„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
მუხლი 1
ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული
ღონისძიების
სახით
ადმინისტრაციული
ამავე
კანონით
სახდელისგან
განსაზღვრული
გათავისუფლება,
იმ
ფიზიკური
რომლებმაც
პირების
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს
უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1354 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა 2019 წლის პირველ ოქტომბერს ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე
არ აღსრულებულა.
მუხლი 2
1.
ამ
კანონით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სახდელისგან
თავისუფლდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354
მუხლით გათვალისწინებული სამართალდღვევისათვის 2019 წლის პირველ ოქტომბერს
სახდელდადებული პირი, რომელზეც 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში
გაცემული იყო საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1
კატეგორია) გადაყვანის ნებართვა.
2.
ამ
კანონით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სახდელისგან
გათავისუფლება გულისხმობს პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა −
ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.
მუხლი 3
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულმა
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და
თანამდებობის
პირებმა
ადმინისტრაციული
ამ
კანონის
სამართალდარღვევის
პირველი
საქმეზე
მუხლით
გათვალისწინებული
პირის
ადმინისტრაციული
სახდელისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამავე კანონის შესაბამისად.
მუხლი 4
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,
2019 წლის ...
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2019 წლის 1 ოქტომბერს დადგა მოცემულობა, როდესაც მსუბუქი M1 კატეგორიის
ავტომობილების მძღოლები, რომლებიც ახორციელებდნენ მგზავრების გადაყვანას, დაჯარიმდნენ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისათვის,
კერძოდ
სანებართვო პირობების დარღვევისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე მგზავრთა გადაყვანისათვის.
შესაბამისად, იმისათვის, რომ ტაქსებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რეფორმა წარმატებით
გაგრძელდეს და ნებართვის მფლობელთა გაურკვევლობიდან გამომდინარე მათ უსამართლოდ
დაჯარიმების განცდა რომ არ ჰქონდეთ, საჭიროა პარლამენტმა გაატაროს ერთჯერადი და
განსაკუთრებული ღონისძიება - პირველ ოქტომბერს ადმინისტრაციულ სახდელდადებული
პირები გათავისუფლდნენ ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
2018 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით ქ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის 27 ივლისს მიიღო დადგენილება N 24-80
რომლითაც განისაზღვრა საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი
ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის
წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის,
სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის
შექმნის, განახლების და დამუშავების წესი. აღნიშნული დადგენილების გათვალისწინებით
ნებართვის მაძიებლები ნებართვას იღებდნენ ერთი წლის ვადით თუმცა ისინი მაშინვე იყვნენ
ინფორმირებულნი, რომ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან უნდა დაეკმაყოფილებინათ ახალი
სანებართვო
პირობები,
რაც
გათვალისწინებული
იყო
ქ.
თბილისის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის N 24 – 80 დადგენილებით. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით
გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო და
კომფორტულ გადაყვანას. მიუხედავად იმისა, რომ ნებართვასთან დაკავშირებული პირობების
ცვლილების შესახებ არაერთხელ საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია, მოქალაქეთა გარკვეულ
ჯგუფში მაინც გაჩნდა გაურკვევლობა - ახალი სანებართვო პირობები ამოქმედდებოდა 2019 წლის
პირველ
ოქტომბრამდე
თუ
პირველი
ოქტომბრის
შემდეგ.
აღნიშნული
გარემოებების
გათვალისწინებით და კანონპროექტის ინიციატორების მიერ მიღებული იქნა პოლიტიკური და
ამავე
დროს,
სამართლებრივი
გადაწყვეტილება,
კერძოდ
ყოველგვარი
გაურკვევლობის
აღმოსაფხვრელად მიზანშეწონილად მიჩნეულ იქნა იმ პირების, რომელთაც 2019 წლის პირველ
ოქტომბრამდე პერიოდში აღებული ჰქონდათ საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით
−
ტაქსით
(M1
კატეგორია)
გადაყვანის
ნებართვა,
ერთჯერადად
გათავისუფლება
ადმინისტრაციული სახდელისაგან, რომლებმაც 2019 წლის პირველ ოქტომბერს ჩაიდინეს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
გათვალისწინებული
სამართალდარღვევათა
სამართალდარღვევები.
აღნიშნული
კოდექსის
ქმედება
1354
მუხლით
გააქარწყლებს
იმ
გაურკვევლობას, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირებს
შესაძლოა არ ჰქონდათ ან ვერ გაიგეს ინფორმაცია 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან M1
კატეგორიის მსუბუქი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანა სანებართვო პირობების ცვლილების
თაობაზე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით ის ფიზიკური პირები, რომლებსაც 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე
პერიოდში აღებული ჰქონდათ საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1
კატეგორია) გადაყვანის ნებართვა, გათავისუფლდებიან ფულადი სახის ადმინისტრაციული
სახდელისაგან, თუ მათ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 1354
მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის პირველ ოქტომბერს და
მათ მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის
ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ამ კანონპროექტის ძირითადი არსია კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სახდელისგან გაათავისუფლოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1354 მუხლით გათვალისწინებული სამართალდღვევისათვის
სახდელდადებული პირი, რომელსაც 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში აღებული
ჰქონდა საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის
ნებართვა და 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ვერ მოახერხა ახალი ნებართვის აღება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის მიხედვით მისი ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე,
რათა შესაბამისმა პირებმა დროულად ისარგებლონ კანონპროექტით გათვალისწინებული
შეღავათით.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორები არ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებულ განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
2019 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 1354 მუხლის პირველი ნაწილით გათალისწინებული სამართალდარღვევისათვის
დადებული სახდელისაგან მისაღები შემოსავალი წარმოადგენს 51 500 (ორმოცდათერთმეტი
ათას ხუთას) ლარს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა
კოდექსის 1354 მუხლის მე-2 ნაწილით გათალისწინებული სამართალდარღვევისათვის
დადებული სახდელისაგან მისაღები შემოსავალი წარმოადგენს 38 400 (ოცდათვრამეტი ათას
ოთხას) ლარს. აღნიშული თანხა ჯამურად წარმოადგენს 89 900 (ოთხმოცდა ცხრა ათას ცხრაას)
ლარს, რომელიც ამ კანონის მიღების შემდგომ აღარ შევა სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებით გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
2019 წლის პირველ ოქტომბერს გამოვლენილია საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმებული 515 პირი,
ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით დაჯარიმებულია 192 პირი. აღნიშნული კანონპროექტის
მიღების შემდგომ მათ არ მოუწევთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა, კერძოდ 515
პირს 100 ლარის, ხოლო 192 პირს 200 ლარის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
ასეთი არ არსებობს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის
მომზადების
ეტაპზე
ინიციატორებმა
გაიარეს
სამართლებრივი
კონსულტაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, გოგა გულორდავა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, გოგა გულორდავა