„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-10
ბიუროს ნომერი 322
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
29.12.2017,
სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) 25-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი
შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს ორგანული კანონით
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1561 მუხლით დადგენილი წესით,
დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი
სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა
აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო
დაწესებულების
პირველადი
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელის
თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად
გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში კანონპროექტი)
მომზადება
განპირობებულია
საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი) ცვლილების
განხორციელებით, რაც მიზანად ისახავს რიგ მუნიციპალიტეტებში მათი მასშტაბებიდან
გამომდინარე გართულებული ეფექტიანი მმართველობის პროცესის გაუმჯობესებას და მათი
უფლებამოსილებების ფარგლებში გათვალისწინებული სერვისების მოსახლეობისთვის
შეუფერხებლად მიწოდებას.
ამასთან, ვინაიდან მოქმედი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონი ითვალისწინებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის
შესაძლებლობას
მხოლოდ
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტში,
ხოლო
სხვა
მუნიციპალიტეტები
მოკლებულნი
იყვნენ
შესაძლებლობას
მათ
კომპეტენციას
მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად შეექმნათ საჯარო სამართლის იურიდიული
პირები, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი არ
ითვალისწინებდა რეგულაციას მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივ სარგოსთან დაკავშირებით.
შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის აუცილებლობამ გამოიწვია კანონპროექტის
მომზადება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებდა რეგულაციას მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივ
სარგოსთან დაკავშირებით. ამასთან, კოდექსის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
შესახებ“ საქათველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად მუნიციპალიტეტებს
2030 წლამდე ასევე მიენიჭებათ უფლებამოსილება დააფუძნონ საჯარო სამართლის
იურიდიული
პირები,
რომელთა
ხელმძღვანელის
თანამდებობრივი
სარგოს
განსაზღვრისთვის აუცილებელი გახდა წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი,
რომელიც
განსაზღვრავს
მუნიციპალიტეტების
მიერ
დაფუძნებული
სსიპ-ების
ხელმძღვანელთა თანამდებობრივი სარგოს ზღვარს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
განისაზღვრება
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
მიერ,
საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1561
მუხლით დადგენილი წესით, დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირის
ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოს დადგენის წესი, რომლის თანახმადაც,
ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების
საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის
მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო
კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.
კატეგორიის
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტი
(დაფინანსების
წყარო
ძირითადად
იქნება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მანამდე, სანამ საკუთარი შემოსავლებით არ უზრუნველყოფს
საკუთარი ხარჯების დაფარვას. სხვადასხვა შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს დაფუძნებიდან
ერთი წლის თავზე, ან მეტი).
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ცვლილებებს იმ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში,
რომელიც გადაწყვეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას. აღნიშნული
ცვლილებები სახეზე იქნება კანონპროექტის ამოქმედების წელს, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების - საჯარო სამართლის იურიდიული პირის
დაფუძნება, მიღების შემთხვევაში.
კანონპროექტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მაქსიმალური ხელფასი შეიძლება
შეადგენდეს 6000 ლარს. სხვა დასაქმებულ პირებთან მიმართებით გავრცელდება „საჯარო
დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაცია, რაც
გულისხმობს ამავე კანონის დანართი 2-ის ცხრილი 2-ით გათვალისწინებული ხელფასების
გავრცელებას. ამდენად, წლის მანძილზე, მუნიციპალიტეტის ხარჯი კანონპროექტის მიღების
შემთხვევაში, სავარაუდოდ, შეადგენს დაახლოებით 600 000 ლარს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ მუნიციპალიტეტებისათვის,
რომლებიც დააფუძნებენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. კერძოდ, კანონპროექტი
განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიულ
პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, რაც გავლენას მოახდენს ამ
ნორმის ადრესატების ფინანსურ მდგომარეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.