საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-22656/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-19
ბიუროს ნომერი 319

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-22656/19 18-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში დადგენილებების გარდამავალი საქართველოს კანონებისა დებულებებით და პარლამენტის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. დანართი: 26 ფურცელი. 1. საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში და ჯერ არ შესრულებული (20 ფურცელი). 2. საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომლებიც შესრულდნენ 25.09.201918.12.2019 პერიოდში ვადაში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ (6 ფურცელი). პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დანართი N1 საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში და ჯერ არ შესრულებულა (2019 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2478-რს, 6.06.2018 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 21.09.2018 უზრუნველყოფილ იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 13.12.2019 ვალდებულება ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის ამავე კანონთან შესაბამისობასთან დაკავშირებით, შესრულებულ იქნება არაუგვიანეს მომდევნო წლის იანვრისა). 2. საქართველოს კანონი ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ N2519-IIს 13.06.2018 მუხლი 64. 3. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში 29.12.2018-მდე, საქართველოს პარლამენტისა და ამ კანონის VIII თავით დადგენილი სხვა უფლებამოსილი დაწესებულებების მონაწილეობით შეიმუშაოს სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებისათვის აუცილებელი გეგმა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.09.2019 შემუშავებულია შესაბამისი პროგრამები და ფორმირებულია სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებისათვის აუცილებელი გეგმა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი). განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N104-Iს, 16.12.16 მუხლი 2. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდების (დებულების) ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა − სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 27.06.17-მდე შეიმუშაონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებაში (დებულებაში) შესატანი ცვლილების პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინონ შესაბამის სამინისტროს.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019 გამოცემულია მინისტრის ბრძანებები N111/ნ, N113/ნ, 6.07.2017, დარჩენილია მხოლოდ ერთი სამეცნიერო-კვლევითი 1 დაწესებულება(სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი), რომლის წესდებაში შესატან ცვლილების პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა). 2. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2148-IIს, 18.04.2018 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 1.08.2018-მდე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულების წესდების ამ კანონთან შესაბამისობა.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდება მოყვანილია შესაბამისობაში მინისტრის ბრძანება N05/06, 3.07.18 N19534, 19.11.2018. ასევე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდება N100, 29.05.2019. ხოლო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებები ჯერ არ განხორციელებულა). 3. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ცვლილება N3041-რს, 5.07.2018) მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 11.10.2018-მდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019 მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე გამოცემულია საქართველოს მთავრობის დადგენილება N 401, 6.08.2018, მინისტრის ბრძანებები N 54/ნ, 3.12.2018 ); N 45/ნ, 6.03.2019). 4. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2320-IIს, 4.05.2018 მუხლი 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის 21.11.2018-მდე ვადაში უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებაში შესატანი ცვლილების პროექტის შემუშავება და შესაბამისი სამინისტროსათვის დასამტკიცებლად წარდგენა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019, ზოგიერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება ამ დროისათვის კანონთან შესაბამისობაში არ არის მოყვანილი. მიმდინარეობს მუშაობა). 2 5. საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ მუხლი 28 1. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ (ცვლილება N493-IIს, 23.03.2017): ა) მიიღოს დადგენილება დადგენის თაობაზე;  დაწესებულების ავტორიზაციის წესის მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019 ) ვ) დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  დასრულების პროცესშია(ტექნიკური რეგლამენტის მიმდინარეობს დეტალების დაზუსტების პროცესი) პროექტი შემუშავებულია და ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019) 2. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ აღმზრდელპედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი (ცვლილება N493-IIს, 23.03.2017):  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019 ნორმატიული აქტის პროექტზე) მიმდინარეობს მუშაობა 4. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტის საკრებულომ(ცვლილება N493-IIს, 23.03.2017): ა) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (6.11.2019-ის მდგომარეობით მიღებულია 50 თვითმმართველი ერთეულის მიერ) ბ) სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (6.11.2019-ის მდგომარეობით მიღებულია 51 თვითმმართველი ერთეულის მიერ) გ) დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (6.11.2019-ის მდგომარეობით მიღებულია 51 თვითმმართველი ერთეულის მიერ) 3 დ) დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (6.11.2019-ის მდგომარეობით მიღებულია 49 თვითმმართველი ერთეულის მიერ) ე) საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.  მიმდინარეობს მუშაობა (6.11.2019-ის მდგომარეობით მიღებულია 51 თვითმმართველი ერთეულის მიერ) შენიშვნა: ხუთივე ნორმატიული აქტი გამოცემული აქვს 47 მუნიციპალიტეტს. არცერთი - 13 მუნიციპალიტეტს სულ გამოცემულია 252 ნორმატიული აქტი 6. 2020 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის სრულყოფილად ამოქმედების მიზნით მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 24.12.16-მდე უზრუნველყონ სამოქმედო გეგმების შემუშავება მათ ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების მიერ შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად .  მიმდინარეობს მუშაობა (მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან ერთად გეგმის შემუშავების მიზნით). 6. საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3449-Iს, 20.09.2018 მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 9.04.2019-მდე უზრუნველყოს აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის ნაცვლად აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცება. აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტი ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცებამდე.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019) 7. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3438-Iს, 20.09.2018 მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 5.05.2019-მდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა ( კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019, გამოცემულია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და 4 მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესი N206/ნ, 30.09.2019, ხოლო რაც შეეხება მეორე ბრძანებას ,,სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“, აღნიშნული ბრძანების პროექტი ინიცირებულია სამინისტროში და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მიმდინარეობს შეთანხმების ბოლო ეტაპი). 8. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3437-Iს, 20.09.2018 მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ: ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 5.05.2019-მდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა) დამტკიცება და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია17.12.2019,, მე-2 მუხლით გათვალისწინებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით N69/ნ, 10.04.2019. დამტკიცებულია ასევე ,,არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურები და წესი“ N459, 20.09,2019; ხოლო რაც შეეხება ,,ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესს“ ბრძანების პროექტი ინიცირებულია სამინისტროში და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მიმდინარეობს შეთანხმების ბოლო ეტაპი). 9. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3445-Iს, 20.09.2018 მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში 9.10.2019-მდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დამტკიცება და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019. ამ ეტაპზე მიღებულია მინისტრის ბრძანებები N215/ნ, 28.10.2019, N145/ნ, 12.07.2019, ხოლო 3 ბრძანების პროექტი, მოქმედ ბრძანებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შემუშავებულია და შეთანხმების პროცესშია) 10. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3444-Iს, 20.09.2018 მუხლი 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში 9.10.2019-მდე უზრუნველყონ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული ინფორმაციის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 5  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაციით 17.12.2019 მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის №145/ნ ბრძანებით განისაზღვრა, რომ რეესტრს აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში - მართვის სისტემა). ამ ცვლილებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოება გადავიდა მართვის სისტემის ფუნქციაში. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მართვის სისტემამ შეიმუშავა „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც შესათანხმებლად წარადგინა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნულ პროექტზე წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით პროექტის ხელმეორედ შეთანხმება). მუხლი 6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში 9.10.2019-მდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019. შემუშავებულია საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის N65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც გაგზავნილია ფინანსთა სამინისტროში, რის შემდეგაც მიეცემა შემდეგი მსვლელობა). 11. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3443-Iს, 20.09.2018 მუხლი 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში 9.10.2019-მდე უზრუნველყონ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019 მართვის სისტემამ შეიმუშავა „ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ და „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებების პროექტები, რომელ პროექტებზეც, დღემდე მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, სამინისტროსა და მართვის სისტემას შორის). მუხლი 6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში 9.10.2019-მდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 6  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019) 12. საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ“ N3442-Iს, 20.09.2018 მუხლი 39. 11. სამინისტროს მიერ განსაზღვრულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში 9.10.2019-მდე უზრუნველყონ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული ინფორმაციის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019 მართვის სისტემის მიერ სამინისტროში ინიცირებულია „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებების პროექტი, რომელიც გადის შესაბამის პროცედურებს). გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მუხლი 24 7. 2013 წლის 31 დეკემბრამდე არსებული დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაცია დასრულდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე (N2307-IIს, 30.04.14).  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 10.12.2019 არსებული დაცული ტერიტორიების დემარკაცია დასრულებულია, მათ შორის დასრულდა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების დემარკაციის სამუშოები, უკვე მომზადებულია „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტი შესათანხმებლად ორჯერ იყო ატვირთული ელექტრონული მთავრობის პროგამაში. პროქტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს ეკონომიკის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა. ამ ეტპზე ამ უწყებებთან მიმდინარეობს კონსულტაციები შენიშვნებთან დაკავშირებით. ამ კონსულატიების დასრულების შემდეგ კანონპროექტი ხელახლა აიტვირთება შესათანხმებლად ელექტრინული მთავრობის პროგრამაში). 2. საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ (ცვლილება N125-რს, 21.12.16) მუხლი 53 7. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმის“ დამტკიცების შესახებ“; 7 10.12.2019 საქართველოს  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია მთავრობის დადგენილების პროექტი წარდგენილია მთავრობაში და უკვე გაიარა ყველა პროცედურა. ამ ეტაპზე პროექტი არის პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერის ეტაპზე). 3. საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ N890-IIს, 1.06.2017 მუხლი 49. 2. შესაბამისმა დაწესებულებებმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 10.12.2019. სამინისტროს ინფორმაციით ჯანდაცვის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო (2/09/2019) N420 დადგენილება „გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“. სხვა ინფორმაცია, დამატებით უწყებების მიერ სხვადასხვა ნორმატიული აქტის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან“ დამატებით შესაბამისობაში მოყვანის შესახებ, მოცემულ ეტაპზე, არ გააჩნიათ). 5. შესაბამისი დაწესებულებების წარდგინებით საქართველოს მთავრობამ ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ იმ სამართლებრივი აქტების ამ კოდექსის მე20 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედების მომენტისთვის ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესაძლებლობას ან შესაბამის პროცედურას.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 10.12.2019 ამ ეტაპზე აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი სტრუქტურის მიერ მოყვანილია შესაბამისობაში) 7. 2019 წლის 1 იანვრამდე მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის ჩატარების შესახებ“.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 10.12.2019 მოცემულ ეტაპზე, ევროკავშირი გარემოსთვის პროგრამა (EU4Environment) ინიცირებულია, რის ფარგლებშიც დაგეგმილია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული საქმიანობების შემდგომი ანალიზის დოკუმენტის პროექტის მომზადება. აღნიშნული პროგრამა მოიცავს 20202021 წლებს) 4. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ (ცვლილება N891-IIს, 1.06.2017) მუხლი 581. 8 2. 2018 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების შესახებ“.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 10.12.2019 აღნიშნული საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი გადამუშავდა უწყებების და დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარმოდგენილი შენიშვნების მიხედვით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროქტის საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბება, რის შემდეგაც იგი შესათანხმებალდ აიტვირთება ელექტრონული მთავრობის პროგრამაში). 5. საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი ‘’(ცვლილება N124-რს, 21.12.16) მუხლი 49 4. 2018 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 10.12.2019 შემუშავებულია 6 ტექნიკური რეგლამენტის პროექტი სპეციფიკური ნარჩენების (შეფუთვა, ზეთი, საბურავი, ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, ბატარეა/ აკუმულატორი, ელექტრო- და ელექტრონული მოწყობილობები) მართვასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინაროებს აღნიშნული ნორმატიული ქტების პროექტების სამთავრობო უწყებებისთვის, მთავრობისთვის, საზოგადოებისთვის, კერძო სექტორისთვის გაცნობის პროცესი. ჩატარდა არაერთი, როგორც გაფართოებული შეხვედრა ზემოაღნიშნული ბიზნესსფეროების წარმომადგენლებთან, ასევე შედგა არაერთი სექტორალური სამუშაო შეხვედრა ცალკეული პროფილური ბიზნესების წარმომადგენლებთან და ცალკეულ უწყებებთან, ბიზნესომბუსმენთან და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან. ბოლო გაფართოებული შეხვედრა, შესაბამისი სამინისტროების მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით, გაიმართა 6 დეკემბერს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ შეხვედრაზე დამატებით გამოთქმული შენიშვნების ანალიზი და მათი შესაბამისი ასახვა პროექტებში.აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ პროექტები, შესათანხმებლად, აიტვირთება ელექტრონული მთავრობის პროგრამაში) 6. საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ (ცვლილება N4028-რს, 22.12.2018) მუხლი 341 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2019 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს/გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ა) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ხელოვნურად მოშენების შესაბამისობის თაობაზე დასკვნის გაცემის წესი;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 10.12.2019 9 ბ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად მოშენების საწარმოს რეგისტრაციის წესი;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 10.12.2019 გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო საბჭოს დებულება;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 10.12.2019 აღნიშნული პროექტები არის დასრულების ეტაპზე და მათი გამოცემა მოხდება უახლოეს 2-3 თვეში 7. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N4147-რს, 26.12.2018 მუხლი 2 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 1.04.2019-მდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.  არ არის შესრულებული(კომიტეტის ინფორმაცია 10.12.2019 პარლამენტში წარმოდგენილია ახალი ტყის კოდექსი, რომელიც მიღებულია პირველი მოსმენით. კანონის მიღების შემდეგაც განხორციელდება სათანადო ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოყვანა) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ N1818-რს, 22.12.2017 მუხლი 2 2. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი ნორმატიული აქტის დამტკიცება: გ) უცხო სახელმწიფოს მიერ დიპლომატიური არხის საშუალებით მომართვის შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უფლებამოსილების მინიჭების წესი.  მიმდინარეობს მუშაობა(ინფორმაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან 12.12.2019, შემუშავების პროცესშია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი) 3. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი ნორმატიული აქტების დამტკიცება: 10 ა) საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო -საარტილერიო სროლის , ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესი ;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 13.12.2019 შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი შემუშავებულია და გადის შეთანხმების პროცედურას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან). საქართველოს კანონი ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ” N2273IIს, 4.05.2018 2. მუხლი 37. 1. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს: გ) კერძო პარტნიორისთვის მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის წესი და პირობები;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 16.09.2019 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე). 3. საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ N1918-რს, 23.12.2017 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 11.07.2018-მდე. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) „პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ დადგენილების მიღება;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 13.12.2019). ბ) პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მიღება;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 13.12.2019 აღნიშნული პროექტის მომზადებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით საქპატენტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ექსპერტები, ასევე შესაბამისი საჯარო უწყებებისა და პარლამენტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე შემუშავებული დადგენილებების პირველადი პროექტები ამ ეტაპზე დასრულების სტადიაშია და უახლოეს დღეებში წარედგინება საქართველოს მთავრობას). 4. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი N3213-რს, 20.07.2018 მუხლი 141 11 11. (ცვლილება N4748-IIს, 30.05.2019) 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. 2019 წლის 3 დეკემბრამდე უზრუნველყოფილ იქნეს ასეთი გეგმების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შესაბამისი გეგმის სახით დამტკიცება.  არ არის შესრულებული (პარლამენტში შემოსულია კანონპროექტი N07-3/413/9, 30.10.2019, რომელიც ითვალისწინებს მე-11 პუნქტის სხვაგვარად ჩამოყალიბებას და ვადის 2029 წლამდე გადავადებას) მუხლი 142. 12. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია: წარმოდგენილია კანონპროექტი 21.06.2018 (N07-2/235), თუმცა ჯერ მიღებული არ არის. კომიტეტმა კანონის პროექტი მოუმზადებლად ჩათვალა, მიმდინარეობს მისი გადამუშავება, უახლოესს პერიოდში დაგეგმილია კომიტეტის სხდომაზე მისი განხილვა „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად). 5. საქართველოს კანონი „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3570-Iს, 31.10.2018 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 10 აგვისტომდე დაამტკიცოს სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების წესი.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 13.12.2019 სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან“ მიღებული ინფორმაციით (10.12.2019) აღნიშნული დოკუმენტი გადის სამართლებრივ ექსპერტიზას, რომლის დასრულებისთანავე გაიგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს მთავრობის სხდომაზე ინიცირებისათვის). თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ (ცვლილება N4071-რს, 22.12.2018) მუხლი 183 1. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტისა.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაციით 13.12.2019 შინაგან საქმეთა სამინისტროში მომზადებულია „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების პროექტი). 12 2. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ” N475-IIს, 22.03.2017 მუხლი 33. 23. სააგენტომ: ვ) 2019 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ (განახორციელოს კომპიუტერულ მონაცემთა ექსპერტიზა, აგრეთვე შეიმუშაოს და ნორმატიული აქტით დაამტკიცოს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას კომპიუტერულ მონაცემებთან პირველადი მოპყრობის და მათი საექსპერტო კვლევის წესები)  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 13.12.2019) და „თ“ (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის გადაჭერის სისტემების დამზადების, იმპორტის, ან ექსპორტის ლიცენზია და ამ მიზნით ნორმატიული აქტით განსაზღვროს ლიცენზიის მოპოვების წესი და პირობები) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 13.12.2019) 3. საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” N2608-IIს, 27.06.2018 მუხლი 70. 8. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის 1 აგვისტომდე შექმნას შესაბამისი კომისია/კომისიები, რომელიც/რომლებიც უზრუნველყოფს/ უზრუნველყოფენ სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან გადაცემული/მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) აღრიცხვასა და ინვენტარიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 13.12.2019, კომისია შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 16 ივლისის N43418 ბრძანებით, რომელიც უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული დავალების შესრულებას. ინვენტარიზაცია დაწყებულია მაგრამ შრომატევადი პროცესის გამო ჯერ არ დასრულებულა). 4. საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2611-IIს, 27.06.2018 მუხლი 2 4. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს შემდეგი დადგენილებების მიღება: ა) „სახელმწიფო მატერიალური რეზერვის ობიექტების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების, აგრეთვე სახელმწიფო მატერიალური რეზერვის სისტემაში დასაგროვებელი მატერიალური ფასეულობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია13.12.2019). 13 ბ) „სახელმწიფო მატერიალური რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურისა და დაგროვების ოდენობის დამტკიცების შესახებ“.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია13.12.2019). იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1820-რს, 22.12.2017 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 11.02.2018-მდე უზრუნველყოს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების“ დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 9.12.2019 პროექტი გადის შეთანხმების პროცედურებს დაინტერესებულ უწყებებთან, უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება მთავრობის სხდომაზე განსახილველად) 2. საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1198-IIს, 30.06.2017 მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 9.12.2019 მიმდინარეობს მუშაობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში იუსტიციის მინისტრის N144, 30.07.2010 ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტზე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, მიუხედავად იმისა, რომ, მისი მიუღებლობა პრაქტიკაში არ წარმოშობს რაიმე პრობლემას. ამასთანავე, იგეგმება აღსრულების კოდექსის საქართველოს პარლამენტში წარდგენა და მისი მიღება, ბუნებრივია, ყველა (მათ შორის ამ) კანონქვემდებარე აქტის რევიზიას გამოიწვევს). 3. აქართველოს კანონი ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ N1775-Iს, 15.12.2017 მუხლი 18. 2. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის თაობაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.  ნაწილობრივ შესრულებულია (წარმოდგენილია ვადაში კანონპროექტი N07-2/303/9; 31.12.2018, ჯერ არ განხილულა საქართველოს პარლამენტის მიერ) 14 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 1. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ №1958-IIს, 5.02.14 მუხლი 160 (ცვლილება N1251-რს, 26.07.2017) იუსტიციის სამინისტრომ: ა) 2017 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის წესი.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 10.12.2019 ჯერ დამტკიცებული არ არის). პროექტი შემუშავებულია, მუხლი 162. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2017 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავებენ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველ შესაბამის გრაფიკსა და წესს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს მთავრობას.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 10.12.2019 მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული საკითხი 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიით იქნება განსაზღვრული). 2. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (ცვლილება N2086-IIს, 23.03.2017) მუხლი 313 17. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენისა და განხილვის უფლებამოსილების მქონე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრა, ორგანიზაციული, საკადრო და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე: ა) ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა და აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები; ბ) ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმების შედგენის 15 უფლებამოსილების მქონე პირების მიერ აღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სასწავლო კურსის გავლა.  ნაწილობრივ შესრულებულია (მუნიციპალიტეტებში განსაზღვრულია უფლებამოსილი პირები, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრენინგები. კანონით განსაზღვრული ღონისძიებები საბიუჯეტო სახსრების უქონლობის გამო უმეტეს მუნიციპალიტეტებში ჯერ არ გატარებულა) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი N3875-რს, 6.12.2018 მუხლი 229. პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 16.03.2019-მდე უზრუნველყოს კომიტეტის დასკვნის ნიმუშის დამტკიცება.  არ არის შესრულებული (კომიტეტის დასკვნის ნიმუში ჯერ არ არის შემუშავებული) 2. საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3876-რს, 6.12.2018 მუხლი 2. საქართველოს პარლამენტმა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გავლენის მეთოდოლოგია დაამტკიცოს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 16.03.2019-მდე.  არ არის შესრულებული (ფინანსური გავლენის მეთოდოლოგია ჯერ არ არის შემუშავებული) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს კანონი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N4615-IIს, 29.05.2019 მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში 10.08.2019- მდე უზრუნველყოს: ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს წარდგინებით სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა ( კომიტეტის ინფორმაცია 19.09.2019, სააგენტოს დებულება დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს N144 დადგენილებით, ამიტომ დადგენილებების პროექტების შემუშავება და წარდგენა დროულად ვერ განხორციელდა 2019 წელს საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 16 მიმდინარე ცვლილებების გამო არ შექმნილა სათათბირო ორგანო და შესაბამისად არ გამოცხადებულა ბავშვთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსი, რაც შეეხება ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ დებულების პროექტს, სააგენტომ დაასრულა მუშაობა 26.11.2019 და წარუდგინა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად). გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს წარდგინებით ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანოს დებულების დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019 ამ ეტაპზე არ არის შექმნილი სათათბირო ორგანო, შემუშავებულია სათათბირო ორგანოს დებულების პროექტი მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ (ცვლილება N4109-რს, 22.12.2018) მუხლი 28 8. აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ივლისამდე შეიმუშაოს საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაციით 16.12.2019, ზემოაღნიშნული მუხლით ათვალისწინებული საშემფასებლო საქმიანობის შესახებ კანონპროექტი ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაშია. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში ახალი ხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილ იქნა კონცეპტუალურად განსხვავებული შენიშვნები. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შეხვედრა საერთაშორისო საშემფასებლო სტანდატების კომიტეტის (IVSC) თავმჯდომარესთან, და სხვა დაინტერესებულ პირებთან კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხების გამხილვის მიზნით. სავარაუდოდ დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებს წლის ბოლომდე და წარედგინება საქართველოს მთავრობას 2020 წლის დასაწყისში. 2. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N812-IIს, 4.05.2017 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 წლისა 29.05.2018-მდე საზოგადოებრივი დაინტერესების პირმა უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნილი აუდიტის კომიტეტის ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019 მიმდინარეობს მუშაობა კომერციულ ბანკებში შექმნილია აუდიტის კომიტეტები. ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სდპ-ების რაოდენობიდან გამომდინარე, ეტაპობრივად მოხდება სხვა სუბიექტებთან დაკავშირებით ინფორმაციის განახლება). 3. საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N813-IIს, 4.05.2017 17 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 წლისა 29.05.2018-მდე ანგარიშვალდებულმა საწარმომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნილი აუდიტის კომიტეტის ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019 ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. ანგარიშვალდებული საწარმოების რაოდენობის და თავისებურებებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი პერიოდულად ანახლებს ამ ინფორმაციას). ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N859-IIს, 17.05.2017 მუხლი 2 1. 2018 წლის 1 მაისამდე: ა) საქართველოს მთავრობამ მიიღოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-10 მუხლის 13 პუნქტით 13. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესი, აგრეთვე სპეციალური მოსაწევი ოთახისთვის სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. განსაზღვრული ნორმატიული აქტები;  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 22.02.2019 აეროპორტის სატრანზიტო ზონებში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესისა და აგრეთვე ამ ოთახისათვის სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის საჭიროება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით ამ ეტაპზე აღმოჩნდა რომ არ არსებობს, ვინაიდან ჯერ-ჯერობით მოქმედ აეროპორტებს არ გააჩნიათ სატრანზიტო ფუნქცია და არ არსებობს აეროპორტის სატრანზიტო ზონა. თუმცა ნეიტრალურ ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის თაობაზე არსებობს აეროპორტის ადმინისტრაციის შიდა რეგულაცია) 2. საქართველოს კანონი ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ N3303-რს, 21.07.2018 მუხლი 38. 4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საპენსიო სააგენტომ 2018 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.  ნაწილობრივ შესრულებულია ( კომიტეტის ინფორმაცია 17.09.2019, მიღებულია სამი სამართლებრივი აქტი: „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება №001 (2019 წლის 27 მაისი); „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება №002 (2019 წლის 30 ივლისი); „პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება №003 (2019 წლის 30 ივლისი). დარჩა 29-ე მუხლის 5- 18 7 პუნქტებით გათვალისწინებული საკითხების დარეგულირება - 29-ე მუხლი ამოქმედდება 2021 წლის 1 იანვრიდან, შესაბამისი რეგულაციები დამტკიცებული იქნება ამ თარიღამდე). 12. ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში 9.09.2019-მდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019). 3. საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N4463-IIს, 4.04.2019 მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2019 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს „უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მიცემის წესი“. საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მიცემის წესი“.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019 ბრძანების პროექტზე მუშაობა დასრულებულია, დამტკიცდება უახლოეს პერიოდში). საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ (ცვლილება N4277-IIს, 19.02.2019) მუხლი 154 9. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 632 მუხლის მე-2 პუნქტით (პალიატური მზრუნველობის, ჰოსპისური მზრუნველობისა და ხანგრძლივი მოვლის სამედიცინო საქმიანობა) გალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის (რეგლამენტების) მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019) 4. საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” N4283IIს, 19.02.2019 მუხლი 25. 1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2019 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: ა.ა) ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რისკის შეფასების წესის დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019) ა.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისას 19 უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019) ა.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო სივრცეში შესვლისა და შემოწმების წესისა და პირობების დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019) ა.დ) შრომის კანონმდებლობისა და პირობების ზედამხედველობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტის პროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019, კომიტეტი მუშაობს საკანონმდებლო აქტის პროექტზე, უახლოეს მომავალში მოხდება მისი ინიცირება) 2. მინისტრმა 2019 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებითა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019) 5. საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ N5146-IIს, 27.05.16 3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კოორდინაცია გაუწიოს 2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას და მის მონიტორინგს და შესაბამისი ანგარიში პერიოდულად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.12. 2019 შესაბამისი ანგარიში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ჯერ არ წარმოდგენია). 20
დანართი
დანართი N2 საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 25.09.2019 – 18.12.19 პერიოდში ვადაში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ბავშვის უფლებათა კოდექსი N N5004-Iს, 20.09.2019 მუხლი 99. 1. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს: ა) 2019 წლის 1 ნოემბრამდე − ამ კოდექსის იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება.  კომიტეტის ინფორმაცი, N2-19123/19, 30/10.2019 დამტკიცდა კომიტეტის 2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე. განხილულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ 1.12.2019, N302 2. საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5024-Iს, 20.09.2019 მუხლი 2 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესის შემუშავება.  მინისტრის ბრძანება N100, 11.12.2019 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N4524-IIს,19.04.2019 მუხლი 2 2. 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს სპეციალიზებული კომისიის მიერ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შემუშავებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია N2-17685, 09.10.2019) 1 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საქართველოს კანონი ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N4147-რს, 26.12.2018 მუხლი 2 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ტყითსარგებლობის სახელმწიფო კონტროლის გამკაცრების მიზნით შესაბამის პროფესიულ საჯარო მოხელეთა დადგენილი წესით სამსახურში მიღებამდე აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 3 თვის ვადით (2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 აპრილამდე) უზრუნველყოს მისი მართვისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით არაუმეტეს 450 პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმება.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 10.12.2019 სსდ ზედამხედველობის დეპარტამენტში დასრულდა კანონმდებლობით პროცედურები ახალი შტატების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით) - გარმოსდაცვითი გათვალისწინებული დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5201-Iს, 18.10.2019 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 15 კალენდარულ დღეში 13.11.2019-მდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს კომისიის თავმჯდომარის არჩევა.  კომისიის გადაწყვეტილება N79/1, 22.10.2019 2. საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2326-IIს, 4.05.2018 მუხლი 2 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ: ბ) 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დამტკიცება: ბ.ა) „ინვესტიციების შეფასების წესი“;  კომისის დადგენილება N27, 22.11.2019 ბ.ბ) „ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი“  კომისის დადგენილება N28, 22.11.2019 2 3. საქართველოს კანონი ,,საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N4944-Iს, 17.09.2019 მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში 30.11.2019-მდე დაადგინოს ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საქართველოს საზღვაო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების წესები და პირობები.  სააგენტოს დირექტორის ბრძანება N09, 28.11.2019 საქართველოს კანონი ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ” N2273IIს, 4.05.2018 4. მუხლი 37. 2. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 13.12.2019 საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით 10.12.2019 მიმდინარე პერიოდისათვის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები შესაბამისობაშია მოყვანილი). 5. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი N3213-რს, 20.07.2018 მუხლი 142. 11. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 3 ივნისამდე უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.  შესრულებულია (142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“, „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიღებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებები (N260, 3.06.2019; N261, 3.06.2019; N255, 31.05.2019; N476, 1.10.2019; N256, 31.05.2019). თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” N2608-IIს, 27.06.2018 მუხლი 72 (ცვლილება 4067-რს, 22.12.2018) 3. მინისტრმა 2019 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა: დ) „ერთიან სატელეფონო ნომერზე − „112“-ზე − შესული შეტყობინების შესახებ ინფორმაციის სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისი მორეაგირე ორგანოსათვის მიწოდებისას და ინციდენტზე/საგანგებო 3 სიტუაციაზე პირველადი რეაგირების განხორციელებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამის მორეაგირე ორგანოს შორის კოორდინაციის წესის დამტკიცების თაობაზე“. მინისტრის ბრძანება N96, 6.12.2019  იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ (ცვლილება N5446-IIს, 22.06.16) მუხლი 21 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მოძალადეთა და გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პოლიციელის მიერ მოძალადისთვის იარაღის ჩამორთმევის თაობაზე მონაცემთა ბაზის შექმნა, აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოებისთვის დროულად მიწოდება და ხელმისაწვდომობა (შესრულების ვადა არ არის მითითებული).  2. შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 09.12.2019) საქართველოს კანონი ,,მედიაციის შესახებ” N4954-Iს, 18.09.2019 მუხლი 18. 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიანი რეესტრის ფორმის დამტკიცება.  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება N1,128, 30.09.2019 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიან რეესტრში იმ ქმედუნარიანი ფიზიკური პირის რეგისტრაცია, რომელიც არ არის ნასამართლევი, ფლობს არანაკლებ 40საათიანი მედიაციის/მედიატორის ტრენინგის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს და რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში სულ მცირე 1 სასამართლო მედიაცია აქვს წარმართული.  3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება N1/300, 29.11.2019 საქართველოს კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ (ცვლილება N4893-IIს, 28.06.2019) მუხლი 28 2. 2019 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო ინსპექტორმა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი 4 ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შესაბამის საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 9.12.2019) 3. 2019 წლის 1 ნოემბრამდე სახელმწიფო ინსპექტორმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო რაოდენობის გამომძიებელთა თანამდებობებზე დასანიშნად.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 9.12.2019) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1327-Iს, 2.11.2017 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების დამტკიცება.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N584, 29.11.2019 სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს კანონი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N4615IIს, 29.05.2019 მუხლი 2 5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ახალგაზრდობის სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2019 წლის 2 სექტემბრამდე უზრუნველყოს რეორგანიზაციის გზით თანამშრომლების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე გადაყვანა.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019, სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო 16 სექტემბერს - დასრულდა 15 ნოემბერს 15 ნოემბერსვე საქართველოს მთავრობის N 2357 განკარგულების შესაბამისად 18 ნოემბრიდან ძალაში შევიდა სააგენტოს ახალი საშტატო ნუსხა) . 11. ბავშვთა და ახალგაზრდულმა კავშირებმა, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედებამდე გრანტების სახით მიღებული ჰქონდათ „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ 5 საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერა, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 10.12.2019-მდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ახალგაზრდობის სააგენტოს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები სახელმწიფოსგან მიღებული თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 2-22464/19, 17.12.2019, სსიპ - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა (უფლებამონაცვლე - სააგენტო), 2018 წელს გამოაცხადა საგრანტო კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდებიცვლილებისათვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“, რომელიცგანახორციელა Save the Children International პარტნიორობით. საგრანტო პროექტები დასრულდა 2019 წლის დეკემბრის თვეში. იმის გამო რომ ფინანსური მხარდაჭერა არ განხორციელებულა სახელმწიფოს მხრიდან, საჭირო არ იყო ახალგაზრდობის სააგენტოსათვის სახელმწიფოსგან მიღებული თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ ფინანსური ანგარიშების წარდგენა). ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება ,,ბავშვთა განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ N282-IIს, 9.02.17 3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კოორდინაცია გაუწიოს „ბავშვთა განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის“ პრინციპების გათვალისწინებით დაგეგმილ ღონისძიებათა განხორციელებას და შესაბამისი ანგარიში ყოველწლიურად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 17.12.2019 აღნიშნული დადგენილების (№282IIს) საფუძველზე, 2018 წლის 15 მაისს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „ბავშვთა განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის“ განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა (№234). გეგმის ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენდა უწყებათაშორისი ჯგუფის შექმნა, რომელიც კოორდინაციას გაუწევდა ადრეული განვითარების გეგმის შესრულებას. 2018 წლის სექტემბერში შედგა ჯგუფის პირველი შეხვედრა. დღემდე ჩატარდა 5 შეხვედრა. მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს წარედგინა „ბავშვთა განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის“ განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში). 6