„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-16
ბიუროს ნომერი 284
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
(www.matsne.gov.ge),
მაცნე
მიღების
თარიღი:
23/12/2004,
სარეგისტრაციო
კოდი:
450.140.000.05.001.001.632) განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
1. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„2. საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს,
აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა
საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.“
2.
66-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი, მათ შორის
საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო,
აგრეთვე სათემო მაუწყებელი, ვალდებული არიან, საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში
უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ
მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლით დადგენილი წესით.“
ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი 2019 წ.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
მაუწყებლობის შესახებ კანონის ამჟამინდელი რედაქციის 55-ე პუნქტის მე-2 პუნქტი
ითვალისწინებს საერთო მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას, რომ
არადისკრიმინაციულად უზრუნველყონ მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების
თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს
ცვლილებებს საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიების
მსგავსი ვალდებულება ვრცელდება არამხოლოდ კვალიფიციური, არამედ არაკვალიფიციური
საარჩევნო სუბიექტების მიმართაც. აქედან გამომდინარე, მაუწყებლობის შესახებ კანონის 55-ე
მუხლის მე-2 პუნქტი საჭიროებს შესაბამის ცვლილებებს, რათა წინააღმდეგობაში არ მოვიდეს
ერთმანეთთან ეს ორი ნორმატიული აქტი. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით, საარჩევნო
კოდექსში
განსახორციელებელი
ცვლილებები
ავტომატურად
მოითხოვს
შესაბამისი
ცვლილებების განხორციელებას მაუწყებლობის შესახებ კანონის 55-ე მუხლის დანარჩენ
პუნქტებთან მიმართებაშიც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მაუწყებლობის შესახებ კანონში
ცვლილებების შეტანის გზით (აგრეთვე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის გზით,
რასაც მოიცავს საკანონმდებლო პაკეტი).
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
არაკვალიფიციური
საარჩევნო
სუბიექტები
უფრო
ეფექტურად შეძლებენ თავიანთი ხედვების გაცნობას ამომრჩევლისათვის, როგორც უფასო
პოლიტიკური რეკლამების, ისე დებატებში მონაწილეობის მეშვეობით. კვალიფიციური
საარჩევნო
სუბიექტების
არაკვალიფიციური
შესაძლებლობების
საარჩევნო
რადიკალური
სუბიექტებისათვის
შეიქმნება
უპირატესობის
უფრო
ფონზე,
სამართლიანი
წინასაარჩევნო გარემო, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური ცხოვრების მეტ დინამიურობას,
სიჯანსაღეს, განახლებას და ახალი სახეების წარმოჩინებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს შემდეგი:
ტელევიზიებმა წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა
საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით. ამჟამად ასეთი ვალდებულება არსებობს მხოლოდ
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიმართ. განხორციელებული ცვლილებების შედეგად,
ტელევიზია გახდება პლათფორმა ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის (კვალიფიციურისთვის და
არაკვალიფიციურისთვის), სამართლიანი და თანაბარი შანსების პირობებში წარმართოს
წინასაარჩევნო კამპანია. გარდა ამისა, მათ უნდა გამოყონ უფასო სარეკლამო დრო ყველა
საარჩევნო სუბიექტისათვის (კვალიფიციური და არაკვალიფიციური), რაც თანაბრად და
არადისკრიმინაციულად განაწილდება მათ შორის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებით.
კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონის ამოქმედება არ მოითხოვს რაიმე ღონისძიებას, ან პერიოდს. შესაბამისად,
მიზანშეწონილია მხოლოდ მისი დაუყოვნებლივ ამოქმედება. აგრეთვე გათვალისწინებული
არაა უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
კკანონპროექტის მიღება შესაძლო გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. ვინაიდან არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებს მიეცემათ გარკვეული პერიოდის
უფასო სარეკლამო დრო, მათ შეიძლება აღარ გადაიხადონ თანხა ფასიანი სარეკლამო დროის
შესაძენად. ეს შესაძლო გავლენას იქონიებს ტელეკომპანიების შემოსავლებზე და შესაბამისად
მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილ გადასახადებზე.
გასათვალისწინებელია
ისიც,
რომ
ვინაიდან
კვალიფიციური
საარჩევნო
სუბიექტები
აღმოჩნდებიან თანაბარ მდგომარეობაში, ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტთან მიმართებაში, მათ
შეიძლება მოტივაცია გაუჩნდეთ მეტი სარეკლამო დროის შესაძენად, რაც აგრეთვე პირდაპირ
აისახება ტელეკომპანიების შემოსავლის ზრდაზე და შესაბამისად - მათ მიერ ბიუჯეტში
შეტანილ გადასახადებზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღება შესაძლო ფინანსურ გავლენას იქონიებს ზოგიერთ არაკვალიფიციურ
საარჩევნო სუბიექტზე, იმ მხრივ, რომ ვინაიდან სარეკლამო დროის გარკვეულ ოდენობა გახდება
უფასო, მათ ამ ფარგლებში აღარ დაჭირდებათ თანხის გადახდა, ფასიანი სარეკლამო დროის
შესაძენად. წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი არაკვალიფიციური
საარჩევნო სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას ვინაიდან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში
მათი რაოდენობა იყო 15-მდე, თუმცა ნულოვანი ბარიერის პირობებში მოსალოდნელია ამ
ციფრის მკვეთრი ზრდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ამის
პროპორციულად,
კანონპროექტი
შესაძლო
ფინანსურ
გავლენას
იქონიებს
ტელეკომპანიებზეც, იმ მხრივ, რომ არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების გარკვეული
ნაწილი, რომელიც აპირებდა შეეძინა ფასიანი სარეკლამო დრო და ფული გადაეხადა
ტელეკომპანიისთვის, შეიძლება უარი თქვას (მთლიანად ან ნაწილობრივ) აღნიშნულ
გადაწყვეტილებაზე. მაგალითად, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას ფასიანი
პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ – 8 მილიონი ლარი შეადგინა. (იხ. კვლევა: „2018
წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური
რეკლამების ანალიზი“, https://www.gncc.ge/uploads/other/3/3576.pdf)
თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვინაიდან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები
აღმოჩნდებიან თანაბარ მდგომარეობაში, ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტთან მიმართებაში, მათ
შეიძლება მოტივაცია გაუჩნდეთ მეტი სარეკლამო დროის შესაძენად, რაც აგრეთვე პირდაპირ
აისახება ტელეკომპანიების შემოსავლის ზრდაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
ასეთი არ არსებობს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი;
პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი