საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-10
ბიუროს ნომერი 322
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014,
სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) 156-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი
შინაარსის 1561 მუხლი:
„მუხლი 1561. მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის
დაფუძნების დროებითი წესი
1. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების
მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, დააფუძნოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ
დასახლებაში/დასახლების
ნაწილში/დასახლებათა
ერთობლიობაში,
რომლის
უფლებამოსილება იქნება შესაბამის ტერიტორიაზე ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული შემდეგი უფლებამოსილებების განხორციელება: ადგილობრივი
მოსაკრებლების ამოღება, ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო
ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო
ადგილების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ადგილობრივი
მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების
პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე
საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გარდა,
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
საკრებულო
უფლებამოსილია,
ამავე
პუნქტით
გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირს, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის დებულებით, აგრეთვე, მიანიჭოს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2
პუნქტით
გათვალისწინებული
შემდეგი
უფლებამოსილებები:
გარე
განათების
უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება,
მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის
ადმინისტრირება, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების გამართვის ორგანიზება, ქუჩების,
პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან
დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის
სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და
მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა.
3. ამ მუხლით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების,
რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე, მისი დებულების დამტკიცების შესახებ
გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, იღებს მუნიციპალიტეტის
საკრებულო.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის მერის
წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და
დაჩქარებული მომსახურების საფასურის ოდენობა.
5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი
უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული უფლებამოსილებები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით, აგრეთვე, შესაბამისი კანონით ან/და თავისი დებულებით გათვალისწინებული
საქმიანობა.
6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
მართვის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით.
7. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
ხელმძღვანელს
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს
მუნიციპალიტეტის მერი.
8. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს
უფლებამოსილებების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა
სარგებლობის უფლებით მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით.
9. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მუნიციპალიტეტის მერთან, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
ლიკვიდაციის შემთხვევაში, დარჩენილი ქონება გადადის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასახლებას/დასახლების
ნაწილს/დასახლებათა ერთობლიობას, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, განსაზღვრას
საქართველოს მთავრობა.
12. ამ მუხლის მოქმედების და ამ მუხლით დადგენილი წესით დაფუძნებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ვადა განისაზღვრება 2030 წლამდე
პერიოდით.“.
მუხლი 2.
საქართველოს მთავრობამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის
ვადაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
შემავალი
იმ
დასახლების/დასახლების
ნაწილის/დასახლებათა
ერთობლიობის
განსაზღვრა,
რომელშიც
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დააფუძნოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირი.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის (შემდგომში კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტების
ინსტიტუციური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა. აღსანიშნავია ის გარემოება,
რომ რიგ მუნიციპალიტეტებში, მათი მასშტაბებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იქ,
სადაც სწრაფი ეკონომიკური განვითარების საფუძვლები არსებობს, გართულებულია
ეფექტიანი მმართველობის განხორციელება, რაც გულისხმობს იმასაც, რომ მიუხედავად
მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების ეფექტიანი მუშაობისა, ყველა დასახლებაში ვერ
ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
(შემდგომში - კოდექსი) გათვალისწინებული თითოეული უფლებამოსილების ჯეროვნად,
სათანადო დონეზე განხორციელება და ამ უფლებამოსილებების ფარგლებში
გათვალისწინებული სერვისების მოსახლეობისთვის შეუფერხებლად მიწოდება.
ზოგიერთი მუნიციპალიტეტის დასახლება/დასახლებები ან დასახლების ნაწილი
საკმაოდ მიმზიდველი გახდა საზოგადოებისათვის, როგორც საცხოვრებელი, ასევე,
ტურიზმისა
და
დასვენების
მიზნებისათვის.
ხაზგასასმელია,
რომ
ამავე
დასახლებაში/დასახლებებში ან დასახლების ნაწილში, ასევე, გაიზარდა ინვესტიციების
განხორციელების სურვილი, შესაბამისად, აქტიური მოთხოვნაა მუნიციპალიტეტების იმ
უფლებამოსილებებთან მიმართებით, რომლებიც წარმოადგენს პირველად ნაბიჯებს
ზემოაღნიშნული
მოთხოვნების
რეალიზაციისთვის,
მაგალითად,
როგორებიცაა:
მშენებლობის ნებართვის გაცემა და მათზე საჯარო ზედამხედველობა, საჯარო ადგილების
დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა და სხვა. სწორედ აღნიშნული
ინიციატივების რეალიზება ქმნის საფუძველს ეკონომიკური განვითარებისათვის,
შესაბამისად, ამ მიმართულებით სწრაფ წინსვლას ხელი უნდა შეეწყოს საჯარო
ადმინისტრაციის ეფექტიანი მუშაობის კუთხით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზემოაღნიშნული ეკონომიკური აქტივობების
განხორციელების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, კანონმდებელმა გაითვალისწინა
ეფექტიანი საჯარო ადმინისტრაციის არსებობის შესაძლებლობა საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შექმნის შესაძლებლობის გზით, უშუალოდ ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტისათვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. „საქართველოს ორგანულ კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიღების მომენტისათვის, სხვა
მუნიციპალიტეტებთან მიმართებით არ იყო გამოკვეთილი ასეთი აუცილებლობა
დამატებითი
საჯარო
მართვის
მექანიზმის
შემოღებისა,
შესაბამისად,
სხვა
მუნიციპალიტეტებთან მიმართებით აღნიშნული მექანიზმი არ არსებობს.
ამდენად, კანონპროექტი მიზნად ისახავს, სწრაფი ეკონომიკური განვითარების
ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტებისათვის მართვის ეფექტიანობის გაზრდის
მიზნით, დამატებით მექანიზმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის
შესაძლებლობას, ამავე კანონპროექტით წარმოდგენილი წესით, რათა უზრუნველყოფილ
იქნეს, მოთხოვნის შესაბამისი მუნიციპალური სერვისების მიწოდება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებს
არ გააჩნიათ უფლებამოსილება შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ეს
უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს.
შესაბამისად, დადგა წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა,
რომლითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე, მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი
უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში,
საკუთარი გადაწყვეტილებით, გამოიყენოს კანონმდებლის მიერ მინიჭებული შესაძლებლობა
და
დააფუძნოს
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირი
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა
ერთობლიობაში, რაც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს, უზრუნველყოს მართვის
პროცესში არსებული პრობლემების და გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი,
რომელიც მუნიციპალიტეტს მისცემს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, დააფუძნოს
საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საჯარო
სამართლის იურიდიული პირი, რომლის საშუალებითაც განახორციელებს შესაბამის
ტერიტორიაზე საქართველოს ორგანულ კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ უფლებამოსილებებს,
როგორიცაა: მოსაკრებლების ამოღება, ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი
საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო
ადგილების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ადგილობრივი
მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების
პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობაზე
საჯარო ზედამხედველობის განხორციელების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირება.
აღნიშნული წარმოადგენს კანონმდებლის მიერ მუნიციპალიტეტებისათვის მართვის
დამატებითი მექანიზმის შეთავაზებას, რომლის გამოყენება არ წარმოადგენს ვალდებულებას,
არამედ - ის იქნება უფლებამოსილება და მისი გამოყენების საჭიროებას დაადგენს თავად
მუნიციპალიტეტი, როგორც აღმასრულებელი, ისე - წარმომადგენლობითი ორგანოს
ჩართულობით, რადგან, პროექტის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ინიციატორი არის
მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები - მუნიციპალიტეტის
საკრებულო.
ეს ცვლილება დადებითად აისახება დასახლებებში მართვის პროცესის
ეფექტიანობაზე, ვინაიდან მუნიციპალიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა შექმნან საჯარო
სამართლის იურიდიული პირები, მოახდინონ მათი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია,
განუსაზღვრონ მათ შესაბამისი უფლებამოსილებები.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ფუნქციონირებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში,
ამდენად, სამართავი არეალი დგინდება მართვის ეფექტიანობის გაზრდის შესაბამისად
მუნიციპალიტეტის მიერ. ასეთ არეალებად, მაგალითად, შესაძლებელია, განისაზღვროს
ბაკურიანის, გუდაურის, ბახმაროს, ურეკის, უშგულის, აბასთუმნის, თუშეთის ტერიტორია,
გამომდინარე მათი სწრაფი ეკონომიკური განვითარების საფუძვლების არსებობიდან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
შესაბამისად,
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
მიენიჭება
უფლებამოსილება საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით,
დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში,
რომლის უფლებამოსილება იქნება შესაბამის ტერიტორიაზე ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2
პუნქტით
გათვალისწინებული
შემდეგი
უფლებამოსილებების
განხორციელება:
მოსაკრებლების ამოღება, ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო
ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო
ადგილების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ადგილობრივი
მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების
პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობაზე
საჯარო ზედამხედველობის განხორციელების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირება.
ამასთან,
ზემოაღნიშნული
უფლებამოსილებების
გარდა,
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიენიჭება უფლებამოსილება, საჯარო სამართლის
იურიდიული პირს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით, აგრეთვე,
მიანიჭოს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი
უფლებამოსილებები: გარე განათების უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის
გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით
მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების
რეგულირება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების გამწვანება,
უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ადგილობრივი
მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა
და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო
თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და
აღჭურვის უზრუნველყოფა.
კანონპროექტით
ასევე
დგინდება,
რომ
დასახლებას/დასახლების
ნაწილს/დასახლებათა ერთობლიობას, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, განსაზღვრავს
საქართველოს მთავრობა. მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული დასახლების/დასახლების
ნაწილის/დასახლებათა ერთობლიობის ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიული
პირის დაფუძნების საკითხს გადაწყვეტს თავად, მუნიციპალიტეტი, დამოუკიდებლად,
ამდენად, კანონპროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების,
რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე, მისი დებულების დამტკიცების შესახებ
გადაწყვეტილების
მიმღებად
განისაზღვრება
მუნიციპალიტეტის
საკრებულო,
მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით. ამდენად, მუნიციპალიტეტის მიერ, შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღება, ადგილობრივი საჭიროებებიდან და მართვის ეფექტიანობის
გაზრდის მიზნით, განხორციელდება საკუთარი გადაწყვეტილებით და ამ გზით იგი
დამოუკიდებლად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის შიდა სტრუქტურას.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული რეგულირება
იმოქმედებს 2030 წლამდე
პერიოდში, როგორც დროებითი მექანიზმი. აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელი იქნება
უზრუნველყოფილ იქნეს მართვის ეფექტიანობის ამაღლება და გამოცდილების დაგროვება,
რაც მუნიციპალიტეტს ნებისმიერი სახის არეალზე მისი უფლებამოსილებების ჯეროვნად,
სათანადო დონეზე განხორციელების და ამ უფლებამოსილებების ფარგლებში
გათვალისწინებული
სერვისების
შესაძლებლობას მისცემს.
მოსახლეობისთვის
შეუფერხებლად
მიწოდების
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა:
- მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;
- სახელმწიფო ბიუჯეტი (შემოსავლების კომპენსირების შემთხვევაში).
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტების შემოსავლების გაზრდის მყარი საფუძვლები. კერძოდ, საინვესტიციო
აქტიურობის, ტურისტული ბიზნესისა და თანმდევი სამეწარმეო
საქმიანობათა
განვითარების კვალობაზე გაიზრდება საგადასახადო ბაზა, გაუმჯობესდება მოსაკრებლების
ადმინისტრირების სისტემა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და დამატებითი
ფინანსური შესაძლებლობები მუნიციპალიტეტის დასახლებების პრობლემების მოგვარების
უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების ეკონომიკური
გაძლიერების ხელშეწყობას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ცვლილებებს იმ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში,
რომელიც გადაწყვეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას. აღნიშნული
ცვლილებები სახეზე იქნება კანონპროექტის ამოქმედების წელს, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების - საჯარო სამართლის იურიდიული პირის
დაფუძნება, მიღების შემთხვევაში.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, გასათვალისწინებელია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის საოპერაციო ხარჯები. აღნიშნული მიზნებისათვის,
მოიაზრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა მცირერიცხოვანი ადამიანური
რესურსით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში
დასაქმებულ პირთა რაოდენობა უნდა განისაზღვროს მისი სამოქმედო არეალის
მოცულობისა და მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული
განსახორციელებელი უფლებამოსილებების პროპორციულად. ამდენად, დაახლოებით,
საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო რიცხოვნობა შესაძლოა, შეადგენდეს,
მაგალითად, 15 ადამიანს.
საორიენტაციოდ განხილულ იქნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის
ბიუჯეტის მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც, ინფრასტრუქტურის მშენებლობა,
რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის მიმართულებით 2018 წელს დაიხარჯა 8, 751.7 ათასი
ლარი, ხოლო 2019 წლის გეგმას წარმოადგენს - 11, 529.9 ათასი ლარი. ამასთან, ნარჩენების
შეგროვება გადამუშავება და განადგურების მიმართულებით 2018 წლის ხარჯმა შეადგინა
1, 999.2 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს დაგეგმილია 1, 247.9 ათასი ლარით აღნიშნული
მიმართულების დაფინანსება. ამასთან, ისეთი უფლებამოსილებები, როგორებიცაა
მოსაკრებლის ამოღება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, საჯარო ზედამხედველობა,
გაითვალისწინება შრომის ანაზღაურების მუხლის ფარგლებში არსებული დაფინანსებით,
რადგან ამ უფლებამოსილებების აღსრულება ფინანსდება მუნიციპალიტეტში დასაქმებული
პირისათვის გასაცემი ხელფასით, რომლის მიმართულებით ხარჯი 2019 წელს იგეგმება
2, 099.6 ათასი ლარის ფარგლებში. რა თქმა უნდა, აღნიშნულ ხარჯში, ასევე, შედის სხვა
ადმინისტარციული ფუნქციების განმახორციელებელ პირთა ანაზღაურება, თუმცა იმ
უფლებამოსილებების ადმინისტრირება, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით საჯარო
სამართლის იურიდიული პირისათვის გადასაცემი ძირითადი უფლებამოსილებათა
სეგმენტია, წარმოადგენს ეკონომიკური აქტივობების განხორციელების მიზნით
მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს, რომელთა ეფექტიანად განხორციელება საჭიროებს
სათანადო ანაზღაურების არსებობას.
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტში
გათვალისწინებულია
„საჯარო
დაწესებულებაში
შრომის
ანაზღაურების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
განსახორციელებელი ცვლილება, რომლის შესაბამისადაც, აღნიშნული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ხელმძღვანელის მაქსიმალური ხელფასი შეიძლება შეადგენდეს 6000
ლარს. სხვა დასაქმებულ პირებთან მიმართებით გავრცელდება „საჯარო დაწესებულებაში
შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაცია, რაც გულისხმობს ამავე
კანონის დანართი 2-ის ცხრილი 2-ით გათვალისწინებული ხელფასების გავრცელებას.
ამდენად, წლის მანძილზე, სავარაუდოდ, შეადგენს დაახლოებით 600 000 ლარს.
რაც
შეეხება
მოცემული
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სსიპ-ის არსიდან და დაფუძნების
მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იგი ანაზღაურებულ უნდა იქნას საკუთარი
შემოსავლებიდან. ამდენად, ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის მაგალითის განზოგადების
პირობებში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურდიული
პირისათვის მიმდინარე ხარჯები, დაახლოებით, განისაზღვრება 2 000 000 – 2 500 000 ლარით.
შემდგომ წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის მოცულობის
განსაზღვრა დამოკიდებული იქნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემული უფლებამოსილებების
მოცულობისა და მისთვის განსაზღვრული მიზნების პროპორციულად. ამასთან,
გასათვალისწინებელია, რომ შემდგომ წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირს
გაუჩნდება საკუთარი შემოსავლები მის მიერ გაწეული მომსახურებების საფუძველზე.
ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას თან სდევს
ადმინისტრაციული ხარჯები, მაგალითად, ინვენტარი, შენობა და ა.შ., რომელიც
ინდივიდუალურად იქნება შესაფასებელი მუნიციპალიტეტის რესურსისა და საჭიროების
გათვალისწინებით, ამდენად, ამ ეტაპზე აღნიშნული ხარჯის დათვლა შეუძლებელია.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იძლევა შესაძლებლობას, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა,
საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესთავაზოს
სერვისები ამ სერვისებით დაინტერესებულ პირებს და ამ მიზნით დააწესოს შესაბამისი
საფასური, მაგალითად, დაჩქარებული მომსახურების საფასურის სახით. ამდენად, ასეთი
უფლებამოსილებისა დადგენისა და ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ამ
სერვისების გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნულ პროექტს ექნება ფინანსური გავლენა
მათზე.
ამასთან, სწრაფი ეკონომიკური განვითარების შემთხვევაში, შესაბამისი ეკონომიკური
სიკეთე, რომელიც გამოიხატება, მაგალითად, ტურიზმის განვითარების გზით, გავლენას
იქონიებს შესაბამის არეალში მცხოვრებ ფიზიკური პირებისათვის, აგრეთვე, იმ იურიდიული
პირებისათვის, რომლებიც ოპერირებენ შესაბამის არეალში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი და მოსაკრებელი, თუმცა პროექტი
ითვალისწინებს შესაძლებლობას მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დაადგინოს სხვა
სახის გადასახდელი, კერძოდ, საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული
მომსახურების
საფასურის
ოდენობა.
საფასურის
ოდენობა
განისაზღვრება
ინდივიდუალურად მუნიციპალიტეტის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ყოველი
კონკრეტული მომსახურების მოთხოვნის ოდენობისა და საჭიროებიდან გამომდინარე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.