საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-18
ბიუროს ნომერი 327
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-2753/20
14-02-2020
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფორსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
გიგზავნით 2019 წელს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ გაწეული
საქმიანობის ანგარიშს.
გთხოვთ, მისცეთ მსვლელობა.
დანართი: 21 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გენადი მარგველაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
განათლების, მეცნიერებისა და კულლტურის
კომიტეტი
კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში
2020 წელი
საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა
2019 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში განათლების,
მეცნიერებისა
და
კულტურის
კომიტეტი
საქართველოს
კონსტიტუციისა
და
კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევდა
საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის პოლიტიკის, მათ შორის, ამ სფეროებში
ინსტიტუციური რეფორმებისა და პროგრამების განსაზღვრასა და განხორციელებას.
კომიტეტი ამზადებდა/იხილავდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროსთან
დაკავშირებულ კანონპროექტებს, უზრუნველყოფდა საქართველოში სამეცნიერო კვლევებისა
და ინოვაციების განვითარების მიზნით საქართველოს პარლამენტში შემოსული
წინადადებების დამუშავებას, ხელს უწყობდა ქართველი მეცნიერების, პედაგოგებისა და
კულტურის მოღვაწეთა ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და
კულტურულ სივრცეში.
კომიტეტი უზრუნველყოფდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში
პოლიტიკისა და რეფორმების განხილვის საკითხებში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების
ჩართულობას.
კომიტეტი, უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და
სახელმწიფო პრიორიტეტებიდან გამომდინარე უზრუნველყოფდა:
კანონპროექტების შემუშავებას;
საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებას;
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებზე საპარლამენტო კონტროლს;
საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში
ასახვას;
საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობასა და მასში საზოგადოების ჩართულობას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობა ემსახურებოდა შემდეგი
მიზნების ხელშეწყობასა და განხორციელებას:
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა
და სამომავლო რეფორმების შემუშავებაში თანამონაწილეობა;
მაღალი ხარისხის სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე
ხელმისაწვდომობა;
მოსწავლის უნარების განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს
გაძლიერების ხელშეწყობა;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა;
უსაფრთხო სასკოლო გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა;
პროფესიული განათლების სისტემის განვითარება;
უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება და სისტემის ინტერნაციონალიზაცია;
საგამოცდო სისტემის რეფორმა;
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის მოდერნიზაცია და
ინტერნაციონალიზაცია;
სახელოვნებო განათლების სისტემის ჩამოყალიბება;
კულტურის მუშაკთა ანაზღაურების ზრდა;
კულტურულ ცხოვრებაში საზოგადოების ფართო ჩართულობა;
ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაცია;
საგანმანათლებლო პროცესში, კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია და შეზღუდული
შესაძლებლო¬ბის მქონე პირთა თანაბარი მონაწილეობა.
საკანონმდებლო საქმიანობა
2019 წელს ჩატარდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის კომიტეტის
სხდომა.
38
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი 13 კანონპროექტებზე განისაზღვრა წამყვან კომიტეტად. მათ შორის 7 კანონპროექტი წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის წევრების, 1 - განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, 4 - საქართველოს მთავრობის და 1 - აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივებს.
კომიტეტში განსახილველად შემოსული იყო 6 საკანონმდებლო წინადადება, რომელიც
განხილვის პროცესშია.
კომიტეტმა შეიმუშავა და წარადგინა 13 სავალდებულო დასკვნა პარლამენტის რეგლამენტით
გათვალიწინებულ საკითხებზე.
კანონპროექტები, რომელზეც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
განისაზღვრა წამყვან კომიტეტად
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, (N07-2/308; 06.02.2019)
კანონით გაუქმდა სკოლის გამოსაშვები გამოცდები, რაც გულისხმობს სრული ზოგადი
განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ გაცემას. კანონი მიზნად ისახავს ძლიერი და
დამოუკიდებელი სკოლის ჩამოყალიბებას, რომელიც ორიენტირებული იქნება მომავალი
თაობის მაღალი ხარისხსის განათლებით უზრუნველყოფაზე და არა მხოლოდ სკოლის
გამოსაშვები გამოცდებისათვის მზადებაზე.
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მარიამ ჯაშისა და ზაზა გაბუნიას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (073/247; 22.11.2018)
კანონის მიხედვით მოხდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის,
,,დედაენის“- ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული
მეთოდის საკანონმდებლო დონეზე დაცვა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენებისათვის
სამართლებრივი საფუძველის შექმნა.
კანონის საპუძველზე შეიქმნა ექსპერტთა კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული
ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადებასა და
გრიფირებაზე წარდგენას. ასევე კომისია უფლებამოსილია დაადგინოს ეროვნული ან
საერთაშორისო კატეგორიიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
საფუძველზე შექმნილი ალტერნატიული სახელმძღვანელოების ზემოთ აღნიშნულ
ძეგლთან შესაბამისობა.
3. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/266/9;
26.12.2018).
საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“ უფლებას არ აძლევდა სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას განეხორციელებინათ
მაუწყებლობა.
კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს
მიეცათ ტელემაუწყებლობის განხორციელების უფლება, რაც შესაძლებლობას მისცემთ
უზრუნველყონ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების, სწავლისა და სწავლების,
სამეცნიერო კვლევების, უმაღლესი განათლების სტიმულირებას და მოახდინონ
საზოგადოების ინფორმირება უნივერსიტეტში მიმდინარე ამბების შესახებ.
4. საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე ქანთარიასა და გენადი
მარგველაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/288; 20.02.2019)
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების
„ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერო-ს 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციასთან
შესაბამისობის მოყვანის მიზნით, რაც გულისხმობდა „ზოგადი განათლების შესახებ“
კანონის მესამე მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას.
5. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“
განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის
დამტკიცების შესახებ“ (07-3/305; 13.03.2019).
კანონპროექტის ითვალისწინებს ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის
ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ ბრძანებაში
სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის პუნქტებში არსებული
შეზღუდვების მოხსნას და წესის შემუშავება, რომელიც გულისხმობს სქემით
განსაზღვრული მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობით
გაცემას, თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს უარს, დაწყებითი/საბაზო/საშუალო
საფეხურების შესაბამისად, შეთავაზებული 13 და 15-საათიანი განაკვეთით დატვირთვაზე.
6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„პროფესიული განათლების განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (N07-2/351; 22.052019) საქართველოს კანონის პროექტი.
კანონის მიხედვით, მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო
დაწესებულება, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით,
უფლებამოსილია ისარგებლოს ავტორიზაციის დარჩენილი ვადით და მილევად რეჟიმში
დაასრულებინოს სწავლა აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, ასევე მიანიჭოს
კვალიფიკაცია არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.
გარდა
ამისა,
განისაზღვრა,
რომ
ავტორიზაციის
ვადის
გასვლის/გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამების
განხორციელების
უფლების
ჩამორთმევის
შემთხვევაში,
კოლეჯის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ მხოლოდ
პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე არსებულ სტუდენტებს შეეძლოთ მობილობის გზით მსგავს პროგრამაზე
გადასვლა.
7. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონის პროექტი „
უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(07- 2/393; 18.09.2019).
2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე
დარეგისტრირებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის
ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, რომლებმაც ვერ შეძლეს გამოცდების ჩაბარება ან
გამოცდებში მონაწილეობის მიღება აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის
ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო, კანონის მიხედვით
მიეცათ საშუალება პირობით (იმ შემთხვევაში თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრები
აბიტურიენტი,
რომელმაც
ჩააბარა
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში, თუმცა არ გაიარა სასწავლებელში რეგისტრაცია, აიღო აკადემიური
შვებულება, მას შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება) ჩაირიცხულიყვნენ საქართველოს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
ბაკალავრიატისა
და
მაგისტრატურის
აკრეტიდებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
8. საქართველოს პარლამენტის წევრების: მარიამ ჯაშის, გურამ მაჭარაშვილის, კარლო
კოპალიანის, სვეტლანა კუდბას, შოთა ხაბარელის და ცოტნე ზურაბიანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/359;
04.06.2019).
კანონის მიზანია კულტურის შესახებ საქართველოს კანონში ტერმინების დაზუსტება.
ცვლილება განხორციელდა „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლში
ტერმინი - „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ქანდაკება)“ ჩაანაცვლდა
ტერმინით „არქიტექტურულ - მხატვრული კომპოზიცია“.
ასევე განხორციელდა ტერმინოლოგიური ცვლილებები
,,კულტურის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამის მუხლებში კერძოდ „მმართველობის ორგანოების“
ტერმინი შეიცვალა „მუნიციპალიტეტის ორგანოებით,“ ხოლო ტერმინი ,,ადგილობრივი
თვითმმართველობის ბიუჯეტის” შეცვლას - ტერმინით ,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით“.
9. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა
და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე (N07-2/391; 17.09.2019).
საქართველოს კანონებში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით სსიპ - ტექნოლოგიური
ინსტიტუტის დასახელება შეიცვალა სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით.
10. საქართველოს პარლამენტის წევრების: სერგი კაპანაძისა და გიორგი კანდელაკის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „ეროვნული
საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (07-3/134; 06.03.2018).
კანონპროექტის მიზანია მკვლევართათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მათთვის
საინტერესო საარქივო დოკუმენტებზე მეტი ხელმისაწვდომობა და საფასურის გადახდის
გარეშე ინფორმაციასთან წვდომის უზრუნველყოფა.
11. საქართველოს პარლამენტის წევრების: მარიამ ჯაშის, სოფო კილაძის და თამარ
ხულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტები „უმაღლესი განათლების განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
და „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ (07-3/409; 23.10.2019)
კანონის მიხედვით მსჯავრდებულებს საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება მიეცათ.
ასევე, კანონის მიხედვით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს
მსჯავრდებულის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და
პირობებს.
12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/363;
11.06.2019).
კანონში განხორციელებული ცვლილებით,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის მოხდა უფლების დელეგირება,
რომლის თანახმადაც, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი
აქტების დარღვევის შემთხვევაში, სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს მისცემს წერილობით გაფრთხილებას ან/და
სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართავს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით
დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ასევე, სამინისტროს
მიეცა უფლება შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო ერთი წლის
განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს.
13. საქართველოს პარლამენტის წევრების: გუგული მაღრაძისა და გენადი
მარგველაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/421; 03.12.2019)
კანონში იმ დროისათვის არსებული რეგულაციით 2011-2012 და 2014-2015 წლებში
აკრედიტებული მასწავლების მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამები, აკრედიტაციის ვადის გასვლის შემდეგ დაექვემდებარებოდა ხელახალ
აკრედიტაციას, რაც გულისხმობს ამ პროგრამების არსებით შინაარსობრივ ცვლილებას.
აღნიშნული გამოიწვევდა 2017 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტთათვის სწავლების
გახანგრძლივებასა და სხვა კომპონენტების გავლასაც. მაშინ, როდესაც მოქმედმა
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონმა, ამ სტუდენტებისთვის, განსაზღვრა დარჩენილ
ვადაში - 2022-2023 სასწავლო წლამდე - არსებული პირობებით, შინაარსითა და
მისანიჭებელი
კვალიფიკაციით
საგანმანათლებლო
პროგრამების
დასრულება.
შესაბამისად კანონში შეტანილი ცვლილებით მასწავლებლობის მსურველებისთვის
არსებულ აკრედიტაციის პროგრამას, რომელსაც ვადა ეწურებოდა მოქმედების ვადა 2023
წლამდე გაუგრძელდა.
კანონპროექტები, რომელზეც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
განისაზღვრა სავალდებულო კომიტეტად
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების
სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-2?310; 06.02.2019)
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, კარლო
კოპალიანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ლევან ბეჟანიძის, კობა ლურსმანაშვილის, ვანო
ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი
მეზურნიშვილის, გიორგი კახიანის, ცოტნე ზურაბიანის, აკაკი ზოიძის, დიმიტრი მხეიძის,
გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, მახირ დარზიევის, მირიან
წიკლაურისა და მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“,
საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს სახალხო დამცველის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონების
პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღმზრდელო
საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/282; 13.02.2019);
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტის განხილვა „მეზღვაურთა განათლებისა და
სერტიფიცირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (072/309/9; 06-02-2019);
4. საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო
ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (N07-3/292; 27.02.2019)
5. საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(N07-3/293; 27.02.2019)
6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“;
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“; „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს საგადასახადო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“; „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“; „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“; „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა
და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საექიმო
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/318; 06.03.2019)
7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07-2/329; 04.04.2019)
8. პარლამენტის წევრების: სიმონ ნოზაძის, ირაკლი სესიაშვილის, ირაკლი ბერაიას, კობა
კობალაძის, კობა ნარჩემაშვილის, გია ბენაშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის და ლევან
გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/315; 02.04.2019)
9. საქართველოს პარლამენტის წვრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/331;
19.04.2019)
10. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ვანო ზარდიაშვილის,
რატი იონათამიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანრი ოხანაშვილის და სოფიო კილაძის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების
პროექტები: საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/351; 22.05.2019)
11. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სოციალური
მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პატიმრობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური
წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/370; 02.07.2019
12. საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ:,
„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ , „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-3/413; 30.10.2019 )
13. საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/411; 06.11/2019)
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო წინადადებები
1. ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეთა მიერ პარლამენტში შემოტანილი
საკანონმდებლო წინადადება, რომელშიც მოთხოვნილია საკანონმდებლო დონეზე
მოგვარდეს საკითხი, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების საფუძველზე
შექმნილი/დაფუძნებული კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი
ორგანიზაციები- კინოცენტრი, შესაბამისი პროფილური სასწავლებლები უფლებამოსილნი
გახდებიან
განახორციელონ
საზოგადოებრივ
მაუწყებელთან
შემეცნებით/საგანმნათლებლო და კულტურულ დარგებში ერთობლივი პროექტების
პირდაპირი ან/და ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, ასე მაგალითად, კინოცენტრსა
და მაუწყებელს უნდა ჰქონდეთ საშუალება ერთად გადაიღონ კინო პროდუქცია, თეატრისა
და კინოს უნივერსიტეტს და მაუწყებელს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ერთობლივად
დააფინანსონ ან/და სხვა რესურსებით ითანამშროლონ ახალგაზრდა რეჟისორების
პროექტების ხელშეწყობის მიზნით (N1-1448/19 31.01.2019).
2. საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების
მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის და პროფესიული კონსულტირების
ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონდებლო წინადადება „პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე (N1-1585/19
04.02.2019).
საკანონმდებლო წინადადების მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად
პროფესიული კვალიფიკაციების სისტემის განვითარება, კომპეტენციებზე დაფუძნებული
საგანმანათლებლო
პროგრამების
დანერგვა,
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულების კურსდამთავრებულთა დასაქმების გაუმჯობესება, პროფესიული
განათლების სფეროს დაფინანსების მოდელის სრულყოფა, პროფესიული განათლების
მიღების პარალელურად ზოგადი განათლების დაუფლება.
3. საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „თარჯიმნების შესახებ“ (რომლებიც თანამშრომლობენ
სასამართლო, სანოტარო და საპოლიციო ორგანოებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო
ორგანიზაციებთან და კერძო და იურიდიულ პირებთან) საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-4955/19; 15.03.2019) .
წინადადებით წარმოდგენილია რეგულაციები, რომლებიც მოაგვარებს მთარგმნელობით
სფეროში არსებულ ხარვეზებს, რისთვისაც შეიქმნება თარჯიმანთა და თარგმანთა ერთიანი
რეესტრი, მოხდება თარჯიმანთა სერტიფიცირება, ლიცენზიების გაცემა და თარჯიმანთა
სტატუსის მინიჭება, ასევე დამკვიდრდება ტერმინი „ნაფიცი თარჯიმანი“, მოხდება
ხელმოწერების ელექტრონულ ვერისაზე გადასვლა, დაფიქსირდება
ხელმოწერა და ბეჭედი, რომელსაც მიენიჭება იურიდიული ძალა.
თარჯიმნის
4. მოქალაქე გიორგი გოროშიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-19919/19; 28.10.2019.
განათლების სისტემაში ადამიანური რესურსების შეფასებისა და მართვის პრობლემების
აღმოფხვრის მიზნით საკანონმდებლო წინადადების ავტორები კომიტეტს სთავაზობენ
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას, რაც გულისხმობს
აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის გაფართოებასა და აკადემიური კადრების
ასაკობრივი შეზღუდვების მოხსნას.
5 საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“
და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონების პროექტებთან
დაკავშირებით (N1-19292/19; 17.10.2019) .
საკანონმდებლო წინადადების მიზანია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის წევრ კორესპონდენტების ინსტიტუტის აღდგენა, რათა არ მოხდეს აკადემიის
წევრთა რიცხოვნობის შემცირება. ასევე, წინადადების მიზანია აკადემიისათვის
სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების ჩამოყალიბების უფლების მინიჭება, აკადემიის
მმართველი რგოლის არჩევის წესის ცვლილება და სხვა.
6. მოქალაქე ალექსანდრე სელეპანოვის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„პატიმართა კოდექსში“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროეტქებთან დაკავშირებით (N 120832/19; 07.11.2019) .
საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე
საფეხურზე განათლების მიღების უფლება მიენიჭება თავისუფლების აღკვეთის
ნებისმიერი სახის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს. ინიციატივა ასევე
ითვალისწინებს, მსჯავრდცებულთა განათლების წესისა და პირობების განსაზღვრას, ასევე
იმ სპეციალობათა ჩამონათვალის დადგენას, რომელზეც დაწესდება გარკვეული
შეზღუდვები.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში შემოსული პეტიციები
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა განიხილა 402 მოქალაქის მიერ
წარმოდგენილი პეტიცია ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონთან
დაკავშირებით. პეტიცია გულისხმობდა იმ ბავშვთათვის ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობის მიცემას, რომელთაც 31
დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი.
კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პეტიციის საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის გადაგზავნის თაობაზე.
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2019 წელს მოამზადა
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ 5 საერთაშორისო ხელშეკრულებაზე სავალდებულო
დასკვნა.
1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს
თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის თავდაცვის
ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
( N07-2/304; 21.01.2019 )
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის
შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული
განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი
ეკონომიკური ზრდა)“ ცვლილება ნომერი ოთხი“ (N07-2?365; 14.06.2019)
3. რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს,
წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, („მსესხებელი“) შორის სასესხო
შეთანხმება (პროფესიული განათლების პროგრამა 1) (07-2/374; 22.07.2019)
4. „2016 წლის 28 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების
საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულების (ეროვნული ინოვაციური
ეკოსისტემის პროექტი)“ პირველი ცვლილების წერილ-შეთანხმება (07-2/380/9; 26.07.2019).
5. „საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის
სასესხო შეთანხმება (ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო 12Q)“
(07-2/379; 26.07.2019)
საზედამხედველო საქმიანობა
2019 წლის განმავლობაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის 7 სხდომა
დაეთმო მთავრობის ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების მიერ
წარმოდგენილი ანგარიშების მოსმენას.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროსა და მის შემადგენლობაში შემავალი 8 საჯარო სამართლის
იურიდიული პირის საქმიანობის ანგარიში, ასევე სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული
მიმართულებები განიხილა. კომიტეტმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.
დეპუტატებმა მოისმინეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018
წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, ასევე 2019 წლის 6 თვის
შესრულების ანგარიში.
კომიტეტის სხდომა დაეთმო ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში განათლების
სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენას.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ასევე მოისმინა სახელმწიფო ენის
დეპარტამენტის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს
საზოგადოებრივი მაუწყებლის შესრულებული საქმიანობის ანგარიში, სამოქმედო გეგმა და
საკანონმდებლო კუთხით სფეროში არსებული გამოწვევები.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
1. კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის 7 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ
წარმოადგინა საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის
ანგარიში, რომელიც დეპუტატებს გააცნო ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი
კაკაურიძემ.
2 კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის 4 ივნისს საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/352;
24.05.2019) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება .ინფორმაცია დეპუტატებს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ წარმოუდგინა.
3. კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ
წარმოადგინა ანგარიში „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6
თვის მიმოხილვას“ ) და „დანართების“ განახლებული ვერსია.
4. კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის 21 ნოემბერს საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხვედველობა
2019 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტმა გამოითხოვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროდან ინფორმაცია 11 ნორმატიული აქტის აღსრულების თაობაზე.
აღნიშნული ნორმატიული აქტებია:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით (N2320-IIს, 4.05.2018)
განსაზღვრული დავალებების შესრულება;
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით (N3437-Iს,
20.09.2018) განსაზღვრული დავალებების შესრულება;
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით (N3442-Iს, 20.09.2018)
განსაზღვრული დავალებების შესრულება;
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონით (N3449-Iს, 20.09.2018) განსაზღვრული დავალებების შესრულება;
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით (N3438-Iს, 20.09.2018)
განსაზღვრული დავალებების შესრულება;
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით (N4524-IIს,19.04.2019)
განსაზღვრული დავალებების შესრულება;
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით (N4524-IIს,19.04.2019)
განსაზღვრული დავალებების შესრულება;
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით (N3445-Iს,
20.09.2018) განსაზღვრული დავალებების შესრულება;
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით (N3444-Iს, 20.09.2018)
განსაზღვრული დავალებების შესრულება;
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით (N3443-Iს, 20.09.2018)
განსაზღვრული დავალებების შესრულება;
,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით (N3442-Iს, 20.09.2018)
განსაზღვრული დავალებების შესრულება.
მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs)
2019 წლის განმავლობაში მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობის კუთხით
კომიტეტმა განახორციელა შემდეგი აქტივობები:
განისაზღვრა მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე პასუხისმგებელი პირი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შემადგენლობიდან, ასევე
აპარატის თანამშრომელთაგან. პასუხისმგებელი თანამშრომლების სამუშაო
აღწერილობაში აისახა მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული
საქმიანობა;
კომიტეტმა შეიმუშავა და სამოქმედო გეგმაში ასახა 2020 წელს განსახორციელებელი ის
აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას;
კომიტეტში გაიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის მოსმენა. სსიპ-ების წარმომადგენლებმა თავნიანთ ანგარიშში სხვა საკითხებთან
ერთად, ყურადღება გაამახვილეს იმ განხორციელებულ აქტივობებზე, რომელიც ხელს
უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
მოქალაქეთა წერილები, მომართვები და მასზე გაცემული პასუხების რაოდენობა
2019 წლის განმავლობაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა რეაგირება
მოახდინა მოქალაქეთა 512 წერილზე.
პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო სექტორთან. კომიტეტის წევრები
რეგულარულად
ხვდებოდნენ
სხვადასხვა
საზოგადოებრივი
ორგანიზაციის
წარმომადგენლებს, ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს, როგორც სამუშაო შეხვედრების
ფორმატში, ასევე ღონისძიებების ფარგლებში.
შეხვედრები მიზნად ისახავდა კომიტეტის დარგობრივი მიმართულებებით არსებული
მდგომარეობის ერთობლივ შეფასებას, შესაბამის დარგებში მომუშავე ორგანიზაციების
რეკომენდაციების განხილვას, კომიტეტის კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა
ჩართულობის ზრდას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასებების და კვლევების შედეგების გათვალისწინებას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა არასამთავრობო
სექტორთან თანამშრომლობას
საგანმანათლებლო, კულტურულ და საზოგადოებრივ
ცხოვრებაში სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ინტეგრაციის კუთხით.
სამუშაო შეხვედრები გაიმართა გაეროს ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან, ასევე
არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა საფუძველზე მზადდება საკანონმდებლო
ინიციატივები ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში ახალგაზრდა კადრების
ჩართულობის ხელშესაწყობად და სტუდენტებისათვის განათლების ფინანსური
ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს რეგულარულად აქვთ შესაძლებლობა
დაესწრონ კომიტეტის სხდომებს და გამოთქვან საკუთარი წინადადებები და შენიშვნები
საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებით.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები
ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდნენ გაეროს, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ჩართულნი იყვნენ კონსულტაციებში, მონაწილეობას
იღებდნენ მნიშვნელოვან ფორუმებსა და კონფერენციებში, რითაც ხელს უწყობდნენ
სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ქვეყნის მიღწევებისა და
წარმატებების საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობას.
სამუშაო შეხვედრებისა და ღონისძიებების ფარგლებში, კომიტეტის წევრები რეგულარულად
ხვდებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს,
სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობების
განხილვას.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად განისაზღვრა სამომავლო
სამუშაო სფეროები, შემუშავდა ურთიერთთანამშრომლობის გეგმა, მოხდა გამოცდილების
გაზიარება, გაღრმავდა პარტნიორული ურთიერთობები.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
კომიტეტის წევრები რეგულარულად მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ აქტივობებში, კერძოდ:
კომიტეტის წევრები დაესწრნენ 30-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა და
სემინარს. კომიტეტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების
პროცესში ხდებოდა აღნიშნულ შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებებისა და
რეკომენდაციების გათვალისწინება.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის წევრები ეწვივნენ საქართველოს მასშტაბით
30-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებას. დეპუტატები ადგილზე ეცნობოდნენ
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
მიმდინარე
სარეაბილიტაციო
სამუშაოებს,
დაწესებულებათა ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და შესაბამისი სახელმწიფო
უწყებებისთვის
გასცემდნენ
რეკომენდაციებს;
ეცნობოდნენ
საგანმანათლებლო
დაწესებულებათა შშმ პირებისთვის ადაპტაციის პროცესს; ხვდებოდნენ მასწავლებლებს,
პროფესორებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს, აცნობდნენ მათ კომიტეტის საქმიანობას,
დაგეგმილ რეფორმებს, ისმენდნენ მათ წინადადებებს; სტუმრობდნენ სახელოვნებო
დაწესებულებებს, სადაც მსჯელობდნენ სახელოვნებო სწავლების მნიშვნელობასა და ამ
მიმართულებით გასატარებელ რეფორმებზე; დარგის სპეციალისტებთან ერთად ადგილზე
განიხილავდნენ სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების
განვითარების შესაძლებლობებს; მონაწილეობას იღებდნენ ახალი სკოლების, ბაგა-ბაღებისა და
უნივერსიტეტების ახლადაშენებული ან/და რეაბილიტირებული შენობების გახსნის
ცერემონიაში;
კომიტეტის წევრები რეგულარულად ხვდებოდნენ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს; სამუშაო
შეხვედრებს მართავდნენ საქართველოში სტუმრად მყოფ სამეცნიერო და კვლევითი
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში
ეცნობოდნენ ქართველი მეცნიერების ინოვაციურ გამოგონებებს; ხელს უწყობდნენ
სამეცნიერო სფეროს ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორობის
გაძლიერებას. ხვდებოდნენ საერთაშორისო კვლევებსა და ექსპერიმენტებში მონაწილე
ქართველ მეცნიერებს. ამ მიმართულებით კომიტეტმა 10-ზე მეტი სამუშაო და ოფიციალური
შეხვედრა ჩაატარა.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო კულტურის
სფეროსთან დაკავშირებულ 40-მდე შეხვედრასა და ღონისძიებაში, სადაც განიხილავდნენ
მსოფლიო მასშტაბით ქართული კულტურის პოპულარიზაციას; საერთაშორისო დონეზე
კულტურული ურთიერთობების გაძლიერებას;
კულტურის სფეროს სხვადასხვა
მიმართულებით არსებულ წარმატებებსა და გამოწვევებს; კინომემკვიდრეობის დაცვის
აღდგენისა და პოპულარიზაციის მიმართულებით გასატარებელ სამუშაოებს; ეცნობოდნენ
კულტურის სფეროს სპეციალისტების, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებისა და
ხელოვანების მოსაზრებებს კულტურის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების
კუთხით. შშმ პირთათვის კულტურული
ჩართულობას სახელოვნებო საქმიანობაში.
დაწესებულებების
ადაპტაციასა
და
მათ
კომიტეტის წევრები ინტენსიურად სტუმრობდნენ მუზეუმებს, თეატრებს, ბიბლიოთეკებსა და
სხვა კულტურულ დაწესებულებებს, ხვდებოდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს,
ესწრებოდნენ ხელოვანების გამოფენებს, საღამოებს, ნამუშევრების პრეზენტაციებსა და სხვა
ღონისძიებებს.