზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს მიერ
კონვენციის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის შესაბამისად,
საქმე ამოირიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
მომჩივანს განჩინებით განსაზღვრული თანხა უნდა ჩაერიცხოს 2019 წლის 21
მაისამდე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შუალედური შეფასება:
კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს განჩინებით
განსაზღრული ინდივიდუალური ღონისძიებების დროულად განხორციელება.
ამასთანავე,
საქართველოს
პროკურატურამ
უზრუნველყოს
ყველა
შესაძლო
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება, უზრუნველყოს გამოძიების
პროცესში
დაზარალებულის
ჩართულობა
და
მისთვის,
კანონმდებლობით
დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა.
3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
შეფასება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა
განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის
ანგარიში.
კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ანგარიშში წარმოდგენილი
გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი ეხება 2012 წლამდე ადამიანის უფლებების
სისტემურ
დარღვევებთან
დაკავშირებულ
დანაშაულებს,
მათ
შორის
ისეთ
რეზონანსულ საქმეებს, როგორიცაა გირგვლიანის, მოლაშვილის, ე.წ. ნავთლუღის
სპეცოპერაციის და სხვა გახმაურებული საქმეები. წინა ხელისუფლების მიერ
ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების ფონზე საქართველოს წინააღმდეგ
ბევრი ინდივიდუალური საჩივარი შევიდა. უმეტესი მათგანი სამართალდამცავთა
მხრიდან, ასევე, პენიტენციურ სისტემაში კონვენციით გარანტირებული უფლებების
დარღვევას ეხებოდა.
კომიტეტმა
განმავლობაში,
ხაზი
გაუსვა
საქართველოს
იმ
გარემოებას,
წინააღმდეგ
რომ
ადამიანის
უკანასკნელი
წლების
უფლებათა
ევროპულ
სასამართლოში შეტანილი საჩივრების დიდი ნაწილი ცხადდება უსაფუძვლოდ და
მიუღებლად ან ირიცხება განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. 2018 წელს მიუღებლად
გამოცხადდა/ამოირიცხა 141 საჩივარი, 2017 წელს - 232, 2016 წელს -148.3 ასევე
მკვეთრად არის შემცირებული ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრების
საერთო რაოდენობა. ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის
თანახმად, 2011 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი იყო 395 საჩივარი, 2012
წელს - 367, ხოლო 2018 წელს კი - 99. ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა საქმეების
რაოდენობა, რომელთა თაობაზე საქართველოს მთავრობას შეპასუხება ეთხოვა. 2016
წელს ასეთი საქმე იყო - 76, 2017 წელს - 25, ხოლო 2018 წელს - 15 . აღნიშნული
სტატისტიკა
ნათლად
საქართველოს
ადასტურებს,
ტერიტორიაზე
მყოფ
რომ
საქართველოს
მოქალაქეებსა
სხვა
პირებს
მნიშვნელოვნადაა
შორის
და
გაზრდილია ნდობა ეროვნული ორგანოების მიმართ.
კომიტეტი მიესალმება სამართალდამცავი სტრუქტურების ფუნდამენტურ
რეფორმას.
ამ
მხრივ
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი
იყო
საკონსტიტუციო
ცვლილებების განხორციელება, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა პროკურატურის
დამოუკიდებლობა.
აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვის შედეგად,
ეროვნულ
დონეზე
„ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე განახლდა გამოძიებები
საქართველოს პროკურატურის მიერ და გამოძიება მიმდინარეობს ევროპული
კონვენციით
დადგენილი
სრულყოფილი
გამოძიების
დამოუკიდებლობის,
პრინციპები,
სტანდარტების
პრეცედენტული
პროცესში
მიუკერძოებლობისა
როგორც
ეს
სამართლით
შესაბამისად.
უზრუნველყოფილია
და
დაზარალებულის
გათვალისწინებულია
და
თითოეული
მინისტრთა
ევროპული
კომიტეტის
საქმის
გამოძიების
ჩართულობის
სასამართლოს
მიერ
დადგენილი
რეკომენდაციების შესაბამისად.
წამებისა
და
არასათანადო
მოპყრობის
ფაქტების
პრევენციის
კუთხით,
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო დამოუკიდებელი საგამოძიებო
მექანიზმის შექნა. 2018 წლის 21 ივლისს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, სახელმწიფომ ერთი მხრივ შეასრულა
ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულება, ხოლო მეორე მხრივ, შექმნა ძლიერი
ინსტიტუციური გარანტია ანგარიშში აღწერილი, კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების
დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად.
კომიტეტი დადებითად აფასებს 2016-2018 წლებში პროკურორებისთვის,
გამომძიებლებისთვის, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისთვის და შსს-ს
აკადემიის
მსმენელთათვის,
ასევე,
სამოქალაქო
პირებისთვის
წამებისა
და
არასათანადო მოპყრობის თემაზე არაერთი ტრენინგის ჩატარების ფაქტს. ასევე,
მისასალმებელია
დისკრიმინაციისა
და
სიძულვილით
3 იხ. https://www.echr.coe.int/Documents/Stats_analysis_2018_ENG.pdf
მოტივირებული
დანაშაულების მიმართულებით პირთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე აქტიური
ზრუნვა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ შედეგის დადგომის მიზნით,
მნიშვნელოვანია მიწოდებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების ხარისხის
შეფასებაც.
ამავდროულად,
მიზანშეწონილია
ამ
მიმართულებით
არსებული
ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები ისე იყოს ფორმულირებული, რომ მეტად
იძლეოდეს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის გამომუშავების საშუალებას,
გარდა ამისა ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი.
ასევე, მნიშვნელოვანია განახლებული საგამოძიებო მოქმედებების ჯეროვნად და
ეფექტურად განხორციელება, საამისოდ ყოველი შესაძლო გონივრული რესურსის
გამოყენება. ამ მიმართულებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადგენს, რომ გამოძიების პროცესში წარმოქმნილი ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც
ხელს
უშლის
კონვენციით
დანაშაულის
ჩამდენი
დადგენილი
პირის
იდენტიფიცირებას,
სტანდარტებისგან
უტოლდება
გადახვევას.4
ამდენად,
უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ზომები, რათა ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დაცულ უფლებათა დარღვევის
ნებისმიერს შემთხვევას თან სდევდეს ეფექტიანი გამოძიება.5
გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებათა
აღსრულება
წარმოადგენს
სასამართლოსთვის
მიმართვის
უფლების ნაწილს, ამდენად, ამ მიმართულებით ზოგადი და ინდივიდუალური
ღონისძიებების გატარება დროულ და ეფექტიან ხასიათს უნდა ატარებდეს.
კომიტეტი დადებითად აფასებს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ
საფუძვლიან რეფორმას, რომლის შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
დამკვიდრდა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტი. ამ მხრივ,
აღსანიშნავია იუსტიციის მინისტრის მიერ 2019 წლის 22 თებერვალს პენიტენციური
და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიის და მისი 20192020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება
სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ბავშვებთან/მშობლის
უფლებებთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების კუთხით განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია 2018 წლის 13 ივნისს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მიღება. კანონი ითვალისწინებს სოციალურ მუშაობას ბავშვსა და ოჯახზე
ზრუნვის
და
მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის
სფეროში,
რაც
სხვა
საკითხებთან ერთად ასევე გულისხმობს ბავშვის მხარდაჭერას, მისი საუკეთესო
ინტერესის
4 ECHR,
დაცვას,
მის
მეურვეობას,
მზრუნველობას
Ramsahai and others v. the Netherlands, no. 52391/99, 15.05.2007, para. 324
და
საპროცესო
[http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-80563].
5 ECHR, Gäfgen v. Germany, no. 22978/05, 01.06.2010, para. 117 [http://hudoc.echr.coe.int/eng?i=00199015].
წარმომადგენლობას. კანონის დებულებების ეფექტიანი
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
აღსრულების მიზნით
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტმა 2018 წლის 18 დეკემბერს დაამტკიცა „სოციალური მუშაობის შესახებ“
საქართველოს კანონის აღსრულების სამოქმედო გეგმა.
კომიტეტმა აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ
წარმოდგენილი ინფორმაცია ადასტურებს, საქართველოს ხელისუფლების აქტიურ
მუშაობას ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების - ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების/განჩინებების,
აღსრულების
მიმართულებით.
აღნიშნული
ძალისხმევა მოიცავს, როგორც ინდივიდუალურ ღონისძიებებს - დადგენილი
დარღვევების შედეგების მაქსიმალურად გამოსწორებას მომჩივანთათვის, ასევე
კოპლექსურ
ზოგად
ღონისძიებებს,
რათა
მომავალში
აღმოიფხვრას
მსგავსი
დარღვევები და საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს ტერიტორიაზე
მცხოვრებ პირებს ეროვნულ დონეზე ჰქონდეთ დარღვეული უფლებების აღდგენის
რეალური შესაძლებლობა.
კომიტეტი, დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებების/განჩინებების
აღსრულების
მიზნით
განხორციელებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს. ამასთანავე, კომიტეტი
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს
შუალედურ შეფასებებში მითითებული რეკომენდაციის შესრულებისაკენ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე