„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
09.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
ნომერი
#07-3/390/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-16
ბიუროს ნომერი 284

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: 21/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016236) საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-18 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისი 2019 წ.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; საკანონმდებლო პაკეტი მოცავს საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსი“ (მუხლი 51) ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები, კვალიფიციური სუბიექტების მსგავსად, შეძლებენ უფასო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობას. მუხლის ამჟამინდელი რედაქციით, არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის ერთადერთ შეღავათს ითვალისწინებს ამავე, 51-ე მუხლის მე-12 პუნქტი, რომლის მიხედვითაც: “საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) ვალდებული არიან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის.” ვინაიდან საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს აღნიშნული მუხლის სხვაგვარი რედაქციით ჩამოყალიბებას და იმავდროულად, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (წწწ.მატსნე.გოვ.გე), მიღების თარიღი: 21/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016236) საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-18 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი გულისხმობს ოდნავი ცვლილებით, თითქმის იგივე შინაარსის ამოქმედებას საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, იმისათვის რომ კანონპროექტით გათვალისწინებული განსხვავებული რედაქცია ძალაში დარჩეს აღნიშნული პერიოდის შემდეგაც, აუცილებელია განმარტებით ბარათზე თანდართული კანონპროექტის მიღება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებების შეტანის გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტის მიღების შედეგად, არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები უფრო ეფექტურად შეძლებენ თავიანთი ხედვების გაცნობას ამომრჩევლისათვის. მათ მიეხემათ პლათფორმა, ამომრჩევლისათვის საკუთარი პროგრამების გასაცნობად. ამით, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების არაკვალიფიციური შესაძლებლობების საარჩევნო რადიკალური სუბიექტებისათვის უპირატესობის შეიქმნება უფრო ფონზე, სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური ცხოვრების მეტ დინამიურობას, სიჯანსაღეს, განახლებას და ახალი სახეების წარმოჩინებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიმე ტელეარხზე, გამოყოფს ყოველდღიურად 5 საათს, რომელიც უსასყიდლოდ, თანაბრად და არადისკრიმინაციულად განაწილდება ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის. ამ მიზნებისთვის, აღსანიშნავია, რომ ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს ორ ტელეარხს საქართველოს პირველ არხსა და მეორე არხს, რაც არის შესანიშნავი ბაზა, რის საფუძველზეც შესაძლებელია ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს გაჯანსაღება, ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის სამართლიანი და თანასწორი წინასაარჩევნო გარემოს შექმნით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონის ამოქმედება არ მოითხოვს რაიმე ღონისძიებას, ან პერიოდს. შესაბამისად, მიზანშეწონილია მხოლოდ მისი დაუყოვნებლივ ამოქმედება. აგრეთვე გათვალისწინებული არაა უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, თუკი არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს ექნებათ უფასო საეთერო დრო, მათ შეიძლება აღარ შეიძინონ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შესაბამისი მოცულობით. და პირიქით - იმის გათვალისწინებით, რომ კვალიფიციური და არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები აღმოჩნდებიან მეტნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში, შესაძლოა ეს გახდეს სტიმული კვალიფიციური სუბიექტებისათვის, შეიძინონ მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, რაც შესაძლო გავლენას იქონიებს ტელეკომპანიის შემოსავალზე და შესაბამისად - ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღება შესაძლო ფინანსურ გავლენას იქონიებს არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე, იმ მხრივ, რომ ვინაიდან სარეკლამო დროის გარკვეულ ოდენობა გახდება უფასო, მათ შეიძლება აღარ გადაიხადონ თანხა ფასიანი სარეკლამო დროის შესაძენად სხვა არხებზე, იმ მოცულობით, რასაც ადგილი ექნებოდა სხვა შემთხვევაში, თუ ასეთი შეღავათი არ იარსებებდა. წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას ვინაიდან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი რაოდენობა იყო 15-მდე, თუმცა ნულოვანი ბარიერის პირობებში მოსალოდნელია ამ ციფრის მკვეთრი ზრდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; ასეთი არ არსებობს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი; პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი ვ) კანონპროექტის ინიციატორი. პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი