„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.02.2020
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/445/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-10
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.018412) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია და ზედამხედველობა 1. პირი, რომელსაც სურს გახდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, ვალდებულია მისი საქმიანობის ამ კანონთან და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადგენად გაიაროს ავტორიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - ციფრული მმართველობის სააგენტოში (შემდგომ - ციფრული მმართველობის სააგენტო). 2. ციფრული მმართველობის სააგენტო კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ ამოწმებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ამ კანონთან და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას; ბ) ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეაგირებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობაში აღმოჩენილ დარღვევებზე; გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს უჩერებს ან უუქმებს ავტორიზაციას; დ) აწარმოებს და აქვეყნებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლებისა და მათ მიერ შეთავაზებულ მომსახურებათა სიას. 3. პირმა, რომელსაც სურს გახდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, ციფრული მმართველობის სააგენტოს უნდა წარუდგინოს: ა) განაცხადი; ბ) აუდიტის დასკვნა მისი საქმიანობის ამ კანონთან და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შესახებ; გ) შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში დაადასტურებს მის მიერ საკმარისი ფინანსური რესურსებისა და გარანტიების ფლობას, ხოლო სხვა პირის შემთხვევაში - მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებობას; დ) შინაგანაწესი. 4. ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სისტემის უსაფრთხოებისა და ავტორიზაციის მსურველის საქმიანობის უწყვეტობის შეფასების მიზნით მას დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს. წარსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია განისაზღვრება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 5. ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია ავტორიზაციის მსურველს ავტორიზაციაზე უარი განუცხადოს, თუ: ა) დოკუმენტაცია/ინფორმაცია არასრულად ან/და არაზუსტად არის წარდგენილი; ბ) მისი საქმიანობა არ შეესაბამება ამ კანონსა და ტექნიკურ რეგლამენტს. 6. თუ დოკუმენტაცია/ინფორმაცია არასრულად ან/და არაზუსტად არის წარდგენილი, ციფრული მმართველობის სააგენტო ავტორიზაციის მსურველს ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამის ვადას განუსაზღვრავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ აღმოიფხვრება, ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ავტორიზაციაზე, თუმცა ეს ავტორიზაციის მსურველს არ ართმევს უფლებას, განმეორებით მიმართოს ციფრული მმართველობის სააგენტოს ავტორიზაციის მოთხოვნით. 7. ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუჩეროს ან შეუწყვიტოს მას ავტორიზაცია. 8. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციისა ზედამხედველობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) გაერთიანების გზით ყალიბდება ახალი სუბიექტი - ციფრული მმართველობის სააგენტო, რომელიც შეითავსებს ამ უწყებების უფლებამოსილებებს და შეიმუშავებს ციფრული მმართველობისა და სერვისების გაციფროვნების ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას და სტრატეგიას. ამასთან, ციფრული მმართველობის სააგენტო ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ელექტრონული მომსახურების შექმნისა და მიწოდების სტანდარტების დადგენაზეც არის პასუხისმგებელი. შესაბამისად, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ნაცვლად, საჭიროა მიეთითოს „ციფრული მმართველობის სააგენტო". ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ნაცვლად, მიეთითება „ციფრული მმართველობის სააგენტო“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედების თარიღი (2020 წლის 1 მარტი) უკავშირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თარიღს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის განსაზღვრას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.