„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1723 მუხლის
შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობისაგან
თავისუფლდებიან
ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431
ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირი, თუ
აღნიშნული ქმედება მათ ჩაიდინეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის
გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე, აგრეთვე
პირი, რომელიც პროსტიტუციაში ჩაება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე
მუხლით გათვალისწინებული ქმედების შედეგად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი:
სალომე ზურაბიშვილი
17
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 თანახმად,
პროსტიტუცია ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. ამავე მუხლის შენიშვნის
მიხედვით,
პროსტიტუციისთვის
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობისაგან
თავისუფლდებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე
დაზარალებულად ცნობილი პირი, თუ აღნიშნული ქმედება მათ ჩაიდინეს ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 253-ე მუხლის თანახმად, ძალადობით ან ძალადობის მუქარით პროსტიტუციაში
ჩაბმული პირი ავტომატურად არ იქცევა ტრეფიკინგის მსხვერპლად, შესაბამისად მასზე არ
ვრცელდება
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
1723
მუხლში
გათვალისწინებული წამახალისებელი ნორმის მოქმედება. პროსტიტუციაში ჩაბმული პირის
უსაფრთხოების დაცვის, ასევე პროსტიტუციაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით
ჩამბმელი
პირების
მხილების
წახალისების
მიზნით,
მიზანშეწონილია
ტრეფიკინგის
მსხვერპლის მსგავსად, სსკ-ის 253-ე მუხლის მსხვერპლად ყოფნის შემთხვევაშიც მოხდეს
პროსტიტუციით
დაკავებული
პირის
პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლება.
პასუხისმგებლობის შიში ხელს უშლის ასეთი პირების მიერ მათზე განხორცილებული
ძალადობის ფაქტების შესახებ სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებას, რაც აჩენს
პროსტიტუციით დაკავებული პირების მიმართ ძალადობის დაუსჯელობის სინდრომს და
ზრდის ლატენტური დანაშაულის რიცხვს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან პროსტიტუცია ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ამ
ქმედებისთვის
პასუხისმგებლობის
სამართალდარღვევათა
კოდექსით
გამორიცხვის
არის
შემთხვევებიც
განსაზღვრული,
ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების დამატებითი საფუძვლის შემოღებაც სწორედ ამ კანონში ცვლილებით უნდა
განხორციელდეს.
18
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის საფუძველზე
პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს (მათ შორის არასრულწლოვნების) აღარ დაეკისრებათ
ადმინისტრაციული პასუხიმგებლობა, რაც წაახალისებს მათ სამართალდამცავ ორგანოებთან
სათანამშრომლოდ. პროსტიტუციით დაკავებული პირების მიმართ ძალადობის ფაქტების
გამოვლენის მაჩვენებლის ზრდა და სამართალდამრღვევთა პასუხისგებაში მიცემა ხელს
შეუწყობს ამ ტიპის ძალადობრივი ქმედებების შემცირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
ცვლილება
შედის
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის 172 მუხლის შენიშვნაში. ცვლილების თანახმად, პროსტიტუციისათვის
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან ასევე ის პირები, ვინც
3
პროსტიტუციაში ჩაბმული აღმოჩნდა სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის
(პროსტიტუციაში ჩაბმა) საფუძველზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება
წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
რამდენადაც
კანონი
წესებს
პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების
წესს,
მიზანშეწონილია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტით უკუძალის საკითხი
გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის
მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლი სახდელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას
19
შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. „მინიმალური ხელფასის ოდენობის
შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის №351 ბრძანებულების მე-3 პუნქტის
თანახმად, მინიმალურ ხელფასთან (შრომის ანაზღაურებასთან) დაკავშირებული სანქციების,
ჯარიმებისა
და
სამართალდარღვევებისათვის
გათვალისწინებული
სხვა
გადასახდელებისათვის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა (მინიმალური ხელფასი)
შეადგენს 40 ლარს. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723
მუხლით გათვალისწინებული სახდელი - ჯარიმა შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ
ოდენობამდე
შეიძლება
შეადგენდეს
მაქსიმუმ
20
ლარს,
რისი
გადახდაც
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევაში პირს აღარ მოუწევს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 1723 მუხლით გათვალისწინებული სახდელი - ჯარიმა შრომის ანაზღაურების
ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე შეიძლება შეადგენდეს არაუმეტეს 20 ლარისა, რისი
გადახდის ვალდებულებაც აღარ ექნებათ პირებს, ვინც პროსტიტუციაში ჩაბმული აღმოჩნდება
მის მიმართ სსკ-ის 253-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. კანონპროექტით, ტრეფიკინგის მსხვერპლთა
მსგავსად, პროსტიტუციაში დანაშაულებრივი გზით ჩაბმული პირებიც (სსკ-ის 253-ე მუხლი)
გათავისუფლდებიან პროსტიტუციისთვის გათვალისწინებული სახდელის - ჯარიმის
გადახდის ვალდებულებისაგან.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
20
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აშშ იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი სამართლებრივი მრჩეველი, მაიკ გრანტი
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: სოფო კილაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - სოფო კილაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა
კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, ილია ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე, დავით
მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, პაატა მხეიძე, გია ბენაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, გოგი
მეშველიანი, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში
21