„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-10 და მე-13 მუხლები, საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-10
ბიუროს ნომერი 326
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის
სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) სამართლებრივ სტატუსს, მისი საქმიანობის მიზნებსა და
უფლებამოსილებებს, ზედამხედველობის ფორმებსა და სხვა საკითხებს.
მუხლი 2. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი
სააგენტო არის ამ კანონით შექმნილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
მუხლი 3. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, სააგენტოს დებულება და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები.
მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ციფრული მმართველობა – საჯარო მმართველობის განხორციელება ინფორმაციული და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
ბ) ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი (My.gov.ge) - ვებრესურსი, რომელზეც
განთავსებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განკუთვნილი საქართველოს საჯარო და
კერძო სექტორში არსებული ელექტრონული სერვისები;
გ) გაციფროვნება - საქმისწარმოების პროცესების ან/და მომსახურების შექმნა და განვითარება
ინფორმაციულ-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
დ) მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემა (ინფრასტრუქტურა) - ინფრასტრუქტურა, რომელიც
სტანდარტული ინტერფეისის გამოყენებით უზრუნველყოფს ინფორმაციულ სისტემებს შორის
მონაცემთა გაცვლას, მათზე სანქცირებულ წვდომას, დაცულობასა და ურთიერთთავსებადობას;
ე) ღია მონაცემი - ერთიანი ვებრესურსის საშუალებით მანქანაკითხვად ფორმატში ხელმისაწვდომი
საჯარო ინფორმაცია;
ვ) ურთიერთთავსებადობა - საჯარო დაწესებულებებს, ასევე, საჯარო დაწესებულებებსა და კერძო
სამართლის
სუბიექტებს
შორის
კავშირისა
და
კომუნიკაციის
უნარი/შესაძლებლობა,
ურთიერთსასარგებლო და წინასწარ განსაზღვრული საერთო მიზნების მისაღწევად, რომელიც მოიცავს
ცოდნისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ამ ორგანიზაციებს შორის, ბიზნესპროცესების
მხარდაჭერითა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სისტემების გამოყენებით;
ზ)
სახელმწიფო
ელექტრონული
სერვისების
ინდექსი
-
საჯარო
სექტორში
არსებული
ელექტრონული მომსახურების შეფასების სისტემა, რომელიც ხორციელდება წინასწარ დადგენილი
მეთოდოლოგიითა და კრიტერიუმების მიხედვით;
თ) საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტთა შორის ინფორმაციის ელექტრონული
მიმოცვლის სისტემა - ცენტრალიზებული, ინტეგრირებული, ავტომატიზებული ინფორმაციული
სისტემა, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებას და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ
სუბიექტებს შორის, აგრეთვე ამ სუბიექტებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციისა და
დოკუმენტაციის ოპერატიულად და უსაფრთხოდ გაცვლას უზრუნველყოფს.
თავი II. სააგენტოს მიზნები და უფლებამოსილებები. სააგენტოს მართვა
მუხლი 5. სააგენტოს მიზნები
სააგენტოს საქმიანობის მიზნებია:
ა) საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის
ხელშეწყობა;
ბ)
მოქალაქეებისა
და
ორგანიზაციების
უზრუნველყოფა
მათზე
ორიენტირებული,
ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული მომსახურებით;
გ) თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული
სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა;
დ) ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა კანონმდებლობით
განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებები
1. სააგენტო:
ა) შეიმუშავებს ციფრული მმართველობისა და სერვისების გაციფროვნების ერთიან სახელმწიფო
პოლიტიკასა და სტრატეგიას და ხელს უწყობს მათ განხორციელებას უწყებათაშორისი კოორდინაციის
გზით;
ბ) ახორციელებს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მართვასა და
ადმინისტრირებას, პორტალზე ახალი ელექტრონული სერვისების ინტეგრაციას;
გ) უზრუნველყოფს მომხმარებლებისათვის სამინისტროს სისტემაში არსებული მომსახურების,
სხვებს შორის, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ მიწოდებული
მომსახურების, ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობას ელექტრონული სერვისების ერთიანი
პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით;
დ) თანამშრომლობს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან მათი სერვისების გაციფროვნებისა და
ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (My.gov.ge) ინტეგრაციის მიზნით;
ე) ციფრული მმართველობისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისების მიზნით,
ახორციელებს
ცნობიერების
ამაღლების
ფართომასშტაბიან
ინიციატივებს,
მათ
შორის,
საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებასა და საჯარო მოხელეთა სწავლებას;
ვ) ციფრული მმართველობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების
პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შეიმუშავებს და ნერგავს შესაბამის სტანდარტებს;
ზ) ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობის, მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის,
ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი
ცენტრების
მომსახურების
გამართულობისა
და
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის
მიზნით,
შეიმუშავებს ელექტრონული სერვისების შექმნისა და მიწოდების ერთიან სტანდარტს და ხელს უწყობს
მის დანერგვას;
თ) მართავს და განავითარებს მონაცემთა გაცვლის ერთიან სისტემას (ინფრასტრუქტურას);
ი) მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის ფარგლებში ადგენს მონაცემთა გაცვლის ერთიან
სტანდარტს;
კ)
შეიმუშავებს
ელექტრონული
მონაცემებისა
და
ელექტრონული
სერვისების
ურთიერთთავსებადობის ჩარჩოს და ხელს უწყობს მის დანერგვას;
ლ) უზრუნველყოფს ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას, მონაცემთა
ბაზების, რეესტრების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების ერთიანი
სტანდარტის დადგენისა და შესრულების კოორდინაციას;
მ) ადგენს საჯარო სექტორში არსებულ ღია მონაცემთა გამოქვეყნების ერთიან სტანდარტს და
ერთიანი ვებრესურსის საშუალებით უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას;
ნ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტთა შორის ინფორმაციის
ელექტრონული მიმოცვლის სისტემის შექმნასა და მის გამართულ ფუნქციონირებას;
ო) ახორციელებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციასა და
ზედამხედველობას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი
წესით;
პ) ახორციელებს ერთიანი სახელმწიფო „ქლაუდ სისტემის“ დანერგვასა და მის მონიტორინგს;
ჟ)
შეიმუშავებს
ციფრული
მმართველობისა
და
კიბერუსაფრთხოების
სფეროების
მარეგულირებელი
სამართლებრივი
აქტების
პროექტებს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
უფლებამოსილების ფარგლებში;
რ) ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და „ერთი მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმების“ დღის წესრიგის შესაბამისად, ევროკავშირის სამართლებრივ
ჩარჩოსთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესში, ახორციელებს ციფრული მმართველობისა და
კიბერუსაფრთხოების სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესწავლას, ანალიზსა და
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პროექტების მომზადებას;
ს) ურთიერთობას ამყარებს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში
მოქმედ ადგილობრივ, საერთაშორისო და უცხო
დაწესებულებებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან;
ტ)
კომპეტენციის
კიბერუსაფრთხოების
ფარგლებში,
საერთაშორისო
ქვეყნების
უზრუნველყოფს
ინდექსებისა
და
ორგანიზაციებთან,
ციფრული
შეფასებების
საჯარო
მმართველობისა
შემუშავების
და
პროცესში
საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ განახლებული
ინფორმაციის
დროულად
და
სრულყოფილად
წარდგენას
უცხოელი
პარტნიორებისა
და
ორგანიზაციებისთვის;
უ) ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ადგილობრივ, რეგიონულ და
საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობის გზით, ხელს უწყობს ციფრული
მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ქვეყნის მიღწევების პოპულარიზაციას;
ფ) ციფრული მმართველობის ან/და ელექტრონული მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების
მიზნით,
უზრუნველყოფს
საჯარო
დაწესებულებებსა
და
კერძო
სამართლის
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და მხარდაჭერას;
სუბიექტებში
ქ) შეიმუშავებს სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ინდექსის მეთოდოლოგიას და
უზრუნველყოფს შესაბამისი ინდექსის ყოველწლიურად წარმოებას;
ღ) საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებთან დადებული შესაბამისი
ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს მათი ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციას, პროგრამული
უზრუნველყოფის შექმნას, დანერგვას, განვითარებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას ხელშეკრულებით
განსაზღვრულ ფარგლებში;
ყ) უფლებამოსილია, საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, ციფრული
მმართველობის ან/და ელექტრონული მომსახურების შექმნის/მიწოდების გაუმჯობესების მიზნით,
განახორციელოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა ან/და
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“
საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;
შ) ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით,
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და იურიდიულ პირებთან
დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში გასწიოს
მომსახურება, თუ ეს საქმიანობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 7. სააგენტოს მართვა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ - მინისტრი).
2. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს სააგენტოს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს სამართლებრივ აქტს) სააგენტოს კომპეტენციისთვის
მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს
ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს და ამტკიცებს მათ სამუშაო აღწერილობებს;
ე) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ
დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და
ქონებას;
ზ) ახორციელებს სააგენტოს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა
უფლებამოსილებებს.
3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს თავმჯდომარე.
4. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს
დებულებით.
მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების
მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება
სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი III. სააგენტოს ქონება და ფინანსები. სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 9. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს
ქონება, რომლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური
ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.
მუხლი 10. სააგენტოს დაფინანსება
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის
გადახდის, მისი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება
სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში,
სამინისტროს სისტემის, მათ შორის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სერვისების
გამცემი დაწესებულებების განვითარებას.
მუხლი 11. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
მუხლი 12. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტისა და მისი ლიკვიდაციის წესი
სააგენტოს
საქმიანობის
შეწყვეტა
და
მისი
ლიკვიდაცია
ხორციელდება
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 13. გარდამავალი დებულებები
1. 2020 წლის 1 მარტიდან რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
მონაცემთა გაცვლის სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „სმართ ლოჯიქი“ (SMART
LOGIC) და ჩამოყალიბდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ციფრული მმართველობის
სააგენტოდ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ციფრული მმართველობის სააგენტო არის საჯარო
სამართლის იურიდიული პირების – მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქის“ (SMART
LOGIC) უფლებამონაცვლე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – მონაცემთა
გაცვლის სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქისათვის“ (SMART LOGIC) სახელმწიფო ბიუჯეტით
განსაზღვრული პროგრამული კოდების განკარგვის ნაწილში.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2020 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ
ლოჯიქის“ (SMART LOGIC) რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობითა და ამ მუხლით
გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს:
ბ.ა) დებულების დამტკიცება;
ბ.ბ) საშტატო ნუსხის შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი საქართველოს
მთავრობასთან შეთანხმება;
ბ.გ) თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა გამარტივებული კონკურსის წესით;
ბ.დ) თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად
გამარტივებული კონკურსის ჩატარება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ
უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამარტივებული
კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნა.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ
ლოჯიქის“ (SMART LOGIC) შერწყმის გამო, ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირების
მოსამსახურეები, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა) საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოში ტოლფას თანამდებობაზე (ტოლფასი
თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში - დაბალ თანამდებობაზე), მათი თანხმობით, კომპეტენციის
გათვალისწინებით, გადაყვანილ იქნენ უკონკურსოდ.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ
ლოჯიქში“ (SMART LOGIC) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სააგენტოსთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობები გაგრძელდეს შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან
2020 წლის 1 მარტამდე დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადით, თუ საქართველოს შრომის
კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ შრომითისამართლებრივი ურთიერთობის საკითხები გადაწყდეს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
6. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, 2020 წლის 1
მარტამდე დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის
სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურის განაკვეთები, საფასურის გადახდის, მისი
გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი.
7. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან
3 თვის ვადაში უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
8. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული
ნორმატიული
აქტები
ინარჩუნებენ
იურიდიულ
ძალას,
მათი
შესაბამისი
უფლებამოსილი
თანამდებობის პირის მიერ ხელახლა გამოცემამდე. აღნიშნულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების
შეტანის, ასევე მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭებათ, შესაბამისად,
საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული
მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარეს.
9. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საჯარო სამართლის იურიდიული
პირების - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) ხელმძღვანელთა მიერ
გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ
ძალას მათი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს
თავმჯდომარის მიერ ხელახლა გამოცემამდე. აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების
შეტანის, ასევე მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარეს.
მუხლი 14. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის
სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს 2009
საკანონმდებლო მაცნე, №21, 03.08.2009, მუხ. 121).
წლის 17 ივლისის კანონი
(საქართველოს
მუხლი 15. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი - მე-12 მუხლებისა და მე-13 მუხლის პირველი, მე-3-მე-5,
მე-8 და მე-9 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი - მე-12 მუხლები და მე-13 მუხლის პირველი, მე-3-მე-5, მე-8 და მე-9
პუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოში ციფრული მმართველობის კიდევ
მეტად განვითარებისა და მოქალაქეებისა და ბიზნეს სექტორისათვის მომსახურების ელექტრონულად,
„ერთი
ფანჯრის
პრინციპით“,
კიდევ
უფრო
მარტივად
და
მაღალი
ხარისხით
მიწოდების
აუცილებლობით.
საქართველო მუდმივად აუმჯობესებს საკუთარ პოზიციებს ელექტრონული მმართველობის, ღია
მმართველობისა თუ კიბერუსაფრთხოების საკითხებში. კერძოდ:
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ელექტრონული მმართველობის ინდექსის
მიხედვით (2018), საქართველო მე-60 ადგილზეა 193 ქვეყანას შორის. ამ მაჩვენებლით საქართველო
როგორც რეგიონის, ისე - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციაზეა.
შედარებისათვის, 2010 წელს საქართველო აღნიშნულ რეიტინგში მე-100 ადგილს იკავებდა. ინდექსი
ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ახლდება.
ღია
მმართველობის
2019
წლის
ინდექსის
მიხედვით,
რომელიც
განსაზღვრავს
მთავრობების ღიაობას მსოფლიოში, საქართველო იკავებს პირველ ადგილს აღმოსავლეთ ევროპისა და
ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის. 2014 წელს საქართველო პირველად იქნა არჩეული „ღია
მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის წევრად, 2016
თანათავმჯდომარე ქვეყნის, ხოლო 2017 წელს - თავმჯდომარე ქვეყნის პოზიცია.
2018
წლის
გაერო-ს
საერთაშორისო
სატელეკომუნიკაციო
წელს
დაიკავა
გაერთიანების
(ITU)
კიბერუსაფრთხოების ინდექსში საქართველო ევროპაში მე-9 ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ისეთ
ქვეყნებს, როგორიცაა დანია, გერმანია და ავსტრია.
მოცემული ტენდენციების გასამყარებლად და საქართველოში ციფრული მმართველობის
გასაუმჯობესებლად, წინამდებარე კანონის პროექტით შემოთავაზებულია საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორი ორგანიზაციის გაერთიანება და საჯარო
სერვისების ელექტრონული გზით გაცემისათვის მნიშვნელოვანი სტიმულის მიცემა. არაერთი
წარმატებული
სახელმწიფოს
პრაქტიკა
აჩვენებს,
რომ
ინფორმაციული
და
საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სახელმწიფო დაწესებულებათა რესურსების გაერთიანება და მათი
კომპეტენციების თავმოყრა ერთიანი ორგანიზაციული ფორმის ქვეშ, დადებით გავლენას ახდენს
სახელმწიფოს მიერ მომხმარებლებისათვის მიწოდებული მომსახურების ხარისხზე. ინფორმაციული
საკომუნიკაციო
უფლებამოსილი
ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით, ერთდროულად რამდენიმე
უწყების დამოუკიდებლად არსებობა აჩენს განსხვავებული და ხშირად
ურთიერთშეუსაბამო პოლიტიკისა და სტანდარტების არსებობის რისკს და წარმოშობს უწყებათშორისი
კოორდინაციის სირთულეს, რაც, საბოლოო ჯამში, ელექტრონული მომსახურების ხარისხზე აისახება.
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
ინიციატივა
ეხმიანება
ევროკავშირის
საუკეთესო
პრაქტიკას
ელექტრონული
მმართველობის
გამოყენებით
ადმინისტრაციული
ბარიერების
შემცირების
მიმართულებით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ
ლოჯიქის“ (SMART LOGIC) ბაზაზე ახალი სუბიექტის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შექმნა
გამოწვეულია მომსახურების ელექტრონული გზით, „ერთი ფანჯრის პრინციპით“, კიდევ უფრო
მარტივად და მაღალი ხარისხით მიწოდების მიზნიდან გამომდინარე და, მოცემული მიზნის
მისაღწევად, საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციის, ორი ორგანიზაციის ფინანსური და საკადრო
რესურსების, ასევე ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაერთიანების აუცილებლობით. გარდა
იმისა, რომ მომიჯნავე ფუნქციების გაერთიანება და ერთი ორგანიზაციის ფორმით ჩამოყალიბება ხელს
შეუწყობს ციფრული მმართველობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვას, ამავე
დროს, მოემსახურება ერთიანი მონაცემთა ცენტრების შექმნისა და რესურსების მნიშვნელოვნად
დაზოგვის მიზნებს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მონაცემთა გაცვლის
სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქის“ დღეს არსებული სახელწოდებები სრულად არ ასახავენ მათი
საქმიანობის მიზნებს. მაგალითად, მონაცემთა გაცვლის უზრუნველყოფა ერთიანი სისტემის
(ინფრასტრუქტურის)
მეშვეობით
სსიპ
-
მონაცემთა
გაცვლის
სააგენტოს
მრავალრიცხოვან
უფლებამოსილებათა მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია და საზოგადოებას არ უქმნის ნათელ
წარმოდგენას
იმ
მიზნებისა
და
ამოცანების
შესახებ,
რომელთა
შესრულებაც
სააგენტოს
კანონმდებლობის საფუძველზე განესაზღვრა (ელექტრონული მმართველობის განვითარების
პოლიტიკის შემუშავება, ახალი სახის ელექტრონული მომსახურებების დანერგვა, კომპეტენციის
ფარგლებში, ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვ.).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი უწყებების ეფექტიანობა
სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია
მომხმარებლებისათვის
სათანადო
საჯარო
მომსახურების
გაწევისათვის. სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და უფრო მეტი ეფექტიანობის
მისაღწევად, საქართველოს მასშტაბით გრძელდება იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი
ცენტრების შექმნა, მაგრამ ასევე დღის წესრიგში დგას მოქალაქეებისა და ბიზნეს სექტორის
წარმომადგენლებისათვის
ელექტრონული
მომსახურების
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენებით მიწოდება. ამ გზით დაიზოგება ადამიანური რესურსისა და ქაღალდის
მატარებლების
გამოყენებასთან
დაკავშირებული
ხარჯები
და
მომხმარებელს
გაუჩნდება
ელექტრონული მომსახურებით სარგებლობის უფრო მეტი სტიმული, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს
დახარჯულ ფინანსებსა და დაზოგავს ისეთ ძვირფას რესურსს, როგორიც არის დრო. ამდენად, ორი
ორგანიზაციის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი უფლებამოსილება
ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემის მიერ მიწოდებული მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
იქნება. ვინაიდან, მსგავსი ტიპის პორტალი (My.gov.ge) 2012 წლიდან დღემდე ემსახურება მოქალაქეებსა
და
იურიდიულ
პირებს,
მნიშვნელოვანია
ამ
სისტემის
ფუნქციონირებისთვის
და
მისი
ფართომასშტაბიანი გამოყენების სტიმულირება ციფრული მმართველობის სააგენტოს ქვეშ, შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლების შექმნის გზით.
აღსანიშნავია, რომ სსიპ „სმართ ლოჯიქი“ ახორციელებს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ
ცენტრებში
მიწოდებული
მომსახურების
მხარდაჭერას
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების საშუალებით, ასევე უზრუნველყოფს საჯარო და კერძო დაწესებულებების ბიზნეს
პროცესების ოპტიმიზაციას, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, დანერგვასა და განვითარებას.
„სმართ ლოჯიქის“ სერვერული ინფრასტრუქტურა იძლევა მასში განთავსებული ინფორმაციის დაცვის
შესაძლებლობას, რაც დღევანდელი გლობალური პრობლემატიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
საკითხს წარმოადგენს და ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. ამასთან, „სმართ ლოჯიქის“
ფინანსური მდგრადობა1, მაღალგანვითარებული ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა
და მის მიერ განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტი, როგორიცაა: სისხლის სამართლის
საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამა;
სისხლის
სამართლის საქმეთა
სტატისტიკური
რეპორტების მოდული; სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმისწარმოების პროგრამა; საშვთა
პროგრამა, რომლითაც სარგებლობს არაერთი უწყება; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსათვის შექმნილი ორმხრივი ურთიერთობის პორტალი; ქალაქ რუსთავის
მუნიციპალიტეტის მერიის შეტყობინებების სისტემა; „Just Drive“; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
პარტიათა შემოწირულობების აღრიცხვის სისტემა; სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს
გამარტივებული საქმისწარმოების პროგრამის პირველი ვერსია, ასევე, ევროკავშირის პროექტთან
თანამშრომლობით განსახორციელებელი ისეთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, როგორიცაა
პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში
მსჯავრდებულთა აღრიცხვის და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის შექმნა, იძლევა იმის
წინაპირობას,
რომ
ახალი
სააგენტოს
გამართულად
ფუნქციონირებაში
„სმართ
ლოჯიქი“
განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს.
„საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020“-ის თანახმად, საჯარო
მმართველობის რეფორმის ერთ-ერთ მიზანს საქართველოში სერვისების მიწოდების სისტემის
გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც თავის მხრივ საჭიროებს ქვეყანაში არსებული ინფორმაციული
სისტემების მიმართ ერთიანი სტანდარტებისა და მიდგომების შემუშავებას და, რაც მთავარია, მათი
უსაფრთხოების უზრუნველყოფას. შესაბამისად, კანონპროექტი ასევე მიზნად ისახავს საჯარო
სექტორში არსებული ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობასა და უსაფრთხოების
უზრუნველყოფას.
ყოველივე
ზემოაღნიშნულისათვის
კი
მოქმედი
ორგანიზაციული
სტრუქტურები
და
საკანონმდებლო ბაზა დამაკმაყოფილებელი არ არის, ახალი გამოწვევებისა და მიზნების შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლები კი წარმოდგენილია წინამდებარე კანონპროექტით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ციფრული მმართველობისა და ელექტრონული მომსახურების განვითარებისთვის შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლების შესაქმნელად მიზანშეწონილია, ციფრული მმართველობის სააგენტოს
სტატუსი და უფლებამოსილება საკანონმდებლო აქტით მოწესრიგდეს.2 ამავე საკანონმდებლო აქტით
უნდა განისაზღვროს ციფრული მმართველობის სააგენტოს ძირითადი მიზნები და ფუნქციები, მისი
1
2012 წლიდან, „სმართ ლოჯიქი“ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ორგანიზაციიდან გარდაიქმნა
ფინანსურად თვითკმარ და სწრაფად განვითარებად ორგანიზაციად. 2018 წელს „სმართ ლოჯიქის“ დაფინანსების
ერთადერთი წყარო გახდა მის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 2017 წლის
განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების წილი მისი ბიუჯეტის 20%-ს არ აღემატებოდა.
2
მონაცემთა გაცვლის სააგენტოც, რომლის უფლებამონაცვლესაც სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
წარმოადგენს, შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე.
მართვის პრინციპები, ქონების ფორმირების წესები, დაფინანსების წყაროები და საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და
„სმართ ლოჯიქის“ გაერთიანების შედეგად შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი ციფრული მმართველობის სააგენტო, რაც, ელექტრონული სერვისების მომხმარებელთა სწრაფი ზრდისა
და ელექტრონული მმართველობის მნიშვნელოვანი პროგრესის ფონზე, ხელს შეუწყობს საქართველოში
ციფრული მმართველობის განვითარებასა და სერვისების ელექტრონულად გაცემას „ერთი ფანჯრის“
პრინციპით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ციფრული მმართველობის სააგენტო (შემდგომ - სააგენტო)
მომიჯნავე ფუნქციების მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მონაცემთა გაცვლის
სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქის“ გაერთიანების გზით. სააგენტოს კომპეტენციაში მოექცევა „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს
კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სსიპ „სმართ ლოჯიქის“
დებულებით
განსაზღვრული
შესაბამისი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირების
უფლებამოსილებები.
კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მთავარი მიმართულებებია ციფრული
მმართველობის განვითარება, სერვისების გაციფროვნება, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების
უზრუნველყოფა, მონაცემთა გაცვლის სისტემის მართვა და მათი ხელშემწყობი საკანონმდებლო,
სტრატეგიული,
პროცედურული
ჩარჩოებისა
და
სტანდარტების
შემუშავება.
კანონპროექტით
განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტო უზრუნველყოფს ელექტრონული
მმართველობის განხორციელებისას მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურის)
გამართულ
ფუნქციონირებას,
ელექტრონული
მონაცემებისა
და
ელექტრონული
სერვისების
ურთიერთთავსებადობას, ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას, საჯარო სექტორში
არსებულ ღია მონაცემებზე ხელმისაწვდომობასა და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების
პროცესის ზედამხედველობას. ციფრული მმართველობის განვითარების პარალელურად, სააგენტო,
კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოებას.
საჯარო მმართველობის პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი სტანდარტების (მათ შორის,
მონაცემთა გაცვლის, ელექტრონული მომსახურების შექმნისა და მიწოდების სტანდარტების)
დანერგვას,
აგრეთვე
ციფრული
მმართველობისა
და
მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტებისა
კიბერუსაფრთხოების
და
სფეროების
სტრატეგიული დოკუმენტების
შემუშავებას. ამასთან, სააგენტო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ითანამშრომლებს ციფრული
მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მოქმედ ადგილობრივ, საერთაშორისო და უცხო
ქვეყნების
ორგანიზაციებთან
და
ხელს
შეუწყობს
განხორციელებული რეფორმების პოპულარიზაციას.
საქართველოში
შესაბამის
სფეროებში
კანონპროექტის
თანახმად,
ციფრული
მმართველობისა
და
ელექტრონული
სერვისების
გამოყენების წახალისების, აგრეთვე კიბერუსაფრთხოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით,
სააგენტო განახორციელებს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს - საზოგადოებისათვის შესაბამისი
ინფორმაციის მიწოდებას და საჯარო მოხელეთა სწავლებას.
კანონპროქტის გარდამავალი დებულებებით განისაზღვრება ის ღონისძიებები, რომელთა პირველ
ეტაპზე განხორციელებაც საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა
და „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) გაერთიანების გზით ახალი იურიდიული პირის შესაქმნელად
მთელი რიგი ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების
აუცილებლობით არის გამოწვეული.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროქტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2020 წლის 1 მარტიდან, რაც განპირობებულია
საჯარო სამართლის იურიდიული პირების შერწყმის საფუძველზე ახალი იურიდიული პირის
შექმნიდან გამომდინარე მთელი რიგი ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული და სამართლებრივი
საკითხების მოწესრიგების აუცილებლობით, ხოლო კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც გარდამავალ
პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირების შერწყმისათვის აუცილებელ ღონისძიებებს
ითვალისწინებს - გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას. ამასთან, საჯარო სამართლის იურდიული პირების - მონაცემთა გაცვლის
სააგენტოსა და „სმარტ ლოჯიქის“ შერწყმის შედეგად, ორივე საჯარო სამართლის იურდიული პირის
ბიუჯეტი გაერთიანდება ახალი საჯარო სამართლის იურდიული პირის - ციფრული მმართველობის
სააგენტოს ბიუჯეტად, რაც არ გამოიწვევს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
გაზრდას.
სსიპ „სმართ ლოჯიქის“ 2020 წლის ბიუჯეტი კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი)
შემოსავლების ფარგლებში შეადგენს 4 878 000 ლარს.
სსიპ „ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ 2020 წლის ბიუჯეტი შეადგენს 2 860 000 ლარს, მათ შორის
საბიუჯეტო ასიგნებები 2 525 000 ლარია, ხოლო კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი)
შემოსავლების ფარგლებში განსაზღვრულია 335 000 ლარით.
სსიპ „სმართ ლოჯიქის“ საშუალოვადიანი ბიუჯეტი 2021 – 2023 წლებისათვის შეადგენს:
2021 წელი - 4 200 000 ლარი;
2022 წელი - 4 600 000 ლარი;
2023 წელი - 5 000 000 ლარი.
სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ საშუალოვადიანი ბიუჯეტი 2021 -2023 წლებისათვის შეადგენს:
2021 წელი - 2 635 000 ლარი;
2022 წელი - 2 635 000 ლარი;
2023 წელი - 3 000 000 ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია ან/და
საკადრო გადაადგილებები, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს პირდაპირი ფინანსური
შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობის განსაზღვრას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.