„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.04.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი, თამარ ხულორდავა
ნომერი
#07-3/448/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-13
ბიუროს ნომერი 346

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1691 მუხლი: „მუხლი 1691. მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში მთავარი შრომის ინსპექტორი წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შესახებ. მთავარი შრომის ინსპექტორის ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2 − მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, შრომითი უფლებების მარეგულირებელი კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 2015 წელს, საქართველოს შრომის სამინისტროში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დაარსდა. დეპარტამენტის მანდატი შრომის უსაფრთხოების საკითხებით შემოიფარგლებოდა და სამუშაო ადგილზე ინსპექტირებისთვის მას დამსაქმებლის წინასწარ თანხმობა სჭირდებოდა. ამასთან, ინსპექტირების შემდგომ, დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს სავალდებულო ძალა არ გააჩნდა. 2019 წლის თებერვალში მიღებულმა „შრომის უსართხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულმა კანონმა შრომის ინსპექციის უფლებამოსილება და მანდატი მნიშვნელოვნად გააფართოვა და ინსპექტირების ქმედითი მექანიზმის ჩამოყალიბება დაისახა მიზნად. აღსანიშნავია, რომ შრომის ზედამხედველობის შესახებ რეგულაციები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტებსა და საქართველოს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ აიღო ვალდებულება, შრომის ეროვნული დებულებები ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვოს.1 ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის მიხედვით, საქართველო იღებს ვალდებულებას, გააგრძელოს მუშაობა ქმედითი შრომის ინსპექციიის შესაქმნელად და უზრუნველყოს მისი უფლებამოსილების გავრცელება შრომის ყველა პირობასა და შრომითი ურთიერთობის ყველა ასპექტზე.2 2018 წელს, საქართველოს სახალხო დამცველმა, იხ. ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის, თავი 13: ვაჭრობა და მდგრადი განვითარება და თავი 14. დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები“. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959 [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 2 იხ. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020 წწ. დღის წესრიგი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/annex_ii_-_eu-georgia_association_agenda_text.pdf [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 1 შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების საჭიროებასთან ერთად,3 ხაზი გაუსვა შრომის უფლებების შემდგომი რეგულირებისა და დამოუკიდებელი და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას.4 საგულისხმოა ILO-ს ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიური ანგარიშები,5 სადაც წარმოდგენილია არაერთი კრიტიკული შენიშვნა და რეკომენდაცია „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე ხაზი უნდა გაესვას ევროპის სოცილაური ქარტიის ზოგიერთი რატიფიცირებული ნორმის ეროვნული იმპლემენტაციის საკითხს. სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის მიერ საქართველოში შრომის უფლების დაცვის შესახებ 2018 წელს მომზადებულ დასკვნაში მითითებულია, რომ შრომის ეროვნული კანონმდებლობა, როგორც წესი, არ შეესაბამება ევროპის სოციალური ქარტიის მოთხოვნებს. შრომის უფლებების დაცვის მდგომარეობა ასევე გახდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2018 წლის ანგარიშის ნაწილი. დასკვნის მიხედვით, მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ქმედით ზედამხედველობას მინიმალური ანაზღაურების, სამუშაო საათებისა და შრომის სხვა უფლებებთან მიმართებით.6 ამასთან, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს სამუშაო ჯგუფის ოფიციალური განცხადებით, 2019 წლის 1 სექტემბრის შემდეგაც კი, საქართველოს შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობა შესაბამისობაში არ იქნება არსებულ გამოწვევებთან, თუ შრომითი ზედამხედველობა არ გავრცელდება შრომის უფლებების ყველა ასპექტზე.7 საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული ვრცელი ანგარიშის მიხედვით, საქართველომ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, უნდა შექმნას „დამოუკიდებელი, სათანადო პერსონალით დაკოპლექტებული და მომზადებული შრომის ინსპექცია ფართო მანდატით, რომელიც გულისხმობს სამუშაო ადგილის უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ყველა საკითხის შემოწმებას; Human Rights Watch-ის რეკომენდაციითვე, შრომის ინსპექციას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, „სისტემატურად შეამოწმოს სამუშაო ადგილთან 3 საქართველოს სახალხო დამცველი (2018). საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომაროების შესახებ, გგ. 186-193. ხელმისაწვდომია ბმულზე: http://ombudsman.ge/res/docs/2019042620571319466.pdf [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 4 საქართველოს სახალხო დამცველი (2018). ეროვნული საბაზისო კვლევა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ხელმისაწვდომია მბულზე: https://drive.google.com/file/d/1jlujQ6bN40WrlBJFukQx3wv326StelIl/view [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 5 https://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=1000:11110:0::NO:11110:P11110_COUNTRY_ID,P11110_CONTEXT:102639,SC [ბოლო ნახვა: 2 სექტემბერი, 2019]. 6 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი (2018). ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.state.gov/wp-content/uploads/2019/03/GEORGIA-2018HUMAN-RIGHTS-REPORT.pdf [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 7 იხ. გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლბების სამუშაო ჯგუფის განცხადება. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=24474&LangID=E [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხე, მათ შორის და არა მხოლოდ, სამუშაო საათებთან, დაღლილობასთან და ადეკვატურ დასვენებასა და საწარმოო ზეწოლასთან დაკავშირებული საფრთხეები“.8 ზემოაღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით მომზადდა ეროვნულ შრომის სამართლის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ძირითადად გულისხმობს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანას და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას (შემდგომში „შრომის სამართლის რეფორმის პაკეტი“). სწორედ აღნიშნული „შრომის სამართლის რეფორმის პაკეტის“ ნაწილია წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლების გადასაჭრელად რეგლამენტის პროექტის მიღების აუცილებლობა: 2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი, რომლითაც სახელმწიფომ აიღო ნორმატიული ვალდებულება, საქართველოს შრომის სამინისტროში არსებული შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი გარდაქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და განსაზღვროს ახალშექმნილი იურიდიული პირის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული ჩარჩო. წინამდებარე რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილება ეხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის ფუნციონირებისთვის მნიშვნელოვან პრინციპს. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: რეგლამენტის პროექტის მიღება ხელს შეუწყობს, შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტების განვითარებას, დახვეწასა და გაუმჯობესებას. რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო დამსაქმებელთა მიერ შრომის უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე ქმედით ზედამხედველობას განახორციელებს. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი „შრომის სამართლის რეფორმის პაკეტის“ ფარგლებში წარმოდგენილია „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმადაც, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შრომის ინსპექცია. შრომის ინსპექციას ზედამხედველობას განახორციელებს მთავარი შრომის ინსპექტორი. შრომის Human Rights Watch (2019). No Year without Deaths: A Decade of Deregulation Puts Georgian Miners at Risk. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.hrw.org/report/2019/08/22/no-year-without-deaths/decade-deregulation-putsgeorgian-miners-risk [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 8 ინსპექციის სტრუქტურის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ შრომის ინსპექციის სამსახურზე განხორციელდეს საპარლამენტო კონტროლი. ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ასეთი არ არსებობს. ამასთან, დამატებითი ღონისძიებების განხორციელება არ არის აუცილებელი და შესაბამისად, რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა მისი გამოქვეყნების თარიღი. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ასეთი არ არსებობს. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ასეთი არ არსებობს. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ასეთი არ არსებობს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ასეთი არ არსებობს. გ) რეგლამენტის სტანდარტებთან პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღდეგება ევროკავშირის სამართლს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, რეგლამენტის პროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ამავე სამინისტროს შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა; სოციალურმა პარტნიორებმა; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ და მის მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა; შრომით უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი, თამარ ხულორდავა.