„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი
1. საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 63-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია
დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად. აღნიშნული წესი არ
გამოიყენება ამავე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. თუ მსჯავრდებულმა არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩაიდინა ამ კოდექსის 253-ე-255-ე, 2551
და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად
ჩათვლა დაუშვებელია.“.
2. 71-ე მუხლის 51 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. ხანდაზმულობა არ გამოიყენება ამ კოდექსის 1441−1443 მუხლებით გათვალისწინებული
ქმედებების მიმართ, აგრეთვე არასრულწლოვნის წინააღმდეგ ამ კოდექსის 137-ე-141-ე, 253-ე255-ე, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში.“.
3. 731 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია ამ კოდექსის 1441,
1442
და
1443
არასრულწლოვნის
მუხლებით
წინააღმდეგ
გათვალისწინებულ
ამ
კოდექსის
დანაშაულთა
253-ე-255-ე,
255
1
საქმეებზე,
და
255
2
აგრეთვე
მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.“.
4. 137-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი
მდგომარეობის გამოყენებით,-“.
1
5. 138-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;
ბ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ;
გ)
ჩადენილი
არასრულწლოვნის
მიმართ
ნდობის,
ავტორიტეტული
ან
გავლენიანი
მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“.
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი
პირის მიმართ;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება
თავისუფლების
აღკვეთით
ვადით
თხუთმეტიდან
ოც
წლამდე,
იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“.
6. 140-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან
ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) არაერთგზის, –
ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.“.
7. 141-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი
შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან
ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ, –
ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 140-ე მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
2
ვ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, −
ზ) არასრულწლოვნის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის
გამოყენებით.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.“.
8. 253-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 253. პროსტიტუციაში ჩაბმა
1. პროსტიტუციაში ჩაბმა ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ან ორსული ქალის მიმართ;
გ) არაერთგზის
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის
წევრის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ცამეტ წლამდე.
4. ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ან ორსული ქალის მიმართ;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის
წევრის მიმართ, −
ისჯება
თავისუფლების
აღკვეთით
ვადით
თორმეტიდან
ოც
წლამდე,
იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება
თავისუფლების
აღკვეთით
ვადით
თხუთმეტიდან
ოც
წლამდე,
ან
უვადო
თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.
3
9. 254-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
გ) არაერთგზის;
დ) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის
წევრის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.“.
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:
„4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, დამნაშავისათვის
წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.“.
10. 255-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:
„მუხლი 255. პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება
1. პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული
ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი
საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით იმავე ვადით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
3. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული
ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა, ჩვენებაზე დასწრება ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა,
–
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
4. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული
ნაწარმოების შეთავაზება, იმპორტი, ექსპორტი, გავრცელება, გადაცემა, რეკლამირება ან
ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე.
5. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული
ნაწარმოების დამზადება ან გასაღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.
4
6. ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის
წევრის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა:
1.
არასრულწლოვნის
გამოსახულების შემცველი
პორნოგრაფიული
ნაწარმოები
არის
ნებისმიერი მეთოდით შექმნილი ვიზუალური ან აუდიოვიზუალური მასალა, აგრეთვე
დადგმული
წარმოდგენა,
რომელშიც
სხვადასხვა
საშუალებით
წარმოდგენილია
არასრულწლოვნის ან არასრულწლოვნის გამოსახულების მქონე პირის მონაწილეობა
ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ
სექსუალურ
სცენებში
ან
ნაჩვენებია
არასრულწლოვნის
გენიტალური
ორგანოები
მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. პორნოგრაფიულად
არ ჩაითვლება ნაწარმოები, რომელსაც აქვს სამედიცინო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან
სახელოვნებო ღირებულება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.
11. 2551 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2551. არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული
ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში
1. არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა
საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით
ვაჭრობაში, რაც არ არის დაკავშირებული ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული
ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ სექსუალურ სცენებში ამ არასრულწლოვნის
მონაწილეობასთან, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ)ორი ან მეტი პირის მიმართ;
გ)დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის
წევრის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.
5
12. 2552 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2552. არასრულწლოვანი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური
მიზნებისათვის
1. სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება მის
მიმართ ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით,
როდესაც შეთავაზებას მოჰყვა ასეთი შეხვედრისკენ მიმართული ქმედებები,−
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
2. სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება მის
მიმართ ამ კოდექსის 255-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის
მიზნით, როდესაც შეთავაზებას მოჰყვა ასეთი შეხვედრისკენ მიმართული ქმედებები, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.“.
13. 376-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 376. დანაშაულის შეუტყობინებლობა
1. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან
ჩადენილია მძიმე დანაშაული, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
2. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან
ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
6
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსში
არასრულწლოვანთა
სექსუალური
ექსპლუატაციისა და მათი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
მიმართული ქმედებები სხვადასხვა ნორმებშია მოცემული. კოდექსის მიღების შემდეგ, ამ
ნორმებმა არაერთხელ განიცადა ცვლილება, რამაც გამოიწვია დანაშაულის ცალკეულ
შემადგენლობებს შორის არსებული მიმართებების გადახედვა1. 2013 წლის შემდეგ, როდესაც
გაუქმდა სასჯელთა შეკრებითობის წესი2, უფრო მეტად გამოიკვეთა ცალკეულ ნორმებს შორის
არსებული
წინააღმდეგობები
და
სასჯელების
თანაზომიერების
კუთხით
არსებული
შეუსაბამობები. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში 2003, 2013 და 2017 წლებში, აღნიშნული დანაშაულების კუთხით განხორციელებული
ცვლილებები3, ძირითადად, მიზნად ისახავდა კოდექსის ნორმების სხვადასხვა საერთაშორისო
სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვია
დანაშაულის შემადგენლობების განსაზღვრულობის ხარისხის გაუარესება და გაზარდა
შეუსაბამობები სხვადასხვა დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს
შორის4.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემების
თანახმად,
2017
წელს
სულ
დარეგისტრირდა
სქესობრივი
თავისუფლებისა
და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 339 ფაქტი, რომელთაგანაც 224
შემთხვევაში მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი. 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების
მაგალითად 2017 წლის საკანონმდებლო ცვლილებამდე სსკ-ის 137-ე მუხლი (გაუპატიურება) მოიაზრებდა
მხოლოდ საწინააღმდეგო სქესის პირის მიმართ ძალადობით, ძალადობის მუქარით ან უმწეო მდგომარეობის
გამოყენებით ჩადენილ სქესობრივ კავშირს. ცვლილების შემდეგ გაუპატიურების შინაარსი შეიცვალა და მოიცავს
პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევას სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან
ნებისმიერი საგნის გამოყენებით და მნიშვნელობა აღარ აქვს არც პირთა სქესს და არც სექსუალური კონტაქტის
ფორმას.
2 იხ. 2013 წლის 17 აპრილის N546-IIს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ.
3 იხ. 2003 წლის 20 ივნისის №2458–IIს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და
დამატებების შეტანის შესახებ; 2013 წლის 27 ნოემბრის N1642-Iს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ; 2017 წლლის 4 მაისის N763-IIს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.
4 მაგალითად 2013 წლის 27 ნოემბრის N1642-Iს კანონით, სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს
მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის სასჯელი გამკაცრდა 7-დან 10 წლამდე
თავისუფლების აღკვეთამდე, მაშინ როდესაც იმავე დროს კოდექსის 253-ე მუხლის თანახმად, ძალადობით,
ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის
პროსტიტუციაში ჩაბმა ითვალისწინებდა 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
1
7
თანახმად, სულ რეგისტრირებულია სქესობრივი დანაშაულის 405 ფაქტი, აქედან 287 სისხლის
სამართლის საქმეზე მსხვერპლად არასრულწლოვანი ფიქსირდება5.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 20 სექტემბერს მიღებული იქნა ბავშვის
უფლებათა კოდექსი, რომელიც თვისობრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ბავშვის
უფლებების დაცვის კუთხით. ამ კანონის VIII თავი მთლიანად ეთმობა ბავშვის ძალადობისგან
დაცვის უფლებას, ხოლო
56-ე მუხლი უშუალოდ ეხება ყველა ფორმის სექსუალური
ექსპლუატაციისგან ბავშვის დაცვას.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით ბავშვთა სექსუალური
ექსპლუატაციის ფაქტების რაოდენობა მზარდი დინამიკით ხასიათდება, ხოლო სახელმწიფო
თავის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად სწორედ ბავშვთა უფლებების დაცვას ისახავს,
მნიშვნელოვანია მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმების გადახედვა და
განსაზღვრულობის მაღალი ხარისხის და ადეკვატური სასჯელის მქონე დანაშაულის
შემადგენლობების ჩამოყალიბება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან
სექსუალური
ექსპლუატაციისა
და
პორნოგრაფიის
აკრძალვის
საკითხები
რეგულირდება სისხლის სამართლის კოდექსით, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების
განხორციელება სწორედ ამ საკანონმდებლო აქტში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
გამკაცრებას ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისთვის, ასევე სქესობრივი თავისუფლებისა
და
ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ
მიმართულ
დანაშაულთა
შემადგენლობების
განსაზღვრულობის ხარისხის გაზრდას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის 63-ე მუხლში. ცვლილების თანახმად,
იკრძალება პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობა არასრულწლოვნის წინააღმდეგ
სსკ-ის 253-ე-255-ე, 2551, 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის
შემთხვევაში, თუნდაც მხარეებს შორის გაფორმებული იყოს საპროცესო შეთანხმება.
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილების შეტანას საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 71-ე მუხლში, რომელიც არეგულირებს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლების
ხანდაზმულობის
საკითხს.
კანონპროექტის
მიხედვით, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისკენ მიმართული ყველა კატეგორიის
დანაშაულისათვის
(სსკ-ის
137-141
და
253-255,
2551,
2552
მუხლები),
უქმდება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა.
პროექტით გათვალისწინებული ცვლილება ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს მისცემს
დამატებით დროს მათ წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი აქტების შესახებ
სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებისთვის. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმ მხრივ,
რომ არასრულწლოვნობის პერიოდში სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი სხვადასხვა
მიზეზით (ძალადობის შიში, მოძალადესთან ერთად ცხოვრება, დამოუკიდებელი შემოსავლის
5
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/215491?
8
არქონა
და
ა.შ.)
არ
მიმართავს
სამართალდამცავ
ორგანოებს,
რაც
ხელს
უწყობს
სამართალდამრღვევს პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევაში.
გასათვალისწინებელია
ის
ფაქტიც,
რომ
„სექსუალური
ექსპლუატაციისა
და
სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის
(ლანსაროტის კონვენცია) 33-ე მუხლი სახელმწიფოებს მოუწოდებს სახელმწიფოებს ბავშვთა
სექსუალური ექსპლუატაციის დანაშაულებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის
დაწყების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა სასამართლო
პროცესის ეფექტურად დასაწყებად, მას შემდეგ, რაც მსხვერპლი მიაღწევს სრულწლოვანებას,
ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციულად. აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე
ხანდაზმულობის ვადების გაუქმების პრაქტიკა ასევე ფართოდ არის გავრცელებული აშშ-ს
შტატების უმეტეს ნაწილში.
კანონპროექტით ცვლილება
შედის
731
მუხლში,
რომელიც
არეგულირებს
მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების საკითხს. ცვლილების თანახმად,
1441, 1442 და 1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულების გარდა, არასრულწლოვნის
წინააღმდეგ 253-ე-255-ე, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის
შემთხვევაშიც აკრძალული იქნება მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.
კანონპროექტით 137-ე და 138-ე მუხლებს ემატება დამამძიმებელი გარემოება: „ნდობის,
ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით“. აღნიშნული გამომდინარეობს
ევროპის საბჭოს 2007 წლის კონვენციიდან „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური
ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“. აღნიშნული კონვენციის მე-18 მუხლი 1(b) პუნქტი
სახელმწიფოებისგან ითხოვს, რომ დასჯადად გამოაცხადონ ბავშვის მიმართ სექსუალური
ძალადობა, თუ ის ხორციელდება მის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი
მდგომარეობის გამოყენებით. აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების შემოტანა ასევე
გამოწვეულია იმით, რომ დღეს არსებული დამამძიმებელი გარემოება - „სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენება“ სრულად ვერ ფარავს იმ შემთხვევებს, რაც მოიაზრება ნდობით,
ავტორიტეტით ან გავლენიანი მდგომარეობით ბოროტად სარგებლობაში.
კანონპროექტით მკაცრდება პასუხისმგებლობა 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების (მუხლი 138) ჩადენისთვის. 138-ე მუხლს,
რომელიც არასრულწლოვნის წინააღმდეგ ამ დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით
ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ემატება მე-4 ნაწილი, რომელიც
დაარეგულირებს 14 წლამდე პირის მიმართ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას და სასჯელის
სახით გაითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ასევე, მე-3 ნაწილის
ნაცვლად მე-4 ნაწილში იქნება გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც სექსუალური
ხასიათის სხვაგვარი ქმედება გამოიწვევს დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობას და ამ
შემთხვევაშიც პირს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დაეკისრება 15-დან
20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
პროექტით მკაცრდება 140-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია და
ნაცვლად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, განისაზღვრება 8-დან 12 წლამდე
თავისუფლების აღკვეთა.
9
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
გარყვნილი
ქმედებისთვის
სასჯელის
გამკაცრება, კერძოდ პირველი ნაწილი დაისჯება 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით,
ხოლო მეორე ნაწილი 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მუხლს ასევე ემატება
დამამძიმებელი გარემოება - „არასრულწლოვნის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან
გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით“.
კანონპროექტის
მიხედვით
253-ე
მუხლი
განიცდის
ცვლილებას
რამდენიმე
მიმართულებით, კერძოდ: იცვლება პროსტიტუციაში ჩაბმის ქმედების შემადგენლობა,
დანაშაულს
ემატება
რამდენიმე
ახალი
დამამძიმებელი
გარემოება
და
მკაცრდება
პასუხისმგებლობა. ცვლილების მიხედვით, 253-ე მუხლის პირველ ნაწილში აღწერილი
ხერხების ჩამონათვალიდან ხდება ძალადობის და ძალადობის მუქარის ამოღება, რაც გადადის
მე-2 ნაწილში და ამისთვის გათვალისწინებული იქნება უფრო მკაცრი სასჯელი. ასევე,
დანაშაულს ემეტება დამამძიმებელი გარემოებები: 1) ქმედების ჩადენა ორი ან მეტი პირის
მიმართ; 2) ქმედების ჩადენა დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის
ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ. კანონპროექტით ხდება 253-ე მუხლის პირველი,
მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების სანქციის გამკაცრება.
კანონპროექტით სსკ-ის 254-ე მუხლის (პროსტიტუციის ხელშეწყობა) მე-3 ნაწილს
ემატება დამამძიმებელი გარემოება ქმედების ჩადენა დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის
ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ; კანონპროექტით ასევე
მკაცრდება ამ ნაწილისთვის გათვალისწინებული სასჯელი.
კანონპროექტის მიხედვით, ახალი რედაქციით ყალიბდება 255 მუხლი. ცვლილება ეხება
როგორც ქმედების შემადგენლობას, ისე დამამძიმებელ გარემოებებს და სასჯელის ზომას. სსკის
255-ე
მუხლის
მოქმედი
რედაქციის
მე-2
ნაწილიდან
ამოირიცხება
მითითება
არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეთავაზებაზე,
გავრცელებაზე,
გადაცემაზე,
რეკლამირებაზე
ან
ხელმისაწვდომობის
სხვაგვარ
უზრუნველყოფაზე. აღნიშნული ქმედებები, მომეტებული საშიშროებიდან გამომდინარე
ჩამოყალიბდება მე-4 ნაწილში და მათთვის გათვალისწინებული იქნება უფრო მკაცრი სასჯელი
- თავისუფლების აღკვეთა ცხრიდან თხუთმეტ წლამდე. პროექტით მკაცრდება მე-3, მე-4, მე-5
და მე-6 ნაწილების სანქცია, რადგან არსებული სასჯელები არ შეესაბამება ქმედების
საშიშროებას და არასრულწლოვანთა ინტერესებისთვის მიყენებული ზიანის ხარისხს.
პროექტის მიხედვით, განსაკუთრებით მკაცრდება პასუხისმგებლობა არასრულწლოვანთა
პორნოგრაფიასთან დაკავშირებული დანაშაულების განმეორებით ჩადენისთვის (არაერთგზის),
აგრეთვე ამავე დანაშაულის მეურვეობის, მზრუნველობის, მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი
პირის ან ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩადენისთვის. ასეთ შემთხვევაში სასჯელის სახედ
გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა 15-დან 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთა.
კანონპროექტით, 255-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩამონათვალს
ემატება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების
„იმპორტი“,„ექსპორტი“ და „ფლობა“. „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და
10
ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“ ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმის მე-3
მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ
ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოების, დისტრიბუციის, გავრცელების, იმპორტის, ექსპორტის,
შეთავაზების, გაყიდვის, ან შენახვის დასჯადობა სისხლის სამართლის კანონმდებლობით. 255ე მუხლის მოქმედი რედაქცია პირდაპირ არ ითვალისწინებს ფლობის, იმპორტის და
ექსპორტის შემთხვევებს, რის გამოც ისინი ემატება ქმედებების არსებულ ჩამონათვალს.
გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნით რეკომენდაციებში
პირდაპირაა მითითებული 255-ე მუხლის დისპოზიციაში ფლობის, იმპორტის და ექსპორტის
დამოუკიდებელ ქმედებებად ასახვის აუცილებლობაზე6 .
კანონპროექტით
255-ე
მუხლი
ცვლილებას
განიცდის
იურიდიული
ტექნიკის
თვალსაზრისითაც, კერძოდ პირველ ნაწილში მითითებული ქმედების ჩადენა არაერთგზის
გათვალისწინებული იქნება არა მე-4 ნაწილში, როგორც ეს დღეს არის, არამედ მეორე ნაწილში.
მოქმედი ნორმის მე-4 ნაწილში დამამძიმებელი გარემოება „არაერთგზისობა“ თანაბრად ეხება
როგორც სრულწლოვნების ისე არასრულწლოვნების პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ
ქმედებებს (პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებს). იმის გამო, რომ პროექტით მკაცრდება
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული სასჯელები, არაერთგზისობისთვის
სასჯელის გამკაცრება რომ არ გავრცელებულიყო სრულწლოვანთა პორნოგრაფიასთან
დაკავშირებულ ქმედებებზეც (255-ე მუხლის პირველი ნაწილი), საჭირო გახდა ამ
დამამძიმებელი გარემოების 2-ჯერ გათვალისწინება: ერთხელ 255-ე მუხლის მე-2 ნაწილში
(პირველ
ნაწილთან
მიმართებით)
და
მეორედ
255-ე
მუხლის
მე-6
ნაწილში
(არასრულწლოვანთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებთან
მიმართებით). ამდენად, ეს ცვლილება იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით არის
განხორციელებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებას განიცდის მუხლის სხვა
ნაწილების ნომერაციაც.
კანონპროექტით ზუსტდება 2551 მუხლის დისპოზიცია, რითაც უფრო განჭვრეტადი
ხდება აკრძალული ქმედების ფარგლები. პროექტის მიხედვით, პორნოგრაფიული ნაწარმოების
ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში
არასრულწლოვნის ჩაბმა 2551 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად დაკვალიფიცირდება
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ იქნება დაკავშირებული ნამდვილ, სიმულირებულ ან
კომპიუტერული
ტექნოლოგიის
მეშვეობით
გენერირებულ
სექსუალურ
სცენებში
ამ
არასრულწლოვნის მონაწილეობასთან. აღნიშნული ცვლილებით მკაფიოდ გაიმიჯნება 255-ე
და 2551 მუხლების ქმედების შემადგენლობები. ამავე პროექტით, 2551 მუხლს დამამძიმებელ
გარემოებად ემატება: 1) ქმედების ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ და 2) ქმედების ჩადენა
დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის
წევრის მიმართ. პროექტით ასევე გათვალისწინებულია 2551 მუხლის პირველი და მეორე
ნაწილის სანქციების გამკაცრება.
6
იხ. ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაციები (2019), პარ. 28-29, გვ. 5-6, ხელმისაწვდომია
https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CRC/C/OPSC/GEO/CO/1&Lang=En
11
კანონპროექტით ცვლილება შედის 2552 მუხლში. მუხლი ცვლილებას განიცდის
რამდენიმე მიმართულებით:
•
იცვლება მუხლის სათაური, რაც გამოწვეულია ქმედების შემადგენლობაში შეტანილი
ცვლილებით.
•
ქმედების შემადგენლობა იყოფა ორ ნაწილად და მუხლიც იურიდიული ტექნიკის
თავალსაზრისით ყალიბდება 2 ნაწილიან შემადგენლობად.
•
ქმედების შემადგენლობის იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა
არასრულწლოვნის
დამზადების
გამოსახულების
მიზნით
16
წელს
შემცველი
წინასწარი შეცნობით
პორნოგრაფიული
მიუღწეველთან
ნაწარმოების
კომუნიკაციას,
იცვლება
დაზარალებულის ასაკი და 16 წლის ნაცვლად მიეთითება 18 წელს მიუღწეველი პირი.
მართალია 2552 მუხლი შესაბამისობაშია ლანსაროტეს კონვენციის 23-ე მუხლთან
(„ბავშვის დაყოლიებას სექსუალური მიზნებისთვის“), თუმცა დაცვის მიღმა ტოვებს 1618 წლამდე არასრულწლოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით თანხმობის
ასაკად მიჩნეულია 16 წელი, ვფიქრობთ, რომ 16-18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნების
შემთხვევაშიც, როდესაც მისთვის შეხვედრის შეთავაზება ხდება პორნოგრაფიული
მასალის დამზადების მიზნით, ამსრულებელს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა,
ქმედების სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე. ანალოგიური პოზიციაა
დაფიქსირებული ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნით რეკომენდაციაშიც.7
•
ხდება სასჯელის გამკაცრება 2552 ნაწილისთვის. დღეს არსებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე, იცვლება თავისუფლების აღკვეთით
ორიდან ექვს წლამდე (140-ე მუხლთან მიმართებით) და სამიდან რვა წლამდე (255-ე
მუხლთან მიმართებით).
კანონპროექტით ასევე ცვლილება შედის 376-ე მუხლში. ცვლილება გამოწვეულია იმ
გარემოებით, რომ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნაკლებად მძიმე დანაშაულები
კანონპროექტით სასჯელის გამკაცრების გამო გადადის მძიმე კატეგორიის დანაშაულთა
რიცხვში, შესაბამისად აღარ არსებობს მათზე საგამონაკლისო წესის დადგენის აუცილებლობა
პირველ ნაწილში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება
წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
7
იხ. ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაციები (2019), პარა. 28, გვ. 5, ხელმისაწვდომია
https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CRC/C/OPSC/GEO/CO/1&Lang=En
12
რამდენადაც კანონი ამკაცრებს პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსის
რამდენიმე მუხლში, კანონის ამოქმედების თარიღად შერჩეულ იქნა გამოქვეყნებიდან მე-15
დღე. კანონპროექტით უკუძალის საკითხი გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროსთვის, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში, როგორც 2020 წელს, ასევე მომდევნო 3 წლის განმავლობაში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რადგან ზოგიერთ მუხლში (253-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 255-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3
ნაწილები, 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) ხდება სასჯელის სახით ჯარიმის გაუქმება. იმის
გათვალისწინებით, რომ სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს მოსამართლის ექსკლუზიურ
უფლებამოსილებას, სახელმწიფოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ლარით მოახდენდა მოსამართლე თითოეულ
შემთხვევაში შესაბამისი სამართალდამრღვევის დაჯარიმებას. გასათვალისწინებელია ის
ფაქტიც, რომ სასჯელის შეცვლამ შეიძლება გავლენა იქონიოს აღნიშნული მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულების რაოდენობაზეც.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის
ვადის ზრდა მთელ რიგ მუხლებში, ასევე რამდენიმე მუხლს ემატება ახალი ნაწილი ან/და
ქვეპუნქტი შესაბამისი სასჯელით. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ მუხლში მოხდა
არსებული დამამძიმებელი გარემოების გაყოფა (მაგალითად არასრულწლოვნობა გაიყო 14
წლადე და 14-დან 18 წლამდე) რაც ზრდის დამამძიმებელ გარემოებათა რაოდენობას და რიგ
შემთხვევებში ცვლის მუხლის სტრუქტურას. კანონპროექტით გათვალისწინებულმა სასჯელის
(თავისუფლების აღკვეთა) გამკაცრებამ ცალკეული დანაშაულებისათვის შეიძლება გავლენა
მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან მოსამართლემ შეიძლება
დანიშნოს
უფრო
მკაცრი
სასჯელი
და
მსჯავრდებულს
მოუწიოს
პენიტენციურ
დაწესებულებაში სახელმწიფოს კმაყოფაზე მეტი ვადის გატარება. არსებული ინფორმაციის
თანახმად, ერთ თავისუფლებააღკვეთილ პირზე საშუალოდ წელიწადში იხარჯება 12 045 ლარი.
აღნიშნულ ხარჯებს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში. ასევე, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენა და საქმის განხილვა განხორციელდება
13
შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,
საქართველოს
პროკურატურა,
საქართველოს
საერთო
სასამართლოები)
გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა ასევე შეიძლება ჰქონდეს პირობითი მსჯავრის
დანიშვნის წესში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის თანახმად არასრულწლოვნის
მიმართ 253-ე-255-ე, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის
შემთხვევაში, მსჯავრდებულს აღარ მიესჯება პირობითი მსჯავრი და მას შეიძლება მიესაჯოს
თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. აღნიშნულს შეიძლება
გავლენა ჰქონდეს პატიმრობის კუთხით პენიტენციური დეპარტამენტის ბიუჯეტზე, თუ
გაიზრდება თავისუფლებააღკვეთილ პირთა რაოდენობა. გავლენის სიდიდე დამოკიდებული
იქნება იმაზე, თუ რამდენ პირს დაუნიშნავდა მოსამართლე პირობით მსჯავრს და აქედან
გამომდინარე, რამდენ მსჯავრდებულ არ მოუწევდა სასჯელის მოხდა პენიტენციურ
დაწესებულებაში.
აღნიშნული
ცვლილებით
გამოწვეული
ხარჯები
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა ასევე შეიძლება ჰქონდეს ხანდაზმულობის
ვადის გაუქმებას არასრულწლოვნების მიმართ 137-ე-141-ე, 253-ე-255-ე, 2551 და 2552 მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში. აღნიშნულმა შეიძლება გავლენა იქონიოს იმ
პირთა რაოდენობაზე, ვინც ამ დანაშაულებისთვის მიეცემა პასუხისგებაში და ვისაც მიესჯება
სასჯელი. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სასამართლო ხარჯებისა და პენიტენციური
სამსახურის
მხრიდან
დამოკიდებული
პატიმრის
იქნება
იმაზე,
შენახვის
თუ
ხარჯების
რამდენი
გაზრდა.
პირი
ვერ
გავლენის
სიდიდე
გათავისუფლდება
პასუხისმგებლობისაგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და აქედან გამომდინარე
რამდენად მეტი საქმის განხილვა მოუწევს სასამართლოს, ასევე თუ რა შედეგით დასრულდება
ამ
პირთა
სასამართლო
სასამართლოებისთვის
და
პროცესები.
საქართველოს
დაფინანსება
იუსტიციის
განხორციელდება
სამინისტროსთვის,
საერთო
ასევე
სხვა
სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა ასევე შიძლება ჰქონდეს არასრულწლოვნის
წინააღმდეგ 253-ე-255-ე, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის
შემთხვევაში
სასჯელისაგან
სრულად
გათავისუფლების
შესაძლებლობის
გაუქმებას.
აღნიშნულმა ცვლილებამ გარკვეული გავლენა შეიძლება იქონიოს პენიტენციური სამსახურის
ხარჯებზე, რადგან ასეთ პირებს გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძვლით ვეღარ
შეუმცირდებათ სასჯელი და შეიძლება უფრო მეტი დროის გატარება მოუწიოთ პენიტენციურ
დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად. ამდენად, პენიტენციურ სამსახურს შეიძლება
მოუწიოს აღნიშნული ბრალდებით გასამართლებულ პირთა ყოფნის დაფარვა სასჯელის
მოხდის სრული ვადის განმავლობაში, თუ ისინი არ გათავისუფლდებიან სხვა საფუძვლით
(ამნისტია, შეწყალება, პირობით ვადამდე გათავისუფლება და ა.შ.). გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ პირს არ შეუმცირდება სასჯელი გამოძიებასთან
თანამშრომლობის გამო პროექტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.
14
პროექტის მიხედვით კოდექსიდან ხდება 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ამოღება,
რომელიც სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს შინაპატიმრობას. აღნიშნული ნაწილის
ამოღებას, შინაპატიმრობის კუთხით, გავლენა ექნება იუსტიციის სამინისტროს (დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო)
ხარჯებზე შემცირების მიმართულებით. გავლენის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ
რამდენ პირს დაუნიშნავდა სასამართლო სასჯელის ამ სახეს.
პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების დაფინანსება როგორც 2020 ასევე
მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება საერთო სასამართლოებისთვის და
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება წარმოშვას ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რადგან ზოგიერთ მუხლში (253ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 255-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილები, 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)
ხდება სასჯელის სახით ჯარიმის გაუქმება. ამდენად, აღნიშნული ცვლილების შედეგად მათ
მიმართ ვერ იქნება გამოყენებული სასჯელის ეს სახე და მათ აღარ მოუწევთ ჯარიმის სახით
თანხის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმის გათვალისწინებით, რომ
სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს მოსამართლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, ფიზიკურ
პირებზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ლარით მოახდენდა
მოსამართლე თითოეულ შემთხვევაში შესაბამისი სამართალდამრღვევის დაჯარიმებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ამასთანავე, სისხლის სამართლის კოდექსის
რამდენიმე მუხლში (253-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 255-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილები, 376ე მუხლის 1-ლი ნაწილი) ხდება სასჯელის სახით ჯარიმის გაუქმება, რის გამოც ამ მუხლებით
მსჯავრდებულ პირებს აღარ მოუწევთ შესაბამისი თანხის გადახდა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
15
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აშშ იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი სამართლებრივი მრჩეველი, მაიკ გრანტი
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: სოფო კილაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - სოფო კილაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა
კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, ილია ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე, დავით
მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, პაატა მხეიძე, გია ბენაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, გოგი
მეშველიანი, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში
16