„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-27
ბიუროს ნომერი 351
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასა და
მართვას ახორციელებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეული, ხოლო საქართველოს
დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ორგანიზებასა და
მართვას − საქართველოს დედაქალაქის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი საქართველოს
დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
იურიდიული პირი.“.
2. მე-52 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე ნებართვას გასცემს საქართველოს დედაქალაქის მთავრობა ან მის მიერ
უფლებამოსილი დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებული იურიდიული პირი. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით
(M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. “.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქციით
საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის
ნებართვის გაცემა და საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1
კატეგორია) გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას ახორციელებს საქართველოს დედაქალაქის
მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი საქართველოს დედაქალაქის მერიის სტრუქტურული
ერთეული. კანონპროექტის მიღება კი მიზნად ისახავს ამ პირთა წრის გაფართოებას და ასეთად
განსაზღვრული იქნება ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული
პირი, რომელსაც ექნება ნებართვის გაცემის უფლებამოსილება დედაქალაქის მთავრობის მიერ
შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან მოქმედ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში
მითითებულია, რომ საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით
(M1 კატეგორია) გადაყვანაზე ნებართვას გასცემს საქართველოს დედაქალაქის მთავრობა ან მის
მიერ უფლებამოსილი დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული, აღნიშნული საკითხების
დარეგულირება აუცილებლად უნდა მოხდეს კანონის მიღებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, თბილისში მსუბუქი
ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება
ექნება მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირსაც, თუ
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნება მთავრობის მიერ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-52 მუხლის 21 პუნქტი
შინაარსი ზუსტდება იმგვარად, რომ საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით −
ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას განახორციელებს საქართველოს
დედაქალაქის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი საქართველოს დედაქალაქის მერიის
სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, ასევე
აღინიშნება, რომ საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია)
გადაყვანაზე ნებართვას გასცემს საქართველოს დედაქალაქის მთავრობა ან მის მიერ
უფლებამოსილი დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებული იურიდიული პირი. აქამდე კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა
ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებას მხოლოდ თბილისის მერიის სტრუქტურული
ერთეულისთვის. წინამდებარე ცვლილებით კი ასეთი უფლებამოსილების გადაცემა
შესაძლებელია თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირზეც
განხორციელდეს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს პუნქტი არ ეხება კანონპროექტს, რადგან მისი ინიციირება არ ხდება საქართველოს
მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამისთვის
დამატებითი რესურსის გამოყოფა საჭირო არ იქნება.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბიუჯეტის
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. დღეს
არსებული ფაქტობრივი გარემოებით, ნებართვების გაცემის სერვისი აწყობილი და დანერგილია,
შესაბამისად მისი ადმინისტრირების გადაცემა იურიდიული პირისათვის არ იქნება
დანახარჯებთან დაკავშირებული. ნებართვების გაცემას ახორციელებდა მერიის საქალაქო
სამსახური, რომელიც მარტის თვიდან გარდაიქმნა სსიპ-ად, შესაბამისად ამ ფუნქციის მასზე
გადატანა ცხადია არანაირ ხარჯთან არ იქნება დაკავშირებული. აღნიშნული ფუნქციის
შესრულება შესაძლებელი იქნება იურიდიული პირის არსებული რესურსის ფარგლებშიც.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიღებით
გადასახდელის განსაზღვრა.
არ
ხდება
ახალი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
საქართველოს
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიამ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი,
გოგა გულორდავა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი,
გოგა გულორდავა