„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-27
ბიუროს ნომერი 351
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
03.01.2014,
სარეგისტრაციო
კოდი:
310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
ა) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ – ყვითელი კვადრატი 150-მმ-იანი გვერდით
და 8.17 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – შეიძლება დამაგრდეს იმ მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან
სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობას განსაზღვრული აქვს შესაბამისი საცნობი ნიშნები და
მათ მიღებაზე უფლებამოსილი პირები.“.
2. კანონის დანართი №1-ის:
ა) მე-7 პუნქტში („საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები“) 7.4 პუნქტის შემდეგ დაემატოს
შემდეგი შინაარსის 7.4.1 და 7.4.2 პუნქტები:
„7.4.1 „ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილი“ - ადგილი,
რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისათვის.
ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვით განისაზღვრება.
7.4.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო
საშუალების დგომის ადგილი - ადგილი, რომელიც განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირის საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების დგომისათვის. ნიშნის მოქმედების
ზონა საგზაო მონიშვით განისაზღვრება. ეს ადგილი ასევე შეიძლება აღინიშნოს 7.4 საგზაო ნიშნითა
და 8.17 დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფით).“;
ბ) მე-8 პუნქტში („დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)“) 8.17 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8.17. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ − მიუთითებს, რომ 7.4 ნიშნის მოქმედება
ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ეს ადგილი ასევე შეიძლება აღინიშნოს 7.4.2 საგზაო
ნიშნით.“;
გ) ბოლოს აღნიშნულ საგზაო ნიშნებში 7.4 ნიშნის შემდეგ დაემატოს:
გ.ა) 7.4.1 საგზაო ნიშანი „ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის
ადგილი“
7.4.1 „ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილი“;
გ.ბ) 7.4.2 საგზაო ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცნობი ნიშნის მქონე
სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი“
7.4.2 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო
საშუალების დგომის ადგილი“.
3. კანონის დანართი №2-ის:
ა) პირველ პუნქტში (ჰორიზონტალური მონიშვნები) 1.23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1.23. აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო
საშუალების მოძრაობისათვის. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლის
გამოსაყოფად დატანილი საგზაო მონიშვნა შესაძლებელია იყოს ყვითელი ფერის.“.
ბ) პირველ პუნქტში (ჰორიზონტალური მონიშვნები) 1.24.3. პუნქტის შემდეგ დაემატოს
შემდეგი შინაარსის 1.24.4. პუნქტი:
„1.24.4. აღნიშნავს გზის მონაკვეთზე სადგომ ადგილს, რომელიც განკუთვნილია
ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისათვის. საგზაო მონიშვნა დაიტანება
გზაზე, მწვანე ფონით ან მის გარეშე“;
ბ) ბოლოს აღნიშნულ საგზაო მონიშვნებში 1.24.3 ნიშნის შემდეგ დაემატოს:
1.24.4
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენციის
რატიფიცირებით,
საქართველომ
აიღო
ვალდებულება
უზრუნველყოს
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობები, არ დაუშვას დისკრიმინაცია და
შეუქმნას მათ ღირსეული ცხოვრებისა და დამოუკიდებელი გადაადგილებისთვის ყველა
აუცილებელი პირობა. საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების შემდეგ, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა კონსტიტუციით განისაზღვრა, კერძოდ
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მეორე თავის (ადამიანის ძირითადი უფლებები)
11-ე მუხლში გაჩნდა ახალი ჩანაწერი: „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის“,
რამაც მათი შესაძლებლობათა რეალიზების ახალი ინსტრუმენტები გააჩინა.
კონვენციის 9-ე მუხლის (მისაწდვომობა) 1 პუნქტში გვხვდება შემდეგი სახის ჩანაწერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა
სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ
შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და
კომუნიკაცის, მათ შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების,
ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისწავდომობა
როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში“.
ღია სივრცეში დამოუკიდებელი გადაადგილებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება
შშმ პირთათვის საპარკინგე ადგილით სარგებლობის უფლებაა. დღეის მდგომარეობით ამ კუთხით
გადადგმულია არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და კონსტიტუციასთან შესაბამისობის კუთხით
ცვლილებებია შესული სათანადო სამართლებრივ აქტებში. კანონპროექტის შემუშავების ერთერთი უმთავრესი მიზეზი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საგზაო
მოძრაობის ორგანიზების კუთხით პირობების გაუმჯობესება და ამ მხრივ ცვლილებები შედის
მოქმედი კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და საცნობი ნიშანი „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირი“ ყალიბდება ახალი რედაქციით - არსებულ რედაქციას ემატება
სიტყვები: „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობას განსაზღვრული
აქვს შესაბამისი საცნობი ნიშნები და მათ მიღებაზე უფლებამოსილი პირები.“. ამავე დროს,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების უფრო ეფექტურად
რეალიზება და მუნიციპალიტეტების საერთო მიდგომების და ინფორმირებულობის საერთო
სტანდარტების
დამკვიდრება
განმტკიცებულია
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლის შენიშვნის 11 ნაწილის მიხედვით, სადაც
აღნიშნულია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილების უზრუნველსაყოფად
განსაზღვრული საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ
პარკირების ადგილზე პარკირების უფლება აქვს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული
საცნობი ნიშნით მოსარგებლე სატრანსპორტო საშუალებას. მუნიციპალიტეტები ვალდებული
არიან საცნობი ნიშნების მიმღებად განსაზღვრონ ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ერთი და იმავე
ხარისხის მქონე პირები, აგრეთვე აცნობონ სხვა მუნიციპალიტეტებს მათ მიერ დამტკიცებული
საცნობი ნიშნების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული
სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნების ფორმები“, რითაც ქვეყნის
ტერიტორიაზე
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირებს
უფრო
კომფორტული
გადაადგილების საშუალება ეძლევათ ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების თავიდან აცილების
გზით.
ამასთან, წარმოდგენილი პროექტის დანართ №1-ის მე-7 პუნქტში საინფორმაციომაჩვენებელ ნიშნებს ემატება ახალი ნიშანი - „7.4.2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი“, რომელიც განკუთვნილია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების
დგომისათვის და ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვით განისაზღვრება, ეს ადგილი ასევე
შეიძლება აღინიშნოს 7.4 საგზაო ნიშნითა და 8.17 დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფით);
იმავე დანართის მე-8 პუნქტში დამატებითი ინფორმაციის ნიშნებში (დაფებში) ახალი რედაქციით
ყალიბდება საგზაო ნიშანი „8.17. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი’’.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღების აუცილებლობა გამომდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირთათვის საგზაო მოძრაობის ორგანიზების კუთხით პირობების გაუმჯობესებიდან და
შეუზღუდავი გადაადგილების ხელშეწყობიდან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საგზაო
მოძრაობის ორგანიზების კუთხით პირობების შემდგომი გაუმჯობესება მათი თავისუფალი
გადაადგილების უზრუნველსაყოფად და მუნიციპალიტეტებისთვის საერთო მიდგომების
განსასაზღვრად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის ძირითადი არსია საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომი
გაუმჯობესება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ზუსტდება საკითხები,
რომლებიც ასევე ეხება ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებას. კანონის პროექტი
ითვალისწინებს შესაბამისი საგზაო ნიშნის დამატებასა და მათთან დაკავშირებული საკითხების
დაზუსტებას, კერძოდ ემატება „ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის
ადგილი“ - ანუ ადგილი, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების
დამუხტვისათვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება. ამასთან
ზუსტდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო
საშუალების დგომის ადგილის დეფინიცია.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
ეს პუნქტი არ ეხება კანონპროექტს, რადგან მისი ინიციირება არ ხდება საქართველოს
მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
საჭიროების
შემთხვევაში
სათანადო
ხარჯები
დაფინანსდება
ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის
სტრუქტურული ერთეულის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
გაზრდას, გამომდინარე იქიდან, რომ საჭირო გახდება პროექტით გათვალისწინებული საგზაო
ნიშნების დამზადება და დამონტაჟება. ასევე პროექტით გათვალისწინებული საღებავის შეძენა და
დახაზვები.
თუმცა ამ საქმიანობისათვის რა თანხის გამოყოფა იქნება საჭირო, ეს ცხადი გახდება
ეტაპობრივად, არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე. დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ
დამატებითი ადამიანური რესურსი ამ ღონისძიებებისათვის საჭირო არ გახდება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიამ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი,
გოგა გულორდავა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი,
გოგა გულორდავა