„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-16
ბიუროს ნომერი 284
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“
მუხლი
1.
საქართველოს
საარჩევნო
კოდექსის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: 27/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032)
51-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
“2. საერთო მაუწყებელმა, აგრეთვე სათემო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო
კამპანია
საკუთარ
ეთერში
გააშუქოს,
წინასაარჩევნო
დებატები
უნდა
გადასცეს
არადისკრიმინაციულად და ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების
ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.”
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3.
ამ
განაწილების,
კანონით
გათვალისწინებული
დებატებში
მონაწილეობისას
ვალდებულებები
ერთნაირი
საეთერო
პირობების
დროის
შექმნისა
და
თანაბრად
საარჩევნო
რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-5, მე-6
და 6’1 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე“.
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და
რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე
საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ
საათში 5 წუთი გამოყონ წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში
თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის
წარდგენილი
წინასაარჩევნო
რეკლამა,
იმ
პირობით,
რომ
ამ
პერიოდში
ერთი
საარჩევნო
სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს
შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ
გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.“
დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„6. საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო
კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში
გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და
თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის
წარდგენილი
წინასაარჩევნო
რეკლამა,
იმ
პირობით,
რომ
ამ
პერიოდში
ერთი
საარჩევნო
სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს
შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ
გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.“
ე) მე-6’1 პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ვ) მე-6’2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„6’2. ამ მუხლის 6’1 პუნქტში აღნიშნული მაუწყებლები, რომლებსაც სურთ ფასიანი
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება, არჩევნების დანიშვნის დღიდან 15 დღის ვადაში, მაგრამ
არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 55-ე დღისა, ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიას გადასცემენ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და
სარეკლამო დროის ფასის შესახებ ინფორმაციას. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში განათავსებს
თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტი
არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოსა და შესაბამის მაუწყებელს გადასცემს
ინფორმაციას ყოველ კონკრეტულ მაუწყებელში, ზემოაღნიშნული გრაფიკის გათვალისწინებით,
სარეკლამო დროის შეძენის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის
განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და შესაძენი სარეკლამო
დროის ხანგრძლივობა). მაუწყებელი, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა სარეკლამო დრო შეიძინა,
არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიას გადასცემს ინფორმაციას ამ მუხლის 6’1 პუნქტის შესაბამისად რეკლამის უსასყიდლოდ
განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს
თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და
სარეკლამო დროის ხანგრძლივობა). ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში განათავსებს თავის
ოფიციალურ ვებგვერდზე. უფასო სარეკლამო დროის მიღების უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტი
შესაბამის მაუწყებელს რეკლამის განთავსების დღემდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობებს თავისი
კუთვნილი დროის გამოყენების სურვილის შესახებ და მასთან შეთანხმებულ დროს გადასცემს
რეკლამას.“
დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„12. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე
საარჩევნო კამპანიის დროს, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან, საკუთარ ტელეარხზე
ყოველდღიურად გამოყოს 5 საათი, რომელიც უსასყიდლოდ, თანაბრად და არადისკრიმინაციულად
განაწილდება თითოეულ საარჩევნო სუბიექტზე, ამომრჩევლისათვის მათი სამოქმედო პროგრამების
გასაცნობად.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი 2019 წ.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი უზრუნველყოფს საარჩევნო უფლებას და ის
გულისხმობს როგორც აქტიურ, ისე პასიურ საარჩევნო უფლებას. აღნიშნული მუხლიდან
გამომდინარეობს აზრი, რომ არჩევნები უნდა იყოს თანასწორი. „თანასწორობა“ ფართო ცნებაა
და
ის
აგრეთვე
ვრცელდება
უზრუნველყოფის
საკითხებზეც,
დებატებში
მონაწილეობის
პოლიტიკური
რეკლამების,
წინასაარჩევნო
როგორებიცაა
შესაძლებლობა.
აგრეთვე
კამპანიის
წარმოების
პოლიტიკურ
რეკლამა
აქედან
დებატებში
გამომდინარე,
მონაწილეობის
საინფორმაციო
და
უფასო
ერთნაირი
პოლიტიკურ
და
ფასიანი
პირობების
მარეგულირებელი ნორმები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან,
რაც ამჟამად სახეზე არ გვაქვს.
საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან,
მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყონ წინასაარჩევნო
რეკლამის
უსასყიდლოდ
განსათავსებლად
და
ყოველ
3
საათში
თანაბრად
და
არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ
მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო
სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს
შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). (მე-5 პუნქტი).
სხვა კერძო ტელეკომპანიებშიც უფასო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობის უფლება
გააჩნიათ მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს. (მე-6 პუნქტი).
რაც შეეხება არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-12
პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზია და რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) ვალდებული არიან,
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით, გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად
განაწილდება
ამ
სუბიექტებს
შორის.
მსგავსი
რეგულაციაა
„მაუწყებლობის
შესახებ“
საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველ პუნქტშიც. სამწუხაროდ, აქ განსაზღვრული არაა
დროის ოდენობა და მთლიანად მაუწყებელთა ნებაზეა დამოკიდებული, რის გამოც, აღნიშნული
რეგულაცია არაეფექტურია და არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები ვერ ახერხებენ
თავიანთ ამომრჩეველზე სათანადო ინფორმაციულ წვდომას.
ზოგადად, თანასწორობის პრინციპი და დასავლური პრაქტიკა შეიძლება არ გამორიცხავდეს
იმას, რომ უფასო საეთერო დროის განსაზღვრისას, არ იყოს მხედველობაში მიღებული, ანდა
გარკვეული ხარისხით გათვალისწინებული იყოს პარტიის გარკვეული მიღწევები, მაგალითად,
წარმოდგენილები არიან თუ არა პარლამენტში, ხმათა რა რაოდენობა მიიღეს წინა არჩევნებზე
და ა.შ. საქართველოს შემთხვევაში, ასეთ პრივილეგირებულ კატეგორიად მიიჩნევა
კვალიფიციური
საარჩევნო
სუბიექტი.
თუმცა
სხვა
დანარჩენი
საარჩევნო
სუბიექტი,
განსხვავებით დასავლური პრაქტიკისა, უკიდურესად არათანაბარ მდგომარეობაში არიან
ჩაყენებულები. მაგალითად, გერმანიაში საზოგადოებრივ და კერძო რადიო და ტელე
მაუწყებლებს ეკისრებათ ვალდებულება, წინასაარჩევნო პერიოდის გარკვეულ მონაკვეთში
დაუთმონ თავისი ეთერი საარჩევნო სუბიექტებს. ანუ, ყველა პოლიტიკური პარტია სარგებლობს
ორწუთნახევრიანი უფასო სარეკლამო დროით, ხოლო პარტიები, რომლებიც წარმოდგენილნი
არიან პარლამენტში, სარგებლობენ დამატებითი დროით, მოპოვებული ადგილების მიხედვით.
ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის სამართლებრივი რეგულირება ითვლება სანიმუშოდ.
ამის ფონზე, საქართველოში წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განთავსების უფლება
გააჩნიათ მხოლოდ ე.წ. „კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს“, სხვა საარჩევნო სუბიექტები კი
მოკლებულნი არიან შესაძლებლობას საკუთარი თავი გააცნონ ამომრჩეველს უფასო
პოლიტიკური რეკლამის საშუალებით.
განსაკუთრებულ
აღნიშვნას
იმსახურებს
მცირერიცხოვან
სახელმწიფოთა
ჯგუფს,
ის
ფაქტი,
რომ
რომლებიც
უფასო
გერმანია
მიეკუთვნება
პოლიტიკური
იმ
რეკლამების
განთავსებას ითხოვენ არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ კერძო მაუწყებლებისგანაც, მაშინ
როდესაც, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა საარჩევნო სუბიექტის
(კვალიფიციური და არაკვალიფიციური) მიერ, უფასო საეთერო დროით სარგებლობის
უფლებას, მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
უფრო მეტიც, გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, უფასო პოლიტიკურ რეკლამაში
იგულისხმება არა მხოლოდ უფასო ეთერის დათმობა, არამედ შესაბამისი აპარატურისა თუ სხვა
აღჭურვილობის შეთავაზებაც მათთვის, ვისაც არ გააჩნიათ საკმარისი რესურსები რეკლამების
დასამზადებლად.
საინტერესოა სხვა ქვეყნის მაგალითებიც:
მაგალითად საფრანგეთში საარჩევნო სუბიექტებს ყოველგვარი გადასახადისა და საფასურის
გარეშე ეთმობათ საზოგადოებრივ რადიო და ტელე მაუწყებლის ეთერი გარკვეული დროით.
გარდა ამისა, მასმედიის წარმომადგენლებს მოეთხოვებათ საარჩევნო სუბიექტებს შორის
პარიტეტის დაცვით გააშუქონ მათი პოლიტიკური აქტივობები და შესთავაზონ მათ ფორუმი,
სადაც
ისინი
შეძლებენ
საკუთარი
პროგრამებისა
და
შეხედულებების
გაცნობას
ამომრჩევლებისთვის. თუკი შევადარებთ ქართულ კანონმდებლობას, აღმოვაჩენთ, რომ ამის
საპირისპიროდ, საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად,
ტელეკომპანიებს ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების
მიმართ, საეთერო დროის თანაბრად განაწილებასთან და დებატებში მონაწილეობისას
ერთნაირი პირობების შექმნასთან დაკავშირებით. ამიტომ აუცილებელია, რომ მსგავსი
არადისკრიმინაციული მიდგომა განხორციელდეს ყველა საარჩევნო სუბიექტის მიმართ და
კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები.
გაერთიანებულ სამეფოში საერთოდ აკრძალულია ფასიანი პოლიტიკური რეკლამები, არა
მხოლოდ რადიო და ტელემაუწყებლის ეთერში, არამედ ბეჭდურ მედიაშიც. სამაგიეროდ,
პოლიტიკურ პარტიებს ეძლევათ ნაციონალური მაუწყებლის ტელე და რადიო ეთერში უფასო
პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება.
იტალია, პორტუგალიასთან ერთად, წარმოადგენს იმ გამონაკლის დასავლეთევროპულ
სახელმწიფოს, სადაც პოლიტიკური რეკლამა არის ფასიანი. ამასთან ერთად,
საარჩევნო
სუბიექტებისთვის
ეთერის
დათმობის
შესაძლებლობა
და
დაწესებულია
მოქმედებს
დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი, რომლის ძალითაც, იტალიის მაუწყებლებს ეკისრებათ
ვალდებულება,
გაავრცელონ
ამა
თუ
იმ
პოლიტიკური
სუბიექტისთვის
მინიჭებული
პრივილეგიები ყველა დანარჩენზე.
ლიტვაში მოქმედი წესის მიხედვით, რეგისტრირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს უწესდებათ
ფინანსების ზღვრული მოცულობა, რომელიც მათ შეუძლიათ მოიპოვონ და დახარჯონ
სარეკლამო კამპანიაზე. მსგავსი წესი მოქმედეს რუსეთშიც.
ისრაელის საარჩევნო და სამაუწყებლო კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებსა და მათ
კანდიდატებს უფასოდ უთმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს. ყველა პოლიტიკურ
პარტიასა და მის კანდიდატს ეძლევა რეკლამის 10 უფასო წუთი, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს,
რომლებსაც მოპოვებული აქვთ ადგილები პარლამენტში, ეძლევათ 3 დამატებითი წუთი
თითოეული წევრისთვის.
როგორც ვხედავთ, დასავლური და თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების მაგალითების
ფონზე, ქართული საარჩევნო კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც არეგულირებს საეთერო
დროის განაწილებას, უკიდურესად დისკრიმინაციულია არაკვალიფიციური საარჩევნო
სუბიექტების მიმართ. მათ არ შეუძლიათ ეფექტურად უფასო საეთერო დროით სარგებლობა და
ტელევიზიებს არც იმის ვალდებულება აქვთ მათ მიმართ, რომ დებატებში მონაწილეობისას
შეუქმნან ერთნაირი პირობები (საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
ასეთი მიდგომა რადიკალურად ზღუდავს პოლიტიკური ძალების დინამიურად გადახალისების
პროცესს, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და
მშვიდობიანი განვითარებისათვის. ამიტომ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ
სატელევიზიო
სივრცეში
ყველა
საარჩევნო
სუბიექტი
სარგებლობდეს
თანაბარი
შესაძლებლობით,
რაც
ეხება
უფასო
პოლიტიკური
არადისკრიმინაციულად მონაწილეობის შესაძლებლობას.
რეკლამითა
და
დებატებში
აქვე შევეხებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას No. R (99) 15, სადაც
მითითებულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უფასო
პოლიტიკური რეკლამების გაშვების ვალდებულების შემოღება სასურველი იქნებოდა, ვინაიდან
უფასო
პოლიტიკური
რეკლამები
მნიშვნელოვანი
გარანტიაა
მასობრივი
ინფორმაციის
საშუალებების მიერ საარჩევნო კამპანიის ობიექტურად გაშუქებისა და საარჩევნო სუბიექტების
თანაბარი ხელმისაწვდომობისა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისადმი. 31 უფასო
პოლიტიკური რეკლამის შესახებ მოთხოვნის სამართლებრივად განმტკიცებისას ევროსაბჭოს
წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფასო ეთერის განაწილების სამართლიანი,
არადისკრიმინაციული, ღია და ობიექტური კრიტერიუმების დადგენა.
საინტერესოა ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული საარჩევნო საკითხებში საუკეთესო
პრაქტიკის კოდექსი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მედიაში
თანაბარი შესაძლებლობების პრინციპი, რათა საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდეთ თანაბარი
შესაძლებლობა, გააცნონ საკუთარი პოლიტიკური ხედვა და შეხედულებები ამომრჩევლებს.
ზემოთქმულიდან
გამომდინარე,
მიგვაჩნია,
მარეგულირებელი
აქტები
ითვალისწინებდნენ
უნდა
რომ
უფასო
პოლიტიკური
შეღავათებს
ასეთი
რეკლამის
პოლიტიკური
სუბიექტებისათვის, რის შემდეგაც, ეს აქტებით შესაბამისობაში მოვლენ საქართველოს
კონსტიტუციის 24-ე მუხლიდან („საარჩევნო უფლება“) გამომდინარე „თანასწორობის
პრინციპთან“. ამით უზრუნველყოფილი იქნება პარტიათა შანსების თანასწორობა. რათქმაუნდა,
მნიშვნელობა აქვს იმას, არის თუ არა პარტია უკვე წარმოდგენილი პარლამენტში, რა ოდენობის
ხმები მოიპოვა წინა არჩევნებზე, როდის შეიქმნა და სხვა თავისებურებები, მაგრამ ეს არ უნდა
გავიგოთ იმგვარად, რომ საარჩევნო რეგულაციები (ამ შემთხვევაში, წინასაარჩევნო კამპანიის
წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხების მარეგულირებელი ნორმები),
მიზანმიმართულად
უწყობდნენ
ხელს
უკვე
არსებული
პოლიტიკური
სტატუს-კვოს
შენარჩუნებას და აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებდნენ სხვა საარჩევნო სუბიექტებს,
რომლებიც, ქართული რეალობის შემთხვევაში, არ ითვლებიან „კვალიფიციურ საარჩევნო
სუბიექტებად.“
უფასო საეთერო დრო მიზნად უნდა ისახავდეს თანაბარი შანსის მიცემას თითოეული საარჩევნო
სუბიექტისთვის, კვალიფიციურისთვის და არაკვალიფიციურისთვის. ზოგადად, პოლიტიკური
რეკლამა ხელს უწყობს არჩევნების თავისუფლად, გამჭვირვალედ ჩატარებას. თუმცა, როგორ
შეიძლება ისაუბროთ ამ პრინციპებზე, როდესაც ამჟამინდელი რეგულაციები ეწინააღმდეგება
საქართველოს კონსტიტუციას და საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,
საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების
შექმნისა
და
საარჩევნო
რეკლამისათვის
თანაბარი
პირობების
დადგენის
შესახებ
ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით.
ლოგიკურად,
ყველა
საარჩევნო
სუბიექტისთვის
შანსების
თანასწორობისა
და
უფასო
პოლიტიკური რეკლამით სარგებლობის შესაძლებლობით უზრუნველყოფა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი ხდება ნულოვანი ბარიერის არსებობის პირობებში - თუკი მაგალითად 1%-იანი
მხარდაჭერის შემთხვევაშიც, საარჩევნო სუბიექტი მოიპოვებს პარლამენტის წევრის მანდატს,
რატომ არ უნდა გააჩნდეს მას უფლება, თუნდაც შედარებით შეზღუდული სტანდარტებით
ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რითაც სარგებლობენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები და
მინიმალური/აუცილებელი საინფორმაციო წვდომა ჰქონდეს საკუთარ, თუნდაც მცირერიცხოვან
მხარდამჭერებზე,
მათი
მობილიზების
მიზნით?!
ამჟამინდელი
კანონმდებლობა
ვერ
უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს პოლიტიკური ძალებისთვის, ხოლო ნულოვანი ბარიერის
პირობებში,
არსებული
რეგულაციების
ახალ
რეალიებთან
და
კონსტიტუციასთან
წინააღმდეგობა კიდევ უფრო აშკარა და შემაწუხებელი ხდება.
ინიციატორების განცხადებით, ნულოვანი ბარიერის შემოღების მიზანს წარმოადგენს
პოლიტიკური სუბიექტებისთვის მაქსიმალურად თანასწორი საარჩევნო პირობების
უზრუნველყოფა,
რათა
მომდევნო
საპარლამენტო
არჩევნების
შედეგად,
2020
წელს
საქართველოს პარლამენტში ყველა, თუნდაც მცირე საზოგადოებრივი გავლენის მქონე
პოლიტიკური სუბიექტი იქნას წარმოდგენილი. მათ მიერ მოყვანილია შემდეგი მსჯელობა:
„უკანასკნელი პერიოდის მანძილზე განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პოლიტიკური
სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანაა საჭირო. ქვეყნის მართვა
სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი სუბიექტის ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა
და შესაბამისი პასუხისმგებლობის ფართოდ გადანაწილების პირობებში უნდა გაგრძელდეს.
ახალ, მზარდ, ლოკალურ თუ გლობალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან
გამკლავება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის და პასუხისმგებლობის
გაზიარების
პირობებში
და
მაქსიმალურად
პლურალისტურ
გარემოში
უნდა
იქნეს
უზრუნველყოფილი.“
ასეთი ამოცანები მეტ მნიშვნელობას სძენს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის (მათ შორის
არაკვალიფიციურებისთვის)
თანასწორობისა
და
თანაბარი
შანსების
პრინციპების
უზრუნველყოფას, მათ შორის სატელევიზიო სივრცეში, ვინაიდან საქართველოში ინფორმაციის
გავრცელების უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს ტელე მედია და მოსახლეობის 90%-ზე მეტი
ინფორმაციას სწორედ ამ საშუალებით იღებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის გზით (აგრეთვე „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის გზით, რასაც მოიცავს საკანონმდებლო
პაკეტი).
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
არაკვალიფიციური
საარჩევნო
სუბიექტები
უფრო
ეფექტურად შეძლებენ თავიანთი ხედვების გაცნობას ამომრჩევლისათვის, როგორც უფასო
პოლიტიკური რეკლამების, ისე დებატებში მონაწილეობის მეშვეობით. კვალიფიციური
საარჩევნო
სუბიექტების
არაკვალიფიციური
შესაძლებლობების
საარჩევნო
რადიკალური
სუბიექტებისათვის
უპირატესობის
შეიქმნება
უფრო
ფონზე,
სამართლიანი
წინასაარჩევნო გარემო, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური ცხოვრების მეტ დინამიურობას,
სიჯანსაღეს, განახლებას და ახალი სახეების წარმოჩინებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს შემდეგი:
ტელევიზიებმა წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა
საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით. ამჟამად ასეთი ვალდებულება არსებობს მხოლოდ
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიმართ. განხორციელებული ცვლილებების შედეგად,
ტელევიზია გახდება პლათფორმა ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის (კვალიფიციურისთვის და
არაკვალიფიციურისთვის), სამართლიანი და თანაბარი შანსების პირობებში წარმართოს
წინასაარჩევნო კამპანია. გარდა ამისა, მათ უნდა გამოყონ უფასო სარეკლამო დრო ყველა
საარჩევნო სუბიექტისათვის (კვალიფიციური და არაკვალიფიციური), რაც თანაბრად და
არადისკრიმინაციულად განაწილდება მათ შორის. აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი
გამოყოფს
ყოველდღიურად
5
საათს,
რომელიც
უსასყიდლოდ,
თანაბრად
და
არადისკრიმინაციულად განაწილდება ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის. ამ მიზნებისთვის,
აღსანიშნავია, რომ ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს ორ ტელეარხს საქართველოს პირველ არხსა და მეორე არხს, რაც არის შესანიშნავი ბაზა, რის საფუძველზეც
შესაძლებელია
ქვეყანაში
წინასაარჩევნო
გარემოს
გაჯანსაღება,
ყველა
საარჩევნო
სუბიექტისთვის სამართლიანი და თანასწორი წინასაარჩევნო გარემოს შექმნით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებით.
კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონის
ამოქმედება
არ
მოითხოვს
რაიმე
ღონისძიებას,
ან
პერიოდს.
შესაბამისად,
მიზანშეწონილია მხოლოდ მისი დაუყოვნებლივ ამოქმედება. აგრეთვე გათვალისწინებული
არაა უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება შესაძლო გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. ვინაიდან არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებს მიეცემათ გარკვეული პერიოდის
უფასო სარეკლამო დრო, მათ შეიძლება აღარ გადაიხადონ თანხა ფასიანი სარეკლამო დროის
შესაძენად. ეს შესაძლო გავლენას იქონიებს ტელეკომპანიების შემოსავლებზე და შესაბამისად
მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილ გადასახადებზე.
გასათვალისწინებელია
ისიც,
რომ
ვინაიდან
კვალიფიციური
საარჩევნო
სუბიექტები
აღმოჩნდებიან თანაბარ მდგომარეობაში, ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტთან მიმართებაში, მათ
შეიძლება მოტივაცია გაუჩნდეთ მეტი სარეკლამო დროის შესაძენად, რაც აგრეთვე პირდაპირ
აისახება ტელეკომპანიების შემოსავლის ზრდაზე და შესაბამისად - მათ მიერ ბიუჯეტში
შეტანილ გადასახადებზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღება შესაძლო ფინანსურ გავლენას იქონიებს ზოგიერთ არაკვალიფიციურ
საარჩევნო სუბიექტზე, იმ მხრივ, რომ ვინაიდან სარეკლამო დროის გარკვეულ ოდენობა გახდება
უფასო, მათ ამ ფარგლებში აღარ დაჭირდებათ თანხის გადახდა, ფასიანი სარეკლამო დროის
შესაძენად. წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი არაკვალიფიციური
საარჩევნო სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას ვინაიდან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში
მათი რაოდენობა იყო 15-მდე, თუმცა ნულოვანი ბარიერის პირობებში მოსალოდნელია ამ
ციფრის მკვეთრი ზრდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ამის
პროპორციულად,
კანონპროექტი
ფინანსურ
შესაძლო
გავლენას
იქონიებს
ტელეკომპანიებზეც, იმ მხრივ, რომ არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების გარკვეული
ნაწილი, რომელიც აპირებდა შეეძინა ფასიანი სარეკლამო დრო და ფული გადაეხადა
ტელეკომპანიისთვის,
შეიძლება
უარი
თქვას
(მთლიანად
ან
ნაწილობრივ)
აღნიშნულ
გადაწყვეტილებაზე. მაგალითად, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას ფასიანი
პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ – 8 მილიონი ლარი შეადგინა. (იხ. კვლევა: „2018
წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური
რეკლამების ანალიზი“, https://www.gncc.ge/uploads/other/3/3576.pdf)
თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვინაიდან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები
აღმოჩნდებიან თანაბარ მდგომარეობაში, ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტთან მიმართებაში, მათ
შეიძლება მოტივაცია გაუჩნდეთ მეტი სარეკლამო დროის შესაძენად, რაც აგრეთვე პირდაპირ
აისახება ტელეკომპანიების შემოსავლის ზრდაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
ასეთი არ არსებობს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი;
პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი