„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-13
ბიუროს ნომერი 373
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) 30-ე მუხლის პირველ პუნქტს:
1. „გ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ3“ ქვეპუნქტი:
„გ3. არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული
პროფესიული სტუდენტი - შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე
ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. გადავადება განხორციელდება
მხოლოდ ერთხელ;“.
2. „ე4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე5“ ქვეპუნქტი:
„ე5. არის აპლიკანტი, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის
საგანმანათლებლო პროგრამაზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე
მუხლის თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ იგი არის
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის
კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი
განათლების თითოეულ საფეხურზე. აღნიშნული შეღავათით ვერ სარგებლობს პროფესიული
სტუდენტი, რომელიც ჩარიცხულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელ დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე
ციკლის
საგანმანათლებლო
პროგრამაზე.
ზემოხსენებული
მიდგომა,
საკმაოდ
დისკრიმინაციულია, მაშინ როდესაც პროფესიული განათლება გამოცხადებულია
საქართველოს მთავრობის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. პროფესიული
განათლების სტუდენტი, რომელიც ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ირიცხება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, არის 18-დან 27 წლამდე ასაკის
მოქალაქე,
იძულებულია
გადაიხადოს
სამხედრო
სავალდებულო
სამსახურის
გადავადებისათვის საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი ან თუ სოციალური
მდგომარეობის გამო ვერ მოახერხებს მოსაკრებლის გადახდას, შეიჩეროს პროფესიული
სტუდენტის სტატუსი. აღნიშნული კი ამ ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდებისთვის
პროფესიული განათლების მისაღებად ერთ-ერთი დამაბრკოლებელი მიზეზია. მითითებული
კატეგორია უერთდება დაბალკვალიფიციურ სამუშაო ძალას, რაც თავის მხრივ დიდ
პრობლემებს ქმნის ადგილობრივ შრომის ბაზარზე. შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას იძენს
პროფესიული განათლება და მისი ადეკვატური რეაგირება, ერთი მხრივ, მოსახლეობის
საგანმანათლებლო საჭიროებებზე, ხოლო, მეორე მხრივ, შრომის ბაზრის საჭიროებებზე. ასევე,
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ფინანსური ხელშეკრულება ითვალისწინებს
პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ზრდას, მათ ეკონომიკურ
გააქტიურებას და NEET-ის (განათლებისა და დასაქმების მიღმა მყოფი ახალგზარდები)
მაჩვენებლის შემცირებას.
ამდენად, მიზანშეწონილია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების ინიცირება, რომლის მიხედვითაც, პროფესიული
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული
სტუდენტის, აპლიკანტის სტატუსის მქონე პირს, გადაუვადდება სამხედრო სამსახური
შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო
პროგრამის დასრულებამდე. ამავე დროს, გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ, ერთი
პროგრამის ფარგლებში და არა მრავალჯერადად, რაც თავიდან აგვარიდებს
არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის
არიდების მცდელობებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემების გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არსებული პრობლემის გადასაჭრელად და გამოწვევების სათანადოდ გასამკლავებლად
აუცილებელია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტით
წარმოდგენილი საკითხი დარეგულირებულია ხსენებული კანონით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტის, აპლიკანტის სტატუსის მქონე პირს,
მიეცემა შესაძლებლობა გადაავადოს სამხედრო სამსახურში გაწვევა შესაბამისი პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამის/მოკლე
ციკლის
საგანმანათლებლო
პროგრამის
დასრულებამდე. აღნიშნული ცვლილება გაათანაბრებს უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შორის არსებულ
უთანასწორობას და ბევრ ახალგაზრდას მიაღებინებს პროფესიული განათლების არჩევის
გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, იმ პირებს, რომლებიც სხვადსხვა მიზეზის გამო სკოლის
შემდგომი განათლების მიღებაზე უარს ამბობდნენ (უმაღლესში ვერ აბარებდნენ, სოციალური
მდგომარეობის გამო ვერ იხდიდნენ სწავლის საფასურს და ა.შ.), მიეცემათ პროფესიული
განათლების მიღების შესაძლებლობა და მხოლოდ პროფესიის შეძენის შემდგომ ჩაერთვებიან
სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ყოველივე ზემოხსენებული კი სავალდებულო
სამხედრო სამსახურის დასრულების შემდგომ გააიოლებს შესაბამისი პირების შრომის
ბაზარზე გასვლას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სფეროს
იმიჯის გაუმჯობესება. მიუხედავად არაერთი წინგადადგმული ნაბიჯისა, პროფესიული
განათლება უმაღლეს განათლებასთან შედარებით კვლავ მეორეხარისხოვნად განიხილება. ეს
დამოკიდებულება
გარკვეულწილად
დაკავშირებულია
საზოგადებაში
არსებულ
სტერეოტიპებთან, თუმცა ამგვარ დამოკიდებულებებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ის
ფაქტიც, რომ პროფესიული განათლების სტუდენტი ვერ სარგებლობს ყველა იმ შეღავათით,
რომლით სარგებლობის შესაძლებლობაც უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩარიცხულ
სტუდენტებს ეძლევათ. ამ შეღავათებს შორისაა სავალდებულო სამხედრო სამსახურში
გაწვევის გადავადება. პროფესიული განათლების შემთხვევაში, ზემოხსენებული მიდგომა,
საკმაოდ დისკრიმინაციულია, მაშინ როდესაც პროფესიული განათლება გამოცხადებულია
საქართველოს მთავრობის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. მოქმედი
კანონმდებლობის მიხედვით წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება
სხვადასხვა გარემოების არსებობისას, მათ შორის, თუ: არის საქართველოს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით
აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი –
სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე; არის
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე; შესაბამისად,
პროფესიული განათლების სტუდენტი, რომელიც ავტორიზებულ საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ირიცხება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, არის 18-დან 27
წლამდე ასაკის მოქალაქე, იძულებულია გადაიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის
გადავადებისათვის საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი ან თუ სოციალური
მდგომარეობის გამო ვერ მოახერხებს მოსაკრებლის გადახდას, შეიჩეროს პროფესიული
სტუდენტის სტატუსი. ამდენად, განათლების სისტემისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს
პროფესიული განათლების მიღმა დარჩენილი ის კატეგორია (18-27 წლის), რომელიც საწყის
ეტაპზევე უარს ამბობს პროფესიული განათლების მიღებაზე, ვინაიდან წინასწარ იცის, რომ
სწავლის დასრულებას ვერ შეძლებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გამო.
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის დიდი ნაწილი საერთოდ უარს ამბობს სკოლის შემდგომი
განათლების მიღებაზე. შესაბამისად, ისინი უერთდებიან დაბალკვალიფიციურ სამუშაო
ძალას, რაც თავის მხრივ დიდ პრობლემებს ქმნის ადგილობრივ შრომის ბაზარზე. შესაბამისად,
დიდ მნიშვნელობას იძენს პროფესიული განათლება და მისი ადეკვატური რეაგირება, ერთი
მხრივ, მოსახლეობის საგანმანათლებლო საჭიროებებზე, ხოლო, მეორე მხრივ, შრომის ბაზრის
საჭიროებებზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ფინანსური ხელშეკრულება
ითვალისწინებს პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ზრდას, მათ
ეკონომიკურ გააქტიურებას და NEET-ის (განათლებისა და დასაქმების მიღმა მყოფი
ახალგზარდები) მაჩვენებლის შემცირებას.
შექმნილ ვითარებაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო
სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების ინიცირება, რომლის მიხედვითაც, პროფესიული
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული
სტუდენტის, აპლიკანტის სტატუსის მქონე პირს, გადაუვადდება სამხედრო სამსახური
შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო
პროგრამის დასრულებამდე. ამავე დროს, გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ, ერთი
პროგრამის ფარგლებში და არა მრავალჯერადად, რაც თავიდან აგვარიდებს
არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის
არიდების მცდელობებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია კანონის ძალაში შესვლა მისი
გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი განხილულ უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან, მიმდინარე წელს,
პანდემიის გამო, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღება
გაიმართება მხოლოდ ერთხელ (ნაცვლად ორი - საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღებისა).
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მსურველთა მიღება 20 მაისს დაიწყო და 10
აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი
ასაკის მქონე პირებს მიეცეთ შესაძლებლობა, მიმდინარე წელს ისარგებლონ სავალდებულო
სამხედრო სამსახურის გადავადებით და ჩაერთონ პროფესიულ სწავლებაში. აღნიშნული
ნაბიჯი ხელს შეუწყობს პოსტპანდემიურ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას
კვალიფიციური სამუშაო ძალის მიწოდებით და ამავე დროს, გაზრდის პროფესიულ
განათლებაში ახალგაზრდების მონაწილეობის დონეს, კონკურენტუნარიანობასა და
დასაქმების შესაძლებლობებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
გაზრდას.
ცხრილის სახით მოცემულია სტატისტიკა, რამდენმა პირმა ისარგებლა სამხედრო
სავალდებულო სამსახურის გადავადებით და აქედან, რამდენმა პირმა გადაავადა სამხედრო
სავალდებულო სამსახური შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე (იხ. ცხრილი).
სულ გადავადებით ისარგებლა
გადაიხადა გადავადების
მოსაკრებელი
2017
2018
2019
115,998
112,578
110,819
814
874
683
მოცემული ცხრილი ასახავს სრულ სურათს, იმ პირების შესახებ, ვინც 2017-2019 წლებში
გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი. აღნიშნული
წლების მონაცემების მიხედვით, საშუალოდ წელიწადში 800-მდე პირი სარგებლობს
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით. მასში არ არის გამოყოფილი ის პირები,
ვინც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების დროს სწავლობდა პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე. „სამხედრო
სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5
მუხლის
თანახმად,
სამხედრო
სავალდებულო
სამსახურის
გადავადების
მოსაკრებელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებული
პირისათვის 18 თვით გადავადებისათვის შეადგენს 2000 (ორი ათას) ლარს. თუ დავუშვებთ,
რომ ყველა ის პირი, რომელმაც 2017-2019 წლებში გადაიხადა ზემოაღნიშნული მოსაკრებელი,
სწავლობდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო
პროგრამაზე, გადახდილი მოსაკრებელი იქნება საშუალოდ 1.6 მლნ ლარი, საიდანაც
სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი მოსაკრებელი შეადგენს 1.4 მლნ ლარს, ხოლო
ადგილობრივ ბიუჯეტის წილი - 0.2 მლნ ლარს. ამდენად, ეს იქნება მაქსიმალური გავლენა,
რომელიც შეიძლება დადგეს არსებული სტატისტიკით შესაბამისი ბიუჯეტების საშემოსავლო
ნაწილზე. რაც შეეხება შემდეგ წლებში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობას,
აღნიშნული დამოკიდებული იქნება იმ პირების რაოდენობაზე (არაუმეტეს 25 წლის),
რომლებიც ჩაირიცხებიან პროფესიულ პროგრამებზე და არსებული კანონმდებლობით
შეეძლოთ მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე გადავადებით სარგებლობა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ
სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის პროფესიული
განათლება სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ პროფესიული საგანმანთლებლო
პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. პროფესიული სტუდენტის ვაუჩერული
დაფინანსება გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში (პროგრამული კოდი: 32 03
01 - „პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა“), რომლის ფარგლებში
გამოყოფილი ასიგნება შეადგენს 50.0 მლნ ლარს, ხოლო საშუალო ვადიან პერიოდში 2021-2024
წლისათვის პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით
მოსალოდნელია 280.8 მლნ ლარზე მეტი ხარჯის გაწევა. საგულისხმოა, რომ ამჟამად აქტიური
სტუდენტების რაოდენობა შეადგენს 7805 სტუდენტს, რომლის წლიური ვაუჩერული
დაფინანსება დაახლოებით შეადგენს 23.4 მლნ ლარს. ამჟამად მიმდინარეობს 2020 წლის
სტუდენტთა ჩარიცხვა, სადაც თავისუფალი ადგილების რაოდენობა შეადგენს 5000
სამოსწავლო ადგილს (მათ შორის კერძო კოლეჯები), თუმცა რეგისტრაციის დასრულებამდე
მოსალოდნელია პროგრამებზე ადგილების ზღვრული რაოდენობის რამდენიმე ასეულით
მატება.
რაც შეეხება მომდევნო წლებში სტუდენტთა მიღებისათვის, სისტემის საერთო სიმძლავრეს,
უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ყველა ავტორიზებული საგანმანათლებლო პროგრამის საერთო
ქვოტა შეადგენს 18 215 ერთეულს, მ.შ საჯარო დაწესებულებაში თავისუფალი ადგილების
რაოდენობაა 10 524.
წარმოდგენილი ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, მოსალოდნელი ფინანსური გავლენის
განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულია წინა წლებში სტუდენტთა ჩარიცხვის სტატისტიკა (იხ.
ცხრილი).
2017
ასაკობრივი
ჯგუფი
მოსახლეობა
საქსტატის
მონაცემებით
(კაცი)
18-27
252,697
პროფესიულ
საგ.
პროგრამებზე
ჩარიცხულთა
რაოდენობა
(კაცი)
5,048
2018
2019
მოსახლეობა
საქსტატის
მონაცემებით
(კაცი)
პროფესიულ საგ.
პროგრამებზე
ჩარიცხულთა
რაოდენობა (კაცი)
მოსახლეობა
საქსტატის
მონაცემებით
(კაცი)
პროფესიულ საგ.
პროგრამებზე
ჩარიცხულთა
რაოდენობა(კაცი)
246,231
3,753
229,978
3,605
საგულისხმოა, რომ ცვლილების პროექტის შინაარსი, გარკვეულ გავლენას მოახდენს
ჩარიცხული სტუდენტების გენდერულ გადანაწილებაზე, ისევე როგორც წლიურად
ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობაზე. როგორც მოსალოდნელია, პროფესიული განათლების
ღირსეულ ალტერნატივად განხილვა შესაძლებელი იქნება, რადგან განათლების მიღების
შეწყვეტა აღარ მოხდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გამო და პირი შეძლებს
პროგრამა გეგმის მიხედვით დაასრულოს.
თუ ბოლო 3 წლის სტატისტიკას დავეყრდნობით წლიურად მიღებული სტუდენტების
რაოდენობის საშუალოდ 55% არის ვაჟი, საიდანაც 75% წარმოადგენდა 18-27 წლის
ახალგაზრდას.
წლები
2017
2018
2019
პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხული ვაჟები
8.558
6.461
6.144
პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხული 18-25
წლის ვაჟები
4.295
3.333
3.272
თუკი არსებული თავისუფალი ადგილების მონაცემებს გამოვიყენებთ და მას გავაანალიზებთ
წინა წლების საფუძველზე, მოსალოდნელია, რომ სახელმწიფოს დაფინანსებით სისტემაში
2021 წელს შემოვიდეს 10 524 სტუდენტი-საჯარო ინსტიტუციებში და მაქსიმუმ 2000
სტუდენტი-კერძო კოლეჯებში, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება სახელმწიფო
ვაუჩერული დაფინანსება (2020 წელს დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა კერძო
კოლეჯებში იყო 200 ადამიანი). შესაბამისად, 2021 წლის საპროგნოზო მიღება, სახელმწიფო
დაფინანსებით მოსარგებლე სტუდენტების ჭრილში, არის 12 524 პირი, მათ შორის მამაკაცი 6 888, ხოლო 18-27 წლის ასაკის მქონე ადამიანის რაოდენობა მიაღწევს 5166 სტუდენტს.
უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული განათლებით მოსარგებლეთა რაოდენობა ზემოთ
მითითებული გათვლების მიხედვით, გულისხმობს სისტემის გამტარუნარიანობის სრულ
ათვისებას, მაშინ როცა წინა წლებში არსებობდა თავისუფალი ადგილები, რომლებიც არ
ივსებოდა. შესაბამისად, საჯარო პროფესიულ კოლეჯებში სახელმწიფო დაფინანსებით
მოსარგებლე სტუდენტთათვის სახელმწიფო დაფინანსების ოდენობის გაზრდა, გეგმასთან
მიმართებაში საშუალო ვადიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით არ არის მოსალოდნელი
ვინაიდან, იქ უკვე ასახულია წლიური ნამატი (2000 სტუდენტის სახით), ხოლო კერძო
კოლეჯებში სახელმწიფო დაფინანსებით მოსარგებლე სტუდენტების რაოდენობის ზრდა
მოსალოდნელია (მაქს 2000 სტუდენტით). შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის
ფინანსური გავლენის გაანგარიშების დროს გამოყენებულია სტუდენტთა გაზრდილი საერთო,
წლიური რაოდენობა 2021 წლისთვის =12 524 სტუდენტი, (მათ შორის 55% მამაკაცი, მათ შორის
75% მიზნობრივი ასაკობრივი ჭრილი).
რაც შეეხება გავლენას გასაწვევ კონტიგენტზე:
თუ ავიღებთ, ჯარის გადავადების გამო სტუდენტების, მღვდელმსახურების და მოსაკრებლის
გადამხდელთა და ასევე წლიურად ჯარში გასაწვევ პოტენციურ ბენეფიციართა რაოდენობას
(18500 მეტი), რამაც 2019 წლის მონაცემებით შეადგინა - 76,374 ერთეული. ასევე
გავითვალისწინებთ, რომ 2021 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე
ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები კონტიგენტის საპროგნოზო რაოდენობას,
სახელმწიფო დაფინანსებით მოსარგებლე სტუდენტების ჭრილში, რომელიც დაახლოებით
შეადგენს 12 524 პირს, მათ შორის მამაკაცი - 6 888, ხოლო 18-27 წლის ასაკის მქონე ვაჟი
სტუდენტი -5,166, რაც დაახლოებით 7% შეადგენს ჯარის გადავადების გამო სტუდენტების,
მღვდელმსახურების და მოსაკრებლის გადამხდელთა და ასევე წლიურად პოტენციურ ჯარში
გასაწვევ ბენეფიციართა ჯამური რაოდენობის. პროპორციული გადანაწილების შედეგი,
რომელიც გამომდინარეობს საშუალოდ 7% კლებიდან ყველა კატეგორიისთვის:
სცენარი N1
წელი
მღვდელმსახური
გადაიხადა
ან სწავლობს
ექვემდებარება
სულ
სტუდენტი
მოსაკრებელი
სასულიერო
გაწვევას
რაოდენობა
სასწავლებელში
2019 წელი
პროგნოზი (7%
კლების
გათვალისწინებით)
47,977
683
9,203
18,511
76,374
44,732
637
8,581
17,259
71,208
სხვაობა
3,245
46
622
1,252
5,166
ან/და მე-2 სცენარით შესაძლებელია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე
ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული 18-27 წლის ასაკის მქონე 5166 ვაჟი
სტუდენტი, რომელიც საერთოდ არ მოიცავდეს ცხრილში მოყვანილი კატეგორიებს და იყოს
უკვე ჯარგამოვლილი.
საგულისხმოა, ასევე ის გარემოება, რომ 2019 წლისთვის ჯარში გასაწვევ პოტენციურ
ბენეფიციართა რაოდენობის (18,511 პირი) 41% შეადგინა საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრულმა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა
გაწვევის მაქსიმალურმა რაოდენობამ (7655 ადამიანი).
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის პროფესიული
განათლება სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ პროფესიული საგანმანთლებლო
პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს
პროფესიული განათლების ბენეფიციარებისათვის ფინანსურ შეღავათს. ამასთან
საგულისხმოა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები ფლობენ
თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის უნარ-ჩვევებს, რომლებიც
დადასტურებულია სახელმწიფო პროფესიული დიპლომით. საშუალოდ წელიწადში
კურსდამთავრებულთა რაოდენობა აღემატება 6000, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი შეადგენს
56%-ს.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 36 თვე და ეს
ეხება ისეთ პროფესიულ პროგრამებს, სადაც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების
მოდულები (მე-10, მე-11 და მე-12 კლასის სწავლის შედეგები) და რომლებზეც დაიშვებიან მე9 კლასის შემდგომ ახალგაზრდები. 2020 წლიდან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრომ დაიწყო მე-4 დონის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა,
სწორედ ინტეგრირებული მიდგომით და ამჟამად ასეთი პროგრამების რაოდენობა, სადაც
ჩაირიცხებიან 15 წლის ასაკის ახალგაზრდები, შეადგენს საერთო ადგილების რაოდენობის
25%, რაც უდრის 1000 სამოსწავლო ადგილს. შემდგომი წლებიდან დაგეგმილია ასეთი
პროგრამების შეთავაზების ხელშეწყობა და სამიზნე ინდიკატორი 2021 წლისათვის არის 5000
ადგილი. შესაბამისად, სისტემის გამტარუნარიანობის უდიდესი წილი, გადავა ისეთ
პროგრამებზე, სადაც ჩაირიცხებიან 15 წლის ასაკის ახალგაზრდები და სწავლას ამ
პროგრამებზე დაასრულებენ 3 წლის შემდეგ ანუ 18 წლის. 18+ ასაკისათვის კი პროფესიული
განათლების სისტემაში უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ მე-5 დონის სადიპლომო
პროგრამები და მომზადება-გადამზადების სასერტიფიკატო კურსები. ამ უკანასკნელზე
კანონის ცვლილება, ცხადია არ ვრცელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული განათლებით მოსარგებლეთა რაოდენობა მითითებული
დაფინანსებით მოსარგებლე სტუდენტების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია (მაქს 2000
სტუდენტით). შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის ფინანსური გავლენის
გაანგარიშების დროს გამოყენებულია სტუდენტთა გაზრდილი საერთო, წლიური რაოდენობა
2021 წლისთვის 12 524 სტუდენტი, (მათ შორის 55% მამაკაცი, მათ შორის 75% მიზნობრივი
ასაკობრივი ჭრილი). გათვლების მიხედვით, გულისხმობს სისტემის გამტარუნარიანობის
სრულ ათვისებას, მაშინ როცა წინა წლებში არსებობდა თავისუფალი ადგილები, რომლებიც
არ ივსებოდა. შესაბამისად, საჯარო პროფესიულ კოლეჯებში სახელმწიფო დაფინანსებით
მოსარგებლე სტუდენტთათვის სახელმწიფო დაფინანსების ოდენობის გაზრდა, გეგმასთან
მიმართებაში საშუალო ვადიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით არ არის მოსალოდნელი
ვინაიდან, იქ უკვე ასახულია წლიური ნამატი (2000 სტუდენტის სახით), ხოლო კერძო
კოლეჯებში სახელმწიფო დაფინანსებით მოსარგებლე სტუდენტების რაოდენობის ზრდა
მოსალოდნელია (მაქს 2000 სტუდენტით). შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის
ფინანსური გავლენის გაანგარიშების დროს გამოყენებულია სტუდენტთა გაზრდილი საერთო,
წლიური რაოდენობა 2021 წლისთვის =12 524 სტუდენტი, (მათ შორის 55% მამაკაცი, მათ შორის
75% მიზნობრივი ასაკობრივი ჭრილი).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.