„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
50-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ −
მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში, იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3
ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ – იმ შემთხვევაში, თუ მათ
საქართველოს კანონმდებლობით აკისრიათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას
კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და იმავდროულად აქვთ ინფორმაცია
არასრულწლოვნის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4
ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ და „გ“ ქვეპუნქტებით ან მე-4 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 140-ე ან 141-ე მუხლით, 253-ე მუხლის მე-5
ნაწილით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 ან მე-6 ნაწილით
ან 2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, სურვილის
შემთხვევაში, გამოკითხვის დროს ინფორმაციის მიწოდება ან მოწმის სახით ჩვენების მიცემა არ
ჩაითვლება ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევად.“.
2.
1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი
მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის შემდეგი მუხლებითა და თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო:
134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის
პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე
მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე
მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2
ნაწილები, 2594 და 284-ე მუხლები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე და 287-ე მუხლები,
288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−302-ე მუხლები, 303-ე მუხლის
პირველი−მე-3 ნაწილები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე, 306-ე და 3061 მუხლები, 318-ე
მუხლის პირველი ნაწილი, 3221 მუხლი, XXXIX თავი, 3442 მუხლის პირველი ნაწილი;“.
3.
218-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
22
„8. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად განთავისუფლება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441–1443 მუხლებით გათვალისწინებულ
დანაშაულთა საქმეებზე, აგრეთვე არასრულწლოვნის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 253-ე-255-ე, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენის შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
23
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ
ცვლილებასთან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების შესაბამისობაში
მოყვანის აუცილებლობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმ
დანაშაულთა
ჩამონათვალს,
რომლებზეც
შესაძლებელია
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარება, ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
იმის გამო, რომ სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით იცვლება
ცალკეული დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა, ზოგიერთი მათგანი
ნაკლებად მძიმე კატეგორიიდან გადავიდა მძიმე კატეგორიის დანაშაულებში, შესაბამისად
საჭირო გახდა ამის ასახვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში.
სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებში განხორციელებული ცვლილებები ასევე
გავლენას ახდენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-8 ნაწილზეც,
შესაბამისად ამ ნაწილშიც ხდება მითითებული მუხლების დაზუსტება.
სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით, ასევე იცვლება სასჯელისაგან
სრულად
გათავისუფლების
წესი,
რაც
შესაბამის
ასახვას
საჭიროებს
საპროცესო
კანონმდებლობაშიც.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები
შესაბამისობაში
იქნება
მოყვანილი
„საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ
ცვლილებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილში. აღნიშნული ცვლილება
გამოწვეულია
სისხლის
სამართლის
კოდექსში
განხორციელებული
ცვლილებებით,
რომლითაც ზოგიერთი მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და აუცილებელი გახდა
მითითებით ნორმაში შესაბამისი ცვლილებების ასახვა.
კანონპროექტი
ითვალისწინებს
ცვლილების
შეტანას
საქართველოს
სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 143 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში. ცვლილების
3
24
მიხედვით, იმ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩამონათვალიდან, რომლებზეც
შესაძლებელია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მოთხოვნით სასამართლოსთვის
შუამდგომლობით
მიმართვა,
ხდება
2551
მუხლის
ამოღება.
აღნიშნული
ცვლილება
განპირობებულია იმით, რომ „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე
მკაცრდება სასჯელი და ის გადადის მძიმე კატეგორიის დანაშაულებში, რის გამოც ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნებისთვის აღარ იარსებებს მასზე საგამონაკლისო
მითითების აუცილებლობა და ის ავტომატურად მოექცევა 1433 მუხლის მე-2 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგად წესში.
კანონპროექტით ცვლილება შედის 218-ე მუხლის მე-8 ნაწილში. ცვლილების თანახმად,
დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად განთავისუფლება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441–1443 მუხლებით გათვალისწინებულ
დანაშაულთა საქმეებზე, აგრეთვე არასრულწლოვნის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 253-ე-255-ე, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენის შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია სისხლის სამართლის კოდექსის
731 მუხლში განხორციელებული ცვლილებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება
წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
მისი
ამოქმედება
საერთო
წესით,
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ამასთანავე, ამ ცვლილების ამოქმედება მჭიდროდ არის
დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებასთან და მათი ამოქმედება
უნდა მოხდეს ერთდროულად. კანონპროექტით უკუძალის საკითხი გათვალისწინებული არ
არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას. პროექტის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს იუსტიციის
სამინისტროსთვის, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
25
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვნის წინააღმდეგ 253-ე-255-ე, 2551 და 2552
მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირის სასჯელისაგან
სრულად გათავისუფლდება ვეღარ მოხდება. აღნიშნულმა ცვლილებამ გარკვეული გავლენა
შეიძლება იქონიოს პენიტენციური სამსახურის ხარჯებზე, რადგან ასეთ პირებს გამოძიებასთან
თანამშრომლობის საფუძვლით ვეღარ შეუმცირდებათ სასჯელი და შეიძლება უფრო მეტი
დროის გატარება მოუწიოთ პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად. ამდენად,
პენიტენციურ სამსახურს შეიძლება მოუწიოს აღნიშნული ბრალდებით გასამართლებულ
პირთა ყოფნის დაფარვა სასჯელის მოხდის სრული ვადის განმავლობაში, თუ ისინი არ
გათავისუფლდებიან სხვა საფუძვლით (ამნისტია, შეწყალება, პირობით ვადამდე
გათავისუფლება და ა.შ.). გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ პირს
არ
შეუმცირდება
სასჯელი
გამოძიებასთან
თანამშრომლობის
გამო
პროექტით
მისთვის
გამოყოფილი
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.
აღნიშნულ
ხარჯებს
იუსტიციის
სამინისტრო
გაიღებს
ასიგნებების ფარგლებში. ასევე, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენა და საქმის განხილვა
განხორციელდება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის (საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს საერთო სასამართლოები)
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
26
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აშშ იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი სამართლებრივი მრჩეველი, მაიკ გრანტი
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: სოფო კილაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - სოფო კილაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა
კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, ილია ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე, დავით
მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, პაატა მხეიძე, გია ბენაშვილი,
ცოტნე ზურაბიანი, გოგი
მეშველიანი, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში
27