„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-27
ბიუროს ნომერი 351
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხლი 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 125-ე მუხლის:
ა) მე-14 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 ნაწილები:
„15. ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს მიერ განსაზღვრული ნებართვის მქონე ტაქსის გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების
პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
16. სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება 3 თვეზე მეტი ვადით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: მიტოვებულად ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალება თუ მას არ აქვს ძრავა ან
საბურავები ან უსაფრთხო გადაადგილებისათვის საჭირო სხვა ნაწილები.“;
ბ) შენიშვნის:
1
ბ.ა) პირველი და 1 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას,
კერძოდ, ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის
დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა
დაუცველობისას, აგრეთვე ამ მუხლის მე-9–მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო
საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან
გაყვანაზე და სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა,
ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს ან შეიძლება შექმნას საავარიო ვითარება ან საცობი,
სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას ან მის
თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებით. სატრანსპორტო საშუალებას
ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან
სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ ან მის თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური
საშუალებით, თუ ამის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს. ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
მერიის
სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს
გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ან თვლების ბლოკირების
შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით
დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და
სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები ან თვლების ბლოკირების ახსნის საფასური
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაეკისრება სამართალდამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება
მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ
სადგომზე შენახვის ხარჯების ან თვლების ბლოკირების ახსნის საფასურის (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების
სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის ან საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.
1
1 . ამ მუხლის მე-12, მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ჩადენისას გაჩერებული ან მდგომი სატრანსპორტო საშუალება
დაუყონებლივ ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. სატრანსპორტო
საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ
დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის,
სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის, კანონმდებლობით
გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის და პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.“;
1
2
ბ.ბ) 4 და 4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. ამ მუხლის მე-8, მე-12, მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობისას
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
ამასთანავე, აღნიშნული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 2904 მუხლის პირველი ნაწილის
„ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პირი.
2
4 . ამ მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების
ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან
იურიდიული პირის მიერ ოქმის შედგენიდან ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით
განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 100 ლარის ოდენობით.
საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში
დამრღვევი მძღოლის ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ განხორციელდება
ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.“.
2. 1252 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1252. დედაქალაქის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პარკირების
წესების დარღვევა
1. დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას სატრანსპორტო
საშუალების პარკირებისათვის თვითმმართველობის მიერ დადგენილი პარკირების საფასურის
გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით,
2. ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო
საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
3. დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო
საშუალების გამოყენება საქმიანობისათვის, რომელიც ხორციელდება შემოსავლის მიღების
მიზნით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო საქმიანობის განმახორციელებელი
ვალდებულია დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა
უგვიანეს 1 საათისა, შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის
დადებიდან ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იმავე ან
დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სხვა პარკირების ადგილას, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო საქმიანობის განმახორციელებელი
ვალდებულია დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა
უგვიანეს 1 საათისა, შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა.
5. არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება დედაქალაქის
ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის
განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
6. დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ
დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების სხვა დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას სატრანსპორტო საშუალების
პარკირებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დადგენილი პარკირების
საფასურის გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების 12 საათზე მეტი დროით დგომის ან
შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების
დასამუხტ ადგილზე სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის მიმდინარეობის გარეშე
პარკირების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო
საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
სატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი
პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევებში ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მერიის
სტრუქტურულ ერთეულს ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს სატრანსპორტო საშუალება
გადაყავს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთებს ბლოკირებას სპეციალური
საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.
2. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ
სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს
სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე და სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას ან
შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს ან შეიძლება შექმნას
საავარიო ვითარება ან საცობი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან
იურიდიული პირი, გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთებს
ბლოკირებას სპეციალური საშუალებით თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს საგზაო ნიშანს.
3. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს
ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან
მინდობილობის, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი
დოკუმენტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. სატრანსპორტო
საშუალების თვლებს ბლოკირება მოეხსნება თვლების ბლოკირების ახსნის საფასურის გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან
მინდობილობის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი
დოკუმენტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მფლობელის
დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემოსავლის
მიღების მიზნით საქმიანობის განმახორციელებელი პირის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა
ეკისრება
სატრანსპორტო
საშუალების
მესაკუთრეს,
ხოლო
საჯარიმო
ქვითრის
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმის
შემდგენელი
პირი,
დედაქალაქის
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის თანახმად, იღებს
შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ზომებს აღნიშნული კანონდარღვევის
აღსაკვეთად.
6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმის
ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით
განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 100 ლარის ოდენობით.
საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში
დამრღვევი მძღოლის ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ განხორციელდება
ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი
აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის
გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის
დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი
მძღოლის ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და
საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსით
განსაზღვრულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 2904
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი პირი.“.
3. 2093 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 455, 456, 555, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 1072–1074 მუხლებით,
1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით,
130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე მუხლით, 135-ე−1355 და 1461 მუხლებით, 148-ე
მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და
1523–1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1561, 1583 და
1584, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
2. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 1353 მუხლის მე2 ნაწილითა და 1461 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი ადგილზე
განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ან
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს
(ჯარიმას).“;
ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კოდექსის 555, 556, 771, 772 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით, 134-ე მუხლით, 135-ე−1355 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით,
1502 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1511, 1512, 1523−1529, 1539, 1561, 1583 და
1584 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული
მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი, თუ სამართალდამრღვევის
იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციული
წარმოება საჭირო არ არის, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს
და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
4. ამ კოდექსის 555, 556, 771, 772, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით,
1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე მუხლით, 135-ე−1355 და 146
1 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3
ნაწილით, 1511, 1512 და 1523−1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და
1539, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში
(თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას
იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული
მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი.“.
4. 232-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
232.
გარემოებანი,
რომლებიც
გამორიცხავენ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმის წარმოებას
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო
დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო;
ბ) იმ პირის მიმართ, ვისაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის
მომენტისათვის არ შესრულებია თექვსმეტი წლის ასაკი;
გ) მართლსაწინააღმდეგო მოქმედების თუ უმოქმედობის ჩამდენი პირის შეურაცხადობის
გამო;
დ) თუ პირი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობისა ან აუცილებელი მოგერიების
მდგომარეობაში;
ე) ამნისტიის აქტის მიღების გამო, თუ იგი აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის
გამოყენებას;
ვ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმების გამო;
ზ) თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის
განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა;
თ) თუ არსებობს იმავე ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ
კომპეტენტური ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის
დადების შესახებ, ან ამხანაგური სასამართლოს გაუუქმებელი გადაწყვეტილება, თუ მასალები
ამხანაგურ სასამართლოს გადასცა იმ ორგანომ (თანამდებობის პირმა), რომელსაც აქვს მოცემულ
საქმეზე ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება, ან გაუუქმებელი დადგენილება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე ამავე ფაქტზე
სისხლის სამართლის საქმის არსებობისას;
ი) იმ პირის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმის წარმოება;
კ) თუ გამოტანილი დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ არ
აღსრულებულა ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილ ვადაში, ხოლო საურავის დარიცხვის
6
შესახებ დადგენილება არ აღსრულებულა ამ კოდექსის 288 მუხლით დადგენილ ვადაში;
ლ) საურავის დარიცხვისას იმ შემთხვევაში, თუ საჯარიმო ქვითრის ჩაბარება არ
განხორციელებულა ამ კოდექსის შესაბამისად.“.
5. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. ამ კოდექსის 555, 556, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე16 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე მუხლით,
135-ე−1355, 1461, 1501−1503, 1511 და 1522−1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4
ნაწილებითა და 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმებს
ადგენს
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი
ფიზიკური ან იურიდიული პირი.“.
6. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 465 , 466 , 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე
მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით,
1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე მუხლით, 135-ე−1355 მუხლებითა
და 1536 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.“.
7. 242-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლითა და 1353 მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, ამ კოდექსის
2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს ან
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც
იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. თუ სამართალდამრღვევი
ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი
(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ან, ელექტრონული ფორმით შევსებული
საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში, მისი ამონაბეჭდი განთავსდება სატრანსპორტო საშუალების
საქარე მინაზე, ხოლო საჯარიმო ქვითრის 1 ეგზემპლარი ან საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად დამოწმებული ასლი (ელექტრონული ფორმით შევსებული საჯარიმო ქვითრის
შემთხვევაში − მისი ამონაბეჭდი) ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე
მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე მუხლით, 135-ე−1355 მუხლებითა და 2093 მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა
ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზევე გამოეწერება საჯარიმო
ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ივსება ბურთულიანი
კალმით ან/და ელექტრონული ფორმით.“.
1
8. 243-ე მუხლის 2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ კოდექსის 555, 556, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13, მე-15 და
მე-16 ნაწილებითა და 134-ე, 135-ე−1355, 1461, 1511, 1512 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სამართალდამრღვევი საამისოდ
უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს
პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ
მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.“.
1
9. 252-ე მუხლის 1 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის
მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 134-ე მუხლით და 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას პირს ადმინისტრაციული სახდელი
(ჯარიმა) შეიძლება მის დაუსწრებლადაც შეეფარდოს. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ
პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და
მოვალეობები წერილობით უნდა განემარტოს.“.
10. 283-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება
იძულებით აღსრულდება ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
1
4
პირველი ნაწილით, 290 მუხლის მე-6 ნაწილითა და 290 მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი
შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ.“.
11. 287-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 1181−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით, 122-ე და 123-ე
2
4,
მუხლებით და 125-ე, 125 , 125 134-ე და 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით
გამოტანილი დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ არ აღსრულდება,
თუ იგი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოტანიდან 1 წლის ვადაში.“.
3
4
5
12. 290 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 290 და 290 მუხლები:
4
„მუხლი 290 . ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება სამართალდარღვევის
ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას
1. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი ამ
2
4
კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125 , 125 და 135-ე–1355 მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე გამოწერს
საჯარიმო ქვითარს სამართალდამრღვევის დაუსწრებლად ან შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს
საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე
დაფიქსირდება, ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება:
ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს,
რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ
სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე
ნიშნით) ხდება;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე
პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე ნიშნით ხდება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი
რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ეგზავნება.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი
რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი გზავნილზე
სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს უკან აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი,
დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს
რეგისტრაციის მისამართზე განმეორებით ეგზავნება.
4. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი
პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის მისამართზე მისი ოჯახის
სრულწლოვანი წევრი საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ
ნაწილის მიზნებისათვის, ოჯახის წევრში იგულისხმება: მეუღლე, შვილი, ნაშვილები,
შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი, და, ძმა,
დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, ბიძა,
დეიდა, ბიცოლა, მამიდა და მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.
5. საჯარიმო ქვითრის ამ მუხლის მე-3 ნაწილით განმეორებით ჩაუბარებლობის
შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი
უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეულის ან
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი
ფიზიკური ან იურიდიული პირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი
ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა
საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ
სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ.
6. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირმა ჯარიმა უნდა
გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
7. ჯარიმის ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ
მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი
2
ფიზიკური ან იურიდიული პირი დაარიცხავს საურავს ამ კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის 4
2
4
ნაწილით, 125 , 125 და 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით.
საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის
გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირი არ არის ამ კოდექსის მე-13
მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16
2
4
ნაწილებით,
125 ,
125
და
135-ე–1355
მუხლებით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევებისათვის
პასუხისმგებლობას
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი
ფიზიკური ან იურიდიული პირი აკისრებს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირის
კანონიერ წარმომადგენელს.
9. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან
დაკავშირებით გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის)
აღსრულებისას ამ კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების შესახებ
დადგენილების აღსრულების ვადები და წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ
5
მუხლითა და ამ კოდექსის 290 მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
10. ამ მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ამ კოდექსის 278-ე მუხლით
განსაზღვრული დადგენილების ან მისი გამოცემისათვის აუცილებელი წერილობითი
ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი
ფიზიკური ან იურიდიული პირი უზრუნველყოფს აღნიშნული დადგენილების/წერილობითი
ინფორმაციის
საჯაროდ
გამოქვეყნებას,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეულის ან
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი
პირის ოფიციალურ ვებგვერდზე. დადგენილება/წერილობითი ინფორმაცია ამ მუხლის პირველი
ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ
გამოქვეყნებიდან
30-ე
დღეს.
დადგენილების/წერილობითი
ინფორმაციის
საჯაროდ
გამოქვეყნების წესი მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ.
5
მუხლი 290 . ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის
ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს
მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ
გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას
შეღავათით სარგებლობის წესი
2
4
1. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125 , 125 და 135-ე–1355
მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ
სამართალდარღვევის
ფაქტთან
დაკავშირებით
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეულის ან
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების
4
(საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას ამ კოდექსის 290 მუხლის პირველი ნაწილით
განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის გაგზავნამდე
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული
მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი უგზავნის მოკლე ტექსტური
შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეულის ან
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი
ფიზიკური ან იურიდიული პირის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.
4
2. ამ კოდექსის 290 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირის მიერ
ჯარიმის სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოცემული დაჯარიმების შესახებ
დადგენილებით (საჯარიმო ქვითრით) გათვალისწინებული ჯარიმის 10 კალენდარული დღის
ვადაში გადახდის შემთხვევაში მას ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით უმცირდება. ჯარიმის
აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი პირი კარგავს ამ მუხლით
განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას.
3. ჯარიმის ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში
ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით
გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილება (საჯარიმო ქვითარი) აღსრულდება ამ კოდექსის
4
290 მუხლის შესაბამისად.“.
13. 313-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 ნაწილი:
„20. 2021 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა
2
4
ორგანოებმა უზრუნველყონ ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125 , 125
და 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე
დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის (შევსებული ბურთულიანი
კალმით ან/და ელექტრონული ფორმით) საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება.“.
მუხლი 2.
1. ამ კანონის მიზნებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან
იურიდიული პირისთვის შესაბამისი ინფორმაციების მიწოდება უზრუნველყონ საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტომ, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ - ამ კანონის განსახორციელებელ
ღონისძიებებში ხელშეწყობა.
2. 2021 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილმა ფიზიკურმა ან
იურიდიულმა პირმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით
უზრუნველყოს ამ კოდექსის 2904 და 2905 მუხლებით გათვალისწინებული წესის ეფექტიანი
აღსრულებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება
და ამ მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის
მიწოდება.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დედაქალაქის ტერიტორიაზე ხშირია პარკირების სხვადასხვა წესის დარღვევა, მათ შორის,
პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება შემოსავლის
მიღების მიზნით და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაჯარიმებას ასეთი
ქმედებისთვის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო
საშუალებების გზებზე მიტოვება. კანონმდებლობით ასევე არაა განსაზღვრული ამ პრობლემის
მოგვარებისათვის შესაბამისი რეგულაცია. კანონპროექტის მიღება კი აღნიშნული საკანონმდებლო
ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი სანქციების შემოღებას უკავშირდება.
გარდა ამისა, სახელმწიფო ცდილობს ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური ვითარების
გაუმჯობესებას და ამ მიზნით პოპულარიზაციას უწევს ისეთ ეკოლოგიურად სუფთა
სატრანსპორტო საშუალებებს, როგორიცაა ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო
საშუალებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის პროექტით გათვალისწინებულია
ელექტროძრავიანი
სატრანსპორტო
საშუალების
დამუხტვის
ადგილზე
დასამუხტ
მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, სატრანსპორტო საშუალების პარკირების განსაზღვრა
სამართალდარღვევად.
კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი მიზეზი არის აგრეთვე სამართალდარღვევის
ფაქტის დაფიქსირებისას (როდესაც ადგილზე არ იმყოფება სამართალდამრღვევი) დაჯარიმების
შესახებ დადგენილების აღსრულების მოქნილი მექანიზმის ჩამოყალიბებისა და პროცედურის
დახვეწის აუცილებლობა, კერძოდ: კანონპროექტით რეგულირდება სამართალდარღვევის ფაქტის
დაფიქსირებისას კონკრეტულ სამართალდარღვევებზე გაცემული დაჯარიმების შესახებ
დადგენილების აღსრულების ახალი წესი. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია არსებული
პრაქტიკით, რომელიც ცხადყოფს, რომ ჯარიმების აღსრულების მოქმედი მექანიზმი არ არის
ეფექტური. კერძოდ, პრობლემურია პირისათვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა.
დღეის მდგომარეობით, გზავნილის განმახორციელებელი ვალდებულია პირის რეგისტრაციის
მისამართზე მიიტანოს გზავნილი და ჩაუბარებლობის შემთხვევაში შესაბამისი წერილობითი
უკუგზავნილი შეადგინოს. არსებობს რიგი მიზეზები, რა დროსაც სამართალდამრღვევს ვერ
ბარდება საჯარიმო ქვითარი: ერთი მხრივ, როდესაც პირის რეგისტრაციის მისამართი და
ფაქტობრივი მისამართი სხვადასხვაა. ფოსტის მიერ რეგისტრაციის მისამართზე გაგზავნის შემდეგ
აღარ არსებობს კონკრეტული ბერკეტი, რომელიც უზრუნველყოფს პირისათვის საჯარიმო
ქვითრის ჩაბარებას. მეორე მხრივ, სამართალდამრღვევი მიმართავს სხვადასხვა ხერხს იმისათვის,
რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით 6 თვეს შეადგენს,
თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. არსებული მონაცემებით კალენდარული წლის
განმავლობაში დაფიქსირებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გაცემული ჯარიმების
რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 50%-ის აღსრულება ხდება. შესაბამისად, აღნიშნული
ნათლად წარმოაჩენს აღწერილი აღსრულების მექანიზმი არაეფექტურობას. იგივე მიზეზების გამო
ასევე ხდება გასაჩივრების შემდეგ მიღებული დადგენილების ან მისი გამოცემისათვის
აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში მათი
საჯაროდ გამოქვეყნების გათვალისწინება. ამასთან, წარმოდგენილი პროექტით, საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან სამართლებრივი ბუნებით ახლოს მდგომი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით მიეთითება ის პირები, რომლებიც
საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას ორჯერ განაცხადებენ უარს მის მიღებაზე და აღნიშნული
ჩაითვლება ჩაბარებად. ზემოაღნიშნული პირები არიან ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე
მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი: მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის
შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი
შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, ბიძა, დეიდა, ბიცოლა, მამიდა და
მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.
აღწერილი პრობლემების გადასაჭრელად და საჯარიმო ქვითრის/დადგენილების
ჩაბარების წესის დახვეწის მიზნით მიზანშეწონილია, შემოღებულ იქნას მექანიზმები, რომლებიც
უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით ჯარიმების აღსრულების წესის ქმედით
რეგულირებას.
კანონპროექტის მიღების მიზანია ისეთი ქმედებების სამართალდარღვევად განსაზღვრა,
რომლებიც პრაქტიკაში ხშირად ხორციელდება, თუმცა კანონმდებლობით არ არის
დარეგულირებული (მათ შორის, ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ
ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირების აკრძალვა,
პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების შემოსავლის მიღების მიზნით
გამოყენების შემთხვევების აკრძალვა, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის
ადგილზე დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, სატრანსპორტო საშუალების
პარკირების აკრძალვა). გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს კიდევ ერთი
პრობლემის მოგვარებას, რომელიც უკავშირდება სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას
დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღწერილი პრობლემების გადასაჭრელად (კონკრეტული ქმედებების სამართალდარღვევად
განსაზღვრა, აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესება) აუცილებელია შესაბამის საკანონმდებლო
აქტში ცვლილებების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით კანონით დარეგულირდება რიგი ქმედებები, განისაზღვრება
სამართალდარღვევად და დაწესდება შესაბამისი ჯარიმები, გაუმჯობესდება საჯარიმო
ქვითრის/დადგენილების ჩაბარების წესი, ჯარიმების აღსრულებასთან დაკავშირებული მექანიზმი
გაცილებით მოქნილი და ეფექტური გახდება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის
წესების გაუმჯობესებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
კანონპროექტი
უკავშირდება
დედაქალაქის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვას და ითვალისწინებს ცვლილებების
შეტანას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე და 1252
მუხლებში და აქედან გამომდინარე კოდექსის 2093, 232-ე, 239-ე, 2401, 242-ე, 243-ე, 252-ე, 283-ე, 287ე, 313-ე მუხლებში შესაბამისი ცვლილებების შეტანას და კოდექსში 2904 და 2905 მუხლების
დამატებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8
ნაწილისა და 1252 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე დარიცხული საურავების
ოდენობა მცირდება 50 ლარით და განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით, ხოლო 125-ე მუხლის მე-
12 და მე-14 ნაწილების შემთხვევაში მცირდება 100 ლარით და განისაზღვრება 100 ლარის
ოდენობით.
სამართალდარღვევად
განისაზღვრება
და
დგინდება
ჯარიმები
შემდეგი
შემთხვევებისათვის:
ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი
პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, ჯარიმად განსაზღვრულია 50 ლარი;
ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო
საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, ჯარიმის ოდენობაც ამ
შემთხვევაში შეადგენს 50 ლარს.
დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო
საშუალების გამოყენება შემოსავლის მიღების მიზნით, ჯარიმა განსაზღვრულია 100 ლარით,
ხოლო განმეორების შემთხვევაში შეადგენს 200 ლარს. ამასთან, შემოსავლის მიღების მიზნით
საქმიანობის
განმახორციელებელი
ვალდებულია
დაუყოვნებლივ,
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 1 საათისა, შეწყვიტოს აღნიშნული
საქმიანობა.
ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია, რომ პირი, რომელიც სატრანსპორტო
საშუალებას გზაზე მიატოვებს 3 თვეზე მეტი ვადით, დაჯარიმდება 50 ლარით. ამასთან,
კანონპროექტით განიმარტება მიტოვებულად ჩათვლის გარემოებები სატრანსპორტო საშუალების
მდგომარეობიდან გამომდინარე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს პუნქტი არ ეხება კანონპროექტს, რადგან მისი ინიციირება არ ხდება საქართველოს მთავრობის
მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები
შემთხვევაში დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან.
საჭიროების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედების შედეგად მიღებული დამატებითი შემოსავლები აღირიცხება
სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში, ვინაიდან ჯარიმის ახალი სახეებისა და
ოდენობები განისაზღვრება. კერძოდ:
• საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის
მე-8 ნაწილისა და 1252 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე
დარიცხული საურავების ოდენობა მცირდება 50 ლარით და განისაზღვრება 100
ლარის ოდენობით, ხოლო 125-ე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილების შემთხვევაში
მცირდება 100 ლარით და განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით.
• სამართალდარღვევად განისაზღვრება და დგინდება ჯარიმები შემდეგი
შემთხვევებისათვის:
➢ ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი
პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, ჯარიმად განსაზღვრულია 50 ლარი;
➢ ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო
საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, ჯარიმის
ოდენობაც ამ შემთხვევაში შეადგენს 50 ლარს.
• დედაქალაქის
ტერიტორიაზე
პარკირების
ადგილზე
პარკირებული
სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შემოსავლის მიღების მიზნით, ჯარიმა
განსაზღვრულია 100 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში შეადგენს 200 ლარს.
ამასთან, შემოსავლის მიღების მიზნით საქმიანობის განმახორციელებელი
ვალდებულია დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
შედგენიდან არა უგვიანეს 1 საათისა, შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა.
• ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია, რომ პირი, რომელიც სატრანსპორტო
საშუალებას გზაზე მიატოვებს 3 თვეზე მეტი ვადით, დაჯარიმდება 50 ლარით.
ამასთან, კანონპროექტით განიმარტება მიტოვებულად ჩათვლის გარემოებები
სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობიდან გამომდინარე.
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ დანართის 36.1.3 გრაფის
შესაბამისად, პროექტით 1252 მუხლში გათვალისწინებული შესატანი ცვლილებებით ჯარიმების
თანხების 100% ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში, ხოლო იმავე
კანონის დანართის 36.2 გრაფის შესაბამისად, პროექტის 125-ე მუხლში გათვალისწინებული მე-8,
მე-15 და მე-16 ნაწილებით განსაზღვრული ჯარიმების თანხების 60% ჩაირიცხება ადგილობრივი
თვითმმართველობების ბიუჯეტებში, 40% კი - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
შემოსავლების ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე.
ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირების ახსნის საფასურის შესაძლო
განსაზღვრამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შესაბამისი უწყების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
სადაც მოხდება საფასურის მიმართება, გავლენის ოდენობა კი დამოკიდებული იქნება
სამართალდარღვევათა რაოდენობაზე და საფასურის იმ ოდენობაზე, რომელიც განისაზღვრება
შესაბისი უფლებამოსილების უწყების მიერ.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული დამატებითი სამართალდარღვევების
შემოღება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვასთან დაკავშირებული საჭირო
ხარჯები დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს
მიერ
დადგენილი
წესით
განსაზღვრული
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეულის ან
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ.ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შესაძლებელია გავლენა
იქონიოს ასევე პროექტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მანქანების ბლოკირებამ და მათ
დაცულ სადგომზე გადაყვანამ, თუმცა, ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ამ ხარჯებს
საბოლოოდ სამართალდამრღვევი აანაზღაურებს. ამასთანავე, აღსანიშნავია ავტომობილების
თვლების ბლოკირებისათვის საჭირო ინვენტარის ნაწილი უკვე შეძენია. დამატებითი საჭიროების
შემთხვევაში თანხები შესაძლებელია გამოიყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ჰქონდეს უარყოფით გავლენა იმ პირებზე, რომლებიც
ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს. გამომდინარე იქიდან, რომ
ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ მოუწევთ შესაბამისი ჯარიმების გადახდა, ხოლო
სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შემთხვევაში - დამატებით
სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის, შენახვის ან/და თვლების ბლოკირების ახსნის საფასურის
ხარჯების გაღება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიხედვით, სამართალდარღვევად განისაზღვრება: ნებართვის მქონე
ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო
საშუალების პარკირება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე
სატრანსპორტო საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე,
დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების
გამოყენება შემოსავლის მიღების მიზნით; იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის
განმავლობაში იმავე სამართალდარღვევის მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა იმავე
ან სხვა პარკირების ადგილას და სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება 3 თვეზე მეტი
ვადით. ყველა ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევაზე პროექტი ითვალისწინებს შესაბამისი
ოდენობის ჯარიმას. გარდა აღნიშნულისა, პროექტის მიხედვით, რიგ შემთხვევებში ხდება
საურავების შემცირება, რაც ცხადია გულისხმობს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას.
ამასთანავე, საჭიროების მეთხვევაში შესაბამისი უფლებსამოსილი ორგანოს მიერ მოხდება
სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირების ახსნის საფასურის განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიამ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი,
გოგა გულორდავა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი,
გოგა გულორდავა