„ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.02.2020
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/445/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-10
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 350090000.05.001.016317) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-2-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ციფრული მმართველობის სააგენტო (შემდგომ − ციფრული მმართველობის სააგენტო). 3. ციფრული მმართველობის სააგენტო კოორდინაციას უწევს რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების ერთიანი სტანდარტების დადგენასა და შესრულებას. 4. ციფრული მმართველობის სააგენტო რეკომენდაციას უწევს შესაბამის რეესტრის სუბიექტს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნის, გამოყენების, შეცვლის, განვრცობის, სხვა მონაცემთა ბაზასთან, რეესტრთან, მომსახურებასთან ან ინფორმაციულ სისტემასთან კომბინირების, თავსებადობის, გაუქმებისა და სხვა საკითხებზე. 5. ციფრული მმართველობის სააგენტო შეიმუშავებს და წარადგენს რეკომენდაციებს რეესტრის სუბიექტის საქმისწარმოების წესების შეცვლისა და მოდერნიზაციის შესახებ, რომლებიც ელექტრონული დოკუმენტაციის ბრუნვის გამარტივებას ემსახურება. 6. ციფრული მმართველობის სააგენტო შეიმუშავებს და წარადგენს რეკომენდაციებს რეესტრის სუბიექტის მიერ მომსახურების შექმნის, გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის შესახებ.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რეესტრის სუბიექტი ვალდებულია მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნიდან არა უგვიანეს 30 დღისა ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს ციფრული მმართველობის სააგენტოს.“. 3. მე-5 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ციფრული მმართველობის სააგენტოსათვის მისაწოდებელი ინფორმაციის სახეები“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების პროცედურებს, ტექნიკურ სტანდარტებს, ფორმატს და მიწოდების გზებს ადგენს ციფრული მმართველობის სააგენტო.“. 4. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის განვრცობის ან კომბინირების შესახებ შეტყობინება ეგზავნება ციფრული მმართველობის სააგენტოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმას და მასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს ციფრული მმართველობის სააგენტო.“. 5. მე-7 - მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის გაუქმება, განადგურება, არქივირება და გადაცემა 1. რეესტრის სუბიექტი ვალდებულია მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის გაუქმებამდე, განადგურებამდე, არქივირებამდე ან გადაცემამდე 30 დღით ადრე შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინოს ციფრული მმართველობის სააგენტოს, რომელიც გასცემს რეკომენდაციას გაუქმების, განადგურების, არქივირების ან გადაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმას და მასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს ციფრული მმართველობის სააგენტო. მუხლი 8. პერსონალური მონაცემების დაცვა 1. ციფრული მმართველობის სააგენტო/ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არ ახორციელებს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსის გარჩევას, დამუშავებას ან შეცვლას რაიმე ფორმით. ის ინარჩუნებს ინფორმაციულ ნეიტრალიტეტს. 2. ციფრული მმართველობის სააგენტო/ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არ არის პასუხისმგებელი პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულების შესრულებისათვის იმ ფუნქციების ფარგლებში, რომლებიც გულისხმობს რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზებში, რეესტრებში ან ინფორმაციულ სისტემებში არსებული პერსონალური ხელმისაწვდომობას ამ კანონით დადგენილი ფუნქციების შესრულებისათვის. მონაცემების მუხლი 9. ამ კანონის დებულებების შესრულების მექანიზმები 1. ციფრული მმართველობის სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი რომელიმე შეტყობინების მიღებისა და განხილვის შედეგად რეკომენდაცია გაუწიოს რეესტრის სუბიექტს, თავი შეიკავოს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნისაგან, შეცვლისაგან, განვრცობისაგან, კომბინირებისაგან, გაუქმებისაგან, განადგურებისაგან, არქივირებისაგან ან გადაცემისაგან, თუ აღნიშნული ქმედება შეიძლება ჩაითვალოს შემაფერხებელ ფაქტორად სხვა სისტემის ან სისტემების ფუნქციონირებისათვის, ან/და თუ მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის წარმოება ან მასში მონაცემების დამუშავება არ შეესაბამება ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ დადგენილ ან/და კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებს. 2. რეესტრის სუბიექტის ინფორმირების/შეტყობინების მიერ ვალდებულების მისთვის ამ შეუსრულებლობის კანონით დაკისრებული შემთხვევაში ციფრული მმართველობის სააგენტო წერილობით გაფრთხილებას უგზავნის შესაბამისი უწყების ინფორმაციის გადაცემისათვის პასუხისმგებელ პირს. ინფორმაციის განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში ციფრული მმართველობის სააგენტო რეესტრის სუბიექტის ხელმძღვანელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომელშიც აღიწერება დარღვევის ფაქტი და მიეთითება მისი აღმოფხვრის რეკომენდაციები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) გაერთიანების გზით ყალიბდება ახალი სუბიექტი - ციფრული მმართველობის სააგენტო, რომელიც შეითავსებს ამ უწყებების უფლებამოსილებებს და შეიმუშავებს ციფრული მმართველობისა და სერვისების გაციფროვნების ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას და სტრატეგიას. ამასთან, ციფრული მმართველობის სააგენტო იქნება პასუხისმგებელი ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებაზე, აგრეთვე მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების ერთიანი სტანდარტის დადგენასა და შესრულების კოორდინაციაზე. შესაბამისად, „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ნაცვლად, საჭიროა მიეთითოს „ციფრული მმართველობის სააგენტო". ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ნაცვლად, მიეთითება „ციფრული მმართველობის სააგენტო“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედების თარიღი (2020 წლის 1 მარტი) უკავშირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თარიღს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის განსაზღვრას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.